სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| ikanosi |
Dec 17 2011, 11:51 AM
პოსტი
#1
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
რომაულ-კათოლიკური ეკლესიას შუა საუკუნეების ევროპაში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა. ეს იყო ფეოდალური სისტემის მსხვილი ინტერნაციონალური ცენტრი, რომელიც კათოლიკურ ქვეყნებს ურთიერთბრძოლების მიუხედავად, ერთ ძალად კრავდა და უპირისპირებდა როგორც მართლმადიდებლურ, ისე მუსლიმანურ სამყაროს. ეკლესია იყო უმსხვილესი მიწათმფლობელი, მის ხელში იყო სასამართლო პრაქტისის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამედიატორო სასამართლოები, სადაც საეკლესია დოგმებსა და ბიბლიის ტექსტებს კანონის ძალა ენიჭებოდა. პაპის კურიას(კარდინალებს, კარისკაცებს და უმაღლეს საეკლესიო ადმინისტრაციას) თავის განკარგულებაში ჰყავდა მორჩილი ბერული ჯარი, რომელსაც ყოველგვარ მომენტში შეეძლო აღეძრა სარჩელი მწვალებლობისა და არაკეთილსაიმედოების შესახებ. XV საუკუნიდან რომის პაპის თეოკრატიულ მისრაფებებს თავი დააღწიეს ინგლისმა, საფრანგეთმა, რომლებშიც ცენტრალიზირებული მონარქიული ხელისუფლება მტკიცდებოდა. ახალი მონარქები ქმნიდნენ დაბრკოლებას, რათა რომის პაპს კვლავ არ ესარგებლა მათი ნაციონალური სიმდიდრით. ერთადერთი ქვეყანა,სადაც სასულიერო-ფეოდალურ იერარქია, თვით რომის პაპის ჩათვლით, თავს ლაღად გრძნობდა, ეს იყო პოლიტიკურად დაქუცმაცებული და წინააღმდეგობათა ქაოსში გახვეული გერმანია. აქ იფურჩქნებოდა სიმონია (საეკლესიო ხარისხის გაყიდვა) და ანატები (ერთდოული გადასახადები პაპის კურსის სასარგებლოდ) რელიკვიებით ვაჭრობა და ეკლესიების მევახშური ოპერაციები. გერმანიაში საზოგადოების ძარცვა და გაძლიერება ინდულგენციებით ვაჭრომაბ. XVI საუკუნის დასაწყისში: 1501, 1504, 1509 წლებში აქ გამოჩნდნენ ამ „წმინდა საქონლით“ მოვაჭრენი. ![]() ინდულგენციებით ვაჭრობას, უპირველესად, თეორიული დასაბუთება სჭირდებოდა. ეკლესიამ ამისთვის გამოიყენა მოძღვრება ადამიანის მიწიერი არსებობის „ცოდვილიანობის შესახებ“. ისინი უბრალო ადამანებს არწმუნებდნენ რომ ცოდვებისაგან განთავისუფლება მათ თვითონ არ ძალუძთ. „ხსნა“ შეუძლია მხოლოდ ღმერთს, ამასთან ერთად კათოლიკური დოგმატიკის თანახმად, ღმერთმა ცოდვიან დედამიწას მოუვლინა თავისი დაწესებულებაც - ეკლესია, რომელიც უძღვება სულების ხსნის საქმეს. თუმცა ეს როდის მისაწვდომი რიგითი ადამიანისათვის. კატოლიკური ეკლესია ადამიანებისაგან არ მოითხოვს შინაგან მონანიებას. სულის ხსნა, ანუ გამართლება, მათ ეძლევათ მექანიკურად მითითებული საეკლესიო წესების შესრულების შედეგად. ერთი სიტყვით, ეკლესიას იმის პრეტენზია ჰქონდა, რომ მას შეეძლო გაეთავისუფლებინა ცოდვილი მასზე განკუთვნილი სასჯელისაგან, როგორც ცოდვილის სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების მერე სალხინებელში. აქედან გამოდიოდნენ, როცა კათოლიკე ღვთისმეტყველები ინდულგენციებით ვაჭრობას ასაბუთებდნენ. სათისფაკციამ, რომელსაც მალე უწოდეს ინდულგენცია (ე.ი ცოდვების შენდობა) და რომელიც სხვა არაფრი იუო, თუ არა ადრე დანიშნული ეპიტიმიის შენდობა, ფართო გავრცელება პოვა ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქაში. XV საუკუნის 70-იანი წლებიდან კი ეკლესია ბეჭდური სახით ამზადებს ფასიან ქაღალდებს - მიტევების სიგელებს, რომელიც გადაეცემოდა მყიდველს. იგი მიეყიდებოდა ცოდვილს იმ შემთხვევაშიც, თუ მას აღსარება არ ჰქონდა ნათქვამი. შენდობას მიცვალებულებზეც ავრცელებდნენ. გარდაცვლილის ნათესავს ან მეგობარს უფლება ჰქონდა ეყიდა მიტევების სიგელები იმათი სულებისათვის, ვინც იტანჯებოდა სალხინებელში. შეიძლებოდა არათუ ჩადენილი ცოდვის, არამდე ჯერ არ მომხდარ ცოდვათა გამოსყიდვაც. პაპ იოანე XXII (1316-1334) ინდულგენციის გასაყიდი ფასიც კი ჰქონდა დაწესებული. აი ზოგიერთი ამონარიდი ღვთის „მონაცვლის“ პრეისკურანტიდან. „მღვდლის მიერ ქალიშვილის გაუპატიურება - 2 ლივრი და 8 სუ მონაზვნის ცოდვა რამდენიმე მამაკაცთან - 131 ლივრი და 15 სუ მწვალებელი, რომელიც ეკლესიას დაუბრუნდება - 269 ლივრი. ქმრის მიერ ცოლის ცემა - 3 ლივრი და 14 სუ“ ერთი სიტყვით, პაპობის ვერავითარი მოძულე ვერ შეძლებდა უფრო დამაჯერებელი სატირის მოფიქრებას კათოლიკურ ეკელსიაზე, ვიდრე ამას პაპი აკეთებდა. ამგვარად კათოლიკურმა ეკლესიამ სამოთხესა და ჯოჯოხეთსი შესვლის საკითხი არა მარტო ვაჭრობის საგნად აქცია, არამედ ცოდვის აქვე გამოსყიდვის დაწესებით დიდად შეუწყო ხელი ზნეობირივ დეგრადაციას. გერმანია იყო პაპისთვის ყველაზე ერთგული მეწველი ფური. ამ ძარცვაში კი რომის პაპი ეყრდნობობდა ადგილობრივ „წარჩინებულ პირებს“, როგორც ეკლესიის მსახურებს, ისე საერო მთავრებს, რომელთა სამფლობელოებში წარმოებდა ინდულგენციებით ვაჭრობა. 1517 წლის ოქტომბერსაც, როცა პაპმა ლეო X (1513-1521 წლები) გამოსცა მორიგი 18 ოქტომბრის ბულა ცოდვების მიტევებისა, რათა ამ გზით მიღებული თანხა მოეხმარათ „წმ. პეტრეს ტაძრის აგებაში და ქრისტიანული სამყაროს სულების ხსნისათვის“. გერმანიაში ინდულგენციებით ვაჭრობის უფლება მიეცამაინცის არქიეპისკოპოსს - ალბერტს, რომელმაც თავის მხრივ, „წმინდა საქონლის“ გასაღება თავის აგენტს, დრომინიკელ ბერ იოანე ტეცელს დაავალა. „ეკლესიაში დასმულ პაპის ღერბიან შენდობის წითელ ჯვარს - ამობდა ტეცელი - ისეთივე ძალა აქვს, როგორიც ქრისტეს ჯვარს. საჭირო არ არის მონანიება, თვითგვემა და ეპიტემია ცოდვისათვის, თვით მომავალი ცოდვებისთვისაც კი, თუ ვიყიდით ინდულგენციას ანუ შენდობის სიგელს“. ბუნებრივია ტეცელის საქმიანობას გერმანიში არ შეიძლება ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონოდა. 1515 წელს, მას შემდეგ რაც ავად გახდა ვიტერბერგის მღვდელი - სიმონ გეინზე, მის ნაცვლად დაინიშნა ლუთერი. მართალია თავდაპირველად ლუთერი უხალისოდ მოეკიდა საქმეს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეეჩვია მას და ჭეშმარიტ მოძღვრად გადაიქცა. ![]() თვითონ ლუთერი საოცრად მოსიყვარულე მამა და მეუღლე იყო, რაც მისი წერილებიდან ჩანს. ლუთერი უაღრესად პატიოსანიც გახლდათ, მისთვის უცხო იყო ანგარება, ის ჰონორალსაც არ იღებდა მსმენელებისაგან, ან თხზულებებიდან, თუმცა გამომცემლები და წიგნის გამყიდველები მის ხარჯზე მდიდრებოდნენ. ის მხოლოდ ფროფესორის ზომიერი ხელფასით ცხოვრობდა. მასთან სახლში ყოველდღიურად სადილობდნენ ღარიბი სტუდენტები, უმუშევარი მქადაგებლები და ა.შ მის სახლში მუდამ სტუმართმოყვარეობა იყო, ყველას ხიბლავდა რეფორმატორის უბრალოება და ყურადღება, მისი მუდმივი მზადყოფნა - სამსახური გაეწია მათთვის. ლუთერში არაფერი იყო ბნელი და ასკეტური, ცხოვრების სიკეთით სარგებლობას იგი ცოდვად არ თვლიდა, პირიქით ადამიანებს არწმუნებდა, რომ ღმერთს სიამოვნებს როცა მის მიეს შექმნილ „გემრიელ ქარიყლაპიებსა და კარგ რაინულ ღვინოს“ შეექცევიან, როცა ადამიანები სულის სიღრმიდან მხიარულობენ ან იცინიან. 1516 წელს ლუთერი ქადადებდა ინდულგენციების ვაჭრობის წინააღმდეგ, მაგრამ ამან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ![]() 1517 წლის 31 ოქტომბერს, ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე ლუთერმა გამოკრა თავისი „95 თეზისი“ . ამ თხზულების რამდენიმე ეგზემპლარი, როგორც მოსასწვევი მან წესის თანახმად დაგზავნა დისპუტისთვის. გავრცელების და გამოძახილის მიუხედავად, ვიტენბერგში თეზისების განხილვის დროს არავინ არ მოსულა. ერთადერთ ტეცელი იყო წერილობითი ანტითეზისებით რომ გამოვიდა, რისთვისაც მას იმავე 1517 წლის ბოლოს თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიანიჭეს პრანკპურტის უნივერსიტეტში, რომელიც ვინტებერგის უნივერსიტეტის მოწინააღმდეგე იყო. ლუთერი პირველი არ ყოფილა გერმანიაში, ვინც ხმა აღიმაღლა ინდულგენციების წინააღმდეგ. ლუთერამდე ინდულგენციებით ვაჭრობას ებრძოდა მრავალი ჰუმანისტი, განსაკუთრებით კი ცნობილი სატირის „ბნელი ადამიანების წერილების“ ავტორები. გერმანელი ჰუმანისტები, ინდულგენციებით ვაჭრობას რომ აკრიტიკებდნენ, მის უზნეობას უფრო იმაში ხედავდნენ, რომ ამ გზით მოგებული თანხა ხმარდებოდა არა ღვთის მოსაობის მიზნებს, არამედ თვით პაპის ფუფუნებით ცხოვრებას. ისინი ვერ ხედავდნენ, რომ ბაზარზე გამოტანილი შენდობის სიგელი - ეს მხოლოდ ეპიტემიისა და სატისპიკაციის შენაცვლებაა. ყველაფერი ეს შესანიშნავად განჭვრიტა ლუთერმა. მან ისიც შესანიშნავად განჭვრიტა, რომ ეკლესიის ამდაგვარი მისწრაფებების დაძლევა საეკლესიო დოგმების პრინციპული კრიტიკის გარეშე შეუძლებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ლუთერი კიცხავდა არა მარტო ინდულგენციებით მოვაჭრეთა საქმიანობას, არამედ ამ „წმინდა საქონლის“ შეძენის მსურველებსაც. ლუთერის გულისწყრომას განსაკუთრებით იმ ადამიანთა საქაციელი იწვევდა, ვინც ღარიბსა და გაჭირვებულს დაინახავდა და არ გაიღებდა მოწყალებას, ვინ საკუთარი ოჯახის სახსრების დაზოგვას ინდულგენციების შეძენას ამჯობინებდა. ლუთერი მორწმუნეებს იმასაც უმტკიცებდა, რომ ინდულგენციებით ვაჭრობა მიზნად ისახავდა, არა მორწმუნეთა სულისთვის ზრუნვას, არამედ მხოლოდ ანგარებით მიზნებს. ასეთ ვაჭრობას დიდი მოგება მოაქვს და ის ხელს უწყობს დაინტერესებული პირის დაუმსახურებელ დაწინაურებას. მაშასადამე, ლუთერის აზრით მორწმუნეებდა „სულების ხსნა“ უნდა მოიპოვონ არა ინდულგენციების შეძენით, არამედ ჭეშმარიტი სინანულით, რომელიც ქრისტიანის მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ამგვარად თავს ესხმოდა რა ინდულგენციებით ვაჭრობას, ლუთერი კითხვის ქვეშ აყენებდა, ციური გამოსასწორებელი სასჯელების უფლებაზე ეკლესიის პრეტენზიას. რწმენის გამართლების ლუთერისეული თეორიიდან უშუალოდ გამომდინარეობს დებულება იმის შესახებ, რომ პაპის დეკრეტები და მიმართვები, საეკლესიო დადგენილებანი და ა.შ, რომლებიც „საღვთო გადმოცემებში“ ერთიანდებიან უარსაყოფია, რადგან მრავალი შეცდომის შემცველია. ერთადერთი ავტორიტეტი, რომელსაც ლუთერის აზრით უნდა დაეყრდნონ ქრისტიანები, ეს არის საღვთო წერილი, რომელიც გაცილებით უფრო ადრინდელია. კათოლიკური ეკლესიის და სამღვდელოების ავტორიტეტის ამდაგვარი კრიტიკის მიუხედავად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ლუთერი „თეზისებში“ აბსულუტურად გამორიცხავდა ეკლესიისა და სამღვდელოების როლს. ლუთერი როცა ქადაგებდა - ადამიანს მორჩილება მართებს ღმერთისადმი - იქვე მიუთითებდა იმასაც, რომ ეს მორჩილება მას მღვდლის დახმარების გარეშე არ შეეძლო. მაშასადამე ლუთერი ეკლესიას და სამღვდელოებას ჯერ კიდევ უყურებდა ძალას, რომლიც ჩაყენებულია ღვთის სამსახურში. მაგრამ ლუთერი იქვე განმარტავდა: პაპის მადლსა და შენდობას ყოვლისმომცველი ძალა არა აქვს. ის ამბობდა რომ პაპისეულ მადლსა და შენდობას ძალა აქვს არა სალხინებელში , არა ყოველგვარ ცოდვათა მიტევებისათვის, არამედ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ისეთი „საკრამენტული“ სასჯელების მისატევებლად, რომელიც თვითონ პაპის მიერ იყო დადებული. ამგვარად ლუთერი გამორიცხავდა ზეციური გამოსასწორებელი სასჯელების უფლებაზე პაპის პრეტენზიას. მისი თქმით ეკლესიას და სამღვდელოებას მართებთ ლოცვა, კეთილი რჩევები და სახარების გაცნობა ადამიანისათვის, თვით შენდობის შენდობის გაცემაც ლოცვით უნდა ხდებოდეს. პაპს და საერთოდ სამღვდელოებას ლუთერი იმიკენაც მოუწოდებდა, რომ ეზრუნათ ეკლესიის სიჭმინდისა და ავტორიტეტის ამაღლებისათვის. სამღვდელოების ზნეობრივი სიწმინდა უბრალო ადამიანებისათვის გადამდები აღმოჩნდებოდა, მომრავლდებოდა ჭეშმარიტი მორწმუნეები და, მაშასადამე, არც უბრალო ადამიანების მწვავე კითხვები იქნებოდა. დასასრულ, უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ლუთერი, როცა გმობდა ინდულგენციებით ვაჭრობას, დარწმუნებული იყო, რომ ეს ხდებოდა ინდულგენციების გამყიდველთა თვითნებობით, რომ მასში რომის პაპის ხელი არ ერია. ამრიგან კითხავდა რა „95 თეზისში“ ინდულგენციებით მოვაჭრეთა მოქმედებას, ლუთერი ჯერ კიდევ არ ფიქრობდა კათოლიკურ ეკლესიასა და რომის პაპთან განხეთქილებას (ასეთ გზას იგი 1519 წელს შემდეგ დაადგა). ტიურინგიელი ავგუსტინელი ბერის მიერ წარმოჩენილმა ქრისტიანულმა სიმართლემ ახალი ძალა შთაბერა გერმანულ ანტიპაპურ ოპოზიციას. ლუთერის თეზისებმა ისე იმოქმედა, როგორც ნაპერწკალმა დენთის კასრში. თეზისებმა სათავო დაუდო რეფორმატულ მოძრაობას, რომელმაც ყველა წოდება თვის მორევში ჩაითრია. თითოეულმა ფენამ, რომელიც მოძრაობაში ჩათრეული აღმოჩნდა, თეზისებში დაინახა არა მარტო ის, რაზეც ლუთერი მიუთითებდა, არამედ ისიც რაც საერთოდ აწუხებდათ. © ikanosi -------------------- ფარით ან ფარზე
|
| ნაინა |
Dec 17 2011, 12:30 PM
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ikanosi
მარტინ ლუთერის დღედ 16 იანვარია ამერიკაში. ისე ცუდად მახსოვს 2006 წლის ეგ დღე, რომ ცხოვრებაში აღარასოდეს დამავიწყდება. თემა კარგია და საინტერესო, ყოჩაღ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
| ikanosi |
Dec 17 2011, 04:01 PM
პოსტი
#3
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ნაინა
ციტატა მარტინ ლუთერის დღედ 16 იანვარია ამერიკაში. 17 იანვარს მე ვარ დაბადებული ციტატა თემა კარგია და საინტერესო, ყოჩაღ ჰო, მომწონს ეგ ადამიანი, ჩემი აზრით მისი სიტყვა იმ დროს დროულიც იყო და მოსაწონიც -------------------- ფარით ან ფარზე
|
| George Leluashvili |
Dec 17 2011, 07:16 PM
პოსტი
#4
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ეს თემა აპოლოგეტიკაშია გადასატანი...
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th December 2025 - 06:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი