IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 64 65 66 67 68 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
k@the
პოსტი Jul 6 2007, 11:56 PM
პოსტი #1301


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(meleqse @ Jul 6 2007, 08:54 PM) *

ოხ ეგ რა საქმეს შებმულხარ,
იხარე, ღმერთიც გშველოდეს,
აქ მყოფთ კი რა დაგვრჩენია, -
შენს გამოჩენას ელოდეს.


მადლობა დალოცვისათვის!
სიტყვა მეამა შენია,
ჩამოსვლას ჩემსას ძმობილო
სხვა ნათასავნიც ელიან smile.gif)

იმედია თუ შევხვდები
ფორუმისა ლიდერებს, (ყველასაც smile.gif))
არავის გავუცრუებ,
ნახვისას იმედებს biggrin.gif (რატო უნდა გავუცრო არ ვიცი)

მოკლედ თქვენი ნახვა მინდა,
დამიჯერე ძალიან,
წავალ ჩაის გავიკეთებ,
10 წუთი არ მცალია biggrin.gif



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 7 2007, 12:14 AM
პოსტი #1302


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



meleqse
ციტატა
მთლად "ბატოც" არ უნდა იყო, -
პასუხი მომწონს, ფრთხილია.
მასე სხარტად რომ მპასუხობ,
შენ ხარ თუ შენი შვილია???


სხარტ პასუხებს რომ მიწონებ,
ჟიურიდ ხარ მოსულიო?
მშვიდად იყავ ჯერ იხარე,
მარტო მე გწერ ორსულიოtongue.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jul 7 2007, 12:18 AM
პოსტი #1303


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა(kato_Bato @ Jul 7 2007, 01:14 AM) *

meleqse
სხარტ პასუხებს რომ მიწონებ,
ჟიურიდ ხარ მოსულიო?
მშვიდად იყავ ჯერ იხარე,
მარტო მე გწერ ორსულიოtongue.gif

ვახ, მაინც ამის გაგება
ჩემთვის როგორი ძნელია:
სახელად ბატო დაირქვი,
ქვეშ მიიხატე მელია... laugh.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 7 2007, 12:26 AM
პოსტი #1304


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



k@the
ციტატა
ააფრინე ამ ფორუმზე
შენ მშიდობის მტრედიო,
სულ კომპიუტერთან ჯდომით
არ გაგიკავდეს გვერდიო



მე მშვიდობას რას ვუშველი
სხვას თუ არ აქვს სურვილიო,
დაწყნარდება რა მოიკლას,
ისტერიკის წყურილიო biggrin.gif

meleqse
ციტატა
ვახ, მაინც ამის გაგება
ჩემთვის როგორი ძნელია:
სახელად ბატო დაირქვი,
ქვეშ მიიხატე მელია...


ჩემს აღწერას რომ მორჩები
შემახსენე მერეო,
კარგი შაირის ლოდინში
რა ტყვილად ვიმღერეო?! tongue.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 7 2007, 12:26 AM
პოსტი #1305


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



კატო არ მოხვალ ბოდბესა,
წამოდი შენთვის მადლია,
თუ ავტობუსით არ ძალგიძს,
ქვე გვერდძე გიზის ქმარია.
ამოქოქავს იმ ჭიჭიკოს,
ერთად მოხვალთ ჩვენსასო.
ვნახავ,ერთად ვიტყვით კიდეც.
ქვეყნის მრავალჟამიერსო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 7 2007, 12:33 AM
პოსტი #1306


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



zviadauri
ციტატა
კატო არ მოხვალ ბოდბესა,
წამოდი შენთვის მადლია,
თუ ავტობუსით არ ძალგიძს,
ქვე გვერდძე გიზის ქმარია.
ამოქოქავს იმ ჭიჭიკოს,
ერთად მოხვალთ ჩვენსასო.
ვნახავ,ერთად ვიტყვით კიდეც.
ქვეყნის მრავალჟამიერსო


ბოდბეს გამოსეირნება
მეც კი მინდა ძალიანო,
მაგრამ გზის რომ მეშინია
თანაც არა მცალიანო?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 7 2007, 12:36 AM
პოსტი #1307


დაურეგისტრირებელი









zviadauri
ენას გიწუნებ რაჭველო
კაფიის რითმიც არ მამწონს
სადაცა ენა არ მიჭრის
იქ არ შავადგამ ფეხსაო.
ან ენა რადღა გებნევა
მელექსემ გაგილექსაო
მომწონს მე მაგის ლექსები
ალალად გეტყვის ბევრსაო.
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 7 2007, 12:40 AM
პოსტი #1308


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(ქავთარაძე @ Jul 7 2007, 12:36 AM) *

zviadauri
ენას გიწუნებ რაჭველო
კაფიის რითმიც არ მამწონს
სადაცა ენა არ მიჭრის
იქ არ შავადგამ ფეხსაო.
ან ენა რადღა გებნევა
მელექსემ გაგილექსაო
მომწონს მე მაგის ლექსები
ალალად გეტყვის ბევრსაო.


აუუფ wink.gif

ქავთარაზე!

რა ხმლისა ქნევით მოვარდი,
წუნებით აქა რითმისო.
შენს რითმას კარგად ჩახედე,
ბოსტანა ხომ არა ხრისო.


ციტატა(kato_Bato @ Jul 7 2007, 12:33 AM) *

zviadauri
ბოდბეს გამოსეირნება
მეც კი მინდა ძალიანო,
მაგრამ გზის რომ მეშინია
თანაც არა მცალიანო?


შიში შენგან მიკვირს კატო,
ეკლესიის გზასა მდგარო.
და თუ მართლა არ გცალია,
მაშინ უკაცრავად ვარო wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jul 7 2007, 12:42 AM
პოსტი #1309


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა(kato_Bato @ Jul 7 2007, 01:26 AM) *



meleqse
ჩემს აღწერას რომ მორჩები
შემახსენე მერეო,
კარგი შაირის ლოდინში
რა ტყვილად ვიმღერეო?! tongue.gif


თეთრ დროშას როგორ ვამსგავსე
ეს ბოლო სტროფი ნამღერი.
გული სიტკბოთი მაქვს სავსე, -
ვით ზამთრის ზეცა ნამქერით. (სიცხეში რას არ გაიხსენებს კაცი smile.gif )

შენ ჩემო, ეკატერინე,
ხომ გახსოვს სიტყვა ნამდვილი,
დავითის დანაბარები:
"ჯერ მწარე ჭამე, კვლავ - ტკბილი". tongue.gif

და აი ლექსიც დამტკბარი
აგარის შაქრით ნაზავი: biggrin.gif
ხელს გიწვდი, თუ ჩამომართმევ,
ქე მოვამთავროთ "ბაზარი"...



--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 7 2007, 12:42 AM
პოსტი #1310


დაურეგისტრირებელი









ციტატა
ბოსტანა ხომ არა ხრისო

ეს რა რითმაა?!
ეგ მითხარ
მეტს არასაგთხოვ
ვაჟაო ,
ფშავში ამ ლექსით მიხვიდე
არ მაგისმენენ ბევრსაო.
რაის ხმალ უნდა რაჭველო
მთიულს სატევრის მჭერსაო?!
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 7 2007, 12:44 AM
პოსტი #1311


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(ქავთარაძე @ Jul 7 2007, 12:42 AM) *

ეს რა რითმაა?!
ეგ მითხარ
მეტს არასაგთხოვ
ვაჟაო ,
ფშავში ამ ლექსით მიხვიდე
არ მაგისმენენ ბევრსაო.
რაის ხმალ უნდა რაჭველო
მთიულს სატევრის მჭერსაო?!


ბოსტანა ალბათ არ იცი,
რა პატარაა,მძრომელი.
დაძვრება ქვეშ-ქვეშ მიწასა,
დღე და ღამ არის მშრომელი.

ფშავს უკვე ვიყავ,გეახელ,
იყო იქ დიდი ამბები.
ისეთი ვიპურმარილეთ,
ბოლოს გავშალეთ აფრები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 7 2007, 12:52 AM
პოსტი #1312


დაურეგისტრირებელი









meleqse
შენ კი, შენ ძმაო მელექსევ
მე მოგიწონებ ლექსსაო,
ესა მთის კაფიასა გავს
კაცურად გეტყვი
შენცაო biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 7 2007, 12:53 AM
პოსტი #1313


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



meleqse

ციტატა
თეთრ დროშას როგორ ვამსგავსე
ეს ბოლო სტროფი ნამღერი.
გული სიტკბოთი მაქვს სავსე, -
ვით ზამთრის ზეცა ნამქერით. (სიცხეში რას არ გაიხსენებს კაცი )

შენ ჩემო, ეკატერინე,
ხომ გახსოვს სიტყვა ნამდვილი,
დავითის დანაბარები:
"ჯერ მწარე ჭამე, კვლავ - ტკბილი".

და აი ლექსიც დამტკბარი
აგარის შაქრით ნაზავი:
ხელს გიწვდი, თუ ჩამომართმევ,
ქე მოვამთავროთ "ბაზარი"...


რად იფიქრე სათქმელი,
მოგივიდამწარეო,
სადმე წყენა შემატყვე თუ
ფიქრი დაიხმარეო?



zviadauri
ციტატა
შიში შენგან მიკვირს კატო,
ეკლესიის გზასა მდგარო.
და თუ მართლა არ გცალია,
მაშინ უკაცრავად ვარო


ეგე მეც ვიცი მაგრამა
მსმენია თქმული ერთიო,
შიში ტაძრისა კი არ მაქვს:
"არ გამოსცადო ღმერთიო" smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 7 2007, 12:53 AM
პოსტი #1314


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



zviadauri
ბოსტანას შენ თუ უწოდე
დღედაღამე მშრომელია,
აბა გამოიცან მაშინ
მავნებელი რომელია? tongue.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 7 2007, 12:54 AM
პოსტი #1315


დაურეგისტრირებელი









ციტატა
ბოსტანა ალბათ არ იცი

მაგას მახრასაც ვეძახით
ჩემს მამულ მთიულეთშიო,
ბარს შენ რომ მაატრიალებ მას ამოყვება ბევრიო
და მაინც შენი რითმები ბევრს არას ამბობს მღრღნელიო laugh.gif
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 7 2007, 12:58 AM
პოსტი #1316


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ნეტავი მეცა შემეძლოს
თქვენთან ბოდბეში წამოსვლა,
ეს მარტო რითმა არ გეგონოთ,
ან ხმამაღალი გამოსვლა!

თქვენსა შემხედვარს მითბება
შორეთს მყოფარეს გულია,
მიყვარს ქართლიც და სვანეთიც
კახეთიცა და გურიაც! smile.gif

განა დანარჩენი მხარე,
არ მეხატება გულასო,
ყველა აქ ვერ ჩამოვთვალე
ვერ მეყო მუზაო biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 7 2007, 01:01 AM
პოსტი #1317


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(ქავთარაძე @ Jul 7 2007, 12:54 AM) *

მაგას მახრასაც ვეძახით
ჩემს მამულ მთიულეთშიო,
ბარს შენ რომ მაატრიალებ მას ამოყვება ბევრიო
და მაინც შენი რითმები ბევრს არას ამბობს მღრღნელიო laugh.gif



მარტო რითმები რას გშველის,
ჰაზრნი აყოლე ხანდახან.
ბოლო ტაეპსა ვერ ჩავწვდი,
რითმნი ვერ მოგყვა მხარდამხარ.

რაჭისა შვილი რომა ვარ,
ქვე რას მიწუნებ ფშაველო.
აბა მაშ მე რაღა გითხრა,
ვაი ვაგლახით მკაფველო biggrin.gif

(აჰა აბა ველოდები პასუხს)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 7 2007, 01:02 AM
პოსტი #1318


დაურეგისტრირებელი









kato_Bato
შენ ნახინკლავებს რომ გავხარ
კომპსა ნუ გაუთამამდი
აქამდე დღეში შენ
გყოფნიდა 1 საათი
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 7 2007, 01:03 AM
პოსტი #1319


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მკაფველებს wink.gif

შეხედეთ ხალხი მომრავლდა,
გააქტურდა თემაო,
ეტყობა მოაჯადოვა
რითმამ ნათქვამმა თქვენმაო!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jul 7 2007, 01:04 AM
პოსტი #1320


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა(kato_Bato @ Jul 7 2007, 01:53 AM) *

meleqse
რად იფიქრე სათქმელი,
მოგივიდამწარეო,
სადმე წყენა შემატყვე თუ
ფიქრი დაიხმარეო?


კაფიის სათაური: ოხ, რა ხართ ეს ქალები!!! blink.gif

კაფია:

მწარეს ვწერდი და ტკბილიო
ტკბილი ვწერე და "წყენაო".
დაგძვრეთ სუყველა კბილიო,
რომ აჩიფჩიფოთ ენაო... mad.gif

კაფიის დასასრული. cool.gif

პ.ს. გაატარეთ...


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 64 65 66 67 68 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd July 2025 - 04:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი