IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 82 83 84 85 86 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
QORBUDA
პოსტი Jul 17 2007, 07:45 PM
პოსტი #1661


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ციტატა(k@the @ Jul 17 2007, 07:23 PM) *

***
წუთია წუთისოფელი,
წუთის წუთობით იწვისო,
ბევრმა ფიქრებმა ხვალეზე,
მოწყენილობა იცისო...



რაიც მოხდება იმასა
ვერ ანირიდებ ხვალაო.
ვერც შეცვლი დარდით, ვარამით,
შენ რაც არ უნდა ეცადო.

გულს ნუ გაიტეხ ტყუილად
თავს ნუ იტკიებ ძალადა,
ნურც წუთისოფელს აბრალებ
ვარამსა ცრემლად ნაღვარსა.

უნდა დაუხვდე დინჯადა
როგორც ქართველის წესია,
არ შედრკე, თვალი უსწორე,
როგორც დიაცის წესია.( იმედია დიაცი არ გეწყინება dagnebdit.gif )


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 17 2007, 10:11 PM
პოსტი #1662


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(zviadauri @ Jul 17 2007, 04:50 PM) *

რამ დაგაღონა ლამაზო,
დარდმა ხომ არა გიტია?
ეგრე მეორედ არ გნახო,
ჩემამდეც კი მოიწია.
მეც ვერ ვარ კარგად,გავდივარ.
საქმეზე მივალ სხვაგანო.
ხვალ მოდი ერთად ვიცინოთ.
ტირილი არ გამაგონო

იხარე ზვიადაურო,
ხვალ დაგიხვდები მცინარე.
გავკაფოთ მერე აქ ჩვენა,
დავდგათ რითმების მდინარე! wink.gif

ციტატა(QORBUDA @ Jul 17 2007, 05:45 PM) *

უნდა დაუხვდე დინჯადა
როგორც ქართველის წესია,
არ შედრკე, თვალი უსწორე,
როგორც დიაცის წესია.( იმედია დიაცი არ გეწყინება dagnebdit.gif )

რას ამბობ ძმაო ქორბუდა
რად უნდა მწყინდეს 'დიაცი'?
დიაცი ვარ და ეგ სიტყვია
არ მხვდება ცუდად მე არცკი smile.gif

მადლობა გამხნევებისთვის, 2kiss.gif
მართალიცა ხარ შენაო.
ხვალზე ბევრ კი არ ვიფიქრო,
ღმერთს უნდა ვუთხრა შველაო.

მოსახდენსა კი ამქვეყნად,
ვერარას უზამს დარდია.
ეს ცხოვრება ისედაც
განა იავარდია ?! smile.gif

ციტატა
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 0 სტუმარი და 1 დამალული წევრი)
1 წევრი: mogzaura

***
ვახ მოგზაურაც მოსულა,
შემოანათა თემასა,
ისეთ კაფიასა წერ
სულ მინდორ-მინდორ თელავსა biggrin.gif

როგორ ხარ ჩვენო ცქრიალა,
სად დადიოდი დღესაო?
თვალშიც მოგვაკლდი, გულშიაც,
მკაფველების ფერსაო rolleyes.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Jul 18 2007, 12:02 AM
პოსტი #1663


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



ბალი საზამთრო ატამი
ლეღვი ტყემალი ჭერამი
ზღმარტლი ნესვი და თვით თუთა
ყველანი ჩემს ეზოთ სხედანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 18 2007, 11:47 AM
პოსტი #1664


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ქორბუდა!

რაღაც განი-გან დადიხარ.
აქეთ რად არა მოდიხარ.
კაფიას უნდა ესტუმრო,
აქ შენა უკვე ვზროსლი ხარ.

ტაბახმელისა ამბები,
თუ შენ გულთანა მიიღე.
იკითხე წინა გვერდები,
მე უკვე სიას მიგიღე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Jul 18 2007, 12:01 PM
პოსტი #1665


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



თავში დამეცა ლეღვი
კაი მოზრდილი ლეღვი
მწიფე მწიფე ტაფლივითა
თავი მიგიგგავს მკვახივითა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 18 2007, 12:26 PM
პოსტი #1666


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(ნოდარიკო @ Jul 18 2007, 12:01 PM) *

თავში დამეცა ლეღვი
კაი მოზრდილი ლეღვი
მწიფე მწიფე ტაფლივითა
თავი მიგიგგავს მკვახივითა



ნოდარიკო რაფერა ხარ?
ლეღვმა თავი დაგიბუშტა?
გაუძელი მაგ ხის რისხვას,
ხელი მისკენ დაგემუშტა?

რაცხა რითმებს რომ ხლაფორთობ,
უკვე ცოტა შედეგი გაქვს.
გააგრძელე ძამიკო და
ბოლოს ნახავ მას რაც მოაქვს wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 18 2007, 01:56 PM
პოსტი #1667


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მოგესალმებით ჩემებო,
ისევ მოვედი თქვენთანა,
მომენატრეთ და დავპოსტე
ზეგ შეხვედრა მაქვს ერთანა biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 18 2007, 02:00 PM
პოსტი #1668


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(k@the @ Jul 18 2007, 01:56 PM) *

მოგესალმებით ჩემებო,
ისევ მოვედი თქვენთანა,
მომენატრეთ და დავპოსტე
ზეგ შეხვედრა მაქვს ერთანა biggrin.gif

ჩემგანაც სალამ მიიღე,
ხომ ხარ მანდ გუგულივითა.
ვის ხვდები,ვისკენ მიდიხარ,
აქ მტოვებ მე მაჩვივითა wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 18 2007, 02:17 PM
პოსტი #1669


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(zviadauri @ Jul 18 2007, 12:00 PM) *

ჩემგანაც სალამ მიიღე,
ხომ ხარ მანდ გუგულივითა.
ვის ხვდები,ვისკენ მიდიხარ,
აქ მტოვებ მე მაჩვივითა wink.gif

გუგულივით რათა ვარ tongue.gif
სხვის ბუდეს რა დამრჩენია.
რაცა მაქვს არვის დავსტყუე,
ყველაფერიცა ჩემია laugh.gif laugh.gif

კარგად ვარ, ამაღლებული
მაქ მე განწყობა დღესაო,
ზეგ ჩამოვდივარ თბილისსა
და მოვიკითხავ ერსაო wub.gif

ეხლა წავედი, მომშივდა
მე ცოტა რაღაც ისეო biggrin.gif
ოხ ეს მარხვა, ოთხშაბათი
ბალახი უნდა ვჭამო ისევო laugh.gif (შენი ამბები მოაყოლე smile.gif)


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 18 2007, 02:21 PM
პოსტი #1670


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(k@the @ Jul 18 2007, 02:17 PM) *

გუგულივით რათა ვარ tongue.gif
სხვის ბუდეს რა დამრჩენია.
რაცა მაქვს არვის დავსტყუე,
ყველაფერიცა ჩემია laugh.gif laugh.gif

კარგად ვარ, ამაღლებული
მაქ მე განწყობა დღესაო,
ზეგ ჩამოვდივარ თბილისსა
და მოვიკითხავ ერსაო wub.gif

ეხლა წავედი, მომშივდა
მე ცოტა რაღაც ისეო biggrin.gif
ოხ ეს მარხვა, ოთხშაბათი
ბალახი უნდა ვჭამო ისევო laugh.gif (შენი ამბები მოაყოლე smile.gif)



კალენდარი ვნახე ეხლა,
დღეს მარხვა არ აწერია.
ბალახი და მჭადი მიყვარს.
უნდა მიცხო ცხელ-ცხელია.

მე ვმუშაობ,როგორც წესი.
ხასიათი მაქვს მე ბეცი.

კვირის ბოლოს რესტორანში,
უნდა დავცხო იქ განგაში.

ვიცეკო და დავიმღერო.
ამ ქვეყნისა სანაქებო.

მერე დავლევთ შავ ღვინოსა.
მწვადებს,კეცზე შამპიონსა.

(რო ჩამოხვალ არ უნდა გვნახო?) wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 18 2007, 03:41 PM
პოსტი #1671


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(zviadauri @ Jul 18 2007, 12:21 PM) *

კალენდარი ვნახე ეხლა,
დღეს მარხვა არ აწერია.
ბალახი და მჭადი მიყვარს.
უნდა მიცხო ცხელ-ცხელია.

მე ვმუშაობ,როგორც წესი.
ხასიათი მაქვს მე ბეცი.

კვირის ბოლოს რესტორანში,
უნდა დავცხო იქ განგაში.

ვიცეკო და დავიმღერო.
ამ ქვეყნისა სანაქებო.

მერე დავლევთ შავ ღვინოსა.
მწვადებს,კეცზე შამპიონსა.

(რო ჩამოხვალ არ უნდა გვნახო?) wink.gif


მე არ ვიცი ზვიადო,
მანდ რა კალენდარი გაქო,
დღეს კი ოთხშაბათია და
ხორცი არ უნდა ვაქო laugh.gif

უკვე ვჭამე მენზაში (სასადილოა)
გემრიელად კარტოფილი,
ჩემ და ფორუმელებს შორის
არა არის გაყოფილი laugh.gif (გაირითმასავით)

დაბდღეზე სამებას მოვალ,
ერთს შეგიჭმთ ტორტსაო,
მერე სწრაფად გავუდგები
მე ბათუმის პორტსაო laugh.gif

დაბდღის მერე რესტორანში
მე ვეღარა წამოვალ..
მაგ საქმიდან ჩემო ზვიად
არაფერი გამოვა.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Jul 18 2007, 04:21 PM
პოსტი #1672


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



zviadauri
გაიხარე ძმაო ჩემო
კაცური ხარ კაციო
ლეღვი რაფრა მომერევა
თუ არ ვჭამე მგელიო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 18 2007, 04:24 PM
პოსტი #1673


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მომიხაროდა მომქონდა
კარგი ლექსების ბუკეტი,
მე კაფიობა მეგონა,
აქ კი ყოფილა ბუფეტი sad.gif


ხალხო, ჭამა სმის თემაა?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Jul 18 2007, 06:03 PM
პოსტი #1674


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



მაგარი კაფია იყო
პასსსს ვეღარ ვქაჩავ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 18 2007, 08:18 PM
პოსტი #1675


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



“მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან.
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!"

არ მოიწყინოთ უჩემოდ wink.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Jul 18 2007, 08:50 PM
პოსტი #1676


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



k@the
არ მოხვიდე,სადაცა ხარ იქ იყავი
არ მოხვიდა იქით დარჩი სადაც ხარ
დროზე წადი წადი წადი ჩარა
არ მოხვიდე სიზმარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Jul 20 2007, 01:16 PM
პოსტი #1677


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



აბა ბიჭო კომისია
რთული საქმე მოგელის,
გოგოს შევხვდე, დათქმული მაქვს,
იქით რაზმა მომელის.

ორ ცეცხლშუა ვიმყოფები
რომელი ვქნა არ ვიცი,
გაკვეთილზე თუ არ მივალ
მავიწყდება რაც ვიცი.

წავიდე თუ არ წავიდე
ორი ცეცხლი მედება,
მე შეხვედრის გადადება
ძალიან მეძნელება.



--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 22 2007, 01:05 AM
პოსტი #1678


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ჩემო ჯიგარო კაფია!

ვაგლახ რომ საქმემ მიმატა,
თავი გამიხდა რუმბივით.
კაფიავ ხშირად ვერ გრითმავ,
ქეც კი გამხდარხარ ყუმივით.

ქეთოც არა სჩანს,ქორბუდამ,
სულ გაიხურეს კაფია.
მაგარამ აქა ვარ,ვიქნები,
არ გამიწყდება ძარღვია.

ორშაბათ ყველას იქ ვნახავ,
დაბადებისღის ფართიზე.
თორტი,წვენები,შნაფსები,
ტაბლაც გაეწყოს მწვანილზე.

კატო სადა ხარ,ჯიგარო,
საიტის დიდო ქომაგო.
ყველას კლდე-კარად შავხვდები,
შენ ვინც გიწოდოს ქოფაკო mad.gif

მოკლედ ორშაბათს მოველი.
თან მაისურიც დამხვდება.
15 მანეთი დაგავდე და
უფრო კარგად მექნება.

ჯიგრებოოო მომენატრეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 23 2007, 02:40 PM
პოსტი #1679


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



კაფიას და ფორუმს!

კაფია დადგა ეს დღეცა,
დაბადების დღე არიო.
ყველანი დიდის ამბებით
და სიხარულით ვმღერითო.

საღამოს მივალთ დარბაზში,
ვნახავთ ერთმანეთს ჯიგრები.
მერე ვიმღერებთ,დაგვლოცავს,
ჩვენ იქ მეუფე სიტყვებით.

"შვილებო,კარგად იყავით,
თქვენ ერთმანეთი გიყვარდეთ.
ერთურთის გატანის მადლით,
ორთავ სოფელსა იხარეთ".

მორჩილად თავებს ჩვენ დავხრით,
ვიმორცხვებთ, ცოტას ვიფიქრებთ.
უფრო რომ მეტად გვიყვარდეს
სამშობლო,მისთვის ვიცხოვრებთ.

ხალხნო ყველანი მიყვარხართ,
სიტყვები გულიდან მომდის.
საღამოს მოლოდინში ვარ და
თვალთაგან ცრემლი უხვად მდის.

იცოდეთ ერთად ვიქნებით,
გინდ დრომ იცვალოს ფერები.
თქვენი გულების ჭირიმე,
მოვალ და მოგეფერებით....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 23 2007, 05:09 PM
პოსტი #1680


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ერთი მაინც დაგეპოსტათ აქეთ მხარეს,კაფიას გაუხარდებოდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 82 83 84 85 86 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 03:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი