IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 84 85 86 87 88 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
k@the
პოსტი Aug 3 2007, 01:17 AM
პოსტი #1701


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(zviadauri @ Aug 2 2007, 09:20 AM) *

რას მოვესწარიიიიიიიიიიიიიიიიიი
იიიიი ქეთიიიი..

ამოვალთ და ყველას გნახავთ,
ვინც აქ ვკაფეთ ამ მხარეს.
მელექსესთან ხო წავიდეთ,
მკაფველები დაგვძახეს.

იქ ჰაერი სუფთა ვყლაპოთ,
გავაჯაზოთ ჯიგრული.
ბოლოს ღვინით ნამთვრალებმა,
დავცხოთ იაქავ მაყრული


გაუმარჯოს ზვიადო,
სამშაბათს მოვალ სამებას.
იქნებ როგორმე ჩვენ ბოლო
მოვუღოთ მაგ შენს წამებას laugh.gif

ჭიქას მოგირტყავ ჭიქაზე,
რაზეა ძმაო სიტყვაო ,
მარა მელესქსის პატიჟი
მე არ მსმენია. ითქვაო? smile.gif

ხოდა 'დაცხობას' რაც შეხება,
მანდ მოვიკოჭლებ ცოტასო,
მე რომ სიმღერა დავიწყო
ვაი მერე მაგ თქვენ ცოდვასო laugh.gif laugh.gif

კიდევ რა გითხრა, რა ვრითმო,
ძილი მერევა თვალზედა.
ისევ შენ სიტყვას დაგითმობ,
ვიც არ დამრჩები ვალზედა rolleyes.gif

დანარჩენ მკაფველებს ვეტყვი,
რას აურიეთ ენაო? wink.gif
ხალხი კითხულობს ამ თემას,
განა ფორუმზე ბნელაო
tongue.gif laugh.gif

გკოცნით თბილისიდან,
თქვენი დაიკო ქეთი,
გფარავდეთ სულყველას
ზეციდან ღმერთი 2kiss.gif




--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Aug 3 2007, 12:54 PM
პოსტი #1702


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ქეთო

ქალავ გიხდება რითმები,
ფერადი,ლაღი,მწეწავი.
სადა ხარ,როგორ მინდოდა,
ვამბობდი,კვირას ვნახავდი.

ყაზბეგში წასვლა გვინდოდა,
თუმც აურია ბუნებამ.
მაგრამ ჩვენს გულებს იცოდე,
არ წახდენია გუნება.

კვირას სხვა მხარეს გავგაზავთ.
სამწვადითა და ღვინითა.
წამოდი,რატომ არ მოხვალ,
ერთადა შევსვათ ჭიქითა.

სამშამაბთს კოჯორს მივდივარ.
სამ დღიანი მაქვს პასეტკა.
ამას ვერაფრით გავმაზავ,
თუნდ მარწყვის მამცე კანფეტკა.

მაგრად მიყვარხართ მერითმეებიიი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 3 2007, 03:49 PM
პოსტი #1703


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



zviadauri

ყაზბეგი ვნახე გუშინწინ,
მე მოვილოცე სამება,
ისეთი ლამაზი იყო
დღესაც მდევს მისი ზმანება.

თერგსაც გადვუღე სურათი,
ჩუხჩუხებდა ლაღად მთებსა,
რას წარმოვიდგენდი მე რომ,
გადალეკავდა გუშინ გზებსა smile.gif

კვირას ვერსად ვერ წამოვალ,
მე მივდივარ ბეთლემსაო,
სულ სამი წირვა დამრჩენია და
ვერ გავაცდენ ვერცერთსაო smile.gif

სამი დღე არაუშავს რა,
კიდეც ჩამოხვალ თბილისსა
იქით კვირაშიც ამოვალ სამებას,
გადავხედავ მე თბილისსა smile.gif)

იქნება მერე მოხერხდეს,
ჩვენი გაცნობა იქაო,
ამ სიცხე გაწამაწიამ
სულ გამიწყვიტა სიქაო biggrin.gif

აბა შენ იცი ძამია,
არ ჩამოუშვა ცხვირიო,
მთაში თეთრონი ჭენაობს,
კახეთშია კი ვირიო laugh.gif

კოჯორზე ვიცი მსმენია,
არის მანდ ტყის ქათამიო,
თუ არ გაქ, მოინადირე,
მაინც გქონდეს ნაჭამიო biggrin.gif

სხვა მრითმველებს მე რა ვუთხრა,
დააოსა სიცხემ ყველა biggrin.gif
ერთი სტროფის გამოძერწვას
საშველი ვერ უქნეს ვერა biggrin.gif

ხო ხედავ თემაზე ვზრუნავ
დავწერე ამხელა ხლართი,
რით ვერ გახდა ეს ოხერი
ს ა მ ო ც დ ა ა თ ი !!! wink.gif

მენატრება ჩემი კარგი ინტერნეტი biggrin.gif დამტანჯა ამ დაილაპმა უფ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Aug 7 2007, 06:17 PM
პოსტი #1704


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ყაზბეგსა გახლდით ჯიგრები,
იყო იქ დიდი ამბავი.
გზა ვიწრო იყო სავალად,
მიწა კი ბლომად სახნავი.

მარშუტკა ვეღარ ავიდა,
დავრჩით ობლებად ბოვშები.
მე ფეხშიშველა ავედი,
ხელით ვატარე ქოშები.

უკანაც ეგრე ჩამოველ,
ყაზბეგის მიწის მადლითა.
ახლა კი მაგრად ცუდად ვარ,
სახე მეცვარა ოფლითა.

მოკლედ მაგარი დღე იყო,
ყველას ჭურუმე გულების.
ღმერთს მადლობა მინდა შევსწირო,
არ ვარ მდევარი ქულების.

ფორუმელებო თქვენი ჭურუმეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 8 2007, 12:17 AM
პოსტი #1705


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



zviadauri
ისევ მოვედი, გავრითმო
სიტყვაზე არ მინდა ტაში,
დღედაღამ იმაზე ვფიქრობ
რა წავა გერმანიაში cray.gif

არადა ეს ოხერი ფიქრი
რამის მიშხამებს ყოფნასო,
მინდა მოვძირკვო, არ ვამბობ,
ოჯახს არ ვუმხელ ყოფასო.

ეს ცხოვრება რა ჩარაა,
არც ეს მიხარის არც ისა
გამკვირვებია, არადა
''არც მიწისა ვარ, არც ცისა''

უფ, ვატყობ სულ ავურიე,
აზრს ვეღარ ვრითმავ ლამაზად,
ჩემ სევდას, გულისა დარდებს
გავყიდი ერთ-ორ აბაზად smile.gif

ნეტა რატო ვარ მოწყენილი sad.gif sad.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Aug 8 2007, 01:09 AM
პოსტი #1706


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(k@the @ Aug 8 2007, 12:17 AM) *

zviadauri
ისევ მოვედი, გავრითმო
სიტყვაზე არ მინდა ტაში,
დღედაღამ იმაზე ვფიქრობ
რა წავა გერმანიაში cray.gif

არადა ეს ოხერი ფიქრი
რამის მიშხამებს ყოფნასო,
მინდა მოვძირკვო, არ ვამბობ,
ოჯახს არ ვუმხელ ყოფასო.

ეს ცხოვრება რა ჩარაა,
არც ეს მიხარის არც ისა
გამკვირვებია, არადა
''არც მიწისა ვარ, არც ცისა''

უფ, ვატყობ სულ ავურიე,
აზრს ვეღარ ვრითმავ ლამაზად,
ჩემ სევდას, გულისა დარდებს
გავყიდი ერთ-ორ აბაზად smile.gif

ნეტა რატო ვარ მოწყენილი sad.gif sad.gif


მოწყენა არ გამაგონო,
ქალი ხარ დოვლათიანი.
სიტყვებიც კარგი მოგიდის,
რითმები ათ ბალიანი.

ნახე სურათნი ყაზბეგის,
როგორი კარგი დღე იყო.
იცოდე ღმერთი გფარვიდეს,
სხვა ცუდი ყველა კრულ იყოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Aug 8 2007, 01:15 AM
პოსტი #1707


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(zviadauri @ Aug 8 2007, 02:09 AM) *

მოწყენა არ გამაგონო,
ქალი ხარ დოვლათიანი.
სიტყვებიც კარგი მოგიდის,
რითმები ათ ბალიანი.

ნახე სურათნი ყაზბეგის,
როგორი კარგი დღე იყო.
იცოდე ღმერთი გფარვიდეს,
სხვა ცუდი ყველა კრულ იყოს

დედა რავა "ყოჩაღი მელექსეები" გვყვავს ამ ფორუმზე
გენაცვალეთ თქვენა a025.gif a025.gif a025.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Aug 8 2007, 01:26 AM
პოსტი #1708


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(makuna7474 @ Aug 8 2007, 01:15 AM) *

დედა რავა "ყოჩაღი მელექსეები" გვყვავს ამ ფორუმზე
გენაცვალეთ თქვენა a025.gif a025.gif a025.gif



მოხვედი და ეს რა ჰქენი,
გაგვიპროზე პოეზია.
იქნებ კარგად ვეღარ ხარ და
დაგემართა ამნეზია biggrin.gif

აბა დადევი ლექსუკა,
მერე გაჩუქო ლექსუსა.
ამას არ უნდა ცენზურა,
ძაღლსა დაჩუქებ - ფისოსა biggrin.gif laugh.gif

აბო გარისკე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 8 2007, 01:26 AM
პოსტი #1709


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ქეთი ჩვენო კარგო გოგო
გულზე დარდი არ გაივლო
საქმეს გირჩევ რომ გაიგო
კოტე ვნახოთ საიმედო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Aug 8 2007, 01:29 AM
პოსტი #1710


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



აი ახალი მერითმე,
პაწუა ლექსი გასძვრაო.
ალბათ კაი ხანს ფიქრობდა,
ახლა ისეთი რა ვსთქვაო
biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 9 2007, 12:45 PM
პოსტი #1711


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



makuna7474
2kiss.gif 2kiss.gif

zviadauri
შევეცდები, არ მოვიწყენ,
შუბლს არ შევიკრავ ჩემსაო
ეს რა ამბები ტრიალებს,
რა სიცხე დადგა დღესაო smile.gif

abo
რა ვქნა აბო, სად ვეძებო
აბა კოტე აქ მეო,
დღეს ვარ თბილისს
ვინ რა იცის, სად ვიქნები ხვალეო


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Aug 10 2007, 12:18 AM
პოსტი #1712


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



როცა ამ მხარეს მოვდივარ,
გული ხარობს და ამაყობს.
აქა მკაფველთა სიყვარულს,
სული ხალისით ლამობს.

სიცხემ გონება დაბინდა,
ტვინი ადუღდა ბეჩავი.
იქნებ რამე გზა მირჩიოთ,
რომელი ვფიქრობ ნეტავი.

მე მალე ვიწყებ ვოიაჟს,
კახეთიდან მაქვს მარშუტი.
მერე დასავლეთს გადავალ,
იქ მიმაქვს მე პარაშუტი.

რაჭის მთებიდან ვისკუპო,
ჰაერიც ვყლაპო მე გრილი.
მერე ანდერძად დავსტოვო,
100 გვერდიანი გრაგნილი. laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Aug 10 2007, 12:37 AM
პოსტი #1713


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



აუ მეც მასწავლეთ რა კაფიის წერააა...


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Aug 10 2007, 01:47 PM
პოსტი #1714


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



არიქა ბიჯო მოვედი
ჩამაასხით ჭიქა ღვინო,
წალამიც ააბრიალეთ
მეკამათოს არავინო.

სამწვადე კარგი გვქონია
სუკისა მონაჭერიო,
შამფური ვნახოთ, ავაცვათ
ხორცისა მონაჭერიო.


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 13 2007, 11:47 PM
პოსტი #1715


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(ზესქვი_უჩა @ Aug 9 2007, 10:37 PM) *

აუ მეც მასწავლეთ რა კაფიის წერააა...

კაფიიც წერასა ვცდილობთ
უჩა ამ თემაში ყველა
''მაგრამ. მარტო წვრთნა რას უზამს,
თუ ბუნებამც არ უშველა'' laugh.gif


zviadauri
კეთილად მოგევლოს ძამია,
მთაცა და ბარიც ერთადა
ცხოვრებაც ერთი წამია
გეტარებინოს თეთრადა smile.gif

იმედია დაისვენებ,
მთელი წლისგან გადაღლილი
შენ რომ ქალაქში ჩამოხვალ
მთა მექნება გადავლილი (ბარე გადაფრენილი smile.gif)


komisia

კომისია მწვადი ვჭამე,
გუშინ სახინკლეშიო.
მიხედე ბიჭო, შეგეპარა
ვირი სათივეშიო laugh.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Aug 14 2007, 12:20 AM
პოსტი #1716


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



აუუუუუ. რაი ამბები ხდება აქ??? blink.gif


ქეთის გაუმარჯოს smile.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 14 2007, 12:55 AM
პოსტი #1717


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



meleqse
ძმაო რომ ამბობ სიტყვასა,
რაღას გვამადლი რითმასა? tongue.gif
ერთი თქვი, რად აბავ ენასა
უშველე მიმკვდარებულ თემასა biggrin.gif

ისე მეც კი მომენატრეთ
ფორუმელნი ხალხნო.
2 კვირაც თბილისს ვარ
და ვერ გამიცანთ ახლო smile.gif

აბა სამებას ვიყავი,
ამომსვლელი ვერ ვნახეო,
ვერც ერთი შემოვიტყურე
ვერ დავუგე მახეო.

არ მოხერხდა, არაუშავს,
წელს დავტოვოთ ეს ისო,
უეჭველი მე გაგიცნობთ
რომ ჩამოვალ მერმისსო smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Aug 14 2007, 01:14 AM
პოსტი #1718


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა
ერთი თქვი, რად აბავ ენასა
უშველე მიმკვდარებულ თემასა


ტვინი გადაიწვა მგონი...
wacko.gif


ციტატა
აბა სამებას ვიყავი,
ამომსვლელი ვერ ვნახეო,


აქ არ ვიყავი თორე...
ციტატა


არ მოხერხდა, არაუშავს,
წელს დავტოვოთ ეს ისო,


აკი ორ კვირაში მივდივარო??? blink.gif



პ.ს. იმედია ამ ერთ პოსტს მაპატიებენ კეთილი ბიძიები...


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 14 2007, 01:21 AM
პოსტი #1719


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



meleqse
laugh.gif

შეგირცხვეს ეგ ნიკი 'მელექსე'
რა იყო ერთი სტროფი ვერ ლექსე? laugh.gif

გაპატიებენ რას იზავ, ხანდახან ეგეც ხდებაო
დიდი პოეტის ჭკუაში, რითმი ვერ იბადებაო smile.gif

მართალია, 2 კვირა, კიდევ ვარ მე თბილისსა
მარა იმ შეხვედრამაც ვერ გაამართლა, რო დავგეგმე ივლისსა.

'ტაკ ჩტო' არ ვიცი, თუ ისე იკრიბებით,
გამაგებინეტ და ამოვალ,
თორე პაემნების დანიშვნა ჩემგან,
ვატყობ ვერანაირად ვერ გამოვა


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Aug 14 2007, 01:23 AM
პოსტი #1720


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა
მარა მელესქსის პატიჟი
მე არ მსმენია. ითქვაო?


ჰაიტ!!! ეს რა წავიკითხე,
რად არ დამეშთო თოლები!!!
იცოდე მაგრად "გეჩხუბავ"
თუმცა კი არ ვართ ტოლები... smile.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 84 85 86 87 88 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 12:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი