IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 87 88 89 90 91 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
kato_Bato
პოსტი Aug 29 2007, 01:09 PM
პოსტი #1761


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



k@the
ციტატა
(ხოდა ცოტა პლაგიატი ჩემგანაც )
არც გვარით, არც ვაჟკაცობით,
არც სიმდიდრით, არც ქონებით
ქეთევანი ცნობილი ვარ ,
მხოლოდ ჭკუით და გონებით! (რა თავმდაბლობაა )



ჰაჯი-უსუბს დადარებამ
ჩამაბჟირა სიცილითო,
ამ ბოლო დროს დაგვიძველდა
კარგი ლექსი , იცი ვითო 2kiss.gif


სულ ჭამა სმის სადიდებლეს
გადავყავარ აზრიდანო,
ლექსი მოჰგავს ნალაქლაქებს
გამომავალს ბაზრიდანო biggrin.gif



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 29 2007, 01:21 PM
პოსტი #1762


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(kato_Bato @ Aug 29 2007, 11:09 AM) *

k@the
ჰაჯი-უსუბს დადარებამ
ჩამაბჟირა სიცილითო,
ამ ბოლო დროს დაგვიძველდა
კარგი ლექსი , იცი ვითო 2kiss.gif

სულ ჭამა სმის სადიდებლეს
გადავყავარ აზრიდანო,
ლექსი მოჰგავს ნალაქლაქებს
გამომავალს ბაზრიდანო biggrin.gif



ვაახ, ეს ვინ მოსულაა?
ჩვენი ორსულაა wink.gif
როგორ ხარ გოგონი? 2kiss.gif
აქე რითმის მომგონი madlioba.gif

(ისევ პლაგიატი biggrin.gif )
სმა-ჭამა დიდად შესარგი,
დება რა სავარგულია,
რასაცა შეჭამ შენია,
რაც არა დაკარგულია laugh.gif





--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 29 2007, 02:21 PM
პოსტი #1763


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(k@the @ Aug 29 2007, 01:21 PM) *

ვაახ, ეს ვინ მოსულაა?
ჩვენი ორსულაა wink.gif
როგორ ხარ გოგონი? 2kiss.gif
აქე რითმის მომგონი madlioba.gif

(ისევ პლაგიატი biggrin.gif )
სმა-ჭამა დიდად შესარგი,
დება რა სავარგულია,
რასაცა შეჭამ შენია,
რაც არა დაკარგულია laugh.gif



კარგადა ვარ, უფლის მადლით,
ნურც შენ გაკლებს წყალობასო,
ჩახვედი და შეუდექი
"ნემეცურად" ქალობასო?
2kiss.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 29 2007, 04:35 PM
პოსტი #1764


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(kato_Bato @ Aug 29 2007, 12:21 PM) *

კარგადა ვარ, უფლის მადლით,
ნურც შენ გაკლებს წყალობასო,
ჩახვედი და შეუდექი
"ნემეცურად" ქალობასო?
2kiss.gif


გაიხარე, წყალობა კი
მე ნამდვილად მჭირდება,
ჩამოვედი და ფორუმზე
ლაღაობა მინდება smile.gif)

'ნემეცური' მე არ მცხია
არც რა მეცხო ადრეო wink.gif
რა შემატყვე გერმანული
რად მომმართე მაგრეო? sad.gif (არ მწყენია, გამერითმა 2kiss.gif biggrin.gif)

(ცოტა ისევ პლაგიატი გავუშვათ biggrin.gif)
მე ქართველი დიაცი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით კიოლნში ყოფნას
მირჩევნია მანდ სიკვდილი (ეს უკვე ნაღდად გადავაჭარბე laugh.gif )


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Aug 30 2007, 12:58 AM
პოსტი #1765


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



მივიღე მოპატიჟება
და შემოვედი აქანე
ჩემი ტვინის უჯრედები
გავაქან-გამოვაქანე

ვფიქრობ ახლა რა თემაზე,
ვისზე დავწერო კაფია
თბილისელი ვარ და მთებში
ტყენი არ გამიკაფია

ნიჭი არ მაქვს სამწუხაროდ
თორემ ლექსვას რა სჯობია
თან აქ ისეთი ხალხი ხართ
ერთურთის მჯობნის მჯობნია

ერთი ორჯერ უკვე ვცადე
თქვენთან ფეხის მოკიდება
ისე სწრაფად და მაგრად წერთ
ეჰ, მიჭირს გამოკიდება sad.gif

ეს კატჰე ისე კაფიობს
გადავირიე კაცია
ისე დაწერა ლექსები
არც აცხელა არც აცია

მოკლედ ეგება დღეიდან
მაინც ჩაგერთოთ მეცაო
რადგან თქვენთან კაფიობის
დიდი შანსი მომეცაო smile.gif

საამაყოა პირდაპირ
ეს თაობა მომავალი
ლექსის წერა-სიმღერაში
ვეძებოთ გამოსავალი smile.gif

სანამ ჩვენა ვართ ცოცხლები
სანამ არ ვართ წარმავალნი
ხალხს ვათქმევინოთ ჩვენზე რომ
მათ საქმენი ჰქმნეს მრავალნი

მოკლედ მოვრჩი მე ჩემს სათქმელს
ვნახოთ მერე რა იქნება
კიდე დავწერ თუ ჩემს თავში
რამე არ გარდაიქმნება wink.gif



--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 30 2007, 11:37 AM
პოსტი #1766


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(k@the @ Aug 29 2007, 12:04 PM) *

ვახ, ძამია მომილოცავს
გახდი advanced წევრიო,
წამო ერთი დავუჭაშნიკოთ
კომისიას ქვევრიო (ვის მარანში გეპატიჟებიი laugh.gif laugh.gif )

საპატიჟოდ ვერ მონახავ
ალბათ ადგილს უკეთესსო.
მასპინძელიც თუ იქ დაგვხვდა,
მაშინ ხომ მით უმეტესო.

მაგ ჯეელის ახლოს ნახვა
გადამექცა ლამის ნატვრად,
თან ქართული სუფრის ეშხიც
რა თქმა უნდა მომენატრა.

გიორგი ბერიკელაშვილს
სახეზე ვერ ვცნობ ჯიგრებო,
იქნება ვინმემ იმისი
ფოტოსურათი "მიგრევოთ"


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 30 2007, 12:53 PM
პოსტი #1767


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(Didgoreli @ Aug 29 2007, 10:58 PM) *

მივიღე მოპატიჟება
და შემოვედი აქანე
ჩემი ტვინის უჯრედები
გავაქან-გამოვაქანე

ვფიქრობ ახლა რა თემაზე,
ვისზე დავწერო კაფია
თბილისელი ვარ და მთებში
ტყენი არ გამიკაფია

ნიჭი არ მაქვს სამწუხაროდ
თორემ ლექსვას რა სჯობია
თან აქ ისეთი ხალხი ხართ
ერთურთის მჯობნის მჯობნია

ერთი ორჯერ უკვე ვცადე
თქვენთან ფეხის მოკიდება
ისე სწრაფად და მაგრად წერთ
ეჰ, მიჭირს გამოკიდება sad.gif



დიდგირელ რამდენი სწერე
თურმე გუშინ შენაო,
უნდა შენ გადმოგაბარო
მე ამ თემის რჩენაო wink.gif

მეც თბილისელი ვარ ძამია,
არ მიმუშავია ყანაში,
იმ უბნის შვილი გახლავართ
რო იხარშებიან ყავაში laugh.gif laugh.gif

ნიჭზე ეხლა ნუ წუწუნებ,
კი შეგატყვეთ რაცხაო... biggrin.gif
ამ უნიათო ქალაქში,
ვახ, რა რით ვერ დაცხაო? (სულ მოღრუბლულია რაა.. sad.gif )

ხოდა გამოკიდებაზე,
ოღონდ შენ აქ წერეო,
ადრე 10ს თუ ვწერდი უცებ
ორსღა დავწერ მერეო laugh.gif


ციტატა(M.M. @ Aug 30 2007, 09:37 AM) *

გიორგი ბერიკელაშვილს
სახეზე ვერ ვცნობ ჯიგრებო,
იქნება ვინმემ იმისი
ფოტოსურათი "მიგრევოთ"


ფორუმელთა ჩემო M.M.
თუ არ იცი სახეო,
გალერეას შეიხედე
ბევრია და ნახეო wink.gif

აგერ ლინკსაც მოგაშველებ (კომისია)
დაუკლიკე ზედაო,
მე მაგ სურათებს აქ მგონი
მეასედა ვხედავო laugh.gif laugh.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Aug 30 2007, 03:38 PM
პოსტი #1768


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



k@the
გაიხარე და მადლობა
ასეთი პასუხისთვისა
აქ გავჩნდი , არ შემიხედვს
არცერთი სხვა თემისთვისა

აი QORBUDA თუ იცი?
ნიჭი მაგას აქვს ქებული
როცა შემოდის, მყისვე აქ
ჩნდება ლექსი დიდებული

არც შენ ჩამოუვარდები
და კიდე ზვიადაური
სამივე თუ ერთადა ხართ
თემას აქვს დიმპიტაური biggrin.gif

კატო-ბატოც მაგრად ლექსავს
ნიჭი მაგასც აქვს ნამდვილი
კაფია ადვილ სჩანს , თუმცა
არვის ეგონოს ადვილი

შენ სიცივეებს უჩივი?
მე კი მგონია ცხელაო
გავიდა ზაფხული , მოვა
ზამთარი ნელა-ნელაო

არ მიყვარს ძალიან სიცხე
მირჩევინა ზამთრის სუსხი
ვარდი თვისით ვერ ამოვა
შენ წყალი თუ არ დაუსხი biggrin.gif ( ხო მაგარი გადასვლა იყო? biggrin.gif biggrin.gif)

ამ დროისთვისაც მომირჩა
შემონახული სიტყვები
ახლა ფოლკლორში ნელ-ნელა
თემებს დავუვლი , მივყვები smile.gif



--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 30 2007, 04:32 PM
პოსტი #1769


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Didgoreli
QORBUDA როგორ არ ვიცი,
მისი კაფიაც მარდული,
გერგეთში უმღერებია
დავლათიანად ფანდური laugh.gif (სურათებიდან ვიციი)

ეხლა აქ მე არ ჩამოვთვლი,
ზვიადაური, მელექსეს..
ვინმე რომ ვერ გავიხსენო
ვეღარ გავრითმავ მერე დღეს smile.gif

ყველანი ლაღად რითმავენ,
მომნატრებია თურმეცა, wub.gif
მალევე დაბრუნდებიან
გაგვიხარებენ გულებსა 2kiss.gif

ვარდს რაც ეხება ძმობილო,
ნათქვამი არის სწორადა,
მხოლოდ ერთს უნდა აჩუქო
ვერ გაიყოფა ორადა! (რეებს ვიგონეებ biggrin.gif biggrin.gif )

ხოდა დავლას რო მორჩები,
შენ ფოლკლორისა თამასო,
აქვე შემოდი შეეშვი,
ერთი ადგილის თელვასო tongue.gif laugh.gif



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Aug 30 2007, 05:06 PM
პოსტი #1770


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



k@the
გაიხარე ჩემო kathe
მართალი ბრძანე სრულადა
აქ ვარ მოყვარეს მოყვრულად
ხოლო მტეს დავხვდეთ მტრულადა

ეხლა შენ რაც შეგეხება
გაქვს უდიდესი ნიჭიო
ბოდიში ეხლაც ვერ მივხვდი
გოგონა ხარ თუ ბიჭიო sad.gif

ქორბუდა მართლა გიჟია
მართლა რომ მთების შვილია
ეგ ზაქაიძე კი არა
გვარად რაზიკაშვილია

ერთხელ სუფრასთან ვისხედით( ლეჩხუმში)
მე, ჩავლე და კომისია
ურმულს ვმღეროდით , ნიკოს კი ( ქორბუდას smile.gif )
გალექსვა ჰქონდა მისია

თხუთმეტი წუთი ვიმღერეთ
ბოლოს მოვკვდით დავიღალეთ
ქორბუდა კი არ გაჩერდა
ლექსებს ამბობდა ბრწყინვალედ

ბოლოს რომ მოვრჩით მე ვკითხე
ქორბუდ ეგ ვისი ლექსია
მან მიპასუხა ძმობილო
ეს ჩემი წერის წესია

სიტუაცია თუ არის
ლექსებს ვიგონებ ექსპრომტად
ეს რომ გავიგეთ სამივე
დავრჩით ჩვენ სრულიად სახტად smile.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ირაკლი
პოსტი Aug 30 2007, 05:20 PM
პოსტი #1771


ჩავლე...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 518
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,601



Didgoreli
k@the


ქორბუდას ეხლა ველექსე
შევსძახე ტელეფონზედა
კაფია მონატრებია
მითხრა არა ვარ გონზედა..

''მანდ რო ჩამოვალ ბიჭებო
ჩავუსხდეთ ლეჩხუმს გორზედა
თქვენ თქვენი მღერა შემოსცხეთ
მე კი გავრითმავ ფონზედა.'' tongue.gif


--------------------
ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა არავინ და აღარაფერი გახსოვთ. მითუმეტეს , რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი რომელიც თვითონაა უზენაესი სიყვარული და თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 30 2007, 05:32 PM
პოსტი #1772


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(Didgoreli @ Aug 30 2007, 03:06 PM) *

ეხლა შენ რაც შეგეხება
გაქვს უდიდესი ნიჭიო
ბოდიში ეხლაც ვერ მივხვდი
გოგონა ხარ თუ ბიჭიო sad.gif

CHAVLE
ციტატა
''მანდ რო ჩამოვალ ბიჭებო
ჩავუსხდეთ ლეჩხუმს გორზედა
თქვენ თქვენი მღერა შემოსცხეთ
მე კი გავრითმავ ფონზედა.'' tongue.gif

laugh.gif laugh.gif

რა ვქნა ჩემი ნიკისა
გადამკიდე მეო
ჩვენ ადმინსაც თურმე
კოტე ვეგონეო laugh.gif

დიაციიი ვარ! გამატარეთ
რითმას გეტყვით ქართულსა,
ქორბუდა კი დაამღერებს
ძველებურად ფანდურსა (-დევუშკა, ა დევუშკა, ა კაკ ტებია ზავუტ? laugh.gif laugh.gif ქეთი მქვია ქეთი rolleyes.gif )

რა მოხდა მერე, გოგო ვარ,
განა ვერ გაგცემთ პასუხსო? smile.gif)
აქ თქვენ გაკაფეთ, მეც გეტყვით
კაფიას ჯერ არ ნახულსო madlioba.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Aug 30 2007, 05:37 PM
პოსტი #1773


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



CHAVLE
ეგ კარგი სთქვი შენ ნამდვილად
დიდადაც გამახარეო
სიკეთე უკვე გავიგეთ
ვნახოთ მეორე მხარეო wink.gif

სად დაიკარგე შე კაცო
რომ აღარ ჩანხარ სრულიად
ხომ არაფერი მომხდარა
ეს ცუდი დასასრულია!!!

ვიფიქრე აქ რომ ჩამოვალთ
გავაორმაგებთ ძმობასა
შენ კი რაღაცა ვერ გატყობ
ამ ყოველივეს ნდომასა!!!

ჩემი N.R. როგორ მყავს?
ჩემი დობილი ქალავო
თუ რამე ხდება მითხარი
ე ბიჭო რასა მალავო! wink.gif



--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ირაკლი
პოსტი Aug 30 2007, 05:39 PM
პოსტი #1774


ჩავლე...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 518
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,601



.k@the

[/quote]
''მანდ რო ჩამოვალ ბიჭებო
ჩავუსხდეთ ლეჩხუმს გორზედა
თქვენ თქვენი მღერა შემოსცხეთ
მე კი გავრითმავ ფონზედა.'' [/quote]



ქეთი მე ვიცი ვინცა ხარ
კაც არ მერევის ქალებში.
ეგ ქორბუდამ თქვა და მიტომ
ჩავსვი ეს სტროფი ბრჭყალებში smile.gif


--------------------
ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა არავინ და აღარაფერი გახსოვთ. მითუმეტეს , რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი რომელიც თვითონაა უზენაესი სიყვარული და თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Aug 30 2007, 05:40 PM
პოსტი #1775


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



k@the
ციტატა
რა მოხდა მერე, გოგო ვარ,
განა ვერ გაგცემთ პასუხსო?
აქ თქვენ გაკაფეთ, მეც გეტყვით
კაფიას ჯერ არ ნახულსო

შენ გაიხარე ქეთევან
შენ ყავის სმა გეყვარება
ისეთი უბნის შვილი ხარ
ეჭვიც კი არ მეპარება biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ირაკლი
პოსტი Aug 30 2007, 05:43 PM
პოსტი #1776


ჩავლე...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 518
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,601



Didgoreli

მეც მომენატრე ძმობილო
მეც მინდა გნახო 'ლაივში'
მანამ კი სანამ შევხვდებით
შემოიხედე სკაიპში smile.gif


--------------------
ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა არავინ და აღარაფერი გახსოვთ. მითუმეტეს , რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი რომელიც თვითონაა უზენაესი სიყვარული და თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 30 2007, 05:44 PM
პოსტი #1777


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



Didgoreli

შენც დაგაწყებინეს პოეტობა...? laugh.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Aug 30 2007, 06:06 PM
პოსტი #1778


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



ნათია
ციტატა
შენც დაგაწყებინეს პოეტობა...?

აბაა შენ წარმოიდგინეე biggrin.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 30 2007, 06:30 PM
პოსტი #1779


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(CHAVLE @ Aug 30 2007, 03:39 PM) *

k@the
ქეთი მე ვიცი ვინცა ხარ
კაც არ მერევის ქალებში.
ეგ ქორბუდამ თქვა და მიტომ
ჩავსვი ეს სტროფი ბრჭყალებში smile.gif


laugh.gif
ხოდა ქორბუდამაც იცის
გოგო რომ ვარ მეო,
ამ კაფვაში მეგობრებო
დამაღამდა დღეო smile.gif)

ესე იგი ქეიფს გეგმავთ,
არ მპატიჟებთ სიტყვითა? smile.gif
მერე კიდევ, დამიწერთ აქ,
''დაიკო ხარ''- იტყვითა.. biggrin.gif

წამომსვლელი ისეც ვერ ვარ,
მანდედანა შორია,
'სიაფანდზე' მაინც გეთქვათ,
დაო შენც წამოდია... cool.gif


ციტატა(Didgoreli @ Aug 30 2007, 03:40 PM) *

k@the

შენ გაიხარე ქეთევან
შენ ყავის სმა გეყვარება
ისეთი უბნის შვილი ხარ
ეჭვიც კი არ მეპარება biggrin.gif biggrin.gif

რა კარგადა კაფავ ბიჭავ
გავეჯობროთ ძალებში? wink.gif
ყავას არ ვსვავ სხვათაშორის:
''ყავა მიდუღს ძარღვებში'' tongue.gif laugh.gif (არა ვარ ბაქია, სულ არა no.gif)

ციტატა(ნათია @ Aug 30 2007, 03:44 PM) *

Didgoreli

შენც დაგაწყებინეს პოეტობა...? laugh.gif

ნათო,
მოი შენცა, გაგვირითმე
ხო ხარ ჩემი დაია, 2kiss.gif
ცოტა ტვინის გადაძაბვა
ყველასათვის კაია laugh.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ირაკლი
პოსტი Aug 30 2007, 06:31 PM
პოსტი #1780


ჩავლე...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 518
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,601



k@the
დაო ჩვენთან უნდა იყო
ქეიფში და ლხინშია
თორე ისე არ დავგეგმავთ
ქეიფს მთისა ძირშია
P.S ვიცი მაინც ვერ წამოხვალ
მითქვამს ჩემთვის ფიქრშია laugh.gif


--------------------
ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა არავინ და აღარაფერი გახსოვთ. მითუმეტეს , რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი რომელიც თვითონაა უზენაესი სიყვარული და თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 87 88 89 90 91 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 08:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი