![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
abo |
![]()
პოსტი
#2001
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ზვიადაურო შევრიგდეთ ,
ნაცარი გვინდა თავსაო საქმე საქმეზე რო მიდგეს ლაჩარი გვერდზე გავაო. ქალებთან ბრძოლას გავეშვათ წინ წავდგათ მათი ღვაწლია, ვახსენოთ მათი გმირობა, ლანგრით მივართვათ ანწლია. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
zviadauri |
![]()
პოსტი
#2002
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
|
k@the |
![]()
პოსტი
#2003
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ავიფარებ ქეთო ქალო, არ იდარდო მაგაზეო. მერე თავი არ დაიხრჩო, სოფლის ახლოს ბაგაზეო. საბურთალოზე კი გახსოვს, დგას ბიჭუნა ფოთელაო. ეგ პაპა ჩემი ძველი ![]() მან თავისი გათელაო. ახლა მის გზას დავადგები, რაც იარა პაპამაო. მერე ნახე მეც დამიგდან, ძეგლი დიღმის ხიდთანაო ![]() ვახ რა მაგრა ვიხალისე, სიცილ როგორ დავიტიო, მაშ პაპაშენი ყოფილა მიქელანჯელოს დავითიო? ![]() აი საღოლ, მესმის ძამა ვახ რა გენები, ვისთანო, თავს მე კარგად ვუფრთხილდები, შენ არ შეგცივდეს ხიდთანო ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2004
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
ზვიადაურო შევრიგდეთ , ნაცარი გვინდა თავსაო საქმე საქმეზე რო მიდგეს ლაჩარი გვერდზე გავაო. ქალებთან ბრძოლას გავეშვათ წინ წავდგათ მათი ღვაწლია, ვახსენოთ მათი გმირობა, ლანგრით მივართვათ ანწლია. ანწლი კი კარგი იქნება, შაქრის გარეშე,თან არყით. მაგას ერჩივნოთ ქალებსა, ენა დაიბან ბაწრით ![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2005
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
k@the
ციტატა ეხ, კატო, რა სითბილეა, შემოეპარა შენს სიტყვას არ შედრკე, მიდი მწარენი მე მირჩევნია შენს კითხვას გეტყობა ორსულო ქალო, გული გაგიხდა ჩვილიო, ისევ მაწაკა გახდები რო გაგიჩნდება შვილიო სიტკბომ "კარა" სიბრძნემ მძლია რა ვქნა გავინაბოო? ვწეროთ თორე გაჯეჯილდა "ზვიადი" და აბოო ![]() ზვიადაურს რომ კი შერჩა ურითმობა ხახვივითო, იმიტოა თათიას რომ შეღრუტუნებს ტახივითო ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თათი87 |
![]()
პოსტი
#2006
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ციტატა რითმაო,მაგას რომ ამბობ, სიწითლე არ შეგეპარა? ან იქნებ ბევრი სიცილით, მაუსი თითში გეყარა ზვიადაურს ზვიადაურო ურჩადა რათ სცდი ჩემს მოთმინებასა ფატას თავზე რომ დაგამხობ მერე მიცინე ძმობასა ქორწილის კაბას ჩაგაცვამ ხელში თაიგულს ჩაგიდებ მერე სასიძოს გიშოვი მზითვად ჩემ "მაუსს" დაგიდებ. თაფლობას ვერ შეგპირდები სიძეს მოსთხოვე ეგენი მერეც გაჰკარ და გამოჰკარ ეგ ენა შენივე მტერი იცოდე ტყუილს არ გეტყვი მე უკვე ვიწყებ ზრუნვასა თეთრი კაბა რომ ჩაგაცვა ხომ არ დაიწყებ ჭმუნვასა გითხარი ჩალის ფხალსათქო გაჭმევ ბევრსა და ჩქარათქო ხოდა რასაც კი მე ვიტყვი იქვე ვასრულებ თანაო ეხლა მიყურე ღიმილით სახლში აცხადე ხმამაღლა ქორწილიათქო ჩემი ეხლა მიშოვეთ თამადა სიძე კაცია ისეთი წუნს ვერ დაუდებ ვერაში შენც კარგ ცოლობას გაუწევ ივლით სულ ასე მღერაში. პ.ს. ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
k@the |
![]()
პოსტი
#2007
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
k@the სიტკბომ "კარა" სიბრძნემ მძლია რა ვქნა გავინაბოო? ვწეროთ თორე გაჯეჯილდა "ზვიადი" და აბოო ![]() ზვიადაურს რომ კი შერჩა ურითმობა ხახვივითო, იმიტოა თათიას რომ შეღრუტუნებს ტახივითო ![]() ზვიადაურს ზვიადაურსა რომ ვკითხოთ კი უნდა ჩვენი ენების დაბმა, მარა ეგრე ადვილად, ვერ მოხერხდება მახეში გაბმა ![]() ისე მაგას ურჩევნია, ცხენ დააბას ავატარზე, თორე ისეთი ველური ჩანს კუდით გავა ხანჯლის ტარზე ![]() ![]() ისე როგორა იტყვიან : ''ცხენი პატრონსა გავსო'' ზვიადაური მაგ ცხენის მგვანი ნეტა შენ რა გაქვსო? ![]() ალბათ მასავით დახტიხარ, და დაკუნტრუშობ ლაღადა, თორე რითმასაც დაწერდი და კაფიასაც საღადა ![]() ![]() უი თათი შენც დაწერეე. საწყალი ზვიადაური ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2008
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
ვახ რა მაგრა ვიხალისე, სიცილ როგორ დავიტიო, მაშ პაპაშენი ყოფილა მიქელანჯელოს დავითიო? ![]() აი საღოლ, მესმის ძამა ვახ რა გენები, ვისთანო, თავს მე კარგად ვუფრთხილდები, შენ არ შეგცივდეს ხიდთანო ![]() დავითი იყო პაპაჩემი, იყო ერთ დროს კაი მსმელი. კეთილ ხალხის მოყვარული, მტერ კაცისა შემმუსვრელი. დადიოდა დაზმანული. დოლჩე,ფერე ხან გუჩი. ქალები თავს ეხვეოდნენ, ებზუკოდათ ტუჩი ![]() მერე უთხრეს ხელოვნებას, უნდა შენი თავიო. გააშიშვლეს,სულ გახადეს, კუნთისა გაქვს ტანიო. ახლა კი დგას ის ბედშავი, ფოთლით,საწყლად,კენტადა. შესცქერიან მას მავანი, ემართებათ ბნედა და ტირიან, მის ტან-სხეულს, ასე რომ სდგას მხნედადა ![]() |
abo |
![]()
პოსტი
#2009
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ე ბიჭო ზვიადაურო,
ეგი რა გითხრეს ქებული, თუ არ გიშველე მერწმუნე მეხივით რჩები ეული . კატომაც გითხრა თავისი, სიტყვა აქვს იცი მწარეა მაგენი ორნი არიან ვით მზე და ლაღი მთვარეა -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#2010
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
ეს რა ამბავი ამტყდარა
თავი მგონია ჯარშიო, ზოგიც კატობას ჩემულობს, ზოგიც ქვას იხლის თავშიო. მოველ ვაკვეხებ სიტყვასა, კაფიას გეტყვით ლაღადა, ზოგიერთს ბაქი-ბუქობა არ უღის არცა ჩალადა. გამონთებიხართ ხმლებითა ფოთლებს იფარებთ ფარადა, არა ღირს თქვენი ფაფხური ვაცის კიკინის დარადა. ხო და ვინც შემდეგ დაპოსტოს, რომ გაგვიხაროს გულიო, ის იყოს ნაცრის მქექავი მუდამ ცხვირმოთხუპნულიო. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
k@the |
![]()
პოსტი
#2011
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ხო და ვინც შემდეგ დაპოსტოს, რომ გაგვიხაროს გულიო, ის იყოს ნაცრის მქექავი მუდამ ცხვირმოთხუპნულიო. ![]() ''ნახშირიი, ჰე ჰე. მენახშირე გოგო ვარ, არ მაქვს ბინა საფარი, ნახშირს ვყიდი ბედისგან, ნახშირივით გამწყვარი ჰეეე, ჰე ჰეე'' ![]() ![]() ხოდა სულაც არაა ცუდი ნახშირისა ქექვაშიო, ჩემს შემდგომ პოსტის დამწერი, გაიწაფოს ცეკვაშიო ![]() დაგვიაროს აქ ქართული, თან გვიმღეროს ზედაო, უცხო მოსულს, ამის მნახველს თავს დაეცეს ბნედაო ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
თათი87 |
![]()
პოსტი
#2012
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
მე ცეკვა კიდეც მიყვარს და
ლაღადაც გავშლი ხელსაო მტერს თვალში ნაცარს მივაყრი მოყვარეს მივცემ ხელსაო ერთ რამეს ვჯავრობ მარტოკა ზვიადაური დავკარგე იმდენ მტვერ ზედ რომ ვაყარე რათ არ იბერტყავს ნეტაო? ნუთუ ენამაც უმტყუნა ქალთა გულების მპყრობელსა ენა დაება ეს ვიცი ვეღარა გამცემს პასუხსა მოკლედ შემრჩება მე მგონი ცეკვა თამაში უებრო ზვიადაურის ქორწილში ხელების გაშლა უეკლო -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
abo |
![]()
პოსტი
#2013
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ტვინზე ოფლი გადამეკრა
ვერ დავტოვე ბრძოლა, დავიღალე მაგრამ მაინც არ მეშლება ძმობა. წასვლა მინდა, ვერ მივდივარ ამერია დავთარი ვინც კაფიას არ დატოვებს იგი იყოს ქათამი -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
k@the |
![]()
პოსტი
#2014
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
თათი87
ვახ თათი, მართლაც სადაა ზვიადაური ჩვენიო ხო არ ეწყინა რამე და ხო არ აიღო ხელიო აქ ჩვენს თემაში წერაზე გულისა გახარებაზე, სიტყვების დამონებაზე, კაფიის მოგონებაზე? მოდით სუ ყველამ ერთადა შევძახოთ აქვე მარდადო 'ზვიადაურო დაბრუნდი, ვერ ვართ უშენოდ კარგადო!' ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2015
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
ზვიადაურს ზვიადაურო ურჩადა რათ სცდი ჩემს მოთმინებასა ფატას თავზე რომ დაგამხობ მერე მიცინე ძმობასა ქორწილის კაბას ჩაგაცვამ ხელში თაიგულს ჩაგიდებ მერე სასიძოს გიშოვი მზითვად ჩემ "მაუსს" დაგიდებ. თაფლობას ვერ შეგპირდები სიძეს მოსთხოვე ეგენი მერეც გაჰკარ და გამოჰკარ ეგ ენა შენივე მტერი იცოდე ტყუილს არ გეტყვი მე უკვე ვიწყებ ზრუნვასა თეთრი კაბა რომ ჩაგაცვა ხომ არ დაიწყებ ჭმუნვასა გითხარი ჩალის ფხალსათქო გაჭმევ ბევრსა და ჩქარათქო ხოდა რასაც კი მე ვიტყვი იქვე ვასრულებ თანაო ეხლა მიყურე ღიმილით სახლში აცხადე ხმამაღლა ქორწილიათქო ჩემი ეხლა მიშოვეთ თამადა სიძე კაცია ისეთი წუნს ვერ დაუდებ ვერაში შენც კარგ ცოლობას გაუწევ ივლით სულ ასე მღერაში. პ.ს. ![]() (გაითიშა ცოტა ხნით კომპი...ეს ისე) რა რითმებსა ყრი ბნედიანს, რა სიტყვებს ისვრი ჰაერზე. სანამ ამოსთქვამ გახსოვდეს, გასცერი კარგად ბაგეზე. მე თუ მაშვრალობ ლამაზო, ამისთვის გიძღვნა მადლობა. რაღაც პატარავ ვერ უბნობ, გამგვანებ ლენჩურ ბალღობას. ქორწილში ფეხი არ მოდგა, არ მინდა გნახო მტირალი. მნატრობდე და თან გშუროდეს, იყო ბეჩავად მზირალი. მე კი გიმზადებ მწარე ბედს, ირტყა წკნელები ფერდებზე. მნატრობდე,არსად არ ვიყო, ცეცხლი იკიდო ხელებზე. მე კი დავუკრავ ფანდურსა, ი ჩემი ახალ ოჯახის. ![]() ჰანგები ბლომად ვაჟღერო, აურა დავსდგა პოროხის. ცოლობის რა მოგახსენო, ვიც შენ კარგი გწადია. მეშინის ცოლის მაგივრად, არ შერჩეს მჭრელი წალდია. ან მუხის დიდი კომბალი, რომ ურახუნო მადლია ![]() |
თათი87 |
![]()
პოსტი
#2016
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
მე კაფია რომ დავიწყე
ველოდები პასუხს აქ ზვიადაურს მტვერ ვაყარე ვერ იბერტყავს და გასულა! მე არ ვიცი რა გამოველ ქათამი თუ მამალიო ამის მერე სიტყვა ვინც თქვას წინ დაუხვდეს მას ხარიო. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2017
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
k@the სიტკბომ "კარა" სიბრძნემ მძლია რა ვქნა გავინაბოო? ვწეროთ თორე გაჯეჯილდა "ზვიადი" და აბოო ![]() ზვიადაურს რომ კი შერჩა ურითმობა ხახვივითო, იმიტოა თათიას რომ შეღრუტუნებს ტახივითო ![]() თქვენ არაფერს არ შემარჩენთ, არც ეგეთი საწყლები ხართ. სანამ დავწერ,თან ვიაზრებ, მაინც ყველა მკაფველნი ვართ |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2018
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
ქორწილის იდეა მომწონს,
თვალ დავუბნელოთ მტერსაო, ვიცეკვებ, ხელებს მეც გავშლი, თუ წამოვითრევ წელსაო. გამქრალხარ ზვიადაურო, ნეტავ სად წახველ, სად ხარო, ფატა, კაბაში იცოდე პრანჭულ პატარძალს გავხარო. გიხდება ჩიხტი-კოპები დაგინაბია თვალია, ბიჯო, ეგება დამალო ე, ბანჯგვლიანი მკლავია. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
abo |
![]()
პოსტი
#2019
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
გითხარი და არმიჯერებ
გაეცალე ქალებსა ეშმაკს ერთი დღით ასწრებენ აგიტეხავს ქარებსა. წადი ბიჯო დაიძინე ხვალისათვის ილოცე დამიჯერე ბებერი ვარ არ ვიცვლები ღვინოზე. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
zviadauri |
![]()
პოსტი
#2020
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
ზვიადაურს ზვიადაურსა რომ ვკითხოთ კი უნდა ჩვენი ენების დაბმა, მარა ეგრე ადვილად, ვერ მოხერხდება მახეში გაბმა ![]() ისე მაგას ურჩევნია, ცხენ დააბას ავატარზე, თორე ისეთი ველური ჩანს კუდით გავა ხანჯლის ტარზე ![]() ![]() ისე როგორა იტყვიან : ''ცხენი პატრონსა გავსო'' ზვიადაური მაგ ცხენის მგვანი ნეტა შენ რა გაქვსო? ![]() ალბათ მასავით დახტიხარ, და დაკუნტრუშობ ლაღადა, თორე რითმასაც დაწერდი და კაფიასაც საღადა ![]() ![]() უი თათი შენც დაწერეე. საწყალი ზვიადაური ![]() ![]() ფანტაზიებს არ უჩივი, გატყობ ქეთო პატარავ. მე აქედან ოცნებებში, თეთრა რაშას აგხატავ. ცხენსა მიგავს მე ძალები, ვხტივარ მეცა შმაგივით. კიდევ ბევრი საერთო გვაქვს, ვერ დავპოსტავ შენსავით ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 04:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი