IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 108 109 110 111 112 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
k@the
პოსტი Sep 19 2007, 04:03 PM
პოსტი #2181


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ახა მოხვედით ვაჟებო?
მიხარის თქვენი ყოფაო
იძახეთ დასალოცები,
სიმწარე თუ გვეყოფაო..

მე კი ბევრი ვიხალისე,
მწარე-მწარე სიტყვებითო,
მარა თქვენ თუ სხვაფრივა გსურთ
მგონი უარს არ ვიქნებითო

აბა თქვით და ჩამოთვალით
აქ ქალების ქებაო.
მერე ნახეთ ამ თემაში
გოგოების წყებაო biggrin.gif

პაწა მეც ვეტყვი სიტყვასა,
აქა მკაფველ ვაჟებსაო,
სულ ტაიჭის ხასიათზე
აქროლებდეთ რაშებსაო smile.gif



M.M.
თქვი ვაჟკაცო, ვინ გოწონის
სიტყვას ლოცვით ნათქვამსაო,
შენზე კარგსა დამლოცველსა
კაც განა ბევრსა ნახავსო smile.gif

komisia
შენ არ შედრკე! მაგ სიმწარემ
დაგვიარა აქ ჩვენაო, biggrin.gif
შენი ეშხითა დავიწყეთ
ბევრ-ბევრისა წერაო 2kiss.gif

zviadauri
რო შემოქრი და გაქრიხარ,
კითხვას რო მისვავ ძამაო,
ჩემსა პასუხზე - პასუხი
არც მოვა არცა წავაო? biggrin.gif

გინდ მიწერია გინდა არა,
შენთვის სიტყვები ტკბილიო,
აღარც ნუგეში არ გახსოვს,
ადრე რო გტკიოდა კბილიო? biggrin.gif

QORBUDA
ვახ, ქორბუდა გაიხარე,
დაგვიბრუნდი თემასაო!
ვინც ამ თემას გააოფებს
მივცეთ ანათემასაო smile.gif

ვოტ.

maZiebeli
შენც ხშირად მოდი დავითო,
სიტყვა კი გიჭრის მარდადო,
ბევრიც მოგეძღვნას თემაში,
აქ გეკაფიოს კარგადო smile.gif

Revaz
შენცა მახსოვხარ რევაზო,
რო არ მოგწონდა ღორიო biggrin.gif
ხოდა დაგვლოცე ეხლა შენც.
თქვი მართალ, არა ჭორიო


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tini
პოსტი Sep 19 2007, 05:14 PM
პოსტი #2182


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 21-August 07
წევრი № 2,622



რა გითხრათ , როგორ მოგიძღვნათ ,
ლექსი და რითმა წყობილი?
მიყვარხართ , რატომ არც ვიცი ,
ვიქნები თქვენი დობილიsmile.gif

მომნატრებია შორი მთა,
და შემოდგომა ქართული ,
სიცოცხლესავით ლამაზი,
სატრფოს ოცნება ფარულიsmile.gif

რა გითხრათ ჩემო მნათენო,
მიხარს , რაც თქვენთან ვნახეო,
ვამაყობ ქართველ ქალობით,
არ ვდარდობ წუთის წამობითsmile.gif))

ოჰ , რა ფილოსოფიური დასასრული გამოვიდაsmile.gif))

wub.gif 2kiss.gif cocxali.gif
ამას დავემგვანე , იმდენი ვიფიქრე ამ "ლექსზე" , თუ ამას რამე საერტო აქვს პოეიასტან საერტოდsmile.gif)) mail1.gif

oops.gif პოეზია ვიგულისხმეsmile.gif

აი თქვენ yvavilebi.gif

მიყვარხააააააააააააააააააა
ააააააართ! smile.gif


--------------------
"ჩემო თვალნათელო , ჩემო ფრთანათელო , ოდესმე დიდი
ყოფილა საქართველო..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 19 2007, 05:28 PM
პოსტი #2183


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(Tini @ Sep 19 2007, 03:14 PM) *

cocxali.gif
ამას დავემგვანე , იმდენი ვიფიქრე ამ "ლექსზე" , თუ ამას რამე საერტო აქვს პოეიასტან საერტოდsmile.gif)) mail1.gif

oops.gif პოეზია ვიგულისხმეsmile.gif

აი თქვენ yvavilebi.gif

მიყვარხააააააააააააააააააა
ააააააართ! smile.gif


რა იყო ქალავ, რა გჭირსა biggrin.gif
ჩვენც შეგვაყვარე თავიო.
ისეთ რითმები დაწერე
დაექსოს ბოროტს თვალიო. biggrin.gif

სადა ხარ, რომელ მხარესა?
ესე რო ნატრობ მთებსაო,
ან რომელ მიწას დადიხარ,
სად ქარი გიშლის თმებსაო? smile.gif




--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 19 2007, 05:37 PM
პოსტი #2184


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
რა გითხრათ , როგორ მოგიძღვნათ ,
ლექსი და რითმა წყობილი?
მიყვარხართ , რატომ არც ვიცი ,
ვიქნები თქვენი დობილი

მომნატრებია შორი მთა,
და შემოდგომა ქართული ,
სიცოცხლესავით ლამაზი,
სატრფოს ოცნება ფარული

რა გითხრათ ჩემო მნათენო,
მიხარს , რაც თქვენთან ვნახეო,
ვამაყობ ქართველ ქალობით,
არ ვდარდობ წუთის წამობით

მე შენმა რითმამ მომხიბლა
შენი სიტყვების წყობამა
რა გითხრა რითი შეგამკო
არ ვიცი დავჩი ობლადა

ბევრს არ შეგაქებ დაიკო
ნამდვილს არ უნდა ქებაო
ფრთებს მე ვერ მოგკვეც ვერაფრით
სულ რომ დაგიწყო კბენაო

შენი ნიჭისა შემყურემ
დავიწყე ცაში ფრენაო
მოდი და მთაში წავიდეთ
გულსა ვანახოთ ლხენაო


2kiss.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Sep 19 2007, 08:26 PM
პოსტი #2185


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ციტატა(k@the @ Sep 19 2007, 05:03 PM) *

,
QORBUDA
ვახ, ქორბუდა გაიხარე,
დაგვიბრუნდი თემასაო!
ვინც ამ თემას გააოფებს
მივცეთ ანათემასაო smile.gif

დაგიბრუნდით ლხინითაო
კაფიების რითმითაო
ვაი თუ რამ დააშავეს
კი გაუშვებთ ციმბირსაო smile.gif


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Sep 19 2007, 08:38 PM
პოსტი #2186


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



komisia

კომისია რომ მოსულხარ
და მონიტორს უმზერო
პაწა რამე დაგვიწერე
და ღიმილი გვდღლუზეოsmile.gif


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Sep 19 2007, 08:41 PM
პოსტი #2187


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



QORBUDA
zviadauri
ბიჯოს, რა ხალხი, რა ხალხი,
მომენატრენით თქვენაო,
სუყველას თქვენ შემოგევლეთ
მუდამჯამს გქონდეთ ლხენაო!

ცუდი დრო არ დაგდგომოდეთ
არასდროს ამ სოფელშიო,
გელხინოთ გებედნიეროთ
ყანწი გეჭიროთ ხელშიო.

დიდ ხან არს არ შევკრებილვართ
სუფრაცა დაგვიძველდაო,
ერთმანეთისა არ ნახვა
რატომღაც გაგვიგრძელდაო.

M.M.
ციტატა
რა გაგიკვირდა კახელო,
რას აფახულებ თვალებსა?
რად გიკვირს, წყევლა-კრულვაში
რომ არ ავყევი ქალებსა?

ან "პოსტი" რაღასა ნიშნავს?
ვერ მივხვდი რასა გულისხმობ.
რა ვქნა, აღარ მსურს სიმწარე,
ვცდილობ ვიცხოვრო ურისხვოდ.

ეს კაცი დღეს გავიცანი
ძალიან გამიხარდაო,
კარგი ყოფილა, ვაჟკაცი,
გულით და ჯიგარითაო.

ალალი სულის პატრონი
ვენაცვა მაგ ჯიგარშიო,
კარგი ადამიანია
გაზრდილი კარგ ოჯახშიო.


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 19 2007, 09:09 PM
პოსტი #2188


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



QORBUDA

ნახეთ ჩემი ჩებურაშკა
რა ,,ცვეტშია" დღესაო
აპაჭუნებს თვალებსა და
თან უღიმის მზესაო. smile.gif


ეხლა კი ყველას გეკითვნით. რასაც დავწერ. smile.gif

ღმერთმა მოგცეთ ჩემს ქართველებს
დღე მზიანი ნათელიო,
გინათებდეთ ნუდამ გზასა
უფლის წმინდა სანთელიო.

არასოდეს არ მოგშლოდეთ
იმედები ხვალისაო,
ქალ-ვაჟებო, ლამაზებო,
გასახარნო თვალისაო.

ძალი გქონდეთ, რომ გეწეროთ
ლექსი, ტკბილ-მწარ სიტყვებითა,
ხან ადიდოთ ერთმანეთი,
ხანაც მორთოთ დიდ რქებითა.

ხანაც დაიტკბობთ ენასა,
ხანაცა მწარეს იტყვითა
კაფიის წესიც ესაა
იპაექრებდეთ სიტყვითა.

კარგად წერთ, ყველა მომწონხართ
მიტომ შემოვრბი აქ მეო
სხვა ვერაფრისთვის ვერ ვიცლი
თუნდ თავს მეყაროს საქმეო.

შეგითხზავთ ერთ- ორ კაფიას
და ვიცოდვილებ მეცაო,
ეგება არც რა გამომდის,
ეგებ დამცინის ზეცაო.

მაგრამ მაინც ვერ დავიშლი
კიდევ დაგიწერთ ერთსაო
ვუხაროთ გული ერთმანეთს
ვებარებოდეთ ღმერთსაო. 2kiss.gif smile.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 20 2007, 10:34 AM
პოსტი #2189


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(k@the @ Sep 19 2007, 04:03 PM) *

აბა თქვით და ჩამოთვალით
აქ ქალების ქებაო.
მერე ნახეთ ამ თემაში
გოგოების წყებაო biggrin.gif

თქვენ შემოგევლოთ "ემემი"!
ძლიერ მიყვარხართ ქალებო
(ცუდად არავინ გაიგოს smile.gif ),
ამ ქვეყნის ნატვრისთვალებო.

თქვენს ქებას თუკი დავიწყებ,
ვეღარ გავჩერდე იქნება.
საათი უცებ გამივა
და თქვენი ბრალი იქნება

ციტატა(komisia @ Sep 19 2007, 08:41 PM) *

M.M.
ეს კაცი დღეს გავიცანი
ძალიან გამიხარდაო,
კარგი ყოფილა, ვაჟკაცი,
გულით და ჯიგარითაო.

ალალი სულის პატრონი
ვენაცვა მაგ ჯიგარშიო,
კარგი ადამიანია
გაზრდილი კარგ ოჯახშიო.


აბა, ეგეთაბს არ ვიყოთ mad.gif !
ქება შხამია სულისა.
ასეთ ლაპარაკს მირჩევნის
შუბლში მოხვედრა ცულისა [ორჯერ ისედაც მაქვს მოხვედრილი, ყუით]

ციტატა
დიდ ხან არს არ შევკრებილვართ
სუფრაცა დაგვიძველდაო,
ერთმანეთისა არ ნახვა
რატომღაც გაგვიგრძელდაო
.
მაგას ვჩიჩინებ ამდენ ხანს ,
არავინ მიგდო ყურიო.
რა იქნებოდა ფორუმელთ
ერთად გვეჭამა პურიო?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Sep 20 2007, 10:45 AM
პოსტი #2190


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



M.M.
ციტატა
აბა, ეგეთაბს არ ვიყოთ !
ქება შხამია სულისა.
ასეთ ლაპარაკს მირჩევნის
შუბლში მოხვედრა ცულისა [ორჯერ ისედაც მაქვს მოხვედრილი, ყუით]

ბიჯო რაც არის ეგ არის
არ გვინდა დაბნეულობა,
მაგას ნუ მიწყენ გენაცვა
ირღვევა ჩემი უფლება. laugh.gif


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 20 2007, 10:56 AM
პოსტი #2191


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(komisia @ Sep 20 2007, 10:45 AM) *

M.M.
ირღვევა ჩემი უფლება. laugh.gif

რა ვქნა, მიჩივლე სტრასბურგში,
ახლა ესაა მოდაში!
მაგრამ თუ კიდევ შემაქებ,
მუშტი მოგხვდება "მორდაში" biggrin.gif

განა მე არ შეგაქებდი,
ნაღდად მავნე რომ არ იყოს?
არ გვინდა ბევრი ბაზარი,
ერთურთის ქება არ იყოს!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Sep 20 2007, 11:31 AM
პოსტი #2192


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



M.M.
აბა, წყევლაზე გადავედით ისევ? biggrin.gif

ოოპს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Sep 20 2007, 12:03 PM
პოსტი #2193


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



komisia

კაი ვაჟი ხარ ძმისაო
გული გაქვს ძმათა-ძმისაო
შენებრ ვაჯკაცნი ქართველნი
ამრავლოს ჩვენსა შინაო.

მალე შევხვდებით ერთურთსა
ბახუსშიც შევალთ არყითა
და მერე კიდეც დავჭექებთ
სიმღერას ტკბილსა ჰანგისას.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Sep 20 2007, 12:30 PM
პოსტი #2194


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



nini1

გული სავსე გაქვს სითბოთი
მზისა სხივებით მცხუნვარე,
და ამ სითბოსა გულიდან
შენ აფრქვევ არემარესა.

ცხოვრება მართლა კარგია
როცა სიკეთე გწადია,
და მტრულ ვერაგულ სიბილწეს
არ დაუხარე თავია.

დაგლოცოს მუდამ უფალმა
გზა გაგინათოს ბნელია
ავსა ბოროტსა გაცილოს
სიკეთე მოგცეს წრფელია.

ციტატა(M.M. @ Sep 20 2007, 11:34 AM) *

M.M

მაგას ვჩიჩინებ ამდენ ხანს
არავინ მიგდო ყურიო.
რა იქნებოდა ფორუმელთ
ერთად გვეჭამა პურიო?

თუ ასე გულით გწადიან
ჩვენთანა ჭამა პურისა
პარასკევს ვარძიას წამოდი
ყველა დაგხვდებით გულითა.

nini1

იცი ნინი ჩებურაშკა
რა არსება არისო?
შენ თუ მეტყვი,დამარწმუნებ
შეგისრულებ ნატვრასო. smile.gif


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 21 2007, 12:16 AM
პოსტი #2195


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



qorbuda

შენ გაიხარე ქორბუდავ
დალოცვაც ასეთი უნდა,
მე შენი ლექსის წამკითხველს
გულიც კი ამომიდუღდა.

ერთს მეცა გეტყვით გულითა,
არასდროს ნახოთ მწუხრიო,
ღმერთმა დაგლოცოთ, ზეციდან
მადლი გაპკუროთ უხვიო.

ეხლა ჩებურაშკას რაც შეეხება

ნატვრის ახდენის სურვილმა
თავსატეხი გამიჩინა,
გადავღალე ტვინი მაგრამ
პასუხმა თავ არ იჩინა.

რა ცხოველის ჯიშს ვაკუთვნო
ეს ოხერი ჩებურაშკა
დავრჩი სურვილ უხდენელი
უუხხ, გაუსკდეს მაგას ,,ბაშკა".


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 21 2007, 02:03 AM
პოსტი #2196


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



nini_1
ნინი როგორ მომენატრა
მიგვავიწყდა სიტყვა თბილი
დარდმა გული გამიფატრა
ლექსიც ვეღარა ვთქვი რბილი.
ვირტუალმა ,მეგობრობის ,
მაგრძნობია სულ სხვა ხილი;
ბუშის ყოფას ვინც შენატრის
ატკენოდეს წამსვე კბილი.
დრო გავა და შენც ჩამოხვალ,
აღარ უნდა ამას ფიქრი,
რამდენიმე წლის გულისთვის
არ დაკარგო ქვეყნის ხიბლი
ეს ცხოვრება ბოროტია
არ დანებდე დამიჯერე,
ვინმემ ცუდი თუ გირჩია
გულში ჩუმად ჩაიჯერე
ნინი როგორ მომენატრა
მიგვავიწყდა სიტყვა რბილი
ვეცადოთდა გამოგვივა
მეგობრობა ძალზე თბილი


სასვენი ნიშნების თავი აღარ მაქვს. მაგრად მეძინება რატომღაც


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 21 2007, 04:33 AM
პოსტი #2197


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



აბო

გული ამღერდა ილხინა,
კეთილი სიტყვა გაიგო,
ძველი დარდები ტკბილ-მწარე
სუყველა, ქარმა წაიღო.

სიტყვა გაცოცხლებს ან მოგკლავს,
ვერსად კი ვერ გაექცევი,
ღმერთმა ძალ მოგცეს კვლავ წერო
ასეთი თბილი ლექსები.

აქ რომ მეგულვით ჩემები
მადლობელი ვარ უფლისა,
თან ეს სიტყვები, უებრო,
სალბუნი იყო გულისა. 2kiss.gif

p.s.

და ამ იმედით ვაგრძელებ სუნთქვას,
კვლავაც გავივლი მე ჩემს ეზოში,
სხეული დადის ამ ქვეყანაზე,
სული კი თქვენთან, საქართველოში.

smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 21 2007, 11:49 AM
პოსტი #2198


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



დღევანდელ დიდ დღეს გილოცავთ,
ებარებოდეთ ღმერთსაო!
სულ ტკბილად შევბერებოდეთ,
ჯიგრებო, ერთმანეთსაო!
ციტატა(Revaz @ Sep 20 2007, 11:31 AM) *

M.M.
აბა, წყევლაზე გადავედით ისევ? biggrin.gif

ოოპს smile.gif

დალოცვა სხვაა, ქება სხვა,
შუაზე მოდის მდინარე.
დასკვნები თქვენ გააკეთეთ
აქედან გამომდინარე!

komisia
ფორუმზე შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია friends.gif
ოღონდ არ გვინდა ოფები,
თორემ გვერგება ბანია sad.gif

აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო?
გალიაში ოფ-ოფები ზიან.
ნინო მასწი ბანს მოგვარტყამს მწარეს,
თუ არ ვიტყვით სიტყვას ზრდილობიანს.

უცაბედად დაგვადგება თავზე,
მრისხანე ხმით დაიძახებს "ჰაეტ!"
голубь голубку обнимает,
и такую песню напевает...

ჩაკრულოდან გადასვლაა ცუდი. smile.gif
არ გეგონოთ "რამკიანი" ქურდი!
ამეკიდა ეს ოხერი ჰანგი,
სხვა კილოზე ვერ ავაწყე ჩანგი.

დილით ადრე შემომესმა ხმები:
სრულდებოდა "ქურდი კაცის ბედი".
არა უშავს, დათვლილი აქვთ წლები.
ვიცით, ბოლოს მღერის თურმე გედი.

komisia
პირველში სწავლაჲ დაიწყებ,
კომპითვინ აღარ გეცლება.
მთავარი თანამოსუფრე
ხელიდან გამამეცლება unsure.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Sep 21 2007, 03:01 PM
პოსტი #2199


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ციტატა(nini_1 @ Sep 21 2007, 01:16 AM) *

qorbuda
ეხლა ჩებურაშკას რაც შეეხება

ნატვრის ახდენის სურვილმა
თავსატეხი გამიჩინა,
გადავღალე ტვინი მაგრამ
პასუხმა თავ არ იჩინა.

რა ცხოველის ჯიშს ვაკუთვნო
ეს ოხერი ჩებურაშკა
დავრჩი სურვილ უხდენელი
უუხხ, გაუსკდეს მაგას ,,ბაშკა".

მაშინ მე გეტყვი პასუხსა
რადგან ვერ იცან შენაო,
იგია მწერლის გონიდან
ამონადენი ნიჭიო.

არ არის არც რა ცხოველი
არცერთის მგვანი,"ტიპიო"
მწერალსა ასე ეწადა
და აი შექმნა ბიჭიო smile.gif


სულ ყველას

ღვთისმშობლობასა გილოცავთ,
გფარავდეთ მისი მადლია,
იგ იყოს თქვენი მფარველი
თქვენი ოჯახის დარია.

მუდამჟამს გზას გინათებდეთ
ავს გაცილებდეთ მტრიანსა,
დაგლოცოთ,კალთა გაფაროთ,
ბოროტს გაცილიოთ ბილწანსა.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 21 2007, 04:05 PM
პოსტი #2200


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მომენატრენით ყველანი,
მეც მინდა მოგეფეროთა!
მინდა მაგ სახეთ ღიმილი
გულთბილი მოგეფენოთა smile.gif

დღეს ღვთისმშობლობას გილოცავთ!
მისსა წილხვედრსა მიწასა,
არ მოკლებოდეს მის მადლი
არც ამ ქვეყნის შვილს მისსასა!

ღმერთსა ვთხოვ ისე არ მამკლას
ქართლ არ მენახოს ბრწყინვალე!
ამაყად უდარაჯებდეს ზევით
ყაზბეგის მყინვარი!

გერგეთის სამების მადლი
ეფინებოდეს ფერდებზე!
ქართული მიწის სიკეთე
ეფერებოდეს ფესვებზე!

ერთ დაუბერეთ კარგებო,
მეც მინდა ვიგრძნო სუნიო,
ქართულ ჰაერის ეშხითა
აქ ეგრე მიდგას სულიო.

ერთი მიწასაც დაჰკარით,
იქნებ ნამცეცი მომხვდესა,
მაგაზე კარგი ჩემს ყოფას
მეტი რა უნდა მოხდესა!

ერთი წყალ შეაშხაფუნეთ,
მინდა წვეთები მესხმოდეს,
მანდაურ წყლისა ჩხრიალი
ყურებში მინდა მესმოდეს!

ოჰ, რა სანატრელია...
როგორი ტკბილია...
როგორი ქორფა...
როგორი სუფთა...
როგორი...
... მადლიანი.


უკვე როგორ მომნატრებია wub.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 108 109 110 111 112 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th July 2025 - 07:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი