IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 109 110 111 112 113 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
komisia
პოსტი Sep 21 2007, 07:58 PM
პოსტი #2201


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



M.M.
ციტატა
პირველში სწავლაჲ დაიწყებ,
კომპითვინ აღარ გეცლება.
მთავარი თანამოსუფრე
ხელიდან გამამეცლება

ნუ ღელავ მიშა ბატონო
თქვენთვინ ყოველთვის მეცლება,
ვინც მეგობარს დაივიწყებს
იგი ყოველთვის შეცდება.



--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Sep 21 2007, 09:00 PM
პოსტი #2202


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ციტატა(komisia @ Sep 21 2007, 08:58 PM) *

M.M.
ნუ ღელავ მიშა ბატონო
თქვენთვინ ყოველთვის მეცლება,
ვინც მეგობარს დაივიწყებს
იგი ყოველთვის შეცდება.

დაბრძენებულხარ ვაჟაო
აღარ ხარ პაწა ღლაპია.,
შენი ბაგედან,მიკვირსდა
ამოდის სიტყვა კარგიაsmile.gif

k@the

გულს ნუ გაიტეხ დაიავ
მალ დაგიდგება დარია,
სურვილსა,გულის წადილსა
არად ჩაიკლა,ბრალია.

ოცნებით ვცოცოხლობთ სულყველა
სულ გვიდგას მისსა ფიქრშია,
აბა ისე რა აზრი აქვს
თუ არ ვინატრეთ სიზმრები?


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Sep 23 2007, 01:53 AM
პოსტი #2203


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ეეეეჰ..... huh.gif wacko.gif sad.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 23 2007, 02:52 PM
პოსტი #2204


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



k@the
მოწყვეტილხარ საქართველოს
და გმასპინძლობს დოიჩლანდი...
ერთი მითხარ, კიდევ დაძრწის
მანდ მსოფლიო ომის ლანდი?

გამიგია, ნაცისტები
არ იშლიან თავისასო.
თუ ასეა, კვლავ იწვნევენ
ძალას ქართულ მკლავისასო!

თუმცა რა დროს ნაციზმია?
ანტიქრისტე მოვა მალე.
ერთ ქვეყანად გადააქცევს
მთელ ევროპას დღეს თუ ხვალე.

ქეთო, შენ არ დაიდარდო,
church.ge მუდამ შენთან არი!
გულში მალე ჩაგიხუტებს
მშობლიური მთა და ბარი.

რაღაც აღარ აქტიურობთ,
მომენატრა თქვენი რითმი.
თქვენს ნაწერებს მართლა ველი,
არ გეგონოთ ვამბობ ლიქნით!



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 23 2007, 03:57 PM
პოსტი #2205


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



QORBUDA
მადლობა ძმაო, იხარე
დღეს მხნედა ვარ ბარ აქაო,
არ მოგეშალოს ოჯახში
სიკეთე და ბარაქაო smile.gif


meleqse
რამ დაგაშტერა მელექსე, 2kiss.gif
რას გიბზრიალებს თვალიო?
ნეტავ გუშინ ამ თემაში
ხო არ მოხვედი მთვრალიო? biggrin.gif

დაჯექი სიტყვა გვაჯახე,
კაფიას უწყე რითმია,
მეტს რო არაფერს არ გვიწერ,
რა, უკვე ყველა გითქვია? smile.gif

M.M.
კაი ემემ რა ნაც-ები,
სადღა აქვთ ამათ ესაო,
თავისთვის ვლიან ისე და
არავის ვნებენ დღესაო smile.gif

ფორუმის თანადგომა კი
მე მართლა დიდად მშველისო,
მიხარის აქ რომ ქართველი
ყოველთვის თბილად მელისო smile.gif


---

ხოდა მართლაც, ისევ მიყუჩდა
რაღაც ჩვენი კაფიაო ...
ვინც აქ წერას დაიზარებს,
თავს დასხმოდეს ლაფიაო!

ვოტ. smile.gif





--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Sep 23 2007, 08:43 PM
პოსტი #2206


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



"არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა" ,
არ დაელევა რითმები, -
ვინც ქართველია ჯიშითა!!!
შენი შემყურე, კაფიავ,
ხმას ვეღარ ვიღებ შიშითა, -
ეს რა მოგსვლია, ბეჩავო,
გკითხულობ ვაი-ვიშითა.
მოვედი, რითმა დამიხვდა, -
თვალს ცრემლი გადმომადინა...
ვხედავ, გაკაფა ჯიგრული
ვინც ოდნავ მოიწადინა.

ასე რომ მოდით, ქართველნო,
არ კი მიწყინოთ წყენითა, -
ყველაფერს აქ ნუ დაპოსტავთ,
რასაც ამოსთქვამთ ენითა...

ღმერთმა გაგიმარჯოთ, მკაფველებო!!!
hi.gif hi.gif hi.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 24 2007, 10:57 AM
პოსტი #2207


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ატეხილი ვარ საკაფად,
ალესილი მაქვს კალამი.
გამოდით, გამეშაირეთ
(ოღონდ ჯერა თქვით სალამი)!

გლესავ და გლესავ კალამო,
გათლილო ბატის ფრთისაო.
მას შემდეგ, რაც შენ აგიღე,
არ დამიგდიხარ ძირსაო.

ბევრჯერ ახარე მოყვასი,
ბევრჯერაც თავი მომჭერი...
ვწერ და ვწერ, მაგრამ პასუხად
არავინა ჩანს მომწერი.

აქ ველოდები ერთ ვაჟკაცს,
ოთხშაბათს რომ გავიცანი.
ვინაობას ჯერ არ ვიტყვი,
თვითონ მიხვდება ვინც არი.

აქ რომ პირველად შემოველ,
მასპინძელივით დამიხვდა IPB-ს სურათი
ახლა კი მისი შაირი
სანატრებელი გამიხდა.

ჰა, ხელთათმანი გესროლე,
გიწვევ რითმების დუელში!
გვიყურებს მთელი მსოფლიო,
ჩვენზე ფსონს დებენ უელსში.

რახან მე გამოგიწვიე,
იარაღს ირჩევ შენაო:
გინდ ტკბილი სიტყვით ვიბრძოლოთ,
გინდაც დავიწყოთ კბენაო.

მე მგონი ტკბილად აჯობებს,
რათ ავიმწაროთ პირიო?
თანაც მე ზოგჯერ ვამეტებ
და მერე მწარედ ვტირიო.

ახლაკი დროა მივხედოთ
სეკუნდანტების სიასა.
k@the, ხომ მისეკუნდანტებ?
მე ვებრძვი komisiaსა.

ვინც პაექრობას წააგებს,
ყველას უსხამდეს ღვინოსა;
ვინც მოგებული გამოვა,
თამადად მოგვევლინოსა!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Sep 24 2007, 12:41 PM
პოსტი #2208


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



meleqse
ციტატა

"არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა" ,
არ დაელევა რითმები, -
ვინც ქართველია ჯიშითა!!!
შენი შემყურე, კაფიავ,
ხმას ვეღარ ვიღებ შიშითა, -
ეს რა მოგსვლია, ბეჩავო,
გკითხულობ ვაი-ვიშითა.
მოვედი, რითმა დამიხვდა, -
თვალს ცრემლი გადმომადინა...
ვხედავ, გაკაფა ჯიგრული
ვინც ოდნავ მოიწადინა.

ასე რომ მოდით, ქართველნო,
არ კი მიწყინოთ წყენითა, -
ყველაფერს აქ ნუ დაპოსტავთ,
რასაც ამოსთქვამთ ენითა...

იცოცხლე არჩილ ბატონო
კაფიის სიყვარულშია,
კარგი რითმები გამოგდის
გენაცვა ემაგ გულშია.

შენსა მოცემულ ლექსებსა
ვუსმენამ გაფაციცებით,
კარგი კაცი ხარ ჩემმა მზემ
ჩვენ ამას დავიფიცებით.

M.M.
ციტატა

აქ ველოდები ერთ ვაჟკაცს,
ოთხშაბათს რომ გავიცანი.
ვინაობას ჯერ არ ვიტყვი,
თვითონ მიხვდება ვინც არი.

შევიცან თავი ყმაწვილო
ისევ მიზიხარ გულშიო,
ნეტაი რად მაინდომე
ჩემ თავი მაგ დუელშიო.

ვიცი არა ვარ მე მაჩვი
სიტყვასაც დავწერ გზიანსო,
მაგრამ არ შეგედარები
თავს არ ვაყენებ ზიანსო.

შენი სიტყვაი ძმობილო
ბასრზედა უფრო მჭრელია,
რა ფერშიც გინდა ისე სთქომ
შენი პალიტრა ჭრელია.

შენ მე ვერ გაგეჯიბრები
მელექსეს შენისთანასო,
მიკვირს საიდან პოულობ
სიტყვებსა მაგისთანასო.

ისე თუ გინდა დაგლოცავ
ჩემი ღარიბი ენითა,
წყალობა არ მოგკლებოდეს
და ჰონორარი ვედრითა.


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 24 2007, 12:50 PM
პოსტი #2209


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(M.M. @ Sep 24 2007, 08:57 AM) *

ახლაკი დროა მივხედოთ
სეკუნდანტების სიასა.
k@the, ხომ მისეკუნდანტებ?
მე ვებრძვი komisiaსა.

ვინც პაექრობას წააგებს,
ყველას უსხამდეს ღვინოსა;
ვინც მოგებული გამოვა,
თამადად მოგვევლინოსა!


ვახ ეს რა წყალში ჩავვარდე,
ორი ძმა იბრძვის ჩემიო,
რომელი ამოვირჩიო,
რომელს ვაფარო ხელიო biggrin.gif

სეკუნდანტობას ვითავებ,
ემემ მე შანსას მარაო,
ფრთხილად იყავ, არ დამიჭრა
აქ კომისია არაო.

პაექრობაში კარგია,
სიტყვების დაყრა უხვისა..
ერთი ბარ ესეც მითხარი,
მიზეზი თქვენი ჩხუბისა?

ბარ წესი წესად დავტოვოთ,
მანდ ბოლო სიტყვა მეთქმესო!
შუაში მანდილს რო ჩავდებ,
ორივე მხარე შედგესო! smile.gif

აბა გულხელს ვერ დავიკერეფ,
ერთ-ურთი თუ დასჭამეთო ,
გაგაშველებთ თქვენი და და
მერე ხინკალ მაჭამეთო biggrin.gif biggrin.gif (მოვინდომე biggrin.gif )

მერ სუფრაზე თუ ინებებთ,
მეც კი დაგისხავთ ღვინოსა,
იმ ფორუმელს რა ვუთხარი,
თქვენთან არ მაილხინოსა! smile.gif

ისე მგონი ეგრე სჯობდეს,
თქვათ სადღეგრძელო ლექსადო,
ვინც უკეთესად გარითმავს,
სუფრაზე ისეც შევსვათო... smile.gif

აბა ჰე ძმებო დავიწყოთ,
პირველი სადღეგრძელოსი,
საქართველოს დაულოცეს
მფარველი ანგელოი ( პირველ სმაზე ახსენებდნე საქართველოს და უფალსა smile.gif)

(თუ ჩემს ჰაზრსა სწუნობდეთ,
გერჩივნოთ სხვაფრივ შეხლაო.
მე ყაბულსა ვარ მაინცა,
ხა, აბა დაიწყეთ ეხლაო! smile.gif )


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Sep 25 2007, 11:39 AM
პოსტი #2210


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



რა ახალ ამბებს მაჰყვები,
ქეთო ჭირიმე შენიო.
იცოდე აგერ აქა ვარ,
სულ განაბული ველიო.

ხომ მშვიდობაა ამ მხარეს,
ვხედავ რომ ბევრსა ლექსაობთ.
ამითი გული მიხარის,
მიტომაც ასტე ვკაფაობთ.

კომისიამა ერთ დროსა,
პირობა დასდო ასეთი:
ღვინო მაქვს ნაღდი კახური.
თან დაგიმზადოთ პაშტეტი. laugh.gif

მაგრამ არც ღვინო გამოჩნდა,
არც კიდევ ვინმეს ცეკვები.
ისე შევსქერით ამ დღესა,
როგორც უდედო ლეკვები.

აბა მითხარით რასა იქმთ,
ნუ დაგისკდებათ გულები biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 25 2007, 11:47 AM
პოსტი #2211


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(komisia @ Sep 24 2007, 12:41 PM) *

M.M.
ნეტაი რად მაინდომე
ჩემ თავი მაგ დუელშიო.

ვიფიქრე, იქნებ შეჯიბრში
უფრო აიდგას ენაო.
თორემ რაღაცა არ პოსტავ
ბოლო დროს ლექსებს შენაო.
ციტატა

ვიცი არა ვარ მე მაჩვი
სიტყვასაც დავწერ გზიანსო,
მაგრამ არ შეგედარები
თავს არ ვაყენებ ზიანსო.

შენი სიტყვაი ძმობილო
ბასრზედა უფრო მჭრელია,
რა ფერშიც გინდა ისე სთქომ
შენი პალიტრა ჭრელია.

შენ მე ვერ გაგეჯიბრები
მელექსეს შენისთანასო,

ხელთათმანს არც კი დახედე,
თავის დაჭერა გცოდნია.
გნებდები ძმაო, dagnebdit.gif სიმშვიდით
ნამდვილად შენ გიჯობნია!

ციტატა
მიკვირს საიდან პოულობ
სიტყვებსა მაგისთანასო.

თქვენ რო გიყურებთ, მკაფელნო,
აბა როგორ არ გავრითმო?
მზადა ვარ ყოველ მომენტში
შენ ეს არენა დაგითმო.
ციტატა(k@the @ Sep 24 2007, 12:50 PM) *

სეკუნდანტობას ვითავებ,
ემემ მე შანსას მარაო,
ფრთხილად იყავ, არ დამიჭრა
აქ კომისია არაო.

მართლა დუელი კი არ მსურს,
ვიკეჭნავთ ხევსურულადა.
ავკაფავ, ჩვენს komisia
ვინც მოექცევა მტრულადა!

ციტატა
ერთი ბარ ესეც მითხარი,
მიზეზი თქვენი ჩხუბისა?

მიზეზი ზემოთ დავწერე:
იქნებ აიდგას ენაო.
თორემა, გასაყოფელი
არაფერი გვაქვს ჩვენაო.

ციტატა
ისე მგონი ეგრე სჯობდეს,
თქვათ სადღეგრძელო ლექსადო,
ვინც უკეთესად გარითმავს,
სუფრაზე ისეც შევსვათო... smile.gif

მაშინ ეგრე ვქნათ, ყაბულს ვარ,
დაასხით რვა ნომერიო!
სულ ედღეგრძელოს ფორუმსა,
შამაჰკლებოდეს მტერიო!

ვინც აქ მაუსი შემოყოს smile.gif
მადლი მოჰფინოს ზენამა,
იერუსალიმს ატაროს
უფასოდ "აირზენამა"!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 25 2007, 12:43 PM
პოსტი #2212


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(zviadauri @ Sep 25 2007, 09:39 AM) *

რა ახალ ამბებს მაჰყვები,
ქეთო ჭირიმე შენიო.
იცოდე აგერ აქა ვარ,
სულ განაბული ველიო.

ზვიადაურო გილექსავ,
უკვე მერამდენ სიტყვასო,
ძველს არ კითხულობ, არ იშლი
ახლიდან იგივ კითხვასო laugh.gif

რა მომანატრე აქ თავი,
რა გახდა ეგე საქმეო,
თბილისში არ ვარ, რა ვუყო,
სხვაგან რო შეგხვდე სადმეო biggrin.gif

აქ კომისიას ღვინოზე
ბევრს აულესავს კბილიო
მაგრამ გავიგე, არ ვარგა
შაქრისგანაა ტკბილიო laugh.gif (კომისია დაამტკიცე თუ ეგრე არაა biggrin.gif გენაცვალე 2kiss.gif)

დალევ და მეორე დღესა,
გაძახებინოს ვაიო,
პარნიკის გოგრასავითა
გაგსიებოდეს თავიო biggrin.gif

ციტატა(M.M. @ Sep 25 2007, 09:47 AM) *

ვინც აქ მაუსი შემოყოს
მადლი მოჰფინოს ზენამა,
იერუსალიმს ატაროს
უფასოდ "აირზენამა"!



ვახახახა laugh.gif laugh.gif

შენ გაიხარე ძამია,
გადავხარხარდი სკამზეო biggrin.gif
დადარიანდა ამინდი,
საავდრო გახდა სამზეო!

აბა თქვენ ეგრე გარითმეთ,
ლამის დავდუმდე მეცაო,
თქვენი აზრების კითხვითა,
მე ჩემებისა შემრცხვაო biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Sep 25 2007, 01:26 PM
პოსტი #2213


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



[quote name='k@the' date='Sep 25 2007, 11:43 AM' post='177815']
ზვიადაურო გილექსავ,
უკვე მერამდენ სიტყვასო,
ძველს არ კითხულობ, არ იშლი
ახლიდან იგივ კითხვასო laugh.gif

რა მომანატრე აქ თავი,
რა გახდა ეგე საქმეო,
თბილისში არ ვარ, რა ვუყო,
სხვაგან რო შეგხვდე სადმეო biggrin.gif

აქ კომისიას ღვინოზე
ბევრს აულესავს კბილიო
მაგრამ გავიგე, არ ვარგა
შაქრისგანაა ტკბილიო laugh.gif (კომისია დაამტკიცე თუ ეგრე არაა biggrin.gif გენაცვალე 2kiss.gif)

დალევ და მეორე დღესა,
გაძახებინოს ვაიო,
პარნიკის გოგრასავითა
გაგსიებოდეს თავიო biggrin.gif
ვახახახა laugh.gif



სადა ხარ,სად იარები,
თუ ველადა ხარ გაჭრილი.
იქნება გამიჯნურდი და,
რითმებიც ქე გაქვს აჭრილი.

სწორედ ეგ არის მიზეზი,
რომ აღარ მოხვალ თბილისსო.
რა ნახეი ბღარო მაგ მხარეს laugh.gif
ჩამოხვალ ალბათ ივლისსო.

მანამდე ასე გავკაფოდ?
არა,ეგ მართლა არ ვარგა.
იქნება მალე გვესტუმრო.
აქ არ მოგასწროს ვანგამ laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 25 2007, 01:30 PM
პოსტი #2214


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(nini_1 @ Sep 21 2007, 04:33 AM) *



p.s.

და ამ იმედით ვაგრძელებ სუნთქვას,
კვლავაც გავივლი მე ჩემს ეზოში,
სხეული დადის ამ ქვეყანაზე,
სული კი თქვენთან, საქართველოში.

smile.gif



2kiss.gif


ხედავ შენც დაგაწყებინეთ წერა... 2kiss.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 25 2007, 03:52 PM
პოსტი #2215


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



zviadauri
ციტატა

სადა ხარ,სად იარები,
თუ ველადა ხარ გაჭრილი.
იქნება გამიჯნურდი და,
რითმებიც ქე გაქვს აჭრილი.

სწორედ ეგ არის მიზეზი,
რომ აღარ მოხვალ თბილისსო.
რა ნახეი ბღარო მაგ მხარეს
ჩამოხვალ ალბათ ივლისსო.

მანამდე ასე გავკაფოდ?
არა,ეგ მართლა არ ვარგა.
იქნება მალე გვესტუმრო.
აქ არ მოგასწროს ვანგამ laugh.gif

სადაც აქამდე ვიყავი,
დღესაც იქა ვარ ძამაო,
კი მენატრება ოჯახი,
ქართული პურისჭამაო biggrin.gif

ჩამოვალ ალბათ ივლისსა,
მანამდე რა ვქნა ვერაო sad.gif
მომიწევს ისევ ამ თემას,
მონატრებულის წერაო...

გამიჯნურებას ნუ ამბობ,
აქ მე არავინ მიხარის,
ერთია, თბილისში დადის,
ჩემი სიცოცხლეც ის არის wub.gif

ასე რომ ზვიადაურო,
მარილს ნუ მიყრი იარას biggrin.gif
ისედაც დარდიანი ვარ...
გული მაქ ქვისა კი არა rolleyes.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Sep 25 2007, 05:29 PM
პოსტი #2216


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ჰეი, თქვენ, ფორუმელებო,
გაუმაძღარნო წერითა!
ეს გარითმული "პოსტები"
გადავიკითხე მღერითა.

მომწურდა სიტვის გარითმვა,
პატარა წათამაშება.
მუზამ იხარა, რა იგრძნო
ჩემგან ლაგამის აშვება...


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 25 2007, 05:37 PM
პოსტი #2217


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
მომწურდა სიტვის გარითმვა,
პატარა წათამაშება.
მუზამ იხარა, რა იგრძნო
ჩემგან ლაგამის აშვება...

მიდი მელექსევ მიუშვი
შენ მაგ მუზისა აფრები
არ მოგერიდოს სიტყვების
გასხვლა-გამოსხვლა ნაქები..

მუზა რომ მოვა მეც ვიტყვი
ორიოდ სიტყვას გალექსილს
ახლა კი დიდი ბოდიში
მეტს ვეღარ ვამბობ წავედი... tongue.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 25 2007, 05:44 PM
პოსტი #2218


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(თათი87 @ Sep 25 2007, 03:37 PM) *

მიდი მელექსევ მიუშვი
შენ მაგ მუზისა აფრები
არ მოგერიდოს სიტყვების
გასხვლა-გამოსხვლა ნაქები..

მუზა რომ მოვა მეც ვიტყვი
ორიოდ სიტყვას გალექსილს
ახლა დიდი ბოდიში
მეტს ვეღარ ვამბობ წავედი... tongue.gif

სად წახვალ ქალავ? ვინ გიშვებს?
არ იცი, აქ რო დაიწყე მღერაო
სტუმრობა შენი ნებაა!
წასვლა კი, ეგრე ვერაო! biggrin.gif

ხოდა რახანამც მოხვედი,
დიდი ხნის უნახავიო,
დაჯე და წერე რითმები
რო მოგვანატრე თავიო! a025.gif

meleqse
შენ კიდევ კარგად გაუძელ,
იშვიათაობ სიტყვასა!
მოდი დაწერე, გალექსე,
სათქმელი უნდა ითქვასა! biggrin.gif

მინდა მეც თვალი დავიტკბო,
აქ ნაწერითა თქვენიო,
ახალ რითმებს და ამბებსა
სულმოუთქმელად ველიო smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 25 2007, 05:56 PM
პოსტი #2219


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
სად წახვალ ქალავ? ვინ გიშვებს?
არ იცი, აქ რო დაიწყე მღერაო
სტუმრობა შენი ნებაა!
წასვლა კი, ეგრე ვერაო!

ხოდა რახანამც შემოხვედი,
დიდი ხნის უნახავიო,
დაჯე და წერე რითმები
რო მოგვანატრე თავიო!


ეჰ ქეთოვ ჩემო ლამაზო
ერთი რამე მაქვს სათქმელი
ეხლა იმდენი საქმე მაქვს
ხელთ ვერ ჩავიგდე სასხვლელი

გაუკაფავის ნათქვამი
არკი შეშვენის ამ თემას
წასვლა კი გულით არ მინდა
უბრალოდ ასე ხერხდება...

რა ვქნა რომ გული აქ მრჩება
თვალიც აქ არის მუდამა
თქვენს გალექსილებს ვკითხულობ
მალამოდ მადევს გულზედა




--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Sep 25 2007, 06:12 PM
პოსტი #2220


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა(თათი87 @ Sep 25 2007, 06:37 PM) *

მიდი მელექსევ მიუშვი
შენ მაგ მუზისა აფრები
არ მოგერიდოს სიტყვების
გასხვლა-გამოსხვლა ნაქები..

მუზა რომ მოვა მეც ვიტყვი
ორიოდ სიტყვას გალექსილს
ახლა დიდი ბოდიში
მეტს ვეღარ ვამბობ წავედი... tongue.gif


ნეტა ვიცოდე ეს ჩიტი,
საიდან შემოფრენილა?
კაფიის თემას ნათელი
ასე რად გადაფენილა???

ახლა წასვლასაც რომ ლამობს, -
ნეტავ ვინ უშვებს აქედან?
პასუხი უნდა ჩემ შაირს,
წეღან ასე რომ აქებდა.


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 109 110 111 112 113 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th July 2025 - 07:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი