IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 111 112 113 114 115 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
ნაინა
პოსტი Sep 26 2007, 07:48 PM
პოსტი #2241


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



k@te

ციტატა
უფ, ანთია და ვიდაგები,
რა ვქნა რა წყალს მივცე თავი,
ზვიადაურს კი ახალისებს
ჩემი კვნესა გულსაკლავი


ეგ არაფერი, სიყვარულს
ხანდისხან ახლავს დარდები,
მაგრამ მალევე პირსახეს
გაგეშლებიან ვარდები.

ეხლა გილოცავ ქალაუ
ქეთევანობის დღესაო.
გწყალობდეს, მუდამ გფარვიდეს,
სულ გინათებდეს მზესაო. 2kiss.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 26 2007, 08:06 PM
პოსტი #2242


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(meleqse @ Sep 26 2007, 05:42 PM) *

აბა რა წყალი აგიტყდა,
მასეთ დაგვას ნეტა რა ჯობს, -
როცა გულს გრძნობა აძგერებს,
თვალი მის ნახვას დარაჯობს.

მხოლოდ უნდა გითხრა ერთი
მეგობრული რჩევაო:
(ქალებს თავის დაფასება
გაქვთ უჟმური ჩვევაო),

იმედს მაინც ნუ მოუკლავ,
ნუ დატანჯავ "საბრალოს",
არვინ მითხრას ეხლა ქალებს
ეს ტყუილად ვაბრალო. whistling.gif


არ მივცემ თავსა მე წყალსა,
ისე გავრითმე, მომინდეთ rolleyes.gif
'ნიახური კი არა ვარ,
ქვეყნად მეორედ მოვიდე' laugh.gif

უბრალოდ მადარდიანებს,
დიდად სიშორე ჩვენიო,
იმიტომაც ამ თემაში
ეგეთ რამეს ვმღერიო unsure.gif

თორე დაგვას რა ჯობია,
ხან კი მეცა ვხალისობ,
თავსაც დავიფასებ ცოტას biggrin.gif (ბევრი არა )
სიყვარულსა ვთავისობ (არ ვამხელ laugh.gif )

რა ვქნა განა ძალით მინდა,
დაფასება თავის მარა,
თავს მახსენებს ეს ოხერი,
დიაცობა წარამარა laugh.gif (სისხლში გვაქ ქალებს, ძალით არ მინდაა laugh.gif )


ციტატა(nini_1 @ Sep 26 2007, 05:48 PM) *

k@te
ეგ არაფერი, სიყვარულს
ხანდისხან ახლავს დარდები,
მაგრამ მალევე პირსახეს
გაგეშლებიან ვარდები.

ეხლა გილოცავ ქალაუ
ქეთევანობის დღესაო.
გწყალობდეს, მუდამ გფარვიდეს,
სულ გინათებდეს მზესაო.

ღმერთმა გისმინოს ნინიკო,
აგმიხდეს შენი სიტყვები,
მერე ნახავთ ფორუმზე
რა ხალისიანი ვიქნები 2kiss.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Sep 26 2007, 09:28 PM
პოსტი #2243


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა
'ნიახური კი არა ვარ,
ქვეყნად მეორედ მოვიდე'


blink.gif blink.gif

ვინ დაისხას თავზე ლაფი
ვინ გიწოდოს ნიახური. mad.gif biggrin.gif
გადავიქცე კომისიად,
მწარე ვურითმო კახური ... type.gif isrebi.gif laugh.gif

ციტატა
თორე დაგვას რა ჯობია,
ხან კი მეცა ვხალისობ,
თავსაც დავიფასებ ცოტას (ბევრი არა )
სიყვარულსა ვთავისობ (არ ვამხელ )


დასკვნა:

ქალბატონებო გულისწორს
რომ ათამაშებთ ნეკითა, -
ისიც გახსოვდეთ მაშინა,
არსებობთ ვისი ნეკნითა tongue.gif biggrin.gif - როგორ მომწონს ეს სმაილიკი - biggrin.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 27 2007, 12:16 AM
პოსტი #2244


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886




meleqse

არ გაგვახარეს კაცებმა
იმ ერთ ნეკნს სულ გვამადლიან biggrin.gif
მუდამ დღე თუ გაგვიხსენებთ
ეგრე რაღაის მადლია.

ისე დაფიქრდით თქვენაცა,
განსაჯეთ გაგებითაო,
უფალს რომ ქალ არ შეექნმა
კვდებოდით მოწყენითაო. laugh.gif

ხოდა ვაჟკაცნო, იცოდეთ,
ბარი-ბარში ვართ ჩვენაო,
ასე რომ დაგვიშოშმინდით
არ იყოს კბენა-ღრენაო. tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 27 2007, 12:32 AM
პოსტი #2245


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(meleqse @ Sep 26 2007, 07:28 PM) *

blink.gif
ვინ დაისხას თავზე ლაფი
ვინ გიწოდოს ნიახური.
გადავიქცე კომისიად,
მწარე ვურითმო კახური ...
დასკვნა:

ქალბატონებო გულისწორს
რომ ათამაშებთ ნეკითა, -
ისიც გახსოვდეთ მაშინა,
არსებობთ ვისი ნეკნითა როგორ მომწონს ეს სმაილიკი -> biggrin.gif


არ გინდა კომისიობა
ერთიც გვეყოფა უკვეო,
შენ მელექსობა აგრძელე
და წერას ნუ მოუკლეო biggrin.gif

biggrin.gif <-- ეს სმაილი მეც კი მხიბლავს,
რაღაც ალალად იღიმის,
მის შემხედვარეს რატომღაც
გული 'რეალშიც' მიღიმის biggrin.gif

დასკვნა:

ჩემო კარგო ეგ ლექცია,
გინდა ასჯერ ატერეო,
მაგით ქალს ვერ გაასწორობ,
ვით კუზიანს სამარეო biggrin.gif

ისე კაცებს დაჟე მოსწონთ,
ჩვენგან პაწა წვალებაო rolleyes.gif
სულ არ ხიბლავთ ადვილად
ქალზე ხელის წავლებაო laugh.gif laugh.gif (ეხლა გამერითმა, თორე ცუდი არაფერი იფიქროთ biggrin.gif)


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 27 2007, 12:32 AM
პოსტი #2246


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(Jnosy @ Sep 26 2007, 07:10 PM) *

თათი87
ჩემო კარგო აქ კარგია
მაგრამ ეხლა წავალ,
ხალხს მივხედავ, გავუღიმებ
მერე ქვევით ჩავალ,
დავჯდები და ჩემს ტაძარში
დოლიძეზე ავალ smile.gif



ვგონებ, ვიპოვე უბნელი
დოლიძელი ფორუმელი!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 27 2007, 01:24 AM
პოსტი #2247


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Jnosy
დამიგვიანდა სალამი,
გადამეფანტა გონიო,
მიხარის ახალი სახე,
შენი რითმების ფონიო smile.gif

ეხლაღა გეტყვი, კეთილად
გამყოფოს ჩვენსა თემასო,
გვირითმე ლაღად, ვკითხულობთ!
არ ვიწყებთ რითმზე თვლემასო smile.gif

ცოტა რამ შენზე გიამბე,
თუ გსურს, დაგვისვი კითხვაო,
ერთხელაც გაგვაგებინე
შენ გარითმული სიტყვაო smile.gif

საიდან მოხვალ? სად მიხვალ?
ახალს რას გვეტყვი ამბისო,
გვინდა სოფელის ამბებით
თემა პირამდე აგვივსო smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Sep 27 2007, 02:07 AM
პოსტი #2248


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა
ისე კაცობს დაჟე მოსწონთ,
ჩვენგან პაწა წვალებაო
სულ არ ხიბლავთ ადვილად
ქალზე ხელის წავლებაო


blink.gif

ახლა კი უნდა გავრითმო
ცოტ-ცოტა უფრო ხისტები, - isrebi.gif
თქვენა კაცები მე მგონი
გგონიათ მაზოხისტები. ki.gif


ციტატა
ისე დაფიქრდით თქვენაცა,
განსაჯეთ გაგებითაო,
უფალს რომ ქალ არ შეექნმა
კვდებოდით მოწყენითაო.


აჰა, აქ მე უბრალო ვარ, - rolleyes.gif
თქვენ ამბობთ თქვენის პირითა;
მერე ჩვენც რომ გიმეორებთ,
ტყულიად ნუღარ სტირითა: cray.gif

ქალისთვის მე რომ დამერქვა,
"მოწყენილობის წამალი", -
ეგრევე უნდა მეძებნა
ადგილი გადასამალი... help.gif tongue.gif laugh.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 27 2007, 02:33 AM
პოსტი #2249


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(meleqse @ Sep 27 2007, 12:07 AM) *

ახლა კი უნდა გავრითმო
ცოტ-ცოტა უფრო ხისტები,
თქვენა კაცები მე მგონი
გგონიათ მაზოხისტები. ki.gif

laugh.gif
განა კაცების დარდები,
გულზე ჩვენ არ გვედება? biggrin.gif
განა მათზე ფიქრში ღამე
თავზე არ გვათენდება? biggrin.gif

მაგრამ რა ვქნათ, გვიჭირს ძმაო
ამის აღიარება biggrin.gif
გვიყვარს კაცის სიყვარულის
ჩუმი გაზიარება biggrin.gif

ერთი მზერით, ერთი სიტყვით
მივანიშნებთ სითბოსო,
მარა რაც მეტს გამოაჩენ,
უფრო მეტსაც ითხოვსო tongue.gif

თანაც ზოგიერთი კაცი,
თავად ძუნწობს გრძნობაზეო,
იმან თუ არ დამარწმუნა
რა საუბარია ნდობაზეო biggrin.gif

ზიან ჩუმად, არას თქმითა,
შემოგცქერის თვალშიო,
თუ ერთი თავს დაიფასებ
არც ის გრჩება ვალშიო biggrin.gif

არა მაინც ვერ გავიგე,
მე კაცების აზრებიო,
აღარ უნდა ეხლა ამას
ლაილაი ბაზრებიო biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Sep 27 2007, 03:15 AM
პოსტი #2250


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა(k@the @ Sep 27 2007, 03:33 AM) *

laugh.gif
განა კაცების დარდები,
გულზე ჩვენ არ გვედება?
განა მათზე ფიქრში ღამე
თავზე არ გვათენდება?

მაგრამ რა ვქნათ, გვიჭირს ძმაო
ამის აღიარება
გვიყვარს კაცის სიყვარულის
ჩუმი გაზიარება

ერთი მზერით, ერთი სიტყვით
მივანიშნებთ სითბოსო,
მარა რაც მეტს გამოაჩენ,
უფრო მეტსაც ითხოვსო tongue.gif

თანაც ზოგიერთი კაცი,
თავად ძუნწობს გრძნობაზეო,
იმან თუ არ დამარწმუნა
რა საუბარია ნდობაზეო

ზიან ჩუმად, არას თქმითა,
შემოგცქერის თვალშიო,
თუ ერთი თავს დაიფასებ
არც ის გრჩება ვალშიო

არა მაინც ვერ გავიგე,
მე კაცების აზრებიო,
აღარ უნდა ეხლა ამას
ლაილაი ბაზრებიო


ხომ გსმენია ნათქვამია, -
"რას გაუგებ ქალებსო"...
თუმც მაინც ვერ გადაიხდით
თქვენ კაცების ვალებსო. (ნეკნიიიიიი) tongue.gif laugh.gif

ეს ხუმრობა იქით იყოს,
ახლა ვთქვათ სინამდვილე:
ყველა უფლის შვილნი რომ ვართ
საქმეს როგორ ადვილებს. wink.gif

რას მიქვია დაფასება,
გინდა გადაფასება;
გვავალია ერთმანეთის
სიყვარულით ავსება. 2kiss.gif

სიყვარული იყოს წმინდა -
ქალ-ვაჟური a025.gif და-ძმური friends.gif
გვაერთებდეს ერთმანეთთან
ხიდი მტკიცედ დაწნული.


"ერთი მზერით, ერთი სიტყვით
მივანიშნებთ სითბოსო"

გამოვტყდები მეც ბოლოსკენ
და მოვრჩები წერასო:
ვეღარ უძლებს ეს ტანჯული
გული ერთის მზერასო... rolleyes.gif

ამან რაღა დააშავა,
იყოს სტროფი მეექვსეც...
აბა ყველას გეღუტუნეთ
ეს უჟმური ... piqri.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 27 2007, 11:45 AM
პოსტი #2251


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



k@the
meleqse
laugh.gif laugh.gif

თქვენ გცოდნიათ კაცის გული
რა არის და როგორ ფორმის
აბა ნახეთ ქალის თავში
რა ხდებოდეს თუ უყვარდეს

რომ ამბობთ თავს იფასებსო
როგორ ვთქვა არ გაგიგიათ
ვარდი უეკლოდ ძმობილნო
მითხარ ვის მოუკრეფია?? tongue.gif

თუკი გინდათ სიყვარულის
ტბილი ღვინო დალიოთ
თრობას უნდა შეეჩვიოთ
ეს ცხვორებაც გალიოთ

ასე ადვილიც არ არის
ერთი თქმით რომა მოსჩანსო
ხიდი დავსწან და გადმოდი
ნეტა ამ ხიდზე ვინ ვალსო? smile.gif

ბეწვის ხიდია ეგ ხიდი
ფეხი აგიცდეს... გათავდა...
მერე ამ ამბავს მოჰყვება
ქელეხიცა და თამადაც sad.gif

ასე რომ ხალხო იცოდეთ
უფრთხილდით ერთურთს სანამ გყავთ
თუკი არ გხიბლავთ თქვენს გვერდით
ის ღიპიანი თამადა .... biggrin.gif biggrin.gif


ციტატა
ამან რაღა დააშავა,
იყოს სტროფი მეექვსეც...
აბა ყველას გეღუტუნეთ
ეს უჟმური ...

ბოლო სიტყვა რათ მოგვიკალ
მოღრუტუნე მელექსევ?
ჩვენ კი მივხვდით რითმაში რომ
იგულისხმე მელექსე mad.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 27 2007, 11:59 AM
პოსტი #2252


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



meleqse


ციტატა
ქალისთვის მე რომ დამერქვა,
"მოწყენილობის წამალი", -
ეგრევე უნდა მეძებნა
ადგილი გადასამალი...


მიტომაც გქვია მელექსე
კარგად კი რითმავ ლექსსაო,
მაგრამ იცოდე ქალებს ვერ
გადაურჩები დღესაო. tongue.gif

დაგიჭერენ და ენაზე
მარილს გაყრიან ბევრსაო,
მიგაბმენ ღობის ძირასა,
წინ დაგიყრიან ბზესაო. biggrin.gif tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 27 2007, 12:29 PM
პოსტი #2253


დაურეგისტრირებელი









IPB-ს სურათი
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 27 2007, 02:34 PM
პოსტი #2254


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ჯვართამაღლებას გილოცავთ,
გფარავდეთ მალდი ჯვრისაო;
არასდროს არ მოგკლებოდეთ
თქვენ მფარველობა ღვთისაო!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Sep 27 2007, 02:40 PM
პოსტი #2255


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



M.M.
იცოცხლე ძმაო, იხარე!
ღვთის მადლი შენ შეგხებია,
იდღეგრძელე და იყავი
მტერიც კი შეგრიგებია!


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Sep 27 2007, 02:45 PM
პოსტი #2256


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(k@the @ Sep 26 2007, 04:55 PM) *

ეს რას ვხედავ ზვიადაურ,
ამის გინდოდა თქმაო
ნახალოკას მებაღე ან მეფეჩე ცხოვრობს
და მეტი არავინ სხვაო? laugh.gif laugh.gif



ცხოვრებით ბევრი სხვაც ცხოვრობს,
განა მარტო გვყავს მეფეჩე.
მებაღე ბევრი,მლესავი ოხრად,
და ბოლოს უბნის მექისე laugh.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 27 2007, 02:46 PM
პოსტი #2257


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(m16 @ Sep 23 2007, 07:41 PM) *

IPB-ს სურათი

"ემ თექვსმეტ", ძმაო, რა მოგდის?
ხომ კარგადა ხარ ჯანზედა?
ეს რა დრო დადგა, ქართველი
სახალხოდ იხდის ტანზედა!

ვარჯიში მართლა კარგია,
ღმერთმა შეგმატოს ღონეო,
ოღონდაც შენი კუნთებით
ხალხი ნუ შეგვაღონეო!

საეკლესიო ფორუმი
ხომ არ გგონია ბორდელი?
რას პოზიორობ, კაცი ხარ
თუ "იმიჯ-ცენტრის" მოდელი?

ეს მე საწყენად არ მითქვამს,
გირჩიე როგორც ძმასაო.
თუ გწყინს, მითხარ და ამაზე
არ ამოვიღებ ხმასაო.

შენი ხნის როცა ვიყავი,
მეც ვიყენებდი კუნთებსა;
კანის ქვეშ ვათამაშებდი
როგორც ფოლადის ბურთებსა.

ოფთალმოლოგმა მირჩია
ნუღარ ეწევი მძიმესო,
თვალი სუსტი გაქვს, სიბრმავე
ცხოვრებას დაგიმძიმებსო.

არ ვდარდობ ჩხირივით რომ ვარ,
სხვა დარდით ვარ შეპყრობილი:
ქვეყნად მეორე არ დადის
კაცი ჩემსავით ცოდვილი.

ნუ იტყვი ჩემი შეშურდა,
ვერ აღწევს ასეთ დონესო!
შენნაირს ორ-სამს გავლახავ -
ხერხი სჯობია ღონესო.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Sep 27 2007, 02:49 PM
პოსტი #2258


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(meleqse @ Sep 26 2007, 05:41 PM) *

აჰა, შემოვდგი ფეხები, biggrin.gif
ჰეი, აქ რა ამბებია?
ნეტა იცოდეთ, ლექსებით
გული რა ნაამებია. wink.gif smile.gif

გილოცავთ ქეთევანობას!!!
დედოფლის ლოცვამ გვიწიოს...
ერთად ვევედროთ წამებულს, -
რომ კერა არ გაგვიციოს.

აბა როგორ არ გამოვყო
დღევადელ დღეს ჩვენი ქეთო: -
ჩემო კარგო, მაგ გულში სულ
სიყვარულის ცეცხლი ენთოს! wub.gif

ზვიადაურსაც ვახლავართ! friends.gif
ნაღდ ქართველს სულ-ხორციანად,
ხომ ხარ, ძმობილო, მშვიდობით,
ხომ რითმავ სიტყას ფხიანად? smile.gif

გუშინ სახლში რომ გარბოდა,
ორი სტროფი რომ მოთითხნა tongue.gif biggrin.gif
მიიღოს ეს გულითადი
მილოცვები და მოკითხვა. yvavilebi.gif

მივესალმები ახლებსაც: -
ახარეთ სიტყვა ქართული!
წერეთ და წერეთ კაფია
ოღონდაც წელგამართული!



რა ესმის შენგან ჩემს ყურებს,
ვაგლახ,რომ გული აფეთქდა.
ისეთს პასუხსა გაგცემდი,
სიტყვა რომ გულს გაგიხეთქდა.

ტაბახმელაში როგორ გიკითხო,
ამზადებ ახლა ახალ ქვევრებსა.
პირობა,როგორ ვერ შევასრულეთ,
ვაი ჩვენ ამ დღის ვერ შემძლებლებსა.

მე კარგადა ვარ,აბა რა გითხრა,
საქმე მაყრია ოხრად და ბლომად.
ოფისში ისე მშივდების ხოლმე,
თაბახს აღვიქამ მე სომხურ ტოლმად laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 27 2007, 02:50 PM
პოსტი #2259


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



კაფია (არაბ. ყაფია - რითმა), ქართული ზეპირსიტყვიერების პოეტური ჟანრი, სატირულ-იუმორისტული ხასიათის ლექსი, რომელიც სახელდახელოდ იქმნება ლექსით შეჯიბრში. ლექსებით კითხვა-პასუხის მიგება ხდება როგორც სხვისი, ისე საკუთარი ლექსებითაც. კაფიის სახელწოდება მიუთითებს, რომ ესთეტიკური ეფექტისატირულ-იუმორისტული ხასიათის შინაარსისთვის რითმის იმპროვიზაციულ დაძებნაშია.

კაფია არსებობს ცალფა და ორფა. ფშავ-ხევსურეთში კაფიას თავისპირის ლექსსაც უწოდებენ.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Sep 27 2007, 02:54 PM
პოსტი #2260


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(M.M. @ Sep 27 2007, 01:46 PM) *

"ემ თექვსმეტ", ძმაო, რა მოგდის?
ხომ კარგადა ხარ ჯანზედა?
ეს რა დრო დადგა, ქართველი
სახალხოდ იხდის ტანზედა!

ვარჯიში მართლა კარგია,
ღმერთმა შეგმატოს ღონეო,
ოღონდაც შენი კუნთებით
ხალხი ნუ შეგვაღონეო!

საეკლესიო ფორუმი
ხომ არ გგონია ბორდელი?
რას პოზიორობ, კაცი ხარ
თუ "იმიჯ-ცენტრის" მოდელი?

ეს მე საწყენად არ მითქვამს,
გირჩიე როგორც ძმასაო.
თუ გწყინს, მითხარ და ამაზე
არ ამოვიღებ ხმასაო.

შენი ხნის როცა ვიყავი,
მეც ვიყენებდი კუნთებსა;
კანის ქვეშ ვათამაშებდი
როგორც ფოლადის ბურთებსა.

ოფთალმოლოგმა მირჩია
ნუღარ ეწევი მძიმესო,
თვალი სუსტი გაქვს, სიბრმავე
ცხოვრებას დაგიმძიმებსო.

არ ვდარდობ ჩხირივით რომ ვარ,
სხვა დარდით ვარ შეპყრობილი:
ქვეყნად მეორე არ დადის
კაცი ჩემსავით ცოდვილი.

ნუ იტყვი ჩემი შეშურდა,
ვერ აღწევს ასეთ დონესო!
შენნაირს ორ-სამს გავლახავ -
ხერხი სჯობია ღონესო.




thumbs.gif opaa.gif

ციტატა(ნათია @ Sep 27 2007, 01:50 PM) *

კაფია (არაბ. ყაფია - რითმა), ქართული ზეპირსიტყვიერების პოეტური ჟანრი, სატირულ-იუმორისტული ხასიათის ლექსი, რომელიც სახელდახელოდ იქმნება ლექსით შეჯიბრში. ლექსებით კითხვა-პასუხის მიგება ხდება როგორც სხვისი, ისე საკუთარი ლექსებითაც. კაფიის სახელწოდება მიუთითებს, რომ ესთეტიკური ეფექტისატირულ-იუმორისტული ხასიათის შინაარსისთვის რითმის იმპროვიზაციულ დაძებნაშია.

კაფია არსებობს ცალფა და ორფა. ფშავ-ხევსურეთში კაფიას თავისპირის ლექსსაც უწოდებენ.



ნათია შენ გაიხარე,
ასეთი ინფო რომ დასდე.
ყველამა გულით იკითხოს,
მე თავი გვერძე გადავდე tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 111 112 113 114 115 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th July 2025 - 12:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი