IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 114 115 116 117 118 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
k@the
პოსტი Sep 28 2007, 07:52 PM
პოსტი #2301


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



QORBUDA
როგორ მომნატრებია,
ფეხიც მისჩვევია,
მე ახალი არ მინდა,
ძველი მირჩევნიააა cray.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Sep 28 2007, 07:54 PM
პოსტი #2302


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



izi bartyi

შენ ისეთი გულისა ხარ
შეშურდება ბევრსაო,
უამრავი სიხარულით,
სიყვარულით სავსეო.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 28 2007, 07:56 PM
პოსტი #2303


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(k@the @ Sep 28 2007, 07:48 PM) *

ჩემო კარგო, ნუ დარდობ რა
ყველამ მიხედოს თავის წილსაო,
შენ კი ბაიას გაუფრთხილდი 2kiss.gif
და მიეძალე ძილსაო biggrin.gif

ყველას ახსნა თუ დაუწყე.
დაწვრილებით ყოვლისაო,
იქნებ ვეგარც გამონახო,
დრო პაწუკას მოვლისაო a025.gif

წინაპრებს ტყვილად არ უთქვამთ,
როცა ბევრი კაცი ბჭობსო:
შენ სიმართლე თუ ვერ გაგაქ
''საცა არ სჯობს, გაცლა სჯობსო'' 2kiss.gif



რა ვქნა, წესს რომ ვერა ვხედავ
წყენით გული მიმდისო,
ჩემზე თქმულა"ძაღლი ყეფს და
ქარავანი მიდისო"...

biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Sep 28 2007, 07:59 PM
პოსტი #2304


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



k@the

მაგარი პასუხი მომწერე
მაგრად ვიცინე გულითო.
ძველი ლექსი გამახსენდა
ლამაზ კაბაზე თქმულიო smile.gif 2kiss.gif




--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 28 2007, 07:59 PM
პოსტი #2305


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



აბა ბალღნო, არ მოიწყინოთ,
წავა ქეთო სახლშიო,
2 საათში ისევ მოვალ,
დაგიდგებით მხარშიო biggrin.gif (სუ აქ არა ვარ, ვერც გამაგდებთ biggrin.gif biggrin.gif)


QORBUDA
ხოო, ეგ ლექსიაა biggrin.gif მიყვარს მაგრა :წუბ:


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Sep 28 2007, 08:03 PM
პოსტი #2306


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



QORBUDA
kato_Bato
k@the

მივდივარ და ვერ გელევით
დაგიტოვეთ გული ჩემი
კატოს კარგად გაუფრთხილდით
მერე იყოს დანარჩენიsmile.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Sep 28 2007, 08:13 PM
პოსტი #2307


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ციტატა(izi-bartki @ Sep 28 2007, 09:03 PM) *

QORBUDA
kato_Bato
k@the

მივდივარ და ვერ გელევით
დაგიტოვეთ გული ჩემი
კატოს კარგად გაუფრთხილდით
მერე იყოს დანარჩენიsmile.gif

კატო დალოცოს დედამა
ღვთისმშობელ მრიამმაი,
გადმოაფაროს თვის კალთა
თან გადასახოს ჯვარიო.

დალოცოს მისი პატარაც
დედის მუცელში მჯდარიო,
გადმოაფაროს თვის კალთა
და გადასახოს ჯვარიო.





--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Sep 28 2007, 11:02 PM
პოსტი #2308


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



ეს რა აურზაურია
ვერ მივაგენ ცხვირსაო
აბა ეხლა დაფაცურდით
თორე მოვა სკვინჩაო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 29 2007, 10:46 AM
პოსტი #2309


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



სოფელში წასვლას ვაპირებ
რამოდენიმე დღითაო.
აბა, თქვენ იცით ბავშვებო,
უნდა მოიქცეთ ჭკვითაო.

არბოშიკს წავალ ყურძენზე,
ყურძენს მოვიტან ბროლსაო,
ჯერ სამუშაოს ვიპოვნი,
მერე შევირთავ ცოლსაო [ან ერთს ვინ მაძლევს, ან მეორეს? smile.gif ]

იქნება ღვინოც ვიშოვო
(მე თვითონ არ მაქვს ვენახი).
ეჰ, რა კარგია კახეთი,
გინდ წნორი, გინდ კარდენახი...

ეს სიტყვა მუქად დავწერე,
ერთკაცს გულზე ვცხე მალამო.
ძმაო, ასოც წელს გაცოცხლოს
კახური ღვინის ძალამო!
ციტატა(k@the @ Sep 27 2007, 03:39 PM) *

ეხ, ჩამოვალ და ისევ წავალ,
ვერ დავრჩები სახლშიაო,
იმიტომაც თავს ვიკავებ,
"ამურის" ამბავშიაო biggrin.gif

შენ უკან ვიღა გაგიშვებს?
დაფიქრდი, ამბობ რასაო!
დაგიჭერთ შენც და იმასაც,
სიონში დაგწერთ ჯვარსაო.

ციტატა(izi-bartki @ Sep 28 2007, 06:15 PM) *

M.M.

შენ ენა გიჭრის ძმობილო
მე კიდევ ჩემი კალამი
აქამდე რომ ვერ გაგიცან
მიიღე ჩემი სალამი!!:)

ნუ მკითხავ როგორა ხარო
რამის გამისკდეს გულია
ურჯულო კაცთან მსახური
რთულია,ძმაო რთულია

რა ვქნა თუ კი აღარა სჭრის
დაწერილი ფურცელზედა
ჩემს უფროსს ღვთის არა სჯერა
იყურება მუცელზედა!

ხოდა ვუთხარ გენაცვალე
არ მაქვს თავი გასატეხი
თქვენს ას ოქროს მირჩევნია
ალალი პურის ნატეხი

ავდექი და წამოვედი
დავტოვე სკამი თბილია.....
მა რა ვქნა?? ღვთის სიყვარული
თუკი ყველაზე ტკბილია???

სალამზე სალმით მოგიგებ,
ებარებოდე უფალსა!
მართალ ხარ, რწმენა გერჩიოს
ღორის სამწვადეს მსუქანსა!

ციტატა(k@the @ Sep 28 2007, 06:57 PM) *

მე ვიყავი სიხარულო,
ის დამალული წევრიო, biggrin.gif
შენთვის მოსასალმებელს
კაფიასა ვწერდიო 2kiss.gif

რას იმალებით ნეტავი,
აქ უცხო ვინმე არისა?
სად დაიმალვი, აქ ისმის
ფხაჭუნი კალმისტარისა.

ციტატა(QORBUDA @ Sep 28 2007, 07:38 PM) *

კატო ბატო არ გაბრაზდე
ჩვენ მსუნაგურ კაფიაზე smile.gif
ქართველნი ვართ,ჭამა გვიყვარს,
მადიანად სუყველაზე smile.gif

მე ეს იმიჯი მაშინებს,
ნუთუ მთლად წახდა ერიო?
კუჭს გარდა სულსაც მივხედოთ,
არ გავახაროთ მტერიო!

ციტატა(k@the @ Sep 28 2007, 07:42 PM) *

ეხ ბავშვებო უნდა გითხრათ,
დარდი გაგიზიაროთ,
მე და ჩემმა თავმა თურმე,
ხვალიდან ფეხით უნდა ვიაროთ biggrin.gif

მოკლედ ხუმრობა იქით და,
ველიკი მომპარეს დღესო,
მაგრად გამიტყდა რო იცოდეთ,
ალბათ ვიგლოვებ ერთ თვესო cray.gif

მაგას რაღა სჯობს! სირბილი
წამალი არის გულისა.
მეც ხშირად ფეხით დავდივარ,
დაზოგვაც არის ფულისა.

ტელეფონი რომ მომპარეს,
არ ავიტკიე გულიო
და უკეთესიც გავირტყი -
მოგვარემ მომცა ფულიო.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 29 2007, 03:56 PM
პოსტი #2310


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(M.M. @ Sep 29 2007, 08:46 AM) *

შენ უკან ვიღა გაგიშვებს?
დაფიქრდი, ამბობ რასაო!
დაგიჭერთ შენც და იმასაც,
სიონში დაგწერთ ჯვარსაო.

ამ საქმიდან ჩემო კარგო
არაფერი გამოვა...
როგორც ორჯერ წამოვედი,
მესამედაც წამოვალ biggrin.gif

თუ გგონია ამ ჩემს საქმეს
მივატოვებ შუა გზადა ?
არც იფიქრო, ვერ წამოვალ,
სადოხტურო არ მაქ მზადა smile.gif

ხოლო ჩემი გულის ვარდსა,
თუ არ უნდა ჩემგან უვარი,
აიღოს კიოლნის ბილეთი,
აქაც კი იწერება ჯვარი wink.gif biggrin.gif

ციტატა

მაგას რაღა სჯობს! სირბილი
წამალი არის გულისა.
მეც ხშირად ფეხით დავდივარ,
დაზოგვაც არის ფულისა.

ტელეფონი რომ მომპარეს,
არ ავიტკიე გულიო
და უკეთესიც გავირტყი -
მოგვარემ მომცა ფულიო.


ჩემო ძმაო, მე ველიკი
არც ფულს მთხოვს, არც ბენზინსაო,
ეხ რარიგად გამიხარდა,
როცა მე ეგ მეღირსაო biggrin.gif

ხოდა ფულის გამომგზავნი,
ჩემთვის არვინ არააო, (სად მყავს ფულიანი მოგვარეები tongue.gif biggrin.gif)
წავალ ისევ მე ვიყიდი,
აბა სხვა რა ჩარააო biggrin.gif




--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 29 2007, 04:04 PM
პოსტი #2311


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ეჰ ბავშვებო დღეს რაღაცა
გულზე დარდი შემომაწვა
ვერ გავიგე მე მიზეზი
რამ დამბუგა, რამ დამდაგა laugh.gif

ეს ორი დღეა ერთ საიტს
ვეძებ და ვერ კი ვიპოვნე
ხოდა იმედგაცრუებამ
დღეს გამიმწარა სიცოცხლე

წავედი ისევ მოვძებნო
ავამუშავო ტვინია
რა ვქნა რა წყალში ჩავვარდე
რომ ვერაფრით მიპოვნია sad.gif cray.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 29 2007, 04:13 PM
პოსტი #2312


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



თათი87
რატო თათო, რა გაწუხებს?
რად დაგაწვა ნაღველიო?
ეს სიტყვა რო დაგვიტოვე
აბა სადღა წახველიო? smile.gif

განა ასეთი რა არის,
ძებნას რო ვერ ელევიო?
გვითხარ მოგეშველებით,
ჩვენც გვაქვს კომპზე ხელებიო smile.gif

ისე დარდი არ გინდა გთხოვ, 2kiss.gif
ეგრე მეც მაქ სადარდელი,
ჩიხირთმას ვაკეთებ ეხლა ,
იფ, იფ, ავიხდინე საწადელი biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 29 2007, 04:20 PM
პოსტი #2313


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



k@the
ჩემო ქეთო ნეტავ წამით
ჩაგახედა ამ ჩემს თავში
იმდენს ვფიქრობ იმდენს ვეძებ
ამივიდა უკვე ალი tongue.gif



ციტატა
ისე დარდი არ გინდა გთხოვ,
ეგრე მეც მაქ სადარდელი,
ჩიხირთმას ვაკეთებ ეხლა ,
იფ, იფ, ავიხდინე საწადელი

laugh.gif

ყოჩაღ ქალო შენ რამდენი
გურმანობა შეგძლებია
უცხო მიწას ჩიხირთმობა
არც ისეთი იოლია biggrin.gif

ციტატა
განა რა ასიტი არის,
ძებნას რო ვერ ელევიო?
გვითხარ მოგეშველებით,
ჩვენც გვაქვს კომპზე ხელებიო

გაიხარე შემოგევლოს
ჩემი ძვლები ბებერიო
სამაგისტრო პროგრამაა
ხოდა ვეღარ ველევიო

ერთხელ ვნახე დამავიწყდა
ფავორიტში მისი ჩასმა
ხოდა ეხლა მომიწია
ეს ორი დღე ტვინის დასხმა

მაინც ვერაფრით ვიხსენებ
სად აღარ ვნახე მგონიო
არადა როგორ მჭირდება
სულ გამიცივდა გონიო sad.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 29 2007, 05:45 PM
პოსტი #2314


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



თათი87
სხვის თავში რა უნდა ვპოვო,
საკუთარში ვეძებ ვერას biggrin.gif
შენ რო ჩემში ჩაგეხედა,
ამარიდებ წამსვე მზერას biggrin.gif biggrin.gif

ისე მზარეოლობა კი
მაგრად მიყვარს სახლშიო,
გულით დაგპატიჟე ჩემთან,
არ მინდოდა ტაშიო tongue.gif biggrin.gif

შენ ძვლებს ბებერს თუ უწოდებ,
მაშ რაღა ვთქვა მანდა მეო, biggrin.gif
ერთი შენი გამომცხვარი
ხაჭაპურიც მაჭამეო biggrin.gif

სამაგისტრო პროგრამას კი,
დაგიგუგლავ მეცაო,
მარა რომელ ფაკ-ზე გინდა
ვიცი განა ესაო? (ნწუ, არ ვიცი no.gif )


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 29 2007, 06:06 PM
პოსტი #2315


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



k@the
ჩემო ქეთო რას არ გაჭმევ
შენ ოღონდ კი ჩამოდიო
გამოგიცხობ დიდ ხაჭაპურს
თავს დაგიდებ ამაზეო

შენი თავის ფორიაქით
ვერ მაკვირვებ იცოდეო
ამ გოგრაში იმდენს ვიტევ
სულ გავრეკავ იცოდეო biggrin.gif

ხოდა შენ თუ დახმარების
ხელი გამომიწოდეო
მეტსაც გეტყვი ფაკ-ზე ოდნავ
იურისტი მიწოდეო

უფრო ზუსტად როგორ გითხრა
საერთაშორისო ამბავს
სამართლის და პოლიტიკის
სპეციალობა მიმიგავს



პ.ს. ვითომ გავრითმე ხო? biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Sep 29 2007, 07:48 PM
პოსტი #2316


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ციტატა(M.M. @ Sep 29 2007, 11:46 AM) *


მე ეს იმიჯი მაშინებს,
ნუთუ მთლად წახდა ერიო?

ნუთუ ხინკალი, ქაბაბი,
წახდენა არის ერისო,
თუნდაც ლობიო ქართველთა
გამარჯვებისა ფერიო.


გრცხვენოდეს მაგისა მთქმელსა
ენა როგორა გიბრუნდა,
ჩვენი კულტურა, ადათი
როგორ მოცელე ცელითა?

შენ გაუფრთხილდი იმიჯსა
არსად გაგექცეს შორსაო,
მაგის მდევარსა შენებურ
არ დაეწევა ყველაო.



--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 29 2007, 11:11 PM
პოსტი #2317


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



QORBUDA
ძმაო საწყენად არ უთქვამს,
M.M.-ს ეგე სიტყვა აქო,
სმა-ჭამას გადაყოლილნი
ამ თემაში როგორ ვაქოთ? smile.gif

სუფრა ქართული ნამდვილი,
ყველასთვის მისაღებია,
სუფრაზე ღვინო, მრავალიც
კერძები ვის არ დებია biggrin.gif

უბრალოდ როცა არა სვავ,
არც უნდა ჭამო ბევრიო biggrin.gif
თუ ჭამ, მაშინ არ დაზოგო
სადღეგრძელოზე ქვევრიო smile.gif

ვოტ wub.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Sep 30 2007, 04:31 PM
პოსტი #2318


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



შენი ჭირიმე შენიაა
ჯამს წვეთიც არ შერჩენიაა
,შეგარგოს ვაზის ნაჟურიიი
ვაჟი ყოფილხარ ვაჟური!!!!
(ვგიჟდები ამ ლექსზეsmile.gifღვინის ქურდებში რომაა)

ოხ ისე როგორ წავხდებიი,
რომ არ შეგივსოთ ფიალაა,
აგიჟუჟუნდეთ თვალები,
წინანდლის ღვინით ცქრიალაsmile.gif





--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 30 2007, 10:53 PM
პოსტი #2319


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ეს რა ჭამა-სმა აგიტყდათ
ნერწყვი მომადგა პირსაო,
ვწუხვარ, შორსა ვარ თორემა
თქვენთან ქეიფ კი ღირსაო.

თქვენ გაიხარეთ ყველამა
ღმერთმა მოგაგოთ მადლია,
ძალა მოგეცეთ დაცალოთ
ღვინით ავსილი სათლია 2kiss.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 30 2007, 10:55 PM
პოსტი #2320


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



nini_1

ნინ სად ხარ? sad.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 114 115 116 117 118 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th July 2025 - 10:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი