IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 116 117 118 119 120 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
აჩიკო
პოსტი Oct 3 2007, 01:56 AM
პოსტი #2341


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



სიტყვამ დაკარგა ამობა
დაგიდგათ ბაირამობა...


biggrin.gif laugh.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 3 2007, 03:04 AM
პოსტი #2342


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



meleqse
ბაირამობით ძამია,
გაგვყავს წუთი და წამიაsmile.gif
მაგრამ ცხოვრება ვის აცლის,
გარშემო ყველგან ხრამია biggrin.gif


nini_1
ვიცი ნინი, მართალი ხარ
მარა მაინც ვიღლები..
აღარ მშველის თავისთვის,
ფუჭი შეძახილები smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 3 2007, 05:17 AM
პოსტი #2343


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



qorbuda

ციტატა
მაშინ მე გეტყვი პასუხსა
რადგან ვერ იცან შენაო,
იგია მწერლის გონიდან
ამონადენი ნიჭიო.

არ არის არც რა ცხოველი
არცერთის მგვანი,"ტიპიო"
მწერალსა ასე ეწადა
და აი შექმნა ბიჭიო


laugh.gif
ეხლაღა ვნახე ქორბუდავ
ძველებში გამომრჩენია,
უფ, ახალი ამერიკა
შენ კვლავ აღმოგიჩენია. laugh.gif

ბავშვმაც კი იცის ძმობილო
ეს ჩებურაშკა ვინ არის,
მეგონა ხუმრობით მკითხე
მიტომ ხუმრობით გითხარი. biggrin.gif 001.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Oct 3 2007, 10:05 AM
პოსტი #2344


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



k@the

ციტატა
ბაირამობით ძამია,
გაგვყავს წუთი და წამია
მაგრამ ცხოვრება ვის აცლის,
გარშემო ყველგან ხრამია


ჩვენ თუ ცხოვრებას ვუცადეთ,
იმის ხრამებმა გვაშინა, -
ვეღარ ვიხილავთ ამქვეყნად
კაცს გახარებულს მაშინა. tongue.gif biggrin.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jnosy
პოსტი Oct 3 2007, 11:38 AM
პოსტი #2345


ჯნოსი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 132
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,769



izi-bartki
ციტატა
აბა ერთურთის გრეშე
რაღა ყოფილა და-ძმობა?
დებს ძმები მოგვნატრებია
არ სურს გულს თქვენი დათმობა!!


გულის კარნახს და გულის თქმას
უნდა დაუგდო ყურია,
არ გადაჯიშდე, არ წახდე
და რომ არ გახდე ურია...


--------------------
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 3 2007, 11:44 AM
პოსტი #2346


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



k@the
ციტატა
ხაჭაპურზე რაც შემიპირა,
გაქრა თათია ჩვენიო
თუ არ იცი, ნუ დააცხობ
სახაჭაპურეს გელიო (ივლისში ან აგვისტოში )

არა ქეით ჩემო ქალო
სახლში კომპმა აურია
დამეღუპა პროცესორი
ექიმებთან მარბენინა
ხოდა დღესვე მგონი ალბათ
უშველიან რამეს საწყალს


ხაჭაპურის გულისათვის
თავზე ლაფს როგორ დავისხამ
სულ რომ გონზეც კი არ ვიყო
გამოვაცხობ ალბათ რამეს
თანაც ჩემთვის უკეთესი
ვისწავლიდი კიდეც რამეს biggrin.gif

ჩემ პირობას არ გადავალ
სიტყვას ვიტყვი ძველებურად
შენ ჩამოდი ხაჭაპური
ჩემზე იყოს დურად... ძმურად...


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jnosy
პოსტი Oct 3 2007, 11:49 AM
პოსტი #2347


ჯნოსი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 132
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,769



თათი87
ხაჭაპური მეც ქე მიყვარს
იმერ-მეგრულ, კახური
გამოცხობაც მეხერხება
ხელი მაქვს არნახული... biggrin.gif



--------------------
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Oct 3 2007, 11:53 AM
პოსტი #2348


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ციტატა(nini_1 @ Oct 3 2007, 06:17 AM) *

qorbuda
laugh.gif
ეხლაღა ვნახე ქორბუდავ
ძველებში გამომრჩენია,
უფ, ახალი ამერიკა
შენ კვლავ აღმოგიჩენია. laugh.gif

ბავშვმაც კი იცის ძმობილო
ეს ჩებურაშკა ვინ არის,
მეგონა ხუმრობით მკითხე
მიტომ ხუმრობით გითხარი. biggrin.gif 001.gif

გონია ან მე ვიცოდი
რა ჯიშის იყო მაგია,
უსაქმურობამ იმ ტკბილ დღეს
ამაღებინა წიგნია.

კითხვა კითხვაში,ნელ ნელა
კი შევიჭერი როლშია,
და ისე შემომემეკითხა
სულ დამავიწყა დრონია. smile.gif

ბევრჯერ მაცინა,მახარა,
გამიხალისა გულია,
პატარაობას მაბრუნა,
გამიხალისა სულია. smile.gif

__________________________

კოლუმბმსა როცა ეგონა
მიაგნო ამერიკასა,
იქ რაჭველები თონეში
პურსა აცხობდნენ თბილასა. smile.gif ( გაუმარჯოს რაჭველებს. smile.gif )



--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 3 2007, 11:54 AM
პოსტი #2349


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Jnosy
biggrin.gif

ხოდა მერე სადმე ერთად
ჩავსხდეთ, ვიხაჭაპუროთ
შენ მასწავლე გამოცხობა
მერე ქეთის ვუმასპინძლოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Oct 3 2007, 12:11 PM
პოსტი #2350


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ციტატა(nini_1 @ Oct 2 2007, 12:45 PM) *

QORBUDA
ნოტარიუსი რად გვინდა
კაფია ისეც ჩვენია
შემოგეფანტნენ ძმაბიჭნი
მოგაკლდა ლექსის გენია. tongue.gif

დაგვირჩი მარტო ქორბუდავ
ტყუილად იხმობს მშველელსა
ვერვის მონახავ, საშველად
არცვინ გაგიშლის ხელებსა. biggrin.gif

შემოგვრჩა მხოლოდ ქალებსა
ბურთი და მოედანია,
გადაგვეკარგნენ ყმაწვილნი
აზრებმა უყვეს განია. laugh.gif

( ჰო ეხლა კი არ დამთათხოთ, გეხუმრებით tongue.gif biggrin.gif )

არსად წასულან ძმანია,
იხილავთ ქალნი მალეა,
უჩვენოდ აბა რას გაძლებთ,
დარდი გექნებათ გულშია. smile.gif

ფეხბურთსაც კი ითამაშებთ
თქვენ შექმნილ მოედანზედა
ე ბურთს ფეხ მაგრა შვეტეთ
რაფერღა შეგორდეს კარშია. smile.gif

სიმარტოვეს კი ქოორბუდა
ვერასდროს ვერ შეაშინებს,
მთასა შობილი,გაზრდილი,
რკინის გული მაქვს მკერდშია. smile.gif

ციტატა(izi-bartki @ Oct 2 2007, 04:56 PM) *

QORBUDA
რად მაიწყინე ძმობილო??
შენს გულს დარდები რად უნდა??
რომ მიგატოვეს ვაჟებმა
ენაც მაგიტომ დადუმდა??
ირემო,ბიჯო,მთის შვილო
კვლავ მოიღერე კისერი,
ქალებში მარტო ფრთის გაშლას
ყველა ნატრულობს ვის ელი??
tongue.gifbiggrin.gif:D:D:D:D:D

არ მამიწყინავს დაიავ
ეგ მე არადა მჩვევია,
ქორბუდადა ვარ შობილი
კისერიც არ მამტეხია. smile.gif

ახალ თემასა ვეძებდი
კაფიით რომ გვესაუბრა
და აი მგონი მივაგენ
ცოტათი გაგვახალისა. smile.gif


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Oct 3 2007, 12:42 PM
პოსტი #2351


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



k@the

ინავარდეთ ილაღობეთ
გაიხარეთ გულნია,
კაფია ლექსის ნიჭი
თურმე მართლა გქონიათ g.gif

ზვიადარიც მოვალის
პასუხსა გაგცემთ ყველასა
მაგისსა ენის პატრონსა
ან რა აჩერებს ნეტა რა. smile.gif

ყველა კარგნი ხართ, კარგები,
ყოილსა შესადარებნი,
გლოცავდეთ დედაღვთისაი
ზეციდან ყველა თქვენგანსა.



ციტატა(zviadauri @ Oct 2 2007, 06:30 PM) *

მოკლედ ქორბუდა ასეა,
უნდა დავუდგეთ გულადად.
თორო გოგჩონი მრდღვინავენ,
ვეღარ გავასწროდ მზის დარად

მხარი მხარს მივცეთ ერთურთსა
დავდგეთ ვით კლდენი სალია,
რომა დიცმან ცბიერმან,
არ გადაგვლახონ ვაჟნია,

ციტატა(nini_1 @ Oct 3 2007, 01:27 AM) *

izi-bartki
გაღმა თუ შეედავები
შენ გამოღმა დაგრჩებაო,
სწორედ ასე მოიფიქრეს
მგონი ჩვენმა ვაჟებმაო.

მაგრამ მაგათ არ იციან
რაა ქალების ენაო, tongue.gif
გაუჭირდათ და იმიტომ
დაგვიწყეს ასე ღრენაო. biggrin.gif

2kiss.gif

არც რაი გვითქვავს წინასწარ,
არად შეგვიკრავს ენაო,
ასე ეწადა ქორბუდას
და აი სტკუცა მიზანსო smile.gif

მარა რო ვიცით ენაი
როგორი გაქვთა ქალებსა
არცა შაქარი უტკბესი
არად გიშველით მწარებსა. smile.gif


ციტატა(k@the @ Oct 3 2007, 01:32 AM) *



ხაი, გოგოებო, როგორ ხართ?
მოყევით რამე კარგიო,
მე რაღაც ვერ ვარ მთლად კარგად
დღეს შემოაწვა დარდიო...

smile.gif

შემოდი გალერეასა
და გადახედე სურათსა
იმწამსვე შენი დარდები
გაქრება უმალ,იმწამსა. smile.gif

იქ გაიხარებ უმალვე
და დაივიწყებ დარდსაო,
გაგიქრობს ნოსტალგიასა
დარდიანს საბეზრიანსო.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jnosy
პოსტი Oct 3 2007, 01:19 PM
პოსტი #2352


ჯნოსი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 132
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,769



თათი87
ციტატა
ოდა მერე სადმე ერთად
ჩავსხდეთ, ვიხაჭაპუროთ
შენ მასწავლე გამოცხობა
მერე ქეთის ვუმასპინძლოთ

ყველას ერთად გიმასპინძლებთ
უფლის ნებით, უფლის ძალით,
ხელფასი რომ სულ არ მომცენ
"პრიპასებს" შევიძენ ვალით


--------------------
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Oct 3 2007, 01:55 PM
პოსტი #2353


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



Jnosy
ციტატა
bartki

ციტატა
აბა ერთურთის გრეშე
რაღა ყოფილა და-ძმობა?
დებს ძმები მოგვნატრებია
არ სურს გულს თქვენი დათმობა!!


გულის კარნახს და გულის თქმას
უნდა დაუგდო ყურია,
არ გადაჯიშდე, არ წახდე
და რომ არ გახდე ურია...


ღმერთმა ნუ ქნას რომ მე წავხდე
არ იცნობ კარგად იზისო,
უკვე შენც ჩემი ძმა გქვია,
სულ ყველა გულში მიზისო!
2kiss.gif
რა ვქნა თუ კი მომენატრა
ეს ოხერი ჩემი ძმები,
ქალები ისეც ვჭორაობთ,
აქ შევუწყოთ ყველამ ხმები!!

ჩვენი ძალა ერთობაა,
ცალკე ვიყოთ თუნდ რვაასი,
თუ ერთმანეთს არ ვეფერეთ,
მაშ დაკარგა ძმობმ ფასი!...





ციტატა

ყველას ერთად გიმასპინძლებთ
უფლის ნებით, უფლის ძალით,
ხელფასი რომ სულ არ მომცენ
"პრიპასებს" შევიძენ ვალით


ხოდა მიყვარხართ,სულ ყველა
არ გაივლოთ გულში ავი,
Jnosy-სნათქვამასიტყვებსა,
მალე მოვაბათ თავი!1

(თქვენ შემოგევლეთ გულში!)


ვერა ვძღები თქვენთან ყოფნით,
დაგენდობით ყველას ბრმათა,
ეგრე ძაან რად მიყვარხართ?/
რათა,რათა რათაააა!!:) laugh.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 3 2007, 02:11 PM
პოსტი #2354


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Jnosy
თათი87
meleqse
nini_1
QORBUDA
izi-bartki

რა ამბავია ხალხო აქ?
სად ვწერო ყველას პასუხი? (ვაი დედა biggrin.gif)
თავს რეტი დამახვიეთ აქ
ისედაც მტანჯავს ბახუსი. (ცხოვრებისა biggrin.gif)

თუ გინდათ გავიხალისო,
შევაფრთხიალო ფრთებიო
აქეთ მეწვიეთ სტუმრადა
გადმოიფრინეთ მთებიო smile.gif

ხაჭაპურს მეც კი დავაცხობ,
ვიცი მოხვევა კარგია..
ჩემგან დამცხვარი ყოველი
ხელუკუღმაც კი ვარგია biggrin.gif

IPB-ს სურათი
(სურათის გალერეაში გადატანას ვკრძალავ smile.gif)

აგერ საბუთიც დაგიდეთ,
ფაქტზედა საჩინოსაო biggrin.gif
მოსაწვევებს დაგიგზავნით
ვიზისთვის საჭიროსაო.

აბა დალაგდით, დაეწყვეთ
'აინკაუფზე' მივალ (საყიდლებზე )
უნდა დაგახვედროთ
ხაჭაპური და პივა (გერმანული სუფთა biggrin.gif biggrin.gif)



(14,366)


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 3 2007, 02:19 PM
პოსტი #2355


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



k@the

პატიჟი იმდენ დაიწყო
ვეღარ დავთვალე... გავები...
რომლით დავიწყოთ არ ვიცით
სულ ყველას გენაცვალებით biggrin.gif

ქეთევან ამ სიშორე გზას
გაგვიწყობს სუფრას ქართულსა (ხაჭაპური tongue.gif)
ჩვენ კი აქავე ვუშვენებთ
ქეიფსა მამა-პაპურსა smile.gif

ეს ქართველების გონება
დროსტარებაში გაიწვრთნა
ხომ ხედავთ ასე "უცბაშად"
რამხელა სუფრა გაიხსნა biggrin.gif

სადაც კი გული გულს ნახავს
ცხრა მთას იქით თუ აქეთა
ყველგან ჩვენია სამყარო
თუ სულს და გულსა ჩავტევთა smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jnosy
პოსტი Oct 3 2007, 02:49 PM
პოსტი #2356


ჯნოსი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 132
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,769



სუფრა თუ უკვე გაშლილა
მანამ ხალხიც არ ააშლილა
მრავალჟამიერს ვინ იტყვის?
სანამ ჭკუიდან წაშლილა
სანამ ბახუსი მოსულა,
ცერცეტი, ხელებგაშლილა...

ქართველს შესშვენის სიმღერა
სუფრაზე, ომახიანი,
ან სადიდებლად უფლისა
გალობა მრავალხმიანი...


--------------------
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Oct 3 2007, 02:51 PM
პოსტი #2357


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(izi-bartki @ Oct 2 2007, 04:46 PM) *

zviadauri

ჩვენმა კნავილმა დააფრთხო
ეს გულმაგარი ბიჭები??
ძან მიყვარხარ ძმობილო
მაგრამ იცოდე იჭრებიიიsmile.gif

აბა ერთურთის გრეშე
რაღა ყოფილა და-ძმობა?
დებს ძმები მოგვნატრებია
არ სურს გულს თქვენი დათმობა!!:მპუა:



არც ვინმემ თქვენ მიგატოვათ,
არც კიდევ ბრაზი მამედო.
უბრალოდ კაფეთ ხუმრობა,
სიტყვები ლაღი,უბადლოwink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Oct 3 2007, 02:54 PM
პოსტი #2358


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



Jnosy
ციტატა
სუფრა თუ უკვე გაშლილა
მანამ ხალხიც არ ააშლილა
მრავალჟამიერს ვინ იტყვის?
სანამ ჭკუიდან წაშლილა
სანამ ბახუსი მოსულა,
ცერცეტი, ხელებგაშლილა...



laugh.giflaugh.gif



--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Oct 3 2007, 02:58 PM
პოსტი #2359


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(nini_1 @ Oct 2 2007, 10:54 PM) *

zviadauri
ეს რა ჰქენ ზვიადაურო
გულს რად გვიხეთქავ ქალებსა huh.gif
მაგრამ გაფრთხილებ იცოდე
არ კი შეგარჩენთ ვალებსა.

ნუთუ გგონია მამალი
ქალს შეაშინებს ყივილით,
ისეთი მწარე გიწეროთ
გაიქცეთ კივილ-წივილით. tongue.gif

ისე კი მახსოვს მამალი
მეგობრობს მელა-ძაღლსაო,
სიმღერით სოფელს აშენებს
თან იქებს თავის თავსაო. whistling.gif

ხოდა შენც ეგრე გამოგდის
შენი ძმა ბიჭებიანად,
შემოხვალთ, ერთ-ორ სიტყვასა
ძლივს დაგვიპოსტავთ გვიანად. biggrin.gif

ხოდა მაგ მამალს ნუ ჰბაძავ
იყავი ჭკუათმყოფელი,
გახსოვდეს, მხოლოდ ყივილით
არ აშენდება სოფელი. 003.gif

ხოდა ნუ გვერჩით ქალებსა
თქვენ კი გაჯობებთ მაინცა,
ბევრი მინახავს ვაჟკაცი
კაფიიდან რომ გაიქცა. biggrin.gif tongue.gif biggrin.gif


"გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,
შაირია ამად კარგი"
რომ დასწერე ეს პოემა,
დაგეწერა რამე ლაღი.

რა მამალი,რი მამალი laugh.gif ,
რა ყივილზე ქაქანებ.
რაცხა სიტყვებს რომ გამოსთქვამ,
რა მთვრალივით კაკანებ.

მიდი აბა პასუხ გამეც,
ოღონდ ნუ ავარდები.
დაიხსომე შემოგევლე,
მომაქვს შენთვის ვარდები













რაღაც ქეიფის ხმა მესმა,
აქ აგიტეხავთ პონტები.
რა ვქნა საიდან დავიწყო,
სულ ამერია ფონტები.

ქეფზე რომ არ მეძახით,
განა ეგ გეპატიებათ?
აბა მიხედეთ მაგ საქმეს,
თქვენ რაღა გეკაფიებათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 3 2007, 03:02 PM
პოსტი #2360


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



biggrin.gif biggrin.gif
ვა რა ხალხი, რა 'ნაროდი'
მოსულან აქ თემაშიო biggrin.gif
როგორა ხარ ზვიადაურ?
საქმეებში, გვემაშიო? biggrin.gif

რა იყო ხომ არ გეწყინა
შენც ხარ მოწვეულებს შორის! 2kiss.gif
იმედია ჩამოხვალთ აქ ,
არ გაშინებთ ფრენა შორი.

მრავალჟამიერს ვიმღერებთ,
ვისაც როგორ გვერჩის სმენა biggrin.gif (უნიჭო ვარ )
გაგიმართოთ ნაღდი სუფრა,
გავაჩაღოთ ლაღი ლხენა.

თქვენ ოღონდ მართლა ჩამოდით,
სიტყვას არ გადავალ მეო...
გამახარეთ თქვენი ხილვით
გამიბედნიერეთ დღეო smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 116 117 118 119 120 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 05:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი