IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 117 118 119 120 121 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
Jnosy
პოსტი Oct 3 2007, 03:09 PM
პოსტი #2361


ჯნოსი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 132
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,769



ციტატა
რაღაც ქეიფის ხმა მესმა,
აქ აგიტეხავთ პონტები.
რა ვქნა საიდან დავიწყო,
სულ ამერია ფონტები.


ლექსის წერას, ლექსის კითხვას და რითმებზე ფიქრებს,
მოდი ერთი დაგვილიე, ხალხი რას იფიქრებს?
შენისთანა ენამწარე ვის არ დააფიქრებს?
ნუ დააკვდი მაგ ფოტოებს, მაგ არდასაფიქრებს...



--------------------
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jnosy
პოსტი Oct 3 2007, 03:21 PM
პოსტი #2362


ჯნოსი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 132
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,769



ხალხს პირიდან ვერ ამოჰგლეჯ
ხალხურ მრავალჟამიერსა,
ზოგი საიქიოს არის
იმიერს ან ამიერსა.

ერთი ვინმე თუ გამოჩნდა
რომ ხმებშიაც გავყვე
იმის დედა ვატირე მე,
თუ მართლა არ ავყვე


--------------------
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Oct 3 2007, 03:26 PM
პოსტი #2363


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(Jnosy @ Oct 3 2007, 02:09 PM) *

ლექსის წერას, ლექსის კითხვას და რითმებზე ფიქრებს,
მოდი ერთი დაგვილიე, ხალხი რას იფიქრებს?
შენისთანა ენამწარე ვის არ დააფიქრებს?
ნუ დააკვდი მაგ ფოტოებს, მაგ არდასაფიქრებს...



ალავერდის მადლის მადლმა,
იბატონოს მაგ შენს გულზე.
გაიხარე ამ საქმისთვის,
შენ მომისწარ მართლაც სულზე wink.gif

ციტატა(k@the @ Oct 3 2007, 02:02 PM) *

biggrin.gif biggrin.gif
ვა რა ხალხი, რა 'ნაროდი'
მოსულან აქ თემაშიო biggrin.gif
როგორა ხარ ზვიადაურ?
საქმეებში, გვემაშიო? biggrin.gif

რა იყო ხომ არ გეწყინა
შენც ხარ მოწვეულებს შორის! 2kiss.gif
იმედია ჩამოხვალთ აქ ,
არ გაშინებთ ფრენა შორი.

მრავალჟამიერს ვიმღერებთ,
ვისაც როგორ გვერჩის სმენა biggrin.gif (უნიჭო ვარ )
გაგიმართოთ ნაღდი სუფრა,
გავაჩაღოთ ლაღი ლხენა.

თქვენ ოღონდ მართლა ჩამოდით,
სიტყვას არ გადავალ მეო...
გამახარეთ თქვენი ხილვით
გამიბედნიერეთ დღეო smile.gif



სად კაცო,გერმანიაში? laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 3 2007, 03:41 PM
პოსტი #2364


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(zviadauri @ Oct 3 2007, 01:26 PM) *

სად კაცო,გერმანიაში? laugh.gif

biggrin.gif
ჰოოდე, გერმანიაში
დაგელოდებით გულითო,
გაგიშლით პურმარილს
დიდი სიყვარულითო 2kiss.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Oct 3 2007, 03:50 PM
პოსტი #2365


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ყველასი ერთად შეკრება,
მართლაც რომ დიდი მადლია,
ვიმღეროთ ლექსებიცა ვთქვათ,
და გადვყაროთ დარდია,




--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Oct 3 2007, 04:17 PM
პოსტი #2366


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(k@the @ Oct 3 2007, 02:41 PM) *

biggrin.gif
ჰოოდე, გერმანიაში
დაგელოდებით გულითო,
გაგიშლით პურმარილს
დიდი სიყვარულითო 2kiss.gif



შენა ბღარო რავა ხარ?
რა სულ საზღვარგარეთ ხარ wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 3 2007, 04:46 PM
პოსტი #2367


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(zviadauri @ Oct 3 2007, 02:17 PM) *

შენა ბღარო რავა ხარ?
რა სულ საზღვარგარეთ ხარ wink.gif

რაო ძამა, მოგენატრე? 2kiss.gif biggrin.gif
მეც კი მინდა თბილისშიო,
რავი ჯერ კი ვარ ისევ აქ,
ჩამოვალ ალბათ ივლისშიო (რა გაძლებს sad.gif)

შენ როგორ ხარ? მიეჩვიე
ახალ საქმეს და უფროსსო?
გავიგე თურმე გაბრაზებს :
'ანგელოზებს უფრთხობსო' biggrin.gif (ვაღიაერბ მონაგონია)

იცოდე თუ გაგაბრაზოს,
უფროსია თუ მიშაო,
ეგრე უთხარი, '' მეც კი მყავს
გერმანიაში 'კრიშაო' '' biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 3 2007, 09:54 PM
პოსტი #2368


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



zviadauri
ციტატა
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,
შაირია ამად კარგი"
რომ დასწერე ეს პოემა,
დაგეწერა რამე ლაღი.

რა მამალი,რი მამალი ,
რა ყივილზე ქაქანებ.
რაცხა სიტყვებს რომ გამოსთქვამ,
რა მთვრალივით კაკანებ.

მიდი აბა პასუხ გამეც,
ოღონდ ნუ ავარდები.
დაიხსომე შემოგევლე,
მომაქვს შენთვის ვარდები


ჩაქრი შენა laugh.gif

ხანდისხან ოხერ ცხოვრებას
ფხიზელმა, მტერმა უყუროს,
ან უნდა გერქვას უგნური
ან უნდა იყო უყურო. tongue.gif

ჰო პასუხად ერთსა გკადრებ
ბრძენ შოთასა უთქვავს ძველად,
,,მოშაირე არა ჰქვია
ვერას იტყვის ვინცა გრძელად" biggrin.gif (მოშაირეობაც მივითვისე laugh.gif )

მაგრამ რახან შენ ეგრე გსურს
მეც შევამოკლებ სათქმელსა,
ოღონდ ერთი დაიხსომე
არ შეგარჩენ ჩემს ვარდებსა. laugh.gif (რომ ჩამოვალ აეროპორტში დამახვედრებ tongue.gif )


აი ბღაროზე სულის შეხუთვამდე ვიცინე, ძაან ნაცნობი სიტყვაა, იმერეთში და ლაგოდეხში იყენებენ ხშირად. laugh.gif biggrin.gif laugh.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jnosy
პოსტი Oct 4 2007, 03:09 PM
პოსტი #2369


ჯნოსი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 132
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,769



nini_1
ციტატა
ხანდისხან ოხერ ცხოვრებას
ფხიზელმა, მტერმა უყუროს,
ან უნდა გერქვას უგნური
ან უნდა იყო უყურო.


ჩვენ სუფრაზეც გადმობრძანდი
სიტყვას ვამბობთ გულით,
ესეთ ლექსებს როგორც წესი
ვერ იყიდი ფულით...


--------------------
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 4 2007, 03:17 PM
პოსტი #2370


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



აჰა მოვედი კაფიას
ველი მე სუფრას აქაო
გერმანიაში სალხინოდ
მივდივართ ვინცა ვთქვათაო

გემრიელ სუფრის სუნი მცემს
ლამაზი ქართულ სიმღერის
ლექსების კორიანტელის
გული აქედან მიმღერის



--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 4 2007, 04:47 PM
პოსტი #2371


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



wub.gif
მანდ შეიკრიბეთ, დათქვით და
შემომითვალეთ დრო მეოო..
დაგიმზადოთ საჭმელები
თქვენ ჩამოსვლის დრომდეო biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Oct 4 2007, 04:51 PM
პოსტი #2372


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(nini_1 @ Oct 3 2007, 08:54 PM) *

zviadauri
ჩაქრი შენა laugh.gif

ხანდისხან ოხერ ცხოვრებას
ფხიზელმა, მტერმა უყუროს,
ან უნდა გერქვას უგნური
ან უნდა იყო უყურო. tongue.gif

ჰო პასუხად ერთსა გკადრებ
ბრძენ შოთასა უთქვავს ძველად,
,,მოშაირე არა ჰქვია
ვერას იტყვის ვინცა გრძელად" biggrin.gif (მოშაირეობაც მივითვისე laugh.gif )

მაგრამ რახან შენ ეგრე გსურს
მეც შევამოკლებ სათქმელსა,
ოღონდ ერთი დაიხსომე
არ შეგარჩენ ჩემს ვარდებსა. laugh.gif (რომ ჩამოვალ აეროპორტში დამახვედრებ tongue.gif )
აი ბღაროზე სულის შეხუთვამდე ვიცინე, ძაან ნაცნობი სიტყვაა, იმერეთში და ლაგოდეხში იყენებენ ხშირად. :


ოჰო, ვუყურე შენს შაირსს,
ლაგოდეხიც კი მიხსენე.
უი,დედა მყავ იქიდან,
ახლა მე ეს გავიხსენე.
შენ სიდან იცი ეგ მხარე,
იქიდანა ხარ ჯიგარო.
თუ ყველაგანა ხარ,თამამად,
ისე,ვით ძველი ფიგარო wink.gif

ბღარო მე ახალდაბაში გავიგე,ბორჯომისკენ wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 5 2007, 08:59 AM
პოსტი #2373


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



zviadauri

ციტატა
ოჰო, ვუყურე შენს შაირსს,
ლაგოდეხიც კი მიხსენე.
უი,დედა მყავ იქიდან,
ახლა მე ეს გავიხსენე.
შენ სიდან იცი ეგ მხარე,
იქიდანა ხარ ჯიგარო.
თუ ყველაგანა ხარ,თამამად,
ისე,ვით ძველი ფიგარო



ლაგოდეხში მყავს მრავალი
ძვირფასი ნათესავია
დიდხანს მიცოცხლოს, მიმრავლოს
ღმერთმა იმათი თავია. wub.gif

მიყვარს კახეთის მიწა და
ხშირად დამიდგამს ფეხია, smile.gif
ისე კი იმერელი ვარ
ჭიათურელი გლეხია. biggrin.gif



Jnosy

ციტატა
ჩვენ სუფრაზეც გადმობრძანდი
სიტყვას ვამბობთ გულით,
ესეთ ლექსებს როგორც წესი
ვერ იყიდი ფულით...


კიდევაც მოვალ თქვენს სუფრას
ლექსებსაც გეტყვით გულიანს,
არასდროს ვეძებ მეგობრად
მდიდარ კაცს, ბევრსა ფულიანს. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Oct 5 2007, 09:54 AM
პოსტი #2374


დაურეგისტრირებელი









ეს თემა რავა გაზრდილა
გაუდგამს ჩვენში ფესვები
მე კიდე 2 წელია
აქ არ მინახავს რამ მარგი
IPB-ს სურათი

zviadauri
IPB-ს სურათი
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 5 2007, 08:14 PM
პოსტი #2375


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ქავთარაძე
ქავთარაძე შემოვიდა,
სიტყვა გამოაგორაო,
რაცხა მოჩმახა ვითომა,
ნეტა გავიგო რააო 003.gif

ბიჯოს, მაგ ვიდეოს ძებნას
ცატა გაგენძრია ტვინი biggrin.gif
ამ თაობას თავში უდევს
გამომშრალი თივის ზვინი g.gif (ჯასტ კაფია, ნათინგ პერსონალ biggrin.gif )


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Oct 5 2007, 09:19 PM
პოსტი #2376


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



k@the

laugh.giflaugh.gifsmile.gifsmile.gif
ვიხალისე მაგრადაო,
რა მაცინე ჩემო ქეთი,
კი დაუხვდი ვაჟკაცურად,
არც შემოვა მგონი მეტი,


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 5 2007, 09:55 PM
პოსტი #2377


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(izi-bartki @ Oct 5 2007, 07:19 PM) *

k@the

laugh.giflaugh.gifsmile.gifsmile.gif
ვიხალისე მაგრადაო,
რა მაცინე ჩემო ქეთი,
კი დაუხვდი ვაჟკაცურად,
არც შემოვა მგონი მეტი,

biggrin.gif
შემოვიდეს გენაცვალე,
განა ვუშლი წერასაო, blink.gif
მარა ეგრე ურითმობით
აქ გახდება ვერასაო biggrin.gif

ამ თემას ქვია კაფია,
არც ვიდეო არც პროზაო,
ხოდა ქავთარაძე ნუ გექნება
გაკვირვებული პოზაო biggrin.gif

დაწერე სიტყვა დატოვე,
რითმიც ერიოს მწარეცა,
თორე ეგ რაღაც მჟავეა,
გემოდ ეტყობა კარიცა laugh.gif (არ მიყვარს ეგ სუნელი biggrin.gif)


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი Oct 7 2007, 03:29 PM
პოსტი #2378


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



ვხედავ ეს ამდენი ხალხი
ჩამოსვლად შეიყარენით
ერთ კი შემიძლან ნამდვილ ვთქვა
მისმინეთ გაიხარენით

K@the-მ იცის საკადრისი და განთქმული პურობაო
მთელი კიოლნი გადარია არ იკმარა არც ეგაო
ექ აახენსაც გადმოსდგა, გადავრიეთ გერმალნელნი
პირს აკერიათ ქართ-კერძის და -ღვინოისა ქებანი

და თქვენნაირი სტუმრები აქ ხომ რა სანატრელია
ამისთანა კაფიობა ჯერთ ყურთს-თვალთა არ მსმენია
გამოიყოლეთ თან პრასი, აქ მაგე სანატრელია biggrin.gif
დანარჩენს ჩვენ გავახერხებთ, თავსა არ შევირცხვენია


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 8 2007, 06:09 PM
პოსტი #2379


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Marabella
მარაბელლა გაიხარე!
დამხმარეც გამჩენიაო, biggrin.gif
სახალხოდ ვაცხადებ:
ეს მეგობარი ჩემიაო! a025.gif

ჩემ ქებას რომ შესდგომიხარ,
ამ თემაში დიდადაო,
პაწა მოგვსალმებოდი ხალხს
შენებურად მშვიდადაო biggrin.gif

შენც გეტყობა ტვინისა,
ტეხნიკური 'სკლადიო' biggrin.gif
სტუმრები თუ ჩამოვიდნენ
შენ დააცხვე ჭადიო

მარა აბა, რაღად გვინდა
ჩვენ მაგაზე ბევრი ფიქრი,
მგონი არც არავინ მოდის,
შეპირება იყო ფიქტი (ფიქტიური biggrin.gif)

მოკლედ ვისღა სცხელა აქ
სწრაფ კაფიის წერისთვისო,
თავი ვერ უნებებიათ,
ერთმანეთის ცქერისთვისო. (გამოდიდ ცოტა ხნით გალერეიდან biggrin.gif)

თან ფორემსა დაუბრუნდნენ
კანუდოსელ - KAIROS -ო,
იმათი პოსტის ნააზრი
ყველას უნდა გაიგოსო biggrin.gif

მარა მგონი ეგე საქმე,
არც თუ ისე ადვილია,
ერთი ფორუმის წიწაკა,
მეორე კი მარილია biggrin.gif (მომიტევეთ, შემომერითმა biggrin.gif )

ხოდა იყოს დაე ასე,
დავრჩეთ ლექსის გარეშეც,
გავაგრძელებ ისევ მეც
მათ თემებში თარეშებს rolleyes.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი Oct 8 2007, 11:18 PM
პოსტი #2380


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



ჩემო k@the შენი ქება
მოსალმების ფასია!
ქე კი ვაქე წინა ლექსში
აქაური ხალხია!

მე სად შემწევს შენებური
ხაჭაპურის ხვევაო
ხოდა კარგი დავყაბულდი
ჭადებისა ტკეპნასო laugh.gif

რაღაც მეც ვეღარა ვხედავ
აქეთ წამომსვლელსაო
ეჰ რა პრასის შანსი იყო biggrin.gif
ვერ ავაგდეთ ვერაო

მაგრამ მე და შენა აბა
რა გაგვიჭირდებაო
შენ ემანდ ხარ მე კი აქა
ჩემ თავ შემოგევლაო! a025.gif


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 117 118 119 120 121 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 05:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი