IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 121 122 123 124 125 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
ზარნაშო
პოსტი Oct 16 2007, 10:51 AM
პოსტი #2441


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(k@the @ Oct 15 2007, 12:34 PM) *

ჩემი მშობელი ორივე
სამსახურისა მქონია,
თუმც დედა ექიმი არის,
ჩემთვის დრო მუდამ ჰქონია!

თუ შენ გგონია, ექიმებს
არ აქვს საქმენი ბევრიო??
იქ ავადმყოფი ბავშვია,
აქეთ ოჯახის წევრიო...

თან შვილებიც ყავს სამნია,
მე, ჩემი და და ძამია,
საამაყონი დაგვზარდა, (აღზრდა)
არც დედობაზე დაგვზარდა! (დაზარება)

მან შესძლო, ყველა ვერ შესძლებს,
ბევრი აურევს ნაბიჯსა.
ვნახავდი, როგორ გაზრდიდა
ხუთ გოგოსა და ცხრა ბიჭსა!

თუ ძაან ჭირდა, ქალები,
ომშიც იბრძოდნენ მგლურადა,
მაგრამ ისინი ამ ამბავს
არ თვლიდნენ ნორმალურადა.

მე ის არა მსურს, ამ ამბავს
ვუყუროთ, როგორც ნორმასა.
რასა ჰგავს, ქალი რომ იცვამს
პატრულის უნიფორმასა?

კაცები ყველა დასაქმდა,
ქალს რომ დავკიდეთ ხელკეტი?
რა ვქნა, არ მომწონს ეს საქმე,
გინდა მიწოდოთ ჩერჩეტი.

ალბათ ეპოქას ვერ შევცვლით,
რა ვუყოთ, დრო მუხთალია...
მაგრამ გულს მაინც ახარებს
დიასახლისი ქალია.

ციტატა(Revaz @ Oct 15 2007, 06:22 PM) *

M.M.

ემემმა მითხრა: ,,შე კაცო
რო დაივიწყე თემაო,
დიაცებიღა რომ დარჩნენ,
მომიწყვეს ანათემაო'' laugh.gif

მართლა ძალაინ მომაწვნენ,
ერთ კაცზე სამი მოვიდა.
ზურგი მაინც არ ვაჩვენე,
რა ვიცი, რა გამოვიდა...

ციტატა(k@the @ Oct 15 2007, 07:20 PM) *

Revaz
M.M.-ს გადაეცი შენა
არ შეუშინდე ქალებსო,
კაფიებში ბლატაობენ და
გიჩვენებენ ძალებსო biggrin.gif

ისე ყველა ტკბილი არის,
ვით მურაბა ატმისაო,
ჩვენგან ავი სიტყვა ჯერ
არ ენახოს არვისაო!

ასე რომ ველოდებითა,
აწ, არ დაგვტოვოს ეულად,
თერემ მე ძმისა დამკარგი
გადავიქცევი სნეულად. user.gif

არ დაგტოვებთ, კარგები ხართ,
შემოგევლოთ ჩემი თავი!
ქალი ყველა ტკბილი არი,
გინდ წყნარი და გინდაც ავი.

ციტატა(თათი87 @ Oct 15 2007, 11:20 PM) *

k@the
ამ გოგოში ერთი მწარე
ნუთუ არის მაინც რამე?
ენას თაფლი არ სცილდება
უმალ თავსაც შეგაყვარებს

ბედნიერია ის ოჯახ
სადაც კი შედგამ ფეხსაო
აბა ჩემნაირს ვინ ითხოვს
ენას წიწაკა მესვება

ისეთ სიმწარეს დავაფრქვევ
პილპილმა იწყოს ტირილი
ხოდა ასეთი დავრჩები
სულ მარტო მეფე ლირივით

ადრე მეც მწარედ მიცნობდნენ,
ახლა კი ვტკბები თანდათან.
ისე, რა გინდა, სიმწარეც
საჭირო არის ხანდახან.

ხასიათს შრომა სჭირდება,
წინა გაქვს მომავალიო.
ცოტა კი საშიში არის
ოჯახში მწარე ქალიო. sad.gif ( biggrin.gif )

ციტატა(staywhite @ Oct 16 2007, 04:21 AM) *

კატესა უთქვამს დაგვრჩაო
აგერ ქალებსა მაფია,
რამ შეგაშინათ, ლამაზნო,
ჩექმა ტყუილად მაცვია ? blink.gif smile.gif

თქვენ სიტყვა ნაზი ისროლეთ,
გაუთბეთ მოშურნთ გულები,
მე კი ახლოში მიგულეთ,
სროლაში არ ვიმუხლები !

ნინიკო,გოგოვ ლამაზო,
ქეთინო,თბილო ალერსო,
თათიკო, ქალო ოცნებავ,
თუ რამე ხმალიც ავლესოთ.

აბა რომელი მელექსე
მე მნახეთ გვერდზე საყოლი,
ვინმემ თუ ცუდი გაკადროთ,
აუტირდებათ პატრონი ! rolleyes.gif

ნეტა აქამდე სად იყავ,
რად არა გვცემდი ხმასაო?
ჩვენ აქ ვართ, მათ ვინ დაჩაგრავს?
ნუ ამოიღებ ხმალსაო.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 16 2007, 11:30 AM
პოსტი #2442


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



nini_1
ციტატა
შემოველ, გულმა იხარა
თქვენი ლექსების ნახვითა,
მომნატრებიხართ ყველანი
ღმერთს დავიმოწმებ მაღლითა.

რათ დაგვივიწყე ქალაუ,
რათ აგვიტირე გულები
ნუ გაგვცვლი სხვა თემებზედა
ერთად გავწიოთ უღელი

ეგრე არ არის კაფია
რომ მარტოს დაგვრჩეს მაფია
კაცთა თარეში აქაცა
სასიხარულო ფაქტია biggrin.gif

აგერ ემემი გამოჩნდა
სულ გადაგვისვა ხაზიო
ენით როგორც ჩანს მე მომგავს
ჩემსავით მწარე არიო


მაგრამ აქავე დაგვითქვა
ნელნელა გავტკბილდებიო
ან კი რად გვინდა სიმწარე
ერთურთს რად ვეჯიბრებითო 2kiss.gif

M.M.

ციტატა
ადრე მეც მწარედ მიცნობდნენ,
ახლა კი ვტკბები თანდათან.
ისე, რა გინდა, სიმწარეც
საჭირო არის ხანდახან.

ხასიათს შრომა სჭირდება,
წინა გაქვს მომავალიო.
ცოტა კი საშიში არის
ოჯახში მწარე ქალიო.



ხოდა ემემო ძამიკო
აწ მეც დავიწყებ ტკბობასა
თქვენთან კი მაინც რად უნდა
ვამწარო ენა ოხრადა smile.gif

მთლად აგრეც ნუ შაშინდები
უგვანოდ არვის ვეუტყვი
უბრალოდ არვის არ ვარჩენ
თუკი რამ მითხრეს მე უტყვი tongue.gif

biggrin.gif


staywhite


ციტატა
კატესა უთქვამს დაგვრჩაო
აგერ ქალებსა მაფია,
რამ შეგაშინათ, ლამაზნო,
ჩექმა ტყუილად მაცვია ?

თქვენ სიტყვა ნაზი ისროლეთ,
გაუთბეთ მოშურნთ გულები,
მე კი ახლოში მიგულეთ,
სროლაში არ ვიმუხლები !

ნინიკო,გოგოვ ლამაზო,
ქეთინო,თბილო ალერსო,
თათიკო, ქალო ოცნებავ,
თუ რამე ხმალიც ავლესოთ.

აბა რომელი მელექსე
მე მნახეთ გვერდზე საყოლი,
ვინმემ თუ ცუდი გაკადროთ,
აუტირდებათ პატრონი !



ოხ ეს რა ქალი გამოჩნდა
და დაგვიმშვენა თემაო
აწი შენისა შიშითა
ვინღა რას იტყვი გენაო 2kiss.gif

დამცველიც გვერდით გვყოლია
ნუ აიტკიებთ "გოგრასა"
აბა კი ვინმმე რამე სთქვას
დარჩება სიტყვა ოხრადა biggrin.gif 2kiss.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Oct 16 2007, 11:37 AM
პოსტი #2443


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



თსუ-დან გესალმებით
რესურს-ცენტრში ვაგდივარ smile.gif
რაღა ვქნა რომ არ მცალია
ფორუმშიც ვერ შავდივარ laugh.gif

აქედან გეხმიანებით
გენაცვალეთ ყველას თქვენა
შევეცდები რომ ყოველდღე
შევავსო კაფიის თემა smile.gif

ახლა კი გემშვიდობებით,
ლექცია მაქვს 15 წუთში წუთში
გაიხარეთ და იმრავლეთ
მკაფველებო, ამ ფორუმში!!! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 16 2007, 11:41 AM
პოსტი #2444


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Revaz
ციტატა
თსუ-დან გესალმებით
რესურს-ცენტრში ვაგდივარ
რაღა ვქნა რომ არ მცალია
ფორუმშიც ვერ შავდივარ

დაილოცოს ეს მთავრობა (კანონისტო გაიგე? tongue.gif biggrin.gif)
კომპიუტერიზაციისთვინა
თორემა ჩვენი რევაზა
ვერ მოგვაწვდენდა სიტვყითა
თავის მოკითხვას უნიდან biggrin.gif

შენც გაიხარე ყმაწვილო
ისწავლე რასაც გეტყვიან
თუკი ლექცია ჩატარდა
მაყარიჩები შენზეა biggrin.gif biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Oct 16 2007, 11:46 AM
პოსტი #2445


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



თათი87

უიმე, დრო ამრევია
საათი არასწორია
თურმე 15-ში კი არა
ლექციამდე ჯერ შორია biggrin.gif

ასე რომ მოგეშველებით
აქედან ჩემი სიტყვითა
მე100 გვერდი მინდა რომ
დავიწყო ჩემი რითმითა biggrin.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 16 2007, 11:49 AM
პოსტი #2446


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Revaz
ეგ არაფერი ძამია
რითმები აცხვე ჩქარია
თორემ ამ ლექსთა პაექრში
დრო გაფრინდება წამშია


ის კი რაც გითხარ მაყარჩზედ
კვლავაც დარჩება ძალაში
ტუკი ლექცია ჩატარდა
ბედი გქონია ალბათ შენ

თორემ მე ყველა მიცდება
რა ოხრობაა ვერ მივხვდი
ეხ რა დროება მოვიდა
ლექტორებს მოვუწყოთ ბუნტი biggrin.gif



--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Oct 16 2007, 11:56 AM
პოსტი #2447


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



თათი87

შენ სადა სწავლობ, თათია?
მითხარი, თუ ხარ ქალიო
იქნება სადმე აქვე ხარ
და სულაც გხედავს თვალიო biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 16 2007, 11:58 AM
პოსტი #2448


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Revaz
მეც უნიში ვარ ძამია
აგერ რამდენი ხანია
წელს მოვშორდები მაგ კედლებს
გავხდები ბაკალავრია biggrin.gif

შენ რომელ კორპუსს დადიხარ
რომელს ახარებ მითხარი
იქნებ კოლეგა გამოდგე
და არც კი გიცნობ ტიალი biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Oct 16 2007, 12:04 PM
პოსტი #2449


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



თათი87

პირველ კორპუსში ახლა ვარ smile.gif
მერე მესამეს გადავალ (2 ლექცია)
შემდეგ კი 2 ლექცია (ისევ პირველში)
და მერე სახლშიდაც წავალ biggrin.gif

შენ საითა ხარ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 16 2007, 12:05 PM
პოსტი #2450


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თათი87 @ Oct 16 2007, 11:41 AM) *

Revaz

დაილოცოს ეს მთავრობა (კანონისტო გაიგე? tongue.gif biggrin.gif)
კომპიუტერიზაციისთვინა
თორემა ჩვენი რევაზა
ვერ მოგვაწვდენდა სიტვყითა
თავის მოკითხვას უნიდან biggrin.gif

მაგათი წყალობითაა,
კომპს რომ მოვაჯექ რაშივით,
თორემ ვისთან არ დავრბოდი
ობოლი ციგნის ბავშვივით.

ბიბლიოთეკას გაუხსნეს
მუქთა ინტერნეტ-კლუბიო,
დაჯდები შენთვის ერთ საათს,
არვისთან გიდა ჩხუბიო.

მაგრამ ეგაა, ინტერნეტს
ხანდახან უჭირს ძალიან.
ძნელია დრო რომ გაგირბის,
და შენ კი არა გცალია.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 16 2007, 12:13 PM
პოსტი #2451


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Revaz
პირველ მეორეს ვუხარებ თვალსა
მათ კედელბს შორის დავიარები
აგერ მეოთხე წელიწადია
გავცვითე ვარაზს ჩექმის ნალები biggrin.gif


M.M.
ციტატა
მაგათი წყალობითაა,
კომპს რომ მოვაჯექ რაშივით,
თორემ ვისთან არ დავრბოდი
ობოლი ციგნის ბავშვივით.

ბიბლიოთეკას გაუხსნეს
მუქთა ინტერნეტ-კლუბიო,
დაჯდები შენთვის ერთ საათს,
არვისთან გიდა ჩხუბიო.

მაგრამ ეგაა, ინტერნეტს
ხანდახან უჭირს ძალიან.
ძნელია დრო რომ გაგირბის,
და შენ კი არა გცალია.



მაგ ინტ-კლუბებში
ბევრიცა დადის უაზროდ ერთობა
ბიბილიოთეკას რო შევალ
მათი ხმაური მომხვდება

ერთი თვე მერე დაკეტეს
და ატარებდნენ ლექციებს
ფრანციცულად თუ ნემცურად
ზუსტად არ ვიცი გენა მე
ვითომაც ქართულ არ ესმით
ან მოსწავლეს ან მასწავლელს
დაიწყეს "პაკაზუხობა"
უცხო ენაზედ გაშალეს smile.gif

ე იმათ ცანცარობასა
არ ჯობდა შენი რითმები
აგერ უხვად რომ დაგვიცხვე
ვით ობოლთ ტარტალიტკები biggrin.gif
(ასე გაირითმა და რა ვუყო tongue.gif )





ხო ინტერნეტის პრობლემა
მარტო მანდ არ გაქვს შენაო
რამდენჯერ სამსახურშიაც
ჩვენ დაგვიწყია ღრენაო biggrin.gif


ოხ ეს პროვაიდერები
სულ თამაშობენ ნერვებზე
თუ რამეს ეტყვი პასუხიც
უწყვიათ ბლომად ენაზე tongue.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Oct 16 2007, 12:15 PM
პოსტი #2452


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



თათი87
ჰოჰ smile.gif რომელ ფაკულტეზე ხარ
იქნებ კოლეგა გამოდგე smile.gif
სოც.და პოლიტ.-ზე გახლავარ
ახლა კი უნდა გავიდე
თორემ ლექცია მეწყება biggrin.gif (მომიტევეთ პაწე ურითმობა, ვჩქარობ biggrin.gif laugh.gif )


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 16 2007, 12:31 PM
პოსტი #2453


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Revaz
ხეხ wink.gif მე ლოიარ გახლავარ
ინთერნეიშენალ მასშტაბით
პოლიტიკასთან ახლოს ვარ
ამ ჩემი პროფ-ით ახლა მე tongue.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 16 2007, 12:40 PM
პოსტი #2454


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886




staywhite
აი დამცველის გაგვიჩნდა
ჩვენც გაგვახარა მოსვლითა
შემოგვიფანტა მომხვდური
ერთი მხარ-მკლავის მოსმითა. mpua.gif

მოხვედი, გულით მიგიღეთ
გვახარებს შენი კაფია,
აკი ვამბობდით მხოლოდღა
ქალებს დაგვირჩა მაფია.



თათი87
აქა ვარ, თქვენთან ვიქნები
არსად არა ვარ წამსვლელი,
რახან ვიგემე კაფიის
მაცდუნებელი სასმელი.

როცა შემოვალ ფორუმსა
კაფიას მოვეშურები,
ვითა მწყურვალი სასმელსა
თქვენს ლექსებს დავეშურები. 2kiss.gif

თუ ხშირად ვერა გნახულობთ
არცა რა ჩემი ბრალია,
დროის ამ დიდმა სხვაობამ
გადამიყოლა ქალია. (დაიცათ, მეც ჩამოვიდე საქართველოში) laugh.gif

M.M.

ციტატა
მე ის არა მსურს, ამ ამბავს
ვუყუროთ, როგორც ნორმასა.
რასა ჰგავს, ქალი რომ იცვამს
პატრულის უნიფორმასა?


ისევ არ იშლი ძველებურს
უბერავ შენებურადა,
ამდენი დარიგებები
რატომ არ იღე ყურადა.

ყველამ თავისი იცოდეს
საკეთებელი საქმენი,
არც რომ კაფიის თემაა
არც გასარჩევი, ამდენი.

ასე რომ, გეყოს ძმობილო
გირჩევ შეცვლიდე თემასა,
თორემ ქალები ბევრნი ვართ
გაგაგცემთ ანათემასა. (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ისე კი მარტლა გირჩევ.)

Revaz

ე მაგ ხინკლების შემყურეს
პირსა მომადგა ნერწყვია
ამ შუაღამეს ჩემს ჯინზედ
ჭამის მადაც კი მეწვია. laugh.gif




--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 16 2007, 12:58 PM
პოსტი #2455


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



nini_1
ციტატა
აქა ვარ, თქვენთან ვიქნები
არსად არა ვარ წამსვლელი,
რახან ვიგემე კაფიის
მაცდუნებელი სასმელი.

როცა შემოვალ ფორუმსა
კაფიას მოვეშურები,
ვითა მწყურვალი სასმელსა
თქვენს ლექსებს დავეშურები.

თუ ხშირად ვერა გნახულობთ
არცა რა ჩემი ბრალია,
დროის ამ დიდმა სხვაობამ
გადამიყოლა ქალია. (დაიცათ, მეც ჩამოვიდე საქართველოში)



ოხ ეს რა მაცდურ ყოფილა
ვინც იგემა იცისა
ამ თემას ვეღარ ვშორდები
ჩაყოლიება იცისა

ანდაც რომ ნებით ჩაჰყევი
ანდაც ჩაგითრევს ძალადო
ჯობს ისევ ნებით მისდიო
გათალო სიტყვა კარგადო


ეხლა ვესწრაფვი საქმესა
უნდა დაგტოვოთ აქაო
ევროკავშირის პარლამენტს
უნდ დავაყენო ჯაფაო biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Oct 16 2007, 01:09 PM
პოსტი #2456


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



არ მინდა გული ვიტეხო.
მე აქ მოვედი ლხენითა.
მოკითხვაც გვერძე გადმიდეთ,
მე კი გახლავართ ლექსითა.

ქორბუდა ბიჭო როს მოხვალ,
იქნებ ზვანოკი მიბოძო.
მე სიტყვა რამ მაქვს სათქმელი,
ლხენა დავხატოთ- მინდორსო

ქეთო, მელექსევ და ყველას,
რო აგიტეხავთ ამბები.
კაფიის არსსა ვერ ვხედავ,
ვახ არ დაეშვას ფარდები.

კაფვას არ უყვარს სინაზე,
არც კიდევ ლექსნი მხატრულნი.
მხოლოდ უხდება ჩქარი-ჩქარ,
სიტყვები ლაღი,მზაკვრულნი wink.gif tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 16 2007, 01:38 PM
პოსტი #2457


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886




zviadauri
გამოჩენილხარ ვაჟკაცო
ბევრჯერ გიკითხე კაფიას,
ეს ჩვენი ბიჭი ქორბუდაც
გაქრა ვით საპნის ქაფია. biggrin.gif


ციტატა
არ მინდა გული ვიტეხო.
მე აქ მოვედი ლხენითა.
მოკითხვაც გვერძე გადმიდეთ,
მე კი გახლავართ ლექსითა.



რას შენ არ მოგწონს მეც მაგას
ვჩივი ამდენი ხანია
ვილექსოთ, ცოტაც ვილაღოთ
ხუმრობას მივცეთ განია. smile.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Oct 16 2007, 02:23 PM
პოსტი #2458


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ციტატა(M.M. @ Oct 10 2007, 03:27 PM) *




ვახ, ქორბუდა, ეს რა მკადრე?
სახელს მიტეხ მასებშიო?

კარგი, ფორუმს არ შევბილწავ,
სისხლს არ დავღვრი ხანჯლითაო.
მაგრამ აწი დააკვირდი,
ლექსი წერე განსჯითაო!


სახელს არ ვტეხ შენსას არა
არცა მწადის მაგი არად,
რაც სათქმელი მქონდა შენთან
გადმოგეცი ლექსად, კაფვად.

რასაცა ვწერ აზრითა ვწერ
არ გამირბის გონი შორად,
არცა ხანჯალს ვუშინდები
ცოდვის რკინას აწ ჟამისას.




--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Oct 16 2007, 02:59 PM
პოსტი #2459


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(nini_1 @ Oct 16 2007, 12:38 PM) *

zviadauri
გამოჩენილხარ ვაჟკაცო
ბევრჯერ გიკითხე კაფიას,
ეს ჩვენი ბიჭი ქორბუდაც
გაქრა ვით საპნის ქაფია. biggrin.gif
რას შენ არ მოგწონს მეც მაგას
ვჩივი ამდენი ხანია
ვილექსოთ, ცოტაც ვილაღოთ
ხუმრობას მივცეთ განია. smile.gif


განი და განი დაუსვათ,
ისე ვითა ცეკვის წესია.
ჯერ ასე გულით ნახუმრი,
მე აქ არ გამილექსია.

გახსოვს დრო იყო როგორი,
იყო აქ დიდი კაფია.
სიტყვები მშვიდად ნაწყობი,
ბანკებში ჩაგვიხუფია.

ქორბუდას გინდაც უთხარი,
გინდა სიმღერით ან ლექსით.
მაინც ვერ იცლის ჯიგარი,
ალბათ კი დარბის ის კექსით.

ჭამე ქორბუდ ჭამეეეეე laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Oct 16 2007, 03:15 PM
პოსტი #2460


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ერთი ამათ დამიხედეთ რა... biggrin.gif

რა ვნახე გვერდი მეასე,
უცბად ვიკბინე ენაზე.
როდემდე ვიყო მე ასე
ცხენივით გადარბენაზე??? sad.gif mad.gif

ამ წუთს მოვედი დაღლილი,
თსუ-ს გადამკიდე.
ის დალოცვილი მაღლივი
დიდხანს იდგება კიდევ? rolleyes.gif

ხო, თითქოს ცოტა დავწყნარდი;
თითქოს მოვედი გონზე, -
რა დავინახე ეს თემა
თქვენი ლექსების ფონზე. yes4.gif


თათი87


"მოცუქოლობის რა მცხია
შენ არ მიცნობდე მაინცა
ორიოდ სიტყვით თუ ვიტყვი
რითმაში ჩაჯდა აგიცა"


"შენ რომ ერთ დღეზე ქვითინებ
არა გცხვენია ვაჟკაცსა?
ჩვენ აქ დღეებს და თვეებსაც
ვატარებთ ერთად საკაფად

მტრულად მოსვლის რა შემატყვე
ან როს მოვსულვარ მტრულადა
შენ ჯანმრთელობით როგორ ხარ?
ხომ არ უჩივი ჭკუასა?"

ხო ეს მეც ასე შენსავით
უბრალოდ შემომერითმა.
თორე შენ მტრობა ვინც გითხრას
არ შერჩეს ერთი ღერი თმა... აუფ laugh.gif

ესეც მხოლოდ რითმაა, ხალხნო, ჩვეულებრივ არ ვიწყევლები ხოლმე biggrin.gif


k@the

დღეიდან მე და ქეითი friends.gif
გავიფიცენით და-ძმადა.
ყურძნის წვენს რაღაც ვერ ვხედავ, -
იქნება უკვე დაძმარდა???

თუ არა ერთი დამისხით:
ეს დღე დავლოცო გულითა;
დავლოცო აქ მკაფველები, -
თავში რითმა რომ უვლითა... toast.gif





--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 121 122 123 124 125 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 03:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი