![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2461
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
ეს იუბილე არის,
ვგონებ დიადი ფრიად. გილოცავთ ყველას გულით, აბა დავეწყოთ რიად. ვინმე წასულა ბონში, ჯერ ვერ მოსულა გონში. მერე კი ჭამოს ბორში, და ველოდები გორში. ვიღაც ლექციამ დაღალა, და მოაბეზრა თავი. ისე დაღლილა ვატყობ- რა საცოდავად კნავის ![]() ![]() |
აჩიკო |
![]()
პოსტი
#2462
|
![]() archili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 ![]() |
კი დავიღალე ლექციით,
გავიმეორებ ისევე. თუმც განსხვავებით ზოგისგან, - ზაფხულში მაინც ვისვენებ!!! ![]() ![]() გამარჯობა ზვიადაურო შენი! -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2463
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
კი დავიღალე ლექციით, გავიმეორებ ისევე. თუმც განსხვავებით ზოგისგან, - ზაფხულში მაინც ვისვენებ!!! ![]() ![]() გამარჯობა ზვიადაურო შენი! შენამაც მოგესალმები, რომ მაგვანატრე თავია. რომ ვერ ასრულებ პირობას, და დაგვიფჩინე პირია. ვიფიქრე აი დადგება, ჩვენი მკაფველთა გაცნობა. აბა გენახა იმ სუფრას, ჩვენი ლხენა და გართობა ![]() |
აჩიკო |
![]()
პოსტი
#2464
|
![]() archili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 ![]() |
შენამაც მოგესალმები, რომ მაგვანატრე თავია. რომ ვერ ასრულებ პირობას, და დაგვიფჩინე პირია. ვიფიქრე აი დადგება, ჩვენი მკაფველთა გაცნობა. აბა გენახა იმ სუფრას, ჩვენი ლხენა და გართობა ![]() მერე მკაფველთა გაცნობას მე როდის ვუშლი ხელსაო?! სად იტყვით, მეც იქ გავჩნდები, - არ გამავიჭრი ყელსაო! (მეორედ ![]() -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2465
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
|
k@the |
![]()
პოსტი
#2466
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მოვრბივარ, ვკითხულობ და გავდივარ,
სიტყვას ვერ ვტოვებ, არ მოდის თავში აზრი, დღეს საქმე ბევრი მიდგასა, არადა რამდენნი ხართ ![]() დროზე მივხედო აქ, რომ მოგირითმოთ რამე ბასრი! ![]() (არ შეიმჩნიოთ რო ვერ მოვკაფე :* მარა მეასე გვერდზე ჩემი კაფიაც მინდა გორავდეს ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2467
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
zviadauri
აჰა, მეასე გვერდიცა ფეხ და ფეხ მოგვეწიაო, ყველამ იხაროს კაფიის ვინც კი ჭაპანი წიაო. ათ გვერდსაც ვწერდით ერთადა მახსოვს ისეთი დღეცაო, ჩვენი კაფიის შემყურე თვით ხალისობდა ზეცაო. ![]() გვიან ვუერთდი თქვენს თემას ადრე არ ვიყავ მნახველი, გულსა უხარის როს ვხედავ ლაღად რომ ლექსობს ქართველი. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Revaz |
![]()
პოსტი
#2468
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 390 რეგისტრ.: 14-June 07 წევრი № 2,185 ![]() |
აქ არის ჩემი კაფიაც
მე100 გვერდი მოსულა მინდოდა მეც გამერითმა აქაც მაგიტომ მოვსულვარ ![]() გილოცაააააააავთ ![]() ![]() ![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2469
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
M.M. -ს
პატრული ქალი ახსენე, არ შეგეშალო იმათში, დუბინკას ჩემს ხელთ რა უნდა, მე ვიყურები პრიზმაში !!! მეც მყავს შვილები დაზრდილი, ვაჟკაცნი სამაგალითო, სუფრაც კარგი მაქვს გაშლილი, კი არ ვიგონებ ძალითო. მიკროსამყაროს ვუცქერდი, უსახაზავოდ,უფარგლოდ, კოსმოსშიც ვიყურებოდი, აზრი მიტაცებს უსაზღვრო. ჩახოხბილს კარგად ვაკეთებ, საცივიც კარგად მჩვევია, და ნუ დამძრახავ თუ ოდეს ვინტოვკაც ხელში მჭერია! ქალის თავი რომ კაცია, ფორუმზეც მიდის კამათი, წინააღმდეგი არა ვარ, გამრავლდეს ჯიში მაგათი. ახლა კი უნდა გავიდე, "სლუჟბა" მეწყება წყეული, ღამე სახლში რომ შემოვალ, იტირებს გული ეული. |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2470
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
k@the ქეთო სადღა დაგვეკარგე ![]() ნუ გვანატრე ესე თავი მოგვესიენ ვაჟკაცები და ატყდება აქ ამბავი. ზოგმაცა ტკბილად გვიკითხა რაღა გვაქვს დასამდურია, ზოგმა კი მწარედ გვილექსა გვაკადრა საყვედურია. ![]() დროზე გამოჩნდი იცოდე დაგვაკლდა შენი კაფია სულ მუშაობას გადაჰყევ და აღარ გახსოვს ,,მაფია'' ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
k@the |
![]()
პოსტი
#2471
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ვახ, რამდენი გიწერიათ,
აგივსიათ ფურცელიო.. თქვენს კაფიის წამკითხავსა ხელით მიჭირავს მუცელიო ![]() ვხითხითებ და ხან, ვხარხარებ მეც გავლაღდი, გულს ვახარებ, თქვენს დაწერილს სიტყვას ვხარობ მგონი უკვე ძველ რითმას ვხმარობ ![]() მოკლედ, ეგ არაა მთავარი, ხალხი შეკრებილა რავარი! (აეტ ![]() ყველას ურითმია მრავალი, თუმც გამორჩენიათ მთავარი! ![]() :ინტრიგა: რაა? მე გითხრათ ვითომო? სიტყვა, საქვეყნო ვითხოვო? იქნებ აქაც ვინმე მიხვდესა?.. ![]() არავინ განმირისხდესა... ![]() ასე დავტოვებ უთქმელად, მოველი პასუხს უთმენლად... მინდა მოუხმოთ გონებას, იოლიც ნუ გეგონებათ! აბა, სათქმელი რა დაგრჩათ? თუ გულის სიღრმეში გადაგრჩათ? ვითამ არც არა გქონიათ? ნეტავი თქვენ რა გგონიათ? ფიქრობთ ახურებს ქეთია? არა, გამიწყრეს ღერთია! უბრალოდ პაწა დაგცინეთ, ხა, ცოტა მაინც ხო გაცინეთ? ![]() რაღაცა შემომერითმა, მერე ბოლომდე ვერ ითქვა, კიდევ მინდოდა დაწერა, სტროფების ეგრედ გაწერა. სტილი, რომ მგონი ძველია, კაფიაც გახდა გრძელია... ისევ ჯობია მოკლედო, ვსო ეხლა უნდა მოვკეტო! ქეთის ნაბოდიალები, ოდეს კაფიის წერა უნდოდა და ახალ რითმას ამუღამებდა... (სათაური დავწერე ბოლოში, რომ წაკითხვის ეფექტი არ გაეფუჭებინა ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
![]()
პოსტი
#2472
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
+++++++++++++++++++++++++++++++++++
ბარე გავრითმავ ერთს, ისევ ავუშვებ აფრებსო. წინა კაფიის მორალი: ხანდახან ქეთიც აფრენსო! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
თათი87 |
![]()
პოსტი
#2473
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ციტატა სტილი, რომ მგონი ძველია, კაფიაც გახდა გრძელია... ისევ ჯობია მოკლედო, ვსო ეხლა უნდა მოვკეტო! აი ამის მერე მოდი და არ გაიგუდო სიცილით ქეთიც კი ამბობს ჯარგონით თქვენც გეყოფათო ტლიკინი ეხლა სიმართლე რომ გიტხრათ სულ ვერ ვაზროვნებ მეცაო ტვინი მაქვს გადაკეტილი წნევა კი დადის ქვედაო ![]() ![]() ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
Marabella |
![]()
პოსტი
#2474
|
![]() ႫႠႩႠ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 ![]() |
ვახ გენაცვალეთ თქვენ ყველას
თქვენს უგზო-უკვლო ნიჭშია რა იყო ორ დღეს არ ვიყავ გაოფლილხართ ჯღაპნაშია ![]() თუმცა კი ბევრი საქმე მაქვს, მიფუჭებს ხშირად ხასიათს როგორც კი აქეთ შემოვალ დარდი და სევდა ფუჭი არს -------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
guest |
![]()
პოსტი
#2475
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ისევ კაცებს, გამკრიტიკებლებს
![]() ბევრისთვის ყოფა ბრძოლაა, ვისთვის ხმლით,ვისთვის უხმალოდ, განა მაგისთვის მარჯვენა დედას, ქალს უნდა უძრახოთ? თუ გვერდით არ გვყავს ვაჟკაცი, დამცველი თავის სიტყვისა, მაშინ ვაჟებო ნაქებო, აუგსაც ნუღარ იტყვითა! ქალებს ასე რომ აყვედრით, დაგიბეჭდიათ რეცეპტი, ისეთ კაფიას გიმზადებთ, ენას ვერ დაძრავთ ვერცერთი! მაგდენ ბრძნობასა გერჩივნოთ, სიტყვები გვითხრათ ლამაზი, ქალებს გულს ნუღა აგვიტკენთ, გვჭირდება ენის საკაზმი.. ჩვენ სამტროდ არ ვართ იცოდეთ, არ უნდა მაგას გნიასი, ვაჟკაცს ის უფრო შეშვენის, ქალს ჩეეფუნჩხოს ყიაში ... |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2476
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
staywhite აი დამცველის გაგვიჩნდა ჩვენც გაგვახარა მოსვლითა შემოგვიფანტა მომხვდური ერთი მხარ-მკლავის მოსმითა. ![]() პატრულ ქალებზე ვჩიოდი, სამხედრო გამომეცხადა ![]() იქნებ მე კაბა ჩამეცვა, ბავშვის გაჩენა მეცადა? ![]() ციტატა M.M. ასე რომ, გეყოს ძმობილო გირჩევ შეცვლიდე თემასა, თორემ ქალები ბევრნი ვართ გაგაგცემთ ანათემასა. (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ისე კი მარტლა გირჩევ.) ღმერთმა ორმაგად გამრავლოთ, თვალს ცქერა გაუხარდება! ისეთ მამაკაცს რა ვუთხარ, ქალებს რომ აუშარდება. ისევ კაცებს, გამკრიტიკებლებს ![]() ბევრისთვის ყოფა ბრძოლაა, ვისთვის ხმლით,ვისთვის უხმალოდ, განა მაგისთვის მარჯვენა დედას, ქალს უნდა უძრახოთ? მეც გეთანხმები, ცხოვრება ბრძოლა რომ არის ძნელია, ამიტომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენ-ჩვენი ბრძოლის ველია! ციტატა თუ გვერდით არ გვყავს ვაჟკაცი, დამცველი თავის სიტყვისა, მაშინ ვაჟებო ნაქებო, აუგსაც ნუღარ იტყვითა! კაცებიც აღარ ვვარგივართ, ამას ცილობა რად უნდა? გავზარმაცდით და გავბოზდით, ჩვენი მარჯვენაც დადუნდა. ციტატა ჩვენ სამტროდ არ ვართ იცოდეთ, არ უნდა მაგას გნიასი, ვაჟკაცს ის უფრო შეშვენის, ქალს ჩეეფუნჩხოს ყიაში ... არც მაგას მოვერიდები, როცა შევირთავ ქალსაო. მე ერთი ტკბილად გირჩიეთ, თქვენ კი მიღერებთ ხმალსაო. M.M. -ს ვინტოვკაც ხელში მჭერია! შენი შაშხანა დაუშვი, დამცველს ნუ გახსნი ჯერაო! ქეთოს ნაჩუქარ "ჰეკლერ-კოხს" ეგ ვერ აჯობებს, ვერაო. [k@the, არ უთხრა საბაჟოზე რომ დააკავეს! ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
ნათია |
![]()
პოსტი
#2477
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
![]() :მანდილი: staywhite nini_1 თქვენ აღარ ხუმრობთ.... ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2478
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
![]() :მანდილი: staywhite nini_1 თქვენ აღარ ხუმრობთ.... ![]() ნამდვილი მანდილოსანი ასეთი ქცევით იცნობა. ისევ შენ უნდა მიშველო, თუკი დამჭირდი ვინცობა ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
veko |
![]()
პოსტი
#2479
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 17-October 07 წევრი № 2,982 ![]() |
ყოჩაღ,ქალაუ, ძვირფასო,
ასეთი უნდა შაირი, მაგრამ იცოდე ცხოვრება ერთობაშია ადვილი... staywhite |
ჰ ა რ ი რ ა |
![]()
პოსტი
#2480
|
![]() გ ი ო რ გ ი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 4-May 07 მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი წევრი № 1,834 ![]() |
veko
ციტატა ყოჩაღ,ქალაუ, ძვირფასო, ასეთი უნდა შაირი, მაგრამ იცოდე ცხოვრება ერთობაშია ადვილი... ვეკო სწორი ხარ ნამდვილად ერთობაშია ძალაი თუ ამას ვერ შევიმეცნებთ გაწყდება ქვეყანაი -------------------- . . .
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 04:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი