IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 135 136 137 138 139 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
k@the
პოსტი Nov 2 2007, 01:13 AM
პოსტი #2721


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(თათი87 @ Nov 1 2007, 10:09 PM) *

k@the

ეგ რა სილაღეა ქალაუ?
დადის და არაფერს არ იტყვის
ერთი ორ სიტყვას ძლივს დაწერს
მორიდებულ იმიჯს იქმნის biggrin.gif

მარტო კაფვაა მგონია
ამ ბალღის დიდი სტიქია
მაგრამ რად უნდა ორ სტროფსა
ამდენი განსჯა-ფიქრია?
პ.ს. რა არი ბიჯოუ ნახევარი საათი აქ ზიხარ და არაფერი დაგიწერია ჯერ wink.gif

მარტო წერაა ძვირფასო?
აქ ბევრსაც ბევრი გვითქვია,
მარა მელექსეს კაფვაში
თურმე მთავარი რითმია! biggrin.gif

ხოდა ზის ასე, იგონებს
და ელოდება მუზასო biggrin.gif
მარა მაგდენი ფიქრები
კაფიას ვერას უზავსო biggrin.gif

დროზე დაწერე ძამია
აქ ნუ დაგვტაჯე ქალები!
ხედავ რამდენი გავრითმეთ?!
გადაგეხადოს ვალები! biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 2 2007, 01:18 AM
პოსტი #2722


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



meleqse
ციტატა
არ გეგონოთ, თქვენმა მზემა,
ვინცხამ რაცხა იტინგიცა, -
ეს გამოხმაურებაა
ხვალინდელი მიტინგისა.



ვახ ამისმა მიტინგებმა
ხომ დამტანჯა მთელი დღეო
ახლა კიდევ მიტინგს ამბობს
გადამრია მე უკვეო biggrin.gif


ციტატა
და დამალულის სახე
რომ მოიხსნა ამ ორმა,
ეს არის მაგ პროტესტის
უკიდურესი ფორმა.

შენ პროტესტის არსი ძამა
ვერ გაგიგია მგონიო
ხალხი მაგის ნიშნადაა
რომ იფარებს ნიღბებსო biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 2 2007, 01:21 AM
პოსტი #2723


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(meleqse
@ Nov 1 2007, 10:12 PM) *

არ გეგონოთ, თქვენმა მზემა,
ვინცხამ რაცხა იტინგიცა, -
ეს გამოხმაურებაა
ხვალინდელი მიტინგისა. biggrin.gif

და დამალულის სახე
რომ მოიხსნა ამ ორმა,
ეს არის მაგ პროტესტის
უკიდურესი ფორმა.


არც რამ პროტესტის ფორმაა
ჩემი და თათის სადმეო.
იმ მეპროტესტე ხალხშია
ჩვენ არ გვიჭირავს საქმეო biggrin.gif

მე და თათიას გვმალავსა
ჩვენივე სამსახურები.
აქ კი გამოვჩნდით მელექსე
დღეს შენი დამსახურებით! biggrin.gif

უფ არ შემიკლა წკრიალმა
ამ სკაიპისა ხალხისო. biggrin.gif
მინდა გავრითმო, თავშია
რაღაც რითმა არ მამდისო! biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 2 2007, 01:23 AM
პოსტი #2724


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
ხოდა ზის ასე, იგონებს
და ელოდება მუზასო
მარა მაგდენი ფიქრები
კაფიას ვერას უზავსო

კაფიას კი არა მგონი
ვეფხისტყაოსანს გვიწერსო
და ამ ჩვენი მომავალ ხალხის
დიდსა ცოდვასა იდებსო biggrin.gif

ციტატა
უფ არ შემიკლა წკრიალმა
ამ სკაიპისა ხალხისო.
მინდა გავრითმო, თავშია
რაღაც რითმა არ მამდისო!

მერე მაგისთვის არსებობს
დამალვის კარგი ხერხიო
აბა მე რა მრჯის ნეტაი
ონ-ლაინს ქე რომ ვერჩიო biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 2 2007, 01:36 AM
პოსტი #2725


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(თათი87 @ Nov 1 2007, 10:23 PM) *

კაფიას კი არა მგონი
ვეფხისტყაოსანს გვიწერსო
და ამ ჩვენი მომავალ ხალხის
დიდსა ცოდვასა იდებსო biggrin.gif

მერე მაგისთვის არსებობს
დამალვის კარგი ხერხიო
აბა მე რა მრჯის ნეტაი
ონ-ლაინს ქე რომ ვერჩიო biggrin.gif

ვეფხისტყაოსანი დაწერა
უკვე შოთამა ადრეო.
მელექსე ჩვენი დატანჯვა
ქე გაგიგონილა აგრეო? biggrin.gif

ყველას ვერ დავემალები
სურვილიც არ მაქ მაგისა wub.gif
ესეც გავრითმავ, ისეცა
ჩემი ყოველი ვარგისა (რა თავმდაბლობაა, შემომერითმა biggrin.gif)


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Nov 2 2007, 01:40 AM
პოსტი #2726


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



თქვენი კაფიის შემყურეს
თავი მგონია უმწეო
კი მინდა რამე გავრიტმო
მაგრამ არ ვიცი რა ვწერო.

თუმცა ვეცდები დიდადა
თქვენს გულებს მეცა ვაამო,
ერთი-ორ სიტყვას გავრიტმავ
რომ ამით თავი გაყვაროთ...

(დიდი მადლობა პატრულს. laugh.gif )


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 2 2007, 01:48 AM
პოსტი #2727


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



k@the
ციტატა
ვეფხისტყაოსანი დაწერა
უკვე შოთამა ადრეო.
მელექსე ჩვენი დატანჯვა
ქე გაგიგონილა აგრეო?

ეხ ჩვენ მელექსეს მე მგონი
უდენობა სჭირს სენადა
აქ კანონისტი მომიხმეთ
რად ვერ უშველა თელასსა? biggrin.gif

ენერგეტიკის მინისტრი
სიყვარულითაც იკითხა
ხო იცი არჩილ როგორი
კარგ სალმიანი ბიჭია biggrin.gif



ვეფხიტყაოსანს კი მგონი
ამაღამ უნდა წერდესო
ისე როგორა იქნება
რომ მალე არ გათენდესო biggrin.gif

როგორმე მზემ არ ანათოს
მელექსეს თვალი არ მოსჭრას biggrin.gif
ხელს მოიჩრდილავს მდიდრულად
და მერე აქვეც გვიპოსტავს biggrin.gif

ხოდა ხვალამდე ვაცადოთ
შევარგოთ ძილი ყმაწვილსა
თუ ხვალაც პასუხ არ გაგვცა
მერე კი ვიტყვი : "გაიქცა"


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Nov 2 2007, 01:52 AM
პოსტი #2728


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



სქადა სქადა სქადუნია,
რაო ბატონო სქადაო?
ერთი სქადა გადმომიგდე,
თორემ.... laugh.gif laugh.gif laugh.gif

აბა როგორია? biggrin.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 2 2007, 02:01 AM
პოსტი #2729


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



უჩა
ეხ უჩა, ალალი ვარ მე
ეგრევე გეტყვი პირშიო,
ეგ რაღაც მოჩმახულია biggrin.gif
და ვერა ქაჩავს სტილშიო biggrin.gif

თათი87
ვაცალოთ თათი, ვაცალოთ
ველოდოთ არჩილს ხვალეო,
თუ არ მოვიდა ვუკაფოთ,
სირცხვილ ვაჭამოთ მალეო biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 2 2007, 02:17 AM
პოსტი #2730


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



უჩა
ციტატა
სქადა სქადა სქადუნია,
რაო ბატონო სქადაო?
ერთი სქადა გადმომიგდე,
თორემ....

მაგარი იყო არ ვტყუი
აზრთა წყობამა მომხიბლა
რითმა რითმადა ზეიმობს
უჩა მითხარი რა გრჯიდა? wink.gif biggrin.gif

k@the
ციტატა
ვაცალოთ თათი, ვაცალოთ
ველოდოთ არჩილს ხვალეო,
თუ არ მოვიდა ვუკაფოთ,
სირცხვილ ვაჭამოთ მალეო

მაგასა დღესა ერჩივნოს
ტვინთის დანთხევა ქვაზედა
რად გახდა დიაცთ საჯიჯგნი
იფრინოს ახლა ცაზედა biggrin.gif


















მგონი მე მარტო შემოვრჩი
ამ თემას გასაკაფადა
არადა უკვე ძილის დროც
მოსულა გასახარადა tongue.gif

აბა თქვენ იცით არწივნო biggrin.gif
გემშვიდობებით ხვალამდე
ხვალ მოვალ ახალ რითმებით
გაგიმხელთ რამეს ახალს მე tongue.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 2 2007, 09:32 AM
პოსტი #2731


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



უჩა


ვახ, უჩაც მოგვმატებია
რა ნახეს ჩემმა თვალებმა,
კაფია წერე ყოჩაღად
არ კი გაშინონ ქალებმა. 2kiss.gif

მოხშირდნენ ახალ მკაფველნი
გასახარია ძალზედა,
მაგრამ ძველების დაკარგვით
ცრემლი არ შრება თვალზედა. laugh.gif

(ისე მართლა სად დავკარგეთ აი ხალხი? biggrin.gif)



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 2 2007, 11:41 AM
პოსტი #2732


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თათი87 @ Oct 28 2007, 09:36 PM) *

Marabella
ხოდა მოგიგე პასუხად
აწი გაიცნობ რაჭულსთქო
ენას სიმწარით "ნაქებს" და
მოსწრებულობით განთქმულსთქო

ციტატა(Marabella @ Oct 28 2007, 10:38 PM) *

თათი87
ემაგას ვერ მოესწრები
შენ ჩემო კარგო ძღაბუნა
განა რახან რაჭველი ხარ
გვიჯოკრავ ყველას გეგონა ? tongue.gif

მწარე ენაზე თუ მიდგა,
კახეთში ეგ არ გვაკლია.
ოღონდაც ვერ გავერკვიე,
ღირსებაა თუ ნაკლია?

ასე რომ, ნურვინ დაიწყებთ
მწარე სიტყვებით ტრაბახსა!
ხომ იცით, კაცი კახელი
არვის დაუთმობს ყაბახსა.
ციტატა(თათი87 @ Oct 30 2007, 09:40 PM) *

M.M.
ლიტრიანი რაამბავია
დაგაგდებს ხუთი ძირშიო
და მერე შენი კახეთი
დაგრჩება კაკლის ჩრდილშიო biggrin.gif

ნახევარ ლიტრაც ეყოფა
თითოსა დასალოცადა
თორემ ჩათვალე "ტრუპი" ხარ
და მოვალთ გასალოცადა biggrin.gif

მაგაში დაგეთანხმები,
ლიტრიანები ბევრია.
სხვა სადრეგრძელოც ხომ მინდა?
გამომდის ერთი ქვევრია.
ციტატა(k@the @ Oct 31 2007, 11:19 PM) *

ვახ, ეს რას ხედავს ქეთია,
თემა ახლიდან გახსნილა
ის ერთი გაგვივსია და
ენას აღვვირი ახსნილა smile.gif

თუმცა პირველსა კაფიას,
განყოფილება უცვლია
და ვითომ ეხლა მეორე,
მოდერებს ვეღარ უცვნიათ?!

არ ვიცი, იქნებ გაიყვეს,
ესე ეს ჩვენი თემაო.
მარა, ჩვენ რა დავაშავეთ
რად გვიწევს აქ გვემაო?

ბოლო-ბოლო გაერკვიეთ
ფოლკლორსა და ენაშიო?!
მიუჩინეთ მას ადგილი,
ნუ შეგვიშლით წერაშიო! smile.gif

ერთი იქით, ორი აქეთ,
ეს რასა გავს ვითომო?
თუ მეც ესე სამართალი
სენატში მოვითხოვო?!

იქნება მართლა გავიგოთ,
რა ხდება ამ ჩვენს თავსაო?
არეულია ქვეყანა,
ვერ ვარჩევ თთრს და შავსაო.
ციტატა(ნიკოლოზ_V @ Nov 1 2007, 12:35 AM) *

თათი87
რითმების დედოფალი ხარ,
ვერვინ გედრება აქაო,
შენი რითმების შემყურე
თმა აღარ შემრჩა თავსო. laugh.gif

მე სხვას ვიტყოდი დედოფლად,
არ კი მიწყინოს არავინ.
ქეთოზე მიდის ბაასი,
რა არის დასაფარავი?

ძველ დროის რაინდებივით
ხომ არ გამიწვევ ხმალშია?
შენი თათის სახელს დაიცავ,
არც მე დაგრჩები ვალშია.
ციტატა(Marabella @ Nov 1 2007, 06:22 PM) *

თათარაშვილი
რა უნდა მოხდეს გვითხარი
რა ითქვა გრიგოლიასთან ?
ამ ქართულ სერვერს რა ვუთხარ
ვაკუუმს მტოვებს, არა მრთავს

რასა იქმს ოპოზიცია
აქვს ნეტა რამის თავია ?
მაშ ეხლა არეულობა
არს ახა-ვაი-საქმეა...

დღეს თუ გადავრჩით, მარაბელ,
მადლობა უთხარ ღმერთსაო.
на всякий, დავემშვიდობოთ
ყველანი ერთმანეთსაო!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 2 2007, 06:43 PM
პოსტი #2733


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



nini_1
ხალხი ნინიკო, წავიდა
სხვას ნახეს სითბო კერისა.
ზოგმაც დაკარგა მუღამი,
აქ კაფიების წერისა. biggrin.gif

შენ კი ერთგულად აქა ხარ,
მუდამ გვიხარებ გულსაო.
კარგადაც ეჭიდები
აქ რითმებსა რთულსაო smile.gif

ისე ბოლოს არ ჩანდი,
გულს დამაწვა სევდაო.
თან ვფორქობდი: ეწყინა?
ნინი რად არ სწერდაო?...


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 2 2007, 09:31 PM
პოსტი #2734


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ეგ შაირობა მე თქვენი,

ვამსგავსე ერთსა კრებასა,

აქ კაფიობა წერაა,

იქ კიდევ, გულის ფხანაო.

მიველ, მეტყოდნენ, ჩვენი ხარ,

გამოჩნდი ლექსთა მძებნელი,

აბა იაროს შარა გზას,

მიშამ კირკიტას მომყვანმან.

მე თქვენი გამკვირვებია

სად არს, რომ ვარჯავთ ფრაზებსა,

ლექსსა მაშინ აქვს საფასი

როს გააკვირვებ ერსაო,

მაგრამ ქეთიმაც რაღა ჰქმნას

სად დარჩენია კერაო?!

მოდით ქვეყანას მოვხედოთ,

შემოგვესია მელაო! biggrin.gif









--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Nov 2 2007, 09:54 PM
პოსტი #2735


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა
ხოდა ხვალამდე ვაცადოთ
შევარგოთ ძილი ყმაწვილსა
თუ ხვალაც პასუხ არ გაგვცა
მერე კი ვიტყვი : "გაიქცა"



ციტატა
ვაცალოთ თათი, ვაცალოთ
ველოდოთ არჩილს ხვალეო,
თუ არ მოვიდა ვუკაფოთ,
სირცხვილ ვაჭამოთ მალეო



g.gif g.gif g.gif

აჰა, მოვედი, გიკაფავთ,
დღეს ვერსად წავალ სხვაგანა;
გუშინ აქ შუქი რომ ჩაქრა, -
თუ შეგაშინათ მაგანა? 003.gif tongue.gif

გილაღიათ და გიკაფავთ,
თუმც ჩემი წასვლის შემდეგ.
ახლა კი კარგად უსმინეთ
ე მაგ ბჟუტურის შედეგს. biggrin.gif

რომ მემუქრებით შერცხვენით,
კაფიას აღარ შეშვებით,
დროსაც მინიშნავთ, - მგონი თქვენ
სააკაშვილში გეშლებით. tongue.gif blink.gif


laugh.gif




--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 2 2007, 09:54 PM
პოსტი #2736


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



sable
ციტატა
მიშამ კირკიტას მომყვანმან.

ასეთი რამეები აღარ იყოს, კარგი!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 2 2007, 09:55 PM
პოსტი #2737


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



sable
biggrin.gif biggrin.gif

ეხ ჩემო ძამა, რას წერე
რას შირცხვინე თავიო biggrin.gif
აბა გამასწარ აქედან
ახლო გექნება კარიო biggrin.gif

რას მერჩი, რა დაგიშავე?
ჩემთვის ვზივარ და ვლექსავო.
ხა, იყავი პარლამენტთანა
ოპოზიციას დღესაო? biggrin.gif

ისე ვაკვირვებთ კიდეცა yes.gif
ჩვენი კაფიით ხალხსაო. wink.gif
ჩემ დამცხვარ ხაჭაპურებსა
ნუ ადრი შენსა ფხალსაო biggrin.gif

ხო მართლა გაგეხუმრე და
იქ კაფიისა თავშიო.
შემო თემაში , გელითა
რას დაეყუდე კარშიო!

მოყევ ამბავი საქვეყნო,
რა გაიგე, რა ნახეო.
ისიც მითხარი დილიდან
რად გაქ ფერმკრთალი სახეო biggrin.gif




--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 2 2007, 10:02 PM
პოსტი #2738


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(afxazi @ Nov 2 2007, 09:54 PM) *

sable

ასეთი რამეები აღარ იყოს, კარგი!


რაიმე პრობლემაა?


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 2 2007, 10:03 PM
პოსტი #2739


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



sable
პრობლემა არანაირი, მარა ფორუმი მკაცრად აპოლიტიკურია smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 2 2007, 10:12 PM
პოსტი #2740


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651





რა მაშაირებ შენდენსა

არ დაგეღალა ხელიო,

რომ დავხედ ზეით შენსა ლექსს

ქე მომხვდა თავში მეხიო,

რას უბნობ ქალავ, საით ხარ biggrin.gif

რად მაგდებ კარის ზღურბლსაო

არ გსმენია, არ იცი?

სიცივეს კაცი მოუკლავს

ბედშავი აქა გორავსო! biggrin.gif







--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 135 136 137 138 139 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 07:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი