![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მაკუნა |
![]()
პოსტი
#2901
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 ![]() |
ზოგს ლექსის წერა ჰგონია რითმების რახარუხიო... თურმე ცხვარი რომ მგონია, მგელი ყოფილა რუხიო. აულესია რითმები ბასრი ვით კბილი მგლისაო კაფიის მოსდის ზვირთები ბლომად კი მახალისაო მაგრამ აქ ყინულის სეტყვას ლოდი დახვდება კაჟისა ველი მეტოქის მჭრელ სიტყვას ნეტაი კარგი მაღირსა ნეტაი რაი გაცინებს რა გახალისებს ნენაო ჯერ მოდი, სალამი გვითხარ მერე დაგვიწყე "კბენაო" ![]() თუ ჩვენი რითმა არ მოგწონს მაშინ შენ გვითხარი შენიო ამოსთქვი კარგი კაფია გულზე მალამოდ მფენიო ![]() -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
Genesis |
![]()
პოსტი
#2902
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
ნეტაი რაი გაცინებს რა გახალისებს ნენაო ჯერ მოდი, სალამი გვითხარ მერე დაგვიწყე "კბენაო" ![]() თუ ჩვენი რითმა არ მოგწონს მაშინ შენ გვითხარი შენიო ამოსთქვი კარგი კაფია გულზე მალამოდ მფენიო ![]() მეტოქე ღირსი მინდოდა, პატრონი სხარტი აზრების.. შენ ვერ გამიწევ გმირობას და ნუღარ გამიბრაზდები. გულზე დასაფენ მალამოს დამსახურება სჭირდება ვეჭვობ ამ ლექსმა გაამოს მე ლიქნი გამიჭირდება ღმერთმა ზოგს მუზა არგუნა, შენ რას გერჩოდა მაკუნა? ![]() პ.ს. რათქმაუნდა ყველაფერი ხუმრობითაა დაწერილი და მხოლოდ სიტუაციის გამწვავებისთვის ![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2903
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
გულმა ტირილი დაიწყო,
ჩამოიღვენთა სანთლად, კარგა ხანია დარდისგან გადამაქცია ავლად. ხალხს მხიარული ვგონივარ, ან ენაკვიმატ დეიდად თავს ვაჩვენებ და ვჩანვარ... მინდა, ხვალ მაინც გათებნდეს დილა სხივების მფენი, მაგრამ ვაი, რომ მალულად შვებას ვეღარა ველი... ![]() მაპატიეთ, რამე უნდა დამეწერა, ცუდად ვარ ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2904
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
თამარი_ცქნაფო
გულს რად ატირებ, არ გირჩევ გულ მხიარული გჭირია, ყველა სევდამ და სადარდომ წაიღოს შენი ჭირია. აბა რა ქალი იქნები ტკივილ თუ დაუვარდია, პატარა შენს თავს შესძახე ბნელს მოისროლე დარდია. ღრმად ჩაიხედე გულ-კუნჭულს ჰპოვე მცირედი ნათელი, ა, ეგ გარგუნებს სიმშვიდეს ვით უფლის წმინდა სანთელი. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2905
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
nini_1
ვიცი და მჯერა, ნინიკო, რომ ეს სათქმელიც გაქრება, მაგრამ ტკივილის ტარებამ მეც სულ გამაქრო ამქვეყნად. ვიცი, ეს ღამეც გათელავს ფიქრებს დაღარულს სამწყებად, და მერე წვიმაც ჩარეხცავს, ლაფსა და ნისლის აღრევას. მაგრამ სულ მცირე წამებით მეც ხომ მინდება ანთება, ზოგჯერ სათქმელის დატევას ზედ გულის დარდიც ერთვება.. ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2906
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
თამარი_ცქნაფო
ხოდა მაგასა გეუბნი ნუ აჰყოლიხარ გულისდარდს ფეხქვეშ გაგთელავს, დაგაჭკნობს როგორც ზამთარი გაშლილ ვარდს. აქამდე მაგდენი დარდით თუ გაასწორე რამეო? მოველი შენსა ნათქვამსა აბა პასუხი მამეო. როგორცა გინდა ეცადე იდარდე, ცრემლი ღვარეო სანამ თავის დრო არ მოვა არ გათენდების ღამეო? ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2907
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
nini_1
მოკლედ, გამივლის ხვალიდან, გულიც სიმღერას დაიწყებს და გაზაფხულის მოლოდინს კიდევ 5 თვე დაიტევს. ახლა კი კმარა ტირილი, ჭმუნვამს ისედაც დაგვრია, დილის იმედად გვეფინოს ყველას კეთილი დარია. ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2908
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
Genesis
ციტატა ზოგს ლექსის წერა ჰგონია რითმების რახარუხიო... თურმე ცხვარი რომ მგონია, მგელი ყოფილა რუხიო. აულესია რითმები ბასრი ვით კბილი მგლისაო კაფიის მოსდის ზვირთები ბლომად კი მახალისაო მაგრამ აქ ყინულის სეტყვას ლოდი დახვდება კაჟისა ველი მეტოქის მჭრელ სიტყვას ნეტაი კარგი მაღირსა ეს ვინღა შემოეხეტე ფიცხლივ გვიჭირა სახრეო ჯერ გამარჯობა გვითხარი მერე მოდექ და გვთათხეო. ლექსებ გვიწერა ჰგონია გვითხრა სიტყვები კაცისა ე, მაგ ნალექსი ვადარე როგორც კიკინი ვაცისა. იგრეთი მწარე გილექსო გაგიდიოდეს ბოყინი შენი ნალექსი მგონია ერთ ვირუკელას ყროყინი. რომ მისჯდომიხარ კაფიას დაგივარცხნია ქოჩორი ნუთუ ვერ მიხვდი, გამოხველ პატარა, ბრიყვი ჩოჩორი. ![]() თამარი_ცქნაფო ემაგრე, დარდი იყარე გაიხალისე ჭერია ჭმუნვაც ჩაივლის დარჩება ცხოვრება მშვენიერია. რაც უნდა დარდი გტკიოდეს არ გაახარო მტერია ხომ იგრძენ ცოტა რითმებშიც ხალისი შემოგერია. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მაკუნა |
![]()
პოსტი
#2909
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 ![]() |
მეტოქე ღირსი მინდოდა, პატრონი სხარტი აზრების.. შენ ვერ გამიწევ გმირობას და ნუღარ გამიბრაზდები. გულზე დასაფენ მალამოს დამსახურება სჭირდება ვეჭვობ ამ ლექსმა გაამოს მე ლიქნი გამიჭირდება ღმერთმა ზოგს მუზა არგუნა, შენ რას გერჩოდა მაკუნა? პ.ს. რათქმაუნდა ყველაფერი ხუმრობითაა დაწერილი და მხოლოდ სიტუაციის გამწვავებისთვის ![]() მეტოქეობას არ გიწევ უფალმაც დამიფაროსა (მწყევლი? ![]() ![]() რას მერჩი რატომ გებრძოლო მტერმა რად გაიხაროსა ![]() მაგრამ თუ გწადის ძმობილო გამწვავდეს აქ სიტუაცია მაშინ ვცდი თავ შევიკავო რომ არ მოგიწყო აქცია (იმედია "გადადექის" არ მაყვირებ ![]() ![]() ერთი კიდევ მაქვს სათქმელი რჯულში გვაქვს ჩვენ თავიდანვე ნაკბენი მორიელისა მკლავს მე, თუ არ დავიბანე (ს.ს.ორბელიანი "კუ და მორიელი)----> პ.ს. თუ არ გაქვს წაკითხული მაშინ ვერ მიხვდები ![]() ![]() ხოდა, მისმინე ძამიკო გეტყვ წინაპართა თხრობასა შეგნებულ კაცთან ჩხუბი სჯობს შეუგნებელთან ტკბობასა :sorry: ![]() ![]() -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
Genesis |
![]()
პოსტი
#2910
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
Genesis ეს ვინღა შემოეხეტე ფიცხლივ გვიჭირა სახრეო ჯერ გამარჯობა გვითხარი მერე მოდექ და გვთათხეო. ლექსებ გვიწერა ჰგონია გვითხრა სიტყვები კაცისა ე, მაგ ნალექსი ვადარე როგორც კიკინი ვაცისა. იგრეთი მწარე გილექსო გაგიდიოდეს ბოყინი შენი ნალექსი მგონია ერთ ვირუკელას ყროყინი. რომ მისჯდომიხარ კაფიას დაგივარცხნია ქოჩორი ნუთუ ვერ მიხვდი, გამოხველ პატარა, ბრიყვი ჩოჩორი. ![]() ბასრი გქონია კალამი ტყავისა ღვედზე ნალესი... ვის უნდა ვუძღვნა სალამი? ან ვის დავუწყო ალერსი? ჯერ გამარჯვება რომ გითხრა მერე გისურვო წაგება?... თუმცა ამას შენ არ გკითხავ, სადაგაქ მაგის გაგება შენს ნალექსარში მწარეში კარგად მოქსოვილ რითმეში სიბრიყვის არის თარეში, ჩაფლული მარტივ ფიქრებში შენ ალბათ ისიც გგონია ბავშვებს მოიყვანს წეროო, რაც ჩემი მონაგონია სუყველა უნდა ვწეროო. გიჯობს კალამის ლესვასა არ დააჟანგო გონება... კითხვა გერჩივნოს წერასა ეგაა მთელი ქონება ![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
k@the |
![]()
პოსტი
#2911
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
Genesis <-- ეს ვინ ბაქია მოსულა,
ამ ჩვენს თემაში გუშინა? სუყველა მკაფველსა ნეტა, ქვები აქ რათ დაუშინა? განა რა აქვს წაკითხული, ან ნაწერი იმისთანა?! სხვებსა ლანძღავს ხელაღებით, თვისას აქებს, დიდად თანა! რო მოყვა დარიგებების, ჩვენთან გულუხვად რიგებას. რად უკადრულობს აქედან, საკადრის სიტყვის მიგებას?! ვატყობ კარგადა სცოდნია, როგორა ჩნდება ბავშვიო! ის კი არა ჩანს სხვა ცოდნა, თუ უდევს რამე თავშიო?! მოკლედ მაკუნა და ნინი, არა შეუდრკეთ მოსულსა! ეგ ერთი ვერას დაგაკლებთ, თქვენ სანაქებო ორ სულსა! მე კი მივხედავ საქმეებს, დუელისთვის არ მცხელაო. უბრალოდ უსამართლობამ მკაფველის გამახელაო! ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2912
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
Genesis
ციტატა ბასრი გქონია კალამი ტყავისა ღვედზე ნალესი... ვის უნდა ვუძღვნა სალამი? ან ვის დავუწყო ალერსი? ჯერ გამარჯვება რომ გითხრა მერე გისურვო წაგება?... თუმცა ამას შენ არ გკითხავ, სადაგაქ მაგის გაგება შენს ნალექსარში მწარეში კარგად მოქსოვილ რითმეში სიბრიყვის არის თარეში, ჩაფლული მარტივ ფიქრებში შენ ალბათ ისიც გგონია ბავშვებს მოიყვანს წეროო, რაც ჩემი მონაგონია სუყველა უნდა ვწეროო. გიჯობს კალამის ლესვასა არ დააჟანგო გონება... კითხვა გერჩივნოს წერასა ეგაა მთელი ქონება არც ვის სჭირდება შენგანა ქლესად ნაბოძი ალერსი, თუკი ეგრე გსურს გახვედრებთ ენებს ხმალივით ალესილს. ღორის კუდზედა უთქვიათ არც როდის გასწორდებაო, მის ტილს თუ ფეხზე დაისვავ თავზეც აგაცოცდებაო. ჩემს ნაკითხობას იწუნებ გგონია თავად კარგი ხარ, ლანძღვა, თათხვა და ქილიკი მეტ არაფერში ვარგიხარ. ,,ჩესტით'' დამდგარხარ სურათში მოგიღრუბლია სახეო, გგონია მაგით გვაშინებ მკაფველთ დაგვიგე მახეო. ბავშვის და წეროს ამბავი გინდა გვასწავლო ჩვენაო, მაგდენი ჭკუა-გონება ან კი ვინ მოგცა შენაო. ![]() ცოტა იყუჩე ძმობილო ლექსი შუას არ გაგიწყდეს, სადაცა შენი იკვეხო იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
guest |
![]()
პოსტი
#2913
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ჩემს მეგობრებს
კარგა ხანია კალამსა ვეღარ შევავლე ხელიო, ცხოვრებამ ისევ მარგუნა დარდი და ჭმუნვა ცხელიო. გულის ტკივილი ცრემლითა ძნელი გამოდგა წყეული, რაღას გავაწყობ ამ ქვეყნად დარდისთვისა ვარ წვეული. დავსტაცე ხელი იარაღს ანგელოსმა სთქვა: "სდექ!" и покатилисъ слёзы на бушлате обстрелеными птыцами на снег... ![]() თქვენ არ გეგონოთ ვამაყობ საქციელითა ჩემითა, რამდენი დღეა ვქვითინებ სინანულისა ცრემლითა. ![]() ქეთევან სჩივის სემინარს ვეღარ ვასწრებო საღამოს, ქალზე კი ჩექმის მომგონი შავმა ეშმაკმა დალახვროს. ის ბედნიერი დღეები მეცნიერების გვერდითა, რომ მახსენდება ქეთინო თავსა ვაყვედრი გვემითა. გარეთ ნოემბრის წვიმამა ჭადრებს დაულბო ფესვები, მე კი მგონია რატომღაც ცა ტირის ჩემი ცრემლებით. თამარი ცქნაფო-ს ![]() თამარ, ლამაზო არსებავ, ჩვენ ერთი დარდი გვქონია, ჩვენი ტკივილი რატომღაც რაღაცით მსგავსი მგონია. не разбитъ бы свою рожу, не сойти бы с ума, што срашнее всё же смертъ или моя судъба? კაფიას ბიჭებს Не травите меня, дайте стихи... вы хорошие парни, но все жъ. Не хотите ли ржавой селёдки, да баланды занюханный ковш ? Пусть модер мне пошепчет на ухо, чтоб сегодня была по скромней... А в кармане моем выкидуха - память мойх отчаянных дней. რუსულზე ბოდიშს მოვიხდი და ნუ მომაკლებთ გამგონებს, ცხელ გულზე ასე მირჩევნის თუ გამოვურევ ბლატნოებს. ვიფიქრე, ეგებ მომეშვას გულზედა ლოდი ქვისაო, მხოლოდღა ის თუ მამშვიდებს იმედი მქონდეს ღვთისაო. |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2914
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
zviadauri ვინ გაბედა და ვინა ჰქნა აბა ეგეთი ,,გრეხია'' წავიდეთ, ყველა მივუხტეთ თავს დავატეხოთ მეხია. შენი ნაქები კაფია გულის-გულს ამოჰყვებაო ხოდა, ულექსე გოგონაც თავისით გამოგყვებაო. ![]() ჩვენგან გადაეც, არ გინდა ზედმეტ თავ-დაფასებაო ჩვენი მეგობრის გულ-ტკენა არავის არ შერჩებაო. უფფფ, აპა რავა ![]() staywhite შენ ნუ ინაღვლებ ნანიკო არა ღირს ნერვის აშლაო ხანდახან ამ ჩვენს მოდერებს უწევთ პოსტების წაშლაო. კარგად თქვი, გადაკარგულებს გულს გვიხალისებს კაფია, ჩვენს სამშობლოსთან გვაერთებს პატარა, თბილი ძაფია. ![]() იცოცხლე ჯიგო იცოცხლე, მალე გამეგოს შენიცო. ბედნიერებას წვდებოდე, ვერ გაკავდებდეს ხელიცო. მე რაღა მიჭირს,როს ვხედავ, მეგობართ თანადგომასო. გაბედოს,აბა თუ შესწევს, წავალ მივუქსევ რემასო. ცხენითაც როს დამინახავს, ნაბდით ვლიდოდე მხედარი. თუ ვინმემ უკან იწიოს, იქავ ის იყოს დედალი. მომენატრეთ ტო ![]() ![]() |
Genesis |
![]()
პოსტი
#2915
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
Genesis არც ვის სჭირდება შენგანა ქლესად ნაბოძი ალერსი, თუკი ეგრე გსურს გახვედრებთ ენებს ხმალივით ალესილს. ღორის კუდზედა უთქვიათ არც როდის გასწორდებაო, მის ტილს თუ ფეხზე დაისვავ თავზეც აგაცოცდებაო. ჩემს ნაკითხობას იწუნებ გგონია თავად კარგი ხარ, ლანძღვა, თათხვა და ქილიკი მეტ არაფერში ვარგიხარ. ,,ჩესტით'' დამდგარხარ სურათში მოგიღრუბლია სახეო, გგონია მაგით გვაშინებ მკაფველთ დაგვიგე მახეო. ბავშვის და წეროს ამბავი გინდა გვასწავლო ჩვენაო, მაგდენი ჭკუა-გონება ან კი ვინ მოგცა შენაო. ![]() ცოტა იყუჩე ძმობილო ლექსი შუას არ გაგიწყდეს, სადაცა შენი იკვეხო იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს. ![]() კაფიას სიტყვა რუსული, აბა საიდან, სადაო?! შოთა გულზეა მოსული შესწუხდა სულხან-საბაო ![]() ჩემს ვაჟკაცობას ერჩი და არც შენხარ გმირი მარაბდის. ღმერთს არ უქნიხარ ლექსში და აგრე დარჩები მარადის. ![]() შოთას და ვაჟას ფესვებით და მათი დანაბარებით... რად არის შენი ლექსები სანაგვეს ჩასაბარები?! ![]() პ.ს. ნინი დზალიან კარგად რითმავ და მოკლედ ფანი ვარ შენი, მაგრამ შენის ნებართვით იგივე ტემპში გავაგძელებ.... Genesis <-- ეს ვინ ბაქია მოსულა, ამ ჩვენს თემაში გუშინა? სუყველა მკაფველსა ნეტა, ქვები აქ რათ დაუშინა? განა რა აქვს წაკითხული, ან ნაწერი იმისთანა?! სხვებსა ლანძღავს ხელაღებით, თვისას აქებს, დიდად თანა! რო მოყვა დარიგებების, ჩვენთან გულუხვად რიგებას. რად უკადრულობს აქედან, საკადრის სიტყვის მიგებას?! ვატყობ კარგადა სცოდნია, როგორა ჩნდება ბავშვიო! ის კი არა ჩანს სხვა ცოდნა, თუ უდევს რამე თავშიო?! მოკლედ მაკუნა და ნინი, არა შეუდრკეთ მოსულსა! ეგ ერთი ვერას დაგაკლებთ, თქვენ სანაქებო ორ სულსა! მე კი მივხედავ საქმეებს, დუელისთვის არ მცხელაო. უბრალოდ უსამართლობამ მკაფველის გამახელაო! ![]() უსამართლობას ეძგერა, თუთაშხია ვარ დათაო... შემდეგ დარჩენა ეძნელა, გაიქცა რათა,რათაო? ![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2916
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
ვატყობ ახლები მოსულან,
თავისი ჯიგარ რითმებით. ეს კი ნამდვილად კარგია, მე ყველას მოგეფერებით |
მაკუნა |
![]()
პოსტი
#2917
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 ![]() |
ვატყობ ახლები მოსულან, თავისი ჯიგარ რითმებით. ეს კი ნამდვილად კარგია, მე ყველას მოგეფერებით რავა ხარ ძამა თუ იცი რად მოგვანატრე თავიო შენს მოლოდინში დაღლილი სამარესა წევს ყვავიო ![]() ![]() ![]() თუმცა შენ რასა გემდური რას გსაყვედურობ ნეტაო მეც საქმე ისე მიმრავლდა ბამბასა ვეღარ ვპენტავო ![]() ![]() მაგრამ თუ მახველ გვითხარი კაფია შენებურიო ძარღვიანი და "ჯიგრული" ქართულ ხმით შენაბურიო ![]() -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
zviadauri |
![]()
პოსტი
#2918
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
[quote name='მაკუნა' post='208814' date='Nov 12 2007, 05:51 PM']
რავა ხარ ძამა თუ იცი რად მოგვანატრე თავიო შენს მოლოდინში დაღლილი სამარესა წევს ყვავიო ![]() ![]() ![]() თუმცა შენ რასა გემდური რას გსაყვედურობ ნეტაო მეც საქმე ისე მიმრავლდა ბამბასა ვეღარ ვპენტავო ![]() ![]() არ ხსომებასა გემდური ![]() მაგრამ ეგ არაფერიო. მოდი და ერთად დავძახოთ, ბიჭებო ჰერი-ჰერიო ![]() |
QORBUDA |
![]()
პოსტი
#2919
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 ![]() |
QORBUDA მთიულეთში ყოფნა ბიჭოვ ალბათ ძლიერ გიხარია შენებურად ცეკვა თამაშს არაფერი გირჩევნია საღსალამათ დაგვიბრუნდი მანდ ცოტა ხიპიში იციან შენებ წყნარი საქციელით გაიპარე სახლისაკენ სადაც ვშობილვარ,გავზრდილვარ, გულიც იქითკენ მრჩებაო, რას ვიზამ ჩემი ცხოვრება, მთიულეთისკენ რჩებაო. ქორწილშიც ვიმხიარულე, გული გამიხდა ორადა, იმდენი ვსვი და ვიმღერე, რომ ის დღე დამრჩა ლხენადა. პატარძალსაც კი ვეცეკვე, ჩაჭრა ვაკეთე ქართული, სულ პეხის წვერზე ვიბრუნე, ტუფლი გამიცვდა ერთგული ![]() და რაც ხიპიშსა ეხება, მთიულურს, მაგარ რქიანსა, ვერავინ ვერას დამაკლებს, რადგან ვუბუსკებ რქიანად ![]() -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
QORBUDA |
![]()
პოსტი
#2920
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 ![]() |
კაფიას ბიჭებს Не травите меня, дайте стихи... вы хорошие парни, но все жъ. Не хотите ли ржавой селёдки, да баланды занюханный ковш ? Пусть модер мне пошепчет на ухо, чтоб сегодня была по скромней... А в кармане моем выкидуха - память мойх отчаянных дней. ჩორტ იო ზნაეტ ![]() ეს არის ჩემი რუსული, ავლადიდება რუსული, რაცა ვიცოდი, ვბოდავდი კი შემოგწირე რუსული. ![]() -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 04:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი