IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 145 146 147 148 149 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
ნაინა
პოსტი Nov 13 2007, 07:07 AM
პოსტი #2921


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Genesis
ციტატა
კაფიას სიტყვა რუსული,
აბა საიდან, სადაო?!
შოთა გულზეა მოსული
შესწუხდა სულხან-საბაო

ჩემს ვაჟკაცობას ერჩი და
არც შენხარ გმირი მარაბდის.
ღმერთს არ უქნიხარ ლექსში და
აგრე დარჩები მარადის.

შოთას და ვაჟას ფესვებით
და მათი დანაბარებით...
რად არის შენი ლექსები
სანაგვეს ჩასაბარები?!


შოთას და ვაჟას ახსენებ
არ კი გრცხვენია ამისა,
შენი კაფიის წამკითხავს
თვალთ დამიბნელდეს ლამისა.

ამ აბდა-უბდის წერაში
ან არ გეღლება ხელია,
ვერ არჩევს სიტყვებს კარგადა
შენი გონება ბნელია.

შენს ნაცოდვილარ ლექსებსა
ვერ იქმდა ჭკუათმყოფელი,
ცოტა ტვინ მაინც მოეცა
რას გერჩის წუთისოფელი. biggrin.gif


ციტატა
პ.ს. ნინი დზალიან კარგად რითმავ და მოკლედ ფანი ვარ შენი, მაგრამ შენის ნებართვით იგივე ტემპში გავაგძელებ....


პ.ს. ხოხ, ჩამოვაყალიბო აბა ფან-კლუბი? laugh.gif
ისე არც შენ ეძებ რითმას ჯიბეში smile.gif ეგრე გააგრძელე, ცოტა ხალისი მაინც მიეცემა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 13 2007, 02:10 PM
პოსტი #2922


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Genesis
ახალი ვინმე მოსულა
აგვიხმაურა კაფია
ვითომ თვითონ აქ რითმების
დავიტრიალა მაფია...

ვითომ და რითმა მომდევსო
თავშიაც ცოტა რამ ყრია
გვიხსენა შოთა და ვაჟა
და კისერ მაღლა აწია biggrin.gif

ნეტა ვიცოდე ვაჟაუ
ყოყოჩობ ვითომ რათაო?
დაგვიწიოკე კაფიის
დედაც და მამაც აქაო!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 13 2007, 03:43 PM
პოსტი #2923


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(nini_1 @ Nov 13 2007, 06:07 AM) *

Genesis
შოთას და ვაჟას ახსენებ
არ კი გრცხვენია ამისა,
შენი კაფიის წამკითხავს
თვალთ დამიბნელდეს ლამისა.

ამ აბდა-უბდის წერაში
ან არ გეღლება ხელია,
ვერ არჩევს სიტყვებს კარგადა
შენი გონება ბნელია.

შენს ნაცოდვილარ ლექსებსა
ვერ იქმდა ჭკუათმყოფელი,
ცოტა ტვინ მაინც მოეცა
რას გერჩის წუთისოფელი. biggrin.gif



ბრთხილობდე, რომ არ წაგემტვრეს,
ჩემთვის ნალესი კბილიო...
შობილხარ გიორგობათვეს,
მიტომ გაქვს სიტყვა "ტკბილიო"

სიტხვა მეც მიჭრის ხმალსავით,
ესაა რაც მაბადია.
მეც "ვტკბილსიტყვაობ" შენსავით,
იმავ თვეს დანაბადია...

მაგრამ ერთი დღით წინ გისწრებ
ნუ შემოსწყრები ამასა
მერომ ვამთავრებ, შენ იწყებ
დღეობის პურის ჭამასა

ტკბილად გესმოდეს ის რასაც
ზოგჯერ გესროდე ისრადაც.
ცხადად გეტყვი და მკაფიოდ:
მე განა მტრებთან ვკაფიობ?!


პ.ს. 27 ნოემბერს მაქ მე დაბადების დღე wink.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 13 2007, 06:05 PM
პოსტი #2924


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



***
აჰა მოვედი, მომეცა
დრო თქვენთან საკაფავადა.
გულიც მიწევდა დღემუდამ,
აქ თქვენსა სანახავადა! smile.gif

მაგრამ როგორც ვთქვი საქმენი,
თავსა მეხვია ბევრიო.
გუშინ მობრუნდა წაღმასა,
უკუღმა მბრუნი კევრიო!

თქვენს სიტყვებს ვაქებ,
სიმწარე, ლამაზად გირევიათო.
ვატყობ კაფიას რითმები,
უცხოც აგირევიათო!

თუმცა ჯობს ამ თემაშია
შევეშვათ ვაჟა - ილიას ..
თქვენგან ნაჩმახი სტროფები
არა ლექსისა დრილია! smile.gif)

---------------------
სხვას რასა მეტყვით მკაფველნო?
რით გამიხარებთ გულსაო?
თუ ჯიუტად ინარჩუნებთ,
თემას განწყობას 'მტრულსაო'?! biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 13 2007, 07:51 PM
პოსტი #2925


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



Genesis
ყოყოჩი ბევრი გვინახავს,
არვის გასვლია თავისა.
ძაანაც ნუ გაქვს იმედი
მაგ შენი მარჯვე მკლავისა!

იმას არ ვამბობ, გაჩერდე,
კალამი დადო უქმადა,
მაგრამ აქ ტრაბახს შეეშვი,
არვის ეყოფი ლუკმადა!

ძალაზე ნუ ხარ ძმობილო,
თორემ წაიმტვრევ რქებსაო!
მასეთ უგუნურ სქციელს
არავინ შეგიქებსაო.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 13 2007, 08:05 PM
პოსტი #2926


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



M.M.
biggrin.gif :good: :good: biggrin.gif


ყოველ ახალსა მკაფველსა
ჩვენ სიყვარულით რომ ველით
ღმერთია ამის მოწამე
არვის ეთქმის სამდურველი smile.gif

ალბათ ეს ვაჟიც მალევე
გაიგებს ამის გემოსა
ჯერ ახალია არ ძველი
ვაცალოთ მას გონზე მოსვლა

თუმცა აქვე ერთსაც გეტყვით
აქ არ გვინდა კბენა-ღრენა
ვინც ერთმანეთი დაჭამა
ნეტა იმან რა იგემა?

თბილ სიტყვებით გულ გავათბოთ
ესა ჯობდეს ყველაფერს
თორემ ხმლისა აქ მქნეველი
გამორჩება ვერაფერს tongue.gif



--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 13 2007, 08:06 PM
პოსტი #2927


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Nov 11 2007, 10:51 PM) *

გულმა ტირილი დაიწყო,
ჩამოიღვენთა სანთლად,
კარგა ხანია დარდისგან
გადამაქცია ავლად.
ხალხს მხიარული ვგონივარ,
ან ენაკვიმატ დეიდად
თავს ვაჩვენებ და ვჩანვარ...
მინდა, ხვალ მაინც გათებნდეს
დილა სხივების მფენი,
მაგრამ ვაი, რომ მალულად
შვებას ვეღარა ველი...

sad.gif

მაპატიეთ, რამე უნდა დამეწერა, ცუდად ვარ sad.gif
მე ისეთ ქართველს რა ვუთხარ,
რა ვუთხარ ისეთ პოეტსა,
ტანჯული მოყვასისათვის
ტკბილ სიტყვას ვინც ვერ ჰპოებსა?

არ დაიდარდო დაიკო,
ფორუმი შენთან არიო!
ახლა თუ გიდგას ავდარი,
მალე დადგება დარიო.
ციტატა(staywhite @ Nov 12 2007, 08:33 AM) *

რუსულზე ბოდიშს მოვიხდი
და ნუ მომაკლებთ გამგონებს,
ცხელ გულზე ასე მირჩევნის
თუ გამოვურევ ბლატნოებს.
ჯგუფელს წყალი გაუფუჭდა,
მოდიოდა ჩანჩქერივით;
დახმარება მოვინდომე
მეც მაგარი მაშველივით.

"რაზვადნოი კლუჩი"იმ დროს
გვჭირდებოდა როგორც ღუზა,
ამავე დროს ეს ხელსაწყო
მომევლინა, როგორც მუზა. smile.gif

აეს ლექსი მივუძღვენი
ამ პატარა ინციდენტსა
(აქ დავპოსტე, გავიფიქრე:
"იდოს, ხალხი იცინებსა"):

Я сидел один дома,
Без разводного ключа,
Передо мною
Мерцала свеча;

Вода из крана
Текла, как река,
Шум патрулей
Шёл издалека...

Был тихий вечер,
Без суеты;
Я сидел так, и ждал
Когда придёш Ты...




--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 13 2007, 09:01 PM
პოსტი #2928


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(M.M. @ Nov 13 2007, 06:51 PM) *

Genesis
ყოყოჩი ბევრი გვინახავს,
არვის გასვლია თავისა.
ძაანაც ნუ გაქვს იმედი
მაგ შენი მარჯვე მკლავისა!

იმას არ ვამბობ, გაჩერდე,
კალამი დადო უქმადა,
მაგრამ აქ ტრაბახს შეეშვი,
არვის ეყოფი ლუკმადა!

ძალაზე ნუ ხარ ძმობილო,
თორემ წაიმტვრევ რქებსაო!
მასეთ უგუნურ სქციელს
არავინ შეგიქებსაო.



რქის დადგმის არ მაქ ჩვევები,
იქნებ სარკეში ნახეო?
ხოდა მზრუნველი რჩევები
შენთვისვე შეინახეო.

ჩუმად ვარ როცა უღირსთა
წრეში ვარ გამორეული,
დაგიდუმდები თუგინდა
ვით სიტყვა გამოლეული.

wink.gif




--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 13 2007, 09:37 PM
პოსტი #2929


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ყველას.

ხალხნო ვიხუმროთ რა უშავს
ხან ტკბილად, ხანაც მწარედა
წინას ერთთანაც ვიომე
ერთურთი გავამწარეთა.

მხოლოდ სწავლას და ქეიფზე
ხომ არ მოვყვებით მარადა,
ასე ხომ ჩვენი კაფია
ფეხს ვერ დადგება მყარადა.

თანაც გავიგე ამბობენ
ჩვენს კაფიაზე ძვირსაო,
იქცაო ჭამა-სმის თემად
იქ შესვლა აღარც ღირსაო.

smile.gif smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 13 2007, 09:59 PM
პოსტი #2930


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Genesis
ციტატა
ბრთხილობდე, რომ არ წაგემტვრეს,
ჩემთვის ნალესი კბილიო...
შობილხარ გიორგობათვეს,
მიტომ გაქვს სიტყვა "ტკბილიო"

სიტხვა მეც მიჭრის ხმალსავით,
ესაა რაც მაბადია.
მეც "ვტკბილსიტყვაობ" შენსავით,
იმავ თვეს დანაბადია...

მაგრამ ერთი დღით წინ გისწრებ
ნუ შემოსწყრები ამასა
მერომ ვამთავრებ, შენ იწყებ
დღეობის პურის ჭამასა

ტკბილად გესმოდეს ის რასაც
ზოგჯერ გესროდე ისრადაც.
ცხადად გეტყვი და მკაფიოდ:
მე განა მტრებთან ვკაფიობ?!


პ.ს. 27 ნოემბერს მაქ მე დაბადების დღე



დაბადების დღეს რომ მიწერ
წელიც აყოლე ზედაო,
მერე დაჯექ და დათვალე
არ კი გემართოს ბნედაო.

ვინ ვის წინ უსწრებს კი ნახავს
შენი ჟუჟუნა თვალები,
მერე კი ფრთხილად გაიქეც
ფეხს არ აგიძვრეს ნალები. biggrin.gif

სამტრო რაი გვჭირს ვაჟკაცო
მაგაზე ჯვარი გვწერია,
მწარ თუ ვიგემე შენგანა
ნაკლებ არც მე მიწერია. smile.gif

პ.ს. აბა კი გვქონია თითქმის ერთად იუბილე.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 13 2007, 10:52 PM
პოსტი #2931


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(nini_1 @ Nov 13 2007, 08:59 PM) *

Genesis
დაბადების დღეს რომ მიწერ
წელიც აყოლე ზედაო,
მერე დაჯექ და დათვალე
არ კი გემართოს ბნედაო.

ვინ ვის წინ უსწრებს კი ნახავს
შენი ჯუჯუნა თვალები,
მერე კი ფრთხილად გაიქეც
ფეხს არ აგიძვრეს ნალები. biggrin.gif

სამტრო რაი გვჭირს ვაჟკაცო
მაგაზე ჯვარი გვწერია,
მწარ თუ ვიგემე შენგანა
ნაკლებ არც მე მიწერია. smile.gif

პ.ს. აბა კი გვქონია თითქმის ერთად იუბილე.



წლებით შეჯიბრი ვინც სცადა
ზოგმა იმქვეყნად გამასწრო
მიჯობს მე ვიქცე მიწადა
ოღონდ კარგ შაირს დამასწრო






--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 13 2007, 11:53 PM
პოსტი #2932


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ვაჰ, აქ რას აღარ წავაწყდი,
სითბოდ დაღვრილა ხალხიო,
დიდი მადლობა სულ ყველას,
ვინც რომ გამიქრო ჯანღიო!


მპუაააა smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 14 2007, 04:39 AM
პოსტი #2933


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



თამარი_ცქნაფო

ვაქებდეთ თამარ მოდერსა! biggrin.gif

ლამაზო ჩვენო, გილოცავ,
შენ აქ მოდერად გახდომას!
აწ გადაურჩნენ მრავალნი,
თემები სულმთლად წახდომას!

დაუვლი ვიცი დაცოცხავ,
დაასუფთავებს სახლსაო!
ჰოდა პატარას შეგაქებ,
გავუფრთხილდები თავსაო! biggrin.gif (რა ვიცი რაში გამომადგეს მოდერთან ტკბილი სიტყვა biggrin.gif )

არ გაიკარო ნაღველი,
არც სევდა მაგ შენს გულშია.
თავს შემოსძახე: 'ამაყად!
ნუ გახვეულხარ რულშია!'

საქმენი ბევრი გახვედრეს,
ვიცი მოასწრებ ყველასა!
აღარ ვაგრძელებ აქ მეტი,
ქების სიტყვების თელვასა!

მხოლოდღა მინდა გისურვო,
იღბალი რამე დიდიო!
უფალმა გადაგიმართოს,
დაბრკოლებებზე ხიდიო! 2kiss.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Nov 14 2007, 08:10 AM
პოსტი #2934


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(M.M. @ Nov 13 2007, 05:06 PM) *

მე ისეთ ქართველს რა ვუთხარ,
რა ვუთხარ ისეთ პოეტსა,
ტანჯული მოყვასისათვის
ტკბილ სიტყვას ვინც ვერ ჰპოებსა?

აეს ლექსი მივუძღვენი
ამ პატარა ინციდენტსა
(აქ დავპოსტე, გავიფიქრე:
"იდოს, ხალხი იცინებსა"):

Я сидел один дома,
Без разводного ключа,
Передо мною
Мерцала свеча;

Вода из крана
Текла, как река,
Шум патрулей
Шёл издалека...

Был тихий вечер,
Без суеты;
Я сидел так, и ждал
Когда придёш Ты...


M.M. მაგარია 2kiss.gif

ზვიადაურს და სხვებსაც

ძმობილო, ზვიადაურო,
რად აღარ ჩანხარ ძმობაში?
ვიცი, ძნელია,გავიგე
ხარ სიყვარულის კომაში sad.gif

რა გითხრა,რით განუგეშო,
ბლატავ არ მოდის ამაში,
ადამიანებს სჩვევიათ
სხვისი გულებით თამაში.

ჩვენს სატრფონთ სხვა გაახარებს,
მოეფერება ვნებითა,
დავდგეთ, შორიდან ვუცქიროთ
თუ თავს ვაჭირვოთ გვემითა?

ავხანჯლოთ, ესეც არ იზამს,
ღმერთი არ გვაძლევს ნებასა,
რარიგ ძნელია ბიჭებო
ასცდე მრისხანე ვნებასა.

რჯული გვასწავლის ნუ სწუხარ,
რწმენა გაგიქრობს დარდსაო,
რა გითხრათ, როცა მე უკვე
ხურდა დავტოვე დახლსაო...

ასე რომ, ჩემო ზვიადო,
რა მაქვს სათქმელი სხვაზედა,
რამდენი დღეა ცრემლიანს,
დღე მითენდება ხმალზედა.

და ამიტომაც საკუთარ
თავთან დავრჩები მე მარტოდ,
შენ კი რა გითხრა, გიშველის
ჩემი თქმა: "ნიშტიაკ ბრატოკ"? cray.gif

Genesis-ს

რიადავოი Genesis,
სამხედრო ფორმა გაცვია,
ბარემ ზვანიაც გვითხარი
არ დაგექერცლოს ქაცვია .

თუ დაგავიწყდა იქნება
ეთიკა სუფთა სამხედრო,
ნუთუ ენითა ბასრითა
გსურს თავი შენი გახედნო?

შენზე მეტი მაქვს ჩინები,
გამეჯიბრები სროლაში?
არ გირჩევ შიშით ეგება
გულ-ღვიძლ შეჭამო სრბოლაში.

გირჩევ, ეს გადაიფიქრო,
სჯობს ჩემთან დალევა ყავის,
რაში გარგია აბა შენ
უაზროდ შერცხვენა თავის ?! smile.gif 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Nov 14 2007, 11:54 AM
პოსტი #2935


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(nini_1 @ Nov 13 2007, 09:37 PM) *

ყველას.

ხალხნო ვიხუმროთ რა უშავს
ხან ტკბილად, ხანაც მწარედა
წინას ერთთანაც ვიომე
ერთურთი გავამწარეთა.

მხოლოდ სწავლას და ქეიფზე
ხომ არ მოვყვებით მარადა,
ასე ხომ ჩვენი კაფია
ფეხს ვერ დადგება მყარადა.

თანაც გავიგე ამბობენ
ჩვენს კაფიაზე ძვირსაო,
იქცაო ჭამა-სმის თემად
იქ შესვლა აღარც ღირსაო.

smile.gif smile.gif



ვინა სთქვა თითქოს ღრეობა იყოს,
კაფიის ლაღი,მარდი ლექსობა.
ისეთსა კაცა რა ვუთხარ მაშინ,
ვერ მიხვდეს შაირს,მოჰყვეს ყბედობას.

ვინა სთქვა თითქოს აქ სულ ვქეიფობთ,
ჭამა-სმა გვქონდეს ჩვენ დედა ფუძედ.
ამდენი ხანი ვიძახით ნახვას და
დღე, ჩვენ ეს ვერ დავაფუძნედ.

ვინა სთქვა თითქოს თემა არ გვქონდეს,
სასაუბრო და ხალისის მთქმელი.
აქ ვინაცა ვართ ქართული გულით,
ყველას ენა გვაქვს ბასრი და მჭრელი.

ვინა სთქვა თითქოს კაფია კოჭლობს,
დაბარბაცობსო აღმა და დაღმა.
მაშინ ჭურუმე მე მისი მთქმელის,
ვურჩევ გავიდეს, შორს, სადღაც გაღმა.

ვინა სთქვა თითქოს ჩვენ ბევრს ვბლატაობთ,
არაა ესე აქ ჩვენი საქმე.
ახლა კი ნაღდად მინდა რომ გთხოვოთ,
მოდით მკაფველნო წავიდეთ სადმე wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 14 2007, 12:38 PM
პოსტი #2936


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(Genesis @ Nov 13 2007, 09:01 PM) *

რქის დადგმის არ მაქ ჩვევები,
იქნებ სარკეში ნახეო?
ხოდა მზრუნველი რჩევები
შენთვისვე შეინახეო.

ჩუმად ვარ როცა უღირსთა
წრეში ვარ გამორეული,

დაგიდუმდები თუგინდა
ვით სიტყვა გამოლეული.

wink.gif
მე დადუმებას არა გთხოვ,
კარგ ლექსს ვაფასებ მუდამა.
ეგაა, ზოგმა ზრდილობის
წესი ვერ დაამუღამა.

რქები ეტყობა შენს ლექსებს,
განა გიმშვენებს თავსაო.
ბევრი შენებრი ვაჟკაცი
წამხდარი მინახავსაო.

უღირსი მე კი გახლავარ,
მაგრამ შეეშვი სხვებსაო!
თუ არა, ისეთს მოიმკი,
ხელით იგლეჯდე თმებსაო.

ეგრე რომ შემოალაჯე,
ჯერ გაგვაცანი თავიო,
არ დაგვიმალო შენს თავზე
არც კარგი და არც ავიო!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 14 2007, 03:36 PM
პოსტი #2937


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Genesis
ციტატა
წლებით შეჯიბრი ვინც სცადა
ზოგმა იმქვეყნად გამასწრო
მიჯობს მე ვიქცე მიწადა
ოღონდ კარგ შაირს დამასწრო


თითქოს ვერ წერე საკმარად
ან კი გელია სიტყვაო,
ჩემგან აქ წლების ფარდობა
სულ სხვა მიზეზით ითქვაო.

არ დაგენანე შე კაცო?
თავს ბლომად ლექსი გაბნიე,
შენ კი ეგრევე, ხელმოსმით
მიმართვი მიქელ-გაბრიელს biggrin.gif





--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Nov 14 2007, 03:42 PM
პოსტი #2938


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



გინდ ერთი სტროფი გავშარჟო,
გინდ მთელი ათი რიადი.
მაინც ხმას არ მცემთ,მა რა ვქნა,
მამწერეთ რამე დიადი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 14 2007, 04:11 PM
პოსტი #2939


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



zviadauri
ციტატა
ვინა სთქვა თითქოს ღრეობა იყოს,
კაფიის ლაღი,მარდი ლექსობა.
ისეთსა კაცა რა ვუთხარ მაშინ,
ვერ მიხვდეს შაირს,მოჰყვეს ყბედობას.

ვინა სთქვა თითქოს აქ სულ ვქეიფობთ,
ჭამა-სმა გვქონდეს ჩვენ დედა ფუძედ.
ამდენი ხანი ვიძახით ნახვას და
დღე, ჩვენ ეს ვერ დავაფუძნედ.

ვინა სთქვა თითქოს თემა არ გვქონდეს,
სასაუბრო და ხალისის მთქმელი.
აქ ვინაცა ვართ ქართული გულით,
ყველას ენა გვაქვს ბასრი და მჭრელი.

ვინა სთქვა თითქოს კაფია კოჭლობს,
დაბარბაცობსო აღმა და დაღმა.
მაშინ ჭურუმე მე მისი მთქმელის,
ვურჩევ გავიდეს, შორს, სადღაც გაღმა.

ვინა სთქვა თითქოს ჩვენ ბევრს ვბლატაობთ,
არაა ესე აქ ჩვენი საქმე.
ახლა კი ნაღდად მინდა რომ გთხოვოთ,
მოდით მკაფველნო წავიდეთ სადმე


როგორ ხარ ზვიადაურო
ისევ დაბრუნდი ჩვენსაო
მიხარის შენი ხილვაი
ვიმოწმებ მე გამჩენსაო. smile.gif

ეხლა კი პასუხს ვუბოძებ
ამ შენს მონაწერ ლექსსაო
ორ სტროფში გეტყვი ყველაფერს
თავს არ შეგაწყენ ბევრსაო.

ერთ თემას კი წავიკითხე
გვიწუნეს ჩვენ კაფიაო
მხოლოდღა დარჩა მისგანა
ჭამა-სმის კამპანიაო.

ხოდა მეც არ მომეწონა
მიტომ გაფრთხილეთ თქვენაო,
არცა რამ ცუდ მიფიქრია
არც მაქვს აზრები ქვენაო. smile.gif







--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 14 2007, 04:28 PM
პოსტი #2940


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



zviadauri
შაირ სიტყვითა ზვიადამ,
ღმერთი მაღალი ახსენა!
ღმერთმა მოგცეს გამარჯვება,
ლევანა ხარ თუ არსენა! biggrin.gif

ქეიფი ორთავეს გიყვართ,
გზებზედა სუფრის გაშლაო!
ვეღარ მოხერხდა მკაფველთა,
ვერც შეკრება, ვერც დაშლაო!


nini_1
ვინც ჩვენ ნაკაფარს სმა-ჭამა
უწოდოს მეტად უგნურად.
დარჩეს ქეიფის გარეშე,
მარტოდმარტო და უჟმურად!

თუ თქვენ გგონიათ სუფრასა
არ უნდა სიტყვის რითმაო?
ან კი მწარე და ცხარენი,
საკმაოდ აღარ ითქვაო?!

გან გახსენება სჭირია,
აქ კაფიების დუელთა?
ეტყოფა მალ-მალ ფურცვლაში,
ვერ წაუკითხავთ სულელთა! biggrin.gif


Genesis
ვახ, შენ ისევ ენამწარეობ?
ისევ გვემდური რამესო?
მოდი გვითხარი, რა გინდა,
ეს თავი ფიქრით ამევსო. biggrin.gif

თან სიცილაკებს აყოლებ,
თან მწარ-უტაქტო ნაკაფსა?
ვეღარ გავუგე აზრები
თემაში შენსა ლაყაფსა! biggrin.gif

ვინა ხარ? ვისი გორისა?
სახელი გვითხარ შენიო!
რას საქმიანობ ვიცოდეთ,
თუ ხარ ამ თემას მრჩენიო! smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 145 146 147 148 149 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 11:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი