IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 153 154 155 156 157 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
m16
პოსტი Dec 1 2007, 06:35 PM
პოსტი #3081


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



მეც ხომ ძაან მაგარი ვარ
ტოლს არ ვუდებ არვის აქა
აბა ვინმე შემეჯიბროს
თუ არ ვხიო თავში ბანკა


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 2 2007, 12:05 AM
პოსტი #3082


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ყველა წირვაზე წავიდა,
მე ვრჩები მგონი სახლშია,
ხანდახან ამ ცხოვრებაში
ბევრი რამ ჩვენზე ახია.

sad.gif sad.gif sad.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 2 2007, 01:37 AM
პოსტი #3083


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 1 2007, 09:05 PM) *

ყველა წირვაზე წავიდა,
მე ვრჩები მგონი სახლშია,
ხანდახან ამ ცხოვრებაში
ბევრი რამ ჩვენზე ახია.

sad.gif sad.gif sad.gif


არ გინდა თამარ მოწყენა,
რაც ხდება ახის ძახილი...
თავს ნუ სდებ ბრალსა ტყუილად,
თუ არ გაქვს მართლა სამხილი smile.gif

კიდევაც სწირავს მამაო,
სამების ტაძარს მალეო.
შენც წახვალ როცა იქნება
რაუშავს თუ არ ხვალეო.


პ.ს. რაღაც ვერ გამოვიდა ლამაზი კაფია მარა მიმიხვდები ისეც 2kiss.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 2 2007, 02:11 AM
პოსტი #3084


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



თბილისიდან წირვას წასვლა
არც თუ ისე ძნელია
ქუთაისიდან რა გითხრა
გზა ხომ უფრო გრძელია

****

გულს ნუ გაიტეხ თამრიკო,
წირვას თუ ცქნაფო დააკლდა.
მრევლში ციდები არ ჩანან,
იყო , ან თუნდაც არ იყო.
აქ ვიკაიფოთ ჭირიმე,
სიტყვა მითქვია ერთგული;
კაფია ღვთის ნობათია,
ტვინი გავწუროთ ან გული


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 2 2007, 02:19 AM
პოსტი #3085


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



abo 2kiss.gif
რა გითხრა, აბო ბიძია,
რაც არ ვთქვა-
სიტყვა მადლია.
შენთვის კი მათი წარმოთქმა
უფრორე დიდი განძია.

გულმა დაიწყო ფრთხიალი,
მადლობა მითქვამს კაფიად,
რაც ვერ ვთქვი, მაღალმა ღმერთმა
სხივად გაფრქვიოს ადრიან.


პ.ს. რაცხა ვერც მე ვკაფობ დღეს sad.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 2 2007, 02:26 AM
პოსტი #3086


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



გერმანელი ფორუმელი
ფრიცებს ეუბნება შვაინს,
ჩამოდი და გაგვახარე
მტკვარი მირჩევნია რაინს.
სწავლის ძირი მწარე არის
გერმანულიც და ქართულიც
ნასწავლი რომ არ დავკარგოთ
გამოვაბათ მას მავთული....


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 2 2007, 02:30 AM
პოსტი #3087


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(abo @ Dec 1 2007, 11:11 PM) *

თბილისიდან წირვას წასვლა
არც თუ ისე ძნელია
ქუთაისიდან რა გითხრა
გზა ხომ უფრო გრძელია


ქუთაისიდან თბილისი
შორია ჩივი მაგასო?
მაშ კიოლნიდანა მანძილზე
მე ვიტყვი აბა რაღასო? smile.gif

წირვა ყველგანაც წირვაა,
მთავარი იყოს სადმეო.
რო ვერ ვესწრებით იქაცა
ეგაა ძნელი საქმეო... sad.gif

თამარ მეც გითხარ შეიშრე
თვალს ცლემლი, გულში დარდია
დღეს არა, ხვალ იყვავილებს
შენს ბაღშიც ია-ვარდია 2kiss.gif



ციტატა(abo @ Dec 1 2007, 11:26 PM) *

გერმანელი ფორუმელი
ფრიცებს ეუბნება შვაინს,
ჩამოდი და გაგვახარე
მტკვარი მირჩევნია რაინს.
სწავლის ძირი მწარე არის
გერმანულიც და ქართულიც
ნასწავლი რომ არ დავკარგოთ
გამოვაბათ მას მავთული....

biggrin.gif

მაგრად მომაბით მავთული,
მეც მინდა ეგე საქმეო.
თან შეამოწმეთ კარგადა
არ ქონდეს ნაკლი სადმეო!
არ გაწყდეს მერე ვინცობა,
თუ გავიწიე ცოტაო.
არ დავრჩე 'ფრიცთა' ქვეყანას
თავს არ დავიდო ცოდვაო biggrin.gif
რა მინდა აქ სიბერემდე,
სხვისი მე ვწიო ჭაპანი?
რით ვართ ქართველნი ვითომა,
საქართველოში ჯაბანნი? smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 2 2007, 02:36 AM
პოსტი #3088


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ქეთიმ შემოკრა ნაღარა
ცქნაფო დაქალიც აქაა
სიტყვა რომ აღარ გამომდის
თმაში გამიჩდა ჭაღარა.
ფორუმმა იქეთ ილოცოს
ჩვენ კიდევ ლოცვა აქეთა,
გერმანიაში გავგზავნეთ
ჭოჭის მიმცემად ჩვენ ქეთა.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 2 2007, 02:40 AM
პოსტი #3089


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



abo
ისევ მოსულხართ კაფიას
და ისევ გვიწერთ ლექსსაო,
დიდება თქვენს გამოჩენას
მადლი კი უფალ ღმერთსაო.

მართლა ძალიან მიყვარს ეს ადამიანი 2kiss.gif





--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 2 2007, 02:44 AM
პოსტი #3090


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(abo @ Dec 1 2007, 11:36 PM) *

ქეთიმ შემოკრა ნაღარა
ცქნაფო დაქალიც აქაა
სიტყვა რომ აღარ გამომდის
თმაში გამიჩდა ჭაღარა.
ფორუმმა იქეთ ილოცოს
ჩვენ კიდევ ლოცვა აქეთა,
გერმანიაში გავგზავნეთ
ჭოჭის მიმცემად ჩვენ ქეთა.


ქეთი უჭოჭებს ყოველსა,
ვისთვისად დასაჭოჭია
ამიტო ეგე მევთული,
კაი მაგრა გასაკოჭია biggrin.gif

სუფრას უხდება ხალისი,
ხმანი დაფის და ნაღარის!
აბო კარგი ხარ იცოდე,
ნუ გეშინია ჭაღარის!

ფორუმელების ლოცვა კი
ჩვენ შეგვეწევა აქვეცა.
ერთი-ორი დღეც გავიდეს
შემითხელდება საქმეცა.

მერე მივხედავ ისევა,
კაფვას დავიწყებ ძველებურს.
ჩამი დაც ჩამომიყოლობს
15-ში ღვინოს ჩვენებურს! biggrin.gif (ხოდა ფორუმსაც დავლოცავ biggrin.gif )


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 2 2007, 02:51 AM
პოსტი #3091


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



nini_1

გერმანიაში ქეთი და,
ამერიკაში ნინი- ა
ერივეს თქვენ დაგენაცვლოს
ჭაღარა აბო ბიძია.
თქვენი იმედი ქვეყანას
მუდამ ქონდა და ექნება
აქეთ იჩქარეთ კარგებო
ქვეყანა თავზე გვენგრევა.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 2 2007, 02:56 AM
პოსტი #3092


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



k@the
ციტატა
ქეთი უჭოჭებს ყოველსა,
ვისთვისად დასაჭოჭია
ამიტო ეგე მევთული,
კაი მაგრა გასაკოჭია

სუფრას უხდება ხალისი,
ხმანი დაფის და ნაღარის!
აბო კარგი ხარ იცოდე,
ნუ გეშინია ჭაღარის!

ფორუმელების ლოცვა კი
ჩვენ შეგვეწევა აქვეცა.
ერთი-ორი დღეც გავიდეს
შემითხელდება საქმეცა.

მერე მივხედავ ისევა,
კაფვას დავიწყებ ძველებურს.
ჩამი დაც ჩამომიყოლობს
15-ში ღვინოს ჩვენებურს! (ხოდა ფორუმსაც დავლოცავ )


ეგრე აგრძელე ქეთევან
არ კი ჩააგო ხმალია,
ყველა გერმანელს აგემე
ქართული სიტყვის ძალია.

თუ ვინმემ ცუდად მოგხედოს
დაუბრიალე თვალია
ისე გახადე არ შერჩეს
არც ერთი მთელი ძვალია biggrin.gif biggrin.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 2 2007, 02:59 AM
პოსტი #3093


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



abo
nini_1

თქვენ დაილოცეთ კარგებო,
მიყვარხართ მართლა ყველაო.
მასეთ შვილების პატრონსა
სამშობლოს არ ჭირს შველაო!
smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 2 2007, 03:06 AM
პოსტი #3094


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



abo
ციტატა
nini_1

გერმანიაში ქეთი და,
ამერიკაში ნინი- ა
ერივეს თქვენ დაგენაცვლოს
ჭაღარა აბო ბიძია.
თქვენი იმედი ქვეყანას
მუდამ ქონდა და ექნება
აქეთ იჩქარეთ კარგებო
ქვეყანა თავზე გვენგრევა.


მეც მინდა ვნახო სამშობლო
მიტოვებული ჩემგანა,
არ კი შეგარცხვენთ, გპირდებით
რომ ვიქართველებ ყველგანა.










--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 2 2007, 03:12 AM
პოსტი #3095


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441





ნინ ამერიკას წასულო,
შენ ჩემო კარგო გოგონა,
სიმპატიები მე შენზე
ვირტუალური მეგონა,
სულ ვფიქრობ ემიგრანტებზე,
დარდი მკლავს მათი გოგონა
თქვენზე ტაძარში ვილოცე
სანთელი დავდგი ბობოლა



--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 2 2007, 03:20 AM
პოსტი #3096


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



abo
ციტატა
ნინ ამერიკას წასულო,
შენ ჩემო კარგო გოგონა,
სიმპატიები მე შენზე
ვირტუალური მეგონა,
სულ ვფიქრობ ემიგრანტებზე,
დარდი მკლავს მათი გოგონა
თქვენზე ტაძარში ვილოცე
სანთელი დავდგი ბობოლა


ღმერთმა გახაროთ მაგისთვის
დიდი მადლობაც ჩემგანა
ლოცვისა მადლი გეწიოთ
თან დაგყვებოდეთ ყველგანა.

მაგ თქვენი სანთლის ციმციმმა
გამინათელა ბნელია
ღმერთო მიცოცხლე დიდხანსა
ყველა, სიკეთის მქმნელია 2kiss.gif smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 2 2007, 03:53 AM
პოსტი #3097


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



შენთან ბაასი ნინიკო
იქნებ მერჩია თავსაო,
ქართული ღამე ჩამოწვა
ყურება უჭირს თვალსაო.
წავალ დავწვები ვიფიქრებ,
გული არ შვება სხვასაო
ხერხემალს გავშლი, დავწვები
მტერს სიზმრად ვახლი ქვასაო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 2 2007, 02:45 PM
პოსტი #3098


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ღამისთევაზე სამებაში

დადუნასა და ნინორეს
შემთხვევით შევხვდი კარებთან,
ძლივს მოვახერხეთ შემოსვლა,
კინაღამ დავრჩით გარეთა.

წირვა როგორც კი დამთავრდა,
ხალხი მაშინვე გაიქცა.
ისე მოწეწეს სახლებში,
ვერ მოვასწარი "დაიცა".

ზვიადაური ვერ ვნახე,
ვერც თათი ოთხმოცდაშვიდი sad.gif
კანონისტს ისეც ვიცნობდი,
რომ დავინახე, დავმშვიდდი kanonisti.gif

ფლოიდსაც გადავეყარე,
ტკბილი ღიმილით დამიხვდა.
ერთის სახელი არ მახსოვს,
საფიქრებელი გამიხდა.

მე მგალობლებთან ვიდექი,
წვერიანი და გამხდარი.
ხალხი რომ ვერ გავიცანი
ცოტა ნირი მაქვს წამხდარი.

გალობის პარალელურად
ვიჭაჭებოდი ხველითა,
ტანთ მეცვა მუქი სამოსი,
ქურქი მეჭირა ხელითა.
ციტატა(Genesis @ Dec 1 2007, 02:17 PM) *

სულ შენი ცუნცულებია,
შემოგეჩვია ტურაო...
მამლობას ცდილობ- მელია
ცხვრის ტყავით შეიბურაო.

ვინ რითმავს შენზე ნაკლებად?!
რომელს არ უჭრის ენაო?!
ან ვინ უპირობს აკლებას?!
დაცვას ვინ გკითხავს შენაო?!

ვინ არის შენი ცუნცულა?!
ვინ ითხოვს შენგან დაცვასა...
რითმები მოსდევთ ბმულ-ბმულად
მოჰგავს მწვადების აცმასა...

აქეთ დაგიცვან, გიჭირდეს,
იქნება შენზედ ახიო
ნაპოსტი ძვირად გიღირდეს...
ქაღალდი იყოს, დაჰხიო
შენ ბიჭო ოსნაბრუკელო, დამთვრალო ნემცის ლუდითა biggrin.gif
ხომ არ გგონია, მაშინებ შენი სამხედრო ქუდითა?
ნუ ფიქრობ "პანჩურს ამოვკრავ, ქვას ვასროლინებ კუდითა"!
ისევე შენ თავს არ ავნო მაგ შენი სიტყვით მრუდითა.

იმას არ ვამბობ, ქალები ლექსში სუტები არიან.
ამათი ლექსის საკითხად ყოველდღე მომიხარია.
მამლაყინწობას შენ ცდილობ, აიკელ მთა და ბარია,
საბანი შემოიკეცე, არ შეგეპაროს ქარია! tongue.gif
ციტატა(Genesis @ Dec 1 2007, 02:46 PM) *

წასვლის მიზეზი არ გახსოვს
მე იშვიათად ვბრაზდები
როცა მეტყვიან სამასხროს
არასდროს არ "ავვარდები"

ზოგის მომესმა წუწუნი
და საქმეების გარჩევა...
ვტქვი იყოს, ჩემთვის უკუნი
აღარ ვისურვე დარჩენა...

მერე ვნახე რომ შემტენეს
გაბრაზება და გაბუტვა.
ტირილით გამომასვენეს
თმებისა იწყეს დაპუტვა...

თავის ფასება მაბრალეს.
შავადაც "გამაპიარეს".
გამურულ რკინას მადარეს.
ნეტა რა გამაპრიალებს?! biggrin.gif

ჭრელი პეპელა შევიქენ
ვერც დავრჩი, ვერც წავედიო..
მერე ცოტა რამ შევიგენ
ვფურცლე ახალი გვერდიო.
ეგ უკვე არის პროგრესი,
ასე განაგრძე შენაო,
იცი, ტრაბახით სოფელი
ვერავინ ააშენაო.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 2 2007, 03:18 PM
პოსტი #3099


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ვიხუმრე, შარი არ მინდა,
გიწვდი მეგობრულ ხელსაო.
თუ ცოტა გადავამლაშე,
შემინდე მე კახელსაო!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 2 2007, 03:49 PM
პოსტი #3100


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(M.M. @ Dec 2 2007, 12:18 PM) *

ვიხუმრე, შარი არ მინდა,
გიწვდი მეგობრულ ხელსაო.
თუ ცოტა გადავამლაშე,
შემინდე მე კახელსაო!

რათ იხევ? მაგრად დადექი! biggrin.gif
რაის ხუმრობა, სწორი ხარ!
გვერდში ვართ გამშველებლები,
მარტო ნურავის გონიხარ!

biggrin.gif

ფორუმის მანდილოსნებსა,
ტოლი არა გვყავს კაფვაში!
ბევრი ვაჟკაცი გვინახავს
კაფვაში სულის ღაფვაში!

ნინი, თათია, ნანიკო,
ჩვენი ცქრიალა მაკუნა,
ყველა მაგარი მკაფველი
ღმერთმა თემაში მარგუნა.

დაეწყობიან ორ-ორად
დაიმწარებენ ენასო biggrin.gif
მერ ტკბილსაც მოაყოლებენ,
არ გიტოვებენ წყენასო!

დავითიც ასე გვიტოვებს
საქმეთა ჯეროვნებასა:
''ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი,
თუ ეძებ გემოვნებასა!''


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 153 154 155 156 157 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 06:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი