IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სალა ღობო!, კაფიაობა
შეხვეწილი
პოსტი Feb 13 2007, 03:52 PM
პოსტი #1


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



მოკლედ, აქ ვაშაიროთ ერთმანეთი ზრდილობიი ფორმებშია. მოდით იუმორით ვუთხრათ ერთმანეთს, როგორი წარმოგვიდგენია ნიკის იქეთ მყოფი ადამიანი. გავეხუმროთ.

კი ყველგანა ვხუმრობთ, ვხალისობთ, ვენამოსწრებობთ, მაგრამა აქ უფრო პირადად ვიხუმროთ, ერთმანეთსა ვეშაიროი... ველაღობოი და ვიფუნდრუკოი... შაირი და ტკბილ-მწარე სიტყვაც ხომ ჩვენი ისტორიაა და მემკვიდრეობა... ამბობენ დეპრესიაი შველისო... rolleyes.gif

ერთი პირობითა: ამ პირველის გარდა ყველა გაურითმავი პოსტი დაექვემდებაროს რეინკარნაცია-დისკვალიფიკაციასა biggrin.gif


ესეც ეპილოგადაა:

,,შაირობა ოდითგანვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი,
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი!''


ალავერდი შენთანა ვაარ: ჰაიტ, შე გლახა!


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
310 გვერდი V « < 154 155 156 157 158 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(3100 - 3119)
Genesis
პოსტი Dec 2 2007, 08:54 PM
პოსტი #3101


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(M.M. @ Dec 2 2007, 02:18 PM) *

ვიხუმრე, შარი არ მინდა,
გიწვდი მეგობრულ ხელსაო.
თუ ცოტა გადავამლაშე,
შემინდე მე კახელსაო!


Fუჰ შენისთანა კახელი
კლდესთან მიიყვა ჰკა ხელი... biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Dec 2 2007, 09:28 PM
პოსტი #3102


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(k@the @ Dec 2 2007, 02:49 PM) *

ფორუმის მანდილოსნებსა,
ტოლი არა გვყავს კაფვაში!
ბევრი ვაჟკაცი გვინახავს
კაფვაში სულის ღაფვაში!

ნინი, თათია, ნანიკო,
ჩვენი ცქრიალა მაკუნა,
ყველა მაგარი მკაფველი
ღმერთმა თემაში მარგუნა.


დაეწყობიან ორ-ორად
დაიმწარებენ ენასო biggrin.gif
მერ ტკბილსაც მოაყოლებენ,
არ გიტოვებენ წყენასო!

დავითიც ასე გვიტოვებს
საქმეთა ჯეროვნებასა:
''ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი,
თუ ეძებ გემოვნებასა!''



უყურე ერთი ამასა
შეკრიბა ქალთა ლაშქარი.
შესშინებია ცალასა...
სიტყვა უთქვია ნაჩქარი.

შემყვანად შემომაგება,
აწი უნდა ვთქვა ტკბილიო
-გვეყო რაც მწარე გვაგემა
-გვიღრინა თეთრი კბილიო...

ქება რა ცუდად მოირგე?!
ეშმაკობ მაღლა მდგომიო...
შენ მხოლოდ ერთხელ მოიგე
არ მოგიგია ომიო...

დროზე დაგჭირდეს მგონია
მოჰხადო რითმის წნილები
შენს ხაჭაპურებს სჯობია
ჩემი ნაცხობი ბლინები


tongue.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 2 2007, 11:32 PM
პოსტი #3103


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Genesis
ციტატა
უყურე ერთი ამასა
შეკრიბა ქალთა ლაშქარი.
შესშინებია ცალასა...
სიტყვა უთქვია ნაჩქარი.

შემყვანად შემომაგება,
აწი უნდა ვთქვა ტკბილიო
-გვეყო რაც მწარე გვაგემა
-გვიღრინა თეთრი კბილიო...

ქება რა ცუდად მოირგე?!
ეშმაკობ მაღლა მდგომიო...
შენ მხოლოდ ერთხელ მოიგე
არ მოგიგია ომიო...

დროზე დაგჭირდეს მგონია
მოჰხადო რითმის წნილები
შენს ხაჭაპურებს სჯობია
ჩემი ნაცხობი ბლინები

ქალებზე საუბრის დროსა
ფრთხილად მოზომე სიტყვები
ვერ კი გვაჯობებ ყმაწვილო
რაც უნდა ხლართო რითმები.

ხაჭაპურებს რომ იწუნებ
რამ გაგიწყალა ტვინია?
იფრთხილე არ კი დაგეწვას
შენი ნაცხობი ბლინია biggrin.gif biggrin.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Dec 3 2007, 12:39 AM
პოსტი #3104


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(nini_1 @ Dec 2 2007, 10:32 PM) *

Genesis

ქალებზე საუბრის დროსა
ფრთხილად მოზომე სიტყვები
ვერ კი გვაჯობებ ყმაწვილო
რაც უნდა ხლართო რითმები.

ხაჭაპურებს რომ იწუნებ
რამ გაგიწყალა ტვინია?
იფრთხილე არ კი დაგეწვას
შენი ნაცხობი ბლინია biggrin.gif biggrin.gif


როდის ვიწუნებ ხაჭაპურს?
პირიქით, ვმადლობ ძალიან...
განსაკუტრებით დასავლურს
შევჭამდი ახლა მადლიანს smile.gif

ცოტა ბოლო დროს შემბრალდა
ჩავარდა აჯამთ ხელშია
ვერ დაუზილავთ ბრტყელადა
ბულკებს დაუსვეს გვერდშია

ჩემი ჯობია ბლინები
მაგეთი ბულკის ცხობასა...
აწყალებული ტვინები
ვერ შესძლებს გამოცნობასა smile.gif


IPB-ს სურათი

ammm.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 3 2007, 01:15 AM
პოსტი #3105


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Genesis
ციტატა
როდის ვიწუნებ ხაჭაპურს?
პირიქით, ვმადლობ ძალიან...
განსაკუტრებით დასავლურს
შევჭამდი ახლა მადლიანს

ცოტა ბოლო დროს შემბრალდა
ჩავარდა აჯამთ ხელშია
ვერ დაუზილავთ ბრტყელადა
ბულკებს დაუსვეს გვერდშია

ჩემი ჯობია ბლინები
მაგეთი ბულკის ცხობასა...
აწყალებული ტვინები
ვერ შესძლებს გამოცნობასა


კი ვხედავ, შენი ბლინები
კარგადაც დაწითლებულა
ბევრი მინახავს შენფერი
ბოლოს რომ გაწბილებულა.

არც ბულკი არის ურიგო
ხაჭაპურზე კი რაღა ვთქო
სინდისს რა ვუყო მაგ ბლინის
მცხობელ კაცი რომ არ ვაქო biggrin.gif

იჩემებ მზარეულობას
ამბობ ბიჭი ვარ მაგარი,
ქალებთან ომში ჩაბმულო
გიჯობს გათხარო სანგარი. laugh.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 3 2007, 01:42 AM
პოსტი #3106


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(Genesis @ Dec 2 2007, 06:28 PM) *

უყურე ერთი ამასა
შეკრიბა ქალთა ლაშქარი.
შესშინებია ცალასა...
სიტყვა უთქვია ნაჩქარი.

შემყვანად შემომაგება,
აწი უნდა ვთქვა ტკბილიო
-გვეყო რაც მწარე გვაგემა
-გვიღრინა თეთრი კბილიო...

ქება რა ცუდად მოირგე?!
ეშმაკობ მაღლა მდგომიო...
შენ მხოლოდ ერთხელ მოიგე
არ მოგიგია ომიო...

დროზე დაგჭირდეს მგონია
მოჰხადო რითმის წნილები
შენს ხაჭაპურებს სჯობია
ჩემი ნაცხობი ბლინები
tongue.gif


აღაფრთოვანა ყოველი
ვინც ხაჭაპური იგემა.
გენესის განა არ იცი?
ომი ბრძოლებით იგება! biggrin.gif

გუშინ ისწავლე რაღაცა,
ბლინის მაგვარის ცხობაო. tongue.gif
არ მოაყოლა ამ ამბავს,
აქ კუპლეტების წყობაო?!

აგერ დიაცნი კი ვაცხობთ,
დიდი ხანია ბლინსაო.
მარა მაგ ამბით არავის
აქ არ ვულაყებთ ტვინსაო biggrin.gif

ზეგ აჯაფსანდალს ვამზადებ,
მერე გასწავლი როგორცა.
ადვილად ვიცი რეცეპტი,
შენ დაამზადე ოღონცა.

არ დარჩე ის მშიერი,
კი ხარ გამხდარი მეტადო. biggrin.gif
აჯაფსანდალი გასინჯე,
შენ მეგობრებთან ერთადო. biggrin.gif

მარა იცოდე: რეცეპტი,
საიდუმლოა მათთვისო!
ფორუმელებსაც ვაფრთხილებ,
არ გაუმხილოთ არვისო!

საუკუნეთა ნატოვარს,
თქვენ კი დაგიწერთ აქვეო.
მარა რეცეპტის გამმხელსა,
ცუდად წაუვა საქმეო! mad.gif

biggrin.gif მდაა, რეებს ვწერ, მე რა თვითონ იწერინება biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 3 2007, 02:13 AM
პოსტი #3107


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



k@the
ციტატა
არ დარჩე ის მშიერი,
კი ხარ გამხდარი მეტადო.
აჯაფსანდალი გასინჯე,
შენ მეგობრებთან ერთადო.


შენა გგონია უშველის
მაგ ყმაწვილს აჯაფსანდალი?
ვერ ხედავ როგორ გამხდარა
მის ძვლებს გაუდის ფამფალი.
biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Dec 3 2007, 03:58 AM
პოსტი #3108


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



k@the
nini_1

თქვენი რითმები მახელებს,
ზრუნვა კი მომეწონაო..
ჩემი სურათის მნახველებს,
გაწუხებთ ჩემი წონაო.

არ მაქ მე ამის ნაკლია
და თქვენი სათაკილოო...
ოთხმოცზე მრგვალად მაკლია
სულ რაღაც ხუთი კილოო

არ შემაწუხებს მგონია
ღიპი და ჭარბი ცხიმები...
თუ გიჯობთ "ფილარმონია"?
დაცინვით გავიღიმები...

თქვენ კი უბრთხილდით ტკბილსაო
შოკოლადიც კი მტერია
წონა თუ გაგკრავთ კბილსაო
მერე დიეტა ძნელია... smile.gif

პ.ს.
აი ეს თქვენთვის ცნობარი
(რუსულიც გარეულია...)
თუ ქალი არის "პოვარი"
კაცი - შეფ მზარეულია














--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 3 2007, 04:17 AM
პოსტი #3109


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
პ.ს.
აი ეს თქვენთვის ცნობარი
(რუსულიც გარეულია...)
თუ ქალი არის "პოვარი"
კაცი - შეფ მზარეულია


შეფობა გინდა გენეზის?
მაშინ მოიძრე ქუდია
სამზარეულო თუ ჯარი?
არჩევან შენზედ მინდვია tongue.gif

ქალებს ნეტაი რაზედა
შემოსწყრი ეს ვერ გავიგე
თუ გგონია რომ შენზედა
ნაკლები არის აქ ვინმე? tongue.gif

მსროლელიც აქ გვყავს"სალდატო"
თოფს მოიმარჯვებს მარდადო
აქ თუკი ვინმემ სიტყვებით
ჩვენ "შეგვაგინა" არ გვაქო tongue.gif

ოდიდთგან ასე ყოფილა
კაცი ეჯიბრვის კაცსაო
თუ სიტყვამ საქმე არ გასჭრა
მაშ იშველიებს ხმალსაო.

შენ კი აქ ქალებს ამაყად
"უმარიაჟე" სიბასრე
კაცობად თუკი მაგას თვლი
წაი თავს ნუღა "იბაცნებ"

---------
ეხლა წავედი ძილსა მე
უნდა ვაფარო თავიო
პასუხისთვის კი ხვალ მოდი
აქ არ კი დაგხვდეს ზავიო!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Dec 3 2007, 04:02 PM
პოსტი #3110


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



თათი87
არავარ შენი საკბილო
სხვას გაუსინჯე რითმაო...
არ არის ის სათაკილო
რაც ჩემგან გამოითქვაო...

შენმა "ნაკაფმა" მოთხრობამ
გუნება წამიხდინაო
გაურIთმავმა ოხრობამ
სიზმარი ამიხდინაო

თუ მახსოვს, ადრე იკითხე,
ჩემს ლექსს რად არ ცემ პასუხსო...
წერას სჯობს წიგნი იკითხე
ამ რჩევით მინდა დაგნუსხო...

კაფია პროზა როდია?!
ჩანახატივით საწერი...
მიკვირ რა პირით მოდიან!?
ურიტმო ლექსთა დამწენრი...

თუ ასე გინდა წერაო
გახსენი თემა პროზისა.
ეგ არის შენი წერაო-
ჩანახატის და თხრობისა...







--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 3 2007, 05:28 PM
პოსტი #3111


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(k@the @ Dec 2 2007, 03:49 PM) *

რათ იხევ? მაგრად დადექი! biggrin.gif
რაის ხუმრობა, სწორი ხარ!
გვერდში ვართ გამშველებლები,
მარტო ნურავის გონიხარ!
უბრალოდ შარი არ მინდა,
ტკბილი სიტყის ვარ მოსურნე.
არ ეკადრება ამ ფორუმს
ბოღმიანი და მოშურნე.
ციტატა(Genesis @ Dec 2 2007, 08:54 PM) *

Fუჰ შენისთანა კახელი
კლდესთან მიიყვა ჰკა ხელი... biggrin.gif
მე ხელი გამოგიწოდე,
შენ დამისვარე ფურთხითა...
რა ვქნა, საიდან მოგიდგე,
ნეტავ რომელი კუთხითა?

მე ისევ იმას გთავაზობ,
რომ გავაფორმოთ ზავიო.
არ ეკადრება ამ ფორუმს
ლექსი ასეთი ავიო.
ციტატა(Genesis @ Dec 3 2007, 03:58 AM) *

k@the
nini_1

თქვენი რითმები მახელებს



თქვენ კი უბრთხილდით ტკბილსაო
შოკოლადიც კი მტერია
წონა თუ გაგკრავთ კბილსაო
მერე დიეტა ძნელია... smile.gif
რითმებს ნურავის უწუნებ,
თორემ მოგივა მარცხია!
მაღალი პოეზიისა
არც შენს ნაკაფებს არ ცხია.

პუტკუნა ქალებს რას ერჩი?
თვალს სიამოვნებს ყურება.
შენი სუყველა შაირი
სარკაზმს რად ემსახურება?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Dec 3 2007, 07:01 PM
პოსტი #3112


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(Genesis @ Dec 1 2007, 02:22 AM) *

გუშინ მესიზმრა საწყალსა
ავი რამ ვიყავ დილიდან
გეზი ვუცვალე სარწყავსა,
მეზობლის ყანის წილიდან.
წონა დავაკელ საწყავსა,
ქატო არ ვხილე ფქვილიდან.
ფასი ვუმატე საწვავსა,
ოფლი ვიდინე კბილიდან...
სხვასთან წავასწარ წაწალსა
სისხლი ვადინე ღრძილიდან
მოვყევ მინამდე წანწალსა
მინამ არ მოვრჩი ძილიდან...
მთქნარებით მოვყევ ბანცალსა
ყავა დავისხი ქილიდან
არ დავუცადე დაცლასა..
ლაპტოპს მივუჯექ წინიდან
მოვყევ ფორუმში მარცვლასა
ახ ლა ვაპირებ შეწყვეტას :=)


დედაა..აი ვინ მოსულა და tongue.gif

ვიკითხე შენი ამბები,
წვრილ-წვრილად შენგან მოველი.
მაჰყვე სად იყავ,სად ხვნეშდი, laugh.gif
გატყობ იყავი მგლოველი.

რაიო,შენზე ვდარდობდით?
აბა დაგვიდგა ავდრები biggrin.gif
იმ დღიდან,შენ რომ გახვედი,
გვაცვია ყველას შავები.

მოხვედი,მერე რა ლხენა,
აბა დააწყვე ხონჩები.
მერე შენთანა შაირსა,
დილამდე აქ არ მოვრჩები wink.gif

ისე ჩაგეთვალა, სწორი მარცვალია რითმაში...

ყველას მინდა მოგეფეროთ,
გიძღვნად ჩემგან გული ჩემი.
მოგართვათ და აგემოვნოთ,
რითმის მსუყე კენკრის კრემი biggrin.gif

რა ენის გასატეყივითაა..


გენესის....

შენ უნდა გვითხრა ძმობილო,
ალბომი მაქვსო პატარა.
მინდა რო გცტყორცნო სიტყვები,
"ცხოვრებამ სად არ გატარა". laugh.gif

ეს მთის გული და უშგული,
არ დაგრჩა ძღვა და პლიაჟი.
პოზები ფერად-ფერადი, tongue.gif
ფოტონი 100 კვირაში.
გადაგიღია ულევად,
წეიღე ახლა ტყვიავში...ეს ბოლო რა შუაშია კაცმა არ იცის

ციტატა(Genesis @ Dec 2 2007, 08:54 PM) *

Fუჰ შენისთანა კახელი
კლდესთან მიიყვა ჰკა ხელი... biggrin.gif





laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 3 2007, 11:56 PM
პოსტი #3113


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



Genesis
მერე ვინ გითხრა გენეზის
შენზე დავცვითო კბილები
სულ რომ უქმადა ვკვდებოდე
მიჯობს დავკვნიტო ღილები...

რითმების "მეფე" შენა ხარ?!
ვინ დაგამტკიცა ნეტაო?!
ერთი-ორს სიტყვა უთხარი
თავს აგივარდა ბნედაო.

პროზაა თუ პოეზია
ჩემი სტიქია ფარული
აქ გამოჩინდა ყოველი
არა მაქვს მე დაფარული...

თავი რომ მაღლა გიჭირავს
რას ესწრაფები ნეტავი
მსუბუქ თავთავებს ხომ იცი
ჭირს გამოუყვანს მფშვნეტავი.



-------

პ.ს. თუ ჩემი რითმა გარკოლებს
არ გეხატება გულზედა
ცივი წყალ მოგდის ონკანში
მიისხი საწვერულზედა...


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Dec 4 2007, 01:05 AM
პოსტი #3114


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(M.M. @ Dec 3 2007, 04:28 PM) *



მე ისევ იმას გთავაზობ,
რომ გავაფორმოთ ზავიო.
არ ეკადრება ამ ფორუმს
ლექსი ასეთი ავიო.?



ავი რათ არის ხუმრობა?
ძლიერ ვხალისობ ამითო
ყალბია მედიდურობა...
არ მსურს რომ ვინმემ დამითმოთ

კარგი დავზავდეთ თუ გაწყობს...
არც გვიკაფვია ვითომო...
სხვას თუ ართობს და მეც მართობს
რითმებით უნდა ვიომო

მალე მოგინდეს გამოთქვა
შენებრი ბასრი სიტყვაო...
მაგრამ ფეხი ვერ გამოდგა
რაღაი ზავი ითქვაო...








--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 4 2007, 03:19 AM
პოსტი #3115


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



რა ზავი?! რაის მანდილი?!
ომი მწადია!!! კამათი!!!
რა მოსაწყენი პარტია,
ორ სვლაში ერთი შამათი!

გენესის ჩემსა წონასა,
შენ ნუ იდარდებ ბევრსაო.
ისედაც ცოტა კილონი,
კი დავიკელი წელსაო biggrin.gif

შეფ პოვარობას ჩემულობ?
ვინ დაგამტკიცა ნეტაო?
მაგ ადგილისთვის იცოდე
დიდი ხანია წყვეტაო biggrin.gif

აქ არა ყოფნის შეფობას,
მხოლოდ ბლინისა ცხობაო. biggrin.gif
შეფობას უნდა ნიჭი და
კარგად რითმების წყობაო. biggrin.gif


-----

თათიას ქომაგად ...

იცოდე სხვებს ნუ უწონი,
გამართულობას რითმისა!!!
მერ პასუხ არ გაგიკვირდეს,
თუ რამეს მწარედ იტყვისა!



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 4 2007, 11:53 AM
პოსტი #3116


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Genesis
ციტატა
თათი87
არავარ შენი საკბილო
სხვას გაუსინჯე რითმაო...
არ არის ის სათაკილო
რაც ჩემგან გამოითქვაო...

შენმა "ნაკაფმა" მოთხრობამ
გუნება წამიხდინაო
გაურIთმავმა ოხრობამ
სიზმარი ამიხდინაო

თუ მახსოვს, ადრე იკითხე,
ჩემს ლექსს რად არ ცემ პასუხსო...
წერას სჯობს წიგნი იკითხე
ამ რჩევით მინდა დაგნუსხო...

კაფია პროზა როდია?!
ჩანახატივით საწერი...
მიკვირ რა პირით მოდიან!?
ურიტმო ლექსთა დამწენრი...

თუ ასე გინდა წერაო
გახსენი თემა პროზისა.
ეგ არის შენი წერაო-
ჩანახატის და თხრობისა...


დიდი პოეტის სახელის
არავის აქვს პრეტენზია
ან იქნებ მე შემომიჩნდა
ეს ოხერი ამნეზია? biggrin.gif

წიწაკა მოსმულ ენასა
რომ ატრიალებ შენაო,
ცოტა მიწაზეც ჩამოდექ
არ გარგებს ცაში ფრენაო.

თანაც რომ დასტკბე, გიჯობნის
აზრებ გაჰყარე ქვენაო,
ყოველ დილით კი შაქარსა
ერთ-ორ აუსვი ენაო. biggrin.gif biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 4 2007, 11:59 AM
პოსტი #3117


დაურეგისტრირებელი









გაბაონ გუშინ გავიცან
და შემიყვარდა ეგ კაცი
მაგარი ვიღაც ყოფილა
რათ აწყენინეს ამათი ... biggrin.gif laugh.gif

უF კაი პურიც ვჭამეეთ biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 4 2007, 12:11 PM
პოსტი #3118


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ქავთარაძე
ციტატა
გაბაონ გუშინ გავიცან
და შემიყვარდა ეგ კაცი
მაგარი ვიღაც ყოფილა
რათ აწყენინეს ამათი ...

უF კაი პურიც ვჭამეეთ


კარგ ლექსებს წერდა კი მახსოვს
ვინ აწყენინა ნეტავი?
ან ე, მაგ ცუდი საქმისა
ვინ იყო აქ გამბედავი smile.gif






--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Dec 4 2007, 12:46 PM
პოსტი #3119


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(nini_1 @ Dec 4 2007, 12:11 PM) *

ქავთარაძე
კარგ ლექსებს წერდა კი მახსოვს
ვინ აწყენინა ნეტავი?
ან ე, მაგ ცუდი საქმისა
ვინ იყო აქ გამბედავი smile.gif



მეც მიკვირს ვინ აწყენინა,
ან ვინ დაუხვდა ავადა.
იქნებ მუზები გაექცნენ,
იქნებ მათ კლანჭებს ჩაბარდა wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 4 2007, 12:54 PM
პოსტი #3120


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



zviadauri
ციტატა
მეც მიკვირს ვინ აწყენინა,
ან ვინ დაუხვდა ავადა.
იქნებ მუზები გაექცნენ,
იქნებ მათ კლანჭებს ჩაბარდა


იქნება თავად მოვიდეს
გვითხრას ვინ რა სთქვა საწყენი
ეგებ ეხუმრა ვინმე და
კაცი დაგვირჩა ნაწყენი sad.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 154 155 156 157 158 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 08:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი