IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 240 241 242 243 244 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
guest
პოსტი Sep 25 2008, 11:13 AM
პოსტი #4821


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ქალები ჯარის თემისთვის დავწერე და აქაც იყოს smile.gif

რად ჰყვედრით კაცნი ბანოვანთა ჯარისკაცობას ,
განა კაცებზე ჯაბნად გვესმის ჩვენ მამაცობა ?
არ გემეტებით ცივ სანგრისთვის გასაგებია,
ხშირად კი გულის კარზედ გრჩებათ გასაღებია...

თუ სიყვარულმა ჩვენ ჩაგვაცვა რკინის ფარაჯა,
ნუთუ ვერ შევძლებთ მამულს ვედგეთ ჩვენაც დარაჯად?
უხეშ ჩექმაში თუ იღლება ნაზი ფეხები,
სიზმარში მაინც გვმოსავს კაბა ჭრელი ფერების...

დღეს დამიწერეს ძნელიაო ვაჟკაც ქმრის ყოლა,
მოგიკლავენო და მოგიწევს ეულად წოლა,
ამას მირჩევნის უსამაროდ მის გვერთ დავეცე,
ასეთ ფიქრებში უამრავი წელი დავკეცე...

თუ სიყვარულმა წელს აგვასხვა აბჯარი მძიმე ,
თუ ერთგულებამ დაგვავიწყა სიმშვიდის მღვიმე,
რად იყვედრებით თავგანწირვას ამას ქალისას,
ის ისეც სტირის ამ შეწირულ იღბალს თავისას...

რად ჰყვედრით კაცნი ბანოვანთა ჯარისკაცობას ,
განა კაცებზე ჯაბნად გვესმის ჩვენ მამაცობა ?
მაშინ გვატარეთ ხელით ნაზად გარეშე ომის,
ლომ უნდა იყოს ნათქვამია მეუღლე ლომის....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 25 2008, 11:36 AM
პოსტი #4822


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



staywhite
ნან, მაგარია! 2kiss.gif

რა დაგიწერო, არ გჭირდების დიაცო ქება!
ან, რას შეგმატებს, ჩემ ნაწერი სიტყვათა წყება... 2kiss.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 14 2008, 03:20 AM
პოსტი #4823


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



k@the
ციტატა
რა დაგიწერო, არ გჭირდების დიაცო ქება!
ან, რას შეგმატებს, ჩემ ნაწერი სიტყვათა წყება


smile.gif 2kiss.gif

ირგვლივ მდუმარე აურზაურს ჩოხა ჩაუცვამს,
მოუსვენრობას სიწყნარეში დანას დაუსვამს,
ტკივილი მწარედ ააგორებს ლოყაზე ცრემლებს ,
და მონატრების მჭედელი კი მძლავრად სცემს გრდელმლებს.

მე ჩემი ბედი მივამსგავსე ბედსა ქართლისას,
უსამართლობას შეუმოსავს კაბა ქარვისა,
მტარვალს მტერს ურცხვად უქნევია ბასრი მახვილი,
ქარიშხალს მიაქვს საფლავიდან გმირთა ძახილი...

ვაჟკაცთა სისხლი თვალებიდან თითქოს მე მცვივა,
იმათი მწარე იარებიც თითქოს მე მტკივა,
აჩეხილები ვერ ჰპოვიან მათ სამარეს მშვიდს,
წინაპრებისგან თხოულობენ სასიკვდილო შვილდს...

როცა დედანი შავ ძაძებში ეძენებენ შვილებს,
როგორ გვეძინოს თბილ ლოგინში ნეტავ ჩვენ მშვიდებს?
შავი სიზმარი ჩემს ბიჭებთან მიმიყვანს ახლოს,
იქ ბრძოლის ველზე დაუნდობლად სიკვდილი სახლობს...

მინდა ახლოდან დავიტირო მარჯვენა მათი,
სანუგეშებლად გავიხსენო ღვთისმშობლის კვართი,
მინდა თითეულს მოვეფერო ცრემლის მდინარით,
და შევუდედო ჭრილობები სისხლად მდინარი...

ისევ მზის სხივი დილას მისას აკეთებს საქმეს,
გამეღვიძება ცოცხალს ისევ მოარულს სადმე,
ისევ სიჩუმე დაიბუდებს ირგვლივ წყეულად,
მწარე დარდი კი შეხორცდება ისევ სხეულად...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 16 2008, 02:03 PM
პოსტი #4824


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



staywhite
ნან, ეს კაფია კი არა ლექსებია, შემოქმედებაში უნდა დადო.
ლექსები, თანაც ძალიან კარგი 2kiss.gif
ცრემლი მომადგა წაკითხვისას user.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Oct 16 2008, 09:03 PM
პოსტი #4825


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



მე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ვიმაიმუნეთ მეათე კლასში დააა.... ანათემას ნუ გადამცემთ smile.gif

ჩემი ბლოგიდან დავაკოპირე და შესავალი არ შეიმჩნიოთ

“ყივჩაღის პაემანი” მე-10 კლასში გავიარეთ biggrin.gif მაგ დროს as usually ლადოს გვერდზე ვიჯექი(აი ის ლადო სულ რო იტყუება და თვითონაც რომ სჯერა). ხოოდა მუზა მოგვივიდა რაა და ლექსი ცოტათი გადავაკეთეთ.
თავისთავად, ლექსი იდეალური არა.
არის რაღაც ფაქტობრივი უზუსტობები: “გოთ-ფესტზე გნახე………და ხმა ისმოდა ნაითვიშისა…”
ურითმო ადგილები: როცკერად-გადამიჩეხა. ისე ეს ჩვენი ბრალი არაა, ლეონიძესაც მასე აქვს. ჩვენნაირად საშინლად არა, მაგრამ… ყივჩაღად-გადამიჩეხა
რაღაც ბოდვა: “ვლეწე გეპეი შიპოვკიანი”. ამისი აზრი მე არ მესმის, მაგრამ ლადომ დაიჟინა მასე დავწეროთო და მეთქი კარგი…

აი ისიც:

გოთის სხადნიაკი

სასაფლაოდან გოთი გაფრინდა,
პადზემკის ქსელი გადაიარა,
ისევ დავლიე,
მზიურის ბოლოს
ჩასაფრებული ვაწყობ გიტარას.

მტკვარზედ, ვერეზედ ისევ ყვავიან
ხოდაბუნდები ორქიდეისა,
შენი პირსინგიც ისე ტკბილია
როგორც ბალტიკა დადუღებისას.

გოთ-ფესტზე გნახე,
კონცერტი იყო
და ხმა ისმოდა ნაითვიშისა,
ნეტამც ორაყი არ დამელია და იმ დღეს დრამი არ დამელეწა

საფლავ და საფლავ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზა სისხლიანი,
გვირაბს ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე გეპეი შიპოვკიანი.

მაგრამ თვითონაც დაილეწება
დაბადებულა ვინც კი როცკერად,
მუზარადიან ვიკინგს შემოვხვდი,
თავი მათრახით გადამიჩეხა.

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები,
როგორც ქემელის ღერს ოხშივარი,
კუკიის ველებს ასდით ნისლები.

მოდი, გეძახი ათას წლის შემდეგ,
დამნაცროს ელვამ ტყავის ტანგისა,
შავი ვარდების ნიშანი არის
და დრო ახალი სხადნიაკისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 27 2008, 03:02 PM
პოსტი #4826


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



thumbs.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Oct 27 2008, 07:45 PM
პოსტი #4827


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(subterranean @ Oct 16 2008, 08:03 PM) *

მე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ვიმაიმუნეთ მეათე კლასში დააა.... ანათემას ნუ გადამცემთ smile.gif

ჩემი ბლოგიდან დავაკოპირე და შესავალი არ შეიმჩნიოთ

“ყივჩაღის პაემანი” მე-10 კლასში გავიარეთ biggrin.gif მაგ დროს as usually ლადოს გვერდზე ვიჯექი(აი ის ლადო სულ რო იტყუება და თვითონაც რომ სჯერა). ხოოდა მუზა მოგვივიდა რაა და ლექსი ცოტათი გადავაკეთეთ.
თავისთავად, ლექსი იდეალური არა.
არის რაღაც ფაქტობრივი უზუსტობები: “გოთ-ფესტზე გნახე………და ხმა ისმოდა ნაითვიშისა…”
ურითმო ადგილები: როცკერად-გადამიჩეხა. ისე ეს ჩვენი ბრალი არაა, ლეონიძესაც მასე აქვს. ჩვენნაირად საშინლად არა, მაგრამ… ყივჩაღად-გადამიჩეხა
რაღაც ბოდვა: “ვლეწე გეპეი შიპოვკიანი”. ამისი აზრი მე არ მესმის, მაგრამ ლადომ დაიჟინა მასე დავწეროთო და მეთქი კარგი…

აი ისიც:

გოთის სხადნიაკი

სასაფლაოდან გოთი გაფრინდა,
პადზემკის ქსელი გადაიარა,
ისევ დავლიე,
მზიურის ბოლოს
ჩასაფრებული ვაწყობ გიტარას.

მტკვარზედ, ვერეზედ ისევ ყვავიან
ხოდაბუნდები ორქიდეისა,
შენი პირსინგიც ისე ტკბილია
როგორც ბალტიკა დადუღებისას.

გოთ-ფესტზე გნახე,
კონცერტი იყო
და ხმა ისმოდა ნაითვიშისა,
ნეტამც ორაყი არ დამელია და იმ დღეს დრამი არ დამელეწა

საფლავ და საფლავ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზა სისხლიანი,
გვირაბს ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე გეპეი შიპოვკიანი.

მაგრამ თვითონაც დაილეწება
დაბადებულა ვინც კი როცკერად,
მუზარადიან ვიკინგს შემოვხვდი,
თავი მათრახით გადამიჩეხა.

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები,
როგორც ქემელის ღერს ოხშივარი,
კუკიის ველებს ასდით ნისლები.

მოდი, გეძახი ათას წლის შემდეგ,
დამნაცროს ელვამ ტყავის ტანგისა,
შავი ვარდების ნიშანი არის
და დრო ახალი სხადნიაკისა.

laugh.gif

რა ნაცნობი სულისკვეთებაა

მე-9 კლასი,დიდი შიპებიანი სამაჯური და ჩემზე გრძელი ჯაჭვი,გოთოფილია და შავი ლაქი..ხეხ biggrin.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 27 2008, 08:38 PM
პოსტი #4828


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967




g.gif

თემაში რითმვის ბუმების,
მახსოვს დრო იყო - მომენტი.
აწ ვერმრითმავებს შეგვრჩენის
ღილაკი ერთი: 'comment'-ი...

sleep.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 30 2008, 10:36 AM
პოსტი #4829


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(k@the @ Oct 27 2008, 08:38 PM) *

g.gif

თემაში რითმვის ბუმების,
მახსოვს დრო იყო - მომენტი.
აწ ვერმრითმავებს შეგვრჩენის
ღილაკი ერთი: 'comment'-ი...

sleep.gif
რატომ არ ცდილობ, მერედა,
რომ გააღვიძო თემაო?
რას გვარგებს მოწყენილობა,
ტირილი, თავში ცემაო?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Oct 30 2008, 03:21 PM
პოსტი #4830


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



რავა ხართ დიდო მკაფველნო,
რას დაგიყრიათ კალმები.
ხო მშვიდობითა ბრძანდებით,
ხომ არ დაუშვით ალმები.

მე განა სადმე წავედი,
ან სადმე გლახად ვიარე.
ცოლეურს ვიყავი გამშპარი,
რიკოთი გადავიარე.

სიმამრმა მასვა არაყი,
ღვინო ნაღდი და კაცური.
ისეთი გადავიწვი,რომ
გაქმონდა ტკაცა-ტკუცუნი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 13 2008, 06:17 PM
პოსტი #4831


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ქეთი ფიქრობს:
"ტკბილად რითმვა ხალისს მიქრობს.

არ მყავს ოპონენტი ვარგი,
ავიკარ თემიდან ბარგი..." sleep.gif



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 14 2008, 11:33 AM
პოსტი #4832


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



აგიკრავ მე შენ! რას ქვია,
სხვას გინდა გადააბრალო?
შენ რომ დადუმდი, მას შემდეგ
გახდა ეს თემა საბრალო.

ვერც ჩატში გამოგიწვიე,
არც ამყევ მესიჯობაში,
არ გაიპარო ემანდა
ნელ-ნელა მუშაობაში!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 14 2008, 12:48 PM
პოსტი #4833


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



M.M.

რას მემუქრება მიშაო,
მეც კი მყავს ჩემი კრიშაო tongue.gif whistling.gif

მაინც გიყვარვარ ვიცი,
არა გჭირდება ფიცი biggrin.gif biggrin.gif

თავად დაკარგე მუზანი,
პროზით დაიწყე წერაო.
ესეც ეტყობა ყოფილა
ამ თემის ბედისწერაო. biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 17 2008, 10:34 AM
პოსტი #4834


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ჩემი მუზები თქვენა ხართ,
რომ გაიკრიფეთ საცხა.
აქ კერა მართლა გაცივდა,
იქ წაველ, საცა დაცხა.

ვეცადე ამომექაჩა,
მაგრამ მარტომ ვერ შევძელი.
იქნება "ბიძია თომა"
გამოდგეს უფრო დღეგრძელი.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Nov 17 2008, 10:44 AM
პოსტი #4835


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



ამ თქვენს ლექსების თემაში
მიმიღეთ ერთიც ფშაველი,
თქვენამდე მოსვლად მე ბევრი
გადმოვიარე მთა-ველი.

ვერ ვპოულობდი ამ თემას
ფორუმზე სადა მალავდით?
თურმე აქ ლექსებს აჭენებთ
და თან მალ მალე ნალავდით.

თქვენ მოქნეული მახვილით,
მტერი მშიშარი ფრთხებოდა,
მე რატომ არ შემომძახეთ,
თუ აქ კაფია ცხვებოდა?


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Nov 17 2008, 10:54 AM
პოსტი #4836


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(M.M. @ Nov 14 2008, 10:33 AM) *

აგიკრავ მე შენ! რას ქვია,
სხვას გინდა გადააბრალო?
შენ რომ დადუმდი, მას შემდეგ
გახდა ეს თემა საბრალო.

კარგად იცი ლექსის წერა
უნდა მოგვცე მაგალითი.
კაფიებს რა რიგ ამშვენებს
შენი ლექსი მარგალიტი.


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Nov 17 2008, 11:08 AM
პოსტი #4837


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(iakob @ Nov 17 2008, 09:44 AM) *

ამ თქვენს ლექსების თემაში
მიმიღეთ ერთიც ფშაველი,
თქვენამდე მოსვლად მე ბევრი
გადმოვიარე მთა-ველი.

ვერ ვპოულობდი ამ თემას
ფორუმზე სადა მალავდით?
თურმე აქ ლექსებს აჭენებთ
და თან მალ მალე ნალავდით.

თქვენ მოქნეული მახვილით,
მტერი მშიშარი ფრთხებოდა,
მე რატომ არ შემომძახეთ,
თუ აქ კაფია ცხვებოდა?


შემოდი შენი ჭირიმე
მასპინძელ სანამ მოსულა.
კართან სანამდე იდგები
დღესარ მოვიდეს რომ სულა?


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Nov 17 2008, 01:12 PM
პოსტი #4838


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(iakob @ Nov 17 2008, 10:44 AM) *

ამ თქვენს ლექსების თემაში
მიმიღეთ ერთიც ფშაველი,
თქვენამდე მოსვლად მე ბევრი
გადმოვიარე მთა-ველი.

ვერ ვპოულობდი ამ თემას
ფორუმზე სადა მალავდით?
თურმე აქ ლექსებს აჭენებთ
და თან მალ მალე ნალავდით.

თქვენ მოქნეული მახვილით,
მტერი მშიშარი ფრთხებოდა,
მე რატომ არ შემომძახეთ,
თუ აქ კაფია ცხვებოდა?



მახველ და აბა დაყაჭე,
სიტყვები ალალ-მართალი.
კაფვაში ფშავლებს ძმობილო,
არ ჰყავთ ხომ იცი ბადალი.

ხოდა არცა შენ გეგების,
კაფო ჭიანი კაფია. smile.gif
ვატყობ,რომ უკვე მიგიღო
მკაფველთა დიდმა მაფიამ.


აბა გაგვეცან სახელით,
რომ მოდიოდი მთა-ველით.

გზად ხომ არ გადიგხვევია,
ხომ ისახელე დალევით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 17 2008, 01:54 PM
პოსტი #4839


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



M.M.

გადაგვაბრალე, ჰო, მიდი,
შენი მუზების გალევა. tongue.gif
აღარ გიტაცებს ლექსები,
მარტო- "ხინკალი, დალევა" tongue.gif biggrin.gif


iakob
ფშაველიოოო? დაგიმხია,
თავზედ ქუდი საჩინო.
იქნებ, ცოტა აიწიო და
სახეც გამოაჩინო? biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 17 2008, 02:28 PM
პოსტი #4840


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(შევრდომილი @ Nov 17 2008, 07:54 AM) *

კარგად იცი ლექსის წერა
უნდა მოგვცე მაგალითი.
კაფიებს რა რიგ ამშვენებს
შენი ლექსი მარგალიტი.


მაგას შექებამ აწყინა,
მუზამ დაუწყო ღალატი.
რითმა თავისით არ მოსდის,
ხოდა, ებღაუჭება ძალათი laugh.gif


ციტატა(შევრდომილი @ Nov 17 2008, 08:08 AM) *

შემოდი შენი ჭირიმე
მასპინძელ სანამ მოსულა.
კართან სანამდე იდგები
დღესარ მოვიდეს რომ სულა?


შენ არ ხარ თემას მცხოვრები?
ვინღა მასპინძელს ელიო? rolleyes.gif
თუ შენც დაგაკლდა მუზანი,
შენც ჩაიქნიე ხელიო? tongue.gif biggrin.gif




ციტატა(zviadauri @ Nov 17 2008, 10:12 AM) *

ვატყობ,რომ უკვე მიგიღო
მკაფველთა დიდმა მაფიამ.


ვითომ? cool.gif მიიღო მაფიამ?
ჯერ ჩააბაროს ტესტები! biggrin.gif
ზედიზედ 10-ჯერ გარითმოს
და მერე ავუღოთ ''ჩესტები'' biggrin.gif





P.S.
კაფავს ქეთო ხალისითო,
არ იკვეხნის ხარისხითო biggrin.gif biggrin.gif



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 240 241 242 243 244 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd July 2025 - 11:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი