![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#5021
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
კახეთს არცხვენო ამბობენ თავად რატომ არ გრცხვევიათ? კახური ღვინის დალევით მუცელი გამომბერვია.. ძმაო კახეთი ღჳინითა ტყუილად ხომ არ განთქმულა. ხოდა უღიპო კახელი სად გინახავს ან სად თქმულა. ![]() -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
ნაინა |
![]()
პოსტი
#5022
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
KAIROS
ციტატა ვა რა კაია ტრფობა ლომებსაც არბილებს, კარგად დაწერე, სალომედ! არ კი გელოდი კაიროს გამკვირვებია ძალიან, მაშ დავეხმაროთ იაკობს გულს ჩავარდნია ქალია. სახელ კი გამოიცანი ეგრე ვფიქრობდი მეცაო, ცოდოა, ქალის ტრფობამა ვაჟ როგორ გაგვიმხეცაო. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ნაინა |
![]()
პოსტი
#5023
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
iakob
ქალს გრძნობა უნდა აჩვენო რად გინდა ჩემი რჩევაო, შენგან სითბოს რომ იხილავს ნელ-ნელა მოგეჩვევაო. მერე ქორწილის სუფრაზე შემოდგი ღვინოს ბოცები თქვენს სადღეგრძელოდ ყანწითა ერთს მეც კი დავილოცები. ![]() Tarzana კი მოგივლია ბაღდადი ღვინოცა გისვავს ბევრიო, გაგიტენია მუცელი როგორც კახური ქვევრიო. ისე კი ნათესავებსა კი უჯობნიათ ტვინითა კახელ კაც ბაღდადს გაგბერეს ჭაჭით დაწურულ ღვინითა. ![]() პ.ს. ისე ბაღდადი თუ ბაღდათი? მე რამდენადაც მახსოვს ბაღდათი უნდა იყოს ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#5024
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ეგრე სად არი ძმობილო თავი ვისა აქ ხისაო. შენ მოგიწევს დალევა განსხვავებულისაო ![]() უარი მითქვამს როდისო? მიზეზიც არ დამელევა - ახალი წელი მოდისო. ძმაო კახეთი ღჳინითა ტყუილად ხომ არ განთქმულა. ხოდა უღიპო კახელი სად გინახავს ან სად თქმულა. ![]() ბიჭი ვარ ტანკენარიო, ვერც კი მიხვდები ეს ღიპი რაზომ ტევადი არიო. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#5025
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
ჩამაასხი და გადავკრამ, უარი მითქვამს როდისო? მიზეზიც არ დამელევა - ახალი წელი მოდისო. თუ არ გინახავს, შემხედე, ბიჭი ვარ ტანკენარიო, ვერც კი მიხვდები ეს ღიპი რაზომ ტევადი არიო. გამონაკლისი ყოფილხარ რად არ ჰგეხარ კახელებსა? ზოგჯერ იქაური ღვინო ტანკენარებს ახელებსა. ![]() ღიპი ტევადი გქონია, ყანწსაც ხო უნდა დაძვრაო, წაივარჯიშე, არ გითხრან შეეშინდა და გაძვრაო. ![]() ჯერ პირს რძე არ შეგშრობია თუმც აგიღია მარაგი, დაიცა, ღიპსაც დაიდებ ნუ გეგონება არაკი. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#5026
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ერთხელ იფეთქა კაფიამ,
მერე მიმკვდარდა კვლავ, ეჰ, მუზავ, რას გვემართლები, უწყალოდ რატომ გვკლავ? -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
zviadauri |
![]()
პოსტი
#5027
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
ეს მართლაც გულსატკენია,
რითმები დაღმა ხნავს. ამაზე ცუდი რა გინდა, ლექსი ტვინს ვეღარ ფხანს |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#5028
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
მარტო კითხვა კი არ უნდა
შაირს, კაფიას აქ თითო თქვენც უნდა დაწეროთ თითო თწვენც უნდა თქვათ.. ეტყობა ჩვენაც მოგვწყიდა ამ თემას სამნი ვართ ჩვენ კი ვახარბთ ერთმანეთს მაგრამ არავინ სხვა... ვეჭიდავები გოგოებს თითებს მაზოლი გაუჩნდა ამათაც ვატყობ ჩემსავით შაირი უკვე არ უნდათ ![]() -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#5029
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
ვეჭიდავები გოგოებს თითებს მაზოლი გაუჩნდა ამათაც ვატყობ ჩემსავით შაირი უკვე არ უნდათ ![]() ეგ არ იქნების ტიალო, ნუ შესწყვიტამ წერას ვეჟო, და მე თუ გადამირჩები, კართან სხვა დგას, უნდა გჟეჟოს. ![]() სხვებსაც კიდე მოუწოდებ შემოვიდნენ კაფიასა, როცა საქმეს მორჩებიან და შესჭამებენ ფიასა. ეხლა წაველ მეც საქმე მაქვს თქვენ დატოვეთ ლექსებიო. როცა კიდე დავბრუნდები პასუხობას ვეცდებიო. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#5030
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
პასუხ თორე ჩემო მაგდა
შენც გული არ გამიხეთქო კარში ვინ დგას ამისტანა რითი უნდა ამაფეთქოს ![]() დრო თუ არ გაქ ან საქმე გაქ მიდი მიდი მოითავე მერე ისევ ჩვენთან მოდი გული ისევ გაგვიხარე ![]() -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#5031
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
Tarzana აბა უყურე ამათა ეს რა უთქვიათ ტიალებს გგონიათ მთელი ქვეყანა თქვენს კაფიაზე ტრიალებს. ლექსი მოაკლდათ ქალებსო ერთი შენ გვყავხარ მგოსანი, იცი, მაგას არ შეგარჩენს ქართველი მანდილოსანი. ![]() გუშინ მოველ და გილექსე პასუხ ვერ ვნახე აქ მეო, მთელ თვეს ვერ დაგელოდები მეცა მაქვს ჩემი საქმეო. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#5032
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
შენი იმედი მუდამ მაქვს
ვიცი რომ გამცემ პასუხსა მარა სხვა ქალებს მოუხმეთ თქვენ ორი დარჩით მამულსა? როცა დავჯდები კი დავწერ შაირ-კაპიას თქვენთვისა ხოდა რაც მეტნი იქნებით მით გაძნელდება ჩემთვისაც... მინდა ძალები მოვსინჯო წაგეჭიდაოთ უფრო ბევრს ციტატა ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 1 დამალული წევრი) აგერ სტუმარი კითხულობს ესიამოვნოთ უცხოებს... გაწევრიანდეს სუყველა მეც გამომიჩნდეს ქომაგი თვარა თქვენ მეხმატკბილებით სხვა გამოჩნდება ქოფაკი ![]() ნაინა რითი ხარ დაკავებული ალბათ მუშაობ ქალაო მე კი სამრეკლოს შენებით ხელში აგარ მაქ ძალაო ![]() საღამოს ვწვები ვიძინებ აღარ მაქ წერის თავია მარა არ წავალ, დამმართეთ თქვენ კაპიობის მანია ![]() -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#5033
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
რითი ხარ დაკავებული ალბათ მუშაობ ქალაო მე კი სამრეკლოს შენებით ხელში აგარ მაქ ძალაო ![]() საღამოს ვწვები ვიძინებ აღარ მაქ წერის თავია მარა არ წავალ, დამმართეთ თქვენ კაპიობის მანია ![]() ისეთ საქმეს შესდგომიხარ გიშველის ღმერთი მალაო, საქმეც ხო კარგად მიგიდის თანახმა არი ქალაო. მარა საჯაროდ არა სთქვა ღმერთი ბრძანდება მაღლაო, ინატრე, არ დაგელიოს, მაგეთი საქმით დაღლაო. ხომ იცი სიტყვა საქმეა საქმეს არ უყვარს ყბედობა, ვხედამ გადიდგულებულხარ შემდგომში ვიღა გენდობა. ვაჟს არ ვაფასებ ყბედობით, წუწუნითა და ვიშითა. გაკეთებულს ახმოვანებთ სალაყბოს აღარ იშლითა. კარგი ქომაგ რო ინატრე, ეს დაგიწერე მიტომა. შერბილებული კაფია რაზედ გვიწუნე ვითომა? ![]() -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#5034
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
შევრდომილი
ყოჩაღ გოგონავ მაგდაუ ეს მამეწონა ფრიადა სიმკაცრე ვიგრძენ როგორღაც შაირს შენ უყრი ნიადაგს.. რომ ვიკარგები არ ვჩანვარ და არ იფიქროთ გაქრაო შაშინებია ლაღობის მიტომ დავწერე, რა ვთქვა რომ დავდივარ დავეხეტები საქმე არა მაქვს რამეთქო? შემოსვლაც კი მეზარება ამ ლექსებს რაღა დაწერსთქო?! არა ჭირიმე შენია მე არა დამიკვეხნია იმის თქმაც არ შაილება თავმდაბლობა რომ მჩვევია... მაგდავ მოყევი რა ხდება რას საქმიანობ შენაო რაღაცას ალბათ აკეთებ მეც რომ მოგიწყო სცენაო ![]() ![]() -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#5035
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
Tarzana
იგეთ არაფერს ვაკეთებ აქ რო საწერად ღირდესო. მარა მზად ვარ დავეხმარო თუ ვინმეს რამე სჭირდესო. ![]() -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
ნაინა |
![]()
პოსტი
#5036
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
შევრდომილი Tarzana ვკითხულობ თქვენს ნაწერებს და გულსა უხარის მეტადა ისე, სხვები სად გაგვიქრნენ სამნი რომ დავრჩით კენტადა. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#5037
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
ვკითხულობ თქვენს ნაწერებს და გულსა უხარის მეტადა ისე, სხვები სად გაგვიქრნენ სამნი რომ დავრჩით კენტადა. ეგ აღარ ვიცი თუმც ველი ვინმე გამოჩნდეს კარშია. არ ევარგების კენტობა ვინმე დაგვიდგეს მხარშია -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
იაკობ |
![]()
პოსტი
#5038
|
![]() ფშაველი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 626 რეგისტრ.: 21-April 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,622 ![]() |
ლექსების კითხვა თვალთვალში
თავზე დამადგა ღამეო, ცოტა ხანს შაისვენებდეთ მეც მათქმევინეთ რამეო. ![]() -------------------- სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა. |
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#5039
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
ლექსების კითხვა თვალთვალში თავზე დამადგა ღამეო, ცოტა ხანს შაისვენებდეთ მეც მათქმევინეთ რამეო. ![]() რო მოხვალ, უმალ გაჰქრები საქციელ ეგ რისიაო? თავს ფაფახი რო გახურამს უჩინმაჩინისიაო? ![]() გვერდზე გავდექი, შენია მოედანი და ველიო. ნეტაი რაის დაგვიწერ მოუთმენელად ველიო -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
ნაინა |
![]()
პოსტი
#5040
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
iakob
ამდენი დღეა მოგელით არ კი გითქვია რამეო, მაგ შენს მუზებსა იაკობ მგონი დაუდგა ღამეო. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი