IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 251 252 253 254 255 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
იაკობ
პოსტი Dec 9 2008, 10:47 PM
პოსტი #5041


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622




აქ ვერაფერი დავწერე
ვიკითხე მარტო სხვებისა
ლექსები დამიწერია
მე ჩემი გაჭირვებისა tongue.gif

მე წერა აღარ შამიძლის
გამაყოლებდეთ ნაგავსო
გოგონა შემყვარებია
იმისი ცეცხლი მდაგავსო



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 9 2008, 11:04 PM
პოსტი #5042


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



iakob
ციტატა
აქ ვერაფერი დავწერე
ვიკითხე მარტო სხვებისა
ლექსები დამიწერია
მე ჩემი გაჭირვებისა

მე წერა აღარ შამიძლის
გამაყოლებდეთ ნაგავსო
გოგონა შემყვარებია
იმისი ცეცხლი მდაგავსო


სიყვარული ფრთებს რომ ასხავს
ნუთუ ეგ არ გაგიგია?
ტკბილი ლექსი სატრფოსათვის
შესაწირი ტარიგია.

ხოდა იმარჯვე კალამი
ძალა ატანე ნიჭსაო
ქალ ვეღარ ეტყვის უარსა
შენებრ მოლექსე ბიჭსაო. smile.gif


პ.ს.
აბა მიდი იაკობ და ქორწილი არ გამოგვაპარო,
ადრეც გილექსე ყანწით უნდა დავლიო სადღეგრძელო თქო biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Dec 9 2008, 11:12 PM
პოსტი #5043


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



იაკობ დაბრუნებულა
თუმცა წასვლას გაიძახის
როცა კი გაუხარდება
მაშინ დაგვიწერს ის შაირს...

სხვებს კი მოუხმობ მობრდზანდით
შემოიხედეთ ამ თემას
თითო კაფია დატოვეთ
მთლად გაგვახარებთ სუყველას tongue.gif


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 10 2008, 10:47 PM
პოსტი #5044


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



შევრდომილი
ციტატა
ეგ აღარ ვიცი თუმც ველი
ვინმე გამოჩნდეს კარშია.
არ ევარგების კენტობა
ვინმე დაგვიდგეს მხარშია


ქეთო მათემატიკოსიც
გამოგვეცალა მგონია,
აღარას გვიწერს კაფია
ნინიას ბაღი ჰგონია biggrin.gif (მოი კოტიკო, მოი tongue.gif)


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Dec 10 2008, 11:10 PM
პოსტი #5045


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ნაინა
მართლაც და საით წავიდა
ნეტა მშვიდობა არისო?
მათემატიკოსი თუა,
ექნების საანგარიშო.


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Dec 11 2008, 04:53 PM
პოსტი #5046


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



ნაინა
შევრდომილი

მგონი დაგვიფრთხა ქეთუშა
იაკობ ეტანებოდა tongue.gif
მას კი ამ კაცის კაფია
სიმართლედ ელანდებოდა...

მოვა სად წავა? აქაა
რითმები შემოელია
მოდი ქეთევან გეთაყვა
აქ მეგობრები გელიან smile.gif


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Dec 11 2008, 05:29 PM
პოსტი #5047


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



როგორც იქნა შემოვედი
სალაღობოს მეგობრულსა,
აბა ხალხნო მომიყეით
აქ რა ხდება,ერტხმად, გუნდად.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Dec 11 2008, 05:58 PM
პოსტი #5048


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



გოგო ბიჭები ვჭიდაობთ
მრავალ არიან ქალები
ცდილობენ წელში გაგვტეხონ
მარა არ ყოფნით ძალები biggrin.gif


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 11 2008, 06:06 PM
პოსტი #5049


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ეს რა ამბები ყოფილა
ქალებს უსვრიათ ისარი,
მე მგონი მიზანს აუცდათ
მთელია გულის ფიცარი.

ჩაიგდეს ორი ჯეელი
თითონ არიან ბანდაო smile.gif
და თანაც აგულისებდნენ
საშველი არსით ჩანდაო

ქალებო ერთ სტროფს რო დასწერთ,
ვაჟები სწერენ ათსაო,
სათქმელსაც კარგად ამბობენ
არ დაგიხრიან თავსაო,

მაგრამ ეს გული მაინცა
თქვენზედ აუგს ვერ იტყვისა
ლამაზები ხართ კარგები,
ლამაზად მთქმელნი სიტყვისა smile.gif



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Dec 11 2008, 06:18 PM
პოსტი #5050


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



ოპააააა... მოვმრავლდით მგონია biggrin.gif
ყურს სიტყვა გაუგონია
ყველა შემოდით ილექსეთ
დაგრჩებათ მოსაგონია smile.gif


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი Dec 11 2008, 06:55 PM
პოსტი #5051


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



კვლავადაც მოგესალმებით, ხელი წამიცდა დღესაო biggrin.gif
ნეტავი რამდენ კაფიას იტევს ეს "სალაღობო" მღერაო
ერთ კაი წიგნად შემოკვრად ღირს ნამდვილად ეს თემაო
მეამაყება ყოველთვის მელექსე ხალხის ხილვაო!


ამუზას უთქცამს
ციტატა

ქალებო ერთ სტროფს რო დასწერთ,
ვაჟები სწერენ ათსაო,
სათქმელსაც კარგად ამბობენ
არ დაგიხრიან თავსაო,

ეტყობა კვლავ გადიფიქრა მიუწერია ბოლოში
ციტატა

მაგრამ ეს გული მაინცა
თქვენზედ აუგს ვერ იტყვისა
ლამაზები ხართ კარგები,
ლამაზად მთქმელნი სიტყვისა smile.gif


ანუ, ლოგიკის კანონით:
ქალების ერთსა ნათქვამსა ვაჟის ათიც არ კმარაო ? biggrin.gif


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 11 2008, 07:03 PM
პოსტი #5052


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ვიჯექი ყურნი მეწვოდა,
ვფიქრობ მიხსენებს ვინაო? g.gif
თურმე კაფიას მჭორავენ,
მაგდა, ტარზანა, ნინაო. tongue.gif


არ მცალია საწერადა,
მხოლოდ საცქერადა. kiss1.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Dec 11 2008, 10:15 PM
პოსტი #5053


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



შემოვედი, რა ვიხილე,
სახე მაქუს "ვაჟნიაო", dry.gif
დამხმარე ძალა მოვიდა,
რო მომრავლდნენ ვაჟნიაო?

გრამატიკას იხსენებენ
სადაც აგრე წერიაო:
ორი, ანდა ორზე მეტი
მრავალია, ბევრიაო.

რა იმდენი ქალნი აქ ვართ
თითოს ვლექსავთ კინკილასა,
ამასაც განა გვარჩენენ,
გვაწიწკნიან კიკინასა.

ფორუმელთა ფოტოებში
ვიკისკისე გულითაო,
ჰგონიათ შეგვაშინებენ
ნაჯახით და ცულითაო. laugh.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 11 2008, 11:13 PM
პოსტი #5054


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



შევრდომილი
მაგარია kiss1.gif


ბაქიაობა, მკვეხრობა
არავის გამოადგება
რა უშავს, წერონ-იკითხონ
ენაზე რაც მოადგებათ.

ცოტა ხანს გაიჯეჯილეს
რახან არ ვიყავთ ჩვენაო
ვიცით რომ უყვართ ვაჟებსა
აქ თავის გამოჩენაო.
tongue.gif biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Dec 11 2008, 11:13 PM
პოსტი #5055


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



ცულის ვის შაშინებია
რომელ დალალიან ქალსა
მაგდაი რომ შაგვიშინდეს
დაიმალოს სადღაც ცხრა მთას...

წერე წერე შემოგევლე
გამახარე რითმებითა
აგარ მინდა დავიღალო
სხვის უაზრო სიტყვებითა...

ორი ქალი კი ხართ მარა
ათასს უდრით ლექსის წერით
თუმცა მე არ მეშინია
თან გასაპარსი მაქ წვერი biggrin.gif biggrin.gif (რა შუაშია?) biggrin.gif biggrin.gif


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Dec 11 2008, 11:24 PM
პოსტი #5056


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



Tarzana
როგორ არი შენი საქმე?
ხან მგელი ხარ, ხან კი კრავობ.
ნაინა მოდი ვიმღეროთ:
"აქეთ გორას წიხლსა ვკრავო..." laugh.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Dec 11 2008, 11:28 PM
პოსტი #5057


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



იუ ნაინაც ყოფილა
მე კი ვერ მოვკარ თვალიო
თავგამოჩენა გიყვართო
უცებ დამადო ვალიო tongue.gif

მაგდაც რაღაცას მიმზადებს
გაბრაზებულან ქალები
ოღონდ ისეთი დაცერეთ
რომ არ მეტკინოს თვალები tongue.gif tongue.gif

შევრდომილი

კრავად როდის, სადა მნახე?
არც მგელი ვარ ტარზანი ვარ
სიცივის და მცვავე სიცხის
უდარდელი ამტანი ვარ...

აბა მითხარ ჩემო კარგო
რას დამაკლებს შენი ლექსი
შენ ამაზე მიპასუხე
ჩემს სათქმელს კი მერე გეტყვი tongue.gif







ციტატა
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 0 სტუმარი და 1 დამალული წევრი)
2 წევრი: შევრდომილი, Tarzana



ამდენი ხანი უნდები?
არა სჯერა ჩემ თვალებსა
მაგდა შაირს წუთში წერდა
ეხლა რას შვება ამდენსა?! biggrin.gif


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Dec 11 2008, 11:33 PM
პოსტი #5058


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



Tarzana
თან ტელევიზორს ვუყურებ,
თან ლექსით თავსაც ვიცაო.
ორ კურდღლის დევნა ძნელია,
კისერი მამეღრიცაო.


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 11 2008, 11:50 PM
პოსტი #5059


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



შევრდომილი
თაგუნებივით გული აქვთ
ვითომ მაგრობენ სიტყვითა
ამბობენ, ყურში არც ვუშვებთ
რასაც ქალები იტყვითა.

მძლეთამძლესავით გულშია
ასე მღერიან მგონია
,,სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს
მე ასე გამიგონია'' biggrin.gif

iakob

იაკობ იყო წეღანა
ჩამოიკითხა ნალექსი,
მაგრამ კი ვერ მოიქნია
თავისი ცული, ნალესი.

თან იფიქრა ვერვინ მამჩნევს
ვითომ არც ვიყავ მოსული,
კარი ჩუმად გაიხურა
გაიპარა გულმოსული. biggrin.gif

Tarzana

აჰა, აქა ვარ მომხედე
ეხლა ხომ მაინც მხედავო,
რომ ვერ გვაჯობებთ ქალებსა
ამაში არ შემედავო. tongue.gif


შევრდომილი
ციტატა
Tarzana
თან ტელევიზორს ვუყურებ,
თან ლექსით თავსაც ვიცაო.
ორ კურდღლის დევნა ძნელია,
კისერი მამეღრიცაო.


გოგონი ამათ რას უსმენ
გაუფრთხილდი შენს კისერსა,
თანაც იცი კარგ კაფიას
აქ არავინ გაღირსებსა. biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Dec 11 2008, 11:57 PM
პოსტი #5060


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



ნაინა
ციტატა
აჰა, აქა ვარ მომხედე
ეხლა ხომ მაინც მხედავო,
რომ ვერ გვაჯობებთ ქალებ
საამაში არ შემედავო.


ციტატა
გოგონი ამათ რას უსმენ
გაუფრთხილდი შენს კისერსა,
თანაც იცი კარგ კაფიას
აქ არავინ გაღირსებსა.


ვითომ კაფიას მიწუნებ
არა მგონია რაღაცა
მარა რითმს ვერ შეუფერე
ქალავ ეტყობა სხვა რაცხა tongue.gif

შევრდომილი

ტელევიზოში კი გადის
საინტერესო ამბები
უყურე მერე აქ მოდი
განა არა ვარ გამგები?



--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 251 252 253 254 255 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st July 2025 - 06:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი