IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 261 262 263 264 265 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
შევრდომილი
პოსტი Dec 28 2008, 02:34 PM
პოსტი #5241


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 28 2008, 01:17 AM) *

საიდუმლოს გაგიმხელთ,
ღმერთმა მოგცეთ კარგი.
ერთი ბიჭი შემიყვარდა-
კეთილი და სხარტი.

აქ ზის გაწითლებასმაილიკი

სად ზის აბა მიგვანიშნე
დავინახოთ ეგებაო.
მემრე სასწორი ავიღოთ
ვნახოთ თუკი გერგებაო. tongue.gif e025.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 28 2008, 04:24 PM
პოსტი #5242


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ნუ გამიჯოგდით ახლა თქვენ,
დიაცნო,ლექსთა მლეწველნო, biggrin.gif
საქმე არ მქონდა სალექსოდ,
თქვე საკაფიოდ მხვეწელნო

ახლა ისე ვარ თავსა ვგრძნობ,
ყელ-გამოჭრილი ხარივით,
ვერ ვლაპარაკობ ვღმუივარ,
არადა ხმა მაქვს ზარივით,

როგორ გიკითხოთ სუყველა,
ხომ კარგად მყევხართ დღესაო?
არ შეგეშინდეთ ყინვისა,
ჩვენ ძვლებ მივანდოთ მზესაო smile.gif



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Dec 28 2008, 08:43 PM
პოსტი #5243


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



Amuza
მზე თუ ვერ გვათბობს Amuza-ვ
გულ გავიხადოთ მზესავით,
ყინვასა მედგრად დაუდგეთ
პატარა მოწაფესავით.
მომცრო ჭიქითა არაყი
გულს ეფრო მეტად გაათბობს.
თუ სუფთა ჭაჭა გამოდგა
ერთი კარგადაც დაათრობს. biggrin.gif
სანამ ხმაი არ დაკარგე
მინამ ლექსი არ დაწერე.
მაგის ხმის მოსვლის ამბავი
ღმერთო ცოტათი გაწელე. laugh.gif tongue.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 30 2008, 11:17 AM
პოსტი #5244


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638




შევრდომილსა და მის დამქაშებს


არაყ მე ვერ გეახლები,
თუმცა არის ზამთარიო
მაგის მუღამზე ვერა ვარ
ავადა ვარ გამხდარიო

ყელი მტკივა ალკოჰოლი,
ამიკრძალეს თოთხმეტი დღე,
აქედან შვიდი გავიდა,
უკვე დამრჩა მე შვიდი დღე,

ალბათ მიხვდი რად ვერ ვწერდი,
რად ვიყავი უქეიფოდ,
თუმცა ახლაც მაგ დღეში ვარ,
ნეტავ როდის ვიქეიფოდ? rolleyes.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Dec 30 2008, 05:14 PM
პოსტი #5245


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



Amuza
არაყს არ სვამ? მიტომა ხარ უქეოფიდ
მე გაჩვენებ აქ ნახსენებ დამქაშებსა! mad.gif
მიდი მიდი სანამ შვიდი დღე გასულა
მიეძალე ჩაისა და თან ქაშებსა. laugh.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 30 2008, 05:44 PM
პოსტი #5246


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638




შევრდომილი

რა იყო რადა ჯავრდები?
ნუთუ დაგტოვა ყველამო,
მხარი არავინ აგიბა,
დამქაშმა ენა გრძელამო tongue.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 30 2008, 08:56 PM
პოსტი #5247


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Amuza
ციტატა
შევრდომილი

რა იყო რადა ჯავრდები?
ნუთუ დაგტოვა ყველამო,
მხარი არავინ აგიბა,
დამქაშმა ენა გრძელამო


ერთი უყურეთ ამუზას
როგორ აიდგა ენაო
ორი დღე ვერ შემოველ და
უკვე დაიწყო კბენაო.

დამქაშებს ნეტავ რას ერჩი
გეპატარავეთ თვალშია?
იცოდე, უკვე აქა ვართ
არ კი დაგრჩებით ვალშია.

რაღაცას წერ და დიდგულობ
მკაფველი მე ვარ აქაო
ბიჭო, ყელ არ გაგიცივდეს
დალიე თბილი კაკაო. tongue.gif

პ.ს. ყელზე რაღა გეტაკა? smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Dec 30 2008, 10:38 PM
პოსტი #5248


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(Amuza @ Dec 30 2008, 04:44 PM) *

შევრდომილი

რა იყო რადა ჯავრდები?
ნუთუ დაგტოვა ყველამო,
მხარი არავინ აგიბა,
დამქაშმა ენა გრძელამო tongue.gif


ძმობილო შენი სიტყვები
გიჯობს უკანვე წაიღე.
ესრეთ უკუღმა საუბრით
ხო ნახე არც რა მაიგე.
ნაინა გაჩნდა და კიდე
ელოდე დიდსა ჯარსაო.
ავადმყოფს კი არას გერჩით
გისურვებთ ჯერ მრთელს ჯანსაო smile.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 30 2008, 11:01 PM
პოსტი #5249


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ნაინა

ტონზილექტომია დამჭირდა,
კარგად გავწვალდი მეცაო,
პირის გაღება ეს იყო,
ექიმ სკალპელით მეცაო

ამომარიდა გლანდები
და გადაყარა შორსაო,
ერთი კვირა გამიხდა,
რაც ვეგარა ვჭამ ბორშჩსაო,

შევრდომილს

შევრდომილს გული მოეცა,
ოდეს იხილა ნაინა,
გამომიწერა რეცეპტი,
დარიგებების საინა biggrin.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 31 2008, 03:52 AM
პოსტი #5250


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Amuza
ციტატა
ნაინა

ტონზილექტომია დამჭირდა,
კარგად გავწვალდი მეცაო,
პირის გაღება ეს იყო,
ექიმ სკალპელით მეცაო

ამომარიდა გლანდები
და გადაყარა შორსაო,
ერთი კვირა გამიხდა,
რაც ვეგარა ვჭამ ბორშჩსაო,


კარგი გიქნია ამუზავ
რომ მოიშორე გლანდია
ეტყობა ქირურგს ებრძოდი
იმად აღარა სჩანდია.

ბიჯო ქურურგთან რომ მიხველ
მუშტ ვერ იფარე პირზეო?
ექიმ ყელში რომ ჩაგიძვრა
რად არ უკბინე თითზეო. tongue.gif

მერე გენახა ამბავი
დაგავიწყებდა გლანდებსა
ერთს შემოგცხებდა ალიყურს
გაღრიალებდა რამდენსა.

მერე ერთმენეთს საჭერად
ურბენდით შორი-შორაო,
ისე, მადლობელ იყავი
კარგი ჭირ მოგაშორაო. biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Dec 31 2008, 02:53 PM
პოსტი #5251


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



უფ გლანდის ოპერაცია?
ამბობენ არი ტანჯვაო. ohmy.gif
ვერ ჭამ და განა მარტო ეგ
ფულისაც გიწევს ხარჯვაო.


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 31 2008, 07:28 PM
პოსტი #5252


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



რავი ეგრე გადავწყვიტე,
თუმცა კი ვარ მდუმარედო,
კაი ჭირი მოვიშორე,
გული მქონდა მდუღარედო.

***

ახალი წელიც დადგება,
მეკვლე კარზე მოგვადგება,
ყველა სუფრას მიადგება,
თამადა ფეხზე ადგება

იტყვის უფლის სადღეგრძელოს,
მერე ახალ წელს დალოცავს,
წასულებსაც მოიგონებს,
ყველაწმინდას სთხოვს დალოცვას.

მე გვინოს ვერ გეახლებით
კიდევ ასე ექვსი დღეო
შობის ღამეს მოვულხინებთ,
ამღერდება ნაძვის ხეო smile.gif



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 3 2009, 01:09 AM
პოსტი #5253


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მაშ, ახალ წელს მოგილოცავთ
გადღეგრძელებთ, დაგლოცავთა
არ მოგაკლდეთ უფლის მადლი
მფარველობა სალოცავთა.

მრავალს, მრავალს დაესწარით
და იხარეთ ყველამაო,
სავალი გზა გაგინათოთ
შვიდფერ ცისარტყელამაო.

დაგებედოთ ხვავ-ბარაქა
სითბო სულში, მადლი გულში,
კიდევ ერთი მთელი წელი
გაგელიოთ სიყვარულში.

იხარეთ და იდღეგრძელეთ
ასულმა, ძემ და მშობელმა,
თავის მადლიანი კიალთა
დაგაფაროთ ღვთისმშობელმა.

kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Jan 3 2009, 04:22 AM
პოსტი #5254


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



შევრდომილი
Amuza
ნაინა


ეხლა არ მაქვს კითხვის თავი
მაგრამ ხვალე ფხიზელ თვალით
შევხედავ და შევამოწმებ
რას გიწერენ ამუზ ქალნი...

თუკი რამე დახმარება
ვაჟებისა შენ დაგჭირდა
ისეთი შაირი მითქვამს
ქალებს გული გაუცივდათ...

მაგრამ თუკი ისევ თოვლზე,
სიცივეზე ლაპარაკობთ
წავიკითხავ, უკან გავალ
დავბრუნდები სხვა საღამოს...




--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Jan 3 2009, 06:04 PM
პოსტი #5255


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



მეც მოგილოცავთ ახალსა
წელს ორიათასცხრასაო.
აგსრულებოდეთ სურვილნი
გულით გწადიათ რაცაო. smile.gif



--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 4 2009, 10:14 PM
პოსტი #5256


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



დაწერეთ რამე
გაშრა ყელი
თქვენ ლექს ელის
მთელი მრევლი smile.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 4 2009, 10:19 PM
პოსტი #5257


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



დავწერე და მოგილოცეთ
ორიათას ცხრა წელია
მას შემდეგ ერთი სტრიქონი
ამუზ ძლივს დაგიწერია biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio-1990
პოსტი Jan 4 2009, 10:24 PM
პოსტი #5258


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 9-May 08
წევრი № 4,769



თქვენ გენაცვალოთ ყველასა
ეს ჩემი წრფელი გულიო,
ღმერთსა ვთხოვ კარგად იყავით
მერე დავლიო სულიო


--------------------
უფალო,იესო ქრისტე,ძეო ღვთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 4 2009, 10:30 PM
პოსტი #5259


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ნაინა @ Jan 4 2009, 10:19 PM) *

დავწერე და მოგილოცეთ
ორიათას ცხრა წელია
მას შემდეგ ერთი სტრიქონი
ამუზ ძლივს დაგიწერია biggrin.gif


ჩემზე ადრე ნუთუ შენა,
მოგვილოცე ნაინა?
ჯერაც ისევ ცუდადა ვარ,
წამიმღერე ნანინა tongue.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 4 2009, 10:49 PM
პოსტი #5260


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Amuza
ციტატა
ჩემზე ადრე ნუთუ შენა,
მოგვილოცე ნაინა?
ჯერაც ისევ ცუდადა ვარ,
წამიმღერე ნანინა


ნუთუ ისე ვერ იძინებ
რომ არ გიმღერო ნანაო,
გლანდებმა როგორ დაგჩაგრა
რა იყო ამისთანაო. biggrin.gif




gio-1990

ციტატა
თქვენ გენაცვალოთ ყველასა
ეს ჩემი წრფელი გულიო,
ღმერთსა ვთხოვ კარგად იყავით
მერე დავლიო სულიო


ახალ მელექსეც მოსულა
სიტყვა დატოვა ტკბილიო,
არ შეუშინდე მკაფველებს
გაჰკარ-გამოჰკარ კბილიო. biggrin.gif

პ.ს. კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენს სალაღობოში smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 261 262 263 264 265 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th June 2025 - 08:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი