IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 267 268 269 270 271 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
lamara
პოსტი Feb 24 2009, 07:51 PM
პოსტი #5361


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



M.M.
მაგ ტვინის გადაბრუნებას
და მუზას ნუ ელოდები,
თუ გეწერება– დაწერე,
თუ არა– ნუ დაღონდები.

რაც გაქვს სათქმელი გამოთქვი,
გულში ნურაფერს დამალავ,
თორემ მაში დაიბუდებს
ცუდ აზრთა დიდი ამალა.



--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Feb 25 2009, 09:48 PM
პოსტი #5362


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(M.M. @ Feb 24 2009, 01:40 PM) *

მუზა ისეთი რამეა,
ხან წავა, ხანაც ბრუნდება.
უცებ დასწერამ რაღაცას,
ტვინი რო გადაბრუნდება.

რას იზამ, ვერას გახდები
აქაც არავინ ჩანსაო.
და-ძმებო მუზა რო მმოვა
ნუ გამოტოვებთ შანსსაო.



--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Feb 26 2009, 10:56 AM
პოსტი #5363


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



არა ვტოვებ და აქა ვარ,
პასუხს არ მცემენ მაინცა...
ან ტარზანს რა მოუვიდა,
ან ქეთო საით გაიქცა?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Feb 26 2009, 01:22 PM
პოსტი #5364


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(M.M. @ Feb 26 2009, 09:56 AM) *

არა ვტოვებ და აქა ვარ,
პასუხს არ მცემენ მაინცა...
ან ტარზანს რა მოუვიდა,
ან ქეთო საით გაიქცა?

მეც ეგ მაფიქრებს მიშაო
თვალის არა ვარ მომკვრელი
წაველ სისხლ უნდა ავიღო
მე იმათ მუზის მომკვლელის. mad.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Feb 27 2009, 10:52 AM
პოსტი #5365


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



შევრდომილი
სისხლი არ გვინდა, არც ქვიშა biggrin.gif
მშვიდობით იქნებ დაბრუნდეს.
ქეთოს ხომ მაინც ჩავითრევ,
ქვეყანაც რომ გადაბრინდეს!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 27 2009, 01:27 PM
პოსტი #5366


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ჩათრევას მიჯობს ჩაყოლა,
თქვენს კაფიაზედ აყოლა. tongue.gif
თუმცა ვერა სხლავთ ხალისით,
რითმა არ მოგდით თავისით.
თითიდან იწოვთ ძალადა, tongue.gif
სხვაგვარ არ მოგდით არა და ... biggrin.gif
ძალით ნაკავი თქვენგანა,
მას მოვიწონო მე განა?
არა არ დავწერ ქებასა biggrin.gif
თქვენთვის ოდების წყებასა.
თემაა ააგდეთ საწერი,
აღარ ხართ ტკბილად საცქერი .


პ.ს. დაგლანძღეთ, მეყო ავობა,
მიყვარს ახალი თაობა kiss1.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zegardeli
პოსტი Feb 27 2009, 02:10 PM
პოსტი #5367


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 9-February 09
წევრი № 6,471



ემაგ თქვენს კაფიაობას
დიდ ხანს ვადევნე თვალიო,
თავში მოსული სიტყვების
კორიანტელი არიო,
ამიტომ ძმებო ნუ მიწყენთ
თუკი ვთქვა მე მართალიო,
რაც არ გამოგდით აჯობებს
მალე ანებოთ თავიო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 27 2009, 08:16 PM
პოსტი #5368


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



არც მე მაწუხებს მუზები
ვეღარ გიწერეთ ლექსიო,
ვეღარც გავიგე თავი მაქვს
თუ მხრებზე მადგას ნესვიო.

დროცა მაქვს ცოტა რთული და
დღესაც კარგს არას მოველი,
ეგება ჩემთვის ლოცვა სთქვაც
ვიქნები ამის მთხოვნელი. kiss1.gif kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Feb 27 2009, 09:47 PM
პოსტი #5369


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



არა მსუროდა დიდ ხანსა
მისძინებოთა თემასა.
არა და ნახეთ რა მოხდა
ვგონებ გადვურჩი ცემასა. biggrin.gif
ძლივას შევაბი სიტყვები
სტრიქონზე რო გამეწელა,
უმუზოდ სხვას რას ელოდით
პოემა უნდა მეწერა? tongue.gif
სალექსი თემა რო მოვა
გაჩნდება მუზაც "новы"-ო.
თუ რო ამანაც არ გაჭრა
ტვინს უნდა კუზანოვიო. biggrin.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Feb 28 2009, 11:02 AM
პოსტი #5370


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(k@the @ Feb 27 2009, 01:27 PM) *

ჩათრევას მიჯობს ჩაყოლა,
თქვენს კაფიაზედ აყოლა. tongue.gif
თუმცა ვერა სხლავთ ხალისით,
რითმა არ მოგდით თავისით.
თითიდან იწოვთ ძალადა, tongue.gif
სხვაგვარ არ მოგდით არა და ... biggrin.gif
ძალით ნაკავი თქვენგანა,
მას მოვიწონო მე განა?
არა არ დავწერ ქებასა biggrin.gif
თქვენთვის ოდების წყებასა.
თემაა ააგდეთ საწერი,
აღარ ხართ ტკბილად საცქერი .
პ.ს. დაგლანძღეთ, მეყო ავობა,
მიყვარს ახალი თაობა kiss1.gif
რა ვუყო, გრძლად ვეღარა ვწერ,
მუზა აყოვნებს ჩამოსვლას.
შენგან კი არ ვიმსახურებთ,
ქეთო, ემაგეთ გამოსვლას.

ჩვენ თითოს მაინც დავწერდით,
შენ პირი ამოიკემსე.
კარგი, თუ გაგიხარდებათ,
დავწერ სმაზე და ტიკებზე.


ციტატა(zegardeli @ Feb 27 2009, 02:10 PM) *

ემაგ თქვენს კაფიაობას
დიდ ხანს ვადევნე თვალიო,
თავში მოსული სიტყვების
კორიანტელი არიო,
ამიტომ ძმებო ნუ მიწყენთ
თუკი ვთქვა მე მართალიო,
რაც არ გამოგდით აჯობებს
მალე ანებოთ თავიო smile.gif
რაო? ჩავცუცქდეთ ძამიავ,
ერთი ეგ სიტყვა ახსენი!
იქნებ ინანო საერთოდ,
აქ რომ შენ პირი გახსენი biggrin.gif


ციტატა(შევრდომილი @ Feb 27 2009, 09:47 PM) *

არა მსუროდა დიდ ხანსა
მისძინებოთა თემასა.
არა და ნახეთ რა მოხდა
ვგონებ გადვურჩი ცემასა. biggrin.gif
ძლივას შევაბი სიტყვები
სტრიქონზე რო გამეწელა,
უმუზოდ სხვას რას ელოდით
პოემა უნდა მეწერა? tongue.gif
სალექსი თემა რო მოვა
გაჩნდება მუზაც "новы"-ო.
თუ რო ამანაც არ გაჭრა
ტვინს უნდა კუზანოვიო
რა კუზანოვი, შორს ჩვენგან biggrin.gif
ეს რა ამოგცდა ბაგითა?
ნუ ღელავ, კვლავ გაგვაოცებ
ლექსით სხარტით და შმაგითა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Mar 25 2009, 09:03 PM
პოსტი #5371


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



სად გაგონილა ქვეყანად
კაცი და ერთულებაო?!
ერთას რო ყვარობს - რეზერვად,
მეორე ეგულებაო! . . .




biggrin.gif



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 25 2009, 09:52 PM
პოსტი #5372


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(k@the @ Mar 25 2009, 09:03 PM) *

სად გაგონილა ქვეყანად
კაცი და ერთულებაო?!
ერთას რო ყვარობს - რეზერვად,
მეორე ეგულებაო! . . .
biggrin.gif


ძვლივს არ გავიგე, თვის მერე,
სალაღობოში კაფია,
ქეთევანა შემოსულა,
სტროფები აუკაფნია,

ასე რადა წერ ქალაუ?
განა კაცი ორგულია?
ყველა ნამდვილი ჯეელი,
თავის სატრფოს ერთგულია,

გოგოებს უფრო გჩვევიათ,
დარეზერვება კაცების ,
ყოველთვის ცდილობთ,იპოვოთ
სხვა თუ ყავთ დედაკაცები biggrin.gif

მიზეზს, მიზეზზე, აკინძავთ
ხელსა კრავთ დაუფიქრებლად,
უბიწო კაციც რომ იყოს,
უნდა დატანჯოთ ფიქრებად,

თან ტკბილად ეტყვით ძვირფასო,
ჩვენ დავრჩეთ მეგობრებადო,
სახლი გვერდი გვერტ ავიგოთ,
ვიცხოვროთ მეზობლებადო biggrin.gif

ეგრე არაა დიაცნო,
ბევრსა მერყეობთ ძალითა,
ცდილობთ კაცმა თაქვას უარი,
გული კი გტკივათ მალვითა,

არადა კაცს თუ უყვარხართ,
რაღაზე უბნევთ თავგზასო?
გინდათ რომ მთლიანად მოთხაროთ
და დააყენოთ ავ გზასო,

თუ სათქმელი გაქვთ დაწერეთ
მე აქ დაგიცდით ამუზა,
თავისზე ცუდის დამწერი
გაოგნებისგან ჩაკუზა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

(არ გამოვაცოცხლოთ )





--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Mar 25 2009, 10:00 PM
პოსტი #5373


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



k@the
Amuza


ციტატა
(არ გამოვაცოცხლოთ )



თქვენი ჭირიმე თქვენია
გაცოცხლდეს ჩვენი კერია,
ავაგიზგიზოთ ბუხარი,
სიტყვა ვიხმაროთ უხმარი...

მაგდაუ შენც დაგვიბრუნდი,
დედი ნაინა შენცაო,
არვის არ დაგვაწყებინოთ,
თხოვნა, მუდარა, ხვეწნაო...

გაზაფხულდა და გამოთბა
დაგვითბა კაპილარები,
ვაჟნი მზადა ვართ ბრძოლისთვის,
მაშ დაგვეჭიდეთ ქალები biggrin.gif tongue.gif


(აბა, აბა შევუნთოთ ცეცხლი) smile.gif


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Mar 26 2009, 11:51 AM
პოსტი #5374


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ბრმა ბეჭდვა დავამუღამე,
ჯერ ტემპი თუმც მაქვს ნელია.
როცა ავიწყვეტ, ჭიდილი
ჩემთან იქნება ძნელია!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Mar 26 2009, 12:49 PM
პოსტი #5375


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(k@the @ Mar 25 2009, 08:03 PM) *

სად გაგონილა ქვეყანად
კაცი და ერთულებაო?!
ერთას რო ყვარობს - რეზერვად,
მეორე ეგულებაო! . . .
biggrin.gif

laugh.gif

მეორესაც არ ჯერდება
თვალ მაინც გვერდით იწევსო.
გონს მაშინ მაეგებისა
ალიყურს როცა იწვნევსო.
ლადომაც ეგრე არა სთქვა
ახალი არ არისაო:
(კაცის გულ იგეთი არი
ვით მორევ შავი ზღვისაო...).


ტარზანა
ერთის ჟღურტული გავიგე
მეც მოველ ფრენა ფრენითა
ერთი მერცხალი გაზაფხულს
ხო ვერ მაიყვანს სტვენითა.
აყვავებულა კაფია
მერცხლებიც მოფრენილანო
და კოხტა გოგო-ბიჭების
მინდორზე მოფენილანო.

Amuza
შენ ლექსზეც პასუხს დაგიწერ
ოღონდაც დამაცადეო
ქალებს ცილს ნუღა დასწამებ
შეგრჩეს ეგ რაცა სცადეო. smile.gif

ციტატა(M.M. @ Mar 26 2009, 10:51 AM) *

ბრმა ბეჭდვა დავამუღამე,
ჯერ ტემპი თუმც მაქვს ნელია.
როცა ავიწყვეტ, ჭიდილი
ჩემთან იქნება ძნელია!

M.M.
მაგასაც ვნახავთ ვაჟაო
მიდი იარე წინაო.
ხო იცი რო ის იცინის
ვინც ბოლოს გაიცინაო. cool.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 26 2009, 07:47 PM
პოსტი #5376


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



რა უნდ დამიწერო მაგდა,
უნდა ახსნა რამის არსი,
ყველა სიტუაციაში
ბრძოლასა აქვს დიდი აზრი.

ის დრო აღარ არის ახლა,
კაცმა სიყვარული მალოს,
აღარც სხვათაშორის, - ქალმა,
ამ მხრივ დღეს არავინ წვალობს...




--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Mar 26 2009, 11:11 PM
პოსტი #5377


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(Amuza @ Mar 26 2009, 06:47 PM) *

რა უნდ დამიწერო მაგდა,
უნდა ახსნა რამის არსი,
ყველა სიტუაციაში
ბრძოლასა აქვს დიდი აზრი.

ის დრო აღარ არის ახლა,
კაცმა სიყვარული მალოს,
აღარც სხვათაშორის, - ქალმა,
ამ მხრივ დღეს არავინ წვალობს...


იგრე ჩამააჭიკჭიკე
ღიმი შემრჩა ბაგეზედა.
არც მალვა და აღარც კიდე
ქალის გაბმა მახეზედა.
გიპასუხებს "კის" ან "არას"
სხვასაც დააყოლებს ზედა,
თუ მაეწონე შეატყობ
რო შეხედავ სახეზედა. biggrin.gif



--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Mar 27 2009, 12:42 AM
პოსტი #5378


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Amuza
რამდენ გილექსავს ამუზავ
დაგიფხანია ენაო,
კი მოგიწყვია ლექსების
,,პერსონალ'' გამოფენაო.

თანაც რა ტყულ ირჯები
ვერ კი აჯობებ ქალებსა,
დაიცა ყველა მოვგროვდეთ
დაგაჭყეტინებთ თვალებსა.

ნეტაი სადღა გინახავს
კაცების ერთგულებაო,
რა ვიცი, მაგის მსგავსები
მე არსად მეგულებაო. tongue.gif




--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Mar 27 2009, 01:40 AM
პოსტი #5379


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ტარზანა
ციტატა
მაგდაუ შენც დაგვიბრუნდი,
დედი ნაინა შენცაო,
არვის არ დაგვაწყებინოთ,
თხოვნა, მუდარა, ხვეწნაო...


მოვედი დედი აქა ვარ
ვზივარ კაფიას კენტადა,
არც ვინმე დამხვდა, შევება
მუზაც მაწუხებს მეტადა tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Mar 27 2009, 11:06 AM
პოსტი #5380


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



მემგონი ცოტა მოვცოცხლდით,
რაღა მჭირს დასაღონარი?
მიდით, დატოვეთ სახელი
დიდებით მოსაგონარი!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 267 268 269 270 271 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th June 2025 - 01:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი