IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 27 28 29 30 31 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
chven mshvidoba
პოსტი Jun 14 2007, 03:00 PM
პოსტი #561


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 268
რეგისტრ.: 11-June 07
წევრი № 2,159



ციტატა(komisia @ Jun 14 2007, 01:36 PM) *

ანსამბლს არ გვაქმნევინებენ
მოფიქრებული ჩვენ მიერ,
ჩვენც გავიხაროთ ერთურთში
ვიმღეროთ მრავალჟამიერ!

ანსამბლსაც შევქმნით, ვიმღერებთ
მრავალჟამიერს ყოველთვის
და მნიშვნელობა არა აქვს
ვინ რას მობოდავს, რომელი smile.gif


--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Jun 14 2007, 03:08 PM
პოსტი #562


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



chven mshvidoba
მა რაა, ბიჯო, ეგრეა!
ვიმღერით ყოველთვისაო,
ვერვინ დაგვიშლის სიმღერას
და გალობასაც ღვთისაო!

შევქმნათ ანსამბლი ჯიგრული
ჩვენ ვიცით როგორც უნდაო,
ბასიანი და ლაშარი
იქნება მოგონებაო!


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Jun 14 2007, 04:24 PM
პოსტი #563


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



თქვენ გაიხარეთ სუყველამ
როგორც ახლა გამახარეთ,
ახალი წევრი მოვსულვარ,
და თქვენებში მიმითვალეთ.

მომწონს თქვენი შაირობა,
საუბარი და ლუღ-ლუღი
დღეიდან მეც თქვენთანა ვარ,
ავადონოთ ფორუმს ბუღი

გურული კაცი გახლავართ,
მაქვს სოფელი ჩემს ლანჩხუთში,
და ფოლკლორის სიყვარულმა
მომიყვანა ამ ფორუმში

ქართულ ფოლკლორს, ყველამ იცით
რა მადლი აქვს და რა ფასი,
მასთან ახლოსაც ვერ მივა
ვერც ერთი და ვერც ათასი...

ჰოდა ყველამ გაიხარეთ,
ვისაც გიყვართ საქართველო
და მუდამჟამს თვალწინ გქონდეთ
ჩვენი ქვეყნის მთა და მდელო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jun 14 2007, 05:19 PM
პოსტი #564


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



მოდი მეც შეგიერთდებით
გულის გახეთქვად მტერისა
ისეთი ანსამბლი შევქმნათ
რომ ვერ ეჯობნოს ვერვისა

კარგი ხალხი ხართ გეტყობათ
ფოლკლორის სიყვარულზედა
ფორუმ.ფოლკი-დან წამოველ
და აგერ მოველ თქვენზედა

ამ თემამ ძალზედ მომხიბლა
ვიფიქრე დავწერ რაცხასა
მეხსნება წერის სურვილი
რომ დავლევ ერთ-ორ კათხასა

ახლა წავედი ანსამბლში
რეპეტიცია მეწყება
რომ მოვალ შეგიერთდებით
ლექსს დავწერ სულ წყება-წყება
biggrin.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lile
პოსტი Jun 14 2007, 05:59 PM
პოსტი #565


Lile
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 5-June 07
წევრი № 2,108



ალია, ალი-ბალია,
შაირ-კაფია კარგია,
ლექსებით გამოიცნობა
ვინ ჩლუნგი და ვინ მარდია.

ყოველ ქართველში პაწია
პოეზიის დევს ნიჭიო,
თუ სწორად გამოიყენე,
მაშინ იქნები ბიჭიო!

შაირი იმად კარგია -
ვერაფერს იტყვი გრძელადა,
მოკლედ უნდა თქვა ის აზრი,
რაც მოგადგება ენადა.

გირჩევდით, თემა აგეღოთ
ერთურთის ქილიკობასა -
ვინც უკეთ იტყვის, თვის ბოლოს
მიიღებს პრიზთა წყობასა.

კაი, გავედი, გავედი,
დროებით გემშვიდობებით,
ვინძლო, ჩემს დაბრუნებამდე
ამავსოთ შაირ-ცნობებით. biggrin.gif

პს. პრიზებზე ისე ვთქვი... სიმბოლური გაგებით... wink.gif


--------------------









-------------------------
"რაი მივაგო უფალსა ყოველივესათვის, რომელი მომაგო მე"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chven mshvidoba
პოსტი Jun 14 2007, 08:47 PM
პოსტი #566


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 268
რეგისტრ.: 11-June 07
წევრი № 2,159



ციტატა(Lile @ Jun 14 2007, 04:59 PM) *


შაირი იმად კარგია -
ვერაფერს იტყვი გრძელადა,
მოკლედ უნდა თქვა ის აზრი,
რაც მოგადგება ენადა.


შენ ნამეტანი ”მოკლედ” თქვი
სიტყვები რად გენანება?
გრძლად თქმაზე როცა მიდგები,
ფურცელ არ დაგენანება?
biggrin.gif

გაგხაროთ ღმერთმა ყველა
სიტყვის თქმაში, კაფიაში
ღმერთმა მოგვცეს ლხინი ყველას
და ხუმრობის ხასიათი.
smile.gif


--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 14 2007, 08:55 PM
პოსტი #567


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა
კაფიაობა თუ გინა
ნუღარ შეჰყურებ წარსულსო
იქ ”შეხვეწილი” თუ იყო
აქ ”ჩვენ მშვიდობა” არისო


მშვიდობა მოგცეთ უფალმა
დაგიმწყალობოსთ ენაო,
მანდ თქვენ იმღერდეთ, ლაღობდეთ
აქ ვიხარებდეთ ჩვენაო!

მეამა, გნახეთ ამდენი
კარგი გოგო და ბიჭიო,
მენიშნა გალაკტიონებრ
"ნიჭი ძამიკო, ნიჭიო" tongue.gif

ისეთ გვეზრდება თაობა
ვერ გვავნებს ქაჯი - მისანი
"კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი"!!!



პ.ს.
შემოფრთხიალდნენ დაიწყეს
ჩვენში ახლებურ ფრენაო,
ცრემლიმც თვალს მამედინების
გენაცალებით თქვენაო 2kiss.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Jun 14 2007, 09:19 PM
პოსტი #568


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



kato_Bato

შენ გაიხარე, გენაცვა,
გცონდია კარგი ლექსვაო...
ახლა მეც სიამოვნებით
დაგიწერთ ახალ ლექსსაო...

მე მიყვარს ყველა ქართველი,
ვისთვის მამული ერთია...
და მბრძანებელი მისთვისაც
მხოლოდ მაღლიდან ღმერთია

მაშ, ყველამ საქართველოსთვის
ავწიოთ თითო ყანწიო
მტერს დავანახოთ მახვილი,
მოყვარეს - სავსე თასიო...



თურმე ნიჭი მეც მქონია
ლექსვისა და კაფიასი
აქამდე რაც მიწერია
კაპიკია მისი ფასი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Jun 14 2007, 10:57 PM
პოსტი #569


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



Revaz
ოჰო, რევაზიც მოსულა
ამდენი ხანი ველიო,
ღმერთმა მშვიდობით გამყოფოს
და გაგიმართოს ხელიო.

ვეხმიანები ლილესა
მან მიგვითითა თითითა,
შევამკოთ ზემო უზერი
ქილიკობითა დიდითა.



--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Jun 15 2007, 12:52 PM
პოსტი #570


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



komisia
ციტატა
ოჰო, რევაზიც მოსულა
ამდენი ხანი ველიო,
ღმერთმა მშვიდობით გამყოფოს
და გაგიმართოს ხელიო.


შენამც იმავეს გისურვებ
ძმაო, მაღლივის მხრისაო..
შენის სიტყვების რახა-რუხს
ვერ შეედრება სხვისაო... (ჰჰჰჰჰ biggrin.gif )

ქილიკი აქვე გავმართოთ?
თუ თემა გავხსნათ კერძოდა?
ისე, მაგარი იქნება
ერთურთის ქება ლექსადა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chven mshvidoba
პოსტი Jun 15 2007, 12:57 PM
პოსტი #571


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 268
რეგისტრ.: 11-June 07
წევრი № 2,159



ციტატა(Revaz @ Jun 15 2007, 12:52 PM) *

komisia
შენამც იმავეს გისურვებ
ძმაო, მაღლივის მხრისაო..
შენის სიტყვების რახა-რუხს
ვერ შეედრება სხვისაო... (ჰჰჰჰჰ biggrin.gif )

ქილიკი აქვე გავმართოთ?
თუ თემა გავხსნათ კერძოდა?
ისე, მაგარი იქნება
ერთურთის ქება ლექსადა...

ქება ლექსადა კარგია
მაგრამ თემაა კაფიის
ხო და შევუდგეთ რითმაში
უწყინარ თქმისა კაფიის smile.gif


--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Jun 15 2007, 12:59 PM
პოსტი #572


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



მაშინ აქ მხოლოდ ვი-კაფ-ოთ
და ვთქვათ რაც გვინდა ლექსადა...
ქება-ქილიკის ადგილი
მოვაწყოთ ცალკე თემადა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chven mshvidoba
პოსტი Jun 15 2007, 01:08 PM
პოსტი #573


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 268
რეგისტრ.: 11-June 07
წევრი № 2,159



ციტატა(Revaz @ Jun 15 2007, 12:59 PM) *

მაშინ აქ მხოლოდ ვი-კაფ-ოთ
და ვთქვათ რაც გვინდა ლექსადა...
ქება-ქილიკის ადგილი
მოვაწყოთ ცალკე თემადა...

ნეტავი ართი მანახა
რას მეტყვი სიტყვას კაფიით
ლაღად და და მშვიდათ აქა ვარ
ვუცდი შენ სიტყვას, რას იტყვი? smile.gif


--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Jun 15 2007, 01:23 PM
პოსტი #574


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



აჰა, გისრულებ ნატვრასა,
ლაღად და მშვიდად ნათქვამით..
ვგონებ გურული კაცი ხარ,
სახელი გქვია მაგვარი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chven mshvidoba
პოსტი Jun 15 2007, 01:28 PM
პოსტი #575


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 268
რეგისტრ.: 11-June 07
წევრი № 2,159



ციტატა(Revaz @ Jun 15 2007, 01:23 PM) *

აჰა, გისრულებ ნატვრასა,
ლაღად და მშვიდად ნათქვამით..
ვგონებ გურული კაცი ხარ,
სახელი გქვია მაგვარი..

ღმერთმანი არ ვარ გურული
მაგრამ კი მიყვარს ეგ მხარე
გურულ სიმღერა რომ ვეტრფი
ქე ხარ მაგისი მოწამე smile.gif


--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Jun 15 2007, 01:34 PM
პოსტი #576


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



ძამა სახელზეც გეტყობა
მე კიდე სიგნატურეზე
მიყვარს გურული სიმღერა
და ი ფირალი დოლიძე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chven mshvidoba
პოსტი Jun 18 2007, 10:00 AM
პოსტი #577


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 268
რეგისტრ.: 11-June 07
წევრი № 2,159



სადა ხართ ხალხო, სად დაიკარგეთ?
რა იყო ხომ არ ჩაგიწყდათ ენა?
პატარა თუ არ წავიხალისეთ,
მაშ რაღად გვინდა ასეთი თემა? unsure.gif
მოდით დაწწერეთ, წაიკაფიეთ
გავუხალისოთ ერთურთს განწყობა
მტრები არა გვყავს, მაგრამ მტრიჯ ჯინზე
არასდროს გვქონდეს ცუდი განწყობა smile.gif


(ბოლოში ცოტა ტაფტოლოგიაა მაგრამ ალბათ მეპატიება biggrin.gif


--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Revaz
პოსტი Jun 18 2007, 10:11 AM
პოსტი #578


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,185



ციტატა
ბოლოში ცოტა ტაფტოლოგიაა მაგრამ ალბათ მეპატიება


ტაფტოლოგიაა მარა ლექსი იტანს biggrin.gif

კაფიაობა კარგია,
მაგრამ კი გვინდა ხალხთა ჯგრო biggrin.gif
მარტო მე და ჩვენ მშვიდობა-მ
როდემდე უნდა გავქაჩოთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jun 18 2007, 10:20 AM
პოსტი #579


დაურეგისტრირებელი









Revaz
chven mshvidoba
გამრავლდა ჩვენი ფორუმი
მე რაც მონასტერს წავედი
ახალი წევრიც ბევრია
ღმერთმა გამრავლოთ
დიდად თქვენ biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 18 2007, 11:39 AM
პოსტი #580


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



chven mshvidoba
Revaz
ქავთარაძე

შაირი _ძნელად სათქმელი
ყვველამ იჩემოს?- ვერაო tongue.gif
მარა ხანდახან მშვენიერ
მომესმებოდის მღერაო smile.gif

ცოტა ისეთი რამე თქვით
გამააცოცხლოს თემაო
თვარა მოვიდა მოდერი
და მასთან ანათემაო laugh.gif

შემოუძახეთ ურთიერთს
ჯიბრით დაადგით კბილიო,
ცოტა ქეც "მიკბინ-მოკბინეთ" laugh.gif
გაწყენთ სულ ენა ტკბილიო tongue.gif




--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 27 28 29 30 31 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2025 - 12:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი