IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 280 281 282 283 284 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
k@the
პოსტი Aug 6 2009, 02:22 PM
პოსტი #5621


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



::სალომე::
ნაინა


გოგოები შემოსულან,
აქ დამფრთხალან ბიჭებიო.
ნეტა რისი შეეშინდათ,
სად უნახეს კიჭებიო. biggrin.gif


***

გენდერული ბალანსიო,
რაც პატივ გვცეს - ავანსიო,
აწი თქვენზე არისო,
რჩენა სახლი-კარისო. biggrin.gif

თან მადლობა გვითხარითო,
ნეტა რათ არ გიხარითო?
უფლებები გიმატეთო,
ვაჟკაცებმა ვიმარდეთო! biggrin.gif

მარა თქვენზე ახიაო,
თქვენი საქმე სახლიაო,
თუ არ გინდათ სწორობაო,
მაშ იკმარეთ ცოლობაო. biggrin.gif

ცოლი დაჯდეს სახლშიო,
ხმა იკმინდოს ხალხშიო,
თან გაზარდოს ბავშვიო,
ტვინ რად უნდა თავშიო?.. biggrin.gif

სხვა არ ვიცით ჩვენაო,
ან თმენა ან რჩენაო!
- მაშ უფლისა რწმენაო?
- სიყვარულით თმენაო? rolleyes.gif

რას გაუგებ კაცთაო,
ჩვენ სულ სხვა გვაქვს განცდაო biggrin.gif




--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 10 2009, 04:29 PM
პოსტი #5622


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



k@the

რაღაც არ მომწონს მე შენი
განწყობა, სულისკვეთება.
რა მოხდა, რამ გადაგრია,
რატომ დაიწყე ფეთება?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Aug 10 2009, 09:50 PM
პოსტი #5623


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



მიხარია ნამეტანი, რომ ვიხილე რითმთა ზღვანი,
თურმე ისევ ფორმაში ხართ, ვაჟები და "დაჟე" ქალნი,
სალაღობოდ გენაჩვალეთ, სულ ღიაა ყველა კარნი,
თუნდაც რომ შემოიპარონ, ბოროტნი და ძალზედ ავნი...

მე კი სადღაც დავიკარგე, აღარც ვრითმავ ძველებურად,
გულში ვეღარ გეხუტებით, ტარზანულად, მეგობრულად,
თუ შემოვალ გადაგხედავთ, გადმოგხედავთ ჩემთვის ჩუმად,
ვაჰმე.. როგორ დაგიბერდით, ახალგაზრდა ბიჭი უცბად?!

ეხლა უცებ გამოვცოცხლდი, რომ გიხილეთ მლექსავები,
ჩემი ამუზა, ემ-ემი, აგერ კიდევ ეს ქალები smile.gif
დედი, კოტე ფორმაში ხართ, ცრემლით ამევსო თვალები,
სულ ყველანი ჩემები ხართ, მიყვარხართ და მეყვარებით...


რა თქმა უნდა... პატივისცემით ტარზანა smile.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Aug 12 2009, 11:16 AM
პოსტი #5624


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ნაინა @ Aug 5 2009, 06:46 PM) *

Amuza
მოჰსურვებია ამუზას
თამადობაი ძალზედა,
დამისხით, ყელი გაშრაო
გაჰყვირის მაღალ ხმაზედა.

დროზე გაშალეთ სუფრაო
ხელი გაიკრა ხმალზედა,
მიართვით ცხელი ხინკალი
არც უარს იტყვის მწვადზედა.

ჩაშუშულ-ჩაქაფულებით
ამძიმეთ ლხინის ,,სტოლია''
არ შეგვარცხვინო ამუზავ
არვის დაუდო ტოლია.

გვერდით მიუსვით M.M_ი
აჯახეთ ღვინის ყანწიო,
სიწყნარე იყოს, ქართული
ქეიფ იწყება აწიო. biggrin.gif



ვაჰმე, დახედეთ ნაინას,
რა ლექსად დაგვიწერაო
ნერწყვი მომადგა როდესაც,
ქეიფი აღგვიწერაო

მართლა გამიშრა ყელიო,
მგონი კატარი მეტაკა,
"კონდიცონერსაც" ვაბრალი
ჰაერს, რომ აშრობს მეტადა

ახლა აგრილდა ქლაქში,
და თანაც ჟინჟლავს მაცდურად,
საქეიფო ამინდია,
მოდ, მოვულხინოთ კაცურად

M.M. გაუჩინარდა,
მგონი მაგრად სძინავსო,
ასეთ ამინდში ქეიფსა,
ამჯობინებს ხვრინვასო,

ტარზან რატო მოიწყინე,
არ გეგების კახელსა,
შენი ლხინი, შემართება
აოცებდა მნახველსა.

K@the ე რეებ ბჟუტურობ,(ქართლურად biggrin.gif )
რა გამაიდგი ენაო,(ესეც კახურად)
აქ ვერასოდეს იქნება,
"გენდერელების" თმენაო

რო მიგვიხურე ის თემა
ზოგიც მიჩექმე ძალადა
კაცი უნდა კაცობდეს
და ქალი დარჩეს ქალადა

მა როგორ გინდა მოყვასო
კაცმა აწოვოს ძუძუი?





--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 12 2009, 11:53 AM
პოსტი #5625


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(Amuza @ Aug 12 2009, 11:16 AM) *

M.M. გაუჩინარდა,
მგონი მაგრად სძინავსო,
ასეთ ამინდში ქეიფსა,
ამჯობინებს ხვრინვასო,
არ მძინავს, მზად ვარ საქმისთვის,
გუშინაც ვჭქამე პურია.
როდის მითხარი რამე და
მე არ გათხოვე ყურია?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 19 2009, 08:49 PM
პოსტი #5626


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



ამ თემას აღარ ხედავენ
უკვე თვე არი გასული,
აღარა რითმავს ლამაზად,
აღარც ძე აღარც ასული.

სად დაიკარგეთ სულ ყველა
რა ნახეთ ამისთანაო?
თუ კარგ საქმეზე სადმე ხართ
მეც წამიყვანდეთ თანაო smile.gif

თუმცა მეც დიდხანს არ ვჩანდი
მაგრამ შორს არა ვყოფილვარ,
რითმის საფანტით ნატენი
ჩასაფრებული თოფი ვარ.

ჩავსაფრებულვარ, ფორუმის
ერთ მაღალ ტყიან მთაზეო,
ნეტავი ვინმე ამ თემას
შამეყრებოდეს გზაზეო.

smile.gif








--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 19 2009, 09:41 PM
პოსტი #5627


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



iakob
ციტატა
ჩავსაფრებულვარ, ფორუმის
ერთ მაღალ ტყიან მთაზეო,
ნეტავი ვინმე ამ თემას
შამეყრებოდეს გზაზეო.


შამოგეყარ და ეგაა
ვიხარეთ შენი ნახვითა,
სუფრას გახვედრებ გაშლილსა
ლავაშითა და ხახვითა.

შენც გვითხარ სად ხარ, რასა იქმ
ამბავს მოველით ბევრსაო,
მანამდე გვერდით მოგიდგავ
ერთ დიდ მუცელა ქვევრსაო.

აბა როგორა ხარ დაკარგული? მშვოდობაა შენთან? smile.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 19 2009, 10:02 PM
პოსტი #5628


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



მშვიდობა არის სწორედაც
გადავიარე ზაფხული
ძალიან მომნატრებიხართ
დიდხანს არ მყავდით ნახული smile.gif

თქვენთან რა ხდება? ცხოვრება
ხომ ისევ მიდის წინ წინა? smile.gif
ამ თემას ცოტა შევუნთოთ
ეყოფა რაც კი იძინა.



--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 19 2009, 10:36 PM
პოსტი #5629


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



იაკობ
თემას კი არა, შენთება
ჩვენ, ფორუმელებს გვჭირია,
თორ მგონი კარზე მოგვადგა
რითმების გასაჭირია.

ხომ ხედავ როგორ დავდუმდით
ვეღარ ვაცოცხლებთ მუზასა,
ჰა დასცხე კარგი კაფია
ჩვენაც ამოვწევთ ღუზასა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Sep 19 2009, 10:45 PM
პოსტი #5630


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



არ მიწერია კაფია
უკვე რამდენი ხანია,
ორი მელექსე ვიხილე
ვთქვი-იქნებ მივცე ბანია..

ჟანგი მოედო ჩემს მახვილს
სიტყვები მიჭრის ძნელადა,
ცოტა ვარჯიში მჭირდების
გონს რომ მოვეგო ხელადა..

ჯერ ცოტას წავივარჯიშებ
მერე მოგდგებით ყველასა..
სიტყვები შემოგაკლდებათ
ლექსიკონს მოთხოვთ შველასა tongue.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 19 2009, 10:53 PM
პოსტი #5631


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



S a l l y
kiss1.gif
ვახ, ეს რა ქალი მოსულა
თვალხატულა და ნაზია,
რა სიტყვებ დაუფრქვევია
მუქარით შენაკმაზია.

მიდი, დაიწყე მხარს მოგცევ
თუ დროს მამიტოვს საქმეო,
შენ მანდ გაჰკაფე მომხვდური,
დაფდაფებს დავცემ აქ მეო.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 20 2009, 12:22 AM
პოსტი #5632


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ისეთ წვიმაში მოვყევი,
ღრძილებს ვწურავდი ლამისა.
დიდხანს არ დამავიწყდება
ამბები მე ამ ღამისა.

რაღაცა წამოგიწყიათ,
რატომღა გაჩერებულხართ?
ავამოძრაოთ ტვინები,
სანამ სულ გაშტერებულხართ


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 20 2009, 12:44 AM
პოსტი #5633


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



ნაინა
Sally


უყურეთ რასა სჩადიან
როგორ იქნევენ ხმლებსაო
აღარც რომ რიდი იციან
და იმაღლებენ ხმებსაო

ცოტა ხმადაბლა იჩხუბეთ
ნუ დააღვიძებთ ყველასა
ნუ გგონავთ თქვენ შემაშინოთ
და ვინმეს ვთხოვდე შველასა

უი თქვენ უკვე იძინეთ,
მაშ ტყვილა ვიწყე ძახილი?
სიზმარს მტერი არ შემოგხვდეთ
ახლო დაიდევთ მახვილი
smile.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Sep 20 2009, 01:22 AM
პოსტი #5634


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



აღარ დამცალდა გალექსვა
საქმემ იჩინა თავიო,
ნეტაი მალე დავუდო
მე ამ ცხოვრებას ზავიო...

სხვაზე საუბარს ჯობია
თემა ააგდეთ,გალექსეთ!
ტყუილი შეძახილებით
ვერ ავაჭრელებთ სალექსეთს




--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 20 2009, 01:47 PM
პოსტი #5635


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



დედა რა დროს ლექსია ?
ყავა გადამექცია !
ქალაქ გარეთ გასვლაზე
წამიკითხეს ლექცია smile.gif

ისე მომნატრებია
საოცნებოდ მექცია
ხოდან გამოშტერებულს
ყავა გადამექცია...

თქვენ რას იტყვით მგოსანნო ?
მართალნო და ქოსანნო ?

ხომ არა ღირს ავიკრათ
ჩვენი გუდა ნაბდები ?
რაჭის გზასა გავუყვეთ
აწ ვიქნებით ნაღდები

ქალ კაცისა სწორობა
ექვე მიმოგვერჩია
თან სამართლის მსაჯულად
ბახუსიცა გვერჩია ?


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Sep 20 2009, 02:21 PM
პოსტი #5636


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



neo

რა ხანი არის რაჭაზე
ამომდის მზე და მთვარეო,
ეს კია ვერა ვეღირსე
მენახა ტურფა მხარეო..

ვის აღარ ვთხოვე წავიდეთ
ორი დღე დავყოთ ბარეო,
შემოდგომაზე ლამაზი
იქნება არე-მარეო

მარა არავინ ისმინა
უარი მითხრეს მწარეო,
არ გვეღირსება ეტყობა
ამ წელს გავიდეთ გარეო




--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Sep 20 2009, 11:12 PM
პოსტი #5637


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(S a l l y @ Sep 20 2009, 03:21 PM) *

neo

რა ხანი არის რაჭაზე
ამომდის მზე და მთვარეო,
ეს კია ვერა ვეღირსე
მენახა ტურფა მხარეო..

ვის აღარ ვთხოვე წავიდეთ
ორი დღე დავყოთ ბარეო,
შემოდგომაზე ლამაზი
იქნება არე-მარეო

მარა არავინ ისმინა
უარი მითხრეს მწარეო,
არ გვეღირსება ეტყობა
ამ წელს გავიდეთ გარეო


მადლობა უთხარ ზოგზოგებს
რომ ვერა ნახე რაჭაო
ვეხვეწე ჩუმდით, იყუჩეთ
თუმც თხოვნამ არა გაჭრაო


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 21 2009, 02:26 PM
პოსტი #5638


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



აქ რახაც ხდება თურმე და
მე კიდე ვზივარ ჭურშია.
რა რაჭა, რისი ლეჩხუმი?
არა ვარ ბაიბურშია unsure.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 24 2009, 12:29 AM
პოსტი #5639


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



წყნარად ვიჯექ ჩემს ოთახში
ძლვს მეღირსა მოსვენება
ლექსის წერა დავაპირე
თავს დამადგა მოჩვენება

არ ვი საიდან მოვიდა
ბოდიალ უყვარს ღამეო
გვერდზე მომიჯდა და მთხოვა
ჩემზეც დაწერე რამეო

დამალვა ვერ მოვასწარი
ცოტა შორს იყო კარადა
მერე ეს ლექსი დავწერე
მის გულის გასახარადა



smile.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 24 2009, 12:54 AM
პოსტი #5640


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



იაკობ
არ შეუშინდე მაგათა
იციან ცელქობანიო
შენ ის იკითხე თუ დასცხეს
ამ ღამით განდაგანიო.

შენ არ ეცეკვო, არ აჰყვე
არ შეიბერტყო ყურიო,
თუ გაგაბრაზეს შემოსცხე
მაგარი ალიყურიო.

biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 280 281 282 283 284 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2025 - 05:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი