IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 281 282 283 284 285 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
ზარნაშო
პოსტი Sep 24 2009, 10:57 AM
პოსტი #5641


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



სულეთს შევეშვათ, მიწაზე
გადმოვინაცვლოთ ეხლაო!
აბა, ვინ არი ფორმაში,
ვის უნდა ჩემთან შეხლაო?

ლექსის წყურვილმა დამაღრჩო,
ვერ დავეწაფე ვერსადა.
კარგ მამაპაპურ კაფიას
არ დავთმობ ორ "სნიკერსადა" biggrin.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 24 2009, 11:08 AM
პოსტი #5642


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ზარნაშო
ციტატა
არ დავთმობ ორ "სნიკერსადა"

არაა, არ მიყვარს სნიკერსი
მიშას ვუთმობ ორთავესა,
ყელსაც ჩაუკოკლოზინებს
ქეიფების მოთავესა tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 24 2009, 11:23 AM
პოსტი #5643


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



სნიკერსებიც ძლიერ მიყვარს,
ვერც შენს შაირს დავიწუნებ.
ეს თემა რომ გადმოდუღდა,
ნეტა იმ დროს დავიბრუნებ?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 24 2009, 03:17 PM
პოსტი #5644


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



QUOTE(ზარნაშო @ Sep 24 2009, 12:23 PM) *

სნიკერსებიც ძლიერ მიყვარს,
ვერც შენს შაირს დავიწუნებ.
ეს თემა რომ გადმოდუღდა,
ნეტა იმ დროს დავიბრუნებ?



მერე ისევ ავადუღოთ
შევუკეთოთ ისევ შეშა
ვერ გავიგე რატომ ვერ ვწერ
ნეტავი რამ გამაშეშა?

ცოტა სული შევუბეროთ
არ ჩაგვიქრეს ცეცხლის კერა
ცოტანი ვართ, რას გავხდებით
მოგვეხმაროს უნდა ყველა.





--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 24 2009, 04:12 PM
პოსტი #5645


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ქეთოს ვერა შევასმინე,
თავს იფასებს, რაც გათხოვდა.
აბა რას წარმოვიდგენდი
ასეთ პასუხს, ძმა რომ თხოვდა? sad.gif

მაგდაც სადღაც დაკარგულა,
არც სალი ჩანს, აღარც მაკო...
თუ არ უნდათ დალოცვილებს,
რაღაა სალაპარაკო?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Sep 24 2009, 07:47 PM
პოსტი #5646


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



მოსული ვიყავ ფორუმზე
რაღაცის სანახავადა,
კარგად ვიცოდი, აქნომდე
კაფია იყო ავადა.

მემრ გავარკვიე ჩემ საქმე
ვიყურებოდი ტყვილადა,
"სალაღობოში" ხმაური
მესმა ჩემ გასაკვირადა.

არ გალეულა ჩემთვისა
ულექსოდ ერთი დღეცაო,
საუკეთესო მეგობრად
ლექსები მყავს და მზეცაო.

საშაიროა რაიმე?
ლექსობის დრო დამდგარაო?
ამოგიდგებით მეც მხარში
ე გოგო კაფანდარაო.


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 24 2009, 08:59 PM
პოსტი #5647


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(შევრდომილი @ Sep 24 2009, 08:47 PM) *

მოსული ვიყავ ფორუმზე
რაღაცის სანახავადა,
კარგად ვიცოდი, აქნომდე
კაფია იყო ავადა.

მემრ გავარკვიე ჩემ საქმე
ვიყურებოდი ტყვილადა,
"სალაღობოში" ხმაური
მესმა ჩემ გასაკვირადა.

არ გალეულა ჩემთვისა
ულექსოდ ერთი დღეცაო,
საუკეთესო მეგობრად
ლექსები მყავს და მზეცაო.

საშაიროა რაიმე?
ლექსობის დრო დამდგარაო?
ამოგიდგებით მეც მხარში
ე გოგო კაფანდარაო.
საშაიროა, განა საშარო,
რომ კაფანდარა დავიწუნოთა? smile.gif
მოდი, დადექი შენაც ჩვენს გვერდით,
ძველი დიდება დავიბრუნოთა!

სული ჩავბეროთ ისევ ამ თემას,
ხან მწარე ვთქვათ და ხანაც ტკბილიო!
სულ სხვანაირედ აღწევს გულამდე
ხიტყვა, თუ არის გალექსილიო.

სახურავებზე წკაპუნობს წვიმა,
სახლში თბილა და გულშია დარი...
მარტო ოცნება არას გვიშველის -
"ძველი კარგი დრო ნეტავ სად არი"


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 24 2009, 09:42 PM
პოსტი #5648


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



QUOTE(ზარნაშო @ Sep 24 2009, 09:59 PM) *

სახურავებზე წკაპუნობს წვიმა,
სახლში თბილა და გულშია დარი...
მარტო ოცნება არას გვიშველის -
"ძველი კარგი დრო ნეტავ სად არი"



ნეტავ რა ძველ დროს ნატრულობ?
ლექსს ლექსი კუდზე მოება.
შენც ხომ არ გეოცნებება,
კომუნისტების დროება?
tongue.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 25 2009, 08:48 AM
პოსტი #5649


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



იაკობ

იყო იმ დროში რაღაც ისეთი,
რომ მართლა კი ღირს მოსანატრებლად,
მაგრამ ისე მე არ გამოვდგები
სოციალიზმის ხანის მაქებლად.

შაირი შაირს ეხლა მოება,
მანამდე იყო სიჩუმე, ბნელი.
მაგრამ კაფიამ კვლავ იზეიმა,
ისევ მოვკიდეთ ჩვენ კალმებს ხელი!



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 25 2009, 11:41 AM
პოსტი #5650


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



ზარნაშო

შენ გინდ კალამი აიღე,
თუ გინდ იხვის ფრთა გაუსვი,
მე თითებს ვურტყამ კლავიშებს
ხელში მიჭირავს მაუსი.


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 25 2009, 01:03 PM
პოსტი #5651


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



მაუსია თუ თხუნელა,
კი ერხერხება წერა და...
გავდივარ ეხლა, ამ ერთ სტროფს
ვიკმარებ მე ამჯერადა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Sep 25 2009, 05:19 PM
პოსტი #5652


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(იაკობ @ Sep 25 2009, 10:41 AM) *

შენ გინდ კალამი აიღე,
თუ გინდ იხვის ფრთა გაუსვი,
მე თითებს ვურტყამ კლავიშებს
ხელში მიჭირავს მაუსი.

ცხრა წელია რო წერტილი
წინ საუკუნეს დაუსვით.
თორ როდის იყო ფშაველი
შაირსა წერდა მაუსით. tongue.gif






--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 25 2009, 05:28 PM
პოსტი #5653


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



ზარნაშო

რაღაც არვინ არა ჩანს
ხომ არ დააფრთხეს თოფითო?
დავჯდეთ მე და შენ ვიფიხვნოთ
ცოტახანს გავერთობითო

ამბები ვუთხრათ ერთმანეთს
მაღალ მთისა და ბარისა
მაინც არავის ხმა ისმის
კაცის ხმით მოუბარისა

მაგდას კი ჩამოუვლია
ულექსავ ორი დღის წინა
მერა საითღა წავიდა,
ხომ არაფერი იწყინა?

ნაინაც აქეთ ყოფილა,
მაგრამ არ შემოგვძახაო
რა ვიცი იქნებ გვეძახდა
ხომ არვინ დაინახაო?




QUOTE(შევრდომილი @ Sep 25 2009, 06:19 PM) *

ცხრა წელია რო წერტილი
წინ საუკუნეს დაუსვით.
თორ როდის იყო ფშაველი
შაირსა წერდა მაუსით. tongue.gif




ხელში მაუსი მიჭირავს
იორის წყალში ნავლები biggrin.gif
კომპიუტერი ისწავლეს
და ბლატაობენ ფშავლები biggrin.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Sep 25 2009, 05:43 PM
პოსტი #5654


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(იაკობ @ Sep 25 2009, 04:28 PM) *

ხელში მაუსი მიჭირავს
იორის წყალში ნავლები biggrin.gif
კომპიუტერი ისწავლეს
და ბლატაობენ ფშავლები biggrin.gif

გინდ იორს გაალივლივე
არაგვს, ან ალაზანსაო.
ფშავლებზე ეგ რო მე მეთქვა
ვერ დაგიდებდი ზავსაო. biggrin.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 25 2009, 07:01 PM
პოსტი #5655


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(იაკობ @ Sep 25 2009, 06:28 PM) *

ზარნაშო

ამბები ვუთხრათ ერთმანეთს
მაღალ მთისა და ბარისა
მაინც არავის ხმა ისმის
კაცის ხმით მოუბარისა
მთისა შენ მითხარ, ბარისას
მე მოვიგონებ რამესა.
კაფია აღარ მასვენებს,
თან მდევს დღესა და ღამესა;

ხან სკაიპში მაქვს ლექსობა,
ხან რომელ ფორუმს ვედები...
ისე გავრეკე, დამაწყდა
უსაფრთხოების ღვედები smile.gif

ჩემთვის ეს გახდა ხელობა,
ვინმესთვის იქნებ ჰობია.
აქ დღეში სამნი მაინც ვწერთ,
სულ არაობას ჯობია.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 25 2009, 07:29 PM
პოსტი #5656


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



მთისას რა გითხრა ახალი?
დიდი ხანია აცივდა
და შემოდგომის მოსვლისას
ხეებს ფოთლებიც გასცვივდა

აქით ამბებიც მითხარით
ფოთლები აქაც გათოვდა?
ცოლი ხომ არვინ ითხოვა
ან ხომ არავინ გათხოვდა?





QUOTE(შევრდომილი @ Sep 25 2009, 06:43 PM) *

გინდ იორს გაალივლივე
არაგვს, ან ალაზანსაო.
ფშავლებზე ეგ რო მე მეთქვა
ვერ დაგიდებდი ზავსაო. biggrin.gif



ფშაველზე რამე რომ გეთქვა,
სად გაასწრებდი ამ ხელსო?
მაშინვე გაგილექსავდა,
დააწყნარებდა კახელსო.
tongue.gif biggrin.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 25 2009, 10:10 PM
პოსტი #5657


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ზარნაშო
შევრდომილი
იაკობ
ლექსები დაუფრქვევიათ
ქიზიყელ-კახელ-ფშაველსა,
ყველას იმერელ სჯობია
ენით აბრუნებს მთა-ველსა. tongue.gif

შემოველ დიდხანს ველოდე
იქნებ ვინმე გვეახლოსა,
ტყუილად ბაქი-ბუქობდით
ვერვინ დაგლანდეთ ახლოსა. biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი Sep 25 2009, 10:26 PM
პოსტი #5658


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



თქვნი კაფიის შემყურე
ვეღარა ვბედავ წერასა
მაგრამ მაინც ვცდი გაკაფვას
მეც ამოვიდგამ ენასა.
ამ განათლების რეფორმამ
სულ დამავიწყა ყველანი
ხანდახან ასე მგონია
"მირბის მიმაფრენს მერანი". biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 25 2009, 10:28 PM
პოსტი #5659


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



veriko7
ფრთხილად იყავი მერანმა
არ გაგიტაცოს შორადა,
ნამეტან ურჩი ყოფილა
ეგ მომახსენეს, ჭორადა. biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 26 2009, 12:14 AM
პოსტი #5660


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



QUOTE(veriko7 @ Sep 25 2009, 11:26 PM) *

ამ განათლების რეფორმამ
სულ დამავიწყა ყველანი
ხანდახან ასე მგონია
"მირბის მიმაფრენს მერანი". biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


საწერი ბევრი გექნება
მოიმარაგე მელანიიი tongue.gif



კაფიამ გამოიღვიძა
შემოგვემატა ვერიკო
ლექსებში სიტუაცია
სახარბიელო ვერ იყო
smile.gif



QUOTE(ნაინა @ Sep 25 2009, 11:10 PM) *

ზარნაშო
შევრდომილი
იაკობ
ლექსები დაუფრქვევიათ
ქიზიყელ-კახელ-ფშაველსა,
ყველას იმერელ სჯობია
ენით აბრუნებს მთა-ველსა. tongue.gif

შემოველ დიდხანს ველოდე
იქნებ ვინმე გვეახლოსა,
ტყუილად ბაქი-ბუქობდით
ვერვინ დაგლანდეთ ახლოსა. biggrin.gif



აი ეს ლექსად ნაწერი
ნეტა ვინ წერა ვინ დაფქვა?
ან იმერელის ლექსობა
ვინ გაიგონა ვინა თქვა? tongue.gif

ლექსებ ერთმანეთს დავაწყოთ
კაფიას რითმას მოსდებდე
შენი ნახვა მეც მინდოდა
მაგრამ გელოდო როდემდე?




--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 281 282 283 284 285 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2025 - 11:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი