IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 282 283 284 285 286 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
ნაინა
პოსტი Sep 26 2009, 12:31 AM
პოსტი #5661


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



იაკობ
ციტატა
ლექსებ ერთმანეთს დავაწყოთ
კაფიას რითმას მოსდებდე
შენი ნახვა მეც მინდოდა
მაგრამ გელოდო როდემდე?

აბა რა ვუყოთ იაკობ
დროში გვაქვს განსხვავებაო,
შენთან რომ დილა თენდება
ღამე ჩვენთანა დგებაო.

ვახ, იმერლებს რაღას გვერჩი
ენა ხომ გვაქვს გრძელიაო,
ფშაველებთან პაექრობა
განა ჩვენთვის ძნელიაო tongue.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 26 2009, 12:49 AM
პოსტი #5662


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622




ნაინა

ოღონდაც ნუ ჩავვარდები,
იმერლებისა ყბაშიო,
ბევრდ მირჩევნავ გამკოჭეთ,
და გადამაგდეთ ტბაშიო.

შენ თუ ლექსებში მაჯობო
მზად ვარ დაგიკრა ტაშიო

tongue.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 26 2009, 01:06 AM
პოსტი #5663


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



იაკობ

მოსდომებია იაკობს
ბანაობაი ტბაშია,
ჰგონია მაგარ ბიჭია
არც არა უდევს თავშია.

ჩამოუმხია ფაფახი
მხარს მოუგდია გუდაო,
თავი მელექსე ჰგონია
კი არის ძილისგუდაო.

და თუკი ლექსში ვაჯობე
ტაშსაც დამიკრავს ბიჭია,
მაგრამ ვაი რომ სარძევე
არ მოუცვლია კიჭია.

კარგად დაფიქრდი, შეჯიბრი
არ კი გეგონოს იოლი,
თან კბილი კარგად ილესე
პირს გამოისვი ნიორი tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 26 2009, 10:00 AM
პოსტი #5664


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(იაკობ @ Sep 25 2009, 08:29 PM) *

აქით ამბებიც მითხარით
ფოთლები აქაც გათოვდა?
ცოლი ხომ არვინ ითხოვა
ან ხომ არავინ გათხოვდა?
გათხოვებისა რა გითხრა,
ან ცოლის მოყვანისაო,
სხვისი არ ვიცი, ჩემთვის კი
ნატვრაა დიდ ხნისაო.



ციტატა(veriko7 @ Sep 25 2009, 11:26 PM) *

თქვნი კაფიის შემყურე
ვეღარა ვბედავ წერასა
მაგრამ მაინც ვცდი გაკაფვას
მეც ამოვიდგამ ენასა.
ამ განათლების რეფორმამ
სულ დამავიწყა ყველანი
ხანდახან ასე მგონია
"მირბის მიმაფრენს მერანი". biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
რა გინდა, შენც ხომ გამოგდის,
თან არც თუ ისე ურიგოდ?
წერე და როგორც ახალსა
წინ გაგატარებთ ურიგოდ smile.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 26 2009, 10:15 AM
პოსტი #5665


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



QUOTE(ნაინა @ Sep 26 2009, 01:06 AM) *

იაკობ

მოსდომებია იაკობს
ბანაობაი ტბაშია,
ჰგონია მაგარ ბიჭია
არც არა უდევს თავშია.

ჩამოუმხია ფაფახი
მხარს მოუგდია გუდაო,
თავი მელექსე ჰგონია
კი არის ძილისგუდაო.

და თუკი ლექსში ვაჯობე
ტაშსაც დამიკრავს ბიჭია,
მაგრამ ვაი რომ სარძევე
არ მოუცვლია კიჭია.

კარგად დაფიქრდი, შეჯიბრი
არ კი გეგონოს იოლი,
თან კბილი კარგად ილესე
პირს გამოისვი ნიორი tongue.gif



რაო, უკბილო დამარქვი,
და თანაც ძილისგუდაო?
ეხლ ჩემი ლექსიც იკითხე
პასუხს გაცემა უნდაო
tongue.gif

ისრეთა დღეში ჩაგაგდებ
ხალხს აწუხებდე მანდ კვნესით
ლექსებს ვეღარა ფიქრობდე
რითმებს დასდევდე ანკესით

მეგრამ მე რას გემართლები,
ესრეთ პატარა დიაცსა?
ნიორი დაგინაყია
სუნი მამვარდა მიაცა. biggrin.gif

შენთან ლექსობა არც მიღირს
ბევრს არ დავიწყებ ბჭობასო
თანაც არა ვარ ჩვეული
დიაცთან ჭიდაობასო
tongue.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 26 2009, 04:41 PM
პოსტი #5666


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



QUOTE(ზარნაშო @ Sep 26 2009, 10:00 AM) *

გათხოვებისა რა გითხრა,
ან ცოლის მოყვანისაო,
სხვისი არ ვიცი, ჩემთვის კი
ნატვრაა დიდ ხნისაო.


ადექი მერე რას უცდი?
ლექსი ჩირაღდნად ავინთოთ
გზას გავყვეთ ჭიკაანისკენ
დღესვე ცოლები შავირთოთ
biggrin.gif



--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 26 2009, 05:13 PM
პოსტი #5667


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



იაკობ

ამდგარიცა ვარ, ლექსებიც
ბლომად მიწყვია სხვენშია,
მაგრამ არ უნდა არავის -
გეტყვი და დარჩეს ჩვენშია.

დიპლომიცა მაქვს, ულვაშიც,
მეტი რა უნდათ ნეტაო?
მე რა ვქნა, თმები ვიგლიჯო,
ფრჩხილებს დავუწყო კვნეტაო?

თუ არ უნდათ და ნუ უნდათ!
მარტოც არა ვარ ცუდადა.
დედამიწა მაქვს ქალამნად,
ცა მიმაჩნია ქუდადა.



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 26 2009, 06:57 PM
პოსტი #5668


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



ზარნაშო


რას იზამ, ზოგს სულ არ უნდა
არც კაცობა, არც ნიჭიო
ბევრს ურჩევნია ქმრად ყავდეს,
ნაზი, სათუთი ”ბიჭიო”

გაკვირვებული დავდივარ
ასეთ ამბების შამყურე
იქნებ სცადო და გაგიჟდე
შენც გაიყარო საყურე?

მოკლე შორტიკით იარე,
ფეხებს აღარვინ მალავსო,
მხარზე მორიელ იხატე
თავს მააწონებ ქალასო. biggrin.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 26 2009, 07:42 PM
პოსტი #5669


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(იაკობ @ Sep 26 2009, 07:57 PM) *

ზარნაშო
რას იზამ, ზოგს სულ არ უნდა
არც კაცობა, არც ნიჭიო
ბევრს ურჩევნია ქმრად ყავდეს,
ნაზი, სათუთი ”ბიჭიო”

გაკვირვებული დავდივარ
ასეთ ამბების შამყურე
იქნებ სცადო და გაგიჟდე
შენც გაიყარო საყურე?

მოკლე შორტიკით იარე,
ფეხებს აღარვინ მალავსო,
მხარზე მორიელ იხატე
თავს მააწონებ ქალასო. biggrin.gif
თუ რამეს დავიხატავდი,
მხოლოდ და მხოლოდ ზარნაშოს biggrin.gif
ისეთ ხალხს მივეკუთვნები,
ვინც არასოდეს არ ნაშობს.

შორტებს ქართულად სახელი
ნიფხავი ჰქვია არა და...
იმას რა ვუთხარ, ვისაც რომ
ეგეთი უნდა ქმარადა dry.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Sep 27 2009, 02:27 PM
პოსტი #5670


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(ნაინა @ Sep 25 2009, 09:10 PM) *

ლექსები დაუფრქვევიათ
ქიზიყელ-კახელ-ფშაველსა,
ყველას იმერელ სჯობია
ენით აბრუნებს მთა-ველსა. tongue.gif

მჯომზე მჯობს განა რა დალევს
ვერაფერს იტყვი გადაჭრით.
ამერიკას რო წასულხარ
მაგ ლამაზ ფესვებს რადა ჭრი? smile.gif








ციტატა(იაკობ @ Sep 25 2009, 06:29 PM) *

ფშაველზე რამე რომ გეთქვა,
სად გაასწრებდი ამ ხელსო?
მაშინვე გაგილექსავდა,
დააწყნარებდა კახელსო.
tongue.gif biggrin.gif

ეგრე უბრალოდ ნუ ისვრი
პირიდან სიტყვას "კახელსო"
იგეთ დღეში არ ჩაგაგდო,
ვერ იგონებდე სახელსო.
რომა თქვან ე ვაჟს რა უყვეს
თავში რა დააბრახესო
და ამ დღეში ვინც ჩააგდო,
იმასაც ვეღარ ამხელსო. laugh.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Sep 27 2009, 02:48 PM
პოსტი #5671


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(იაკობ @ Sep 26 2009, 03:41 PM) *

გზას გავყვეთ ჭიკაანისკენ
დღესვე ცოლები შავირთოთ
biggrin.gif

ზარნაშო
იკაობ
ჭიკაანში გზა ხსნილია
ფეხს აუჩქარეთ წადითო,
თუ ცოლები ვერ შაირთეთ,
გიმასპინძლებენ მწვადითო.
მიეხმარებით მაინცა
გლეხსა ვენახის კრეფაში,
უშრომელად ვინ წამოგსვავთ
მოფარდაგებულ სეფაში? tongue.gif biggrin.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 27 2009, 03:44 PM
პოსტი #5672


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(შევრდომილი @ Sep 27 2009, 03:48 PM) *

ზარნაშო
იკაობ
ჭიკაანში გზა ხსნილია
ფეხს აუჩქარეთ წადითო,
თუ ცოლები ვერ შაირთეთ,
გიმასპინძლებენ მწვადითო.
მიეხმარებით მაინცა
გლეხსა ვენახის კრეფაში,
უშრომელად ვინ წამოგსვავთ
მოფარდაგებულ სეფაში? tongue.gif biggrin.gif
უშრომლად რათა, ვენახში
მგელივით ჭეჭრა მჩვევია,
ყველა აქებდა ზარნაშოს,
ვისაც კი მიუწვევია.

თან თუკი ხათრიც მექნება
ლამაზი პატარძლისაო...
ეხლა კი არ ვარ ფორმაში,
პრაქტიკა მინდა რთვლისაო.



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 27 2009, 08:01 PM
პოსტი #5673


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



შევრდომილი
ციტატა
მჯომზე მჯობს განა რა დალევს
ვერაფერს იტყვი გადაჭრით.
ამერიკას რო წასულხარ
მაგ ლამაზ ფესვებს რადა ჭრი?


არა ვჭრი და არც ვაპირებ
არც სურვილი მაქვს ამისა,
მოლოდინი მკლავს უზომო
მანდ დაბრუნების წამისა. smile.gif

იაკობ
ციტატა
რაო, უკბილო დამარქვი,
და თანაც ძილისგუდაო?
ეხლ ჩემი ლექსიც იკითხე
პასუხს გაცემა უნდაო


ისრეთა დღეში ჩაგაგდებ
ხალხს აწუხებდე მანდ კვნესით
ლექსებს ვეღარა ფიქრობდე
რითმებს დასდევდე ანკესით

მეგრამ მე რას გემართლები,
ესრეთ პატარა დიაცსა?
ნიორი დაგინაყია
სუნი მამვარდა მიაცა.

შენთან ლექსობა არც მიღირს
ბევრს არ დავიწყებ ბჭობასო
თანაც არა ვარ ჩვეული
დიაცთან ჭიდაობასო


ნეტავ ერთი საჭიდაოდ
როდის გამოგიწვიეო,
ეხლა რასაც მოგახსენებ
სულ შენს თავზე იწვნიეო.

ლექსი ანკესით საჭერი
ისევ შენსკენ ითვალეო,
რაც იპოვო ყველა სტროფი
თითზე ჩამოითვალეო.

მელექსეობას ჩემულობ
მეზღაპრე კი გამოდექქი,
გზა დაუთმე მკაფველებსა
მიდი, გვერდზე ჩამოდექი.

დამიწუნესო კაფია
წადი, შეჰყვირე მთასაო,
დარდისგან ნუ დაიპუტავ
ე, მაგ ქოჩორა თმასაო.

იმ შენი კომპის მაუსსა
ტყუილ აცალე სიქაო,
სადაცა შენი იკვეხო
არც მე მივიწყო იქაო. tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 27 2009, 08:04 PM
პოსტი #5674


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



QUOTE(შევრდომილი @ Sep 27 2009, 03:48 PM) *

ჭიკაანში გზა ხსნილია
ფეხს აუჩქარეთ წადითო,
თუ ცოლები ვერ შაირთეთ,
გიმასპინძლებენ მწვადითო.



კარგად ვერ არის მგონ საქმე
არვინ მთანხმდება ცოლობას
ყველა პირობად აყენებს
გენდერულ თანასწორობას

კაცსა და ლამაზ ქალს შორის
აღარ არისო სხვაობა
ასე ხომ აღარ შეგვრჩება,
ჩვენ მომავალი თაობა?







--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 27 2009, 08:15 PM
პოსტი #5675


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



იაკობ
ციტატა
კარგად ვერ არის მგონ საქმე
არვინ მთანხმდება ცოლობას
ყველა პირობად აყენებს
გენდერულ თანასწორობას

კაცსა და ლამაზ ქალს შორის
აღარ არისო სხვაობა
ასე ხომ აღარ შეგვრჩება,
ჩვენ მომავალი თაობა?


არც ვიცი ერთი რად გვინდა
გენდერულ თანასწორობა,
ნეტავი კარგს რას მოგვიტანს
ქალის კაცთანა სწორობა.

არა ვთვლი თანასწორობა
იყოს საგანი დავისა,
ქალმაც და კაცმაც აჯობებს
საქმე აკეთოს თავისა


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 27 2009, 08:17 PM
პოსტი #5676


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
კარგად ვერ არის მგონ საქმეარვინ მთანხმდება ცოლობასყველა პირობად აყენებს გენდერულ თანასწორობასკაცსა და ლამაზ ქალს შორის აღარ არისო სხვაობაასე ხომ აღარ შეგვრჩება,ჩვენ მომავალი თაობა?



ლამაზ ქალზე მგონი გიჯობს
გახსნა მალე ტენდერი,
თორემ გავა წლები და
შორს დაგრჩება გენდერი a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 27 2009, 08:24 PM
პოსტი #5677


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Atman
ციტატა
ლამაზ ქალზე მგონი გიჯობს
გახსნა მალე ტენდერი,
თორემ გავა წლები და
შორს დაგრჩება გენდერი

ნეტავ ერთი სხვას რომ ურჩევ
თავად როგორ იქცევიო,
ქალი წინ რომ შემოგხვდება
უკან გამოიქცევიო? tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 27 2009, 08:29 PM
პოსტი #5678


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ნეტავ ერთი სხვას რომ ურჩევთავად როგორ იქცევიო,ქალი წინ რომ შემოგხვდებაუკან გამოიქცევიო?


სხვა რა გზა მაქვს, გავიქცევი
ტოტებს მოვწყვეტ ხელადა,
გენდერზე თუ მელაპარაკა
ვიხმარ მწარე წკნელადა biggrin.gif biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 27 2009, 08:44 PM
პოსტი #5679


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Atman
ციტატა
სხვა რა გზა მაქვს, გავიქცევი
ტოტებს მოვწყვეტ ხელადა,
გენდერზე თუ მელაპარაკა
ვიხმარ მწარე წკნელადა


ქალსა გენდერი თუ მოსწონს
ტყუილ ნუ იწევ შარზეო,
ე, მაგ შენს წკნელებს ყმაწვილო
კი გადაგამტვრევს თავზეო tongue.gif


იაკობ
იაკობ სადღაც გამიქრა
პასუხ ვერ გამცა მგონიო,
სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს
ასე აქვს განაგონიო tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 27 2009, 08:55 PM
პოსტი #5680


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ალსა გენდერი თუ მოსწონსტყუილ ნუ იწევ შარზეო,მაგ შენს წკნელებსა ყმაწვილოკი გადაგამტვრევს თავზეო


ეგეთ ქალს ხელს როგორღა ვკრავ,
იმავ წამსვე ვთხოვ ცოლობას
შევეგუები გენდერსაც
მისდამი ტოლად-სწორობას...

მაგივრად ერთ რამესა ვთხოვ:
გადიქცეს გამრჯე ვირადა,
მე კი ბალღებთან თამაშით
სახლს დავაყენებ ყირადა biggrin.gif biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 282 283 284 285 286 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2025 - 11:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი