IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 284 285 286 287 288 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
შევრდომილი
პოსტი Sep 28 2009, 09:38 PM
პოსტი #5701


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ნაინა
ზარნაშო
არ ეზარება არცერთსა
ლექსი, კაფია, შაირი.
რა კარგი რამ იქნებოდა
ბევრ გვყვავდეს აქ თქვენნაირი


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 28 2009, 10:16 PM
პოსტი #5702


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



შევრდომილი
ლექსებსა და კაფიასა
სიზარმაცე არას არგებს,
ცოტა თუ არ ვიხალისეთ
ეს ცხოვრება რად ივარგებს.

შენ კი, ვიცი კარგად კაფავ
შეშურდება ბევრ მნახველსა,
აბა, ნუღარ დაიმორცხვებ
ლექსებსა გთხოვთ, განა ხელსა. biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 28 2009, 10:46 PM
პოსტი #5703


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(შევრდომილი @ Sep 28 2009, 10:38 PM) *

ნაინა
ზარნაშო

არ ეზარება არცერთსა
ლექსი, კაფია, შაირი.
რა კარგი რამ იქნებოდა
ბევრ გვყვავდეს აქ თქვენნაირი
ჰოდა აქ გყავართ, მოდი და
არ გააციო კერაო!
სამი თვე არ დაწერილა,
რაც აქ დღეს დაიწერაო.


ციტატა(ნაინა @ Sep 28 2009, 11:16 PM) *

შევრდომილი

შენ კი, ვიცი კარგად კაფავ
შეშურდება ბევრ მნახველსა,
აბა, ნუღარ დაიმორცხვებ
ლექსებსა გთხოვთ, განა ხელსა. biggrin.gif

biggrin.gif
თუ ემაგრე გააგრძელა,
გავარდება სახელიო,
ხელსაც მოსთხოვს მერე მაგდას
ვინმე ვაჟი კახელიო IPB-ს სურათი






--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 28 2009, 10:56 PM
პოსტი #5704


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



რამდენი დაგიწერიათ
როც არ ვიყავი აქ მეო
სულ ყველა ერთად მოსულხართ
გამოგელიათ საქმეო? biggrin.gif

დღეს სამებაში ვიყავი
გვერდზე გადავდე გართობა
კარგი სანახავ რამ იყო
ოთხასი ბავშვის ნათლობა smile.gif

ასეთს ვერაფერს ვნახავდი,
სანახავს ჩემი თვალითა,
სულ ყველა იყო შახვეულ
პატარა ტოლმასავითა. smile.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Sep 29 2009, 12:39 AM
პოსტი #5705


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



უყურეთ თქვენა ამათა
კარგად გამოგდით კაფვაო
წავედი მე გავიპარე
მიჭირს რითმების ძებნაო




biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 29 2009, 01:20 AM
პოსტი #5706


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ზარნაშო
ციტატა
თუ ემაგრე გააგრძელა,
გავარდება სახელიო,
ხელსაც მოსთხოვს მერე მაგდას
ვინმე ვაჟი კახელიო


ეგებ უკვე ნაპოვნი ჰყავს
სათავისოდ კახელიო,
თუ ეგრეა აბა გვითხარ
გოგოვ, მისი სახელიო. biggrin.gif

მერე ქორწილი გავმართოთ
მოგისვავთ სიძეს გვერდითა,
შენს სადღეგრძელოს შევასმევთ
ზარნაშოს დიდი ვედრითა. biggrin.gif




--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 29 2009, 08:49 AM
პოსტი #5707


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(ნაინა @ Sep 29 2009, 02:20 AM) *

ზარნაშო
ეგებ უკვე ნაპოვნი ჰყავს
სათავისოდ კახელიო,
თუ ეგრეა აბა გვითხარ
გოგოვ, მისი სახელიო. biggrin.gif

მერე ქორწილი გავმართოთ
მოგისვავთ სიძეს გვერდითა,
შენს სადღეგრძელოს შევასმევთ
ზარნაშოს დიდი ვედრითა. biggrin.gif

თუ ნაპოვნი ყავს, დაასხით,
მომეცით განხსვავებული! toast.gif
ლიტრობით უნდა ჩავისხა
კახური ღვინო ქებული!

IPB-ს სურათი





--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 29 2009, 12:55 PM
პოსტი #5708


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



ქორწილია? მეც აქა ვარ
მეც დამისხით ცოტა ღვინო
სანამ დავლევ კი ჯობია
ჯერ თამადას მოვუსმინო.

ღვინოს ვედრით მე ვერ დავლევ
ამომძვრება ხომ სულიო
თან პატრულის მეშინია
მანქანით ვარ მოსულიო biggrin.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 29 2009, 03:39 PM
პოსტი #5709


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



იაკობ

პატრულს ისეთს შევასუნთქებ,
მოეჩვენოს ერთი ორად,
ნაბიჯები აერიოს,
ვერ იჭერდეს ხელკეტს სწორად.



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 29 2009, 05:09 PM
პოსტი #5710


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



გუშინ რამდენ ლექსებს წერდნენ
დაღლილები დღეს არიან
კაფიაში შემოვედი
და შემომყვა kesaria smile.gif



--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Sep 29 2009, 05:23 PM
პოსტი #5711


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



happy.gif
რა კარგ ადგილას მოვსულვარ,
სალამი აქა მყოფთაო, hello.gif
გულის საამო თქვით რამე,
თორ ენა დამიობდაო.

ციტატა
ქორწილია? მეც აქა ვარ

ohmy.gif
უიი, ქორწილი ჰქონიათ,
მითამ შაყრილა ყველაო,
ნეფე-პატარძალს ვერ ვხედავ,
მიტომაც არა მჯერაო tongue.gif

ქალი რომ ქალსა ხელს თხოვდეს,
არ გამიგია არსადო, (ნუუ ვითვალისწინებ ფორუმს wub.gif )
მა, ეს ვაჟკაცნი რად გვინდა,
მარტო ლექსების კაფვადო?!

ადექ, ფშაველო, იშიშვლე
ხმალი და დაუარეო,
ზარნაშოც მოგეშველება
და ვინმეს შაუარეთო yes.gif

მიდექ-მოდექით კაცებმა,
არ გარგებთ ოდენ წერაო,
დაავლებს ვინმე თქვენს რჩეულს,
დარჩებით ცარიელაო. tongue.gif

მერე ვერ გიშველთ პატრული
და ვერც ხელების ცეცება.
დროზე! a075.gif მაყარ ვარ მასული,
დედოფლისა მსურს შექება mze.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 29 2009, 06:15 PM
პოსტი #5712


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



kesaria777

ვისაც კი რამე შევბედე,
უარი მტკიცა მწარეო.
ქალების ხელში, რა ვქნა და,
ვერაფრით გავიხარეო.

რა ვუყო, ნიჭი არა მაქვს
ეტყობა სიძეობისა smile.gif
თუ ვინმე რამეს გაჩარხავს,
ყაბულს ვარ თამადობისა.





--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Sep 29 2009, 07:15 PM
პოსტი #5713


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



doh.gif უარი გტკიცეს ძმობილო
და შენც შეეშვი სწრაფადა?
ვერ მოგიწონე ქმედება,
კაცი უნდა სდგეს მაგრადა a075.gif

ქალების ხელში სიხარულს
რად ელი ვერ გამიგია,
მეგონა ერთი გინდოდა,
შენ სიტყვას "ებ" მიგიბია dntknw.gif

ვერც ამ საქციელს გიწონებ,
თუმც იტყვ ვინ გეკითხებაო, wub.gif
მინდა, რომ შემოგეშველო,
ხელს გიწვდი: შენ - ძმა, მე - დაო ki.gif

ბრძოლისთვის დავიბადეო
ჩანს შენი მინაწერიდან,
მა, რად დაგყრია ფარ-ხმალი,
გულს რად იოხებ წერითა mail1.gif

"წყალსა ვდგა, ცეცხლი მკიდია" -
ვიფიქრე: იწვის კაციო,
ეს კიდე აქეთ მომდგარა,
წუწუნებს, ვითა ვაციო. tongue.gif

სხვის გაჩარხულს რას დაეძებ
და სხვასთან თამადობასა,
ურიგო კაცი არ ჩანხარ,
შემოუძახე ძმობასა. mze.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 29 2009, 07:46 PM
პოსტი #5714


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



ეჰ ფარხმალი მეც დავყარე
დავმარცხდი ქალთან ბრძოლაში
არც ისე მაგარ გამოვდექ
ამა ცხოვრების რბოლაში.

ალბათ სხვა უყვარს რა ვუყო
და მის გულს ვერ მივეკარე
ძალიან ძვირად დამიჯდა
საკოცნად რომ მივეპარე

მასე მარტივიც არ არი
მიდგე მოდგე და ეგ არი.
დაბადების დღე ვულოცე
ლამის დამადო ბეგარი

ნებით წამოსვლა არ უნდა
ხვარ მოვიტაცებ ჯარითა?
თუ ქალს სხვა მოსწონს რას იზამ
თავს მააწონებ ძალითა?

დიდ მონდომებით ვეტრფოდი
იმ იმერეთის ასულსა
ერთხელაც არ შემომხედა
უკვე ჩაბარდა წარსულსა


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 29 2009, 08:06 PM
პოსტი #5715


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



kesaria777
ციტატა
ქალი რომ ქალსა ხელს თხოვდეს,
არ გამიგია არსადო, (ნუუ ვითვალისწინებ ფორუმს )
მა, ეს ვაჟკაცნი რად გვინდა,
მარტო ლექსების კაფვადო?!


ჩვენაც გვიჩვენე სად ნახე
ქალი ქალს სთხოვდეს ხელსაო,
არც ეგრე გაგვჭირვებია
არა ვიქმთ საქმეს ბნელსაო. biggrin.gif

ეგ არცა ფორუმს უხდება
არცა ცხოვრებას ნამდვილსა.
ეგეთ ქორწილი რად გვინდა
ხომ არ შევირცხვენთ მანდილსა.

ეხლა კი მოგესალმები
საქმე ხომ გაგირჩიეო tongue.gif
არ კი გეწყონოს ვიხუმრე
ყურთ იღე რაც გირჩიეო.

აწ არ მოგვაკლო იცოდე
შენი კაფია ქებული,
აღარ შეწყვიტო ქალაუ
ხალისი აქ დაწყებული biggrin.gif smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Sep 29 2009, 08:12 PM
პოსტი #5716


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



ზარნაშო
იაკობ
ohmy.gif ეს რა ამბები დამიხვდა,
შემოველ, ვუშვი მე ნავი,
მეგონა ვაჟკაცთ ვნახავდი,
აქ კი სტირთ ვითა ბეჩავნი user.gif

აფერუმ იმათ ქალობას,
ვინც არ გამოგყვათ თქვენაო,
შექების ღირსნი ყოფილან,
ამას რად უნდა წყენაო tongue.gif

დამდგარხართ, მოთქვამთ ვიშითა,
ვერ უძღვით თქვენს საქმესაო,
ძველი ამბები ვიცითა,
ახალი გვითხართ დღესაო mze.gif

ნაინა
მოგესალმები ნაინა,
ვხედავ, რომ კარგად კაფავო,
საქმის გარჩევაც გცოდნია, biggrin.gif
თუმც არ მწყინს a075.gif სულს არ ვღაფავო tongue.gif

სამეგობროდ შემოვსულვარ,
აწ, თქვენს გვერდით მიგულეთო,
თუკი რამე შემეძლება,
აქ ვარ, ჩემო მემლექეთო a075.gif kiss1.gif mze.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Sep 29 2009, 08:17 PM
პოსტი #5717


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



kesaria777
ნახეთ როგორ ლექსავს ქალი
უყურეთ და ისწავლეთო
მე რომ ლექსი არა ვიცი
ცოტა რამე მიწამლეთო. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 29 2009, 08:28 PM
პოსტი #5718


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



kesaria777

ლამაზ გოგოებს რა დალევს
თუმც ჯერ უცოლოდ ვითვლები
ჩემი ქორწილი მოიცდის
ჯერ სხვის ქორწილში ვითვრები

ბეჩაობის რა შემატყე?
ღვინოს ყანწით ვსვამ კახურა
მამაპაპურად შემოსილს
შავი ფაფახი მახურავს biggrin.gif

IPB Image


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 29 2009, 08:28 PM
პოსტი #5719


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



უჩა
ციტატა
მე რომ ლექსი არა ვიცი
ცოტა რამე მიწამლეთო.

kiss1.gif

უჩა გვთხოვს რამე მიწამლეთ
გაჰყივის როგორც მამალი
ხშირ-ხშირად წერე ლექსები
რად უნდა მაგას წამალი.

აწი აღარც შენ დაგვტოვო
რახან ფეხ შემოგიცდაო,
ვაფხიზლებთ ბიჭებს ქალები
უკვე ენებ დაგვიცვდაო.

მაგრამ არაფერ გამოდის
მოსთქვამენ ვაი-ვიშითა,
არ გათეთრდებია ყორანი
რაც უნდა ხეხო ქვიშითა. tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Sep 29 2009, 08:33 PM
პოსტი #5720


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



უჩა
hehe.gif ოჰ, ეს რა ვაჟი გამოჩნდა,
არ იწუწუნო შენცაო tongue.gif
მომნატრებიხარ ძლიერად,
"სკაიპი" ჩავრთო მეცაო kiss1.gif

ციტატა
ვაფხიზლებთ ბიჭებს ქალები
უკვე ენებ დაგვიცვდაო.

მაგრამ არაფერ გამოდის
მოსთქვამენ ვაი-ვიშითა,
არ გათეთრდებია ყორანი
რაც უნდა ხეხო ქვიშითა
მეც მაგას ვამბობ ნაინა,
თუმცა თან იმას ვჩივიო,
ის კაცი კაცად რად ვარგა,
ხეხვა რომ უნდა ხშირიო unsure.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 284 285 286 287 288 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 05:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE