IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

310 გვერდი V « < 297 298 299 300 301 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალა ღობო!, კაფიაობა
QORBUDA
პოსტი Feb 15 2011, 02:10 PM
პოსტი #5961


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



დაკარგული ჩარჩელის მონატრება sad.gif smile.gif


იმ დროს ვიხსენებ როდესაც
ენა ვით მქონდა ხმალია
ახლა კი თითქოს ვბერდები
გულს შემპარვია ჯანღია.

და თითქოს გულის სიღრმედან
შემომპარვია დარდია
მოვიდა მითხრა ჩურჩულით
ის დრო ხომ მართლაც კაია?

როცა ხარობდი ლაღობდი
კაფიის წერა კითხვითა
ღამეებს რო ათენებდი
გახარებულის ჟინითა.

P.S მე კიდევ დავბრუნდები thumbs.gif


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 15 2011, 02:19 PM
პოსტი #5962


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



QORBUDA
მონატრებული სალამი
ქორბუდას, დაკარგულსაო,
სიამე შემოეპარა
შენი დანავით გულსაო,
სით მოხვალ, რა გზას ეწიე
სამოთხე ხომ არ ნახეო,
ან ცხრა მთას იქით იყავი
საბედო გამონახეო?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Feb 15 2011, 06:46 PM
პოსტი #5963


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



kato_Bato

სად არ ვიყავი, ვიარე,
ცხრა მთაც კი გადავლახეო,
მერე გავიგე სულ ყველა
თბილისსა ჩამობარგდენო.
აქაც ვიარე. დღე და ღამ
მაგრამ აქაც ვერ ვნახეო,
უნდა დავანთო სანთელი,
ეგებ მეშველოს რამეო.smile.gif


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Feb 17 2011, 03:19 PM
პოსტი #5964


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



QORBUDA
დაგპირდი მოვალ გავლექსავ
აგერ ვარ ჩემო ქორბუდა
შენ რადგან მოხველ ვგონებ რომ
ლექსობის საქმე მობრუნდა.

ვიცი რომ ისე ალესავ
მაგ დანასავით ენასა
რითმისა მოყვარულების
უმალ მიიბყრობ სმენასა

იქნებ ძველი დროც დაბრუნდეს
თუნდ მხოლოდ სალა-ღობოსი
შესძინოს სხვებსაც ამ თემამ
აქტიურობის ლოგოსი.

a075.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jariskaci
პოსტი Feb 17 2011, 03:56 PM
პოსტი #5965


jariskaci
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,034
რეგისტრ.: 2-October 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,878



გენაცვალეეეთ რა ვიხალისეეეეეეეეეეეეე


--------------------
ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mevar
პოსტი Apr 26 2011, 05:41 PM
პოსტი #5966


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 159
რეგისტრ.: 27-April 09
წევრი № 6,900



საუკუნეა აქ არ ვყოფილვარ
ისევ ის ჩუმი მდგრადი კლიმატი
გამეფებულა, უწინ რომ იდგა
სიტყვა არ ისმის არსად კვიმატი.
smile.gif
თავისას მოსთქვამს ისევ ქორბუდა
ამაოდ ეძებს სატრფო საბედოს
ისევა მხნეობს (თუ თავს იმხნევებს?biggrin.gif)
ტარზან, მხტომელი კლდესა და ფერდობს
გურული ციცა ისევ მარტოდა-
ვაჟკაც ვაჟაის მოლოდინშია
ტყვილა იქავლებს ენას, იქადნის-
"მაცათ, ამოვალ მე თქვენ დღინშია"
biggrin.gif
თქვენ გაგიმარჯოთ კაფიელებო
ქართული ჯიგრის სალამ-ქალამო
მეც გამიმარჯოს განა, თქვენთანა
დე ვიყო თქვენი გულის მალამო biggrin.gif
kiss1.gif



--------------------
ჭეშმარიტი ქრისტიანი არის მხოლოდ ის, ვისაც ესმის თუ რას ნიშნავს:" გაასწორეთ,შეცვალეთ თქვენი სამშვინველის წყობა, რათა ზეციურ სასუფეველს მიეცეს შემოღწევის საშუალება თქვენს მეობაში."

"ჩემს შემდეგ მომავალი მოგნათლავთ სულისწმიდით და ცეცხლით"
მათე 3,11.ლუკა 3,16.
"რადგან ჩვენი ღმერთი -მჭამელი ცეცხლია"
პავლე. ებრ.12,29
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
didigagu
პოსტი May 20 2011, 01:47 AM
პოსტი #5967


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 19-September 07
წევრი № 2,785



ეძღვნება ჩემს საყვარელ მეუღლეს

ისმინეთ ესე ამბავი,
ხუმრობით მოსასმენია.
სოფელში, შიგ საქათმეში
დაუჭერიათ მელია.

გაგიჟებულა გლეხობა,
გადაქცეულა ხელადა.
ზოგს კეტი, ზოგსაც ნაჯახი
ან წალდი ეპყრა ხელადა.

- ხალხო! რა ვუყოთ? დაფიქრდით
როგორ დავსაჯოთ მელაო,
კვერცხისმდებელი დედლები
სულ გაგვიწყვიტა ყველაო!

- იქნება ბეწვი გავპარსოთ,
ჭინჭრით დავსუსხოთ მერეო.
- ან კუდით ცხენს გამოვაბათ
ვათრიოთ ღელე-ღელეო.

- კარგი რა, რა ვებოდიშოთ?
მაგას მოუკვდა პატრონი!
დავაგდოთ აგერ ხის ძირში
გადავუაროთ ტრაქტორით.

- მოდი, ჯერ ტყავი გავაძროთ,
მერე გავპოხოთ „მასტიკით“.
- არა! ცოტაა მაგისთვის,
თქვით რამე უფრო სასტიკი!

- ეგ როგორ უნდა დავსაჯოთ,
მე მოვიფიქრე მგონია,
იცი რა ვუყოთ? ავდგეთ და
შევრთოთ გურული ცოლია!

- კარგი რა კაცო, რას ამბობ?
ნუთუ აღარა გრცხვენია!
ამისთვის როგორ იმეტებ?!
ესეც ხომ სულიერია.

გასრულდა ესე ამბავი
ხუმრობით მოსასმენია.
გურული ქალის ხსენებამ
გადაარჩინა მელია... )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 20 2011, 11:24 AM
პოსტი #5968


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



didigagu
biggrin.gif biggrin.gif

აბა, აბა, პასუხს ველი,
დამიჭყეტავს თვალებიო,
სიტყვა-პასუხში არ იცის
გურულ ქალმა ვალებიო! biggrin.gif




--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
didigagu
პოსტი Jun 22 2011, 05:55 PM
პოსტი #5969


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 19-September 07
წევრი № 2,785



გამოელია ყველას სათქმელი?
"არსაიდან ხმა, არსით ძახილი"
თქვე კაი ხალხო, თქვით რამე თორემ,
ლამის დავიკრა მკერდში მახვილი. )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 6 2011, 09:56 PM
პოსტი #5970


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



QUOTE(didigagu @ Jun 22 2011, 06:55 PM) *

გამოელია ყველას სათქმელი?
"არსაიდან ხმა, არსით ძახილი"
თქვე კაი ხალხო, თქვით რამე თორემ,
ლამის დავიკრა მკერდში მახვილი. )


"თავს არ მოიკლავს ქართველი არა"
ნუთუ ქართველი არა ხარ განა?
-მაგით პურსა ვჭრი ხოლმე
მომეცი დანა!!!


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 6 2011, 10:30 PM
პოსტი #5971


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



,,ქართველს სათქმელი გამოელია?
ეს იგივეა შავი ზღვა დაშრეს,
ქართველს სიტყვები შემოელია?
ესეგი საქმით უნდა რომ დარჩეს.

ქართველს სიტყვები მუდამ ექნება,
საქმეა კი ამ ტკბილ ბგერის მმართველი.
ამ საქმეს ძალუძს მხელა,შექება,
მთავარი არის თუ ვართ ქართველნი.

მეორე სტროფის მეორე ხაზი ასე უნდა მეწეროს:
,,საქმეა ამ ტკბილ ბგერის მმართველი"

,,კი"წამომცდა!!!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Sep 7 2011, 12:21 AM
პოსტი #5972


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(A.V.M @ Sep 6 2011, 10:30 PM) *

მეორე სტროფის მეორე ხაზი ასე უნდა მეწეროს:
,,საქმეა ამ ტკბილ ბგერის მმართველი"

,,კი"წამომცდა!!!


შემეცოდე დაგიპოსტე
მგონი შველა გჭირდება
"კი" დავწერე ნაღვლიანობ
შეცვლა გამიჭირდება

მინდა გითხრა A.V.M.-ო
თუ გეშლება ნაწერია
პოსტის ქვემოთ ფუნქცია
შესწორება აწერია biggrin.gif (ხოდა შეასწორე რაა biggrin.gif )


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 7 2011, 12:36 AM
პოსტი #5973


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გაიხარე მაკუნა!!!
კაცი უნდა დაუფიქრდე,
მაღლა ცას და ქვემოთ მიწას,
მშობელ მიწას მოუფრთხილდე,
ტაოს,გარეჯს,ცხინვალს,რიწას.

ამ ფორუმზე დააკვირდე,
ციტატას და შესწორებას,
თორემ ვერვის გააკვირვებ,
,,შეცდომა დაესწრო ნებას."

გამოჩნდება მაკუნია,
პროვინციის ალქაჯები,
ასოსაც არ შეგარჩენენ.
იბრძოლებენ ვით ქაჯები.


biggrin.gif laugh.gif biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 7 2011, 01:08 AM
პოსტი #5974


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



მართლ სიტყვა გამოგვლევია,
აღარავინა უბნობსა,
ვინმემ რო ცერად დაწეროს
მაინც არავინ წუნობსა,
მელექსეები წასულან,
ბალღობა მაიმუნობსა. smile.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 7 2011, 01:22 AM
პოსტი #5975


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მელექსეები წასულან,
ბალღობა მაიმუნობსა.



ქვეყანა გამაიმუნდა,
კატა ყეფს ბოლო ხმაზეო.
ამაზე მეტი რა გვინდა,
ცა რომ დაგვატყდეს თავზეო?

კაცობის მაგალითია,
ამ ქვეყანაში ,,ბიჭოლა"
გონება-მონოლითშია
ქალი,დუდუკი,ტიკჭორა.

ქალის სახე და მანდილი,
აქ აბარია ბეგაშვილს.
ქვეყანა გადატრიალდა,
და აღარ სწყალობს დედაშვილს.

და ამის შემდეგ უგუნურთ,
საქმე გვაქვს დროსტარებაზე.
ჩვენი სამშობლოს და მრწმამსის.
გინების ,,გატარებაზე"


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 7 2011, 08:30 AM
პოსტი #5976


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622




ჩვენ სხვა რამეზე ვიფიქროთ,
არ გვაწუხებდეს ბიჭოლა,
თვის საქმეს თვითონ მაუვლის,
მგონ არ დასჭირდეს მიწოლა.

გამოდით წავიშიროთ,
არ მოგვიხდება შინ წოლა.


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 7 2011, 08:43 AM
პოსტი #5977


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



ტელევიზიას ჩვენს გვერდით
ჰქონია დიდი ადგილი
ამიტომ აგვფარებია
თვალზე შორენას "მანდილი"


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 7 2011, 11:33 AM
პოსტი #5978


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბიჭოლამ რაც მოუნდება,
თუ უნდა ის გააკეთოს.
არ გვარგებს ჩვენ მოდუნება
საქმე ჩვენ უნდა ვაკეთოთ.

შორენას საქმეები კი
თავად მას მოეკითხება.
თუ ის მაგდალინელივით
მალე არ გამოსწორდება.

მე უფრო სხვა რამ მაწუხებს,
ეტალონს მათ ნუ გავიხდით.
რაც სურთ ის უქნან მარწუხებს.
ქართულ წესს ნუ გადავიხდით.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Sep 7 2011, 11:47 AM
პოსტი #5979


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(A.V.M @ Sep 7 2011, 12:36 AM) *

გამოჩნდება მაკუნია,
პროვინციის ალქაჯები,
ასოსაც არ შეგარჩენენ.
იბრძოლებენ ვით ქაჯები.
biggrin.gif laugh.gif biggrin.gif


შევარჩინე აბა რა ვქენ
წავიკითხე "შერჩენილი" smile.gif
თუმც კი პოსტის ბოლოს ვნახე
წუხილი აქვს შეჩენილი

დარდობს "კი" შემომეწერა
განმარტებას წერს წვალებით
ვურჩიე, პოსტვის ფუნქციებს
შეხედოს ღია თვალებით biggrin.gif



--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 7 2011, 12:00 PM
პოსტი #5980


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ვურჩიე, პოსტვის ფუნქციებს
შეხედოს ღია თვალებით


მადლობით ვიღებ შენს რჩევას,
გამოსწორებას ვეცდები.
შეცდომას უყვარს შეჩვევა
ვერ მიშველიან ,,ვედები"


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

310 გვერდი V « < 297 298 299 300 301 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2025 - 12:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი