სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Dec 11 2024, 12:24 PM
პოსტი
#41
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,979 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1359 წელი - წმინდა გრიგოლი კვლავ იმ ავადმყოფობით იტანჯება, რომელიც მას მრავალი წელი აწუხებდა, თუმცა ქადაგებასაც აგრძელებს და მსახურებასაც. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, მისი ქადაგებები უფრო მეტად სიკვდილის თემაზეა ფოკუსირებული: 1-ლ აგვისტოს ის ადამიანის ავადმყოფობის მიზეზებზე - ეშმაკსა და ცოდვაზე და მათგან კაცობრიობაში გამოწვეული სატკივარებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობს. წმინდა გრიგოლი აშკარად თავის თავზე ფიქრობს, როცა აგვისტოს სიცხეებს ეხება, რომელსაც ძლივს იტანს. ამავე დროს, თავს ესხმის ჯადოქრებს, მჩხიბავებს და ექიმბაშებს, რომლებიც სულს კლავენ, მაგრამ სხეულს არ კურნავენ. მომდევნო კვირა დღეს წმინდა გრიგოლს საწოლიდან წამოდგომა აღარ შეუძლია, თუმცა მწოლიარე მაინც ქადაგებს. მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში ის ყოველი დღის საკითხავ სახარებას განმარტავს, საუბროს რეალური საფრთხეების შესახებ, რომელიც ქრისტიანებს ელის, რაც არა მხოლოდ სხეულის სიკვდილი, არამეს სხეულისა და სულის მარადიული განადგურებაა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 24 2024, 08:58 PM
პოსტი
#42
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,979 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა სოფრონ ათონელი [სახაროვი], წმინდა სილუანე ათონელის სულიერი მოწაფე; ინგლისში, ესექსის საგრაფოში, მონასტრის დამაარსებელი; ის იყო ჭეშმარიტი ისიქასტი, უქმნელი ნათლის მხილველი და, როგორც მას უწოდეს, "თანამედროვე გრიგოლ პალამა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 28 2024, 04:05 PM
პოსტი
#43
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,979 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც წმინდა გრიგოლ პალამა ერთ-ერთ კრებაზე ლოცვის შესახებ საუბრობდა, მას თხოვეს, რომ აღეწერა ეს გამოცდილება. მანაც დაიწყო საუბარი, ისაუბრა, ისაუბრა და ბოლოს თქვა: "როგორც არ უნდა ვეცადოთ მლოცველის გულის მდგომარეობის აღწერას, არაფერი გამოგვივა"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 6 2025, 06:02 PM
პოსტი
#44
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,979 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა გრიგოლ პალამა 1359 წლის 14 ნოემბერს, წმინდა იოანე ოქროპირის დღესასწაულის მეორე დღეს, თორმეტ წელიწად-ნახევარი ეპისკოპოსად ყოფნის შემდეგ, 63 წლისა გარდაიცვალა. წმინდა ფილოთეოსის თქმით, ცხედარი თესალონიკში, მის სამოღვაწეო, წმინდა სოფიის საკათედრო ტაძარში დაასვენეს, აქ წმინდა გრიგოლის გარდაცვალებისთანავე, უშუალოდ წმინდა გრიგოლის შუამდგომლობით, მრავალი სასწაული აღესრულა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 18 2026, 07:00 PM
პოსტი
#45
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,979 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თხუთმეტი წლის ასაკში გრიგოლ პალამამ სწავლა შეწყვიტა, თუმცა დიდად განსწვალული იყო. ერთხელ მას იმპერატომა ანდრონიკემ სთხოვა, ლექცია წაეკითხა არისტოტელეს ლოგიკურ თხზულებებზე. პალამა მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო. მან ისე კარგად წაიკითხა ლექცია, რომ იქ მყოფი ფილოსოფოსებიც კი გაოცდნენ, ხოლო თეოდორე მეტოხიტმა იმპერატოს მიმართა: "აქ რომ არისტოტელე იყოს, ამ ჭაბუკს თვითონ შეაქებდაო", და დაუმატა: "აი, ასეთი ბუნებრივი თვისებებით უნდა იყვნენ დაჯილდოებულნი ადამიანები, რომელთაც არისტოტელეს ლოგიკის შესწავლა სურთ"
/არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 19 2026, 07:12 PM
პოსტი
#46
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,979 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"და აი, დადგა მეორე კვირა, რომელსაც ეწოდება გრიგოლ პალამას კვირა. წმინდა ეკლესია მიაპყრობს ჩვენ სულიერ მზერას გრიგოლ პალამას სწავლებისადმი, რომელმაც პასუხი გასცა კითხვას, თუ რა არის ჩვენი ხატება ღვთისა, როგორია ის? მან თქვა, რომ ღვთის ხატება - ეს არის შუქი, სინათლე ჩვენში, მაგრამ არა ფიზიკური შუქი, არამედ სწორედ ის შუქია, რომლითაც გაბრწყინდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თაბორის მთაზე, როდესაც ფერი იცვალა.
ეს არის ღმერთის დიდების შუქი. ხატება ღვთისა ჩვენში არის ამ საღვთო დიდების შუქის სხივი. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის ხატებას ჩვენში ვაბნელებთ, ვაზიანებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის წარუშლელია, მისი წაშლა შეუძლებელია. ყოველ ადამიანში, მიუხედავად დაცემულობისა, არის ეს საღვთო დიდების სინათლე. სწორედ ეს არის გრიგოლ პალამას სწავლების აზრი" /მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2026 - 06:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი