IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მართმადიდებლი და მუსულმანი, დასაშვებია თუ არა ?
N.N
პოსტი Feb 14 2007, 01:36 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 179
რეგისტრ.: 14-February 07
წევრი № 1,071



დამლოცეთ მამაო

ბევრი საუბრით არ მინდა თავი შეგაწყინოთ, თუმცა ალბათ აუცილებელია რომ ჯერ საკუთარ თავზე ვთქვა ორიეოდე სიტყვა და მერე გადავიდე შეკითხვაზე, რომელიც დღითიდღე მებადება თუმცა რწმენაცა და სიმტკიცეც მასთან ერთად იზრდება...
ორი წელია რაც ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი (ინტერნეტით), და ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. ის არაბია. იგი 10 თვის წინ, ჩვენს ქვეყანასაც ეწვია. არა იმიტომ რომ ქვეყანა ენახა, იგი ჩემი გულისათვის ჩამოვიდა. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, პირველი შეხვედრის თანავე ჩვენი ურთიერთობა უჩვეულოდ წარიმართა. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მაგრამ რამდენადაც ერთმანეთი გვიყვარს, იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან (სარწმუნოებას ვგულისხმობ). როგორც იტყვიან გულს ვერ უბრძანებო, ასე ვარ ახლა, ვერ ვუბრძანებ გულს დაშორდი ამ ადამიანსთქო, თუმცა ეს ურთიერთობა კი ძალიან მტანჯავს. მტანჯავს იმიტომ რომ მომავალი არ უწერია. ვიცი, შეუძლებელია ჩვენს მომავალზე ლაპარაკი, რადგან რამდენადაც მე ვარ ჩემს ღმერთზე შეყვარებული, იმდენად ის არის თავის ალახზე გადარეული. თითქოს ჩვენ ორნი, ერთი ხის ტოტები ვიყოთ, ერთი ღმერთი გვყავს მაგრამ მისკენ მიმავალი გზა სხვადასსხვა გვაქვს. ორმხრივი სიყვარული ღვთის საჩუქარიაო, მაგრამ ვერ ვხვდები ჩემთვის რა არის. საჩუქარი, რომელსაც ასე ველოდი, თუ კიდევ ერთი გამოცდა ჩემი რწმენისა. დაბნეული ვარ. არ ვიცი რა ვქნა. მხოლოდ დღევანდელზე ფიქრით ცხოვრება აღარ შემიძლია. ეს გრძნობა, არ არის მიწიერი, ეს რაღაც უფრო სხვაა, ამაღლებული. მიწიერი რომ იყოს, თავადვე ვიტყოდი უარს მაგრამ რა ვქნა რომ ასე არ არის.
ვერ ვბედავ მისვლას ეკლესიაში რომ ეს ყველაფერი პირისპირ ვუამბო მღვდელს, და ვკითხო ის ყველაფერი რაც მაინტერესებს. ალბათ იმიტომ რომ, მეშინია მოსალოდნელი პასუხებისა, ან თავადვე ვიცი სავარაუდო პასუხები და ამის გაგების მეშინია.
მამაო, შესაძლებელია თუ არა ჩვენი მომავალი ერთმანეთს დავუკავშიროთ (ქორწინებას ვგულისხმობ), ისე რომ ჩვენ ჩვენი გვწამდეს ყოველთვის ? ცოდვაა თუ არა იმ ადამიანის შეყვარება რომელიც ალახს ადიდებს თუმცა არ უარყოფს ღმერთის ძეს? და ბოლოს, გამოცდაა თუ საჩუქარი ეს გრძნობა, ბოძებული ღვთისაგან?

შემინდეთ და დამლოცეთ მამაო ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pushoka
პოსტი Feb 21 2007, 02:43 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 21-February 07
წევრი № 1,152



ჩემო კარგო მეც ანალოგიური სიტუაცია მაქვს ოღონდ ის თურქია.და რა მერე არც არაპერი.ითან რაც მთვარია ართვინელი ქართველია ანუ ბათუმიდან გადსახლებული ქართველბი რო გაამაჰმადიანეს მერე მაგრამ მაინც არა მე მუსულმანი ვარ და მაგად უნდა დავიმარხოო.მეც შრენნაერ ღტულ სიტუაციაში ვარ.sad.gif((9ეს კი ვიცი ქორწინება დიდი ცოდვაა.ჩემმა დიდმა მეგობარმა მიოთხრა."წარმოიდგინე რაღAც უცებ გაგიჭიდს,და შენ მაშინვე ეკლესიაში გაიქცევი ის კი მეჩეთშიო"მორჩა და დამთვარდა ეგ საუბარიო.როგორც ბოკალის ჭიქას რო მოსტყდეს პხი კი დააწეპებ მაგრამ ბოლომდე ვერ აღადგეს აი ეგეთი ყრთიერტობა გექნებათო.რავი მეც ესე ვარ რა ის იქიდან მე კიდე კარგად ვარ და ის სულ გაგიჯებასააsad.gifასე რო დზაან მაგრა გაგიგეsmile.gifsmile.gifsmile.gifცჰემო დაიკო;
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Mar 7 2007, 02:11 PM
პოსტი #3


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ!

"ყოველი კაცი ცრუ არს" (ფს. 115,2), ბრძანებს წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი. ამ სიტყვებით გამოიხატება არა ის, რომ ყოველი კაცი მატყუარაა, არამედ ადამიანის ცვალებადობა, აზრის, გრძნობის არამყარობა. ის გრძნობა, რაც გაქვთ ადამიანის მიმართ, თავისთავად დასაძრახი არ არის და სავსებით ბუნებრივია მიწიერ ცხოვრებაში. მაგრამ ეს არის გრძნობა და მისი ძალა და სიმტკიცე ისევ თქვენ ხართ, თქვენი გული. სხვა არანაირი სიმტკიცე, გარანტი ამ გრძნობას არ გააჩნია. ამასთან ერთად კარგად უნდა დაფიქრდეთ, რა იქნება მერე, როცა პირველი ტალღა გადაგივლით. ცხოვრება განსაცდელებითა და პრობლემებითაა სავსე, რომლებიც როგორც ღრუბელი მზეს, ეფარებიან გრძნობებს, უკარგავენ ძალას, ახუნებენ. როცა ადამიანი ცხოვრობს ღმრთის შიშით, მისი მცნებების დაცვით, თვით უფალი აძლევს ძალას. სხვა შემთხვევაში დღევანდელი გრძნობა თვალსა და ხელსშუა დნება. კარგად უნდა დაფიქრდეთ, როგორი ცხოვრება გელოდებათ შეუღლების შემთხვევაში. არ ვიცი მუსულმანობის რომელ მიმართულებას ეკუთვნის თქვენი რჩეული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქალს მათთან არ აქვს ის უფლებები და თავისუფლება, რომელსაც მას ქრისტეანობა ანიჭებს. ცხადია, შეუღლების შემთხვევაში მოწყდებით ეკლესიურ ცხოვრებას, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სურვილი მართალი რწმენით ცხოვრებისა, ეკლესიურობას მოწყვეტილ ადამიანში უძლურდება რწმენაც. სარწმუნოებრივი შეხედულებები განაპირობებენ მსოფლმხედველობას. დღეს თქვენ მხოლოდ გრძნობა გაკავშირებთ. ოჯახური ცხოვრება ტანჯვად იქცევა, თუ მეუღლეები სხვადასხვა მსოფლმხედველობისა არიან. ან თქვენ მოგიწევთ მისი შეხედულებების მიღება საკუთარ სარწმუნოებრივი შეხედულებების დათმობა, ან მან უნდა მიიღოს თქვენი. ძნელად დასაჯერებელია, რომ მუსულმანმა არაბმა თავის სამშობლოში მიიღოს ქრისტეანი ცოლის მსოფლმხედველობა და სარწმუნოებრივი შეხედულებები. უნდა დაფიქრდეთ შვილებზეც. თქვენ არავინ მოგცემთ უფლებას მათი მართლმადიდებლურ ტრადიციაზე აღზრდის, ამის არანაირი საშუალება არ გექნებათ. გარდა ამისა არის უამრავი ყოფითი წვრილმანი, რომელთა მიღება ძნელია ქართული ტრადიციისათვის. მერე კი, ამქვეყნიური ცხოვრების შემდეგ იქნება საშინელი სამსჯავრო.

ნუ იფიქრებთ, რომ ღმერთი ჩვენს სწავლებაში და მუსულმანის წარმოდგენაში არის ერთიდაიგივე. ღმერთი ერთია, მაგრამ არსებობს უამრავი ცრუ სარწმუნოება, რომელიც თავისებურად ხატავს ღმერთს. მათი გზა არ მიდის ჭეშმარიტებასთან. მაცხოვარი ბრძანებს: "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (ინ. 14,6). იმის თქმა, რომ მუსულმანობა არის სხვა გზა ღმერთთან, ქრისტეს სიტყების უგულებელსყოფას ნიშნავს.

ეკლესია არასდროს აკურთხევდა თავის შვილებს მსგავს ქორწინებებზე. როგორც შვილს, როგორც დას, მინდა გთხოვოთ დაფიქრდეთ თქვენი რწმენის რაობაზე, შესაძლო პერსპექტივებზე და არ ენდოთ მხოლოდ გრძნობას. ევედრეთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომ განგამტკიცოთ და განგაბრძნოთ. ნუ გგონიათ, რომ გულს ვერ უბრძანებთ. სულიერი ცხოვრების არსი სწორედ გულისთქმების გაკონტროლება და ალაგვმაა. თქვენი დღევანდელი მდგომარეობა არის გამოცდა რწმენისა. აუცილებლად გჭირდებათ მოძღვართან ურთიერთობა. კონკრეტულ საკითხებზე საუბრების, რჩევების მიღების, სულიერი ცხოვრების დაწყების გარეშე შეუძლებელია ამ გამოცდის "ჩაბარება". ნუ გგონიათ, რომ მოძღვარი არის მოსამართლე; ეცადეთ მასში დაინახოთ მამა, ენდოთ და დაემორჩილოთ. ერთად ყოველგვარ განსაცდელს დაძლევთ. ღმერთმა მოგცეთ სიმტკიცე და გახაროთ მაცხოვარების სიხარულით.



--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 01:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი