IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> არქიმანდრიტმა შიომ საპატრიარქოსგან, გაფრთხილება მიიღო!
benediqt
პოსტი Mar 29 2012, 11:19 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



„ვისაც არ უყვარს პრეზიდენტი, არის ეშმაკი...“ - შავნაბადას არქიმანდრიტმა ამ სიტყვების გამო საპატრიარქოსგან გაფრთხილება მიიღო

„შავნაბადას მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე ერთ-ერთი ქადაგებისას მრევლს მიმართავს: „ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს, არა ვნახო აქ შემოსული... მე არანაირი ეშმაკები აღარ ვნახო მომავალ წირვაზე... ვისაც არ უყვარს პრეზიდენტი., არის ეშმაკი...“ - მამა შიოს ქადაგების ეს ნაწილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.

პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი კი ამბობს, რომ ეს ამბავი ადრე მოხდა და მსგავსი განცხადებები, თან ამბიონიდან, მიუღებელია, - ასეთი ქადაგებები ეკლესიას სახელს უტეხს და ამიტომაც მონასტრის წინამძღვარმა გაფრთხილება მიიღო. მისივე განმარტებით, ანალოგიური ქადაგებები ადრეც ყოფილა და არა მარტო მღვდლებში, მღვდელმთავრებშიც კი და მსგავს განცხადებაზე მღვდელმსახური შენიშვნას აუცილებლად იღებს პატრიარქისგან“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“.

„ცნობისთვის, შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარი მამა შიო ქადაგებისას ამბობს, რომ პრეზიდენტი უფროსად დააყენა ღმერთმა - „თუ საჭიროა, სიკვდილით უნდა ვპასუხობდეთ იმას, რომ იდიდოს ჩვენი სამშობლოს სახელი, იდიდოს ჩვენი პრეზიდენტის სახელი და ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს, არა ვნახო აქ შემოსული, იდიდოს ჩვენი პატრიარქის სახელი, იდიდოს ჩემი სახელი, იდიდოს თქვენი მამის სახელი. მე არანაირი ეშმაკები აღარ ვნახო მომავალ წირვაზე... ვისაც არ უყვარს პრეზიდენტი, არის ეშმაკი, ვაცხადებს და ვწერ პირჯვარს, რომ გამოსწორდეს, დაანებოს მაიმუნობას თავი, ის უფროსად რომ დაგიყენა ღმერთმა, ის არის შენი მარჩენალი... ისრაელში შვილის ურჩობა სიკვდილით ისჯება“, - აღნიშნავს ქადაგებისას მამა შიო, რომლის განცხადებით, „ახლა რომელი სულელი იქნება, რომ სახელმწიფოს მეთაური იყოს და არ უყვარდეს თავისი საქმე, არ უნდოდეს ყველაზე კარგი სახელმწიფო მეთაური იყოს, არ უნდოდეს რომ მისი საქმიანობა დავით აღმაშენებლის საქმიანობას შეადარო?!“ - აღნიშნავს გამოცემა.

„ზოგიერთი მღვდელი თუ მღვდელმთავარი, ვიდრე სასულიერო პირს ეკადრება, იმაზე მეტად არის განწყობილი ხელისუფლების საამებლად, მაგრამ ამბიონიდან ასეთი რამის ქადაგება არ შეიძლება. რელიგია პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს და მსგავსი განცხადების გაკეთება არ შეიძლება. მრევლის ასე დაყოფა, ასეთი განცხადებების გაკეთება ეკლესიისთვის მიუღებელია და ასეთ პოზიციას ნამდვილად ვერ გავიზიარებთ. ეს განცხადებები ეკლესიის პოზიცია არ არის, ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული სასულიერო პირის პოზიციაა და და მსგავსი განცხადებების გამო ყველა სასულიერო პირი პატრიარქისგან შენიშვნას იღებს. ეკლესიისთვის ასევე მიუღებელი იქნებოდა, რომელიმე მღვდელს ექადაგა, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, ის ტაძარში არ უნდა შემოვიდესო“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველი.

http://ick.ge/ka/rubrics/society/10144-201...3-13-55-07.html

ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=kcRcSp8nuwM&feature=related



--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 29 2012, 11:47 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ძალიანაც კარგი.

მე ველოდი, რომ მამა შიოს ამ სიტყვებს რეაგირება მოყვებოდა საპატრიარქოსგან და ასეც მოხდა.

კარგია, ზოგიერთები ჭკუას ისწავლიან.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მონა უფლისა
პოსტი Mar 30 2012, 12:57 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 10-January 12
წევრი № 11,934



ჩემი აზრით ასეთი ადამიანები საერთოდ უნდა მოიკვეთონ ეკლესიიდან!!!ვიცი რომ ეს ჩემი საქმე არაა და საპატრიარქოში უკეთ იციან როგორ მოიქცენ მაგრამ მე ასე ვფიქრობ
ჯერ როგორ შეიძლება ვინმეს ეკლესიაში შესვლა აუკრძალო და მერე ისიც რის გამო?


--------------------
დიდება უფალს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 30 2012, 01:13 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(მონა უფლისა @ Mar 30 2012, 01:57 AM) *

ჩემი აზრით ასეთი ადამიანები საერთოდ უნდა მოიკვეთონ ეკლესიიდან!!!ვიცი რომ ეს ჩემი საქმე არაა და საპატრიარქოში უკეთ იციან როგორ მოიქცენ მაგრამ მე ასე ვფიქრობ
ჯერ როგორ შეიძლება ვინმეს ეკლესიაში შესვლა აუკრძალო და მერე ისიც რის გამო?

საერთოდ ეკლესიიდან განკვეთა ამ შემთხვევაში კარგს ვეაფერს მოიტანს.
შესაძლოა პიროვნებამ სინანულის ნაცვლად ბრძოლა გამოუცხადოს დედაეკლესიას და უკიდურეს შემთხვევაში მისი მტერი გახდეს, რაც მიუტევებელ ცოდვას წარმოადგენს.

ამიტომ, მამა შიოს მიეცა გაფრთხილება და იმედია დაფიქრდება, მიხვდება შეცდომას და გამოასწორებს.
დარმუნებული ვარ მისი განკვეთის შემთხვევაში კიდევ ერთი სასულიერო პირი შექმნიდა თავის ეკლესიას ცალკე.

ახლა კი საშუალება აქვს კვლვ განაგრძოს მღვდელმოქმედება საქართველოს ეკლესიაში და ჩვეულებრივ იმსახუროს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 30 2012, 01:29 AM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რამდენიმე დღის წინ ვიყავი შვიდგზის ზეთისცხებაზე.
რომლის შემდეგაც ტრაპეზზე დავრჩი მოძღვრებთან ერთად და ამ თემაზე საკმაოდ დიდხანს იყო საუბარი.

საპატრიარქომ ჩემზე კარგად იცის რა უნდა გაააკეთოს.
ციტატა
შესაძლოა პიროვნებამ სინანულის ნაცვლად ბრძოლა გამოუცხადოს დედაეკლესიას და უკიდურეს შემთხვევაში მისი მტერი გახდეს, რაც მიუტევებელ ცოდვას წარმოადგენს.

ასეთები ბევრი ვიცით მე დ შენ გიო... 2kiss.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 30 2012, 01:34 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
ასეთები ბევრი ვიცით მე დ შენ გიო...

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს... sad.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Mar 30 2012, 06:08 AM
პოსტი #7


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ რას განვიხილავთ აქ, ეგაა საინტერესო.
მამა შიოს საქციელს მოჰყვა რეაგირება საპატრიარქოსაგან.
იმედია რომ გაფრთხილება იქნება გათვალისწინებული.
ჩვენ რა ვქნათ ეხლა? ,,დედა, ეს რა უქნია და როგორ გაბედაო'' ვწეროთ ყველამ სათითაოდ?
ისიც გასაგებია, რომ არიან მოძღვრები, რომელთაც შეუძლიათ დითირამბები უმღერონ დღევანდელ ხელისუფლებას.
ასევე არსებობენ საპირისპირო აზრის მქონენიც, რამდენი ადამიანიცაა ქვეყანაზე, იმდენი აზრი არსებობს,
აზროვნებას ვერავის დაუშლი.
მთავარი ისაა, რომ საპატრიარქო გამოეხმაურა საკითხს და აღნიშნულმა მოძღვარმა გაფრთხილებაც მიიღო.
თემა კი ჩემი აზრით ინფორმაციული ხასიათისაა, ავტორმა დაწერა, ჩვენ გავეცანით.
ვფიქრობ ზედმეტი განხილვა საჭირო არაა, დასკვნები ჩვენთვის გავაკეთოთ.
თემის ღიად დატოვების აუცილებლობასაც ვერ ვხედავ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ განხილვა განკითხვაში გადაიზრდება.

ასე რომ იხურება. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 01:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience