![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
karpaki |
![]()
პოსტი
#21
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
![]() ეკუმენიზმის საკითხი ერთი-ერთი უმთავრესია თანამეროვე რელიგიურ მედიასივრცეში. პროტესტანტები, კათოლიკეები, ყველა მიმდინარეობის ახალმოწესეები თითქმის ასი წელია თავს იმტვრევენ ამ ცნების აზრსა და შინაარსზე. მაშ, რა არის ეკუმენიზმი და როგორი დამოკიდებულება გააჩნია მასთან ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას? ეკუმენიზმი (მისი თანამედროვე გაგებითა და გენშტაბით, რომელსაც "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" ეწოდება) არის არამართლმადიდებლური, წმიდა მამების გადმოცემის საწინააღმდეგო სწავლება, რომელიც ეხება ეკლესიის საზღვრების საკითხს, ასევე არამართლმადიდებლურ ეკლესიათა და სხვა რელიგიურ მოძღვრებათა მაცხოვნებლობას. ის გამოიხატება: 1.ყველა ან რამდენიმე რელიგიის მაცხოვნებლობის აღიარებაში; 2.მწვალებლებს აღიარებს მართლმორწმუნეებად, მათ თემებს კი ეკლესიის ნაწილებად. მაშინ, როდესაც წმიდა მამები დაუშვებლად მიიჩნევენ მართლმორწმუნე ეწოდოთ მწვალებლებს, მეტიც, ისინი ერეტიკოსებს ქრისტეანებსა კი არ უწოდებდნენ. მათ თემებს კი არ მიიჩნევდნენ მაცხოვნებლად. 3.მიიჩნევს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტების სისრულე არსებობს მრავალ სხვა აღმსარებლობაშიც (აქედან, უარს ამბობენ თვით ტერმინ "მწვალებლობაზე" (ერესზე), არავის აღიარებენ მწვალებლად და უარყოფენ მათდამი საეკლესიო კანონიკური ნორმების გამოყენებას). მეტიც, ეკუმენისტები ასწავლიან მწვალებელთა გაქრობის შესახებაც. ასე, მაგალითად, პატრიარქმა ათინაგორე სპირუმ 1962 წ. გამოთქვა სწავლება, რომლის თანახმადაც "დღეს მწვალებლები უკვე აღარ არსებობენ", არამედ არიან ცალკეული "შემცდარი ადამიანები". 4.ამბობენ, რომ რელიგიური განყოფები გამოწვეულია არა სარწმუნოებრივი მიზეზებით, არამედ ისტორიული, კულტურული და პოლიტიკურ ვითარებებით. წმ. მამები (მაგ. წმ. კვიპრიანე კართაგენელი) კი გვასწავლიან, რომ მწვალებლობა მომდინარეობს ეშმაკის მზაკვარებიდან და არა "ცალკეული ადამიანების შეცდომებიდან" ან პოლიტიკური ვითარებიდან. 5.დასაშვებად მიიჩნევენ რელიგიურ განყოფათა საერო გზებით აღმოფხვრის შესაძლებლობას; მაშინ, როდესაც, კანონები სასტიკად კრძალავენ საერო ხელისუფლების ჩარევას და საერო ძალაუფლების გამოყენებას საეკლესიო საქმეებში, იქნება ეს ეპისკოპოსთა არჩევა თუ განხეთქილებათა აღმოფხვრა. განხეთქილებათა და მწვალებლობათა აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიური ღონისძიებებით. 6.ასწავლიან, რომ ახალი წესები და გადმოცემები, ასევე წმ. საეკლესიო საიდუმლონი, რომლებიც უცხოა მართლმადიდებლობისთვის, ძველი გადმოცემებისა და წესების, ასევე მწვალებელთა მიერ დამახინჯებულად აღსრულებული საიდუმლოებების თანაბარმნიშვნელოვანი და თანაბრად მაცხოვნებელია. მაგალითდ, ასწავლიან, თითქოსდა ნათლისღების მწვალებლური, წყალპკურებითი ან წყალგადავლებითი ფორმა თანაბარმნიშვნელოვანი იყოს ნათლობის უძველესი და კანონიკური შთაფლვითი ფორმისა და ცხოვნებას ანიჭებდეს ადამიანს. ამ სიცრუეს ამხელენ თუნდაც ბერძნული "პიდალიონი" და აღმოსავლელ პატრიარქთა ერთობლივი ოროსები, სადაც ნათლობის შთაფლვით ფორმა მკვეთრად უარყოფილია და ითხოვენ წყალპკურებითად ან წყალგადასხმითად "მონათლულების" თავიდან ნათლობას. 7.ასწავლიან, მართლმადიდებლური დოგმატებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის კანონების "დაძველებას და მათ შეუსაბამობას თანამედროვე დროებასთან". 8.დასაშვებად მიიჩნევე ან ამართლებენ ლოცვით - ლიტურგიკულ თანაზიარობას არამართლმადიდებლებთან და არაქრისტეანებთან, ამართლებენ ქრისტეანთა მონაწილეობას მწვალებელთა საიდუმლოებებსა და ლოცვებში. დასაშვებად მიიჩნევენ ან ამართლებენ მწვალებლებთან და არაქრისტეანებთან "სიყვარულით" აღსრულებულ ერთობლივ ლოცვებსა და საიდუმლოებებს. საეკლესიო კანონები მკაცრად სჯიან ამგვარად მოქმედთ. ერისკაცს განკვეთენ ზიარებისგან, სასულიერო პირებს კი დაამხობენ სასულიერო ხარისხისგან. 9.ასწავლიან, რომ თითქოსდა მოციქულთა მემკვიდრეობა მექანიკურად გადმოდის და წარმოადგენს განსაკუთრებულ და უმთავრეს ნიშანს ეკლესიურობისა (რომლის გარეშე ქრისტეანული თემი არ შეიძლება იწოდოს ეკლესიად), რომ მეორე და მესამე კატეგორიის მწვალებლობები სრულიად როდი განაშორებს ადამიანს ეკლესიისგან. წმიდა კომოდიანე ამბობდა, რომ მხოლოდ გადმოცემის ერთიანი, სრული დაცვა არის ეკლესიურობის ნიშანი. ამგვარი დაცვის გარეშე თვით მოციქულებრივი მემკვიდრეობითობის ფაქტი არაფერს ნიშნავს. 10.ამტცკიებენ, თითქოსდა ცხოვნება შესაძლებელი იყოს მართლმადიდებრული რწმენის გარეშეც, მხოლოდ პირადი, მორალური სრულყოფილებით. ამგვარად, ზემოთგადმოცემული სწავლება და მისგან გამომდინარე პრაქტიკული დასკვნები წარმოადგენენ, როგორც წარმართული ფილოსოფიურ წარმოდგენებს "ჭეშმარიტებისკენ მიმავალი მრავალი გზის" შესახებ, ასევე ძველთაძველ მწვალებლობას საზოგადო ცხოვნებაზე. ასეთი სწავლება და მისგან გამომდინარე დასკვნები არ შეიძლება ვაღიაროთ მართლმადიდებლურად, კატეგორიულად მიუღებელი და საანათემოა. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
narchita |
![]()
პოსტი
#22
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 21-October 11 წევრი № 11,692 ![]() |
მეგობრებო! ბოდიშს ვიხდი და განვიცდი და რომ ეს თემა გავხსენი და დაპირისპირების სახე მიიღო.უფალმა გვაპატიოს მეც და ყველას არასწორად თუ მოვქცეულვართ ნებით თუ უნებლიეთ. უფლის ბრწყინვალე აღდგომაა 2 დღეში და ვილოცოთ ყველამ. მამა არჩილ დაგვლოცეთ და უფალს შესთხოვეთ ჩვენთვის შენდობა. |
ნაინა |
![]()
პოსტი
#23
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
George Leluashvili
ციტატა შენ სად ეზიარე არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი თვალით ვნახე თბილისის ღვთისმშობლის კათოლიკურ ტაძარში ეპისკოპოსმა როგორ აზიარა პურით და ღვინით მრევლი. ვიდეოც მაქვს გადაღებული. მერე ზიარების შესახებ იქ მსახურ ბიჭს გავესაუბრე და ჩემდა გასაკვირად მითხრა, რომ მრევლს ჩვეულებრივ, ღვინითაც აზიარებენ. შენ სად ნახე რომ კათოლიკეები ღვინით აზიარებენ და რომელმა ბიჭმა დაგიდასტურა არ ვიცი, მაგრამ, ერთში კი არა, რამდენიმე კათოლიკურ ეკლესიაში მაქვს ნანახი, რომ აზიარებენ მხოლოდ სიფრიფანა, პატარა მრგვალი ფირფიტებით. არის აქ პოლონური კათოლიკური ეკლესია, სადაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი როგორ ხდება ზიარება. ასევე გერმანულ ეკლესიაში და კიდევ რამოდენიმე სხვა ეკლესიაშიც. მრევლი ცოტაც მინახავს და ბევრიც, ასევე მრევლის წარმომადგენლებსაც საკმაოდ ვიცნობ და ყოველი შემთხვევისათვის გადავამოწმე მათთანაც, როცა აქ შენი ნაწერები წავიკითხე, არავის არ უთქვამს, რომ ოდესმე ღვინით მიეღოთ ზიარება. ამ თემაში კი, ღვინით ზიარებაზე კი არა, საერთოდ არამართლმადიდებლის მართლმადიდებლური წესით ზიარებაზე იყო საუბარი მე მგონი. ეს ისე, შეხსენებისთვის. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#24
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ნაინა
ციტატა მრევლი ცოტაც მინახავს და ბევრიც, ასევე მრევლის წარმომადგენლებსაც საკმაოდ ვიცნობ და ყოველი შემთხვევისათვის გადავამოწმე მათთანაც, როცა აქ შენი ნაწერები წავიკითხე, არავის არ უთქვამს, რომ ოდესმე ღვინით მიეღოთ ზიარება. მე ფაქტებით ვმსჯელობ. რაკი არ გჯერათ, შემიძლია ავტვირთო ვიდეო, სადაც მეუფე ჯუზეპე თბილისის ღვთისმშობლის კათოლიკურ ტაძარში მრევლს პურითა და ღვინით აზიარებს. პურის ფირფიტებს აწობს ბარძიმში ჩასხმულ ღვინოში და აღებინებს მრევლს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
k@the |
![]()
პოსტი
#25
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
კათოლიკურ ეკლესიაში მეც მინახავს რომ არანაირი ღვინო არ მონაწილეობს მრევლის ზიარებისას. ისედაც სადღაც მაქვს წაკითხული, რომ მანდ ღვინით და პურით მხოლოდ მღვდლები ეზიარებიან. პ.ს. თემა გადმოვიტანე სასაუბროში, იმ განყოფილებაში არაა ამის ადგილი. George Leluashvili თბილისში რა ხდება და როგორ არ ვიცი, მაგრამ ეგ გამონაკლისი არაფერს ნიშნავს. სულაც შეიძლება მართლმადიდებლური გავლენა იყოს თბილისის კათოლიკურ ტაძარში და იმიტომაც აზიარებდნენ ღვინით. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ქევანა |
![]()
პოსტი
#26
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
კაცო, არამართლმადიდებლები რატომ ეზიარებიან მართლმადიდებლებთან ერთად, ეს ამიხსენით.. ლოგიკას ვერ ჩავწვდი..
გასაგდები არ ვიცი და საყვედური კი უნდა მისცეს ასეთ ხალხს კაცმა, იმჰო.. ფლავი კი არაა, მათთვის თუ წმინდა არაა, ჩვენთვის წმინდაა ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
k@the |
![]()
პოსტი
#27
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ქევანა
ის რომ არსებობენ გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომელთათვისაც სულერთია რომელ ქრისტიანულ ტაძარში შევლენ და დიდი სიხარულითაც ეზიარებიან თითოეულში, არ მიკვირს. ვიცნობ კიდეც ასეთი კატეგორიის ადამიანებს. აი, მოძღვარი რამ აიძულა ეს არამართლმადიდებლები განზრახ ეზიარებინა, ნამდვილად ვერ ამიხსნია. მაგრამ ჩვენ რა მანდედან? მე არაფერი დამკლებია, აზიარა და აზიაროს. თუ არასწორად მოიქცა როგორც მღვდელი, იმას თავისი მოეკითხება და მე თუ ჩემი წილი ზიარება ცეცხლად არ მექცევა, იმაზეც მადლობელი ვარ. უბრალოდ, კანონიკურად არის საინტერესო საკითხი. დავით კანონისტი დაგვხატავდა ეხლა, ის გვეტყოდა რამდენად დასაშვებია მღვდლის ეგ საქციელი? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
terra |
![]()
პოსტი
#28
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
k@the
ციტატა დავით კანონისტი დაგვხატავდა ეხლა, ის გვეტყოდა რამდენად დასაშვებია მღვდლის ეგ საქციელი? რად უნდა მაგას კანონისტი, ქეთი. მართლმადიდებლებმა ეგ თუ არ ვიცით, აბა სხვა რა ვიცით. კატეგორიულად დაუშვებელია. არ შეიძლება მარგალიტი დაუყარო ღორებს. ამის მოქმედი სასულიერო პირები კი უმკაცრესად აგებენ პასუხს ქრისტეს წინაშე, თუ არ შეინანეს. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
k@the |
![]()
პოსტი
#29
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
terra
ჰო მაგრამ, მე როგორც ვიცი კათოლიკებს მარტო ქართველები და რუსები ვნათლავთ ახლიდან, დანარჩენი თუ კათოლიკე იტყვის მინდა მართლმადიდებლობაო, ნათლობის გარეშე, წყლის პკურებით მგონი, ხდებიან მართლმადიდებლები. ხოდა რავიცი, იქნება ასეც უთხრეს იმ ბერძენ მამაოს. ვინ რა გაიგო? იკონომია არ დაიშვება მაგაზე? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
terra |
![]()
პოსტი
#30
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
k@the
თავს შევიკავებ ამ საკითხზე საუბრისგან. ოდესღაც შემეძლო და ინფოც საკმაოდ მქონდა. ეხლა ყველაფერი გადავიწყებული მაქვს და დაე სხვებმა იმსჯელონ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
k@the |
![]()
პოსტი
#31
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
terra
არც მე მაქვს საკმარისი ინფორმაცია, მაგრამ შინაგანად მაინც აზრი ყველას აქვს თავისი, ჩემთვის "ღორობა" მხოლოდ მართლმადიდებლობა/არამართლმადიდებლობა არაა. ზოგიერთი მართლმადიდებლურად მონათლული ადამიანი, "ღორზე" მეტად "ღორად" მეჩვენება და არ მემეტება არც მისთვის რაღაცეები, მაგრამ მე რა მაქვს გასამეტებელი?... ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
terra |
![]()
პოსტი
#32
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
k@the
გენაცვალე გულში. ღორები და ღორობა მხოლოდ იმიტომ ვახსენე და გავკადნიერდი, რომ თავად უფალი ბრძანებს ამის შესახებ წმინდა წერილში. წმინდა ზიარების მიცემა, არამართლმადიდებლისთვის, სწორედ რომ ღორებისთვის მარგალიტის დაყრაა. სულ ეს. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
k@the |
![]()
პოსტი
#33
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
terra
გაიხარე. კი ვიცი რომ მართალი ხარ. პრინციპში სხვის ძვირფას ნაჩუქარს რომელი კჭუათმყოფელი გააჩუქებს, ამით ხომ ვინც ჩვენ გვაჩუქა ეგ, იმას ვაყენებთ შეურაცხყოფას. მაინც რთულია ეს ყველაფერი, თითქოს მინდა ყოველთვის არსებობდეს "მაგრამ, ამ შემთხვევაში" და "გამონაკლისი". -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#34
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
k@the
ციტატა თბილისში რა ხდება და როგორ არ ვიცი, მაგრამ ეგ გამონაკლისი არაფერს ნიშნავს. თუ გამონაკლისს უწოდებ, ძალიანაც ბევრს ნიშნავს ეს "გამონაკლისი", მაგრამ სინამდვილეში ეს გამონაკლისი ნამდვილად არ არის, რადგან როგორც წირვის დაწყების წინ საკურთხეველში აკურთხებს მართლმადიდებელი მღვდელი ღვინოს და წყალს, შემდეგ კი წმინდა შეერთებას (ანუ ორივეს თანაბრად ჩაასხავს ბარძიმში), ზუსტად ამის მსგავსად მრევლის თვალსაჩინოდ აღასრულებს კათოლიკე მღვდელი (თუ შეიძლება ეწოდოს) ძღვნის კურთხევას. მესმის თქვენი, რადგან სხვას რომ ეთქვა ჩემთვის მსგავსი რამ, მეც ვერ დავიჯერებდი, მაგრამ როცა ჩემი თვალით ვნახე, სათქმელი აღარაფერი მაქვს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
k@the |
![]()
პოსტი
#35
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
George Leluashvili
კი ბატონო, მე ვიცოდი რომ ასე ხდება, მაგრამ მაგ ზიარებას მხოლოდ სასულიერო პირები იღებენ, ხოლო მრევლი მხოლოდ და მხოლოდ პურის ფირფიტით ეზიარება. წესი აქვთ ასეთი. ერთი დავძებნი, სადაც წავიკითხე, თუ ვნახავ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#36
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
George Leluashvili კი ბატონო, მე ვიცოდი რომ ასე ხდება, მაგრამ მაგ ზიარებას მხოლოდ სასულიერო პირები იღებენ, ხოლო მრევლი მხოლოდ და მხოლოდ პურის ფირფიტით ეზიარება. წესი აქვთ ასეთი. ერთი დავძებნი, სადაც წავიკითხე, თუ ვნახავ. ჩემი გაკვირვებაც სწორედ ამავე წაკითხულმა გამოიწვია, რადგან მეც მასე ვიცოდი, რომ მხოლოდ სასულიერო პირები იღებდნენ ღვინოსაც, მაგრამ ჩემ ცხვირ წინ აზიარა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მრევლის ღვინითაც. ანუ იღებდა სინზე დაწყობილ პურის ფირფიტებს, აწობდა ბარძიმში ჩასხმულ ღვინოში და აჭმევდა მრევლს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#37
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ეს ვიდეო მოწმობს ჩემი სიტყვების უტყუარობას
![]() ა, ფაქტი... კარგად დააკვირდით როგორ აწობს პურის ფირფიტებს ბარძიმში. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
k@the |
![]()
პოსტი
#38
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
George Leluashvili
ინგლისურ ვერსიას დავდებ ეხლა. გადავხედე რამოდენიმე სტატიას და რამდენადაც მივხვდი ისევ დაუშვიათ http://en.wikipedia.org/wiki/Communion_under_both_kinds ციტატა Today, the practice of Communion under both kinds is gaining in popularity throughout Catholicism, and is common in Europe and English-speaking regions.[clarification needed] Regular use of Communion under both kinds requires the permission of the bishop, but bishops in many countries have given blanket authorisation to administer Holy Communion in this way. ინგლისურ ვერსიაში არ წერია და გერმანულში ამბობენ რომ Vaticanum II-ის (8.12.1965-მდე) შემდეგ ისევ ნებადართულია ღვინო-პურით ზიარება, ის კი არა ურჩევენ კიდეცო რომ ასე აზიარონო მღვდლებმა. ეგ რას ცვლის ჩვენთვის, ეხლა ის გამაგებინე. ბოდიშს გამოვთქვამ კათოლიკე საზოგადოებასთან, მაგრამ ვიკიპედიაში რაც წავიკითხე ეს დასკვნა გამოვიტანე. მხოლოდ პურით იმიტომ აზიარებდნენ კათოლიკეები წლების განმავლობაში მრევლს, რომ იმდენად არ უნდოდათ "ღორებისთვის მარგალიტების დაყრა", სულაც "იღორეს" და აღარავის აზიარებდნენ ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#39
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
k@the
ციტატა მხოლოდ პურით იმიტომ აზიარებდნენ კათოლიკეები წლების განმავლობაში მრევლს, რომიმდენად არ უნდოდათ "ღორებისთვის მარგალიტების დაყრა", სულაც "იღორეს" და აღარავის აზიარებდნენ ![]() ![]() ციტატა ინგლისურ ვერსიაში არ წერია და გერმანულში ამბობენ რომ Vaticanum II-ის (8.12.1965-მდე) შემდეგ ისევ ნებადართულია ღვინო-პურით ზიარება, ის კი არა ურჩევენ კიდეცო რომ ასე აზიარონო მღვდლებმა. აჰაა, ახლა უკვე ყველაფერი ნათელია ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
![]()
პოსტი
#40
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
QUOTE ის რომ არსებობენ გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომელთათვისაც სულერთია რომელ ქრისტიანულ ტაძარში შევლენ და დიდი სიხარულითაც ეზიარებიან თითოეულში, არ მიკვირს. ვიცნობ კიდეც ასეთი კატეგორიის ადამიანებს. სულერთია რომელ ტაძარში ილოცებენ ეს აიხსნება და ეკუმენიზმი ეწოდება მაგას..იმისთვის თუ სულერთია მოძღვრისთვის რატომაა სულერთი?განა ეს ის რელიგიაა არაა მისთვის რომელსაც არასოდეს გადაუხვევია ქრისტესგან მოცემული გზითვის?თუ შემცდარი პაპისტების რელიგია ვართ ხან ღვინით ვაზიაროთ ხან პურით როგორც მოგვეხასიათება? QUOTE მაგრამ ჩვენ რა მანდედან? მე არაფერი დამკლებია, აზიარა და აზიაროს. აი ამ დამოკიდებულების ბრალია სწორედ რომ ათას უბედურებას აქვს ადგილი იქ სადაც არაფრით არ უნდა ხდებოდეს ეს საქმეები. როგორ გულგრილად ვუყურებთ არა ერთი პატარა ბიჭი ქრისტეს და კრიშნას ერთდროულად რომ სცემს თაყვანს? მაგრად გვკიდია ხომ ეს? გ ვ კ ი დ ი ა ამას ქვია დაკიდება. QUOTE დავით კანონისტი დაგვხატავდა ეხლა, ის გვეტყოდა რამდენად დასაშვებია მღვდლის ეგ საქციელი? ერთი იქ თქვა კანონისტმა სადაც მიწვეული იყო სიმართლე და დაიჭირა სიმართლის მახარე და ახლა აქ იტყვის კიდევ. მიკიბავს მოკიბავს რაღაც მშრალ მაგალითებს მოიყვანს ლოგიკურად გამართავს და დაგვიდებს ძეგლივით. ხმა ამოიღეთ ყველამ სანამ დროა და დაიწყეთ ყველამ საუბარი თორემ რა დონემდე მივედით უკვე ხომ ხედავთ ეკუმენიზმი შევიწყნარეთ და მიღებულია თურმე რომ არიან ადამიანები რომელიბიც ყველა ტაძარში ლოცულობენ და მათ ამის უფლება აქვთ. როდემდე უნდა გქონდეთ თავი ქვიშაში ჩაყოფილი სირაქლემებივით.აღიარეთ მაინც და თქვით რომ ხო ეს არის შეცდომა,რატომ ეძებთ გამართლებას და გამოყვანას ამ საქმისა რომ არაფერი დაშავებულა ქრისტე და კრიშნა ერთად ადიდო,ბუდას იცავდე და უყენებდე გვერდით წამებულ ღმერთს რომელმაც თავი დაიმცირა და ჯვარზე ავიდა ჩვენი სიკვდილის დასამარცხებლად. ქრისტემ ყველაფერი შეცვალა ბუდაც კრიშნაც და სხვა დანარჩენიც და გითხრათ აი ესაა გზა აქ იარეთ თქვენ კი ამბობთ რომ არა მხოლოდ ეს გზა არაა? -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 11:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი