IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> ხატთა შესახებ, გავაანალიზოთ
გლახა
პოსტი Jun 19 2007, 12:37 PM
პოსტი #121


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანუდოსელი
კანონისტი

smile.gif smile.gif
..ეს ხელთნაკეთი კი დაწყევლილია თავად და მისი გამკეთებელიც, რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთად იწოდა.
რადგან უკეთურია და მისი უკეთურება ღვთისათვის თანაბრად საძულველია,
და რაც გაკეთებულია მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება

სიბრძნე სოლომონისა 14:8-10

პ.ს. ვისაც ააარ ეხება, თავის თავზე ნუ მიირებს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 19 2007, 12:37 PM
პოსტი #122


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jun 19 2007, 12:35 PM) *

ერთ ადგილზე ყოფნა კარგია.... biggrin.gif



სტატიკურობა მამაა დინამიკის biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jun 19 2007, 12:38 PM
პოსტი #123


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



KAIROS
ციტატა
ისე ვწერო რომ ამბობ, ამდენ წერას ცოტა კითხვა არ სჯობს?

აბა რაიცი ვკითხულობ თუ არა smile.gif რომ ვკითხულობ მაგიტომ ვწერ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 19 2007, 12:39 PM
პოსტი #124


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(გლახა @ Jun 19 2007, 12:37 PM) *

კანუდოსელი
კანონისტი

smile.gif smile.gif
..ეს ხელთნაკეთი კი დაწყევლილია თავად და მისი გამკეთებელიც, რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთად იწოდა.
რადგან უკეთურია და მისი უკეთურება ღვთისათვის თანაბრად საძულველია,
და რაც გაკეთებულია მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება

სიბრძნე სოლომონისა 14:8-10

პ.ს. ვისაც ააარ ეხება, თავის თავზე ნუ მიირებს smile.gif



ტკბილო: თემას ხატი ქვია და შენ ეს მოგყავს, ე.ი. ხატს ეხები,ამიტომ გამოდის რომ დაწყევლილად მრაცხ მეც

მადლობა
არ მითხრა რატომ მიიღე შენს თავზეო...გიმეორებ რა ქვია თემას და რა შუაშია შენი პოსტი?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 19 2007, 12:40 PM
პოსტი #125


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
ტკბილო: თემას ხატი ქვია და შენ ეს მოგყავს, ე.ი. ხატს ეხები,ამიტომ გამოდის რომ დაწყევლილად მრაცხ მეც


არამხოლოდ შენ....

ერთ ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენო.... იმისი არ იყოს tongue.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 19 2007, 12:40 PM
პოსტი #126


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
პ.ს. ვისაც ააარ ეხება, თავის თავზე ნუ მიირებს



ეგ უფალს უთხარი, თორემ ჯერჯერობით არც ჩემი ხატი არსებობს, არც კანონისტის და არც კანუდოსელის ( მგონი biggrin.gif )

ციტატა
ვკითხულობ მაგიტომ ვწერ


აბა იგივეს რად წერ?

წევიწიოთ პაწა biggrin.gif

იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jun 19 2007, 12:42 PM
პოსტი #127


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



უდროოდ დაღუპულ შვილზე მწუხარებით გატანჯულმა მამამ მისი გამოსახულება გააკეთა, ჯერ პატივი მიაგო რროგორც მკვდარ ადამიანს, მერე კი როგორც ღმერთს და საიდუმლოებანი და სააღვთო წესები გადასცა თავის ხელქვეითებს.

შემდგომად ამისა დროიის მიერ განმტკიცებული ეს უკეთური ჩვეულება სენახულ იქნა, როგორც რჯული
სიბრძნე სოლომონისა 14: 15-16
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 19 2007, 12:43 PM
პოსტი #128


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(გლახა @ Jun 19 2007, 12:42 PM) *

უდროოდ დაღუპულ შვილზე მწუხარებით გატანჯულმა მამამ მისი გამოსახულება გააკეთა, ჯერ პატივი მიაგო რროგორც მკვდარ ადამიანს, მერე კი როგორც ღმერთს და საიდუმლოებანი და სააღვთო წესები გადასცა თავის ხელქვეითებს.



ეხ გლახავ....ცოტა გაჩე რას მიექანები ვააა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jun 19 2007, 12:46 PM
პოსტი #129


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანუდოსელი
ციტატა
უდროოდ დაღუპულ შვილზე მწუხარებით გატანჯულმა მამამ მისი გამოსახულება გააკეთა, ჯერ პატივი მიაგო რროგორც მკვდარ ადამიანს, მერე კი როგორც ღმერთს და საიდუმლოებანი და სააღვთო წესები გადასცა თავის ხელქვეითებს.


ამაზე კი არა ყურადრება ამაზეა გასამახვილებელი:

შემდგომად ამისა დროიის მიერ განმტკიცებული ეს უკეთური ჩვეულება სენახულ იქნა, როგორც რჯული

აბა დროებითsmile.gif ცეცხლს მოგვიანებით გავახურებ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 19 2007, 12:48 PM
პოსტი #130


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
არც კანონისტის

ჩემი არსებობს tongue.gif

წ~აი დ~თ კან~სტი laugh.gif laugh.gif

ევედრებიან ძირითადად საეკლესიო კანონების შესწავლისათვის და მრუშობის შედეგად პარტნიორის გენეტიკური კოდის მოქმედების შეჩერებისათვის

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 01:04 PM
პოსტი #131


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გლახა

VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

როგორც ცნობილია, IV-VII საუკუნეების ყველა ერესი - ნესტორისა, მონოფიზიტური თუ მონოთელიტური - ხატთა თაყვანისცემას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ მუსლიმებიც, რომელნიც ქრისტიანებს განუწყვეტლივ უკიჟინებდნენ, ერთი, ჭეშმარიტი უფალი დაივიწყეთ და სამი ღმერთის თაყვანისცემა და კერპთა გაღმერთება დაიწყეთო. ამ ბრალდებას გულმოდგინედ იმეორებდნენ იუდეველებიც, რომელნიც ერთ შემთხვევასაც არ უშვედნენ ხელიდან, ქრისტიანებისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ.

შესაძლოა, სულიერი ცხოვრებისა და განათლების დაცემის ჟამს ხატები, რომლებიც ძველთაგანვე ყოველი ქრისტიანისთვის მოკრძალებული თაყვანისცემის ობიექტები იყო, გაუნათლებელ ხალხში ზოგჯერ მართლაც გაუღმერთებიათ, მაგრამ ეკლესიის მამები ასეთ შემთხვევებს არასოდეს ტოვებდნენ მხილების გარეშე და ნებისმიერი ცრურწმენის წინააღმდეგ ხმას უთუოდ იმაღლებდნენ.

იმპერატორ ლეონ ისავრიელს, რომელმაც სახელი მაჰმადიანებთან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცით გაითქვა, იმედი ჰქონდა, რომ ხატების განადგურებით მხოლოდ ეკლესიას კი არ იხსნიდა ცრუ რწმენისაგან, არამედ მუსლიმებსა და იუდეველებსაც ქრისტიანობაზე მოაქცევდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, წმინდა გერმანემ, რომელსაც იმპერატორმა თავისი განზრახვა გაუზიარა, მას ხატთაყვანისცემის ჭეშმარიტი არსი განუმარტა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მეფეს, რომელიც ჯიუტად ადგა თავის აზრს, გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა. მაშინ ის იძულებული გახდა, ხმამაღლა განეცხადებინა, რომ არც მეფესა და არც პატრიარქს ეკლესიის ადათ-წესების შეცვლის უფლება არ ჰქონდათ და რომ თვითონ უსჯულო საქმეში მონაწილეობას უმალ სიკვდილს ამჯობინებდა. ლეონზე არც პატრიარქის განხცადებას და არც რომის პაპის პროტესტს გავლენა არ მოუხდენია. 730 წლის 17 იანვარს, სვინკლიტის სხდომაზე, იმპერატორმა უმაღლეს არისტოკრატიას შესთავაზა, ხელი მოეწერა ბრძანებისთვის, რომლითაც ხატთაყვანისცემა იკრძალებოდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელის მოწერაზე კატეგორიული უარი თქვა. მაშინ იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და მის ადგილას ხატმებრძოლი ანასტასი აღასაყდრეს, წმინდა გერმანე კი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს. იგი, ღრმად მოხუცებული, დევნილობაში აღესრულა.

მთავარი, რასაც ხატმებრძოლნი ბრალად სდებდნენ ქრისტიანებს, კერპთაყვანისცემლობა იყო. ისინი ასეთ კითხვას სვამდნენ: რას გამოხატავს ხატები? თუ თავად ღმერთს, ეს წმინდა წერილს ეწინააღმდეგება, რადგან ღმერთი სულია, რომლის გამოსახვა და შეცნობა შეუძლებელია; მაშასადამე, ხატი უფლის გამოსახულება კი არ არის, არამედ კერპი. თუ ხატები ქრისტეს, როგორც ღმერთსა და კაცს, ერთ ხატად გამოსახავს, ეს მონოფიზიტობაა, რომელიც მაცხოვრის ორ ბუნებას ერთში აერთიანებს, ხოლო თუ ისინი განხორციელებულ მაცხოვარს მისი ერთი, ოდენ კაცობრივი ბუნებით აღბეჭდავს ეს ნესტორის ერესია, რომელიც ქრისტეს, როგორც კაცს, ღმერთეებრივი ლოგისისგან სრულიად აცალკევებს. ზემოთქმულის კვალობაზე, უფლის ყველა გამოსახულება ერესი და ღვთისგმობაა.

ერეტიკული სწავლების საპირისპიროდ, იოანე დამასკელმა ხატსა და მის თაყვანისცემაზე მართლმადიდებლური სწავლება ჩამოაყალიბა, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს: სამყაროში ყოველივე ხატია, გამოსახულებაა; თავად კაცი ხატი და მსგავსია ღმრთისა. ყოველი საგანი ხატია იდეისა. ხატსა და პროტოტიპს შორის, მატერიასა და სულს შორის, არსებობს კავშირი. თუკი ხატმებრძოლნი სულთან მატერიის ამ კავშირს სრულიად უარყოფენ, მაშინ ისინი მანიქეველები ყოფილან, რომელნიც ღმერთთან მატერიალური სამყაროს ყოველგვარ ზიარებას გამორიცხავდნენ.

ხატმებრძოლების აზრით, ხატთაყვანისმცემელთა სწავლებიდან გამოდიოდა, რომ ხატებსა და პროტოტიპს ერთი არსი ჰქონდათ, რაზეც მართლმადიდებლები პასუხობდნენ, ხატსა და პროტოტიპს შორის შინაგანი ერთობააო. მაგალითად, მეფის გამოსახულება ამავე დროს ხატია სამეფო ხელისუფლების იდეისა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მეფის გამოსახულებასა და მეფეს შინაგანი ერთობა აქვთ. ამგვარად, ხატი არის მატერიალიზაცია რეალობისა - ღმრთისა, მატერიალური ასახვა ზეგრძნობადი სამყაროსი. ეს აზრია გამოხატული თეოდორე სტუდიელის დისტიქში: „ოდეს უმზერ ხატებს, სწვდები გამოუთქმელ სანახაობას ზეცისა“.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 20 2007, 06:53 PM
პოსტი #132


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(დათიკო @ Feb 19 2007, 05:39 PM) *

МЫ НЕ ПОКЛОНЯЕМСЯ ИКОНАМ И СВЯТЫМ, А ПОЧИТАЕМ ИХ
"Надо различать поклонение как всецелое посвящение жизни и поклонение как знак почитания, уважения, благоговения. Собственно, это и было объяснено VII Вселенским собором: поклонение - только Богу; изображениям - только почитание. Для православного богословия сохраняет все свое значение заповедь "Богу твоему одному поклоняйся и Ему одному служи". "Сами себе и друг друга и весь живот наш Христу Богу предадим", и при этом будем почитать те знаки, что в земном странствии напоминают нам об этом нашем жизненном призвании" Диакон Андрей Кураев.


დათიკო, ნუ რამდენჯერ შეიძლება კურაევის, ოსიპოვის და მათ მსგავსთა ციტატების დადება IPB-ს სურათი

843 წ.-ის კონსტანტინეპოლის კრების ძეგლისწერიდან:

რომელნი-იგი სიტყჳთ შეიწყნარებენ განგებულებასა მას ქრისტეს განჴორციელებისასა, ხოლო ხატებით გამოსახვად მისა და თაყუანისცემად არა თავს-იდებენ და ამისთჳს სიტყჳთ იჩემებენ ღმრთისმსახურებასა და საქმით უარ-ჰყოფენ, შეჩუენებულმცა არიან.

...

რომელნი იტყჳან, თუ ღმრთად ჰყვანან ქრისტეანთა ხატნი, შეჩუენებულ არიან. ღმრთად აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ხოლო წმიდასა ხატსა მისსა პატივ-ვსცემთ და თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა ხატსა ქრისტესსა და სახესა მისისა მის ჩუენ თანა ქცევისასა.

...

კურაევს ჯობდა კარგად გაერკვია რა არის თვისებითი თაყვანისცემა (относительное поклонение), რა - მსახურებითი თაყვანისცემა და ა.შ. ისე ამ თემაში გამართულ პოლემიკას რომ ვუყურებ (აქ მყოფი პროტესტანტების შეუარაცხყოფის გამო არ ვამბობ), მიკვირს რამდენად უფრო პრიმიტიულია დღევანდელი პროტესტანტების არგუმენტაცია მერვე-მეცხრე საუკუნეების ხატმებრძოლების არგუმენტაციასთან შედარებით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, არც იცნობენ მართლმადიდებლურ სწავლებას, არადა დამასკელის ტექსტებიც დაიდო, და კიდევ შეიძლება მეშვიდე მსოფლიო კრების, თეოდორე სტუდიელის ან ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის ტექსტების დადებაც. მოკლედ არ ვიცი რა დავწერო, რა.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 20 2007, 11:24 PM
პოსტი #133


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438




ნუ აცრილია სოტირისი ამ ხალხზე კარგად ნათქვამიც ცუდად ესმის biggrin.gif

აქაც უნდა დავეტაკოთ ერთმანეთს?

იმ ძეგლისწერაში რაც მოიყვანე ერთმანეთის გვერდითაა "პატივისცემაც" და "თაყვანისცემაც", ეს თაყვანისცემა კი იქცე განიმარტება რას ნიშნავს, ვითარცა ხატს ( სახეს) უფლისა!

ციტატა
წმიდასა ხატსა მისსა პატივ-ვსცემთ და თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა ხატსა ქრისტესსა


და რა თქვა ასეთი კურაევმა? იგივე!


ციტატა
Надо различать поклонение как всецелое посвящение жизни и поклонение как знак почитания, уважения, благоговения


არ შეიძლება ასე გამოეკიდო ყველაფერში ადამიანს, ნამდვილად გჯერა რომ ხატების თაყვანისცემის საკითხი კურაევზე უკეთ იცი? ხანდახან ზედმეტები მოგდის ხოლმე...
რაც შეეხება პროტესტანტების პრობლემას გეთანხმები და საოცარია ასეთი "ჰარმონია" უარგუმენტოებისა და სიჯიუტისა...

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 21 2007, 02:07 AM
პოსტი #134


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(KAIROS @ Jun 20 2007, 11:24 PM) *

ნუ აცრილია სოტირისი ამ ხალხზე კარგად ნათქვამიც ცუდად ესმის biggrin.gif


ნუ ანერვიულდები ახლა IPB-ს სურათი

ციტატა
აქაც უნდა დავეტაკოთ ერთმანეთს?


კურაევის პირად დაცვაში მუშაობ? IPB-ს სურათი

ციტატა
იმ ძეგლისწერაში რაც მოიყვანე ერთმანეთის გვერდითაა "პატივისცემაც" და "თაყვანისცემაც", ეს თაყვანისცემა კი იქცე განიმარტება რას ნიშნავს, ვითარცა ხატს ( სახეს) უფლისა!


ნუ აჩქარდები. წმიდა მამათა სწავლების საფუძველზე განმარტე ჯერ რას ნიშნავს პატივისცემა, რას ნიშნავს თაყვანისცემა, რა განსხვავებაა თუ მსგავსებაა მათ შორის, და მერე ვილაპარაკოთ.

ციტატა
არ შეიძლება ასე გამოეკიდო ყველაფერში ადამიანს, ნამდვილად გჯერა რომ ხატების თაყვანისცემის საკითხი კურაევზე უკეთ იცი?


მე მჯერა, რომ დებულებები МЫ НЕ ПОКЛОНЯЕМСЯ ИКОНАМ И СВЯТЫМ, А ПОЧИТАЕМ ИХ და Собственно, это и было объяснено VII Вселенским собором: поклонение - только Богу; изображениям - только почитание უკვე ტერმინოლოგიურადაა მცდარი და არატრადიციული. კურაევი რას ასწავლის ხატთა თაყვანისცემის შესახებ, ამ ციტატებიდან კარგად არ ჩანს, აჩქარება არ არის საჭირო, ამიტომ მაგაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ.

ციტატა
რაც შეეხება პროტესტანტების პრობლემას გეთანხმები და საოცარია ასეთი "ჰარმონია" უარგუმენტოებისა და სიჯიუტისა...


ნუ შენ მასე კითხე მაგათ IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 21 2007, 03:51 AM
პოსტი #135


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ნუ ანერვიულდები ახლა


ბოლოტი ხალ შენ biggrin.gif

ციტატა
კურაევის პირად დაცვაში მუშაობ



ნწუ , რაფაელის biggrin.gif

ციტატა
არატრადიციული


აქ შეიძლება სადღაც დაგეთანხმო, მაგრამ ეს სახალხო ენაა, კურაევს უნდა აჩვენოს რომ ის თაყვანისცემა რაც უხილავ ღმერთს მიეგება განსხვავებულია ხატთაყვანისცემისაგან...

საქმე იმაშია, რომ ეგ კაცი თანამედროვე ტერმინოლოგიით წერს და შინაარსი ყველასათვის მისაღებია, დახვეწა კი ყოველთვის შეიძლება, უბრალოდ ყველაფერში ნუ გამოეკიდები ხოლმე biggrin.gif


ციტატა
ნუ შენ მასე კითხე მაგათ


ეეჰ, დულოსი შემოვიდა თეოლოგიაო და კანუდოსელის კითხვები ახლაც ჰაერშია გამოკიდებული, მერე ვიღაცამ დაგვდო პატივი და ისიც გაქრა... არადა სერიოზულ პროტესტანტთან კამათი ძალიან საინტერესო იქნებოდა...

იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 21 2007, 11:52 AM
პოსტი #136


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



სოტირის, შენ თუ იცი რას ნიშნავს შინაარსის გაგება biggrin.gif

საუბარია თაყვანისცემაზე, როგორც ერთადერთის მიმართ - ღმერთის მიმართ პატივის მიგებაზე და ვინაიდან ეს პატივი ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს, ჩვენ არ ვცემთ თაყვანს ხატებს (თაყვანისცემის ამ გაგებით)

როდესაც საუბარია ხატის თაყვანისცემაზე ან პატივის მიგებაზე, ეს ის თაყვანისცემა და პატივი არაა, როგორითაც ღმერთს მივაგებთ, ამიტომ ყოველ კოკრეტულ შემთხვევაში საჭიროა არა ტერმინი, როგორც ასეთი - არამედ მისი კონკრეტული შინაარსი კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში.

პროტესტანტებს აქვთ ცდუნება, რომ ჩვენ ვაღმერთებთ ხატებს, ანუ თავად ნივთს და მათთან საჭიროა საუბარი არა აბრევიატურებით, ანუ ისე, რაც აპრიორია მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის, არამედ აბრევიატურების გახსნილი ფორმებით, რადგან როდესაც ჩვენ ვამბობთ "ხატის სასწაული", ეს რა თქმა უნდა არა ხატის,როგორც პირველწყაროს სასწაულია, არამედ ხატის მეშვეობით ღმერთის მიერ მომხდარი, ამიტომ ჩვენ რომ ვამბობთ "ხატმა მოიმოქმედა სასწაული", ვგულისხმობთ სწორედ იმას, რომ ხატის მეშვეობით ღმერთმა ქმნა...ამიტომაც სწორედ ამ ენით უნდა აუხსნა პროტესტანტსაც....


მისიონერობა დიდი მადლია და ვერც შენ და ვერც მე ვერ გავქაჩავთ იმის მეასედზე, რასაც კურაევი აკეთებს, ამიტომ სანამ გააკრიტიკებ ჯერ ის მეასედი გააკეთე ტკბილო, თან ტვინი დაატანე ხოლმე ხანდახან მაინც biggrin.gif

პ.ს.
მოკითხვა საკუთარი ოთახის მისიონერებს biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 21 2007, 03:43 PM
პოსტი #137


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ვერც შენ და ვერც მე ვერ გავქაჩავთ იმის მეასედზე, რასაც კურაევი აკეთებს



ვერც მე და სამწუხაროდ ვერ ვერავინ, ან ძალიან ცოტა საქართველოს ეკლესიაში...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 21 2007, 05:08 PM
პოსტი #138


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 21 2007, 11:52 AM) *

როდესაც საუბარია ხატის თაყვანისცემაზე ან პატივის მიგებაზე, ეს ის თაყვანისცემა და პატივი არაა, როგორითაც ღმერთს მივაგებთ, ამიტომ ყოველ კოკრეტულ შემთხვევაში საჭიროა არა ტერმინი, როგორც ასეთი - არამედ მისი კონკრეტული შინაარსი კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში.


ჰოდა განმარტე რას ნიშნავს პატივი და თაყვანისცემა და რა განსხვავებაა მათ შორის. თორემ მასე პატივი შეიძლება ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ხატს საპატიო ადგილას ვკიდებთ და ეგაა სულ. მაგაზე ზომიერი ხატმებრძოლებიც იყვნენ თანახმა.

ციტატა
თან ტვინი დაატანე ხოლმე ხანდახან მაინც biggrin.gif


ტვინის დატანებას ტიტანებს ვუთმობ ხოლმე.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jun 29 2007, 01:49 PM
პოსტი #139


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



KAIROS
smile.gif გაუმარჯოს
ციტატა
რაც შეეხება პროტესტანტების პრობლემას გეთანხმები და საოცარია ასეთი "ჰარმონია" უარგუმენტოებისა და სიჯიუტისა...

როდესაც საღვთო წერილი მოჰყავთ არგუმენტად არ იღებთ ბატონო...თქვენ გირჩევნიათ ზოგიერთი ე.წ საეკლესიო მამის ზღაპრები დაიჯეროთ..
თუკი მოგვიანებით ერესებში "გაფურჩქნულ-აყვავებული" მამების მონაჩმახი ზღაპრები უფრო მყარ არგუმენტებად მიგაჩნიათ ვიდრე პავლეს, პეტრეს და სხვა ახალი აღთქმის მამებისა-...ბოდიში მაგრამ მხოლოდ ღმერთმა უნდა დაგანახოთ მაშინ ჭეშმარიტება ამ საკითხთან დაკავშირებით... smile.gif

Sotiris
ციტატა
მე მჯერა, რომ დებულებები МЫ НЕ ПОКЛОНЯЕМСЯ ИКОНАМ И СВЯТЫМ, А ПОЧИТАЕМ ИХ და Собственно, это и было объяснено VII Вселенским собором: поклонение - только Богу; изображениям - только почитание უკვე ტერმინოლოგიურადაა მცდარი და არატრადიციული


უკაცრავად ხორუმი, სამაია, ფანდური, სალამური, და ა.შ ქართული ტრადიციულია თუ მართლმადიდებლური?

კანუდოსელი
ციტატა
საუბარია თაყვანისცემაზე, როგორც ერთადერთის მიმართ - ღმერთის მიმართ პატივის მიგებაზე და ვინაიდან ეს პატივი ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს, ჩვენ არ ვცემთ თაყვანს ხატებს (თაყვანისცემის ამ გაგებით)

კაი გასაგებია მაცხოვრის ხატის სესახებ თუკი ვლაპარაკობთ...ახლა კითხვა მაქვს: რა განსხვავებაა მაცხოვრის ხატისათვის პატივმიგებასა და ბარბარესა და ილია ჭავჭავაძის ხატისადმი პატივმიგებას შორის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 29 2007, 01:58 PM
პოსტი #140


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(გლახა @ Jun 29 2007, 01:49 PM) *

კაი გასაგებია მაცხოვრის ხატის სესახებ თუკი ვლაპარაკობთ...ახლა კითხვა მაქვს: რა განსხვავებაა მაცხოვრის ხატისათვის პატივმიგებასა და ბარბარესა და ილია ჭავჭავაძის ხატისადმი პატივმიგებას შორის?


უფლის ხატის წინაშე დგომისას ვევედრებით თავად იმას, ვინც გამოსახულია, რომ მოგვიტევოს და გვიხსნას
წმინდანთა ხატების წინაშე დგომისას, ვევედრებით იქ გამოსახულებს, რომ ევედროს ჩვენთვის უფალს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd July 2025 - 03:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი