IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხატთა შესახებ, გავაანალიზოთ
მნათე
პოსტი Feb 16 2007, 10:04 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ იქნებ საბოლოოდ გავაანალიზოთ ეს თემა? ბოლოსდაბოლოს გავცეთ კითხვებს პასუხი! ძალიან საინტერესო იქნება წმინდა წერილის ერთგვარი 'შეხედულება' ამის ირგვლივ ირგვლივ....

სულ თავიდან როდესაც ხსენებული საკითხის გაანალიზებას შევუდექი, კითხვა დამებადა; ოდესმე თუ ყოფილა ეკლესიაში მომენტი, როდესაც ხატთა უარყოფა გადაწყვიტეს? პასუხად მივიღე-კი! წინ ამაფარეს ისტორია:

VII საუკუნის დასაწყისი-ბიზანტია დიდ საფრთხეშია.

კონსტანტინეპოლი ძლივს გადაურჩა არაბებს, დასავლეთიდან სლავები... სარცინებმა კონსტანტინეპოლი გარე სამყაროდან მთლიანად მოწყვიტეს... მოულოდნელად ბიზანტიის ჯარი შეტევაზე გადადის და არაბებს მუსრს ავლებს... შორსმჭვრეტელი იმპერატორი არაბიის გაქრისტიანებას გეგმავს... მაგრამ იგი აწყდება პრობლემას რომლის მტავარი მიზეზი ქრისტეანული ხატები ხდება. იგი ხატების აკრძალვას ითხოვს.

ამას მოსდევს სასულიერო დასის ორად გახლეჩვა რომლის ერთი ნაწილი თვლის რომ მორწმუნეთა დიდი ნაწილი ვერ ხვდება ხატების აზრს და მათ გაკერპებას იწყებს, უფრო მოწადინებული ნაწილი კი, ღრმავდება თეოლოგიაში და ცდილობს ეკლესიის აზრის შემობრუნებას-ერესის დაფუძნებას.

მათ წინ დგება ძალა, ეკლესიის მამებისა და მორწმუნე მრევლისა, რომელსაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი მეთაურობს-მის გვერდიტაა იოანე დამასკელი და პაპი გრიგორი III, იმპერატორი ისავრეს ამ წინააღმდეგობამ, ხატმებრძოლობა უფრო გაუძლიერა.

დიდი ქარიშხალის შემდეგ 787 წელს, წმიდა ეკლესია მსოფლიო კრებაზე იკრიბება, 767 მამა ერთდროულად იღებს დოგმატს რომელიც მწვალებლობას უარყოფს!

-----------------------------------

რასთან გვაქვს საქმე? რა არგუმენტაცია ქონდა წმიდა ეკლესიას? სად მივდივართ ხატების უარყოფით? იქნებ ნესტორიანელობაში?

გვეკიტხებიან: რტომ მიაგებთ პატივს ხატებს?
ვპასუხობთ: ჩვენ ხატს არ მივაგებთ პატივს, არამედ მასზე გამოსახულს!


აი აქ იწყება კითხვათა მთელი ქარბუქი, რა საჭიროა ხატი როცა გყავს ცოცხალი ღმერთი?! როგორ შეიძლება ღვთაებრიობის გამოსახვა?! რატომ არ გვხვდება ამის შესახებ გარკვევით წმიდა წერილში?!

მკითხველთ ალბათ ავიწყდებათ რომ, წმიდა სამების შესახებ ძალიან ცოტა რამაა გარკვევით წმიდა წერილში, არ ვსაუბრობ ისეთ რთულ თემაზე როგორიცაა დიოფიზიტიზმი... გარკვეულწილად სწორედ ამაშია ხატთაყვანისმცემლობის გასაღები, მაგრამ როგორ?

იქნებ მიმასწავლოთ ხატმებრძოლობის დროინდელი მამების, არგუმენტები?


და ა.შ

რას გვეუბნება წმიდა იოანე დამასკელი?

წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ოთხმოცდამეცხრე
ხატთა შესახებ



რადგან გვკიცხავენ ზოგნი იმის გამო, რომ თაყვანსვცემთ და პატივს მივაგებთ ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი დედოფლის, აგრეთვე დანარჩენ წმინდანთა და ქრისტეს მსახურთა ხატებს, ისმინონ მათ, რომ დასაბამიდან ღმერთმა საკუთარი ხატისებრ შექმხა ადამიანი. მართლაც, სხვა რის გამო ვცემთ თაყვანს ურთიერთს, თუ არა იმიტომ, რომ ღვთის ხატისებრ ვართ შექმნილნი? როგორც ამბობს ღმერთშემოსილი და საღვთოთა მხრივ ფრიად [განსწავლული] ბასილი, „ხატის პატივი პირველსახეზე გადადის“, ხოლო პირველსახეა გადმოსახატი, რომლისგანაც იქმნება გადმონაღები. რის გამო სცემდა თაყვანს მოსესეული ხალხი წრიულად კარავს, რაც ატარებდა ზეციურთა, უფრო კი მთელი ქმნილების, ხატსა და სახეს? უთხრა კიდეც ღმერთმა მოსეს: „იხილე და გააკეთე ყოველივე იმ სახის მიხედვით, მთაზე რომ გამოგიჩნდა შენ“ (გამოსვლ. 25,40). ამასთან, ის ქერუბიმებიც, სალხინებელს რომ ჩრდილავდნენ, ადამიანის ხელით არ იყო ქმნილი? ან კიდევ სახელგანთქმული ტაძარი იერუსალიმში, განა ისიც ხელითქმნილი და ადამიანთა ოსტატობით აგებული არ იყო?

საღვთო წერილი გმობს კერპკვეთილობათა თაყვანისმცემლებს, მაგრამ - აგრეთვე იმათაც, რომლებიც მსხვერპლს სწირავენ ეშმაკებს. მართალია, ელინებიც სწირავდნენ მსხვერპლს და იუდეველებიც, მაგრამ ელინები - ეშმაკებს, იუდეველები კი - ღმერთს. ამიტომ, ელინთა მსხევრპლი უკუგდებული და დაწყევლილი იყო, ხოლო მართალთა მსხვერპლი კეთილად შეიწყნარებოდა ღვთისგან, რადგან როდესაც მსხვერპლი შესწირა ნოემ, „იყნოსა ღმერთმა კეთილსურნელების სუნი“ (შესაქ. 8,21), ანუ ესათნოვა მას სურნელება კეთილი არჩევანისა და მისდამი კეთილგანწყობისა.

ამრიგად, ელინთა კერპკვეთილობანი უკუგდებულია და აკრძალული როგორც ეშმაკთა გამოსახულებანი. ამასთან, ვის ძალუძს შექმნას მსგავსება უხილავი, უსხეულო, გარეშეუწერელი და დაუსახველი ღვთისა? მართლაც, უკიდურესი სიშლეგეა და უღვთოება ღვთიურობის დამსახველობა. ამიტომაც, ძველი აღთქმის ჟამს არ იყო ჩვეულება ხატთა. გამოყენებისა, მაგრამ როდესაც ღმერთი თავისი თანალმობიერი გულმოწყალების გამო ჭეშმარიტად გახდა ადამიანი ჩვენს გამოსახსნგლად, - არა ისე, როგორც აბრაამს ეჩვენა იგი ადამიანის სახით, ანდა - როგორც წინასწარმეტყველთ, არამედ როდესაც ჭეშმარიტად გახდა იგი ადამიანი არსების მიხედვით, როდესაც იცხოვრა მან მიწაზე, დაჰყო ადამიანებთან, ისაკვირველთმოქმედა, ივნო, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა, როდესაც ჭეშმარიტად მოხდა ეს ყოველივე და დასანახი გახდა ადამიანებისათვის, ამასთან აღიწერა კიდეც ჩვენდა შესახსენებლად და სასწავლად, რომლებიც იმჟამად იქ არ ვიყავით, რომ ჩვენ, ვერმხილველთ, სმენის გზით გვერწმუნა და უფლისმიერი ნეტარება მოგვეპოვებინა, ხოლო რადგან ყველა არ იყო მცოდნე ასოთა და არც ჰქონდა კითხვის გულმოდგინება, მამებმა ამგვარად თანაგანჭვრიტეს, რომ ყოველივე ეს, როგორც რამ რჩეულნაღვაწნი1, ხატებში აღწერილიყო შემოკლებულ მოსახსენებლად. ამიტომაა, რომ ხშირად, როდესაც არ ვფიქრობთ უფლის ვნებულებაზე, ვნახავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის ხატს, მაცხოვნებელი ვნებულება გაგვახსენდება, დავეცემით და თაყვანს ვცემთ მას, თუმცა - არა ნივთს, არამედ ხატწერილობას, ისევე როგორც თაყვანს ვცემთ არა სახარების ნივთს, ანდა ჯვრის ნივთს, არამედ - დასახულობას, რადგან რით სხვაობს ჯვარი, რომელსაც არ აქვს უფლის დასახულობა, იმისგან, რომელსაც აქვს? ასევეა ღვთის დედასთან დაკავშირებითაც, რადგან მისდამი პატივისცემა მისგან ხორცშესხმულისკენ ადის. მსგავსადვე, წმინდანთა სიქველენიც გვამზადებენ ჩვენ მხნეობისათვის, მათი სათნოებისადმი მოშურნეობისა და ბაძვისათვის და ღვთის სადიდებლად, რადგან, როგორც ვთქვით, კეთილგონიერ თანამონათა მიმართ პატივისცემა დასტურია საერთო მეუფისადმი კეთილგანწყობისა და ხატის პატივისცემა პირველსახეზე გადადის. ესაა დაუწერელი გადმოცემა, ისევე, როგორც აღმოსავლეთით თაყვანისცემა, ჯვრის თაყვანისცემა და სხვა მრავალი, ამათი მსგავსი.

გავრცელებულია ერთი ამბავიც: ავგაროზმა, ედესელთა ქალაქის მეფემ, მხატვარი მიავლინა, რომ მას უფლის ხატის მსგავსება გამოესახა, მაგრამ როდესაც მხატვარმა ვერ შეძლო ეს (უფლის პირისახისგან გამომკრთალი ბრწყინვალების გამო), მაშინ თვით უფალმა საკუთარ ცხოველმყოფელ პირისახეს ზედდაადო სამოსელი, გადაბეჭდა სამოსზე თავისი გამოხატულება და ასე გაუგზავნა იგი ამის მოსურნე ავგაროზს.

ამასთან, ის, რომ მოციქულებმა უმრავლესი რამ დაუწერლად გადმოგვცეს, ამას წერს პავლე, წარმართთა მოციქული: „ამრიგად, ძმანო, იდექით და დაიცავით ჩვენი გადმოცემანი, რაც გისწავლიათ ჩვენი სიტყვისა თუ ეპისტოლის მიერ“ (2 თეს. 2,15). და კორინთელთა მიმართ: „ხოლო გაქებ თქვენ, ძმანო,რომ ყველაფერი გახსოვთ ჩემი და როგორც გადმოგეცით თქვენ, ისე გიპყრიათ გადმოცემანი“ (1 კორ. 11,2)2.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   ხატთა შესახებ   Feb 16 2007, 10:04 PM
Dulos   მომიტევეთ, მაგრამ...   May 3 2007, 12:58 PM
მეხელი   მომიტევეთ, მაგრამ ...   May 3 2007, 03:20 PM
გლახა   ყველაზე ბრძენი ადა...   Jun 19 2007, 11:46 AM
კანუდოსელი   წიგნს წაკითხვა უნდ...   Jun 19 2007, 12:02 PM
გლახა   კანუდოსელი ზუსტად...   Jun 19 2007, 12:10 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ზუსტა...   Jun 19 2007, 12:12 PM
გლახა   აი ეს მომწონს: მაგრ...   Jun 19 2007, 12:14 PM
კანუდოსელი   გლახა: შენი უანალი...   Jun 19 2007, 12:15 PM
გლახა   კანუდოსელი მე უბრ...   Jun 19 2007, 12:21 PM
კანუდოსელი   მე უბრალოდ ციტატე...   Jun 19 2007, 12:23 PM
ნათია   კანუდოსელი მე უბრ...   Jun 19 2007, 12:28 PM
კანუდოსელი   ისე გულის სიღრმეშ...   Jun 19 2007, 12:30 PM
KAIROS   და ათასჯერ ნათქვა...   Jun 19 2007, 12:27 PM
გლახა   კანუდოსელი მაღლა ...   Jun 19 2007, 12:27 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი მაღლა ...   Jun 19 2007, 12:28 PM
გლახა   KAIROS თუ მე მელაპარაკ...   Jun 19 2007, 12:28 PM
გლახა   კანუდოსელი ეგ არ ი...   Jun 19 2007, 12:29 PM
კანონისტი   გლახა წერე მაგრამ ...   Jun 19 2007, 12:30 PM
KAIROS   :D მე ფორუმზე ვწერ ...   Jun 19 2007, 12:34 PM
კანონისტი   KAIROS ერთ ადგილზე ყოფ...   Jun 19 2007, 12:35 PM
კანუდოსელი   ერთ ადგილზე ყოფნა ...   Jun 19 2007, 12:37 PM
გლახა   კანუდოსელი კანონი...   Jun 19 2007, 12:37 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი კანონი...   Jun 19 2007, 12:39 PM
გლახა   KAIROS აბა რაიცი ვკითხ...   Jun 19 2007, 12:38 PM
კანონისტი   კანუდოსელი არამხ...   Jun 19 2007, 12:40 PM
KAIROS   ეგ უფალს უთხარი, თ...   Jun 19 2007, 12:40 PM
გლახა   უდროოდ დაღუპულ შვი...   Jun 19 2007, 12:42 PM
კანუდოსელი   უდროოდ დაღუპულ შვ...   Jun 19 2007, 12:43 PM
გლახა   კანუდოსელი ამაზე ...   Jun 19 2007, 12:46 PM
კანონისტი   KAIROS ჩემი არსებობს :P ...   Jun 19 2007, 12:48 PM
ნათია   გლახა VIII საუკუნის I ...   Jun 19 2007, 01:04 PM
KAIROS   ნუ აცრილია სოტირის...   Jun 20 2007, 11:24 PM
Sotiris   ნუ აცრილია სოტირი...   Jun 21 2007, 02:07 AM
კანუდოსელი   სოტირის, შენ თუ იცი ...   Jun 21 2007, 11:52 AM
Sotiris   როდესაც საუბარია ...   Jun 21 2007, 05:08 PM
KAIROS   ბოლოტი ხალ შენ :D ...   Jun 21 2007, 03:51 AM
KAIROS   ვერც მე და სამწუხ...   Jun 21 2007, 03:43 PM
გლახა   KAIROS :) გაუმარჯოს როდ...   Jun 29 2007, 01:49 PM
კანუდოსელი   კაი გასაგებია მაც...   Jun 29 2007, 01:58 PM
კანონისტი   კანუდოსელი აქ მგო...   Jun 29 2007, 02:00 PM
გლახა   კანუდოსელი ილია ჭა...   Jun 29 2007, 02:07 PM
მნათე   მე რომ შენთვის ვლო...   Jun 29 2007, 02:09 PM
გლახა   მნათე თუკი შენ მაც...   Jun 29 2007, 02:14 PM
კანუდოსელი   მნათე თუკი შენ მაც...   Jun 29 2007, 02:20 PM
მნათე   შინაარსს ვერ მიხვ...   Jun 29 2007, 02:15 PM
გლახა   მნათე დარდი გაუშვ...   Jun 29 2007, 02:16 PM
კანონისტი   გლახა უყურე: შენ ---...   Jun 29 2007, 02:20 PM
კანუდოსელი   შენ ---> თხოვ ლევან...   Jun 29 2007, 02:24 PM
კანონისტი   კანუდოსელი ის წმი...   Jun 29 2007, 02:21 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ის წმი...   Jun 29 2007, 02:21 PM
მნათე   ვო... :D   Jun 29 2007, 02:23 PM
კანონისტი   კანუდოსელი მით უმ...   Jun 29 2007, 02:23 PM
კანონისტი   კანუდოსელი "არა ...   Jun 29 2007, 02:26 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი "არა ...   Jun 29 2007, 02:27 PM
მნათე   :user:   Jun 29 2007, 02:26 PM
გლახა   კანუდოსელი ის რომ ...   Jun 29 2007, 02:27 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ის რომ ...   Jun 29 2007, 02:28 PM
კანონისტი   გლახა ვაჰ.... აბა გი...   Jun 29 2007, 02:28 PM
მნათე   მე როგორც პროტესტ...   Jun 29 2007, 02:29 PM
გლახა   კანონისტი შენ ამბ...   Jun 29 2007, 02:34 PM
კანუდოსელი   კანონისტი შენ ამბ...   Jun 29 2007, 02:35 PM
გლახა   კანუდოსელი მე არ ვ...   Jun 29 2007, 02:38 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი მე არ ვ...   Jun 29 2007, 02:44 PM
კანონისტი   გლახა არ შეგიძლია ...   Jun 29 2007, 02:38 PM
გლახა   კანუდოსელი ახლა ყ...   Jun 29 2007, 02:42 PM
კანონისტი   გლახა მივედით აქა...   Jun 29 2007, 02:47 PM
გლახა   კანონისტი შენ ვერ ...   Jun 29 2007, 02:50 PM
კანუდოსელი   გლახუშ, წმინდა წერ...   Jun 29 2007, 02:52 PM
კანონისტი   გლახა ხვალე :D :D თუ ი...   Jun 29 2007, 02:53 PM
Dulos   კაიროს კაიროს ეს ...   Jun 29 2007, 02:54 PM
გლახა   კანუდოსელი ანუ სა...   Jun 29 2007, 02:55 PM
კანუდოსელი   [b]კანუდოსელი ანუ ს...   Jun 29 2007, 03:01 PM
Dulos   გითხოვია ოდესმე ი...   Jun 29 2007, 02:57 PM
გლახა   წავედი ახლა და მომ...   Jun 29 2007, 02:58 PM
კანონისტი   Dulos რატომ გადაგაქვს...   Jun 29 2007, 03:01 PM
Dulos   ასე მინდა დაგისვა...   Jun 29 2007, 03:04 PM
კანუდოსელი   და აქვე ერთი კითხვ...   Jun 29 2007, 03:05 PM
Dulos   შენი აზრით პეტრე ...   Jun 29 2007, 03:08 PM
კანუდოსელი   შენი აზრით პეტრე დ...   Jun 29 2007, 03:11 PM
Dulos   არ გადამაქვს, პირ...   Jun 29 2007, 03:17 PM
კანუდოსელი   მოდი პეტრეს სიტყვ...   Jun 29 2007, 03:19 PM
Dulos   რას ამბობ? არ გადა...   Jun 29 2007, 03:21 PM
კანუდოსელი   რას ამბობ? არ გადამ...   Jun 29 2007, 03:23 PM
კანონისტი   Dulos ქრისტიანობა მხო...   Jun 29 2007, 03:28 PM
Dulos   შენი განაცხადი ძა...   Jun 29 2007, 03:33 PM
ლეონტი   ანუ ქრისტიანს, ბიბ...   Jun 29 2007, 03:35 PM
Dulos   სალამი ლეონტი. მო...   Jun 29 2007, 03:38 PM
ლეონტი   სალამი ლეონტი. მომ...   Jun 29 2007, 03:45 PM
კანონისტი   Dulos ბიბლია არაა საკ...   Jun 29 2007, 03:43 PM
კანუდოსელი   Dulos ბიბლია არაა საკ...   Jun 29 2007, 03:45 PM
Dulos   კიდევ იგივეს იმეო...   Jun 29 2007, 03:47 PM
ლეონტი   კიდევ იგივეს იმეო...   Jun 29 2007, 03:52 PM
Dulos   კანუდოსელ დიდი ს...   Jun 29 2007, 03:53 PM
ლეონტი   კანუდოსელ დიდი სი...   Jun 29 2007, 03:54 PM
კანონისტი   კანუდოსელი ამ გაგ...   Jun 29 2007, 03:58 PM
Dulos   ლეონტი თავი შეიკა...   Jun 29 2007, 04:26 PM
alex_b   Dulos დულოს, როგორც მე ...   Jun 29 2007, 04:34 PM
Dulos   ალექს ბ გეთანხმებ...   Jun 29 2007, 04:36 PM
კანონისტი   alex_b მოდი რას გეტყვი ...   Jun 29 2007, 04:51 PM
3 გვერდი V < 1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd July 2025 - 12:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი