IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ერთსა და იმავე ცოდვაში მრავალჯერ ჩავარდნა
batkacuna
პოსტი Aug 2 2012, 10:17 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 2-August 12
წევრი № 12,546



დამლოცეთ, მამაო!..
მამაო, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება!. სიტვებით ვერ ავხსნი, როგორ მამძიმებს ჩემი საძაგელი ცოდვები... უკვე მერამდენედ დავეცი ერთი და იმავე ცოდვით... ჩემს მოძღვართან მისვლის საშინლად მრცხვენია... საშინელი სინდისის ქენჯნა მაწუხებს.. რომ ვააანალაზიბ-რა ჩავიდინე და უკვე თან მერადმენედ, სისხლი მეყინება ძარღვებში.. მრცხვენია ყველასი- ასე მგონია, ქუჩაში რომ ჩვეულებრივი მშვიდი სახით ხალხს ვუყურებ, მათაც ვატყუებ- მე ხომ ასეთი საძაგელი ცოდვების ჩამდენი ვარ და ხალხს კი ერთი ჩვეულებრივი გოგო ვგონივარ.. მეშინია ღმერთის საჯელის-იმდენჯერ განვარისხე ჩემი უგუნურებით, ჩემი სულმოკლეობით, ჩემი გარყვნილებით... მაგრამ არ ვკარგავ იმედს- მჯერა, რომ უფალი ყოვლისშემძლეა, ყოვლად ტკბილია და მომხედავს-არ დამტოვებს მე ცოდვილს ასეთ ცოდვის უფსკრულში, რომლიდნაც მრავალჯერ ამომიყვანა, მე კი კვლავ და კვლავ იქ ვიჩეხები ხოლმე.. არ შემიძლია ავხსნა, ვერ ვიაზრებ, ვერ ვხვდები, როგორ , როგორ ვაკეთებ ამ საძაგლობას... ცოლიან კაცთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, რომ სახელიც არ მოეძბნება... ეს მთლად არც ,,საყვარლობაა’’, აი არც ვიცი, რა სახელი დავარქვა ჩემს უღირსებას - ჩემი შემთხვევითი, გამიზნული თუ ნებისმიერი შეხვედრა ამ ადამიანთან მთავრდება ზღვარგადასული ფიზიკური სიახლოვით, რამდენჯერაც არ უნდა გადავწყვიტო მტკიცედ - რომ ეს ასე აღარავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მივდივარ და მაინც ყველაფერი ისევ მეორდება... როგორ ვიბინდები,როგორ ვიმეტებ ჩემს თავს ამ სირცხვილისთვის, არ ვიცი - ვერაფრით ვხსნი...
ჩემი თავი მეზიზღება ამ საძაგლობის ჩადენისთვის, სხეულის ყოველი გოჯი შურაცხვყავი და შევბილწე.. ძალიან მრცხვენია და ძალიან მიმძიმს ამ ცოდვით ცხოვრება.... დავიფიცე , რომ ამ ადამიანს მარტო არასოდეს აღარ შევხვდები, მაგრამ არვ ვიცი, რა ვუშველო წარსულ ცოდვებს., არ ვიცი, როგორღა მივიდე მამაოსთან და როგორ ვუთხრა, რომ ისევ ამ საძაგელ წუმპეში ჩავიგდე თავი?!..
გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის და მირჩიეთ რამე!..ჩემი მამაო დროებით წასულია ქალაქიდან და მრველს კურთხევა დაგვიტოვა- შეგიძლიათ სხვა მამოს ჩააბაროთ აღსარებაო.. ეხლა რომ სხვა მოძღვრთან მივიდე და ჩემი სამარცხვინო საქმეების შე
სახებ მას ვუამბო, მას ჩავაბარო აღსარება - ეს შიძლება?თუ აუცილებელია მიანც ჩემს მამოს ვუთხრა ჩემი კიდევ ერთხელ დაცემის შესახებ? საშინლად მრცხვენია, არ ვიცი, როგორ უნდა მივიდე ჩემს მამაოსთან....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
mama archili
პოსტი Aug 3 2012, 01:02 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 15-February 12
წევრი № 12,059



დაგლოცოთ ღმერთმა!
ძალიან რთული საკითხზია რაზეც ახლა ვსაუბრობთ და უპირველესად უნდა აღვნიშნოთ რომ ამგვარი საკითხების გადაწყვეტა ვირტუალური სივრცით არ ხდება. კარგია,რომ ცოდვას მეტ-ნაკლებად აანალიზებთ , ახლა საჭიროა მისი გამოსწორებისთვის ზრუნვა , მაგრამ ვაწყდებით სერიოზულ პრობლემას.
პრობლემის გადაჭრა უნდა მოხდეს ეტაპობრივად და აუცილებლად მოძღვრის აქტიური ჩაბმით. თუმცა სერიოზული დაბრკოლებაა თქვენი განწყობა. ფრაზა-,,აღსარებაში ვერ ვამბობ,'' უკვე დაბრკოლებაა და გვაბრკოლებს ბოროტი. აამის მოგვარების გზას მე ინტერნეტით ვერანაირად გეტყვით,ეს თავად თქვენ უნდა მიხვდეთ, თავად თქვენ უნდა მიხვიდეთ ამ დასკვნამდე და თუ ეს არ მოხერხდა მაშინ ფუჭი იქნება ჩვენი ყოველივე მოღვაწეობა,ვერასდროს ვერ ამოვალთ წუმპიდან.
თქვენ აღნიშნეთ რომ მოძღვარი ქალაქიდანაა გასულიო. თუ მცირე ხნითაა გასული დაბრუნდება თუ არა უნდა დაეკონტაქტოთ და თუ დიდი ხნით ან სამუდამოდ მოგშორდათ მაშინ აუცილებელია ახალი მოძღვრის აყვანა და იმ მოძღვართან გულწრფელი საუბარი. მოძღვარს თქვენი ვერცერთი ცოდვით ვერ გააკვირვებთ. მე მხოლოდ ამის რჩევა შემიძლია. და სანამ თქვენ არ გადაწყვეტთ რომ მოძღვარს გულახდილად ესაუბროთ არაფერი გამოვა.
გახსოვეთ რომ ყველანი ცოდვილები ვართ და ,,არავინ არს კაცი , რომელი სცხონდეს და არა სცოდოს.''
ღმერთმა დაგლოცოთ,გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 10:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი