IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

82 გვერდი V « < 39 40 41 42 43 > »   
Reply to this topicStart new topic
> ხატწერა, ჩვენი ნამუშევრები, კითხვები, აზრები...
Dr_Zuzumbo
პოსტი May 23 2010, 06:55 PM
პოსტი #801


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



ციტატა

წმინდა ნინოს ხატი დავიწყე. ლანდშაფტი დავამთავრე და ახლა სახის წერას

გამარჯობათ აქ როგორც ვხედავ პიგურას ხატვის დროს აგებთ?????

ეს ჩემი დაწერილი ხატია მათე მახარებელი,ტქვენი აზრი და რჩევები მაინტერესებს

თუ მე მომმართავთ კითხვით, გიპასუხებთ:
ხატის მთელ ესკიზს ქაღალდზე ვხატავ, შემდეგ პრიუნტერზე ვბეჭდავ რამოდენიმე ეგზემპლარს და ასლის გადასატანი ქაღალდის მეშვეობით გადმომაქვს დაფაზე. ჯერ ლანდშაფტს ვწერ ხოლო შემდეგ უკვე სახეს. ტექნიკურად ასე უფრო მიზანშეწონილია, როცა ტემპერათი მუშაობ. როგორც ჩემს მიერ დადებულ სურათზე ჩანს, ლანდშაფტის ნაზილები ღიაა, რომელშიც ზუსტად ჩაისმება წმინდა ნინოს სახიერება.

თქვენს ხატსაც არა უშავს- გირჩევთ, ნუ იხმართ ოქროს შემცვლელ მასალას- ან ნამდვილი ოქრო, ან მხოლოდ საღებავები. ისე ძალიან ძნელია რჩევა მისცე ადამიანს- მან თვითონ უნდა იპოვოს თავისი ხელწერა. თავიდან კი ცნობილი ხატმწერების რამოდენიმე ზუსტი ასლის დაწერას გირჩევთ- ზუსტი ასლის წერისას ბევრ ნიუანსს ჩასწვდებით.
კვერცხის გულის ტემპერათი წერის ტექნიკა ძალიან შრომატევადი პროცესია- სასურველი ტონალობის მიღწევა ათობით, გამჭვირვალე შრეების და თითქმის მშრალი ფუნჯის ხმარებით ხდება. ტემპერა, გუაში არაა, მისი მთავარი ღირსება არის დადებული საღებავის შრეების გამჭვირვალობა, რომელიც აბრეშუმის ქსოვილის ბზინვარებას ჰგავს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 23 2010, 07:20 PM
პოსტი #802


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



მაინტერესებს ვინმემ მასწავლეთ...რატომ არიან მახარებლები ფრთიანი სიმბოლოებით(ხარი,ლომი,არწივი,

��ნგელოზი) გამოსახული:რომელი რომელია და რატომ?



--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი May 23 2010, 07:27 PM
პოსტი #803


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



ციტატა(davit-kavtaradze @ May 23 2010, 08:15 PM) *

მე აქ ახალი ვარ და კარგად ვერ დავწერე,თქვენ გკითხეთ დიახ. და იმიტაციის ხმარება რატო არ არის მისაღები?პიგმენტებით ვხატავ კვერცხის გულით გახსნილს

ბატონო Dr_Zuzumbo ყველა ერს თავისი სკოლა აქვს,ანუ ბიზანტიური ბერძნული ქართული რუსული მაგრამ მე როგორც ვიცი ხატის აგების შემდეგ კონტური უნდა გაკეთდეს მთლიანად წითელი საღებავით კანონიკით ასე იწერება

მთავარი არის საბოლოო შედეგი. წითელი ხაზით შემოვლება არც ერთ კანონიკაში არ წერია. ტექნიკური საშუალებების გამოყენებას არც ერთი კანონიკა არ კრძალავს.


ოქროს შესახებ სადღაც კი დავწერე, მაგრამ გავიმეორებ, რომ ოქრო არის კეთილშობილი ლითონი და ამის გამო გამოიყენება ის ხატწერაში. ოქროს იმიტაცია, კეთილშობილების იმიტაციაა...

ძველ ხატმწერებს ისეთი ტექნიკური საშუალებები რომ ჰქონოდათ, როგორიც თანამედროვე ადამიანსა აქვს, გარწმუნებთ, აუცილებლად გამოიყენებდენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 23 2010, 07:38 PM
პოსტი #804


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(Dr_Zuzumbo @ May 23 2010, 07:27 PM) *

მთავარი არის საბოლოო შედეგი. წითელი ხაზით შემოვლება არც ერთ კანონიკაში არ წერია. ტექნიკური საშუალებების გამოყენებას არც ერთი კანონიკა არ კრძალავს.
ოქროს შესახებ სადღაც კი დავწერე, მაგრამ გავიმეორებ, რომ ოქრო არის კეთილშობილი ლითონი და ამის გამო გამოიყენება ის ხატწერაში. ოქროს იმიტაცია, კეთილშობილების იმიტაციაა...

ძველ ხატმწერებს ისეთი ტექნიკური საშუალებები რომ ჰქონოდათ, როგორიც თანამედროვე ადამიანსა აქვს, გარწმუნებთ, აუცილებლად გამოიყენებდენ.

შემეხმიანეთ ხატმწერებოოოოო


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი May 23 2010, 07:58 PM
პოსტი #805


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



ციტატა(davit-kavtaradze @ May 23 2010, 08:37 PM) *

არ გეკამათებით თანამედროვე საშუალებებს მეც ვიყენებ ანუ კომპიუტერს ამაში ცუდი არაფერია,არც წითელ კონტურებზე მაგრამ აქ ყველა ასე იწყებს ხატვას და როგორც ვიცი კანონიკაშიც წერია.ჩვენთან ბატონო Dr_Zuzumbo სხვანაირი ოქრო იყიდება დაბალი კარატის.მთავარია ხატი წმიდა გულით დაიწეროს რათქმაუნდა ოქრო კარგია მაგრამ იმიტაცია ხატის შეურაწყოფად არ ითვლება,მთავარია სიყვარული ღვთისა და წმინდანისა რომელსაც ვწერთ


გეთანხმებით.
მაგრამ ოქროს, როგორც ჩემმა ძალიან გამოცდილმა მასწავლებელმა აგვიხსნა კანონიკური მნიშვნელობა აქვს. მისი მნიშვნელობა მის ფასთან არაა კავშირში. ამოტომ ვამბობ. მე თუ მკითხავთ, კარგად შერჩეული ფერი ბევრად უკეთესია იმიტაციის გამოყენებასთან შედარებით. ჩემთვის რა თქმა უნდა ადვილია ამაზე ლაპარაკი, რადგან ყველა ტექნიკურ საშუალებაზე და მასალაზე მიმიწვდება ხელი. მესმის, რომ საქართველოს პირობებში ასე არაა. კარგი მასალა და საშუალებები იაფიც არაა.

ახლა ერთი ოცნება მაქვს, რომ მომავალ თვეში ნატურალურ ლიაპის ლაზულის(ავღანურ ულტრამარინს) გამოვიწერ. წმინდა ნინოს სამოსელში მინდა მისი გამოყენება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 23 2010, 08:01 PM
პოსტი #806


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ხატმწერები არ ხართ,თუ დამწყებები ხართ....პასუხი მაინც გამეცით არ ვიციო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი May 23 2010, 08:04 PM
პოსტი #807


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



ციტატა(kinoteli @ May 23 2010, 09:01 PM) *

ხატმწერები არ ხართ,თუ დამწყებები ხართ....პასუხი მაინც გამეცით არ ვიციო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე თუ მეკითხები, პირდაპირ გიპასუხებ, რომ არ ვიცი biggrin.gif
შემოვა ვინმე, მცოდნე და გიპასუხებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 23 2010, 08:06 PM
პოსტი #808


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



არა შენს თანამოსაუბრეს ვეკითხები


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 23 2010, 08:32 PM
პოსტი #809


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(davit-kavtaradze @ May 23 2010, 08:18 PM) *

არ ვიცი ძმაო რა ვქნაა smile.gif))) ვიცი რომ მახარებლების სიმბოლოებია და რატო ეს ჯობია ღვთისმეტყველს კითხო ან იოანე დამასკელის წიგნში ნახო მემგონი იქ წერია

აიაი,რა ხატმწერები ვართ....მე მინანქარს ვაკეთებ და...თან ხატებს....არც მე არ ვიცი...მაგრად მაინტერესებს....


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი May 23 2010, 08:38 PM
პოსტი #810


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



ციტატა(davit-kavtaradze @ May 23 2010, 09:29 PM) *

ციტატა(davit-kavtaradze @ May 23 2010, 08:37 PM)

არ გეკამათებით თანამედროვე საშუალებებს მეც ვიყენებ ანუ კომპიუტერს ამაში ცუდი არაფერია,არც წითელ კონტურებზე მაგრამ აქ ყველა ასე იწყებს ხატვას და როგორც ვიცი კანონიკაშიც წერია.ჩვენთან ბატონო Dr_Zuzumbo სხვანაირი ოქრო იყიდება დაბალი კარატის.მთავარია ხატი წმიდა გულით დაიწეროს რათქმაუნდა ოქრო კარგია მაგრამ იმიტაცია ხატის შეურაწყოფად არ ითვლება,მთავარია სიყვარული ღვთისა და წმინდანისა რომელსაც ვწერთ
გეთანხმებით.
მაგრამ ოქროს, როგორც ჩემმა ძალიან გამოცდილმა მასწავლებელმა აგვიხსნა კანონიკური მნიშვნელობა აქვს. მისი მნიშვნელობა მის ფასთან არაა კავშირში. ამოტომ ვამბობ. მე თუ მკითხავთ, კარგად შერჩეული ფერი ბევრად უკეთესია იმიტაციის გამოყენებასთან შედარებით. ჩემთვის რა თქმა უნდა ადვილია ამაზე ლაპარაკი, რადგან ყველა ტექნიკურ საშუალებაზე და მასალაზე მიმიწვდება ხელი. მესმის, რომ საქართველოს პირობებში ასე არაა. კარგი მასალა და საშუალებები იაფიც არაა.
ახლა ერთი ოცნება მაქვს, რომ მომავალ თვეში ნატურალურ ლიაპის ლაზულის(ავღანურ ულტრამარინს) გამოვიწერ. წმინდა ნინოს სამოსელში მინდა მისი გამოყენება.
ოქრო უხრწნელია და ამიტომ აკრავენ ხატებს,მაგრამ აბა კვერცხს რო ვურევთ საღებავს?კვერცხიც ხომ ხრწნადია,მე დიდი გამოცდილება არ მაქ 5 წელია რაც ვხატავ მაგრამ ბევრი გამოცდილი ხატმწერი რომლებიც 20-30წელია ხატავენ იმიტაციას იყენებენ ხანდახან , ფერთან დაკავშირებით ბუნებრივი ფერებით ვხატავ. საქართველოში არის ბუნებრივი პიგმენტები და უცხოეთიდანაც ჩამოდის მალაქილი აზურიტი ლაზურიტი და სხვა ძვირფასი პერები


კვერცხის გული, თავისი ქიმიური შემადგენლობით, არის იდეალური შემკვრელი. ნახევარი წლიდან, 1 წლის დიაპაზონში ხდება კვერცხის გული პოლიმერიზაცია და საბოლოო სახეს მაშინ ღებულობს. პოლიმირიზირებული კვერცხის გული ნამდვილად არ იხრწნება.

P.S.
მაინტერესებს, ტყვიის ჟანგის თეთრი ფერი ე.წ. ბელილას ფხვნილის ყიდვა პრობლემა ხომ არა მანდ? თორემ ევროკავშირში იმდენი ნებართვები უნდა მაგას, რომ გაგაგიჟებენ- საწამლავიოა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი May 23 2010, 09:23 PM
პოსტი #811


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(kinoteli @ May 23 2010, 08:01 PM) *

ხატმწერები არ ხართ,თუ დამწყებები ხართ....პასუხი მაინც გამეცით არ ვიციო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რა კატეგორიული ხარ biggrin.gif


მე სახარების სიმბოლოების ასეთი განმარტება ვიცი:

ლუკას სახარება - ანგელოზი - ქრისტე, ვითარცა სრულყოფილი ადამიანი
იოანეს სახარება -არწივი - ქრისტე, ვითარცა სული საუკუნო
მათეს სახარება - ხარი -ეს არის ქრისტე, როგორც ზვარაკი
მარკოზის სახარება - ლომი - ქრისტე, ვითარცა მეუფე

თუმცა მეორე განამრტებაც ვიცი, თითქოს ეს სიმბოლოები 4 სტიქიას უკავვშირდება

ხარი - მათეს სახარების სიმბოლო, ეს განასახიერებს - მიწას.
ლომი - მარკოზის სახარების სიმბოლო, განასახიერებს ცეცხლს.
ანგელოზი - ლუკას სახარების სიმბოლო, ეს არის წყლის სტიქიონი
არწივი - იოანეს სახარების სიმბოლო - ეს არის ჰაერის სტიქიონის სიმბოლო...


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი May 23 2010, 09:35 PM
პოსტი #812


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



ციტატა(davit-kavtaradze @ May 23 2010, 10:21 PM) *

კვერცხის გული ერთი კვირაც რომ გავაჩერო მაცივრის გარეშე გაფუჭდება.
ჩვენთან საქართველოში საწამლავი ადვილად იყიდებაsmile.gif)))

ციტატა(davit-kavtaradze @ May 23 2010, 08:18 PM)

არ ვიცი ძმაო რა ვქნაა ))) ვიცი რომ მახარებლების სიმბოლოებია და რატო ეს ჯობია ღვთისმეტყველს კითხო ან იოანე დამასკელის წიგნში ნახო მემგონი იქ წერია

აიაი,რა ხატმწერები ვართ....მე მინანქარს ვაკეთებ და...თან ხატებს....არც მე არ ვიცი...მაგრად მაინტერესებს....
ვინმეს უპრო გამოცდილს ეცოდინება kinoteli. ხატწერა ისეთი საქმეა რომ სულ სწავლობს ხატმწერი გამოცდილებაა პრაქტიკაა სულ

ბატონო Dr_Zuzumbo თქვენ სად ცხოვრობთ?და მაინტერესებს ეს რა სკოლაა ბერძნულს გავს ტიტქოს მაგრამ განსხვავებულია


ბიზანტიური სტილი მეტად მიზიდავს. ბიზანტიური წერის ტექნიკაც. ჩემთვის, როგორც გრაფიკის მოყვარულისათვის ეს ტექნიკა უფრო ახლოა. ბიზანტიურ წერის ტექნიკაში ფუნჯი, როგორც ფანქარი ისე მუშაობს.

ე.წ. Плавь, სტროგანოვის სკოლა ძალიან მიმზიდველია, მაგრამ მე ბიზანტიური ტექნიკა ვარჩიე. ფინეთში ვცხოვრობ. ხელმძღვანელი კი რუსი ხატმწერი მყავს, რომელიც ასევე, ჩემნაირად 30 წელაი ფინეთში ცხოვრობს და მრავალი ეკლესია-მონასტრების იკონოსტასები, ფრესკები და ხატები აქვს ნაწერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი May 23 2010, 10:04 PM
პოსტი #813


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



davit-kavtaradze
რამდენი ხანია რაც ხატებს წერ?



ეს ჩემი შედარებით ბოლო ნამუშევრებია, ბერძნულ სტილში შესრულებული
სმ. სოფიო
IPB-ს სურათი

წმ. პანტელეიმონი
IPB-ს სურათი

უკეთესი ხარისხის ფოტოები არ მაქვს სახეები კარგად რომ ჩანდეს sad.gif


კიდევ მაქვს ახალი ხატები, მარა ჯერ სურათები არ გადამიღია, გადავიღებ და განახებთ smile.gif




--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უ ჩ ა
პოსტი May 27 2010, 12:02 AM
პოსტი #814


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 23-May 10
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 8,886



ეკატო
ძალიან ლამაზებია. kiss1.gif

ქართული სტილის ხატებიც დაწერე რაააა. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bikako25
პოსტი Jun 2 2010, 12:05 AM
პოსტი #815


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 26-February 10
წევრი № 8,256



არა მეგობარო არანაირი მოციქულები არარიან ეს არსებები. იოვანეს გამოცხადება წაიკითხე და ნახავ რეებიც არიან

ტქვენ გიპასუხეთ მეგობარო

kinoteli
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Jun 3 2010, 12:52 AM
პოსტი #816


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



IPB-ს სურათი
ესეც ჩემი ბოლოს წინა ნამუშევარი smile.gif


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jun 3 2010, 12:57 AM
პოსტი #817


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



მაგდალინა
შეგეწიოს წმიდა გიორგის მეოხება smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 11 2010, 08:37 PM
პოსტი #818


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ჯერჯერობით ჩემი ბოლო ნამუშევარი
IPB-ს სურათი


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
evdokia
პოსტი Jun 12 2010, 09:36 PM
პოსტი #819


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 29-August 09
წევრი № 7,429



სურათი როგორ ავტვირთო? მეც მინდა გაჩვენოთ ჩემი ხატები

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 12 2010, 09:39 PM
პოსტი #820


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(evdokia @ Jun 12 2010, 09:36 PM) *

სურათი როგორ ავტვირთო? მეც მინდა გაჩვენოთ ჩემი ხატები

http://church.ge/index.php?showtopic=4
ამ თემაშია ახსნილი სურათის ატვირთვა როგორ ხდება smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

82 გვერდი V « < 39 40 41 42 43 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2025 - 08:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი