IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
qeti55
პოსტი Feb 19 2007, 09:15 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 19-February 07
წევრი № 1,132



maqvs aseti Shekitxava, shesadzlebelia tu ara qorwineba aset natesavtan, dedis dzmis colis dis Sviltan? aris tu ara sisxlit natesaoba? winascar gixdit madlobas.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 22 2007, 03:31 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ნათესაური ახლობლობა საეკლესიო სამართალში განისაზღვრება ე.წ. ნათესაობის ხარისხით (gradus), ანუ შობათა რაოდენობა ერთი ნათესვიდან მეორემდე. ასე მაგალითად, დედა არის პირველი ხარისხის ნათესავი, ძმა – მეორე ხარისხის და ა.შ. ქმარ–ცოლი ითვლება ერთ მთლიანობად.

XII საუკუნიდან მოყოლებული ბერძნულ საეკლესიო სამართალში არ დაიშვება ქორწინება, თუ ნათესაობის ხარისხი არ აღემატება 7. რუსულ პრაქტიკაში ეპისკოპოსის კურთხევით გამონაკლის შემთხვევებში კანონიერად შეიძლება ჩაითვალოს ქორწინება, თუ ნათესაობის გრადუსი აღემატება 4-ს.

საქართველოში ამის თაობაზე განსაკუთრებული განჩინება არ ყოფილა (შეიძლება მე არ ვიცოდე). საეკლესიო პრაქტიკაში ვხელმძღვანელობთ ბიზანტიური ნორმით, ანუ მე–7 ხარისხის ჩათვლით ქორწინება არ დაიშვება. თუმცა მმართველ მღვდელმთავარს, როგორც კანონიკური უფლებების მქონეს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევაში დაუშვას მე–6 და მე–5 ხარისხის ნათესავთა ჯვრისწერა იმ შემთხვევებში, როცა ადამიანები უკვე თანაცხოვრობენ საერო ქორწინებით და ჰყავთ შვილები.

ვნახოთ, როგორია ნათესაობრივი სიახლოვე ნახსენებ შემთხვევაში.
IPB-ს სურათი
როგოც ვხედავთ, ქალიშვილს და მის შეყვარებულს აკავშირებთ ნათესაობის მე–6 ხარისხი, რაც არ არის საკმარისი დაშორება.
უნდა იქნეს ასევე გათვალისწინებული ქვეყნის და კუთხის ტრადიციები, ნათესაობის შეხედულება, რათა არ მოხდეს ვინმეს დაბრკოლება ეკლესიის მიმართ.

გარდა ამისა, ნებისმიერ, თუნდაც მისაღებ შემთხვევაში, ქალიშვილიც და ვაჟიც უნდა დაეკითხოთ მშობლებს. ჯვრისწერის ლოცვებში არის ასეთი სიტყვები: "ლოცვითა მშობელთასა დაემტკიცების საფუძველი სახლთა". ბასილი დიდი კი თავის კანონიკურ ეპისტოლეში ბრძანებს: "ქალნი, რომელნი თჳნიერ თანაჯერჩინებისა მამათა მათთაჲსა განმცემელ ექმნენ თავთა თჳსთა, მსიძავად შერაცხილ არიან. ხოლო იქმნას რაჲ დაზავებაჲ მშობელთაჲ, კურნებისა მიღებაჲ საეჭუელ არს ქმნილისაჲ ამის, არამედ არა მეყსეულად შეწყნარებულ იქმნებიან ზიარებად, ვიდრემდის არა განიკანონნენ სამ წელ" (ბასილი დიდის კანონიკური ეპისტოლე, 38). როგორც ვხედავთ, მშობელთა კურთხევას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მის არაფრად ჩამგდებას სიძვის ცოდვას უწოდებს წმიდა მღვდელმთავარი და შერიგების შემდეგ სამწლიან ეპიტემიას განუწესებს. ძალიან დიდი ძალა აქვს მშობლის კურთხევას და მრავალი განსაცდელისაგან გვიცავს.

შეყვარებულობის პერიოდი ემოციებით აღსავსე ხანაა ცხოვრებისა. მაგრამ თუ ჩვენი გრძნობები არ არიან თანხმობაში უფლის მცნებებთან, ეკლესიის განჩინებებთან, ძნელად დასაჯერებელია, რომ მათი შედეგი კეთილი იყოს. ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე და შიში ღმრთისა.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 01:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი