IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ვიცი არ უნდა მეცოდებოდეს მარა....
vaxushti13
პოსტი Apr 16 2013, 11:27 PM
პოსტი #1


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



მოდი ამ თემაში დავასახელოთ ისეთი ადამიანები რომლებიც არ უნდა გვეცოდებოდნენ, მარა მაინც გვეცოდებიან (ვიგულისხმოთ უკვე გარდაცვლილი ადამიანები და ძალიანაც ნუ ჩავუღრმავდებით რო ყველა "ბოროტი" ადამიანი უნდა გვეცოდებოდეს და ა.შ) მოვიყვანოთ არგუმენტები და კონტრარგუმენტები... თავისთავად მე დავიწყებ:
ვიცი არ უნდა მეცოდებოდეს მარა რატომღაც მეცოდება ხოლმე პილატე... ბავშობაში როცა იესო ქრისტეზე კინოს ვუყურებდი, ძირითადად აღდგომის წინა პერიოდში, ყოველთვის მეგონა რო პილატე იესოს გაათავისუფლებდა smile.gif მან რამდენჯერმე მისცა ხალხს შანსი რო არ გაეწირათ იესო ქრისტე, ბოლოს უკვე თავს ძალა რომ არ იყო და ბრბომ ბარაბა გაათავისუფლა, თქვა კიდევაც პილატემ რომ მას(იესო ქრისტეს) ჯვარზე გასაცმელი ვერანაირი დანაშაული ვერ უპოვა და მე მის სიცოცხლესთან უბრალო ვარო(ნუ დაახლოებით მასეთი რაღაც) თქვენ ვის დაასახელებდით მასეთ ადამიანად ან ჩემ მიერ დასახელებულზე რა აზრის ხართ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 16 2013, 11:58 PM
პოსტი #2


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



მომეწონა ეს თემა მე, ჯერ არ მომიფიქრებია ვისზე დავწერ, მაგრამ სიამოვნებით მოვუსმენდი დანარჩენებს.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Apr 17 2013, 12:01 AM
პოსტი #3


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(vaxushti13 @ Apr 16 2013, 11:27 PM) *

მოდი ამ თემაში დავასახელოთ ისეთი ადამიანები რომლებიც არ უნდა გვეცოდებოდნენ, მარა მაინც გვეცოდებიან (ვიგულისხმოთ უკვე გარდაცვლილი ადამიანები და ძალიანაც ნუ ჩავუღრმავდებით რო ყველა "ბოროტი" ადამიანი უნდა გვეცოდებოდეს და ა.შ) მოვიყვანოთ არგუმენტები და კონტრარგუმენტები... თავისთავად მე დავიწყებ:
ვიცი არ უნდა მეცოდებოდეს მარა რატომღაც მეცოდება ხოლმე პილატე... ბავშობაში როცა იესო ქრისტეზე კინოს ვუყურებდი, ძირითადად აღდგომის წინა პერიოდში, ყოველთვის მეგონა რო პილატე იესოს გაათავისუფლებდა smile.gif მან რამდენჯერმე მისცა ხალხს შანსი რო არ გაეწირათ იესო ქრისტე, ბოლოს უკვე თავს ძალა რომ არ იყო და ბრბომ ბარაბა გაათავისუფლა, თქვა კიდევაც პილატემ რომ მას(იესო ქრისტეს) ჯვარზე გასაცმელი ვერანაირი დანაშაული ვერ უპოვა და მე მის სიცოცხლესთან უბრალო ვარო(ნუ დაახლოებით მასეთი რაღაც) თქვენ ვის დაასახელებდით მასეთ ადამიანად ან ჩემ მიერ დასახელებულზე რა აზრის ხართ?


მეც მასეთი გრძნობა მქონდა ხოლმე როდესაც ქრისტეზე ფილმს ვუყურებდი ბავშვობაში... და მერე როცა ოსტატი და მარგარიტა წავიკითხე მანდ საერთოდ მაგრადაა პილატეს ამბავი დაწერილი, თუ არ წაგიკითხავს ეგ წიგნი გირჩევ წაიკითხო, მოგეწონება... ცოტა მძიმედ წასაკითხია თავიდან მარა ბოლოში ისეთი რამეები ხდება....

ცოტა ბუნდოვანია ამ თემის მიზანი მაგრამ სალაპარაკოდ კაი თემაა მგონი. ბევრი პერსონაჟი მყავს მასე რომ მეცოდებოდეს, ძირითადად ფილმებიდან და მხატვრული ლიდერატურიდან. რატომღაც ახლა არცერთი არ მახსენდება. როცა გამახსენდება აუცილებლად დავწერ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Apr 17 2013, 12:45 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



იუდა მეცოდება და კითხვაც მაქ იუდაზე, იესო ქრისტემ ხო იცოდა და ამბობდა საიდუმლო სერობაზეც რო თქვენგან ერთ ერთი გამცემსო ანუ ეს წინასწარ იცოდა ქრისტემ და იუდას როარ დაებეზღებია ქრისტე ჯვარცმაც არ მოხდებოდა და საერთოდ სხვა რამე მოხდებოდა, მაგრამ ეს იესო ქრისტემ იცოდა და ეს დაწერილი იყო რო ესე უნდა მომხდარიყო ანუ იუდა ისკარიოტელის ნება იყო ეს? თუ დაწერილი იყო რო ესე უნდა ყოფილიყო და იიესო ამბობდა ამას თავიდან მაშინ როგორაა საქმე? ნუ მგონი მიხვდით რისი თქმაც მინდოდა კარგად ვიცი რო ვერ ჩამოვაყალიბე მაგრამ მაინც ))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 17 2013, 01:12 AM
პოსტი #5


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



Alterego
უფალმა რა თქმა უნდა იცოდა რომ იუდა გასცემდა, მაგრამ იმიტომ კი არ იცოდა რომ ეს დაგეგმილი იყო, არამედ მან იცის თუ როგორ მოიქცევა ადამიანი ამა თუ იმ შემთხვევაში. ასეა აქაც. რას გადაწყვეტავს და რა ნაბიჯს გადადგავს წინასწარ უწყის.
პ.ს. იუდა მეც მეცოდება, იდეალური მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა დაიღუპოს თავი ადამიანმა.

სხვათაშორის კარგი თემა ვიპოვე იუდაზე ახლა. შეგიძლია გადახედო
http://church.ge/index.php?showtopic=1610&st=40


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 17 2013, 01:25 AM
პოსტი #6


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/44.htm
აი ეს კიდევ წინასწარმცოდნეობისა და წინაგანსაზღვრულობის შესახებ


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 17 2013, 01:45 AM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ჯერ ერთი რატომ არ უნდა გვეცოდებოდნენ ? ისინი ადამიანები არ იყვნენ ? ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და პრინციპულად მიუღებელია რომ ვინმეს ცხონება არ გვინდოდეს , ანაც დაღუპული არ გვეცოდებოდეს . (და თუკი ეს ასე არ ხდება , მაშინ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე)
vaxushti13
ციტატა
ვიცი არ უნდა მეცოდებოდეს მარა რატომღაც მეცოდება ხოლმე პილატე... ბავშობაში როცა იესო ქრისტეზე კინოს ვუყურებდი, ძირითადად აღდგომის წინა პერიოდში, ყოველთვის მეგონა რო პილატე იესოს გაათავისუფლებდა მან რამდენჯერმე მისცა ხალხს შანსი რო არ გაეწირათ იესო ქრისტე, ბოლოს უკვე თავს ძალა რომ არ იყო და ბრბომ ბარაბა გაათავისუფლა, თქვა კიდევაც პილატემ რომ მას(იესო ქრისტეს) ჯვარზე გასაცმელი ვერანაირი დანაშაული ვერ უპოვა და მე მის სიცოცხლესთან უბრალო ვარო(ნუ დაახლოებით მასეთი რაღაც) თქვენ ვის დაასახელებდით მასეთ ადამიანად ან ჩემ მიერ დასახელებულზე რა აზრის ხართ?

სხვათა შორის არსებობს აპოკრიფული წიგნი - პილატეს მეუღლის - პროკლე ფუბილიასი , რომელიც მეგობარს წერს იესოს შესახებ და სიტუაციის ძირითადი ნაწილი მისი მეუღლისა და იესოს საუბარს ეთმობა . საკმაოდ მძაფრადაა გამოკვეთილი იქ პილატეს შინაგანი მდგომარეობა .
დავძენ იმასაც რომ პილატეს ცხოვრების ბოლოზე 2 ცნობას წავაწყდი :
1- იგი დააპატმრეს და თავი მოიკლა
2-შეინანა და ქრისტიანობაზე მოექცა .

Alterego
ციტატა
იუდა მეცოდება და კითხვაც მაქ იუდაზე, იესო ქრისტემ ხო იცოდა და ამბობდა საიდუმლო სერობაზეც რო თქვენგან ერთ ერთი გამცემსო ანუ ეს წინასწარ იცოდა ქრისტემ და იუდას როარ დაებეზღებია ქრისტე ჯვარცმაც არ მოხდებოდა და საერთოდ სხვა რამე მოხდებოდა, მაგრამ ეს იესო ქრისტემ იცოდა და ეს დაწერილი იყო რო ესე უნდა მომხდარიყო ანუ იუდა ისკარიოტელის ნება იყო ეს? თუ დაწერილი იყო რო ესე უნდა ყოფილიყო და იიესო ამბობდა ამას თავიდან მაშინ როგორაა საქმე?


მოდი მე როგორც გავიგე შენი კითხვა ისე გპასუხებ , და თუ რამე არ მოგეწონება დააკონკრეტე და იმაზე გაგცემ პასუხს .
დავიწყებ იმით რომ ქრისტემ , როგორც სრულმა ღმერთმა აუცილებლად იცოდა იუდა რომ გასცემდა მას . თუმცა როგორ ცდილობს იცი განზრახვაზე ხელი ააღებინოს ? თუ ჩავიღრმავდებით სერობის ეპიზოდს კარგად დავინახავთ ამას . უფრო მეტიც , როდესაც თავის ჩამოხრჩობას გადაწყვეტს თოკს გაწყვიტავს უფალი , მას ხომ არ სურს იუდას დაღუპვა . კიდევ ბევრ საქმეს მოიმოქმედებს ღმერთი , მაგრა იუდა ჯიუტად მიდის დაღუპვისკენ მეგობარო . გამახსენდა ის გამოთქმა , რომელი ათეისტებს მოყავთ ხოლმე ხშირად ჩვენ საწინააღმდეგოდ - ,,შეუძლია თუ არა ღმერთმა შექმნას ისეთი ქვა , რომელსაც ვერ აწევს ? '' რა თქმა უნდა შეუძლია .ეს ქვა ადამიანია . მაგალითად იუდა . უფალმა ყოველივე იონა , მაგრამ ვერ შეასმინა . ამის მეტი რომ გაეკეთებინა , უკვე იუდას თავისუფალ ნებაში ჩარევა გამოვიდდა , რასაც უფალი არ დაუშვებს .
იოანე ოქროპირი წერს ძალიან კარგად იუდას გამცემლობის შესახებ . იუდამ იმიტომ კი არ გასცა იესო , რომ წერილი აღსრულებულიყო , არამედ იმიტომ რომ ანგარებას ყავდა შეპყრობილი . ჩვენ კი იუდას გამცემლობამ კი არა , ქრისტეს თავგანწირვამ და ღმერთის აცთმოყვარეობამ გვიხსნა . ხედავ განსხვავებას ხომ?
რაც შეეხება იუდას პიროვნებას . სახარებიდანაც საკმაოდ მკაფიოდ შეგვიძლია მისი დანახვა , აგრეთვე არაერთი აპოკრიფიდან . მაგრამ ამჯერად მხოლოდ ნილოს მირონმდინარისაზე გეტყვი .
აქ აღწერილია თუ როგორ კლავს მშობელს იუდა , როგორ მრუშობს , როგორ კლავს მისი საყვარლის ქმარს , ისიც მოთხრობილია , რომ ავაზაკი , რომელმაც არ შეინანა იუდას ძე იყო და.ა.შ
მოკლედ საშინელი პიროვნება იყო იუდა , თუმცა საღმრთო სამოციქულოში , როდესაც მისი სიკვდილია აღწერილი , მაინც არ წერია , რომ იგი ჯოჯოხეთში მოხდა , არამედ ვკითხულობთ , რომ მან მიიღო მისი ადგილი .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 17 2013, 09:32 AM
პოსტი #8


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



წინასწარ ცოდნა და წინასწარ განსაზღვრა ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში. ღმერთმა წინასწარ იცის მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ წინასწარ გასაზღვრავს ან ერევა ჩვენს თავისუფალ ნებაში. იუდა რომ გასცემდა ეს წინასწარ იცოდა უფალმა მაგრამ წინასწარ არ განუსაზღვრავს, იუდამ თავად აირჩია თავისი გზა როგორ უნდა მოქცეულიყო. რაც შეეხება თემას პილატე უფრო მეცოდებასავით biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
crazy_priest
პოსტი Apr 17 2013, 01:48 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 12-June 08
წევრი № 5,065



იუდა რომ არა ქრისტე ვერ იქნებოდა ქრისტე,,,, იცხოვრებდა ბედნიერად. ჭირი იქა ლხინი აქა


--------------------
....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 17 2013, 02:04 PM
პოსტი #10


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
იუდა რომ არა ქრისტე ვერ იქნებოდა ქრისტე,,,, იცხოვრებდა ბედნიერად. ჭირი იქა ლხინი აქა

ქრისტე იუდამ მოკლა თუ როგორაა საქმე? იუდამ ხელი შეუწყო, თორემ ქრისტეს მოსაკლავად მთელი ისრაელის ელიტა დასდევდა. მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და მისთანებმა აცვეს ჯვარს. იუდა რომ არ ყოფილიყო, მაინც მიაღწევდნენ თავისას. იუდამ კი საკუთარი ნებით ისურვა მათი დამხმარე ყოფილიყო ამ ბოროტ საქმეში.

პ.ს. ისე ზოგს რა წარმოდგენა აქვს ქრისტეზე, მიკვირს ძალიან... ნეტა ვინ ჰგონიათ?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 17 2013, 02:17 PM
პოსტი #11


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(მარიამი @ Apr 17 2013, 02:04 PM) *

ქრისტე იუდამ მოკლა თუ როგორაა საქმე? იუდამ ხელი შეუწყო, თორემ ქრისტეს მოსაკლავად მთელი ისრაელის ელიტა დასდევდა. მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და მისთანებმა აცვეს ჯვარს. იუდა რომ არ ყოფილიყო, მაინც მიაღწევდნენ თავისას. იუდამ კი საკუთარი ნებით ისურვა მათი დამხმარე ყოფილიყო ამ ბოროტ საქმეში.

პ.ს. ისე ზოგს რა წარმოდგენა აქვს ქრისტეზე, მიკვირს ძალიან... ნეტა ვინ ჰგონიათ?

თავადაც არ იციან ვინ ჰგონიათ საქმეც ეგ არის. იუდა ერთ-ერთი პატარა ნაწილია იმ საქმისა რაც მაშინ მოხდა. იუდამ იმიომ კი არ გასცა რომ ასე იყო დაწერილი არამედ რომ გასცა მაგიტომ დაიწერა. წინასწარმეტყელებაც ეგ არის წინასწარ იოდნენ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Apr 17 2013, 03:50 PM
პოსტი #12


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



აქ რაღაც კარგი საუბარი დაიწყო... ცოტა განვტვირთავ სიტუაციას და ვიტყვი რომ არტასი (Arthas) და დეივი ჯონსი (Davy Jones) მეცოდებიან...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Apr 17 2013, 04:01 PM
პოსტი #13


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



ციტატა
ა მერე როცა ოსტატი და მარგარიტა წავიკითხე მანდ საერთოდ მაგრადაა პილატეს ამბავი დაწერილი, თუ არ წაგიკითხავს ეგ წიგნი გირჩევ წაიკითხო, მოგეწონება

ვიშოვი მერე როცა მოვიცლი და ვეცდები წავიკითხო
ციტატა
ჯერ ერთი რატომ არ უნდა გვეცოდებოდნენ ? ისინი ადამიანები არ იყვნენ ? ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და პრინციპულად მიუღებელია რომ ვინმეს ცხონება არ გვინდოდეს , ანაც დაღუპული არ გვეცოდებოდეს .

ხო ვთქვი მასეთი ჩაღრმავება არ გვინდა მეთქი....
მე ვგულისხმობ გულით ვინც უფრო გვეცოდება, სიტყვაზე თემურ ლენგი თუ არ ცხონდა მაგაზე გული არ მწყდება biggrin.gif დაახლოებით ხო ხვდები რასაც ვგულისხმობ
ციტატა
სხვათა შორის არსებობს აპოკრიფული წიგნი - პილატეს მეუღლის - პროკლე ფუბილიასი , რომელიც მეგობარს წერს იესოს შესახებ და სიტუაციის ძირითადი ნაწილი მისი მეუღლისა და იესოს საუბარს ეთმობა . საკმაოდ მძაფრადაა გამოკვეთილი იქ პილატეს შინაგანი მდგომარეობა .
დავძენ იმასაც რომ პილატეს ცხოვრების ბოლოზე 2 ცნობას წავაწყდი :
1- იგი დააპატმრეს და თავი მოიკლა
2-შეინანა და ქრისტიანობაზე მოექცა .

ნეტა მეორე იყოს და მართლა მოქცეულიყო ქრისტიანობაზე, როგორც მახსოვს მისი ცოლი ქრისტიანი იყო და თხოვდა რო არ გაეწირა იესო
რაც შეეხება იუდას შეიძლება ითქვას ისიც მეცოდება მარა პირველ ადგილზე მაინ პილატეა ჩემთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 17 2013, 04:07 PM
პოსტი #14


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ჩვენ რომ გცეცოდება ეს რამეს უშველის? მე ის ადამიანები მეცოდება ვინც თავს იკლავს, ასევე ისინი მევოდება ვისაც ჩემს გვერდითაა და ქრისტე ვერ უცვნია. კიდევ ჩემი თავი მეცოდება. კიდე დამრჩა რაიმე შესაცოდი?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Apr 17 2013, 04:22 PM
პოსტი #15


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



ციტატა
ჩვენ რომ გცეცოდება ეს რამეს უშველის?

ცხადია არაფერს მარა უბრალოდ აზრის დაფიქსირება და მაგაზე მსჯელობა საინტერესოა უკვე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 18 2013, 02:55 AM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კიდევ ერთხელ გეუბნევით , დასვით სერიოზული კითხვა და ვისაუბროთ...
ღლაბუცი არ გვინდა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th June 2024 - 12:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი