IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> როგორი სხეულით აღდგა იესო?
Otherguy
პოსტი May 1 2013, 06:40 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.

მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა.

როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით.

VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა.

როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"?



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 1 2013, 06:56 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

როდესაც მამებს ახსენებ კონკრეტული ციტატობრივი მონაცემები უნდა მოიყვანო, ასე ზოგადად საუბარი არასრული იქნება ყოველთვის.

ამ საკითხზე აბსოლუტური ერთსულოვნებაა ეკლესიის ყველა ღვთისმეტყველისათვის (შეუძლებელია ამ მხრივ წინააღმდეგობა იყოს). მაცხოვარმა აღადგინა ზუსტად ის სხეული რითაც ჯვარს ეცვა და დაიფლა, მაგრამ აღადგინა განსხვავებულ, უფრო ზუსტად ადამიანის თავდაპირველ მდგომარეობაში, ანუ უხრწნელ, უკვდავ და ტკივილგანუცდელში. აღდგომილი სხეული არის ზუსტად ის სხეული, კვლავ გავიმეორებ, რითაც მაცხოვარი მანამდე მოღვაწეობდა, მაგრამ არის უკვე გარდაქმნილ მდგომარეობაში.

საინტერესო სტატია გვაქვს ბიბლიოთეკაში:

http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 1 2013, 07:03 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



afxazi

წმ. ევტიქის და წმ. გრიგოლ დიალოღოსის დაპირისპირება ცნობილია ისტორიაში. მაგრამ ამბობენ, რომ სიკვდილის წინ წმ. ევტიქიმ თქვა: "აი ამ სხეულში აღვდგებით ჩვენ"-ო. რის შემდეგაც წმ. გრიგოლმა დაივიწყა ეს საკითხი. წმ. ევტიქის ნაშრომი აღდგომაზე დღეს დაკარგულია, ვერაფერს დავაციტირებ.

მაგრამ შემდეგ ხატმებრძოლეები ამ არგუმენტს სულ იყენებდნენ - "რატომ არ გამოსახავთ ქრისტეს სხეულს აღდგომის მერე? ის ხომ ნამდვილი, ღვთაებრივი სხეულია"-ო და ა.შ.

ორიგენე რომ სულიერი სხეულით აღდგომას აღიარებდა მგონი ამაზე ციტატის მოტანა არაა საჭირო. ეგ მისტიკოსი კაცი იყო, პლატონისტი.

თეოდორე მოფსუესტელი წერს: "და ის სხეული რომელიც აღდგება მკვდრეთით და რომელსაც ადამიანი შეიმოსავს, არ იქნება ფიზიკური, არამედ სულიერი სხეული."

არადა საინტერესო ისაა, რომ იესო თავადვე ამბობს ბიბლიაში: "როგორც ანგელოზები ცაში ისე იქნებიან ადამიანები, არ დაქორწინდებიან"-ო. თან პავლე მოციქულიც ხომ ამბობს: "იმარხება ფიზიკური სხეული და აღდგება სულიერი სხეული"(1 კორ 15:44)

ანტიოქიის პატრიარქი ანასტასი, მეექვსე საუკუნეში აკრიტიკებდა იმათ, ვინც ამბობდა, რომ ჩვეულებრივი სხეულით აღდგებოდნენ ადამიანები.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი თავის მეშვიდე ეპისტოლეში აკრიტიკებდა იმათ, ვინც ამბობდა, რომ აღდგომის შემდეგ სხეული ზუსტად იგივე იქნებოდა, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ უკვდავი იქნებოდა.

ზუსტი კრედო როგორია?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 1 2013, 07:39 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გირგოლ ნოსელს ხომ აქვს დიდი და საინტერესო ნაშრომი "სულსა და აღდგომაზე". მე არ მაქვს წაკითხული, იქნებ ვინმემ იცით, როგორ წერია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 1 2013, 07:51 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აკაკი

არადა იესო დახშულ კარებში გავიდა ხომ? ადამს შეეძლო დახშულ კარებში გასვლა სამოთხიდან გამოგდებამდე? ესეიგი სულ სხვანაირი სხეული აუღია.

ან ადამი და ევა ჭამდნენ. აღდგომის მერე სხეულს ჭამა დასჭირდება?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 1 2013, 08:32 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ვის როგორ ესმის ტერმინი "სულიერი სხეული", თუ მასში იგულისხმება ის, რომ ფიზიკური აღარ არის, მაშინ, ვფიქრობ, მიუღებელია. რადგან უფალი მოწაფეებს ეუბნება აღდგომის შემდეგ, "შეხედეთ და ნახეთ, რომ სულს ხორცი არ ასხია, მოყავით ხელი და შემეხეთ", "საჭმელი გაქვთ რაიმე?". თუ იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურმა სხეულმა სულიერი თვისებები შეიძინა, ანუ როგორც აფხაზი ამბობს, რომ გარდაიქმნა, ფერიცვალება განიცადა, მაშინ ასე უნდა იყოს. ანუ "განსულიერებული სხეული".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 1 2013, 08:39 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Otherguy
ციტატა

არადა იესო დახშულ კარებში გავიდა ხომ? ადამს შეეძლო დახშულ კარებში გასვლა სამოთხიდან გამოგდებამდე? ესეიგი სულ სხვანაირი სხეული აუღია.

ან ადამი და ევა ჭამდნენ. აღდგომის მერე სხეულს ჭამა დასჭირდება?

ეგ მოსაზრებაც მაქვს წაკითხული , რომ იმ სხეულით აღდგა იესო რომლითაც ადამი იყო დაცემამდე . აგრეთვე ისიც რომ ადამი სამოთხეში ფეკალიებს არ გამოყოფდა და.ა.შ

მოკლედ აქ მთავარია არა ის თუ რა წავიკითხეთ , არამედ ის თუ რა არის ეკლესიის სწავლება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 2 2013, 12:15 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ხორციელი სხეული ქრისტემ გაიღო ჩვენს გამოსასყიდად და ღვთის საამო მსხვერპლად და კეთილსურნელებად როგორც პავლე ბრძანებს, ამიტომ ის იმ სხეულს აღარ დაიბრუნებდა და აღარც აღადგენდა. როცა ისრაელები მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე სამსხვერპლოზე , იმ ცხოველის ხორცი იწვებოდა და იფერფლებოდა. ქრისტემ მიიღო სულიერი სხეული, რომელსაც შეუძლია ზეცაში მყოფობა. ხორცსა და სისხლს არ ძალუძსო ღმრთის სასუფევლის დამკვიდრებაო და რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ სხეულზე ოღონდ ფიზიკური სხეული გამოვრიცხოთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 2 2013, 08:12 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



esre ars cheshmariteba

და თომას რომ ჩააყოფინა ხელი ნალურსმევში ის რომელ სხეულში იყო? იესომ დროებით აიღო სხვისი სხეული?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 3 2013, 01:33 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(esre ars cheshmariteba @ May 2 2013, 12:15 AM) *

ხორციელი სხეული ქრისტემ გაიღო ჩვენს გამოსასყიდად და ღვთის საამო მსხვერპლად და კეთილსურნელებად როგორც პავლე ბრძანებს, ამიტომ ის იმ სხეულს აღარ დაიბრუნებდა და აღარც აღადგენდა. როცა ისრაელები მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე სამსხვერპლოზე , იმ ცხოველის ხორცი იწვებოდა და იფერფლებოდა. ქრისტემ მიიღო სულიერი სხეული, რომელსაც შეუძლია ზეცაში მყოფობა. ხორცსა და სისხლს არ ძალუძსო ღმრთის სასუფევლის დამკვიდრებაო და რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ სხეულზე ოღონდ ფიზიკური სხეული გამოვრიცხოთ!

esre ars cheshmariteba

მართალია რასაც წერ.

წმინდა წერილში ჩაწერილი ეს მუხლები აუცილებელია გავითვალისწინოთ, რათა სწორი დასკვნა გავაკეთოთ:


"რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც", ანუ ხორციელ სხეულს არ შეუძლია ზეციერი სასუფევლის დამკვიდრება.

"მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ.. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა" ანუ ზეციდან, სულიერი სამყაროდან ხორციელად მოვევლინე რომელსაც თქვენი ცხონებისათვის ვაძლევო. მსხვერპლად შეწირულს უკან არ იღებენ და არც იესოს აიღია "პური" (ხორცი მისი) რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა. ებრაელთა მიმართ წერილში მოციქული პავლე ადასტურებს: "რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის" ანუ იესომ თავისი ხორციელი სხეული მსხვერპლად გაიღო, ერთგზის შეწირა, სამუდამო მსხვერპლად, რითაც კაცობრიობა გამოიხსნა. "ერთ-გზის შეწირვა" ნიშნავს იმას, რომ მას აღარ იღებენ უკან ხელახლა შეწირვის მიზნით ან რაიმე სხვა მიზნით არამედ ის ერთხელ და სამუდამოდ იქნა მიცემული ცოდვათა გამოსასყიდად.

"მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა", ანუ ხორციელ სხეულში მოკვდა და სულიერ სხეულში აღდგა.

წერილის მოწმობიდან გამომდინარე, ლოგიკური დასკვნის გაკეთება და თან აშკარა ლოგიკური დასკვნის გაკეთება არაა რთული. თუკი წერილს ვერწმუნებით, რომ იესომ თავისი ხორციელი სხეული მსხვერპლად გაიღო, თუკი წერილს ვერწმუნებით, რომ გაღებული მსხვერპლის უკან დაბრუნება არ ხდება, თუკი წერილს ვერწმუნებით, რომ ხორციელი სხეული ზეცად არ მკვიდრობს და თუკი წერილს ვერწმუნებით, რომ "მოკვდა ხორციელად" მაგრამ "აღსდგა სულიერად", მაშინ არაა რთული მისახვედრი რომ იესომ, (როგორც ძველი აღთქმის პერიოდში ანგელოზები ისხამდნენ ხორცს) ხორცი შეისხა მას შემდეგ, როცა დახურულ კარში შევიდა მოწაფეებთან რათა დაერწმუნებინა ისინი რომ ვიღაც სხვა ადამიანი კი არაა, ან მოლანდება (მოჩვენება), არამედ ნამდვილად იესოა, მკვდრეთით აღმდგარი იესო!


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 3 2013, 10:42 AM
პოსტი #11


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

ციტატა
"რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც"


ამაზე არავინ დაობს და არც არავინ უარყოფს ამას. ამიტომვე გამოიდევნა ადამი სამოთხიდან, ანუ არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგ მისი გონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ვეღარ შენარჩუნდებოდა, არამედ იმის გამოც, რომ მისი ფიზიკური მონაცემები შეუსაბამო იყო სამოთხის, როგოროც ფიზიკური (და არა ხორციელი) სამკვიდრებელისაგან.

ამიტომვე განკაცდა უფალი და მიიღო ზუსტად იმგვარი სხეული, როგორი სხეულიც შეეძინა ადამს სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ, უფრო სწორად როგორ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ადამის სხეული ცოდვით დაცემის შემდეგ, ანუ ზუსტად ის სხეული რა სხეულიც მას ქონდა სამოთხეში. არა ისე, რომ ის სხვა სხეული იყო და ეს სხვა სხეული, ერთიდაიგივე სხეულია, ოღონდ ორი განსხვავებული მდგომარეობით. თუკი სამოთხეში ადამი იყო უხრწნელი, უკვდავი და ტკივილგანუცდელი, ცოდვით დაცემის შემდეგ ის გახდა მოკვდავი, ხრწნადი და ტკივილგანმცდელი და ამასთანავე შეეძინა სხვა თვისებებიც, შესაბამისად მისი მდგომარეობისა (ვგულისხმობ საკვების საჭიროებას და ა.შ.)

მაცხოვარი განკაცდა, ანუ მიიღო ის სხეული, როგორ სხეულიც ადამიანს ცოდვით დაცემის შემდგომ ქონდა, რათა ის კვლავ დაებრუნებინა თავდაპირველ მდგომარეობაში.

ციტატა
რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის" ანუ იესომ თავისი ხორციელი სხეული მსხვერპლად გაიღო, ერთგზის შეწირა, სამუდამო მსხვერპლად, რითაც კაცობრიობა გამოიხსნა. "ერთ-გზის შეწირვა" ნიშნავს იმას, რომ მას აღარ იღებენ უკან ხელახლა შეწირვის მიზნით ან რაიმე სხვა მიზნით არამედ ის ერთხელ და სამუდამოდ იქნა მიცემული ცოდვათა გამოსასყიდად.


არ ვიცი რა დავარქვა ამას, უკიდურესი უვიციზმი, თუ მიზანმიმართული სიმახინჯე. ერთგზის შეწირვა ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა გამოხსნილია და კვლავ იმავე სახის მსხვერპლის შეწირვა აღარ მოხდება, ანუ ამის აუცილებლობა მოხსნილია. ამას ნიშნავს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ქრისტემ ერთგზის გამოგვისყიდა და უკვე განწმენდილნი ვართ. და თუკი ვინმე კიდევ ელის კვლავ გამოსყიდვას (ვგულისხმობ იუდეველურ მოლოდინს), ეს, ცხადია სრული უგულებელყოფაა მაცხოვრის განკაცებისა და აღდგომისა.

ციტატა
ერთ-გზის შეწირვა" ნიშნავს იმას, რომ მას აღარ იღებენ უკან ხელახლა შეწირვის მიზნით ან რაიმე სხვა მიზნით არამედ ის ერთხელ და სამუდამოდ იქნა მიცემული ცოდვათა გამოსასყიდად.


ადამიანური აზროვნების ასეთი დაკნინებულობა, ეს უკვე მართლა ტრაგედიაა. მაცხოვრის მიერ აღსრულებული ღვაწლი შეადარო ძველი აღთქმის პერიოდში აღსრულებულ ცხოველის მსხვერპლშეწირვას, რომ თურმე ქრისტემ საკუთარი სხეული საჯიჯგნად გადაუგდო ბოროტ ძიებს, რომ ეს ჯიჯგნეთ და ადამიანებს თავი დაანებეთო. არ ვიცი რა ვარქვა ამას, არ ვიცი გავბრაზე (მითუმეტეს დღეს), გავიცინო, დავტირო ადამიანის ამგვარ უმეცრებას...

სხეული კი არა, ქრისტემ სიცოცხლე გაიღო, ქრისტე მოკვდა, რათა მასთან ერთარსი ადამიანი გაეცოცხლებინა და მისთვის თავდაპირველი პატივი დაებრუნებინა. მაშ რაშია აღდგომის სასოება, რაშია ამ დღის გადამწვეტი შინაარსი, მხოლოდ იმაში, რომ "გაურკვეველმა ქმნილებამ" (თქვენეული "ბრძნული" სწავლებით) სხეული, როგორც ტანსაცმელი მიიღო და ის ბოროტ ძიებს მიუგდო საჭმელად? რა ირგო ადამიანმა ამით? მხოლოდ ის, რომ ღმერთი დაკმაყოფილდა და "გვაპატია" შეცოდება? გეყოთ ამდენი ტანჯვაო? ანდა ის სხეული სად წავიდა, რომელიც საფლავში დაიდო, ანდა აღდგომა რას ქვია, ვინ აღდგა, რა აღდგა? თუკი იმ სხეულით არ აღდგა ქრისტე, თუკი მას სიცოცხლე არ წაერთვა, მაშინ როგორღა აღდგა? თუკი ის არ მოკვდა, როგორ აღდგა? თუკი ის მხოლოდ სული იყო, რომელმაც სხეული ტანსაცმელივით შეიმოსა, შემდეგ კი ეს ტანსაცმელი განიმოსა, ეს როგორი აღდგომაა, ეს ხომ არაფრის შეცვლაა, ეს ხომ უბრალოდ სხეულის განმოსვაა და მეტი არაფერი. თუკი ის სხეული არ განახლდა, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ მოკვდავი და ხრწნადი იყო, მაშ ადამიანი კვლავ იმავე მდგომარეობაში რჩება, ანუ კვლავ ცოდვით დაცემულ მდგოამრეობაში და მას სასოება წარკვეთილი აქვს, ის გამოუხსნელია, რადგან ცოდვამ მასში ფიზიკური მონაცემებიც შებღალა და თუკი ეს არ შეიცვალა როგორღა დაუბრუნდება ის სასუფეველს. თუკი ქრისტე ჩვენი ერთარსი არ იყო, თუკი ქრისტემ ადამიანური ბუნება არ გარდაქმნა, ანუ დაუბრუნა თავდაპირველი სამოთხისეული მდგომარეობა, მაშ რა უხარია ადამიანს. ეს ხომ იმავე ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვის მსგავსი რაღაც გამოდის, რომელსაც არ შესწევდა ადამიანის ცოდვისგან გამოსყიდვა. მაშ რაღა აუცილებლობა იყო ქრისტეს მოსვლისა, თუკი იმავე სახის მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა, როგორც ძველ აღთქმაში. რა მნიშვნელობა აქვს სხეული ცხოველის იქნება თუ ადამიანის, თუკი შინაარსი ერთი და იგივეა.

ციტატა
"მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა", ანუ ხორციელ სხეულში მოკვდა და სულიერ სხეულში აღდგა.


ეს მუხლი სრული სახით მოიტანე ხოლმე, ვნახოთ რაზე საუბრობს მოციქული. ციტატის ასეთ დამახინჯებაში ეტყობა სერიოზულ ლექციებს გიკითხავენ.

ამ ციტატიდან:

მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა

ასეთი დასკვნის გაკეთება:

ანუ ხორციელ სხეულში მოკვდა და სულიერ სხეულში აღდგა.

მხოლოდ "ჭეშმარიტ" რასელისტს თუ შეუძლია. ვერ შეგეკამათებით, აღფრთოვანებული ვარ. ან აღდგომა სად წერია, ან სულიერი სხეული.

ციტატა
მაშინ არაა რთული მისახვედრი რომ იესომ, (როგორც ძველი აღთქმის პერიოდში ანგელოზები ისხამდნენ ხორცს) ხორცი შეისხა მას შემდეგ, როცა დახურულ კარში შევიდა მოწაფეებთან რათა დაერწმუნებინა ისინი რომ ვიღაც სხვა ადამიანი კი არაა, ან მოლანდება (მოჩვენება), არამედ ნამდვილად იესოა, მკვდრეთით აღმდგარი იესო!


ეტყობა ფილმი ტრანსოფრმერები აქტუალურობას არ კარგავს რასელისტთა წერეებში. თქმა იმისა, რომ ანგელოზი ძველ აღთქმაში ხორცს ისხამდა, ანდა ის, რომ ანგელოზს შეუძლია ხორცი შეისხას, არის უვიციზმის ზეიმი. ე.ი. "ხორცშესხმული" ანგელოზისთვის რომ რამე გესროლა სისხლი გამოუვიდოდა? ხორცი აბა რას ნიშნავს? და თუკი ქრისტეს აღდგომის შემდეგ კვლავ ხორციელება ქონდა, მაშინ რა შეიცვალა? მაგრამ ვხვდები რომ აქ ტერმინი "ხორციელება" უმეცრულად არის ნახმარი.

მაგრამ კვლავ ვუბრუნდები იმავეს, თუკი მაცხოვარმა არ არადგინა კვლავ იგივე სხეული, ოღონდ უკვე იმ მდგომარეობაში, როგორშიც ადამიანი სამოთხეში იყო, ანუ უხრწნელ, უკვდავ და ტკივილგანუცდელ მდგომარეობაში, რა ირგო ადამიანმა? თუკი აღდგომი სხეულით ის აღარ არის ადამიანური ბუნების მქონე, როგორ არის ადამიანი გამხოსნილი, თუკი ადამიანური ბუნება კვლავ იმავე დმგოამრეობაში რჩება, რა მდგომარეობაშიც ის დაცემის შემდგომაა, როგორ არის ადამიანი გამოხსნილი. ანდა თუკი ქრისტემ არ აღადგინა იგივე სხეული, მაშ რას ქვია აღდგომა. "აღდგა სულიერ სხეულში" რას ქვია? ვინ აღდგა, რა აღდგა, ანდა ვინ მოკვდა რომ შემდეგ აღდგა. სხეული არაო, მაშინ ქრისტე, როგორც სული ისე მოკვდა? მაგრამ სული როგორ მოკვდებოდა, ეს ხომ აბსურდია. ანუ გამოდის, რომ ქრისტემ უბრალოდ განიმოსა ძველი და შეიმოსა ახალი გაურკვეველი სხეული.

ჰოი უგუნურებავ!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 3 2013, 05:35 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ May 3 2013, 11:42 AM) *

■გიორგი■
ამაზე არავინ დაობს და არც არავინ უარყოფს ამას. ამიტომვე გამოიდევნა ადამი სამოთხიდან, ანუ არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგ მისი გონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ვეღარ შენარჩუნდებოდა, არამედ იმის გამოც, რომ მისი ფიზიკური მონაცემები შეუსაბამო იყო სამოთხის, როგოროც ფიზიკური (და არა ხორციელი) სამკვიდრებელისაგან.

ამიტომვე განკაცდა უფალი და მიიღო ზუსტად იმგვარი სხეული, როგორი სხეულიც შეეძინა ადამს სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ, უფრო სწორად როგორ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ადამის სხეული ცოდვით დაცემის შემდეგ, ანუ ზუსტად ის სხეული რა სხეულიც მას ქონდა სამოთხეში. არა ისე, რომ ის სხვა სხეული იყო და ეს სხვა სხეული, ერთიდაიგივე სხეულია, ოღონდ ორი განსხვავებული მდგომარეობით. თუკი სამოთხეში ადამი იყო უხრწნელი, უკვდავი და ტკივილგანუცდელი, ცოდვით დაცემის შემდეგ ის გახდა მოკვდავი, ხრწნადი და ტკივილგანმცდელი და ამასთანავე შეეძინა სხვა თვისებებიც, შესაბამისად მისი მდგომარეობისა (ვგულისხმობ საკვების საჭიროებას და ა.შ.)

მაცხოვარი განკაცდა, ანუ მიიღო ის სხეული, როგორ სხეულიც ადამიანს ცოდვით დაცემის შემდგომ ქონდა, რათა ის კვლავ დაებრუნებინა თავდაპირველ მდგომარეობაში.
არ ვიცი რა დავარქვა ამას, უკიდურესი უვიციზმი, თუ მიზანმიმართული სიმახინჯე. ერთგზის შეწირვა ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა გამოხსნილია და კვლავ იმავე სახის მსხვერპლის შეწირვა აღარ მოხდება, ანუ ამის აუცილებლობა მოხსნილია. ამას ნიშნავს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ქრისტემ ერთგზის გამოგვისყიდა და უკვე განწმენდილნი ვართ. და თუკი ვინმე კიდევ ელის კვლავ გამოსყიდვას (ვგულისხმობ იუდეველურ მოლოდინს), ეს, ცხადია სრული უგულებელყოფაა მაცხოვრის განკაცებისა და აღდგომისა.
ადამიანური აზროვნების ასეთი დაკნინებულობა, ეს უკვე მართლა ტრაგედიაა. მაცხოვრის მიერ აღსრულებული ღვაწლი შეადარო ძველი აღთქმის პერიოდში აღსრულებულ ცხოველის მსხვერპლშეწირვას, რომ თურმე ქრისტემ საკუთარი სხეული საჯიჯგნად გადაუგდო ბოროტ ძიებს, რომ ეს ჯიჯგნეთ და ადამიანებს თავი დაანებეთო. არ ვიცი რა ვარქვა ამას, არ ვიცი გავბრაზე (მითუმეტეს დღეს), გავიცინო, დავტირო ადამიანის ამგვარ უმეცრებას...

სხეული კი არა, ქრისტემ სიცოცხლე გაიღო, ქრისტე მოკვდა, რათა მასთან ერთარსი ადამიანი გაეცოცხლებინა და მისთვის თავდაპირველი პატივი დაებრუნებინა. მაშ რაშია აღდგომის სასოება, რაშია ამ დღის გადამწვეტი შინაარსი, მხოლოდ იმაში, რომ "გაურკვეველმა ქმნილებამ" (თქვენეული "ბრძნული" სწავლებით) სხეული, როგორც ტანსაცმელი მიიღო და ის ბოროტ ძიებს მიუგდო საჭმელად? რა ირგო ადამიანმა ამით? მხოლოდ ის, რომ ღმერთი დაკმაყოფილდა და "გვაპატია" შეცოდება? გეყოთ ამდენი ტანჯვაო? ანდა ის სხეული სად წავიდა, რომელიც საფლავში დაიდო, ანდა აღდგომა რას ქვია, ვინ აღდგა, რა აღდგა? თუკი იმ სხეულით არ აღდგა ქრისტე, თუკი მას სიცოცხლე არ წაერთვა, მაშინ როგორღა აღდგა? თუკი ის არ მოკვდა, როგორ აღდგა? თუკი ის მხოლოდ სული იყო, რომელმაც სხეული ტანსაცმელივით შეიმოსა, შემდეგ კი ეს ტანსაცმელი განიმოსა, ეს როგორი აღდგომაა, ეს ხომ არაფრის შეცვლაა, ეს ხომ უბრალოდ სხეულის განმოსვაა და მეტი არაფერი. თუკი ის სხეული არ განახლდა, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ მოკვდავი და ხრწნადი იყო, მაშ ადამიანი კვლავ იმავე მდგომარეობაში რჩება, ანუ კვლავ ცოდვით დაცემულ მდგოამრეობაში და მას სასოება წარკვეთილი აქვს, ის გამოუხსნელია, რადგან ცოდვამ მასში ფიზიკური მონაცემებიც შებღალა და თუკი ეს არ შეიცვალა როგორღა დაუბრუნდება ის სასუფეველს. თუკი ქრისტე ჩვენი ერთარსი არ იყო, თუკი ქრისტემ ადამიანური ბუნება არ გარდაქმნა, ანუ დაუბრუნა თავდაპირველი სამოთხისეული მდგომარეობა, მაშ რა უხარია ადამიანს. ეს ხომ იმავე ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვის მსგავსი რაღაც გამოდის, რომელსაც არ შესწევდა ადამიანის ცოდვისგან გამოსყიდვა. მაშ რაღა აუცილებლობა იყო ქრისტეს მოსვლისა, თუკი იმავე სახის მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა, როგორც ძველ აღთქმაში. რა მნიშვნელობა აქვს სხეული ცხოველის იქნება თუ ადამიანის, თუკი შინაარსი ერთი და იგივეა.
ეს მუხლი სრული სახით მოიტანე ხოლმე, ვნახოთ რაზე საუბრობს მოციქული. ციტატის ასეთ დამახინჯებაში ეტყობა სერიოზულ ლექციებს გიკითხავენ.

ამ ციტატიდან:

მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა

ასეთი დასკვნის გაკეთება:

ანუ ხორციელ სხეულში მოკვდა და სულიერ სხეულში აღდგა.

მხოლოდ "ჭეშმარიტ" რასელისტს თუ შეუძლია. ვერ შეგეკამათებით, აღფრთოვანებული ვარ. ან აღდგომა სად წერია, ან სულიერი სხეული.
ეტყობა ფილმი ტრანსოფრმერები აქტუალურობას არ კარგავს რასელისტთა წერეებში. თქმა იმისა, რომ ანგელოზი ძველ აღთქმაში ხორცს ისხამდა, ანდა ის, რომ ანგელოზს შეუძლია ხორცი შეისხას, არის უვიციზმის ზეიმი. ე.ი. "ხორცშესხმული" ანგელოზისთვის რომ რამე გესროლა სისხლი გამოუვიდოდა? ხორცი აბა რას ნიშნავს? და თუკი ქრისტეს აღდგომის შემდეგ კვლავ ხორციელება ქონდა, მაშინ რა შეიცვალა? მაგრამ ვხვდები რომ აქ ტერმინი "ხორციელება" უმეცრულად არის ნახმარი.

მაგრამ კვლავ ვუბრუნდები იმავეს, თუკი მაცხოვარმა არ არადგინა კვლავ იგივე სხეული, ოღონდ უკვე იმ მდგომარეობაში, როგორშიც ადამიანი სამოთხეში იყო, ანუ უხრწნელ, უკვდავ და ტკივილგანუცდელ მდგომარეობაში, რა ირგო ადამიანმა? თუკი აღდგომი სხეულით ის აღარ არის ადამიანური ბუნების მქონე, როგორ არის ადამიანი გამხოსნილი, თუკი ადამიანური ბუნება კვლავ იმავე დმგოამრეობაში რჩება, რა მდგომარეობაშიც ის დაცემის შემდგომაა, როგორ არის ადამიანი გამოხსნილი. ანდა თუკი ქრისტემ არ აღადგინა იგივე სხეული, მაშ რას ქვია აღდგომა. "აღდგა სულიერ სხეულში" რას ქვია? ვინ აღდგა, რა აღდგა, ანდა ვინ მოკვდა რომ შემდეგ აღდგა. სხეული არაო, მაშინ ქრისტე, როგორც სული ისე მოკვდა? მაგრამ სული როგორ მოკვდებოდა, ეს ხომ აბსურდია. ანუ გამოდის, რომ ქრისტემ უბრალოდ განიმოსა ძველი და შეიმოსა ახალი გაურკვეველი სხეული.

ჰოი უგუნურებავ!

ისევ დაგისვა ის კითხვა რაშიც ხმა ვერ ამოიღე???? კარგი კიდევ ერთხელ გააფთრებით ვიმეორებ _ მართლმადიდებლობა გვასწავლის რომ ადამიანი შედგება ხორცისა და სულისაგან და სულს ადამიანი იღებს უშუალოდ შობისას, მაგრამ ადამიანს ასევე გააჩნია მშვინვა რაშიც თავმოყრილია ადამიანის ნება, ემოციები, ფიქრები და ა.შ. ადამიანის სიკვდილისას ხდება ხორცისა და სულის განყრა და სული განაგრძობს არსებობას და მას გააჩნია იგივე იპოსტასობრივი გრძნობები და თვისებები რაც მშვინვას ქონდა. როდესაც დედამიწაზე მოგვევლინა ძე ( შეგნებულად არ ვამბობ იესო ქრისტეს , რადგან მართლმადიდებლური თეოლოგიით ეს არასწორია) მან მიიღო ადამიანური ბუნება, მაგრამ საკითხავი ისაა გააჩნდა ძე ღმერთს ადამიანად შობისას სული თუ მისმა ზეციურმა ღვთაებრივმა სხეულმა შეიმოსა ხორცი? თუ ძემ ადამიანად შობისას მიიღო ადამიანური სული მაშინ გამოდის უკვე ორი იპოსტასი_ 1+1 =2 . ქრისტე კი ვიცით ერთია და ისიც ვიცით რომ ის აღდგა და აღარ კვდება რომაელთა 6:9. blink.gif blink.gif blink.gif . 1 პეტრეს 3;18 თურმე პასტორი რასელი შეცდა და აღდგომაზე არ ყოფილა საუბარი ! მოდი ვნახოთ ბერძნული_
θανατωθεὶς μὲν σαρκὶ
ζῳοποιηθεὶς δὲ πνεύματι· კარგად ჩანს რომ πνεύματι· სული არის მიცემით ბრუნვაში და ხორცი_σαρκὶ _ესეც მიცემითშია და უპირისპირდება სულს. თუ საუბარია რომ ხორცი მოკვდა და სულმა განაგრძო არსებობა მაშინ რატომ წერია გაცოცხლდაო? უცნაურია. blink.gif ამასთანავე 21 მუხლში აშკარად ჩანს რომ მკვდრეთით აღდგომა იგულისხმება 18 მუხლშიც
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 3 2013, 05:53 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(Otherguy @ May 2 2013, 09:12 PM) *

esre ars cheshmariteba

და თომას რომ ჩააყოფინა ხელი ნალურსმევში ის რომელ სხეულში იყო? იესომ დროებით აიღო სხვისი სხეული?

და თუკი განგმირული ფერდი აჩვენა და გახვრეტილი ხელი , ასეთი აღდგა იესო ნაიარევებით? blink.gif თუ თომას დასარწმუნებლად მიიღო იმგვარი სხეული ნაიარევით და განგმირული ფერდით? მანამდე იესოს არ ქონდა ნაიარევები , მოწაფეებმა ვერც კი იცნეს blink.gif არადა პურის ჭამისას აუცილებლად შეამჩნევდნენ უფლის გახვრეტილ ხელებს !

ციტატა(Otherguy @ May 3 2013, 04:35 PM) *

afxazi

მე მაინტერესებს ერთი რამ. იესოს აღმდგარი სხეული, იყო ადამის სხეულის მაგვარი დაცემამდე, თუ უფრო უკეთესი რამენაირად?

ადამს სჭირდებოდა ჭამა-სმა. სჭირდებოდა(უნდებოდა უფრო სწორად) თუ არა იესოს აღმდგარ სხეულს იგივე რამეები?

ცოტა უხერხული კითხვაა და გეთანხმები , უფრო გაცილებით აღმატებულ სხეულზე უნდა საუბრობდეს პავლე _Fილიპელთა 3 :21 ში !!! ხორცსა და სისხლს არ შეუძლიაო სასუფევლის დამკვიდრება და დავითი კიდე იმას გაიძახის აი ცოტა _ცოტა მაინც ისეთი სხეული ადამს რო ქონდაო! ადამი მშვინვიერი სხეულის იყო მიწის მტვრისგან შექმნილი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 3 2013, 08:39 PM
პოსტი #14


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
ისევ დაგისვა ის კითხვა რაშიც ხმა ვერ ამოიღე???? კარგი კიდევ ერთხელ გააფთრებით ვიმეორებ _ მართლმადიდებლობა გვასწავლის რომ ადამიანი შედგება ხორცისა და სულისაგან და სულს ადამიანი იღებს უშუალოდ შობისას, მაგრამ ადამიანს ასევე გააჩნია მშვინვა რაშიც თავმოყრილია ადამიანის ნება, ემოციები, ფიქრები და ა.შ. ადამიანის სიკვდილისას ხდება ხორცისა და სულის განყრა და სული განაგრძობს არსებობას და მას გააჩნია იგივე იპოსტასობრივი გრძნობები და თვისებები რაც მშვინვას ქონდა. როდესაც დედამიწაზე მოგვევლინა ძე ( შეგნებულად არ ვამბობ იესო ქრისტეს , რადგან მართლმადიდებლური თეოლოგიით ეს არასწორია) მან მიიღო ადამიანური ბუნება, მაგრამ საკითხავი ისაა გააჩნდა ძე ღმერთს ადამიანად შობისას სული თუ მისმა ზეციურმა ღვთაებრივმა სხეულმა შეიმოსა ხორცი? თუ ძემ ადამიანად შობისას მიიღო ადამიანური სული მაშინ გამოდის უკვე ორი იპოსტასი_ 1+1 =2 . ქრისტე კი ვიცით ერთია და ისიც ვიცით რომ ის აღდგა და აღარ კვდება რომაელთა 6:9. . 1 პეტრეს 3;18 თურმე პასტორი რასელი შეცდა და აღდგომაზე არ ყოფილა საუბარი ! მოდი ვნახოთ ბერძნული_
θανατωθεὶς μὲν σαρκὶ
ζῳοποιηθεὶς δὲ πνεύματι· კარგად ჩანს რომ πνεύματι· სული არის მიცემით ბრუნვაში და ხორცი_σαρκὶ _ესეც მიცემითშია და უპირისპირდება სულს. თუ საუბარია რომ ხორცი მოკვდა და სულმა განაგრძო არსებობა მაშინ რატომ წერია გაცოცხლდაო? უცნაურია. ამასთანავე 21 მუხლში აშკარად ჩანს რომ მკვდრეთით აღდგომა იგულისხმება 18 მუხლშიც


ამ აბდა უბდას, რომელსაც ვერაფერი გავუგე, ვერ ვუპასუხებ. არანაირი ტერმინოლოგიური გაცნობიერება (არ ვსაუბრობ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაზე), არანაირი შინაარსობრივი ცოდნა საკითხისა... რაზე ვილაპარაკო, როგორ ვილაპარაკო.

აჰა თუნდაც ეს:

ციტატა
თუ მისმა ზეციურმა ღვთაებრივმა სხეულმა შეიმოსა ხორცი?


ღვთაებრივი სხეული ახალი ცნებაა? მე ამ ყველაფერს უმეცრებას ვუწოდებ (არა იმიტომ, რომ ვიღაცაზე მეტი ვიცი, არამედ იმიტომ, რომ ამგვარი გაუცნობიერებლობა მართლა უმეცრებაა).

Otherguy

რაც შეგეხება შენ. შეკითხვა რომელიც შენ დასვი, ვფიქრობ რომ შეურაცხმყოფელია და ეს კარგად უნდა გესმოდეს. არის რაღაც რასაც არ უნდა შეეხო. ამიტომ კარგი იქნება თუკი მეტ სიფრთხილეს გამოიჩენ და ცოტა გააკონტროლებ შენს გამოთქმებს.

esre ars cheshmariteba

ციტატა
ადამი მშვინვიერი სხეულის იყო მიწის მტვრისგან შექმნილი


იყო თუ არა უკვდავი ადამი სამოთხეში?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 3 2013, 08:56 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ May 3 2013, 09:39 PM) *

esre ars cheshmariteba
ამ აბდა უბდას, რომელსაც ვერაფერი გავუგე, ვერ ვუპასუხებ. არანაირი ტერმინოლოგიური გაცნობიერება (არ ვსაუბრობ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაზე), არანაირი შინაარსობრივი ცოდნა საკითხისა... რაზე ვილაპარაკო, როგორ ვილაპარაკო.

აჰა თუნდაც ეს:
ღვთაებრივი სხეული ახალი ცნებაა? მე ამ ყველაფერს უმეცრებას ვუწოდებ (არა იმიტომ, რომ ვიღაცაზე მეტი ვიცი, არამედ იმიტომ, რომ ამგვარი გაუცნობიერებლობა მართლა უმეცრებაა).

Otherguy

რაც შეგეხება შენ. შეკითხვა რომელიც შენ დასვი, ვფიქრობ რომ შეურაცხმყოფელია და ეს კარგად უნდა გესმოდეს. არის რაღაც რასაც არ უნდა შეეხო. ამიტომ კარგი იქნება თუკი მეტ სიფრთხილეს გამოიჩენ და ცოტა გააკონტროლებ შენს გამოთქმებს.

esre ars cheshmariteba
იყო თუ არა უკვდავი ადამი სამოთხეში?

რათქმაუნდა უკვდავი იყო, ის შექმნილი იყო მტვრისგან ხორციელი სხეულით. და ვინ ქმნის ტერმინებს? ყველა ტერმინი დაიშლება და დაიღუპება რაც საცოდავმა ცოდვილმა ადამიანმა შექმნა! საღვთო ნებას და განგებულებას ტერმინებით ვერ გაიგებ. რატომ დაიწერა ბიბლია კოინე ბერძნულზე? იმიტომ რომ გლეხებს გაეგოთ მარტივი ჭეშმარიტება! ღვთაებრივი სხეული თუ არ მოგწონს მაშ რა ვუწოდოთ იმ სხეულს რაც ძე ღმერთს გააჩნია ზეცად? მაშინ თქვი რა ვუწოდო და იმას ვიტყვი. შენ ყურადღება გადაგაქ სხვა რამეზე და თავს არიდებ ჩემ კითხვას, როცა ორი ბუნების შესახებ ვსაუბრობდით აშკარა მარცხი იწვნიე და გამოვლინდა ის უვიცობა რაც იდგა დაზუთხული ტერმინების უკან blink.gif . ეხლა აქაც უძლური ხარ უპასუხო კითხვას! მოეშვი ტერმინობანას და უპასუხე იმას რასაც ვგულისხმობ! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 3 2013, 09:07 PM
პოსტი #16


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
რათქმაუნდა!


ე.ი. დღევანდელისგან განსხვავებულ მდგომარეობაში იყო ხომ? ანუ საჭმლის ჭამა არ სჭირდებოდა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 3 2013, 09:25 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ May 3 2013, 10:07 PM) *

esre ars cheshmariteba
ე.ი. დღევანდელისგან განსხვავებულ მდგომარეობაში იყო ხომ? ანუ საჭმლის ჭამა არ სჭირდებოდა.

საჭმლის ჭამა სჭირდებოდა! ბოსტნეულს და ხილს ჭამდა , ვაშლს კბეჩდა, მოგვიანებით როცა შესცოდა ხორცის ჭამის უფლებაც მიეცა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 3 2013, 09:41 PM
პოსტი #18


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
საჭმლის ჭამა სჭირდებოდა! ბოსტნეულს და ხილს ჭამდა , ვაშლს კბეჩდა, მოგვიანებით როცა შესცოდა ხორცის ჭამის უფლებაც მიეცა


biggrin.gif biggrin.gif

თუ უკვდავი იყო ჭამა რაღაში სჭირდებოდა, საჭმელი ხომ სხეულის განსამტკიცებლადაა, ანუ დაშლადი სხეულის შესამტკიცებლად. გამოდის, რომ ადამიც მოკვდავი ყოფილა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 3 2013, 09:50 PM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



esre ars cheshmariteba
ციტატა
როცა ორი ბუნების შესახებ ვსაუბრობდით აშკარა მარცხი იწვნიე და გამოვლინდა ის უვიცობა რაც იდგა დაზუთხული ტერმინების უკან . ეხლა აქაც უძლური ხარ უპასუხო კითხვას! მოეშვი ტერმინობანას და უპასუხე იმას რასაც ვგულისხმობ!

facepalm


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 3 2013, 10:00 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ May 3 2013, 10:41 PM) *

esre ars cheshmariteba
biggrin.gif biggrin.gif

თუ უკვდავი იყო ჭამა რაღაში სჭირდებოდა, საჭმელი ხომ სხეულის განსამტკიცებლადაა, ანუ დაშლადი სხეულის შესამტკიცებლად. გამოდის, რომ ადამიც მოკვდავი ყოფილა.

ბიბლიას თუ აღარ აღიარებ მაშინ მართალი ხარ. biggrin.gif ღმერთმა ადამს უთხრა სანამ შესცოდავდა_ ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო რამდენიც გინდაო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამოო! არის თუ არა უფლის სიტყვები სანდო? blink.gif

ბიბლია კარგად ვიცი ბატონო დავით connie_08.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 11:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი