IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >  
Closed TopicStart new topic
> როგორი სხეულით აღდგა იესო?
esre ars cheshmariteba
პოსტი May 13 2013, 09:58 PM
პოსტი #101


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(A.V.M @ May 13 2013, 10:52 PM) *

საძმო მოვრჩით მგონი ხომ შმაგისთან კამათს .
ეგებ გიორგიმ მაინც დაგვანახოს ბიბლიური დასტური რომ ,, მამა ღმერთმა იესოს სხეული გააქრო . ''

როსი არ ვიცი და არც მაინტერესებს ვინაა (რა თქმა უნდა მართლმადიდებელი არ იქნებოდა) , მარა კუდამოძუებული ...რასელისტები კი მართლა მახსოვს , იაკობ ჩიჩილიძესთან პოლემიკაში ...

(შინაგანაწესის სმაილი)biggrin.gif

იაკობთან მეც ერთი დღით მართლმადიდებელი ვიყავი, ისე იმოქმედა ჩემზე, კარგი მღვდელია ნამდვილად! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 14 2013, 01:04 AM
პოსტი #102


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



afxazi

როგორც იქნა მოვიცალე და სიმართლე გითხრა, იმის დროც კი არ მაქვს თქვენი მიმოწერები სრულად წავიკითხო. ისეთი სამსახური მაქვს, რომ ზოგჯერ გადაბმულად მიწევს მუშაობა და ხან სად ვარ ხან სად და ზოგჯერ საერთოდ ვერ ვიცლი ფორუმისთვის. ხოლო ხან გადაებმება დღეები და თავისუფალი დრო შეიძლება რამოდენიმე დღეც კი მქონდეს. აგერ დღეს ცოტა მოვიცალე და შენი პოსტები, რომლებიც ჩემი მისამართით იყო დაწერილი, ხელახლა წავიკითხე; ამიტომ მინდა შენი ყურადღება წმინდა წერილის მოწმობაზე გადავიტანო ამჯერადაც.

როგორც უკვე აგიხსენი, იესო აღდგა სულიერად და ეს არის წმინდა წერილის პირდაპირი მოწმობა. ამ ფაქტის შესახებ, მოციქული პეტრე პირდაპირ წერს, რაზეც უკვე მოგწერე რომელიღაც გასულ პოსტში და გადმოვაკოპირებ:

1)
ციტატა
პიროვნება აღდგა თუ არა, ამას ხორცი კი არა, პიროვნების აღდგომა განაპირობებს. იესო სულიერი სხეულით აღდგა, ამიტომ არასწორია იმის თქმა რომ არ აღმდგარა.

პეტრე მოციქულს არ დაუწერია "რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა ჴორცითა" არამედ დაწერა "მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა".


წმინდა წერილის ამ პირდაპირი მოწმობის უარყოფა შეუძლებელია.


ამასთან ერთად, ყურადღება გაამახვილე რომ იესომ თავისი სული (სიცოცხლე) გასწირა ადამიანებისთვის და თავისი სული (სიცოცხლე) დაუბრუნა ღმერთმა აღდოგმის სახით. იესო სულიერი სხეულით აღადგინა ღმერთმა და არა ხორციელი სხეულით. ამას პირდაპირ ამბობს პეტრე და ვერ ვუარვყოფთ.
ხოლო ღმერთს რომ მისი ხორციელი სხეული მსხვერპლად არ მიეღო და უკან დაებრუნებინა იესოსთვის, მაშინ ხვდები რა გამომოვიდოდა? ის, რომ შეწირული მსხვერპლი, უკან დაებრუნებინა შემწირველს. ეს უკვე შეწირვა აღარ იქნებოდა! წმინდა წერილი ამბობს: "ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის" ანუ მოციქული პავლე ადასტურებს, რომ იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით ვართ განწმენდილნიო. ამ მოწმობის თანახმად, იესოს ხორციელი სხეულის უკან დაბრუნება გამორიცხული იყო.

ახლა რაც შეეხება ამას:

ციტატა
ამბობენ, რომ არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა გადამალა მაცხოვრის სხეული. ე.ი. ის ინფორმაცია, რომელსაც მცველები ავრცელებდნენ, თურმე მართალი ყოფილა, ოღონდ სხეული არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა გადამალა.

ასეთი საუბრები არააფერს მოგვიტანს. იმიტომ რომ მე არ ვიცნობ რელიგიურ მიმდინარეობას (იეჰოვას მოწმეების ჩათვლით) რომ იესოს ხორციელი სხეულის გადამალვას ქადაგებდეს. ცილისწამება ცოდვაა და მოვერიდოთ.

და ბოლოს:
2)
ციტატა
დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.

აქ რომ გადატანითი მნიშვნელობით საუბრობდა იესო, ცხადზე ცხადია. იესოს არ უგულისხმია პირდაპირი გაგებით იუდაური ტაძარი დაანგრიეთო და არც ის უგულისხმია, პირდაპირი გაგებით ჩემს ხორციელ სხეულს უკან დავიბრუნებო. სინამდვილეში, იესო საუბრობდა თავისი ხორციელი სხეულის დანგრევაზე (მტრების მიერ მოკვლას) და ღვთის მიერ სულიერ სხეულად აღდგომას. იესოს არ აღუდგენია თავისი თავი. წმინდა წერილი პირდაპირ აცხადებს თუ ვინ აღადგინა იესო: "ვიცით, რომ ვინც იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს". ამიტომ იესოს სიტყვები (აღვადგენ მას) არ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით. ბიბლიას ახასიათებს მსგავსი გამოთქმები, როცა პირდაპირი გაგებით არ გაიგება ნათქვამი. იმედია მაგალითების ჩამოთვლას არ მომთხოვ. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვანდი. გავიხსენოთ გამოსვლის 7:3-ე მუხლი, სადაც ღმერთი ამბობს, რომ "გულს გავუსასტიკებ ფარაონს". ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით, თითქოსდა ფარაონს ღმერთმა გაუსასტიკა გული და მერე დასაჯა რად გაგისასტიკდა გულიო. smile.gif ამგვარი მაგალითების გახსენება არაერთი შეგვიძლია წმინდა წერილიდან. ამიტომ, არასწორი და წმინდა წერილთან წინააღმდეგობაში მოსული ახსნა იქნებოდა იესოს ნათქვამი სიტყვების პირდაპირი, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით გაგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავადვე ამბობს იოანე მახარობელი, რომ იუდეველებმა პირდაპირი გაგებით გაიგეს იესოს ნათქვამიო.

თუ წმინდა წერილს არასწორად აღვიქვამთ ანუ ისე, რომ სხვა მონაკვბეთებთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა, მაშინ არაა რთული მისახვედრი რომ მასეთი ინტერპრეტაცია არ მომდინარეობს ღვთისგან.

ხოლო როცა მოციქულ პეტრეს და პავლეს მოწმობას ვღებულობთ და ვაღიარებთ, რომ იესო ხორციელად მოკვდა მაგრამ სულიერად აღდგა, ყველაფერი თავის ადგილზეა და არაფერი აღარაა გაუგებარი.

3)
სხვა მუხლებიც უნდა გაითვალიწინო ამ ყველაფერთან ერთად. მაგალითად მოციქული პავლე ამ საკითხებს რიტორიკული კითხვების დასმით და დამაკმაყოფილებელი პასუხებით ხსნის:

35. როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?

36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.

37. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ.


ბოლოს პავლე არაორაზროვნად ადასტურებს, რომ:

44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; (ამაზე პირდაპი, წმინდა წერილი ვერ იტყოდა.) smile.gif

იესოც სწორედ ასე აღდგა! მოკვდა ხორციელი სხეულით, ხოლო აღსდგა სულიერი სხეულით. (1 პეტრე 3:18).


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 14 2013, 09:38 PM
პოსტი #103


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(■გიორგი■ @ May 14 2013, 02:04 AM) *

afxazi

როგორც იქნა მოვიცალე და სიმართლე გითხრა, იმის დროც კი არ მაქვს თქვენი მიმოწერები სრულად წავიკითხო. ისეთი სამსახური მაქვს, რომ ზოგჯერ გადაბმულად მიწევს მუშაობა და ხან სად ვარ ხან სად და ზოგჯერ საერთოდ ვერ ვიცლი ფორუმისთვის. ხოლო ხან გადაებმება დღეები და თავისუფალი დრო შეიძლება რამოდენიმე დღეც კი მქონდეს. აგერ დღეს ცოტა მოვიცალე და შენი პოსტები, რომლებიც ჩემი მისამართით იყო დაწერილი, ხელახლა წავიკითხე; ამიტომ მინდა შენი ყურადღება წმინდა წერილის მოწმობაზე გადავიტანო ამჯერადაც.

როგორც უკვე აგიხსენი, იესო აღდგა სულიერად და ეს არის წმინდა წერილის პირდაპირი მოწმობა. ამ ფაქტის შესახებ, მოციქული პეტრე პირდაპირ წერს, რაზეც უკვე მოგწერე რომელიღაც გასულ პოსტში და გადმოვაკოპირებ:

1)
წმინდა წერილის ამ პირდაპირი მოწმობის უარყოფა შეუძლებელია.
ამასთან ერთად, ყურადღება გაამახვილე რომ იესომ თავისი სული (სიცოცხლე) გასწირა ადამიანებისთვის და თავისი სული (სიცოცხლე) დაუბრუნა ღმერთმა აღდოგმის სახით. იესო სულიერი სხეულით აღადგინა ღმერთმა და არა ხორციელი სხეულით. ამას პირდაპირ ამბობს პეტრე და ვერ ვუარვყოფთ.
ხოლო ღმერთს რომ მისი ხორციელი სხეული მსხვერპლად არ მიეღო და უკან დაებრუნებინა იესოსთვის, მაშინ ხვდები რა გამომოვიდოდა? ის, რომ შეწირული მსხვერპლი, უკან დაებრუნებინა შემწირველს. ეს უკვე შეწირვა აღარ იქნებოდა! წმინდა წერილი ამბობს: "ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის" ანუ მოციქული პავლე ადასტურებს, რომ იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით ვართ განწმენდილნიო. ამ მოწმობის თანახმად, იესოს ხორციელი სხეულის უკან დაბრუნება გამორიცხული იყო.

ახლა რაც შეეხება ამას:
ასეთი საუბრები არააფერს მოგვიტანს. იმიტომ რომ მე არ ვიცნობ რელიგიურ მიმდინარეობას (იეჰოვას მოწმეების ჩათვლით) რომ იესოს ხორციელი სხეულის გადამალვას ქადაგებდეს. ცილისწამება ცოდვაა და მოვერიდოთ.

და ბოლოს:
2)

აქ რომ გადატანითი მნიშვნელობით საუბრობდა იესო, ცხადზე ცხადია. იესოს არ უგულისხმია პირდაპირი გაგებით იუდაური ტაძარი დაანგრიეთო და არც ის უგულისხმია, პირდაპირი გაგებით ჩემს ხორციელ სხეულს უკან დავიბრუნებო. სინამდვილეში, იესო საუბრობდა თავისი ხორციელი სხეულის დანგრევაზე (მტრების მიერ მოკვლას) და ღვთის მიერ სულიერ სხეულად აღდგომას. იესოს არ აღუდგენია თავისი თავი. წმინდა წერილი პირდაპირ აცხადებს თუ ვინ აღადგინა იესო: "ვიცით, რომ ვინც იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს". ამიტომ იესოს სიტყვები (აღვადგენ მას) არ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით. ბიბლიას ახასიათებს მსგავსი გამოთქმები, როცა პირდაპირი გაგებით არ გაიგება ნათქვამი. იმედია მაგალითების ჩამოთვლას არ მომთხოვ. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვანდი. გავიხსენოთ გამოსვლის 7:3-ე მუხლი, სადაც ღმერთი ამბობს, რომ "გულს გავუსასტიკებ ფარაონს". ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით, თითქოსდა ფარაონს ღმერთმა გაუსასტიკა გული და მერე დასაჯა რად გაგისასტიკდა გულიო. smile.gif ამგვარი მაგალითების გახსენება არაერთი შეგვიძლია წმინდა წერილიდან. ამიტომ, არასწორი და წმინდა წერილთან წინააღმდეგობაში მოსული ახსნა იქნებოდა იესოს ნათქვამი სიტყვების პირდაპირი, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით გაგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავადვე ამბობს იოანე მახარობელი, რომ იუდეველებმა პირდაპირი გაგებით გაიგეს იესოს ნათქვამიო.

თუ წმინდა წერილს არასწორად აღვიქვამთ ანუ ისე, რომ სხვა მონაკვბეთებთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა, მაშინ არაა რთული მისახვედრი რომ მასეთი ინტერპრეტაცია არ მომდინარეობს ღვთისგან.

ხოლო როცა მოციქულ პეტრეს და პავლეს მოწმობას ვღებულობთ და ვაღიარებთ, რომ იესო ხორციელად მოკვდა მაგრამ სულიერად აღდგა, ყველაფერი თავის ადგილზეა და არაფერი აღარაა გაუგებარი.

3)
სხვა მუხლებიც უნდა გაითვალიწინო ამ ყველაფერთან ერთად. მაგალითად მოციქული პავლე ამ საკითხებს რიტორიკული კითხვების დასმით და დამაკმაყოფილებელი პასუხებით ხსნის:

35. როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?

36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.

37. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ.


ბოლოს პავლე არაორაზროვნად ადასტურებს, რომ:

44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; (ამაზე პირდაპი, წმინდა წერილი ვერ იტყოდა.) smile.gif

იესოც სწორედ ასე აღდგა! მოკვდა ხორციელი სხეულით, ხოლო აღსდგა სულიერი სხეულით. (1 პეტრე 3:18).

არგუმენტად ნუ მოიყვან იმ მუხლს რაზეც საგუშაგო კოშკსაც კი არ აქვს პასუხი და განმარტება! გიორგი სიფრთხილეა საჭირო იქ სადაც შენც არ გესმის ბოლომდე აღნიშნული მონაკვეთი! 44 მუხლს ვგულისხმობ. ქილიაზმი გწაამს? უცნაურია მაგრამ ქილიაზმის წინააღმდებ მიდის აქ პავლე! ყველა ზევით ზეცაში, თუ როგორ? blink.gif

გიორგი სიამოვნებით გაგიცნობ, მაინტერესებს რა გწამს საერთოდ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 14 2013, 11:03 PM
პოსტი #104


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



■გიორგი■
ციტატა
ასეთი საუბრები არააფერს მოგვიტანს. იმიტომ რომ მე არ ვიცნობ რელიგიურ მიმდინარეობას (იეჰოვას მოწმეების ჩათვლით) რომ იესოს ხორციელი სხეულის გადამალვას ქადაგებდეს.


ნახე აბა გიორგი ,, ჭეშმარიტება '' რას წერს :
esre ars cheshmariteba
ციტატა
თავადვე ბიბლია არის დასტური რომ ის სხეული გააქრო ღმერთმა , ამას მხოლოდ თეოლოგები იგებენ! რასელი ერთ ერთი ძლიერი იყო თეოლოგიაში


რომელი ხართ მართალი იქნებ გაგვაგებინოთ ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 15 2013, 09:56 AM
პოსტი #105


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ May 14 2013, 11:03 PM) *

რომელი ხართ მართალი იქნებ გაგვაგებინოთ ?

მე ვარ მართალი biggrin.gif ისე ცალკე თემა გავუხსნათ ჭეშმარიტებას და გიორგის იქ მოითათბირონ და ერთობლივი ძალებით მერე შემოგვიტიონ, ასე უფრო საინტერესო იქნება.

პ.ს გიორგი უკეთ ართმევს თავს აფხაზთან დიალოგს .


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 15 2013, 08:54 PM
პოსტი #106


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(A.V.M @ May 14 2013, 11:03 PM) *
ნახე აბა გიორგი ,, ჭეშმარიტება '' რას წერს :
esre ars cheshmariteba
ციტატა
თავადვე ბიბლია არის დასტური რომ ის სხეული გააქრო ღმერთმა , ამას მხოლოდ თეოლოგები იგებენ! რასელი ერთ ერთი ძლიერი იყო თეოლოგიაში

რომელი ხართ მართალი იქნებ გაგვაგებინოთ ?

A.V.M

გააქროო ეს ადამიანი ამბობს. არსად დაუწერია გადამალაო.

+++++++++++++++++++

ციტატა(esre ars cheshmariteba @ May 14 2013, 09:38 PM) *

არგუმენტად ნუ მოიყვან იმ მუხლს რაზეც საგუშაგო კოშკსაც კი არ აქვს პასუხი და განმარტება! გიორგი სიფრთხილეა საჭირო იქ სადაც შენც არ გესმის ბოლომდე აღნიშნული მონაკვეთი! 44 მუხლს ვგულისხმობ.

esre ars cheshmariteba

ვერ მიგიხვდი რას მეუბნები. მთავარია ვისაც მივწერე, იმან გაიგოს რაც მივწერე.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 15 2013, 11:50 PM
პოსტი #107


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(■გიორგი■ @ May 15 2013, 09:54 PM) *

რომელი ხართ მართალი იქნებ გაგვაგებინოთ ?

A.V.M

გააქროო ეს ადამიანი ამბობს. არსად დაუწერია გადამალაო.

+++++++++++++++++++
esre ars cheshmariteba

ვერ მიგიხვდი რას მეუბნები. მთავარია ვისაც მივწერე, იმან გაიგოს რაც მივწერე.

ქილიაზმი არის მოძღვრება იმის შესახებ რომ დედამიწაზე იქნება ხორციელი ცხოვრება მარადიულად და ადამიანები გასრულყოფილდებიან , მაგრამ პავლე მხოლოდ ერთგვარ აღდგომაზე საუბრობს _ ითესება სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი და 50 მუხლი_ ხორცსა და სისხლს არც კი ძალუძს ღმრთის სასუფევლის დამკვიდრება! უცნაურია , მაგრამ თუ ღმრთის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომებიც ყავს, მაშ რატომ არ ძალუძს ხორცს და სისხლს სასუფევლის დამკვიდრება? გიორგი ბოლომდე ვერ ვადასტურებ იმას რომ ქილიაზმი მართლაც იქნება! ამაზე საგუშაგო კოშკი ვერ იძლევა სრულ განმარტებას! როდესაც სადუკეველნი უFალს მკვდრეთით აღდგომაზე ეკითხებიან , იქ უფალი მხოლოდ ზეციურზე მიუთითებს, ან მიწიერზე? შენ როგორ ფიქრობ? ამ ბოლო დროს ვცდილობ ხელოვნურად განვმარტო რაღაცეები , რადგან საგუშაგო კოშკი დუმს ბევრ რამეზე! გიორგი თუ შენ უკეთ იცი ამიხსენი რა თვალსაზრისი აქ საგუშაგო კოშკს სადუკეველების შეკითხვაზე მათეს 22 თუ 23 თავშია ეს მომენტი? blink.gif


მე ამ მონაკვეთსაც განვმარტავ და კიდევ ბევრ საკითხში შემიძლია გააფთრებით დავიცვა საგუშაგო კოშკი, მაგრამ თვითონ ორგანიზაციას როგორი პასუხი აქვს ამ საკითხზე ეგ მაინტერესებს! მე როგორც ვიცი არ აქვს და თუ აქვს ძალიან ბუნდოვანი რომელიც თავისავე სწავლებას ეწინააღმდეგება blink.gif

მართლმადიდებლური ეკლესია კარგად ჩამოყალიბებულია და ყოველ საკითხზე აქვს პასუხი, თუნდაც ცრუ იყოს , მაინც აქვს პასუხი! g.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 16 2013, 12:08 AM
პოსტი #108


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



esre ars cheshmariteba

მომკალი და ვერ ვხვდები რას მეკითხები; თან ვერც იმას ვხვდები, რა კავშირი აქვს შენს კითხვებს, ეჭვებსა და დაუკმაყოფილებლობას წინამდებარე თემასთან. ხომ არ ჯობია თემას არ ავცდეთ? იეჰოვას მოწმეების სწავლებებში გასარკვევად იეჰოვას მოწმეებს უნდა ჰკითხო. ასე არაა? ამ ფორუმზე და ამ თემაში მათ სწავლებებს ვერ გაეცნობი.

კითხვები რომელიც თემის შესახებ არაა, არ გამოვეხმაურები და ალბათ არც თავის არიდებაში ჩამითვლი და არც საწყენად მიიღებ.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 16 2013, 12:11 AM
პოსტი #109


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



■გიორგი■
ციტატა
გააქროო ეს ადამიანი ამბობს. არსად დაუწერია გადამალაო.

გულწრფელად , მართლა მაინტერესებს ბატონო ჩემო ბიბლიური დასტური რომ ,, მამა ღმერთმა იესოს სხეული გადამალა . ''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 16 2013, 12:18 AM
პოსტი #110


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(A.V.M @ May 16 2013, 01:11 AM) *

■გიორგი■

გულწრფელად , მართლა მაინტერესებს ბატონო ჩემო ბიბლიური დასტური რომ ,, მამა ღმერთმა იესოს სხეული გადამალა . ''

გადამალა არა გააქრო ! გააქრო! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 16 2013, 12:19 AM
პოსტი #111


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



esre ars cheshmariteba
ციტატა
გადამალა არა გააქრო ! გააქრო!

გააქრო უნდა დამეწერა , მექანიკურად მომივიდა , მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა .
ბიბლიური დასტური მაინტერესებს.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 16 2013, 12:22 AM
პოსტი #112


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(■გიორგი■ @ May 16 2013, 01:08 AM) *

esre ars cheshmariteba

მომკალი და ვერ ვხვდები რას მეკითხები; თან ვერც იმას ვხვდები, რა კავშირი აქვს შენს კითხვებს, ეჭვებსა და დაუკმაყოფილებლობას წინამდებარე თემასთან. ხომ არ ჯობია თემას არ ავცდეთ? იეჰოვას მოწმეების სწავლებებში გასარკვევად იეჰოვას მოწმეებს უნდა ჰკითხო. ასე არაა? ამ ფორუმზე და ამ თემაში მათ სწავლებებს ვერ გაეცნობი.

კითხვები რომელიც თემის შესახებ არაა, არ გამოვეხმაურები და ალბათ არც თავის არიდებაში ჩამითვლი და არც საწყენად მიიღებ.

შენ საჭირო კაცი ხარ გიორგი! ახლოს ხარ იმასთან რაც მე მწამს , უნდა ვისაუბროთ აუცილებლად smile.gif

ციტატა(A.V.M @ May 16 2013, 01:19 AM) *

esre ars cheshmariteba

გააქრო უნდა დამეწერა , მექანიკურად მომივიდა , მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა .
ბიბლიური დასტური მაინტერესებს.

დასტური თავად ბიბლიაა! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 3 2013, 09:09 PM
პოსტი #113


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(A.V.M @ May 16 2013, 12:19 AM) *

esre ars cheshmariteba

გააქრო უნდა დამეწერა , მექანიკურად მომივიდა , მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა .
ბიბლიური დასტური მაინტერესებს.

A.V.M

იცი შენ, რა ბიბლიური პასუხი არსებობს მოსეს სხეულის შესახებ? მითხარი რა დაემართა მოსეს სხეულს სიკვდილის შემდეგ? smile.gif მსგავსი შემთხვევაა იესოს სხეულთან. როგორც ჩანს, მართებულად მიიჩნია ღმერთმა, რომ იესოს სხეულისთვის გაეკეთებინა იმის მსგავსი რამ, რაც გაუკეთა მოსეს სხეულს.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 3 2013, 09:43 PM
პოსტი #114


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



■გიორგი■
ციტატა

იცი შენ, რა ბიბლიური პასუხი არსებობს მოსეს სხეულის შესახებ? მითხარი რა დაემართა მოსეს სხეულს სიკვდილის შემდეგ? მსგავსი შემთხვევაა იესოს სხეულთან. როგორც ჩანს, მართებულად მიიჩნია ღმერთმა, რომ იესოს სხეულისთვის გაეკეთებინა იმის მსგავსი რამ, რაც გაუკეთა მოსეს სხეულს.

ანუ გააქრო?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 3 2013, 09:51 PM
პოსტი #115


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(A.V.M @ Jun 3 2013, 09:43 PM) *

■გიორგი■

ანუ გააქრო?

A.V.M

შენ მითხარი, რა ბიბლიური პასუხი არსებობს მოსეს სხეულის შესახებ? მითხარი რა დაემართა მოსეს სხეულს სიკვდილის შემდეგ? ნახავ ვინმემ მისი მკვდარი სხეული?


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 3 2013, 09:57 PM
პოსტი #116


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა


შენ მითხარი, რა ბიბლიური პასუხი არსებობს მოსეს სხეულის შესახებ? მითხარი რა დაემართა მოსეს სხეულს სიკვდილის შემდეგ? ნახავ ვინმემ მისი მკვდარი სხეული?

მე გეკითხები რადგან ერმინის დაზუსტება მაინტერესებს და გავმეორდები .
იესოს სხეული ,,ღმერთმა'' გააქრო?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 3 2013, 11:04 PM
პოსტი #117


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



A.V.M

წრეზე ნუ ვივლით. ეს წაიკითხე:

http://church.ge/index.php?s=&showtopic=98...ndpost&p=733528

http://church.ge/index.php?s=&showtopic=98...ndpost&p=733540

კითხვაზე კითხვით "პასუხი" უაზრო კამათში გადაიზრდება. თუ მსჯელობა გსურს, გაყევი ჩემ კითხვებს და მიპასუხე.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 3 2013, 11:53 PM
პოსტი #118


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ამათი მსჯელობა უფლის აღდგომაზე, იმ იუდეველი მღვდელმთავრებისას გავს, რომლებიც ამბობდნენ, იესოს სხეული სადღაც გადამალესო...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jun 4 2013, 02:09 AM
პოსტი #119


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(George Leluashvili @ Jun 3 2013, 11:53 PM) *

ამათი მსჯელობა უფლის აღდგომაზე, იმ იუდეველი მღვდელმთავრებისას გავს, რომლებიც ამბობდნენ, იესოს სხეული სადღაც გადამალესო...
George Leluashvili

ფარისევლებისას როგორ ჰგავს როცა მე არსად მითქვამს იესოს სხეული გადამალესო. რაში გჭირდება კამათისთვის გამიზნული რაღაცეების წერა? თუ ნორმალური მსჯელობა არ გსურს ნუ გამოეხმაურები თემას.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jun 4 2013, 11:40 AM
პოსტი #120


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



esre ars cheshmariteba
■გიორგი■

იესო არის "პირმშო მკვდართაგან" ხომ ასეა? ანუ იესომ მიიღო იგივე სხეული რასაც ყველა ადამიანი მიიღებს აღდგომის მერე. იესო არის მაგალითი იმის, თუ როგორ აღდგება ყველა დანარჩენი.

პავლე მოციქული ამბობს: "ამ სხეულმა უნდა შეიმოსოს უკვდავება"-ო, არსად პავლე მოციქული არ ეძებს სიცოცხლეს სხეულის გარეთ, არამედ მისი სხეულის ცვლილება უნდა.

ანუ თქვენი აზრით ადამიანიც ეგრე აღდგება? გაქრება მისი სხეული აღდგომისას? მაგას აღდგომა აღარ ჰქვია მაშინ. მაგას გაცოცხლება ჰქვია. პავლე მოციქული ამბობს: "თუ აღდგომა არ არსებობს, ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით", მაშ გამოდის, რომ პავლე მოციქულის აზრით აღდგომა ერთადერთი მოლოდინია ქრისტიანისთვის, თქვენ კი მას ღმერთთან ერთად აცხოვრებთ სრულ ნეტარებაში უკვე, მის სხეულს კი აქრობთ.

იეჰოვას მოწმეები ხომ ამბობენ, რომ პავლე მოციქული არ აღდგება საყოველთაო აღდგომისას?

მე მაქვს ერთი კითხვა ყველასთან - რატომ ვერ იცნეს იესო მარიამ მაგდალინელმა და თომამ? მერე რა რომ ჯვარს აცვეს? ნაცნობი ადამიანის, მითუმეტეს იმის, ვისაც მესიად თვლიდი, რა უნდოდა?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 11:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი