![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#21
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა ბიბლია კარგად ვიცი ბატონო დავით მაშინ ერთი მითხარი სად წერია ადამი ვაშლს რომ "კბეჩდა". ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
afxazi
შეურაწჰყოფა რა შუაშია? მე მაინტერესებს იესოს ჰქონდა თუ არა იგივე სხეული რაც ადამს ჰქონდა სამოთხეში აკრძალული ხილის ჭამამდე. ადამს საჭმელი ხომ სჭირდებოდა? აბა რატომ აუკრძალა იმ ხილის ჭამა თუ ჭამა საერთოდ არ სჭირდებოდათ? ადამს შიოდა და ჭამდა ხოლმე. ღმერთმა უთხრა - "რაც გინდა ჭამე, ერთი ხის ნაყოფის გარდა"-ო. ჰოდა აქედან გამომდინარე იესოსაც(მის აღმდგარ სხეულს) სჭირდებოდა ჭამა-სმა? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
![]()
პოსტი
#23
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Otherguy
ციტატა მე მაინტერესებს იესოს ჰქონდა თუ არა იგივე სხეული რაც ადამს ჰქონდა სამოთხეში აკრძალული ხილის ჭამამდე. იგივე სხეული როგორ ექნებოდა. ის ადამის სხეული იყო, ეს კი ქრისტესი. შეიძლება ვისაუბროთ სხეულის მდგომარეობაზე. დიახ ქრისტეს აღდგომილი სხეული არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო ადამი სამოთხეში. ციტატა ადამს საჭმელი ხომ სჭირდებოდა? აბა რატომ აუკრძალა იმ ხილის ჭამა თუ ჭამა საერთოდ არ სჭირდებოდათ? ჰოდა აქედან გამომდინარე იესოსაც(მის აღმდგარ სხეულს) სჭირდებოდა ჭამა-სმა? აკრძალულ ნაყოფს არავინ არ განმარტავს როგორც ჩვეულებრივ საკვებს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან თუკი ადამი უკვდავი იყო სამოთხეში, ცხადია, რომაუცილებლობა საკვების არსებობისა არ იყო, რადგან საკვების საჭიროება იქაა, სადაც მოკვდავობაა. თუკი ადამს საკვები ესაჭიროებოდა, მაშინ ის მოკვდავიც უნდა ყოფილიყო, აბა სხვა რისთვის დაჭირდებოდა საკვები? მაგრამ თუკი ამბობთ, რომ უკვდავი იყო, მაშინ საკვების აუცილებლობა აღარ არის. ასევე არ სჭირდებოდა საკვების მიღება მაცხოვრის აღდგომილ სხეულსაც, ხოლო ის, რომ თევზი ჭამა, ამას როგორც განგებულებითად აღსრულებულ ქმედებას, ამგვარად განმარტავენ და არა როგორც აუცილებლობას, სხეულის განსამტკიცებლად მიღებულს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
![]()
პოსტი
#24
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy აკრძალულ ნაყოფს არავინ არ განმარტავს როგორც ჩვეულებრივ საკვებს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან თუკი ადამი უკვდავი იყო სამოთხეში, ცხადია, რომაუცილებლობა საკვების არსებობისა არ იყო, რადგან საკვების საჭიროება იქაა, სადაც მოკვდავობაა. თუკი ადამს საკვები ესაჭიროებოდა, მაშინ ის მოკვდავიც უნდა ყოფილიყო, აბა სხვა რისთვის დაჭირდებოდა საკვები? მაგრამ თუკი ამბობთ, რომ უკვდავი იყო, მაშინ საკვების აუცილებლობა აღარ არის. ასევე არ სჭირდებოდა საკვების მიღება მაცხოვრის აღდგომილ სხეულსაც, ხოლო ის, რომ თევზი ჭამა, ამას როგორც განგებულებითად აღსრულებულ ქმედებას, ამგვარად განმარტავენ და არა როგორც აუცილებლობას, სხეულის განსამტკიცებლად მიღებულს. შოკში ვარ... მართლა... ![]() ეხლა გავაცნობიერე აკრძალული ხილის ალეგორიული გაგება, რომელსაც ცხადია არ ვეთანხმები. მაგრამ იეჰოვას მოწმეებიც მსგავსად აღიარებენ ადამის უკვდავებას და მაინტერესებს ეგენი რას ამბობენ აკრძალულ ნაყოფზე... პ.ს. მახსოვს წმ. იერონიმე ამბობდა, რომ ადამი და ევა ვეგეტარიანელები იყვნენ და ეს იყო ნამდვილი სრულყოფილება. რისთვის ჭამდნენ აბა საერთოდ ვერ ვხვდები... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#25
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
|
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#26
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
შოკში ვარ... მართლა... ![]() ეხლა გავაცნობიერე აკრძალული ხილის ალეგორიული გაგება, რომელსაც ცხადია არ ვეთანხმები. მაგრამ იეჰოვას მოწმეებიც მსგავსად აღიარებენ ადამის უკვდავებას და მაინტერესებს ეგენი რას ამბობენ აკრძალულ ნაყოფზე... პ.ს. მახსოვს წმ. იერონიმე ამბობდა, რომ ადამი და ევა ვეგეტარიანელები იყვნენ და ეს იყო ნამდვილი სრულყოფილება. რისთვის ჭამდნენ აბა საერთოდ ვერ ვხვდები... მოწმეები ჩვეულებრივად იგებენ იმას რაც წერია ბიბლიაში_ ის ნაყოფი იყო რეალური საზრდო რაც ადამსა და ევას ესაჭიროებოდა და ზუსტად იგივე იყო რაც სხვა ნებისმიერი ხის ნაყოფი რაც ედემში იყო, უბრალოდ მორჩილების საკითხი იყო ეს ერთი რამ რაც ღმერთმა აუკრძალა ადამსა და ევას. სრულყოფილება სწორედ ამაშიც ვლინდებოდა რომ ადამისა და ევას სრულყოფილ სხეულს სჭირდებოდა სრულყოფილი საკვები, ბოსტნეული , რისი უპირატესობაც მოგვიანებით დანიელმაც აჩვენა როცა ის და მისი სამი მეგობარი მწვანილეულს და ბოსტნეულს ჭამდა. იგავებში სოლომონიც უპირატესად მიიჩნევს საზრდოდ მწვანილეულობას ვიდრე ნასუქ ხარს ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#27
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
esre ars cheshmariteba
ხო მაგრამ უკვდავ ადამიანს რაში სჭირდება საკვები? პავლე მოციქული თავის პირველ წერილში კორინთელთა მიმართ, ამბობს: 45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად. 46. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი. 47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი. ბერძნულში წერია სიტყვა - "χοϊκός", რაც ნიშნავს მტვერს. ანუ პირველი ადამი მტვრისგან იყოო. აქ სად ჩანს რომ უკვდავი გაჩნდა ადამი? თანაც აშკარაა, რომ იესო არანაირად არ ჰგავდა ადამს. არც სიკვდილამდე და არც აღდგომის მერე. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#28
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba ხო მაგრამ უკვდავ ადამიანს რაში სჭირდება საკვები? პავლე მოციქული თავის პირველ წერილში კორინთელთა მიმართ, ამბობს: 45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად. 46. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი. 47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი. ბერძნულში წერია სიტყვა - "χοϊκός", რაც ნიშნავს მტვერს. ანუ პირველი ადამი მტვრისგან იყოო. აქ სად ჩანს რომ უკვდავი გაჩნდა ადამი? თანაც აშკარაა, რომ იესო არანაირად არ ჰგავდა ადამს. არც სიკვდილამდე და არც აღდგომის მერე. დაგიწერ ამაზე პასუხს ხვალ. ეხლა არ მცალია ![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#29
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba ხო მაგრამ უკვდავ ადამიანს რაში სჭირდება საკვები? პავლე მოციქული თავის პირველ წერილში კორინთელთა მიმართ, ამბობს: 45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად. 46. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი. 47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი. ბერძნულში წერია სიტყვა - "χοϊκός", რაც ნიშნავს მტვერს. ანუ პირველი ადამი მტვრისგან იყოო. აქ სად ჩანს რომ უკვდავი გაჩნდა ადამი? თანაც აშკარაა, რომ იესო არანაირად არ ჰგავდა ადამს. არც სიკვდილამდე და არც აღდგომის მერე. რატომ გგონია რომ ხორციელ ადამიანს არ შეუძლია უკვდავი იყოს? შენ ხორცს აკავშირებ ხრწნადობასთან , მაგრამ თავიდან ასე არ იყო, ადამი იყო უხრწნელი სხეულით შექმნილი, ხოლო ცოდვის შემდეგ ხრწნილებას და სიკვდილს დაექვემდებარა. აი პავლე როგორ გვაჩვენებს რომ ადამიანი იმ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდება_ 1 კორინთელთა 15:52 _მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი _ანუ მკვდრები აღდგებიან იმ სხეულით როგორიც ადამს ქონდა შეცოდებამდე, ანუ უხრწნელი ხორციელი სხეულით____ და ჩვენ კი შევიცვლებითო! ვინ ჩვენ ? პავლე და სხვა დანარჩენები სულ 144000 პიროვნება უნდა აღდგეს სულიერი სხეულით , როგორითაც იესო ქრისტე აღდგა. ფილიპელთა 3 :20, 21 კარგად ჩანს რომ ესენი უნდა გარდაიქმნან ახალ ქმნილებებად. 15 :53 ხრწნადმა ხორცმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა ხორცმა უნდა შეიმოსოს უკვდავება , და თუ ეს ასე არ იქნება მაშ რანაირად გაიმარჯვა უფალმა სიკვდილზე თუკი ხრწნად ხორცს არ შეუძლია მიენიჭოს უკვდავება? 45 მუხლში კარგად ჩანს რომ ადამი იყო მტვრისგან შექმნილი და ის იყო უკვდავი და უხრწნელი ხორცით და მას ესაჭიროებოდა საკვები რითაც უფალი მუდმივად მოამარაგებდა რომ მას მუდმივად ეცოცხლა, მაგრამ ქრისტემ აგრეთვე აღნიშნა რომ კაცს არა მარტო პური არამედ ღვთის სიტყვები ანუ სულიერი საკვები ჭირდებოდა სიცოცხლისთვის. უკანასკნელი ადამი კი ცოცხალ , ცხოველმყოფელ სულად , სუბსტანციად შეიქმნა . ანუ იესო ქრისტე შეიქმნა სულიერ ქმნილებად და როგორიც ეს იესოა ისეთები არიან ზეციურებიცო და როგორიც ადამია ასეთივე არიან მიწიერებიცო და მერე არის სულიერი სხეული და არის მიწიერი სხეულიო, ანუ ორი კატეგორია არსებობს ცოცხალი არსებების _ ადამიანები და სულიერი არსებები . 47 მუხლი. პირველი კაცი მიწიერიაო , ანუ ადამი, მაგრამ მეორე კაცი ზეციდან არისო, ანუ ქრისტე. რატომ კაცი? იმიტომ რომ ქრისტე იყო კაცი დედამიწაზე ის განკაცდა, ანუ სულიერი ქმნილება გახდა ხორციელი ადამიანი. დედამიწაზე მოვლინებული ქრისტე იყო ადამის თანასწორი, იმიტომ რომ გამოსასყიდი უნდა ყოფილიყო იდენტური, შესაბამისი. მაგრამ აღდგომის შემდეგ ქრისტე კვლავ სულიერ არსებად აღდგა როგორითაც მანამდე იყო ზეცაში. 44 მუხლში ჩანს რომ მშვინვა უნდა აღდგეს სულად. სიკვდილამდე ქრისტე ჰგავდა ადამს ის იყო მისი თანასწორი , იმ გაგებით რომ ისეთივე სხეული ქონდა როგორიც ადამს შეცოდებამდე, სხვანაირად გამოსყიდვა ვერ მოხდებოდა, რადგან ადამის შთამომავალს არ შეეძლო გამოსყიდვა . Fსალმუნი 48:8. ![]() ![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#30
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
esre ars cheshmariteba
შეგიძლია გულზე ხელი დაიდო და თქვა, რომ თანამედროვე ბიბლიური მეცნიერება ეთანხმება იმ აზრს, რომ ადამი თავიდან უკვდავი შექმნა ღმერთმა და აკრძალული ნაყოფის შეჭმის შემდეგ წაართვა უკდავება? პირიქით, ღმერთმა გააგდო ადამი რადგან არ უნდოდა, რომ სიცოცხლის ხის ნაყოფი შეეჭამა და უკდავი გამხდარიყო. ეგრე წერია რეალურად. ანუ ერთი(ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა) ხის ნაყოფი ხომ შეჭამეს? ჰოდა ღმერთს არ უნდოდა მეორე(სიცოცხლის ხე) ხის ნაყოფიც შეეჭამა. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
აკაკი |
![]()
პოსტი
#31
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ნაყოფი, რომლის ჭამის ნებაც ჰქონდა ადამს, მის უკვდავებას წარადგებოდა. მით ინარჩუნებდა უკვდავებას. ხოლო, როცა აკრძალული ნაყოფი მიიღო (რომლის ხმევის ნებაც ჯერ-ჯერობით არ ჰქონდა ადამს), ღვთის წინასწარუწყებისსამებრ, "თუ შეჭამ სიკვდილით მოკვდებიო", ასეც მოხდა და ურჩობით სიკვდილი შემოიჭრა სოფლად.
რადგან კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი უკვე ნაჭამი ჰქონდათ პირველწინაპრებს სამოთხეში, მათი იქ გაჩერება და სიცოცხლის ხის ნაყოფის მიღება (რომელიც უკვდევაბას სძენს ადამიანს) აღარ შეიძლებოდა, რადგან აკრძალული ხის ნაყოფს მოაქვს რა ტანჯვა-ტკივილი, ხრწნადობა, სიკვდილი და ღვთისგან სიშორე, უკვდავების ხის ნაყოფით ეს ყოველივე მარადიულად გაგრძელდებოდა, ამიტომ მეტად გონივრული იყო მათი გამოძევება. ახალი აღთქმის ეპოქაში, "მარადიული სიცოცხლის ხე" მოკვდა სიკვდილის შემომტან, "კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხეზე", უკანასკნელმა ვერაფერი ავნო რა მას, "სიცოცხლის ხემ" კი ყველანარიად უვნებელყო იგი. |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#32
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
Otherguy როდესაც მამებს ახსენებ კონკრეტული ციტატობრივი მონაცემები უნდა მოიყვანო, ასე ზოგადად საუბარი არასრული იქნება ყოველთვის. ამ საკითხზე აბსოლუტური ერთსულოვნებაა ეკლესიის ყველა ღვთისმეტყველისათვის (შეუძლებელია ამ მხრივ წინააღმდეგობა იყოს). მაცხოვარმა აღადგინა ზუსტად ის სხეული რითაც ჯვარს ეცვა და დაიფლა, მაგრამ აღადგინა განსხვავებულ, უფრო ზუსტად ადამიანის თავდაპირველ მდგომარეობაში, ანუ უხრწნელ, უკვდავ და ტკივილგანუცდელში. afxazi მესმის და პატივს ვცემ შენ თვალსაზრისს, მაგრამ ადამიანის თავდაპირველი მდგომარეობა არ ყოფილა "უხრწნელ, უკვდავ და ტკივილგანუცდელში". ადამიანის თავდაპირველი მდგომარეობა უხრწნელი და უკვდავი რომ ყოფილიყო, არასდროს არ მოკვდებოდა და შესაბამისად არც არასდროს გაიხრწნებოდა. ადამიანებს ერევათ ორი რამ ერთმანეთში: უკვდავება და მარადიული ცხოვრების პერსპექტივა. თავდაპირველ ადამიანს მარადული ცხოვრები სპერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ ღვთისადმი ურჩობის გამო დაკარგა ეს პერსპექტივა და მოკვდა. შესაბამისად გაიხრწნა კიდეც. (დაბადება 3:1-6, 22). ამიტომ არასწორია იმის თქმა რაც შენ თქვი მაცხოვარზე. იესოს არ აღუდგენია უკვდავი ხორციელი სხეული. წერილი ქრისტე იესოზე გარკვევით ამბობს, რომ ქრისტე ხირციელად მოკვდა და სულიერად აღდგა: "მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა". ციტატა დიახ ქრისტეს აღდგომილი სხეული არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო ადამი სამოთხეში. მაგ თვალსაზრისის მხარდასაჭერად წმინდა წერილის რა მონაკვეთი შეგიძლია დამიმოწმო? Otherguy ციტატა ადამი და ევა ვეგეტარიანელები იყვნენ კი, ხორცს არ ჭამდნენ. ციტატა რისთვის ჭამდნენ აბა საერთოდ ვერ ვხვდები... თუ არაფერს არ შეჭამდნენ, დაიხოცებოდნენ. (მათე 4:2). ღმერთმა ჭამის მოთხოვნილებებით შექმნა ადამიანი, მათ შორის ადამი და ევა. გარდა ამისა, ედემის ბაღის სამოთხეში საჭმლის ჭამა, მათთის სიამოვნება იყო. ციტატა ეხლა გავაცნობიერე აკრძალული ხილის ალეგორიული გაგება, რომელსაც ცხადია არ ვეთანხმები. ანუ რა გააცნობიერე? ვერ მივხვდი.-------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Otherguy |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ნაყოფი, რომლის ჭამის ნებაც ჰქონდა ადამს, მის უკვდავებას წარადგებოდა. მით ინარჩუნებდა უკვდავებას. ხოლო, როცა აკრძალული ნაყოფი მიიღო (რომლის ხმევის ნებაც ჯერ-ჯერობით არ ჰქონდა ადამს), ღვთის წინასწარუწყებისსამებრ, "თუ შეჭამ სიკვდილით მოკვდებიო", ასეც მოხდა და ურჩობით სიკვდილი შემოიჭრა სოფლად. რადგან კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი უკვე ნაჭამი ჰქონდათ პირველწინაპრებს სამოთხეში, მათი იქ გაჩერება და სიცოცხლის ხის ნაყოფის მიღება (რომელიც უკვდევაბას სძენს ადამიანს) აღარ შეიძლებოდა, რადგან აკრძალული ხის ნაყოფს მოაქვს რა ტანჯვა-ტკივილი, ხრწნადობა, სიკვდილი და ღვთისგან სიშორე, უკვდავების ხის ნაყოფით ეს ყოველივე მარადიულად გაგრძელდებოდა, ამიტომ მეტად გონივრული იყო მათი გამოძევება. ახალი აღთქმის ეპოქაში, "მარადიული სიცოცხლის ხე" მოკვდა სიკვდილის შემომტან, "კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხეზე", უკანასკნელმა ვერაფერი ავნო რა მას, "სიცოცხლის ხემ" კი ყველანარიად უვნებელყო იგი. საინტერესო აზრია. თუმცა რას ნიშნავს - "თუ შეჭამთ, მოკვდებით" სადავოა. ბევრი თვლის, რომ მანდ მხოლოდ სულიერი სიკვდილი იგულისხმება, იმიტომ, რომ ადამმა მას მერე დიდი ხანი იცოცხლა კიდევ. რატომ არ უთხრა ღმერთმა: "თუ შეჭამთ, მოკვდავი გახდებით"-ო. რატომ ხდება, რომ ბიბლიაში ყოველთვის ორაზროვანი ფრაზებია? იმიტომ, რომ რომელიმე ეკლესიამ დაადოს ცენზურა განმარტებას? რატომ არ წერია გარკვევით? და ღმერთმა რატომ გამოაგდო ადამი და ევა? იქ მხოლოდ ერთი მიზეზი ჩანს - არ უნდოდა, რომ მათ სიცოცხლის ხის ნაყოფი შეეჭამათ. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
აკაკი |
![]()
პოსტი
#34
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
Otherguy
უფალს ხომ არ უთქვამს: "თუ შეჭამ მოკვდიო!", უთხრა მოკვდებიო. გეთანხმები, აქ ორივეგვარი სიკვდილი უნდა ვიგულისხმოთ. ეს წყევლა არ ყოფილა. იყო განცხადება იმის შესახებ, თუ რა დაემართებოდა, თუ ასე მოიქცეოდა. როგორც ითქვა, მას წაერთვა საშუალება საუკუნო სიცოცხლისა. მიზეზი - "არ უნდოდა, რომ მათ სიცოცხლის ხის ნაყოფი შეეჭამათ", - კიდევ ახალ მიზეზს ითხოვს, კერძოთ - რატომ არ უნდოდა? ამაზე, ვფიქრობ, უკვე ზემოთ ვთქვი. რომ დარჩენილიყვნენ სამოთხეში და კვლავ ეხმიათ სიცოცხლის ხის ნაყოფი, ღვთისგან განშორებულობა, ტკივილი, ტანჯვა (ხრწნადობა) და სიკვდილი მარადიულად გაგრძელდებოდა. ამდენად, მათი ჩამოშორება იყო სიკეთე. ცეცხლოვანი ქერუბიმი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აღარ შეეძლო მასთან მიახლოვება. ეკლესიაში ზიარების წინა ლოცვაში არაერთგზისაა შეგონება, რომ ეს "ცეცხლია უღირსთათვის დამწველი, ცეცხლია, რომელსაც სათანადო მიღება სჭირდება, რომ არ "დაიწვა", ამ შემთხვევაში არგებს ადამიანს, განწმენდს. რადგან უკვე "სიცოცხლის ხემ" ჩვენ, რომლებიც "კეთილის და ბოროტის შემეცნების ხის" თანაზიარი ვიყავით, წარხოზა მისი მავნებლობა და ნესტარი მასზე მსხვერპლად შეწირვით. ცხადია "მარადიულ სიცოცხლეზე" (მე მასში ქრისტეს ვგულისხმობ) ვეღარ იბატონა. ამის შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდა ჩვენი განწმენდა, შესაბამისად, მიახლებაც "სიცოცხლის ხესთან" - ქრისტესთან. |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#35
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
გიორგის ვეთანხმები, უკვდავება სულ სხვაა! უკვდავებით დაჯილდოვდა ქრისტე აღდგომისას და აგრეთვე ის ქრისტიანები რომელთაც მათთან ერთად უნდა იმეფონ, პავლე მათზე ამბობს რომ მათზე ძალაუფლება არ აქვს მეორე სიკვდილს რადგან ისინი უკვდავები არიან და წილი აქვთ პირველ აღდგომაში. ადამი და ევა მარადიული სიცოცხლისთვის იყო შექმნილი და მათი მარადიულობა დამოკიდებული იყო მორჩილებაზე. სოლომონი ბრძანებს ეკლესიასტეში , რომ მარადიულობა ჩადო მათ გონებაში, ანუ ადამს და ევას და ჩვენც გვაქვს სურვილი მარადიული ცხოვრებისა. რაც შეეხება სიცოცხლის ხეს, ძალიან ძნელად დავუშვებ რომ მასში იესო ქრისტე მოვიაზროთ რადგან გამოცხადებაში სწორედ ქრისტე უნდა გაუძღვეს ხალხს ამ სიცოცხლის ხისკენ , რომლის ფოთლებიც ხალხის განსაკურნავადაა და კიდევ თუ სიცოცხლის ხეში ქრისტე მოიაზრებოდა მაშინ გამოდის რომ წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა ადამიანის ცოდვით დაცემა , რაც დაუშვებელია! ძალიან ღრმა თეოლოგიური საკითხია ის თუ რა შეიძლება მოიაზრებოდეს სიცოცხლის ხეში და იმ ფრაზაში_ რომ ახლა არ გაიწოდოს ხელი ადამმა , არ მოწყვიტოს და შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს>>>> თავსატეხია
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#36
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy სიკვდილი მარადიულად გაგრძელდებოდა. ეს შეგიძლია უკეთ ამიხსნა? ადამიანი ერთხელ კვდება. მარადიული სიკვდილი რას ნიშნავს? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
აკაკი |
![]()
პოსტი
#37
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
Otherguy
სიკვდილთან ერთად ვიგულისხმე ის ტრაგედიული მდგომარეობა, ტანჯვითა, ხრწნილებით და სიკვდილით, რაც დაცემას ახლდა თან. ეს ყოველივე სიცოცხლის ხის ნაყოფის ხმევის შემდეგ საუკუნოდ გაგრძელდება, ეს იქნებოდა სიცოცხლე სიკვდილში, ამ ტრაგედიაში. როგორც შენც ახსენე, მხოლოდ ფიზიკური სიკვდილზე არაა საუბარი. მიიღებდა ნაყოფს და ფიზიკური სიცოცხლის მარადიულობით, ტანჯვითა და სიკვდილით (ღვთისგან მოწყვეტილობით), გაატარებდა ცხოვრებას. |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#38
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
ბატონმა დავითმა კიდევ ერთხელ აარიდა თავი ჩემ კითხვას ამიტომ კიდევ ერთხელ ვაკოპირებ ჩემ კითხვას , იქნებ ეხლა მაინც ჩამაგდოს ძაღლად და მოეშვას ტერმინობანას
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#39
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ბატონმა დავითმა კიდევ ერთხელ აარიდა თავი ჩემ კითხვას ამიტომ კიდევ ერთხელ ვაკოპირებ ჩემ კითხვას , იქნებ ეხლა მაინც ჩამაგდოს ძაღლად და მოეშვას ტერმინობანას ![]() ![]() მაგაზე 2 საუკუნე დავობდა ეკლესია. როგორც ჩანს ქალკედონის საეკლესიო კრებამ თქვა, რომ ადამიანის პიროვნებაა არც მის სულში და არც მის ხორცში, რაღაც სხვაშია. ქალკედონის საეკლესიო დოგმატია - "იესოს ჰქონდა ადამიანური სული, ადამიანური ხორცი, ასევე ღვთაებრივი სული - მაგრამ პიროვნება ერთი, ღვთის ძის". თეოდორე მოფსუესტელი პირველად შეეხო ორი პიროვნების თემას "ორი სულის დილემაში". კალამი არ დაზოგა და მიარჭეს კიდევაც ანათემა. ![]() პ.ს. დღესაც მახსენდება ჩემი ისტორიის პროფესორის ხუმრობა: "რა საჭირო იყო ღმერთს სრული ადამიანური ბუნება(და სული) მიეღო, ღმერთი ღმერთია, თუ ჩვენი გამოსყიდვა უნდოდა ჟოლოს ნამცხვრითაც გამოგვისყიდიდა, ის ხომ ყოვლისშემძლეა"-ო. ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#40
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მაგაზე 2 საუკუნე დავობდა ეკლესია. როგორც ჩანს ქალკედონის საეკლესიო კრებამ თქვა, რომ ადამიანის პიროვნებაა არც მის სულში და არც მის ხორცში, რაღაც სხვაშია. ქალკედონის საეკლესიო დოგმატია - "იესოს ჰქონდა ადამიანური სული, ადამიანური ხორცი, ასევე ღვთაებრივი სული - მაგრამ პიროვნება ერთი, ღვთის ძის". თეოდორე მოფსუესტელი პირველად შეეხო ორი პიროვნების თემას "ორი სულის დილემაში". კალამი არ დაზოგა და მიარჭეს კიდევაც ანათემა. ![]() პ.ს. დღესაც მახსენდება ჩემი ისტორიის პროფესორის ხუმრობა: "რა საჭირო იყო ღმერთს სრული ადამიანური ბუნება(და სული) მიეღო, ღმერთი ღმერთია, თუ ჩვენი გამოსყიდვა უნდოდა ჟოლოს ნამცხვრითაც გამოგვისყიდიდა, ის ხომ ყოვლისშემძლეა"-ო. ![]() ხოდა Fაქტი სახეზეა ორი სულის დილემა მაშინაც და ეხლაც ჩამჭრელია მართლმადიდებლობის! ვისაც კარგად ესმის საღვთო წერილი ის ვერ დაუშვებს ამას! ელემენტარული პავლე ამხელს ქრისტეს გაორებას_ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზეო? და თუ სიკვდილმა მხოლოდ კაცობრივ ბუნებაზე იბატონა , მაშინ როგორღაა ქრისტე ერთი მთლიანი არსება ღმერთკაცობრივი? მისი ღვთაებრივობა ხომ უვნებია, სიკვდილგანუცდელი? პავლე კიდე ვინმე ___ ქრისტეზე საუბრობს ერთ სუბიექტზე___ და ძალაუნებურად უნდა ვაღიაროთ რომ ქრისტე არარსში გავიდა , ანუ ის მხოლოდ კაცი იყო! ამას ღაღადებდა პასტორი რასელი და მაგიტომ ვცემ პატივს ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 03:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი