![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#61
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
■გიორგი■ მე ვთქვი, რომ მაცხოვრის აღდგომილი სხეული დიახაც სულიერი სხეულია და ამგვარადაც მოიხსენიებს და ღვთისმეტყველებს ყველა ეკლესიის მამა. ძალიან კარგი! ესე იგი შენც აღიარებ რომ იესო სულიერი სხეულით აღადგინა ღმერთმა ან სულ ცოტა, ასე მაინც ხომ გწამს: როცა ეცხადებოდა მოწაფეებს სულიერი სხეული ჰქონდა. თუ მართლა ასე გწამს, საკამათო არაფერი მაქვს შენთან. მაგრამ რაშიც ვერ გეთანხმები არის ეს: ციტატა მაგრამ ესაა ზუსტად ის სხეული, რომელიც აღდგომამდე ხრწნად მდგომარეობაში იყო, აღდგომის შემდეგ კი უხრწნელ მდგომარეობაშია. ხორციელი სხეული იესოს სიკვდილამდე ჰქონდა და ხორციელი სხეული გაიხრწნებოდა თუკი მოკვდებოდა. მარიამს არ უშვია სულიერი სხეული. მარიამმა ხორციელი სხეული შვა. ამიტომ ვერ ვიტყვით იესოს იგივე სხეული ჰქონდა სიკვდილამდე რაც აღდგომის შემდეგო. მიმიხვდი ხომ? ციტატა სხვა შემთხვევაში აბსურდამდე დადის ადამიანის გამოხსნის მზიანდასახულობა და ადამიანი კვლავ ცოდვის ტყვეობის ქვეშაა, რადგან რეალურად ხრწნადობა სწორედ ცოდვის შედეგია. მესმის რასაც ამბობ და ამაში გეთანხმები, რომ სიკვდილი ცოდვის შედეგია, ანუ როცა ადამიანი ავადმყოფობით ან სიბერის გამო კვდება - ეს სხვა ფენომენია და ქრისტესთან არაფერი აქვს საერთო. მაგრამ იესოს სხეული არც ავადმყოფი ყოფილა და არც ცოდვილი. ის მოკლეს! შედეგად მკვდარი სხეული გაიხრწნებოდა თუკი ამას ღმერთი დაუშვებდა. მკვდარი სხეულის ხრწნადობა, ფიზიკური მოვლენაა. ციტატა და თუკი ადამიანური სხეული კვლავ იმავე მდგოამრეობაში დარჩა მაცხოვრისა, მაშ რა აზრი ქონდა საერთოდ უფლის მოსვლას, ან მის სიკვდილს, ჯვარცმას. თუ ყველაფერი ისევე დარჩა როგორც იყო, ეს ყველაფერი რატომ მოხდა? მე არ ვამბობ რომ იესოს ფიზიკური სხეული კვლავ ისეთ მდგომარეობაში დარჩა. მსგავსი არასდროს მიფიქრია. ციტატა თუკი შენ ამბობ, რომ აღდგომილი მაცხოვრის სხეული არ არის ის სხეული, რომელიც მანამდე ქონდა მას და იყო ის ხრწნად მდგომარეობაში, მაშინ რატომ ხმარობ ტერმინს "აღდგომა", რა აღდგა, როგორ აღდგა, თუკი სხეული იმავე მდგოამრეობაშია. თუკი სხვა სხეულით აღდგა, ვისი სხეული იყო ეს, რა სხეული იყო, მანამდე სად იყო? აღდგომით იესოს ფიზიკური სხეული არ აღმდგარა არამედ თავად იესო აღდგა როგორც პიროვნება და აღდგა სულიერი სხეულით (ანუ სულიერ სხეულში). ეს ნიშნავს რომ ღმერთმა იესო აღადგინა სულიერად, სულიერი სხეულით, არამატერიალური სხეულით, ისეთი სხეულით როგორიც ზეციერ არსებებს აქვთ. ამიტომ შეეძლო იესოს მატერიალურ საგნებში დაუბრკოლებლად გასვლა. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
afxazi |
![]()
პოსტი
#62
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
■გიორგი■
ციტატა აღდგომით იესოს ფიზიკური სხეული არ აღმდგარა არამედ თავად იესო აღდგა როგორც პიროვნება და აღდგა სულიერი სხეულით (ანუ სულიერ სხეულში). ეს ნიშნავს რომ ღმერთმა იესო აღადგინა სულიერად, სულიერი სხეულით, არამატერიალური სხეულით, ისეთი სხეულით როგორიც ზეციერ არსებებს აქვთ. ამიტომ შეეძლო იესოს მატერიალურ საგნებში დაუბრკოლებლად გასვლა. ვერ არის დამაჯერებელი. ანუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა? მკვდრეთით აღდგომა არის უკვე მომკვდარის კვლავ გაცოცხლება. და თუკი მომკვდარი ასევე დარჩა, რანაირი სხეულიც არ უნდა მიეღო მას ეს უკვე მკვდრეთით აღდგომა არ გამოდის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#63
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
■გიორგი■ ვერ არის დამაჯერებელი. ანუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა? მკვდრეთით აღდგომა არის უკვე მომკვდარის კვლავ გაცოცხლება. და თუკი მომკვდარი ასევე დარჩა, რანაირი სხეულიც არ უნდა მიეღო მას ეს უკვე მკვდრეთით აღდგომა არ გამოდის. სიტყვებს ბანზე რატომ მიგდებ?! მაგ კითხვას აღარ უნდა სვამდე ამ სიტყვების წამკითხავი: ციტატა აღდგომით იესოს ფიზიკური სხეული არ აღმდგარა არამედ თავად იესო აღდგა როგორც პიროვნება და აღდგა სულიერი სხეულით (ანუ სულიერ სხეულში). ეს ნიშნავს რომ ღმერთმა იესო აღადგინა სულიერად, სულიერი სხეულით, არამატერიალური სხეულით, ისეთი სხეულით როგორიც ზეციერ არსებებს აქვთ. ამიტომ შეეძლო იესოს მატერიალურ საგნებში დაუბრკოლებლად გასვლა. ის ხორცი, რომელიც წარმართებმა დაჯიჯგნეს, ამათრახეს და აფურთხეს არ აღუდგენია ღმერთს და ნაფურთხი ხორცით არ გამოცხადებია იესო თავის მოწაფეებს. პიროვნება აღდგა თუ არა, ამას ხორცი კი არა, პიროვნების აღდგომა განაპირობებს. იესო სულიერი სხეულით აღდგა, ამიტომ არასწორია იმის თქმა რომ არ აღმდგარა. პეტრე მოციქულს არ დაუწერია "რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა ჴორცითა" არამედ დაწერა "მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა". წმინდა წერილის მოწმობა უნდა აღიარო. სხვანაირად არ გამოვა ქრისტიანობა. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#64
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
■გიორგი■ მე ვთქვი, რომ მაცხოვრის აღდგომილი სხეული დიახაც სულიერი სხეულია და ამგვარადაც მოიხსენიებს და ღვთისმეტყველებს ყველა ეკლესიის მამა. მაგრამ ესაა ზუსტად ის სხეული, რომელიც აღდგომამდე ხრწნად მდგომარეობაში იყო, აღდგომის შემდეგ კი უხრწნელ მდგომარეობაშია. სხვა შემთხვევაში აბსურდამდე დადის ადამიანის გამოხსნის მზიანდასახულობა და ადამიანი კვლავ ცოდვის ტყვეობის ქვეშაა, რადგან რეალურად ხრწნადობა სწორედ ცოდვის შედეგია. და თუკი ადამიანური სხეული კვლავ იმავე მდგოამრეობაში დარჩა მაცხოვრისა, მაშ რა აზრი ქონდა საერთოდ უფლის მოსვლას, ან მის სიკვდილს, ჯვარცმას. თუ ყველაფერი ისევე დარჩა როგორც იყო, ეს ყველაფერი რატომ მოხდა? თუკი შენ ამბობ, რომ აღდგომილი მაცხოვრის სხეული არ არის ის სხეული, რომელიც მანამდე ქონდა მას და იყო ის ხრწნად მდგომარეობაში, მაშინ რატომ ხმარობ ტერმინს "აღდგომა", რა აღდგა, როგორ აღდგა, თუკი სხეული იმავე მდგოამრეობაშია. თუკი სხვა სხეულით აღდგა, ვისი სხეული იყო ეს, რა სხეული იყო, მანამდე სად იყო? ქრისტე აღდგა ქრისტე!!! ის არარსში იყო და არსში შემოვიდა! კაცო ვხედავთ რომ სიკვდილის განცდის გამო დიდებითა და პატივითააო დაგვირგვინებული იესო რომელიც ოდნავ იყოო დამცირებული ანგელოზებზეო! გიორგი ამას მგონი ბიბლიაც არააქ წაკითხული სანაძლეოს დაგიდებ ![]() ![]() ![]() ![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#65
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
[quote name='afxazi' date='May 9 2013, 05:44 PM' post='732050']
■გიორგი■ ვერ არის დამაჯერებელი. ანუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა? მკვდრეთით აღდგომა არის უკვე მომკვდარის კვლავ გაცოცხლება. და თუკი მომკვდარი ასევე დარჩა, რანაირი სხეულიც არ უნდა მიეღო მას ეს უკვე მკვდრეთით აღდგომა არ გამოდის. უბრალოდ ციტატას დავდებ ბიბლიიდან და თვითონ მიხვდეს დავითი რომ მისი სიტყვები მცდარია ![]() ![]() 36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. 37. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. 38. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს. |
A.V.M |
![]()
პოსტი
#66
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა გიორგი ამას მგონი ბიბლიაც არააქ წაკითხული სანაძლეოს დაგიდებ ბანი გინდა? ციტატა ჩვენ რომ ტექსტურად ვიცით ზეპირსიტყვიერად ამათმა ეგრე კი არ იციან! facepalm -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#67
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
გიორგი ამას მგონი ბიბლიაც არააქ წაკითხული სანაძლეოს დაგიდებ ![]() კიდევ დიდხანს უნდა ვითმინოთ ამ ადამიანის გამოხტომები? ვიცი რომ შენ ხარ მარტო სწორი ჩვენ უგუნურნი და შენგან მოედინება სიბრძნე, ოღონდ გაჩერდი და შეგვეშვი. მე ტელში ამომივიდა ამ ადამანის მარაზმის წერა ამ ფორუმზე. დიდად მოხარული ვიქნები თუ გააჩერებს ვინმე. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
toka@ |
![]()
პოსტი
#68
|
![]() უსაქმური ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 ![]() |
esre ars cheshmariteba
შენ ბიბლია წაკითხული გქონია ![]() ![]() დავითს შეედარე შენ ჰიპოსტასები ვერ გაგირჩევია ![]() ![]() A.V.M ერთი მაგრად დამიბანეთ ეს კაცი რა ![]() ![]() -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#69
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
toka@
ლარიან მაღაზიაში წავალ შამპონს ვიყიდი ... ![]() კარგით აბა ...მორჩა გაოფება . დათოსა და გორგის ვაცადოთ საუბარი . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
![]()
პოსტი
#70
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
A.V.M
G_saxva toka@ მშვიდად, მშვიდად. ![]() ![]() არ ღირს ნერვების მოშლად, პირად შეურაცხყოფას როგორმე აიტანს კაცი. იღრიჯოს რამდენიც უნდა, ხომ კარგად ჩანს როგორ იცის წმ. წერილი. მე მასთან სასაუბრო არაფერი აღარ მაქვს, რადგან ფაქტია, რომ ელემენტარულ დონესაც ვერ აკმაყოფილებს. ციტატა გიორგი ამას მგონი ბიბლიაც არააქ წაკითხული სანაძლეოს დაგიდებ იმდენი მაინც ვიცი, რომ ადამი ვაშლს არ კბეჩდა ![]() ![]() ■გიორგი■ რაც შეეხება ამას: ციტატა მაგ კითხვას აღარ უნდა სვამდე ამ სიტყვების წამკითხავი: ციტატა აღდგომით იესოს ფიზიკური სხეული არ აღმდგარა არამედ თავად იესო აღდგა როგორც პიროვნება და აღდგა სულიერი სხეულით (ანუ სულიერ სხეულში). ეს ნიშნავს რომ ღმერთმა იესო აღადგინა სულიერად, სულიერი სხეულით, არამატერიალური სხეულით, ისეთი სხეულით როგორიც ზეციერ არსებებს აქვთ. ამიტომ შეეძლო იესოს მატერიალურ საგნებში დაუბრკოლებლად გასვლა. კვლავ მოვითხოვ, უკვე მერამდენედ. სათანადო არგუმენტაციით განმარტო ტერმინების ”პიროვნებისა” და ”ბუნების” შინაარსი. რა არის პიროვნება და რა არის ბუნება. უკიდურეს შემთხვევაში ტერმინ პიროვნების შინაარსი განმარტე, ოღონდ არ მინდა ზღაპრები. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ციტატა ის ხორცი, რომელიც წარმართებმა დაჯიჯგნეს, ამათრახეს და აფურთხეს არ აღუდგენია ღმერთს და ნაფურთხი ხორცით არ გამოცხადებია იესო თავის მოწაფეებს. პიროვნება აღდგა თუ არა, ამას ხორცი კი არა, პიროვნების აღდგომა განაპირობებს. იესო სულიერი სხეულით აღდგა, ამიტომ არასწორია იმის თქმა რომ არ აღმდგარა. ის საერთოდ არ გესმის, ან სპეციალურად ამახინჯებ, მკვდრეთით აღდგომის ცნებას, ამაში დავრწმუნდი. აქ არსებითად საუბარი მიდი იმაზე ის სხეული, რომელიც მაცხოვარს აღდგომამდე ქონდა სად წავიდა? იგივე სხეული აღადგინა მაცხოვარმა, ოღონდ უკვე გარდაქმნილ მდგომარეობაში, თუ სხვა სხეული შეიმოსა მან. აქ ლოგიკურად ისმის შეკითხვა ის სხეული სად წავიდა საფლავში რომ დაიდო? ადრე აქ ”ჭეშმარიტებამ” თქვა, რომ ეს სხეული უბრალოდ გადამალა მამა ღმერთმა (ბიბლიის მცოდნეს ვთხოვ გვითხრას სად ამოიკითხა წმ. წერილში მამა ღმერთის მიერ მაცხოვრის სხეულის გადამალვის ფაქტი). ციტატაზე, რომელსაც მეორე ოპონენტი ამჯერად ჩაებღაუჭა, ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. მანამდე კი მივმართოთ სახარებას, რას გვეუბნება სახარება: კვირა დილით მაცხოვრის საფლავთან მისული დედები იხილავენ მახარობელ ანგელოზს, რომელიც მიმართავს მათ: ”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (28, 5-6). ყველას ვთხოვ დაუკვირდეს ანგელოზის სიტყვებს: ის, იმის დასამოწმებლად, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, უთითებს ცარიელ საფლავს, სადაც დაასვენეს მაცხოვრის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ. კვლავ დავუკვირდეთ, დედები მიდიან მაცხოვრის საფლავთან, სადაც მათ ეგულებათ მაცხოვრის სხეული. ანგელოზმა ეს ყველაფერი იცის და ყოველგვარი დანამატების გარეშე ეუბნება, ნუ ელით აქ მაცხოვარს, არამედ ის აღდგა, ხოლო რომ აღდგა ამას მოწმობს ცარიელი სამარხი, ის ადგილი სადაც ესვენა მაცხოვრის სხეული. ეხლა გულწრფელად მითხარით, უკიდურესი ძალადობა არ არის ტექსტზე იმის თქმა, რომ თურმე ეს სხეული გადაუმალია, გაუქრია მამა ღმერთს, ხოლო მაცხოვარი სხვა, ახალი სხეულით გამოვიდა საფლავიდან. ანგელოზი საუბრობს ზუსტად იმ სხეულზე, რომელიც მანამდე დასვენებული იყო სამარხში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ანგელოზი უბრალოდ იტყუება. სრულიად არაორაზროვნად არის ნათქვამი, იხილეთ, სამარხი ცარიელია, ის აღდგა. და ყოვლად სარწმუნო ცნობა იოანეს სახარებიდან: ”ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა”. (იოანე 21,12). დაყრილი ტილოები დაინახაო, ის ტილო, რომლითაც მაცხოვრის სხეული შემოსეს. თუკი მამა ღმერთმა გადამალა მაცხოვრის სხეული (გაურკვეველი მიზეზით, ანდა იმ მიზეზით, რომ მოციქულები კერპთაყვანისცემაში არ ჩავარდნილიყვნენ (ეს რასელისტების ნააზრევია), ლოგიკურია, რომ სახვევებიანა უნდა გადაემალა. მაგრამ სახვევები კიდევ ერთი მოწმობაა იმ უჭეშმარიტესი საიუდმლოსი, რომელიც მაცხოვრის საფლავში მოხდა, როცა ის აღდგა მკვდრეთით და აღდგა ზუსტად ის სხეული, რომელიც ჯვარს ეცვა და აღესრულა და რომელიც შემოსილი იყო ამ სახვევებით. კიდევ ერთი ცნობა: ”და როცა ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა. ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი”. (მათე 28. 11-13). ეხლა ყველას ყურადღება: მღვდელთმთავრები საფლავის მცველებს ფულს აძლევენ და ეუბნებიან, რომ გაავრცელონ ხმა, თითქოს მოციქულებმა მოიპარეს მაცხოვრის სხეული და სინამდვილეში ის არ აღმდგარა. ანუ მახარებელი, რომელსაც ეს ცნობა შეაქვს სახარებაში ამით ის ამბობს, რომ მღვდელთმთავრები იმ უნათლეს მოწმობას, რომ სამარხი ცარიელი იყო და ეს მოწმობდა იმას, რომ მაცხოვარი აღდგა ზუსტად იმ სხეულით, რომელიც დასვენებული იყო იქ, იუდეველნი დაუპირისპირდნენ იმ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რომ თითქოს მოციქულებმა გადამალეს ეს სხეული. ეხლა დაუკვირდით რამხელა მკრეხელობასთან გვაქვს საქმე, როდესაც რასელისტები ამბობენ, რომ არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა გადამალა მაცხოვრის სხეული. ე.ი. ის ინფორმაცია, რომელსაც მცველები ავრცელებდნენ, თურმე მართალი ყოფილა, ოღონდ სხეული არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა გადამალა. ვაშა მცველებს, რომ სიმართლე უღაღადიათ. რას ვერჩით მართლები ყოფილან. რას ერჩი მოციქულო (მათე) მღვდელთმთავრებს, რატომ დებ ბრალს მათ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, მართალი უთქვამთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
აკაკი |
![]()
პოსტი
#71
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
"... ქრისტემ ადამიანური არსებობის ყველა ეტაპი გაიარა. იგი ცხოვრობდა, მოკვდა და ჩავიდა ჯოჯოხეთში, შეხვდა ადამის ყველა შთამომავალს. ქრისტეს აღდგომა იყო არა უბრალოდ ინდივიდუალური მოვლენა, არამედ აღდგომა ადამიანური ბუნებისა, როგორც მთლიანობისა. როგორც ცნობილია, მართლმადიდებლურ ტრადიციაში ქრისტეს აღდგომა ხატებზე ჯოჯოხეთის წყვდიადითა და ქრისტეს მიერ ადამისა და ევას აღდგინების სცენით გამოისახება. და ხატის წარწერა არის არა "აღდგომა ქრისტესი", არამედ მხოლოდ "აღდგომა", სხვა სიტყვებით, აღდგომა ყველა ადამიანისა, მთელი ადამიანურობისა.
ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ადამიანის ხსნაზე, მაგრამ ყოველთვის ნათელი როდია მისი მნიშვნელობა. ადამიანის ხსნა, გადარჩენა ფაქტიურად მისი მთლიანობის, ერთიანობის აღდგენას ნიშნავს. და ეს აღდგენა ორ დონეზე ხდება: ინდივიდუალური პიროვნებისა და ადამიანური ბუნების დონეზე. თუ ადამიანის მთლიანობა არ აღდგება ადამიანური ბუნების ერთიანობის დონეზე, მისი მთლიანობის აღდგენა, როგორც პიროვნებისა ვერ მოხდება. ქრისტეა მხსნელი, მაცხოვარი ადამიანისა იმიტომ, რომ მან გამოისყიდა ადამიანური ბუნება, თუ მას თავის ღვთაებრივ ჰიპოსტასში აღვიქვამთ. იგი თვითონ გახდა უნივერსალური ფიგურა და ყველა ადამიანს უბოძა საშუალება, გაიზიაროს მისი უნივერსალურობა. თუმცა, ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში არასოდეს მოქმედებს ცალმხრივად. ადამიანის გადარჩენა, როგორც პიროვნებისა ადამიანისაგან საკუთარი სურვილით თანამშრომლობას მოითხოვს. ქრისტე არ მიჯნავს საკუთარ თავს თავისი ისტორიული მყოფობით დროისა და სივრცისაგან, არამედ კვლავ რჩება სამყაროში და თავის ეკლესიაში. და ეკლესია, რომელიც მისი სხეულია, კათოლიკეა და უნივერსალური. იგი მთელ კაცობრიობას მოიცავს. თუ ქრისტეს არ აქვს სრულყოფილი ადამიანური ბუნება, თუ მას არ გააჩნია ადამიანური სული (რასაც გულისხმობს სრულყოფილი ადამიანური ბუნება. მთარგმ.), ადამიანური გონება-ცნობიერება, ადამიანური ენერგია და ადამიანური ნებელობა, როგორც ნაწილი თავისი ჰიპოსტასისა, როგორც სხვადასხვა ერეტიკოსები ამტკიცებდნენ ხოლმე, მაშინ იგი ნამდვილი ადამიანი არ იქნებოდა. შესაბამისად, ვერც უნივერსალური ადამიანი". http://omousia.blogspot.com/2013/04/blog-post_22.html ასე რომ, ვერც ჩვენ გაგვათავისუფლებდა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რანგან თუ ქრისტე არ ყოფილა უნივერსალური ადამიანი (სრული ადამიანური ბუნებით, სულით და ხორცითაც) და არ აღდგა, როგორც უნივერსალური ადამიანი - თეანთროპი, მაშ მისი აღდგომა ასურო-ფინიკიელი ქვრივის ვაჟის, იაროსის ასულის და ლაზარეს აღდგომისაგან არაფრთი განსხვავდება, რაც, ცხადია, ასე სულაც არაა. |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#72
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
A.V.M G_saxva toka@ მშვიდად, მშვიდად. ![]() ![]() არ ღირს ნერვების მოშლად, პირად შეურაცხყოფას როგორმე აიტანს კაცი. იღრიჯოს რამდენიც უნდა, ხომ კარგად ჩანს როგორ იცის წმ. წერილი. მე მასთან სასაუბრო არაფერი აღარ მაქვს, რადგან ფაქტია, რომ ელემენტარულ დონესაც ვერ აკმაყოფილებს. იმდენი მაინც ვიცი, რომ ადამი ვაშლს არ კბეჩდა ![]() ![]() ■გიორგი■ რაც შეეხება ამას: კვლავ მოვითხოვ, უკვე მერამდენედ. სათანადო არგუმენტაციით განმარტო ტერმინების ”პიროვნებისა” და ”ბუნების” შინაარსი. რა არის პიროვნება და რა არის ბუნება. უკიდურეს შემთხვევაში ტერმინ პიროვნების შინაარსი განმარტე, ოღონდ არ მინდა ზღაპრები. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ის საერთოდ არ გესმის, ან სპეციალურად ამახინჯებ, მკვდრეთით აღდგომის ცნებას, ამაში დავრწმუნდი. აქ არსებითად საუბარი მიდი იმაზე ის სხეული, რომელიც მაცხოვარს აღდგომამდე ქონდა სად წავიდა? იგივე სხეული აღადგინა მაცხოვარმა, ოღონდ უკვე გარდაქმნილ მდგომარეობაში, თუ სხვა სხეული შეიმოსა მან. აქ ლოგიკურად ისმის შეკითხვა ის სხეული სად წავიდა საფლავში რომ დაიდო? ადრე აქ ”ჭეშმარიტებამ” თქვა, რომ ეს სხეული უბრალოდ გადამალა მამა ღმერთმა (ბიბლიის მცოდნეს ვთხოვ გვითხრას სად ამოიკითხა წმ. წერილში მამა ღმერთის მიერ მაცხოვრის სხეულის გადამალვის ფაქტი). ციტატაზე, რომელსაც მეორე ოპონენტი ამჯერად ჩაებღაუჭა, ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. მანამდე კი მივმართოთ სახარებას, რას გვეუბნება სახარება: კვირა დილით მაცხოვრის საფლავთან მისული დედები იხილავენ მახარობელ ანგელოზს, რომელიც მიმართავს მათ: ”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (28, 5-6). ყველას ვთხოვ დაუკვირდეს ანგელოზის სიტყვებს: ის, იმის დასამოწმებლად, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, უთითებს ცარიელ საფლავს, სადაც დაასვენეს მაცხოვრის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ. კვლავ დავუკვირდეთ, დედები მიდიან მაცხოვრის საფლავთან, სადაც მათ ეგულებათ მაცხოვრის სხეული. ანგელოზმა ეს ყველაფერი იცის და ყოველგვარი დანამატების გარეშე ეუბნება, ნუ ელით აქ მაცხოვარს, არამედ ის აღდგა, ხოლო რომ აღდგა ამას მოწმობს ცარიელი სამარხი, ის ადგილი სადაც ესვენა მაცხოვრის სხეული. ეხლა გულწრფელად მითხარით, უკიდურესი ძალადობა არ არის ტექსტზე იმის თქმა, რომ თურმე ეს სხეული გადაუმალია, გაუქრია მამა ღმერთს, ხოლო მაცხოვარი სხვა, ახალი სხეულით გამოვიდა საფლავიდან. ანგელოზი საუბრობს ზუსტად იმ სხეულზე, რომელიც მანამდე დასვენებული იყო სამარხში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ანგელოზი უბრალოდ იტყუება. სრულიად არაორაზროვნად არის ნათქვამი, იხილეთ, სამარხი ცარიელია, ის აღდგა. და ყოვლად სარწმუნო ცნობა იოანეს სახარებიდან: ”ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა”. (იოანე 21,12). დაყრილი ტილოები დაინახაო, ის ტილო, რომლითაც მაცხოვრის სხეული შემოსეს. თუკი მამა ღმერთმა გადამალა მაცხოვრის სხეული (გაურკვეველი მიზეზით, ანდა იმ მიზეზით, რომ მოციქულები კერპთაყვანისცემაში არ ჩავარდნილიყვნენ (ეს რასელისტების ნააზრევია), ლოგიკურია, რომ სახვევებიანა უნდა გადაემალა. მაგრამ სახვევები კიდევ ერთი მოწმობაა იმ უჭეშმარიტესი საიუდმლოსი, რომელიც მაცხოვრის საფლავში მოხდა, როცა ის აღდგა მკვდრეთით და აღდგა ზუსტად ის სხეული, რომელიც ჯვარს ეცვა და აღესრულა და რომელიც შემოსილი იყო ამ სახვევებით. კიდევ ერთი ცნობა: ”და როცა ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა. ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი”. (მათე 28. 11-13). ეხლა ყველას ყურადღება: მღვდელთმთავრები საფლავის მცველებს ფულს აძლევენ და ეუბნებიან, რომ გაავრცელონ ხმა, თითქოს მოციქულებმა მოიპარეს მაცხოვრის სხეული და სინამდვილეში ის არ აღმდგარა. ანუ მახარებელი, რომელსაც ეს ცნობა შეაქვს სახარებაში ამით ის ამბობს, რომ მღვდელთმთავრები იმ უნათლეს მოწმობას, რომ სამარხი ცარიელი იყო და ეს მოწმობდა იმას, რომ მაცხოვარი აღდგა ზუსტად იმ სხეულით, რომელიც დასვენებული იყო იქ, იუდეველნი დაუპირისპირდნენ იმ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რომ თითქოს მოციქულებმა გადამალეს ეს სხეული. ეხლა დაუკვირდით რამხელა მკრეხელობასთან გვაქვს საქმე, როდესაც რასელისტები ამბობენ, რომ არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა გადამალა მაცხოვრის სხეული. ე.ი. ის ინფორმაცია, რომელსაც მცველები ავრცელებდნენ, თურმე მართალი ყოფილა, ოღონდ სხეული არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა გადამალა. ვაშა მცველებს, რომ სიმართლე უღაღადიათ. რას ვერჩით მართლები ყოფილან. რას ერჩი მოციქულო (მათე) მღვდელთმთავრებს, რატომ დებ ბრალს მათ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, მართალი უთქვამთ. ისინი ვინც ცილს სწამებენ პასტორ რასელს და ადანაშაულებენ, არ შერჩებათ! უფალი ბრძანებს_ რაც კი გაუკეთეთ ამ ჩემს ძმას უმცირესთაგანს, მე გამიკეთეთ! პასტორი რასელი იყო ქრისტეს ჭეშმარიტი ძმა, ის იყო თავმდაბალი და უკიდურესად კაცთმოყვარე, მას ბევრი ბრალდება წაუყენეს და ცილი დასწამეს , მაგრამ მიუხედავად შეცდომებისა ამ კაცმა მთელი თავისი ქონება უფლის საქმეს შესწირა და ამას მისი მტრებიც კი აღიარებენ! რასელის მიერ გაიხსნა ბევრი საიდუმლოება და მისმა სწავლებებმა ბიძგი მისცა ჭეშმარიტების გამოცისკროვნებას. პირადად მე შემიძლია რასელი შევადარო პავლე მოციქულს , ის თავმდაბალი იყო ძალიან. მის ნაშრომებში ექვსტომეულში რომელიც საკმაოდ სქელტანიანია , მისი სახელი არც კი ფიგურირებს და საკუთარ თავზე ერთ ფურცელზეც კი არ საუბრობს. დავით ამ უდიდეს ჭეშმარიტებას შენ ვერაფერს დააკლებ_ კაცი ქრისტე იესო მკვდარია უკუნისამდე! თუ ქრისტე როგორც კაცი არ მომკვდარა და არ შეწირულა მსხვერპლად, მაშინ გამოსყიდვაც არ მომხდარა! როცა იძახი დავით იგივე სხეული აღდგაო, შენ უარყოფ გამოსყიდვას ! რატომ ეუბნება იესო ღმერთს სხეული განმიმზადეო? აჰა მე მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად ღმერთოო! თუ ის ხორციელი სხეული არ ___გაუღია _ იესოს ჩვენთვის, მაშინ კაცო რანაირად გამოგვისყიდა? ანდა ნუთუ არ იცი რას განასახიერებს კრეტსაბმელის ორად გახევა? ნუთუ არასოდეს დაფიქრებულხარ რას განასახიერებდა მანანა რომელსაც ჭამდნენ ისრაელები? ანდა ნუთუ არც ის იცი რატომ ბრძანებს უფალი რომ თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ კაცის ძის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლეო? ( ამაში არანაირად არ იგულისხმება ხმიადი პური და ღვინო) არამედ ის რომ ქრისტემ უნდა გასცეს ხორცი და სისხლი გამოსასყიდად . დაფიქრდი დავით და ნუ გგონია რომ მე ვცდები, შეიძლება ბევრი რამ მეშლება მაგრამ უფალი მეც გამომიყენებს და შენც რომ ორივეს მეშვეობით გაცხადდეს ჭეშმარიტება ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#73
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა პირადად მე შემიძლია რასელი შევადარო პავლე მოციქულს , ის თავმდაბალი იყო ძალიან. პატივს ვსცემ, რა თქმა უნდა, შენს განწყობას. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. მე მჯერა სახარებისეული მოწმობის და აგრეთვე იმის, რომ ადამიანის გამოხსნისათვის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგინება იყო აუცილებლი. სხვა შემთხვევაში აღდგომას უბრალოდ აზრი არ აქვს. მოხარული ვიქნებოდი, თუკი აღნიშნულ სახარებისეულ მოწმობებს სერიოზულად მოეკიდებოდი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
toka@ |
![]()
პოსტი
#74
|
![]() უსაქმური ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა ისინი ვინც ცილს სწამებენ პასტორ რასელს და ადანაშაულებენ, არ შერჩებათ! გათუთქვა არ ასცდებათ? ![]() ციტატა დავით ამ უდიდეს ჭეშმარიტებას შენ ვერაფერს დააკლებ_ კაცი ქრისტე იესო მკვდარია უკუნისამდე! თუ ქრისტე როგორც კაცი არ მომკვდარა და არ შეწირულა მსხვერპლად, მაშინ გამოსყიდვაც არ მომხდარა! ღმერთმა შეგინდოს.. ციტატა რასელის მიერ გაიხსნა ბევრი საიდუმლოება და მისმა სწავლებებმა ბიძგი მისცა ჭეშმარიტების გამოცისკროვნებას. აბა საწყალი მართლმადიდებლობა ![]() ![]() ისე ჩვენში დარჩეს და თუ გინდა კიდე ბევრ შენს თანამოაზრესაც უთხარი,რასელზე მეტი აქვს გაკეთებული ორიგენეს და კიდევ ძალიან ბერს,შეწყნარებულ,შეუწყნარებე ლ,ანათემირებულ თუ კიდე წმინდანად შერაცხულ ადამიანს... ოო დიდო ხუხაშვილო შენ გვიჯიკე ![]() ![]() -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#75
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
toka@
სულ როგორ მაიმუნობ ბიჯო ... ![]() უყვარს კაცს რასელი და შენ რას ელი? ![]() არ გვაქვს უფლება ადამიანის პირადი სიმატიები ვინმეს მიმართ აუგად მოვიხსენიოთ . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#76
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
afxazi
საერთოდ რა არის სული? ადამიანის სული შეიცავს მის პიროვნებას თუ პიროვნება არც სულშია და არც სხეულში? ანუ რა არის ადამიანი? სული თუ სხეული? თუ რამე სხვა? თუ იესომ მიიღო ადამიანური სული და სხეული, მაშინ რას ჰქვია ეს მიღება? ადამიანური სული ცალკე პიროვნებაა? პ.ს. თუ ადამიანური სული არაა პიროვნება, მაშინ ახალშობილ ბავშვებს რატომ ვნათლავთ, არ არსებობს ჯერ მათი პიროვნება და როგორ უნდა ცხონდნენ ან არ ცხონდნენ? ნუ ახალშობილი ბავშვის პიროვნება არსებობს თუ არა ეგ ცალკე თემაა. ადამიანი ყალიბდება ნახევრად აღზრდით და ნახევრად გენეტიკით, ბავშვი არაა პიროვნება. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#77
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba პატივს ვსცემ, რა თქმა უნდა, შენს განწყობას. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. მე მჯერა სახარებისეული მოწმობის და აგრეთვე იმის, რომ ადამიანის გამოხსნისათვის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგინება იყო აუცილებლი. სხვა შემთხვევაში აღდგომას უბრალოდ აზრი არ აქვს. მოხარული ვიქნებოდი, თუკი აღნიშნულ სახარებისეულ მოწმობებს სერიოზულად მოეკიდებოდი. შენს მიერ მოყვანილი მოწმობები არაფრის მთქმელია! 1) ანგელოზი მიუთითებს ცარიელ სამარხს იმიტომ რომ ის მართლა ცარიელია და კიდევ იმისათვის რომ დედაკაცებმა ეჭვი არ აიღონ რომ მაცხოვარი არ აღდგა, ანუ ქრისტეს სხეული რომ კვლავ იქ ყოფილიყო მაშინ მოწაფეებს გაუჭირდებოდათ იმის აღქმა რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, ღმერთმა გააკეთა ის რასაც მანამდე აკეტებდა როცა მსხვერპლს წირავდნენ ხოლმე. მან მიიღო ქრისტეს სხეული , როგორც შესაწირი და უბრალოდ გააქრო. როცა მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე ისრაელები , იმ მსხვერპლის ხორცი იფერფლებოდა ხოლმე, რაც იმის დასტური იყო , რომ ღმერთი იღებდა შესაწირავს! ქრისტეს შემთხვევაშიც ღმერთმა მიიღო მისი წმინდა სხეული და ამის დასტურად კრეტსაბმელი ორად გაიპო რაც იმას ნიშნავდა რომ ქრისტეს აღარ შეუშლიდა ხორცი ზეციერ სამკვიდროში შესასვლელად! ამაზე პავლე საუბრობს ებრაელთა ეპისტოლეში. 2) პეტრეს ხელში შერჩა ცარიელი ტილოები, იმიტომ რომ მას ერწმუნა ქრისტეს აღდგომა, სხვანაირად მასაც და მოწაფეებსაც გაუჭირდებოდათ დაჯერება და ღმერთიც არანაირად არ გაურთულებდა მოწაფეებს მდგომარეობას ისეთი რთული რეალობით რასაც ქრისტეს სულიერი სხეულით აღდგომა ქვია! მოწაფეების ცოდნა ჯერ კიდევ მინიმალური იყო მანამდე ვიდრე სულიწმიდა გარდამოვიდოდა მათზე, ამიტომ ღმერთმა ისე გააკეთა რომ მათ ერწმუნათ მთავარი_ რომ ქრისტე ნამდვილად აღდგა და არა ის რომ ის უკვე ახალი ქმნილება იყო და დიდებით დაჯილდოვდა! ქრისტეც თომას სთავაზობს ჭრილობებში თითის ჩაყოფას , რომ მისი ეჭვები საერთოდ გაფანტოს, არადა თუ ის ნამდვილად აღდგა იმ სხეულით, აღდგომა კი სხეულის განახლებასაც გულისხმობს , მაშინ საიდან ჭრილობები? ფაქტი სახეზეა ქრისტემ თომას დასარწმუნებლად მიიღო ჭრილობები და მანამდე მას არ ქონდა ეს ჭრილობები ხელზე რადგან ჭამის დროს მოწაფეებმა ვერ შენიშნეს გაჩვრეტილი ხელები , როცა ამ ხელებით იესომ პური გატეხა და მადლი შესწირა ღმერთს. 3) თუკი ღმერთს სურდა რომ ყველას ერწმუნა რომ აღდგა ის სხეული რომელიც დაასვენეს სამარხში, მაშინ რატომ მოახდინა მან დიდი მიწისძვრა და რატომ დააფრთხო ჯარისკაცები რომლებიც დარაჯობდნენ ქრისტეს სხეულს? განა უფრო ეჭვი არ გაჩნდა რომ მართლა ვიღაცამ მოიპარა იმ მომენტში როცა ჯარისკაცები ვეღარ აკონტროლებდნენ საფლავის შესასვლელს? ფაქტი სახეზეა, მონეტას მეორე მხარეც აქვს და თუ შენ გაქვს არგუმენტები, მეც მაქვს და არც ესენია წმინდა წერილს გარეთ! და ბოლოს პატივი მეცი და ერთხელ მაინც გაეცი პასუხი ჩემ კითხვას ალბათ დამეთანხმები რომ 1 კორინთელთა 15: 45 ში მოხსენიებული უკანასკნელი ადამი არის იესო ქრისტე ხომ? მაშ რას ნიშნავს რომ იგი შეიქმნა ცხოველმყოფელ სულად? ეს ბოლოა და პირობას ვდებ რომ აღარ დავწერ არაფერს, აი ახლა გამომყევი ბოლომდე და ახსენი! სიფრთხილეა აქ საჭირო ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#78
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
afxazi
ეცადე გააანალიზო რასაც esre ars cheshmariteba გიხსნის ზემოთ. ლოგიკურადაც ახსნა და წმინდა წერილის მოწომობითაც. ახლა მისი გააზრება და გათავისებაღაა საჭირო მეტი არაფერი. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
afxazi |
![]()
პოსტი
#79
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ამდენი ხანი ამას ფიქრობდი? ![]() ![]() ■გიორგი■ ამას რა გაუხარდა რაღაც რომ დაწერა მისმა თანამოძმემ, თორემ გასუსული უყურებდა რა იწერებოდა ![]() ![]() თანაც როგორ დაგვმოძღვრა: ციტატა ეცადე გააანალიზო რასაც esre ars cheshmariteba გიხსნის ზემოთ. ლოგიკურადაც ახსნა და წმინდა წერილის მოწომობითაც. ახლა მისი გააზრება და გათავისებაღაა საჭირო მეტი არაფერი. მაშ გავაანალიზოთ, თუმცა მანამდე "ჭეშმარიტების" ბოლო ფრაზას უნდა გამოვეხმაურო: ციტატა და ბოლოს პატივი მეცი და ერთხელ მაინც გაეცი პასუხი ჩემ კითხვას ალბათ დამეთანხმები რომ 1 კორინთელთა 15: 45 ში მოხსენიებული უკანასკნელი ადამი არის იესო ქრისტე ხომ? მაშ რას ნიშნავს რომ იგი შეიქმნა ცხოველმყოფელ სულად? ეს ბოლოა და პირობას ვდებ რომ აღარ დავწერ არაფერს, აი ახლა გამომყევი ბოლომდე და ახსენი! სიფრთხილეა აქ საჭირო ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მაბრალებ თითქოს პასუხს არ გცემ რაღაცაზე. საკმარისია ამგვარ თხოვნაზე დავწერო პასუხი, რომ ახალი რაღაც ჩნდება საყვედურით, რატომ ვტოვებ უყურადღებოდ რაღაც შეკითხვებს. საკმარისად ვიცი რა დონის სიცრუის მორევში ცხოვრობთ და აცხოვრებთ სხვებსაც (ნაკლებად გაცნობეირებულებს). ამიტომ ამგვარი შემთხვევები არ იყოს. თუ ვსაუბრობთ ერთ საკითხზე, ვისაუბროთ იმ საკითხზე. დაბრალებები აქ, თითქოს მე რაღაცას უყურადღებოდ ვტოვებ (მერე ამით იმის თქმა, რომ ჩამჭერით), არის ტყუილი და კიდევ რაღაც (არ ვიტყვი აქ). რაც შეეხება ჩემს პოსტზე გამოხმაურებას: შევადაროთ რა დავწერე და მერე რა დაწერა: ციტატა კვირა დილით მაცხოვრის საფლავთან მისული დედები იხილავენ მახარობელ ანგელოზს, რომელიც მიმართავს მათ: ”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (28, 5-6). ყველას ვთხოვ დაუკვირდეს ანგელოზის სიტყვებს: ის, იმის დასამოწმებლად, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, უთითებს ცარიელ საფლავს, სადაც დაასვენეს მაცხოვრის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ. კვლავ დავუკვირდეთ, დედები მიდიან მაცხოვრის საფლავთან, სადაც მათ ეგულებათ მაცხოვრის სხეული. ანგელოზმა ეს ყველაფერი იცის და ყოველგვარი დანამატების გარეშე ეუბნება, ნუ ელით აქ მაცხოვარს, არამედ ის აღდგა, ხოლო რომ აღდგა ამას მოწმობს ცარიელი სამარხი, ის ადგილი სადაც ესვენა მაცხოვრის სხეული. ეხლა გულწრფელად მითხარით, უკიდურესი ძალადობა არ არის ტექსტზე იმის თქმა, რომ თურმე ეს სხეული გადაუმალია, გაუქრია მამა ღმერთს, ხოლო მაცხოვარი სხვა, ახალი სხეულით გამოვიდა საფლავიდან. ანგელოზი საუბრობს ზუსტად იმ სხეულზე, რომელიც მანამდე დასვენებული იყო სამარხში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ანგელოზი უბრალოდ იტყუება. სრულიად არაორაზროვნად არის ნათქვამი, იხილეთ, სამარხი ცარიელია, ის აღდგა. გამოხმაურება: ციტატა ანგელოზი მიუთითებს ცარიელ სამარხს იმიტომ რომ ის მართლა ცარიელია და კიდევ იმისათვის რომ დედაკაცებმა ეჭვი არ აიღონ რომ მაცხოვარი არ აღდგა, ანუ ქრისტეს სხეული რომ კვლავ იქ ყოფილიყო მაშინ მოწაფეებს გაუჭირდებოდათ იმის აღქმა რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, ღმერთმა გააკეთა ის რასაც მანამდე აკეტებდა როცა მსხვერპლს წირავდნენ ხოლმე. მან მიიღო ქრისტეს სხეული , როგორც შესაწირი და უბრალოდ გააქრო. როცა მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე ისრაელები , იმ მსხვერპლის ხორცი იფერფლებოდა ხოლმე, რაც იმის დასტური იყო , რომ ღმერთი იღებდა შესაწირავს! ქრისტეს შემთხვევაშიც ღმერთმა მიიღო მისი წმინდა სხეული და ამის დასტურად კრეტსაბმელი ორად გაიპო რაც იმას ნიშნავდა რომ ქრისტეს აღარ შეუშლიდა ხორცი ზეციერ სამკვიდროში შესასვლელად! ამაზე პავლე საუბრობს ებრაელთა ეპისტოლეში. ჯერ ერთი რაც დავწერე, დავწერე წმ. წერილისეული მოწმობის საფუძველზე. და მაშინ, როცა ყოველ ნაბიჯზე საყვედურებს ისვრით, რომ თურმე ჩვენ ბიბლია არ ვიცით, არც ერთი ციტატა არ მინახავს სახარებიდან თქვენეული მსჯელობის გასამყარებლად. ეს ფაქტია და ეს ერთნ რამეზე მეტყველებთ, თავად არ სცემთ პატივს წმ. წერილს და როცა გჭირდებათ მხოლოდ მაშინ იყენებთ მას. აბა მაშ, სად ამოიკითხეთ, რომ ქრისტეს სხეული მამა ღმერთმა გააქრო, მოიპარა. და რადგან ოპონენტის მხრიდან მუდმივი საყვედურებია სახარებისეული ციტატების უპატივცემულობისა, მოვითხოვ არგუმენტს, პირდაპირ ცნობას სახარებიდან აღნიშნული თეორიის გასამყარებლად, ანუ იმას, თუ სად წერია ცნობა (ვფიქრობ, რომ მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა ეწეროს) იმის შესახებ, რომ ქრისტეს სხეული გადამალეს. და თუ ამგვარი არგუმენტი, პირდაპირი მოწმობა ვერ იქნება წარმოდგენილი, ყოველგვარი საუბარი შეწყდება და ე.წ. "ჭეშმარიტება" დატოვებს აქაურობას სიცრუის ქადაგების გამო. რაც შეეხება ვითომ არგუმენტს, დავაკვირდეთ: ციტატა ანგელოზი მიუთითებს ცარიელ სამარხს იმიტომ რომ ის მართლა ცარიელია და კიდევ იმისათვის რომ დედაკაცებმა ეჭვი არ აიღონ რომ მაცხოვარი არ აღდგა, ანუ ქრისტეს სხეული რომ კვლავ იქ ყოფილიყო მაშინ მოწაფეებს გაუჭირდებოდათ იმის აღქმა რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, სამარცხინოა და მეტი არაფერი. ასე დამახინჯება ბიბლიური თხრობისა, ასე შეურაცხყოფა... ვის შეუძლია თუ არა რასელისტებს. სამარხისაკენ მიმავალ დედებს ანგელოზი უჩვენებს ცარიელ ადგილს იმის დასადასტურებლად, რომ მაცხოვარი აღდგა. რას მეუბნებით, რომ დედებს და მოციქულებს დაუმალეს "ჭეშმარიტება", სიმართლე, რომ არ დაბრკოლებულიყვნენ? და მერე რომ გაიგებდნენ ამ "სიმართლეს"? თუ მერე მზად იქნებოდნენ? რას ხლართავთ, რაში იხლართებით. საიდან მოგაქვთ ეს ზმანება, გონებაცთომილება. კვლავ იგივეს მოვითხოვ, წარმომიდგინოთ არგუმენტი ამ ინფორმაციის დასამოწმებლად. მოვიტან იგივე ციტატას: ”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (მათე, 28, 5-6). დედები მიდიან სამარხთან და თან გზაში ფიქრობენ, ნეტავ ვინ გადაგვიგორებს ლოდს (ეს სახარებისეული ცნობაა), რომ მივიდნენ და ემსახურონ მაცხოვრის სხეულს. მიდიან ამ ცნობიერებით. ხვდებათ მათ ანგელოზი და ეუბნება: ვიცი, რომ ჯვარცმულს ეძებთ, აქ აღარ არის, არამედ აღდგა და რომ აღდგა და აქ აღარ არის, იხილეთ ცარიელი სამარხი. გავიხსენოთ სად ხვდება ანგელოზი დედებს: და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.(მათე 28.2). ანუ შესასვლელთან. და თუკი ანგელოზისთვის ის ფაქტი, რომ აღდგომის ჭეშმარიტებას ცარიელი სამარხი მოწმობს, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, რადგან ადგილი სადაც დასვენებული იყო სხეული ცარიელი, რა მნიშვნელობა ექნებოდა, თუკი დედები ჯერ კიდევ ვერ ხედავენ სამარხის შიდა სივრცეს? რა აზრი ქონდა ამ სიტყვებს, როცა ანგელოზს მარტივად შეეძლო ეთქვა, ის აღდგა, როგორც გეუბნებოდათ, წადით და სხვებსაც უთხარით. მაგრამ ანგელოზი ითვალისწინებს რა დამადასტურებელ მოწმობას, უთითებს ცარიელ სამარხზე, რომ თქვენ მოხვედით მაცხოვრის სხეულის სანახავად, მაგრამ ის აქ არ არის, არამედ აღდგა. არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არცერთი ზედმეტი მინიშნება, არც ანგელოზის მხრიდან, არც მახარებლის მხრიდან, რომ სხეული თურმე მოიპარეს. და თუ მოიპარეს რაღა მნიშვნელობა ექნებოდა ცარიელი სამარხის ნახვას, თუ ის სხეული არ აღდგა, რა მნიშვნელობა აქვს ანგელოზის სიტყვებს. თუკი მისი სიტყვები არგუმენტი არ არის, საერთოდ რატომ წარმოითქმის? მხოლოდ იმიტომ, რომ დედები და მოციქულები მოატყუოს? და რეალურად ამ ლოგიკით მართლაც ტყუილი გამოდის. თუკი ის სხეული გადამალეს, ლოგიკურია, რომ ცარიელი სამარხი არავითარი მოწმობაა აღდგომისა. გამოდის, რომ ანგელოზს შეცდომაში შეყავს მოციქულები. ხოლო ის, რომ მახარებელი არავითარ შენიშვნას არ იძლევა ამ ამბის გადმოცემისას, თავად მახარებელს შეყავს შეცდომაში მკითხველი. საერთოდ თუ ეს მართალია რატომ დაიმალა ეს ინფორმაცია, ისეთ სისუსტეზე დაემყარა ქრისტიანობა, რომ ამ ამბის გახმაურების გამო ეჭვის ქვეშ დადგებოდა აღდგომის ჭეშმარიტება? რატომ არცერთი მახარებელი არ საუბრობს ამაზე, პირიქით ამის საწინააღმდეგოს ამბობენ. რატომ? მხოლოდ რასელია ერთადერთი სპეკალი ჭეშმარიტებისა, რომ ის ჩაწვდა ამ სიმართლეს? სამარცხინოა. მეორე "არგუმენტი": ციტატა ”ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა”. (იოანე 21,12). დაყრილი ტილოები დაინახაო, ის ტილო, რომლითაც მაცხოვრის სხეული შემოსეს. თუკი მამა ღმერთმა გადამალა მაცხოვრის სხეული (გაურკვეველი მიზეზით, ანდა იმ მიზეზით, რომ მოციქულები კერპთაყვანისცემაში არ ჩავარდნილიყვნენ (ეს რასელისტების ნააზრევია), ლოგიკურია, რომ სახვევებიანა უნდა გადაემალა. მაგრამ სახვევები კიდევ ერთი მოწმობაა იმ უჭეშმარიტესი საიუდმლოსი, რომელიც მაცხოვრის საფლავში მოხდა, როცა ის აღდგა მკვდრეთით და აღდგა ზუსტად ის სხეული, რომელიც ჯვარს ეცვა და აღესრულა და რომელიც შემოსილი იყო ამ სახვევებით. ამაზე მომიგო: ციტატა პეტრეს ხელში შერჩა ცარიელი ტილოები, იმიტომ რომ მას ერწმუნა ქრისტეს აღდგომა, სხვანაირად მასაც და მოწაფეებსაც გაუჭირდებოდათ დაჯერება და ღმერთიც არანაირად არ გაურთულებდა მოწაფეებს მდგომარეობას ისეთი რთული რეალობით რასაც ქრისტეს სულიერი სხეულით აღდგომა ქვია! მოწაფეების ცოდნა ჯერ კიდევ მინიმალური იყო მანამდე ვიდრე სულიწმიდა გარდამოვიდოდა მათზე, ამიტომ ღმერთმა ისე გააკეთა რომ მათ ერწმუნათ მთავარი_ რომ ქრისტე ნამდვილად აღდგა და არა ის რომ ის უკვე ახალი ქმნილება იყო და დიდებით დაჯილდოვდა! ქრისტეც თომას სთავაზობს ჭრილობებში თითის ჩაყოფას , რომ მისი ეჭვები საერთოდ გაფანტოს, არადა თუ ის ნამდვილად აღდგა იმ სხეულით, აღდგომა კი სხეულის განახლებასაც გულისხმობს , მაშინ საიდან ჭრილობები? ფაქტი სახეზეა ქრისტემ თომას დასარწმუნებლად მიიღო ჭრილობები და მანამდე მას არ ქონდა ეს ჭრილობები ხელზე რადგან ჭამის დროს მოწაფეებმა ვერ შენიშნეს გაჩვრეტილი ხელები , როცა ამ ხელებით იესომ პური გატეხა და მადლი შესწირა ღმერთს. ანუ შენ აღიარებ იმას, რომ მოციქულებმა, ვიდრე სული წმინდა გარდამოვიდოდა, დაიჯერეს (თქვენეული ლოგიკით), რომ სამარხში დასვენებული სხეული აღდგა? და მთელი ეს მოწმობები ამისთვის იყო, რომ მოციქულები, თურმე მათი ცოდნის გათვალისწინებით, დროებით შეცდომაში ყოფილიყვნენ? ჰოი სიცოფევ. ასეთი დაბალი დონის აზროვნება მართლა იშვიათია. თურმე იმავე სხეულით მკვდრეთით აღდგომა ყოფილა იოლი დასაჯერებელი, ხოლო გაურკვეველი სახის სულიერი აღდგომა ძნელად სარწმუნო. იმისთვის ყოფილან მზად და ამისთვის არა. მაგრამ ქრისტე რომ მოციქულებს სულიწმინდის გარდამოსვლამდე ეცხადება? თანაც რამდენიმეჯერმე? მაშინ როგორღა დაიჯერეს? თუკი ისინი ჯერ კიდევ უმეცარნი იყვნენ და თურმე ატყუებდნენ, რომ როგორმე სულიწმინდის გარდამოსვლამდე მიეღწიათ, მანამდე როგორ ირწმუნეს ქრისტეს ე.წ. "სულიერი აღდგომა", თუ ვერ ირწმუნეს. ეხლა არ მითხრათ მაინც არ სწამდათო. თუკი მთავარი ის იყო მოციქულთა მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ მათ უბრალოდ აღდგომა დაეჯერებინათ, ხოლო იმ ჭეშმარიტებას, რომ ეს აღდგომა ე.წ. "სულიერი" იყო, მხოლოდ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ჩაწვდებოდნენ, მაშ უფალი არც უნდა გამოცხადებოდა მანამდე. ვერ გავიგე, თუკი სამარხთან მისულ მოციქულებს სიმართლეს უმალავს ანგელოზი, იმავე დღეს რატომ ეცხადება ის მარიამს, მერე კი სხვა მოციქულებს? რაღაც აბდა-უბდა გამოდის. ანგელოზი უფრთხილდება მოციქულთა მდარე მდგომარეობას ცოდნის მხრივ, არ უმხელს მათ სიმართლეს, რომ თურმე მამამ სხეული გადამალა, რადგან სხეული რომ ენახათ სულიერ აღდგომას ვერ დაიჯერებდნენო, და ამ დროს თავად უფალი ეცხადება მათ და მოციქულებსაც სწამთ, რომ მაცხოვარი აღდგა. ციტატა ფაქტი სახეზეა ქრისტემ თომას დასარწმუნებლად მიიღო ჭრილობები და მანამდე მას არ ქონდა ეს ჭრილობები ხელზე რადგან ჭამის დროს მოწაფეებმა ვერ შენიშნეს გაჩვრეტილი ხელები , როცა ამ ხელებით იესომ პური გატეხა და მადლი შესწირა ღმერთს. ჯერ ერთი ვერ დამიმტკიცებ, რომ ეს ეპიზოდი (ვფიქრობ ლუკა მახარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობი), თომა მოციქულთან უფლის გამოცხადებამდეა. მაგრამ აქვე არის საინტერესო ფრაზა, როდესაც უფალი მიმართავს მოციქულებს: "შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს". (ლუკა 29.34). რა ხორცსა და ძვლებზე საუბრობს უფალი. თავადვე ამბობს ზმანება არ ვარო, სულს ხორცი და ძვლები არ აქვს, მე კი მაქვსო. რაო, რას ამბობს მაცხოვარი? ციტატა თუკი ღმერთს სურდა რომ ყველას ერწმუნა რომ აღდგა ის სხეული რომელიც დაასვენეს სამარხში, მაშინ რატომ მოახდინა მან დიდი მიწისძვრა და რატომ დააფრთხო ჯარისკაცები რომლებიც დარაჯობდნენ ქრისტეს სხეულს? განა უფრო ეჭვი არ გაჩნდა რომ მართლა ვიღაცამ მოიპარა იმ მომენტში როცა ჯარისკაცები ვეღარ აკონტროლებდნენ საფლავის შესასვლელს? სისულელეს რომ ამბობ შენ ალბათ ვერ ხვდები და მკითხველი ადვილად მიხვდება. სწორედ იმიტომ მოხდა მიწისძვრა და ანგელოზის გამოცხადება, ეს საკვირველება, რომ ამის ფონზე მცველთა მიერ გავრცელებული სიცრუე სიცრუედ წარმოჩენილიყო. მაგრამ უფრო ეფექტური ის არ იქნებოდა, არაფერი მომხდარიყო და უფალი ისე გამოცხადებოდა ყველას, ანუ საფლავი ისევე ყოფილიყო დახურული, მცველებით გარშემორტყმული, ხოლო უფალი, რომელიც სულიერად აღდგა, დანახებოდა მოციქულებს. მაგრამ გავიხსენოთ აიდან დაიწყო ეს ყოველივე. მღვდელთმთავრები, იმ ცრუ ინფორმაციით, რომ თითქოს მოციქულები აპირებენ სხეულის მოპარვას და მერე იმის თქმას, რომ მაცხოვარი აღდგა, აყენებენ მცველებს. მაგრამ ხდება სასწაული, სამარხის კარი გაიღება და შემდეგ მაინც ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. მაგრამ მახარებელი სასწაულს ურთავს იმის დასადასტურებლად, რომ სამარხის კარი არ გადაუგორებიათ მოციქულებს, არამედ ის სასწაულებრივად გაიღო, რომ სხეული არავისაც არ მოუპარავს, არამედ ის აღდგა. მაშ რატომ არცერთი სიტყვა არ თქვა მახარებელმა, რომ სხეული მართლაც მოპიარეს, მაგრამ არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა. გამაგებინეთ ხახლო, რატომ არ არის ეს ინფორმაცია სახარებაში, რატომ? და ბოლოს. ყველაზე აშკარა და უნათლესი მოწმობა მაცხოვრის სხეულის აღდგომისა, იმ სხეულისა, რითაც ის ცხოვრობდა აღდგომამდე, ჯვარცმამდე: "მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც" (იოანე 2, 18-22) და თქვენა რისი, ან ვისი გწამთ? კი ვიცი ვისიც გწამთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#80
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba ამდენი ხანი ამას ფიქრობდი? ![]() ![]() ■გიორგი■ ამას რა გაუხარდა რაღაც რომ დაწერა მისმა თანამოძმემ, თორემ გასუსული უყურებდა რა იწერებოდა ![]() ![]() თანაც როგორ დაგვმოძღვრა: მაშ გავაანალიზოთ, თუმცა მანამდე "ჭეშმარიტების" ბოლო ფრაზას უნდა გამოვეხმაურო: ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მაბრალებ თითქოს პასუხს არ გცემ რაღაცაზე. საკმარისია ამგვარ თხოვნაზე დავწერო პასუხი, რომ ახალი რაღაც ჩნდება საყვედურით, რატომ ვტოვებ უყურადღებოდ რაღაც შეკითხვებს. საკმარისად ვიცი რა დონის სიცრუის მორევში ცხოვრობთ და აცხოვრებთ სხვებსაც (ნაკლებად გაცნობეირებულებს). ამიტომ ამგვარი შემთხვევები არ იყოს. თუ ვსაუბრობთ ერთ საკითხზე, ვისაუბროთ იმ საკითხზე. დაბრალებები აქ, თითქოს მე რაღაცას უყურადღებოდ ვტოვებ (მერე ამით იმის თქმა, რომ ჩამჭერით), არის ტყუილი და კიდევ რაღაც (არ ვიტყვი აქ). რაც შეეხება ჩემს პოსტზე გამოხმაურებას: შევადაროთ რა დავწერე და მერე რა დაწერა: გამოხმაურება: ჯერ ერთი რაც დავწერე, დავწერე წმ. წერილისეული მოწმობის საფუძველზე. და მაშინ, როცა ყოველ ნაბიჯზე საყვედურებს ისვრით, რომ თურმე ჩვენ ბიბლია არ ვიცით, არც ერთი ციტატა არ მინახავს სახარებიდან თქვენეული მსჯელობის გასამყარებლად. ეს ფაქტია და ეს ერთნ რამეზე მეტყველებთ, თავად არ სცემთ პატივს წმ. წერილს და როცა გჭირდებათ მხოლოდ მაშინ იყენებთ მას. აბა მაშ, სად ამოიკითხეთ, რომ ქრისტეს სხეული მამა ღმერთმა გააქრო, მოიპარა. და რადგან ოპონენტის მხრიდან მუდმივი საყვედურებია სახარებისეული ციტატების უპატივცემულობისა, მოვითხოვ არგუმენტს, პირდაპირ ცნობას სახარებიდან აღნიშნული თეორიის გასამყარებლად, ანუ იმას, თუ სად წერია ცნობა (ვფიქრობ, რომ მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა ეწეროს) იმის შესახებ, რომ ქრისტეს სხეული გადამალეს. და თუ ამგვარი არგუმენტი, პირდაპირი მოწმობა ვერ იქნება წარმოდგენილი, ყოველგვარი საუბარი შეწყდება და ე.წ. "ჭეშმარიტება" დატოვებს აქაურობას სიცრუის ქადაგების გამო. რაც შეეხება ვითომ არგუმენტს, დავაკვირდეთ: სამარცხინოა და მეტი არაფერი. ასე დამახინჯება ბიბლიური თხრობისა, ასე შეურაცხყოფა... ვის შეუძლია თუ არა რასელისტებს. სამარხისაკენ მიმავალ დედებს ანგელოზი უჩვენებს ცარიელ ადგილს იმის დასადასტურებლად, რომ მაცხოვარი აღდგა. რას მეუბნებით, რომ დედებს და მოციქულებს დაუმალეს "ჭეშმარიტება", სიმართლე, რომ არ დაბრკოლებულიყვნენ? და მერე რომ გაიგებდნენ ამ "სიმართლეს"? თუ მერე მზად იქნებოდნენ? რას ხლართავთ, რაში იხლართებით. საიდან მოგაქვთ ეს ზმანება, გონებაცთომილება. კვლავ იგივეს მოვითხოვ, წარმომიდგინოთ არგუმენტი ამ ინფორმაციის დასამოწმებლად. მოვიტან იგივე ციტატას: ”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (მათე, 28, 5-6). დედები მიდიან სამარხთან და თან გზაში ფიქრობენ, ნეტავ ვინ გადაგვიგორებს ლოდს (ეს სახარებისეული ცნობაა), რომ მივიდნენ და ემსახურონ მაცხოვრის სხეულს. მიდიან ამ ცნობიერებით. ხვდებათ მათ ანგელოზი და ეუბნება: ვიცი, რომ ჯვარცმულს ეძებთ, აქ აღარ არის, არამედ აღდგა და რომ აღდგა და აქ აღარ არის, იხილეთ ცარიელი სამარხი. გავიხსენოთ სად ხვდება ანგელოზი დედებს: და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.(მათე 28.2). ანუ შესასვლელთან. და თუკი ანგელოზისთვის ის ფაქტი, რომ აღდგომის ჭეშმარიტებას ცარიელი სამარხი მოწმობს, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, რადგან ადგილი სადაც დასვენებული იყო სხეული ცარიელი, რა მნიშვნელობა ექნებოდა, თუკი დედები ჯერ კიდევ ვერ ხედავენ სამარხის შიდა სივრცეს? რა აზრი ქონდა ამ სიტყვებს, როცა ანგელოზს მარტივად შეეძლო ეთქვა, ის აღდგა, როგორც გეუბნებოდათ, წადით და სხვებსაც უთხარით. მაგრამ ანგელოზი ითვალისწინებს რა დამადასტურებელ მოწმობას, უთითებს ცარიელ სამარხზე, რომ თქვენ მოხვედით მაცხოვრის სხეულის სანახავად, მაგრამ ის აქ არ არის, არამედ აღდგა. არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არცერთი ზედმეტი მინიშნება, არც ანგელოზის მხრიდან, არც მახარებლის მხრიდან, რომ სხეული თურმე მოიპარეს. და თუ მოიპარეს რაღა მნიშვნელობა ექნებოდა ცარიელი სამარხის ნახვას, თუ ის სხეული არ აღდგა, რა მნიშვნელობა აქვს ანგელოზის სიტყვებს. თუკი მისი სიტყვები არგუმენტი არ არის, საერთოდ რატომ წარმოითქმის? მხოლოდ იმიტომ, რომ დედები და მოციქულები მოატყუოს? და რეალურად ამ ლოგიკით მართლაც ტყუილი გამოდის. თუკი ის სხეული გადამალეს, ლოგიკურია, რომ ცარიელი სამარხი არავითარი მოწმობაა აღდგომისა. გამოდის, რომ ანგელოზს შეცდომაში შეყავს მოციქულები. ხოლო ის, რომ მახარებელი არავითარ შენიშვნას არ იძლევა ამ ამბის გადმოცემისას, თავად მახარებელს შეყავს შეცდომაში მკითხველი. საერთოდ თუ ეს მართალია რატომ დაიმალა ეს ინფორმაცია, ისეთ სისუსტეზე დაემყარა ქრისტიანობა, რომ ამ ამბის გახმაურების გამო ეჭვის ქვეშ დადგებოდა აღდგომის ჭეშმარიტება? რატომ არცერთი მახარებელი არ საუბრობს ამაზე, პირიქით ამის საწინააღმდეგოს ამბობენ. რატომ? მხოლოდ რასელია ერთადერთი სპეკალი ჭეშმარიტებისა, რომ ის ჩაწვდა ამ სიმართლეს? სამარცხინოა. მეორე "არგუმენტი": ამაზე მომიგო: ანუ შენ აღიარებ იმას, რომ მოციქულებმა, ვიდრე სული წმინდა გარდამოვიდოდა, დაიჯერეს (თქვენეული ლოგიკით), რომ სამარხში დასვენებული სხეული აღდგა? და მთელი ეს მოწმობები ამისთვის იყო, რომ მოციქულები, თურმე მათი ცოდნის გათვალისწინებით, დროებით შეცდომაში ყოფილიყვნენ? ჰოი სიცოფევ. ასეთი დაბალი დონის აზროვნება მართლა იშვიათია. თურმე იმავე სხეულით მკვდრეთით აღდგომა ყოფილა იოლი დასაჯერებელი, ხოლო გაურკვეველი სახის სულიერი აღდგომა ძნელად სარწმუნო. იმისთვის ყოფილან მზად და ამისთვის არა. მაგრამ ქრისტე რომ მოციქულებს სულიწმინდის გარდამოსვლამდე ეცხადება? თანაც რამდენიმეჯერმე? მაშინ როგორღა დაიჯერეს? თუკი ისინი ჯერ კიდევ უმეცარნი იყვნენ და თურმე ატყუებდნენ, რომ როგორმე სულიწმინდის გარდამოსვლამდე მიეღწიათ, მანამდე როგორ ირწმუნეს ქრისტეს ე.წ. "სულიერი აღდგომა", თუ ვერ ირწმუნეს. ეხლა არ მითხრათ მაინც არ სწამდათო. თუკი მთავარი ის იყო მოციქულთა მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ მათ უბრალოდ აღდგომა დაეჯერებინათ, ხოლო იმ ჭეშმარიტებას, რომ ეს აღდგომა ე.წ. "სულიერი" იყო, მხოლოდ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ჩაწვდებოდნენ, მაშ უფალი არც უნდა გამოცხადებოდა მანამდე. ვერ გავიგე, თუკი სამარხთან მისულ მოციქულებს სიმართლეს უმალავს ანგელოზი, იმავე დღეს რატომ ეცხადება ის მარიამს, მერე კი სხვა მოციქულებს? რაღაც აბდა-უბდა გამოდის. ანგელოზი უფრთხილდება მოციქულთა მდარე მდგომარეობას ცოდნის მხრივ, არ უმხელს მათ სიმართლეს, რომ თურმე მამამ სხეული გადამალა, რადგან სხეული რომ ენახათ სულიერ აღდგომას ვერ დაიჯერებდნენო, და ამ დროს თავად უფალი ეცხადება მათ და მოციქულებსაც სწამთ, რომ მაცხოვარი აღდგა. ჯერ ერთი ვერ დამიმტკიცებ, რომ ეს ეპიზოდი (ვფიქრობ ლუკა მახარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობი), თომა მოციქულთან უფლის გამოცხადებამდეა. მაგრამ აქვე არის საინტერესო ფრაზა, როდესაც უფალი მიმართავს მოციქულებს: "შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს". (ლუკა 29.34). რა ხორცსა და ძვლებზე საუბრობს უფალი. თავადვე ამბობს ზმანება არ ვარო, სულს ხორცი და ძვლები არ აქვს, მე კი მაქვსო. რაო, რას ამბობს მაცხოვარი? სისულელეს რომ ამბობ შენ ალბათ ვერ ხვდები და მკითხველი ადვილად მიხვდება. სწორედ იმიტომ მოხდა მიწისძვრა და ანგელოზის გამოცხადება, ეს საკვირველება, რომ ამის ფონზე მცველთა მიერ გავრცელებული სიცრუე სიცრუედ წარმოჩენილიყო. მაგრამ უფრო ეფექტური ის არ იქნებოდა, არაფერი მომხდარიყო და უფალი ისე გამოცხადებოდა ყველას, ანუ საფლავი ისევე ყოფილიყო დახურული, მცველებით გარშემორტყმული, ხოლო უფალი, რომელიც სულიერად აღდგა, დანახებოდა მოციქულებს. მაგრამ გავიხსენოთ აიდან დაიწყო ეს ყოველივე. მღვდელთმთავრები, იმ ცრუ ინფორმაციით, რომ თითქოს მოციქულები აპირებენ სხეულის მოპარვას და მერე იმის თქმას, რომ მაცხოვარი აღდგა, აყენებენ მცველებს. მაგრამ ხდება სასწაული, სამარხის კარი გაიღება და შემდეგ მაინც ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. მაგრამ მახარებელი სასწაულს ურთავს იმის დასადასტურებლად, რომ სამარხის კარი არ გადაუგორებიათ მოციქულებს, არამედ ის სასწაულებრივად გაიღო, რომ სხეული არავისაც არ მოუპარავს, არამედ ის აღდგა. მაშ რატომ არცერთი სიტყვა არ თქვა მახარებელმა, რომ სხეული მართლაც მოპიარეს, მაგრამ არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა. გამაგებინეთ ხახლო, რატომ არ არის ეს ინფორმაცია სახარებაში, რატომ? და ბოლოს. ყველაზე აშკარა და უნათლესი მოწმობა მაცხოვრის სხეულის აღდგომისა, იმ სხეულისა, რითაც ის ცხოვრობდა აღდგომამდე, ჯვარცმამდე: "მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც" (იოანე 2, 18-22) და თქვენა რისი, ან ვისი გწამთ? კი ვიცი ვისიც გწამთ. დავიწყებ იქიდან რომ მთელი არგუმენტაცია დაამყარე სიცრუეზე! მე არ მითქვია მოიპარეს სხეული ან გადამალესო. მე ვთქვი მამა ღმერთმა _ გააქრო_ სიტყვა გაქრობა ალბათ იცი რასაც ნიშნავს. ღმერთმა ქრისტეს ხორციელი სხეული ჩაანაცვლა სულიერი სხეულით და არც შენი საქმეა და არც ჩემი , რა გააკეთა ღმერთმა ! წმინდა წერილი მე მასწავლის რომ ქრისტემ თავისი სხეული გაიღო ჩვენთვის, პური რომელსაც ქვეყნიერებისთვის გავცემ , ამ სიტყვებში ეს იგულისხმა და კიდევ მიგითითე იოანეს სახარების მეექვსე თავიდან რომ თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვავთ კაცის ძის სისხლს არ გექნებათო საუკუნო სიცოცხლე! ამაზე ხმა ვერ ამოიღე და ვერც კი გაბედე რაიმეს დაწერა! ეხლა რაც შეეხება ზემოთ _ როცა უფალი პურს გატეხავს მოწაფეებთან ეს მოვლენა წინ უსწრებს თომა მოციქულთან შეხვედრას და სირცხვილი შენ ამ უვიცობისთვის! ხოლო როცა უფალი მოწაფეებს ეცხადება და უჩვენებს ხელებსა დაფეხებს და ეუბნება რომ ეს მისი ხორცი და ძვლებია ეს სწორედაც რომ ის მომენტია როცა თომაც იქვეა და აფსოლიტურად იდენტურია ეს ორი შემთხვევა! რაც შეეხება შენს ბოლო მოწმობას რომ ვითომცდა იოანეს 2:19 _ 21 საუბარია სწორედ იმ სხეულის აღდგომაზე რომელიც უნდა მოკვდეს! აქ უკვე აშკარად იმხილე საკუთარი თავი რადგან ეს მონაკვეთი კარგა ხანია ავხსენი და თუ სათქმელი გქონდა რომ ვცდებოდი დაგეწერა ბატონო! ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 11:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი