![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#121
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
მარინე ეს ჟურნალ გაზეთები გადაგვიყოლებს მთელ ფორუმს ![]() 70 ხატი რომ დაეწერა მაგისი დროც არ ექნებოდა სხვას რომ თავი დავანებოთ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
qetevano |
![]()
პოსტი
#122
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
ხან ქართულად ჩავწერე ხან რუსულად ხან ბერძნულად :/ არაფერი არაა
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#123
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
qetevano
70 არ არსებობს ნეტა ბეჭდვის დროს 0 ხოარ მიეწერათ შემთხვევით? 70 ხატის დაწერას დაახლოებით 30 წელი სულ მინიმუმ მოუნდეობდა მარტო ხატები რომ ეწერა და მეტი არაფერი გაეკეთებინა. ამდენი დრო მეეჭვება ჰქონოდა მარტო ხატების საწერად. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#124
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
![]()
პოსტი
#125
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
G_saxva
ციტატა 70 არ არსებობს ნეტა ბეჭდვის დროს 0 ხოარ მიეწერათ შემთხვევით? 70 ხატის დაწერას დაახლოებით 30 წელი სულ მინიმუმ მოუნდეობდა მარტო ხატები რომ ეწერა და მეტი არაფერი გაეკეთებინა. ამდენი დრო მეეჭვება ჰქონოდა მარტო ხატების საწერად. ეხლა თუ ვიპოვე რამე სტატია ლუკა მახარებლის ხატებზე ინტერნეტში, დავდებ ხატწერის თემაში. თუ არადა საღამოს ავკრეფავ ჩემი კონსპექტიდან. 70 ხატი მართლა შეუძლებელია -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
![]()
პოსტი
#126
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
qetevano
G_saxva https://www.facebook.com/pages/piligrimge/1...647765061942051 ახლა გამახსენდა, ლუკა მახარებელზე სხვა ნომერშიც იყო სტატია და თუ იქიდან მახსოვს 70 ხატი, აუცილებლად ვნახავ. ამასაც გაეცანით, ხალხო, არაჩვეულებრივი ხატია!!! ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
![]()
პოსტი
#127
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
![]()
პოსტი
#128
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მადლი ჩემგან შობილისა, ჩემითა მეოხებითა, იყოს ხატსა ამას თანა!“ ინტერვიუ "საპატრიარქოს უწყებანის" 7-13 ნოებერი 2013წ ნომერში
.November 13, 2013 at 2:20pmლუკა მახარებლის დაწერილი ღვთისმშობლის ხატის „ადვოკატა“-ს შესახებ გვესაუბრება საზოგადოება "მომლოცველი-პილიგრიმ"-ის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე თინათინ გამცემლიძე _ ქალბატონო თინათინ, თქვენს ინტერნეტ-გვერდზე ვიხილეთ ღვთისმშობლის ძალიან საინტერესო ხატი, რომლის თაობაზეც გვსურს ვისაუბროთ. გვიამბეთ ამ ხატის წარმომავლობის შესახებ. _ უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ამ ხატმა, რომელიც ორიოდე წლის წინ შემთხვევით ინტერნეტში აღმოვაჩინე, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მისით დავინტერესდი, როგორც მორწმუნე და ასევე, როგორც ხელოვნებათმცოდნე. გადავწყვიტე, მომეძია და გამომეკვლია მისი ისტორია. როგორც აღმოჩნდა, ამ ხატს არა მარტო საქართველოში არ იცნობენ, 2007 წლამდე იგი თვით იტალიაში, სადაც იგი ბრძანდება, მორწმუნეებისა და მკვლევარებისთვის ნაკლებად ცნობილი იყო. იგი წარმოაჩინა ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა პაულ ბადემ თავისი პუბლიკაციით "ადვოკატი სიონიდან - რომის დაფარული საუნჯე". ხატის ისტორიას წავაწყდი გერმანულენოვან ვებ-გვერდზე. გავეცანი გერმანულ ჟურნალ „Die welt“-ის პუბლიკაციას. ეს საკმაოდ სერიოზული ჟურნალია და სტატიის ავტორიც მეტად კომპეტენტური პიროვნება და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მკვლევარია. როგორც პაულ ბადე მოგვითხრობს, იგი წმინდა მიწაზე მოგზაურობისას ერთ მოხუც ხატმწერ ბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებზე ესაუბრა და მისგან შეიტყო, რომ წმინდა ლუკა მახარებლის ერთ-ერთი ხატის დედანი რომში ბრძანდება, ერთ-ერთ დედათა მონასტერში, მარიოს მთაზე. საგულისხმოა, რომ ეს სწორედ ის მთაა, რომელზეც 312 წლის 27 ოქტომბერს წმინდა კონსტანტინე დიდმა ცაზე ქრისტეს მონოგრამა იხილა. ბატონი ბადე მოგვითხრობს, რომ მან სცადა ამ ინფორმაციის მოძიება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც არქივებში, ვერც ისტორიულ წყაროებში, ვერც სამეცნიერო თუ პოპულარულ წიგნებში და ვერც ინტერნეტში ვერაფერს მიაკვლია. ხატის შესახებ მან მარტოოდენ ამ ბერის მონათხრობი იცოდა. ამიტომ ბადემ გადაწყვიტა, თავად გამგზავრებულიყო იტალიაში და მოეძიებინა ეს უძველესი ხატი. ამ მიზნით მკვლევარი იტალიაში გაემგზავრა. იქ ჩასულს თვით რომშიც გაუჭირდა რაიმე ცნობების მოპოვება წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილ ღვთისმშობლის ხატზე "ადვოკატა". ბადემ ფეხით მოიარა ის მიდამოები, სადაც ბერის ცნობით დედათა მონასტერი უნდა ყოფილიყო და როდესაც მისი პოვნის იმედი გადაეწურა, მოულოდნელად მის წინაშე აღიმართა შეფარებულ ადგილზე მდგომი სავანე. მონასტერს ისეთი ადგილმდებარეობა აქვს და იგი ისე მოულოდნელად გამოჩნდება მისკენ მიმავალი ადამიანის თვალწინ, რომ ერთგვარ მისტიკურ შეგრძნებებს აღძრავს. მკაცრი ტიპიკონის გამო, მონასტერში შესვლა მხოლოდ გარკვეულ საათებში აღმოჩნდა შესაძლებელი, ამიტომ ბატონი ბადე მონასტრის ტაძარში მხოლოდ მეორე დღეს შეუშვეს. მან ეს საოცარი ხატი მონასტრის ტაძარში აღმოაჩინა. იგი ერთ-ერთი სარკმლის რკინის გისოსებს მიღმა ინახებოდა. გერმანელმა მკვლევარმა შეისწავლა ეს უძველესი ხატი და დარწმუნებით ამტკიცებს, რომ იგი წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატის დედანია! პაულ ბადე სტატიაში აღწერს თავის განცდებს და შენიშნავს, რომ ასეთი ხატი მას ჯერ არსად უნახავს. საინტერესო ის არის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ უძველესმა ხატმა ბატონ ბადეს დანახვისთანავე სასწაული მოუვლინა. ხატთან მიეახლა თუ არა, მას მობილურზე დაურეკეს, ცხადია, ტელეფონი მაშინვე გათიშა. ბადეს რაღაც უსიამოვნო სადავო საქმე ჰქონდა, რომლის მოსაგვარებლად მას ადვოკატის აყვანა სჭირდებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ იმ წუთებში მოგვარდა მისი საქმე და ხატთან გათიშული ეს ზარი, ამ სადავო საქმის უადვოკატოდ მოგვარებას აცნობებდა... ბადემ შემდეგ შეიტყო, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ხატს "ადვოკატა"-ს (`ადვოკატს) უწოდებდნენ. ასე აღასრულა „ადვოკატამ“ პირველი სასწაული პაულ ბადეს ცხოვრებაში. _ როდის იხილეთ და მოილოცეთ პირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ადვოკატა" და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე? _ როდესაც ამ ხატის არსებობის შესახებ შევიტყვეთ, გადავწყვიტეთ, რომში ჩასვლისთანავე მოგველოცა იგი. 2011 წლის დეკემბერში მომლოცველთა მცირე ჯგუფს მართლაც მოგვეცა ამის საშუალება და თაყვანი ვეცით ამ უდიდეს სიწმინდეს. დილაადრიან გავემართეთ მარიოს ბორცვისკენ და პაულ ბადეს მიერ მითითებული მარშრუტით მივადექით იმ დედათა მონასტერს, რომლის ადგილმდებარეობაც მართლაც ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნის, თითქოს სხვა განზომილებაში გადიხარ. მონასტერს გალავანი აქვს გარშემორტყმული, რომელსაც რამდენმე კარი აქვს. მონასტერში მისულ მომლოცველებს ყველა კარი ჩარაზული დაგვხვდა. მშველელად ისევ „ადვოკატას“ მოვუხმეთ. მართლაც, მალე გამოჩნდა სასულიერო პირი, რომელმაც მონასტერში შეგვიყვანა. რომის მასშტაბებისთვის მონასტერი საკმაოდ მოკრძალებულია და ტაძარიც მცირეა. ადვოკატა ტაძრის მარჯვენა მხარეს დატანებულ სარკმელშია დაბრძანებული. მასთან ადამიანის სიმაღლეზე შეიძლება მიახლება, ერთადერთ ბარიერს მსხვილი რკინის გისოსები და მინა ქმნის. ხატის დანახვისას უნებლიეთ გამახსენდა დიონისე არეოპაგელის სიტყვები ღვთისმშობელზე, რომლითაც მან პავლე მოციქულთან საუბრისას აღწერა დედა ღვთისასთან შეხვედრა. მინდა წაგიკითხოთ ეს ციტატა: „ღვთის წინაშე ვაღიარებ, დაუჯერებლად მიმაჩნდა, რომ გარდა მაღალი ღმერთისა, ასეთი ღვთაებრივი ძალითა და გასაოცარი მადლით აღსავსე სხვა ვინმეც იქნებოდა. ვერც ერთი ადამიანი ვერ გაიგებს იმას, რაც ვნახე და გულისხმავყავი არა მხოლოდ სულიერი, არამედ ხორციელი თვალით; მე ვიხილე ღვთივსახიერი და სიწმინდით ზეციურ სულებზე აღმატებული დედა იესო ქრისტესი, უფლისა ჩვენისა. ვიმოწმებ ღმერთს, რომელიც ქალწულის უპატიოსნეს საშოში იმყოფებოდა, რომ ხსოვნასა და ახლადგანათლებულ გონებაში შენი ღვთაებრივი სწავლანი დამარხული რომ არ მქონოდა, ქალწულს ღმერთად მივიჩნევდი და როგორც ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, თაყვანს ვცემდი მას. რადგან ადამიანური გონება ვერ შეძლებს, წარმოიდგინოს ღვთისთვის სათნო ადამიანზე გარდამოვლენილი ვერანაირი პატივი და დიდება, რომელიც იმ ნეტარებას აღემატება, რომლის გემოს ხილვის ღირსიც ვიქმენ მე, უღირსი. ვმადლობ ჩემს ღმერთს, ვმადლობ ყოვლადწმინდა ქალწულს, ვმადლობ მოციქულ იოანეს და შენ, რომელთაც ასეთი დიდი მადლი მიწყალობეთ“. მართლაც, მხოლოდ მადლობის თქმა თუ შეეფერებოდა ამ წუთებს, რადგან მეც უზომოდ მადლიერი ვიყავი, რომ ამ წმინდა ხატის ხილვის ღირსი გავხდი. ამ წუთებს ყოველი გახსენებისას ხელახლა განვიცდი, როდესაც ხატზე დედა ღვთისმშობლის ნათელ, ქარვისფერ თვალებს შევცქერი. _ რამდენადაც ვიცი, აპოკრიფებში შემონახულია დედა ღვთისმშობლის გარეგნობის აღწერა... _ დიახ, და არა მარტო აპოკრიფულ ლიტერატურაში. ასევე არსებობს V საუკუნის ისტორიული წყარო, რომელიც ეპისკოპოს ეპიფანე კვიპრელის კალამს ეკუთვნის. იგი აღწერს მარადქალწულ მარიამის გარეგნობას. გადმოცემით, დედა ღვთისას ჰქონდა ხორბლისფერი სახის კანი, ნათელი ქარვისფერი თვალები, ზეთისხილის ფორმის გუგის ღიობი, მუქი დახრილი წარბები, თხელი ცხვირი და პატარა ვარდისფერი პირი. ეს აღწერილობა იმდენად ემთხვევა ხატზე გამოსახულ სახეს, რომ ადამიანი შეიძლება დაეჭვდეს, V საუკუნეში მოღვაწე ეპისკოპოსი, რომელსაც პირადად არ ენახა დედა ღვთისა, მართლაც ამ ხატიდან ხომ არ აღწერს მას. _ საინტერესოა ამ ხატის ისტორია. როგორ მოხვდა იგი რომში ან სად ბრძანდებოდა ბოლო საუკუნეების განმავლობაში? _ მოგეხსენებათ, რომი, სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერთან ერთად, გახლავთ ადგილი, სადაც შემორჩენილია უძველესი ადრექრისტიანული პერიოდის ხატები, რომლებიც ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობას გადაურჩა. როგორც ისტორიიდან ვიცით, იმ პერიოდში ძალიან ბევრი ხატი განადგურდა. ჩვენთვის უძვირფასესი ივერიის ღვთისმშობლის ხატიც ხომ სასწაულებრივად გადაურჩა ხატმებრძოლებს. არსებობს მრავალი გადმოცემა, რომ ზღვის ტალღებმა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მსგავსად, მრავალი ხატი გამორიყა. მრავალი მათგანი ზღვის მარილიანმა წყალმა მეტად დააზიანა. ამ გზით რომში ბევრი ხატი მიბრძანდა. "ადვოკატას" რომში ჩაბრძანებასთან დაკავშირებით არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა იგი სხვა ხატებთან ერთად აქ ზღვამ გამორიყა. ხატის დაფაც თითქოს ადასტურებს ამ ვარაუდს. იგი კუთხეებამოტეხილი, დაჭიანებული და გამოფიტულია. მკვლევარების ვარაუდით, მისი ასეთი მძიმე მდგომარეობა, შესაძლოა, გარკვეულწილად, ზღვის მარილიან ტალღებსაც უკავშირდებოდეს. თუმცა, როგორც შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყო, არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ უკანასკნელი 1000 წლის განმავლობაში "ადვოკატა" რომსა და მის შემოგარენში ბრძანდებოდა. უფრო ადრინდელი პერიოდის შესახებ ადვოკატას ისტორია მხოლოდ გადმოცემით არის ცნობილი. საინტერესოა, რომ გადმოცემები ამ ხატის შესახებ 1656 წელს შეაგროვა და ქორონიკონში ჩაწერა კათოლიკე მონაზონმა დომენიკა სალომონამ... წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ ეს ხატი სიონის მთაზე, საიდუმლო სერობის დარბაზში დაწერა. როგორც ცნობილია, წმინდა ლუკა მახარებელი წარმოშობით ელინისტური კულტურული წიაღიდან იყო, სადაც პორტრეტის ხელოვნება, იუდეურისგან განსხვავებით, საკმაოდ გავრცელებული და მიღებული იყო. ამიტომ წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატები ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოგვცემს პორტრეტულ მსგავსებას მათ პირველსახესთან. მოგვიანებით, ხატი წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა იერუსალიმიდან ეფესოში გადაასვენა. მოციქულის გარდაცვალების შემდეგ იგი კონსტანტინოპოლში დააბრძანეს, საიდანაც მოგვიანებით ევროპაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ხატი VIII საუკუნეში აღმოსავლეთიდან რომში ერთ წმინდა კაცს ჩაუბრძანებია. X საუკუნეში პაპ სერგიუს III-მ "ადვოკატა"დიდი პატივით გადაასვენა სან ჯოვანი ინ ლათერნოს საკათედრო ტაძარში; მაგრამ ხატი არ დამორჩილდა და, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მსგავსად, თავადვე აირჩია თავისი ადგილსამყოფელი. "ადვოკატა" სასწაულებრივად დაბრუნდა იმავე ტაძარში, ღარიბ, მიუსაფარ დედებთან, სადაც იგი პირველად მიაბრძანეს, "სანტა მარია ტემპულუში", რომელიც რომის ერთ-ერთ უძველეს საყდრად მიიჩნევა. მოგვიანებით მონაზვნებმა ადგილი შეიცვალეს და ხატიც თან წააბრძანეს, სანტა მარია ტემპულოდან _ სან სისტოში. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, სან სისტოს მონასტერში "ადვოკატა" 1931 წელს მიბრძანდა. აღსანიშნავია, რომ ამ მონასტერს ძალიან მკაცრი ტიპიკონი აქვს და საერო პირებს აქ იშვიათად უშვებენ. შესაძლოა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხატი თანდათანობით დაივიწყეს და 2007 წელს პაულ ბადემ იგი, ფაქტობრივად, ხელახლა აღმოაჩინა მორწმუნეთათვის. _ ხომ არ არის ცნობილი სასწაულები, რომლებიც ამ ხატს უკავშირდება? _ ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ეს ხატი უცნობმა მომლოცველმა იერუსალიმიდან ჩააბრძანა რომში, სადაც წმინდა აგატას სახელობის ტაძრის სიახლოვეს სამი კონსტანტინოპოლელი ძმა ტემპულო, სერვულო და ცერვულო, ცხოვრობდა. ტემპულუს ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, შეეძინა ეს ხატი. იგი ასეც მოიქცა და ტაძარში დააბრძანა. "ადვოკატას" მალე სასწაულები აღუსრულებია. ამ ტაძართან ცხოვრობდნენ კონსტანტინოპოლიდან გახიზნული მონაზვნები, ცოტა მოშორებით კონსტანტინოპოლელი ბერები. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხატი სასწაულებრივად გადაადგილდებოდა ხოლმე... გადმოცემა მოგვითხრობს კიდევ ერთ დიდ სასწაულზე. ვნების შვიდეულში ხატი ფერს იცვლიდა და წითელ პარასკევს თითქმის უფერულდებოდა! ასევე ცნობილია, რომ ამ ხატმა რომი და მისი მცხოვრებნი მრავალჯერ იხსნა შავი ჭირის ეპიდემიისგან.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ხატს ადვოკატი, დამცველი, სწორედ მის მიერ გამოჩენილი დიდი მეოხების გამო ეწოდა. _ თუ შეიძლება აღწერეთ "ადვოკატა". _ "ადვოკატას"ხატზე ღვთისმშობელი მარტოა გამოსახული, ყრმა იესოს გარეშე. იგი ღვთისმშობლის მავედრებელი ხატების არქაულ ტიპს მიეკუთვნება. ეს ფაქტიც, შესრულების მანერასთან ერთად, მის სიძველეზე მიუთითებს. რადგან, როგორც ცნობილია, დედა ღვთისმშობელს ჩვილის გარეშე ეფესოს კრებამდე გამოსახავდნენ.იკონოგრაფიული თვალსაზრისით, ხატი წარმოადგენს "აგიოსორიტისას" ტიპს. იგი ტემპერათია შესრულებული ცაცხვის დაფაზე, რომლის ზომებია _ 71,5X42,5 სმ. ხატი ენკაუსტიკის ტექნიკით არის შესრულებული, კალკიან დაფაზე, ტილოს დატანების გარეშე. საინტერესოა, რომ X საუკუნის ისტორიკოსი და 130 წმინდანის ცხოვრების ავტორი სიმეონ მეტაფრასი გადმოგვცემს უტყუარ ცნობას იმის შესახებ, რომ მოციქულმა ლუკამ ღვთისმშობლის პირველი ხატი ცვილითა და საღებავით შეასრულა და დასძენს, ამ ხატს თაყვანს დღემდე ვცემთო. ენკაუსტიკის ტექნიკის წყალობით ხატს ფერების ჟღერადობა არ დაუკარგავს. ენკაუსტიკა, ანუ ცვილოვანი საღებავით ხატვა, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან რთული და ძვირად ღირებული ტექნოლოგიაა. VII საუკუნიდან მისი ცოდნა დაკარგულად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარეობს მისი აღორძინების მცდელობები. საინტერესოა, რომ ეს ხატი ყველაზე მეტად XIX საუკუნეში აღმოჩენილ ფაიუმის პორტრეტებს ენათესავება, რომლებიც ასევე ენკაუსტიკის ტექნოლოგიით არის შესრულებული და I-IV საუკუნეებით თარიღდება. ამგვარად, ტექნიკის მხრივ გამოკვეთილი კავშირები ფაიუმის პორტრეტებთან ხატის სირიულ-პალესტინურ წარმომავლობაზე მიუთითებს. ხატის დაფა სიძველისგან ძლიერ შელახულია, მხოლოდ სახე და ხელების ნაწილია გადარჩენილი. მარიამის ხორბლისფერ სახესა და მარჯნისფერ პატარა ზომის ტუჩებზე თმის ღეროს მსგავსი ბზარები და რესტავრაციის ნაკვალევი შეიმჩნევა. ღვთისმშობლის გამოსახულება ოდნავ მარჯვნივ არის მიბრუნებული, სახით მნახველისკენ, ხელები მარცხნივ, მავედრებელ პოზაში აქვს აპყრობილი, ცალი ხელი მკერდის სიმაღლეზეა, მეორე კი უფრო მაღლა, მხრის სიმაღლეზე. მისი ღრმა, გულში ჩამწვდომი გამოხედვა, მარჯნისფერი ტუჩები, შეფაკლული ლოყები, შესამჩნევად მოგრძო ცხვირი და, რაც მთავარია, ამ ხატში პორტრეტის განსაცვიფრებლად ცოცხალი გადმოცემა, ფაიუმის უძველეს ნიმუშებს მოგვაგონებს. თუმცა, არც ერთი მათგანი არ შემოგვცქერის ასე ლმობიერად და ასეთი სიყვარულით. სამწუხაროდ, ცაცხვის ხის დაფა იმდენად დაზიანებულია და ჭიით შეჭმული, რომ მისი ზუსტი ასაკის განსაზღვრა შეუძლებელია. ხელოვნებათმცოდნეებმა "ადვოკატას" ხატი 1960 წელს გულმოდგინედ შეისწავლეს და რესტავრაცია ჩაუტარეს. მაგრამ ვინაიდან ხატს ზურგის მხარეს სპილენძის ფირფიტა იჭერს დაშლისაგან, მისთვის რენტგენის გადაღება შეუძლებელი აღმოჩნდა. _ ქალბატონო თინათინ, განმარტეთ, რას ნიშნავს იკონოგრაფიული ტიპი "აგიოსორიტისა"? _ "აგიოსორიტისა" არის იკონოგრაფიული ტიპი, რომელიც უკავშირდება კონსტანტინოპოლში, ერთ-ერთ უძველეს ტაძარში დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს. ამ ტაძარში უძველესი დროიდან ინახებოდა დედა ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყელი, რომელიც ძვირფას ლუსკუმაში იყო ჩაბრძანებული (ბერძნული სიტყვა „სოროს“ ნიშნავს ჩასაბრძანებელს, ლუსკუმას); სწორედ აქედან მომდინარეობს ტაძრის და ამ ხატის სახელწოდებაც _ „აგია სოროს“. თუმცა, ამ ტაძრის ოფიციალური სახელწოდებაა „Chalkopra -tissia“; იგი უკავშირდება კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბნის დასახელებას, სადაც ოქრომჭედლები ცხოვრობდნენ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, "ადვოკატას" ხატი მავედრებელი ტიპის ღვთისმშობლის ხატია. ეს სპეციფიკური იკონოგრაფიული ტიპი კავშირშია დეისუსის (ვედრების) სცენასთან. ვედრების ხატზე, მოგეხსენებათ, ღვთისმშობელი მავედრებელ პოზაში დგას ტახტზე მჯდომი ქრისტეს წინაშე და, როგორც წესი, ის წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად არის გამოსახული. ყველაზე ახლოს კი ის თავისი სახელითა და შინაარსით ახლოს დგას ე. წ. პარაკლისას-თან, რადგან ლათინური სახელწოდება "ადვოკატა" სწორედ ბერძნულის მსგავსად, მცველის, მეოხის, მფარველის შესატყვისია, იმ განსხვავებით, რომ პარაკლისისას ხატებში ღვთისმშობელი გამოსახულია ხელში გრაგნილით. აღსანიშნავია, რომ ადვოკატა ლათინურად არის დასათაურებული. მას ჰმოსია მონაცრისფრო, პორფირი, ანუ მეწამული ფერის სამეუფეო სამოსელი _ ე.წ. მაფორიუმი. ძლიერი დაზიანებების მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი მას მთელ სხეულზე ეხვეოდა და მარცხენა მხართან იკვრებოდა. ქსოვილის ნაოჭების ადგილი ძალიან ნატურალურადაა გადმოცემული, ალაგ-ალაგ აბსტრაქტული გაღიავებითა თუ გამოთეთრებით. მაფორიუმის შიდა მხარე კი გაცილებით მუქადაა დეფინირებული, თითქმის შავი ფერით. მაფორიუმის შიგნით, მარცხენა ყურის მხარეს, მოჩანს თეთრი თავსაბურავი, რუხი ხაზებით. შუბლზე გამოსახულია ოქროსფერი ჯვარი; არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ ეს ჯვრები მეორდება მხრებზე, როგორც ეს მიღებულია ხოლმე ღვთისმშობლის სხვა ხატებზე. ესეც ამ ხატის არქაულობაზე მიუთითებს. ჯვრის ოქროს ფირფიტას ამკობს ბერძნული წარწერა _ IC/XC/NI/KA. გარდა ამისა, შემოჩენილია მარცხენა სამკლაურის დეკორაციული მანჟეტის მხატვრობის ფრაგმენტი, ოქროსფერ ფონზე წითელი ელიფსური მოყვანილობის ქვის, ყვავილის მოხაზულობის ფორმის გამოსახულება, გარშემო 10 მარგალიტით შემკული. ხელები დაფარულია ოქროს ფირფიტებით, მარცხენა ხელის ოქრომჭედლური სამკლაური იმეორებს მარჯვენა ხელის მანჟეტის შემორჩენილ მხატვრობას. ორივე ოქროს ხელის შუა თითზე ძვირფასი თვლებით შემკული ბეჭედია, რომელიც, როგორც ჩანს, მხატვრობაში იყო გამოსახული. იმ ეპოქის გათვალისწინებით ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობდა ოქროს დიადემაც, რომლის კვალიც განსაკუთრებით კარგად ჩანს ხატის რესტავრაციამდელ ფოტოზე. ხატის ფონი მთლიანად ოქროსფერია, ხოლო შარავანდედი მცირე წრეების ორმაგი არშიით იკვეთება. წრეების არშია დატანებულია ასევე ხატის ჩარჩოს გარშემოც. თავის დროზე ხატს ჰქონდა საკუთარი მოხატული ჩარჩო, რომელიც მხოლოდ ზედა მხარეს არის შემორჩენილი. იგი იყო მუქი მწვანე ფერისა, თეთრი ელემეტებით; ღვთისმშობლის მარჯვენა ხელის თითების გამოსახულება ჩარჩოს შუა ადგილზე კვეთს და არშიაზე გადადის... _ ამჟამად რამდენად ცნობილია ქრისტიანული სამყაროსთვის "ადვოკატას" ისტორია? _ 2012 წლის დეკემბერში რომის პალაცო ვენეციის მუზეუმში მსოფლიო დონის გამოფენა მოეწყო. სწორედ მაშინ ფართო საზოგადოების წინაშე წარდგა რომსა და ლაციოს მხარის სასწაულთმოქმედი ხატები და მათ შორის პირველად გამოჩნდა "ადვოკატაც". გამოფენის კატალოგები "ადვოკატას" სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ: "Madonna advocata“,„Madonna di san Luca“, „Madonna del monasterium Tempuli", „Madonna di san Sisto, "Nostra Sig no ra del Ro sa ro“. ევროპის ცნობილ გაზეთებში გაჩნდა პუბლიკაციები სენსაციური სათაურებით: „ადვოკატა" იპყრობს რომს!“ ამ უძველესმა ხატმა მნახველზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც აღმოჩნდა, "სანტა მარია არა კოელისა" და "სან ალესიოს" დიდ ტაძრებში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცნობილი ხატები სწორედ "ადვოკატას"გვიანდელი ასლები ყოფილა. დედანი კი დღემდე საკუთარი სურვილით არ ტოვებს რომის გარეუბანში არსებულ პატარა მონასტერს, რომელიც თავადვე გამოირჩია თავის სამყოფლად. _ იმედი მაქვს, რომ ეს ინტერვიუ ქართველ ხატმწერებს შთააგონებს, დაწერონ "ადვოკატას" ასლი, რათა მისი მადლი ჩვენს ქვეყანასაც მოეფინოს... _ მინდა გახაროთ, რომ ამ ხატის პირველი ასლი უკვე იწერება და როგორც ჩვენი საზოგადოების საქმიანობის, სიწმინდეების მოძიებისა და მომლოცველობის მფარველი, გვსურს პირველად იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ვუსახსოვროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თბილი ხატი ძალიან შეუყვარდებათ საქართვლოში "ადვიოკატა" თავისი ხასიათით ხომ ასე ახლოსაა ივერიის ღვთისმშობელთან. გადმოცემით ცნობილია, რომ დედა ღვთისმშობელი წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილ ხატებს ურთავდა თავის ლოცვა-კურთხევას: „მადლი ჩემგან შობილისა, ჩემითა მეოხებითა, იყოს ხატსა ამას თანა!“ ესაუბრა მარიამ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#129
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
ჩემთან კი ფაუნდ მარა აქ არ წერია 70 ხატიო ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#130
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
![]()
პოსტი
#131
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
რა 70 ხატი კაცო...
![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
![]()
პოსტი
#132
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
marine
გავარკვევ მაგას ნანა ბურჭულაზესთან. მაგაზე კარგად ვის ეცოდინება -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
![]()
პოსტი
#133
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine ჩემთან კი ფაუნდ მარა აქ არ წერია 70 ხატიო ![]() მაშინ მეორე სტატიაში ვნახავდი, რომელიც ასევე წმინდა ლუკაზეა. ვნახავ და მივუთითებ ჟურნალის ნომერს. რა 70 ხატი კაცო... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#134
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ისე მაგათ რედაქტორი არ ყავთ? ამდენი შეცდომა რა ამბავია რომ იპარება? შეიძლება 70 ასლი იყოს რომელიმე ხატის
![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#135
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ისე მაგათ რედაქტორი არ ყავთ? ამდენი შეცდომა რა ამბავია რომ იპარება? შეიძლება 70 ასლი იყოს რომელიმე ხატის ![]() "საპატრიარქოს უწყებანში" ჩვენი ცქნაფო მუშაობს და მაგას ვკითხოთ ![]() A.V.M qetevano G_saxva ვაიმე, ეს ბავშვები როგორ მიყვარს!!!!!!!!! ![]() ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
![]()
პოსტი
#136
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
marine
რომელ ნომერში იყო მითხარი , ჯერ ჟურნალში ვნახავ როგორ წერია და დიდ ცქნაფოს შემდეგ მივწერ... ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
![]()
პოსტი
#137
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine რომელ ნომერში იყო მითხარი , ჯერ ჟურნალში ვნახავ როგორ წერია და დიდ ცქნაფოს შემდეგ მივწერ... ![]() "საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2013 გვ. 5 "წმინდა ლუკა მახარებელი" ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nikanicka |
![]()
პოსტი
#138
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 20-August 13 წევრი № 13,302 ![]() |
დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება ხომ არ გაქვთ ვინმეს?
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#139
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
nikanicka
რუსულად გაწყობს ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
nikanicka |
![]()
პოსტი
#140
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 20-August 13 წევრი № 13,302 ![]() |
A.V.M
რუსული არც ისე კარგად ვიცი მაგრა რამის გაგებას მაინც ვეცდები. ისე ანუ ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ ანუ რომელ პერიოდზეა ეს წინასწარმეტყველება? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი