IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

29 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ
გიორგი
პოსტი Jul 9 2007, 01:25 PM
პოსტი #101


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანონისტი @ Jun 29 2007, 05:35 PM) *

კანუდოსელი
6-ში, პარასკევს 11-ზე ზაზა

იყო კანუდოსელი ამ მოხსენებაზე? რა საინტერესოა ვინ და რა განიხილა?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 9 2007, 01:33 PM
პოსტი #102


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
ციტატა
იყო კანუდოსელი ამ მოხსენებაზე? რა საინტერესოა ვინ და რა განიხილა?

მეც მაინტერესებს.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 9 2007, 02:21 PM
პოსტი #103


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jul 9 2007, 01:33 PM) *

გიორგი

მეც მაინტერესებს.....



კანუდოსელი არ იყო მაგ მოხსენებაზე,საქმეები ჰქონდა...რა ინდიელივით ავლაპარაკდი biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 9 2007, 02:23 PM
პოსტი #104


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
როგორ გამოტოვა კანუდოსელმა ეს სამეცნიერო ღაღადი?....

მეც შენსავით დამემართა biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 9 2007, 02:34 PM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



დრო არ მქონდა თორემ წავიდოდი, თუმცა, წინასწარ ვიცი რასაც მოგვახსენებდა ჯიბლაძე...მის წიგნში რაც წერია იმას იქით ვერ წავიდოდა მაინც....იქ კი დიიიიიდი სისულელეები წერია, კაცს ლოგიკა ხომ არა აქვს და თან პრეტენზიულიცაა....ნუ რაც იზამ დღეს საქართველოში ჯერ კიდევ დილეტანტების "პარადია"


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 9 2007, 02:56 PM
პოსტი #106


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



შეკითხვა მაქ:

ის შანში რომაა 1:10E40000. ეგ რისი შანსია რომ სიცოცხლეა პლანეტაზე, თუ იაქც ადამიანები (ან რაომე სხვა გონიერი არსებები) არსებობს. მე მგონი სიცოცლის შანში მეტია იმიტომ რომ სიცოცლხედ ბაქტერიებც მოიაზრება, რომლევისთვისაც სულაც არაა აუცილებელი 20 გრადუსი, წყალი და მზე. უფრო რთულ პირობებშიც ცხოვრობენ.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 9 2007, 03:30 PM
პოსტი #107


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Jul 9 2007, 02:56 PM) *

შეკითხვა მაქ:
ის შანში რომაა 1:10E40000. ეგ რისი შანსია რომ სიცოცხლეა პლანეტაზე, თუ იაქც ადამიანები (ან რაომე სხვა გონიერი არსებები) არსებობს. მე მგონი სიცოცლის შანში მეტია იმიტომ რომ სიცოცლხედ ბაქტერიებც მოიაზრება, რომლევისთვისაც სულაც არაა აუცილებელი 20 გრადუსი, წყალი და მზე. უფრო რთულ პირობებშიც ცხოვრობენ.

სიცოცხლის ანუ ერთი უჯრედის შექმნის. უჯრედი არის უმცირესი ცოცხალი ნაწილაკი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 9 2007, 03:37 PM
პოსტი #108


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jul 9 2007, 03:30 PM) *

სიცოცხლის ანუ ერთი უჯრედის შექმნის. უჯრედი არის უმცირესი ცოცხალი ნაწილაკი.


და რა რიცხვია ეგ?

10^-(41)?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 9 2007, 04:05 PM
პოსტი #109


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 9 2007, 03:37 PM) *

და რა რიცხვია ეგ?
10^-(41)?

არა, ზაზა. ეგ რიცხვი რომ ჩვეულებრივად 10-ის ხარისხებად ჩავწეროთ იქნება:
10^-(40000)

მძიმის მერე 40 000 ნულზეა ლაპარაკი . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 9 2007, 04:11 PM
პოსტი #110


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jul 9 2007, 04:05 PM) *

არა, ზაზა. ეგ რიცხვი რომ ჩვეულებრივად 10-ის ხარისხებად ჩავწეროთ იქნება:
10^-(40000)

მძიმის მერე 40 000 ნულზეა ლაპარაკი . . .



საინტერესოა იმ სტატიის მონახვა....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 10 2007, 11:16 AM
პოსტი #111


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(d.p @ Jun 28 2007, 12:55 AM) *

XX საუკუნის ერთ ერთი ყველაზე ძლიერი მეცნიერი და კოსმოლოგიაში კლასიკური სახელმძღვანელოს ავტორი - სტივენ ვაინბერგი ბოლო დროს სწორედ იმის მტკიცებითაა დაკავებული რომ ღმერთი არ არსებობს,



იქ მე მტკიცებულება ვერ ვნახე და ტიპიური "არგუმენტი", რომ ამდენი გაჭირვებაა - და ღმერთი სად არისო - ოხრად...ფილოსოფიურ დონეზე საუბარი იქ არც არის...არაა ეგ სერიოზული არგუმენტი, ვაინბერგი რომ მოიყვანე


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 10 2007, 11:21 AM
პოსტი #112


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



გიორგი
ნე ვერიუ smile.gif

იმიტომ რომ ეგ ელემენტარული ნაწილაკები არსებობს ისეთ გაუსაძლის პირობებში როგორიცაა -40 ყინვა, ლავა, ასევე არსებობენ მზის და შენ ყარმოიდგინე წყლის გარეშეც (ზოგ გამოქვაბულში დედამიწაზე). ელემენტერულად იუიტერის თანამგზავრ ევროპაზე, რომლის მთელი ზედაპირი ყინულითაა დაფარული, მეცნიერები ვარაუდეობნ რომ ამ ყინულის ქვეს წყალია , რადგან ეს თანამგზავრი ენერგიას იღებს გრავიტაციული ძალებისგა, თუ ეს ასეა და მის ყინულის საფარის ქვეს ყწალია, მაშინ მაზე სიცლოცხლის არსებობის შანსი ძალიან იზრდება.
აგერ გადახედეთ:
http://en.wikipedia.org/wiki/Europa_(moon)

ასე, რომ ეს შენი 40000 ცოტა შეამცირე თორე გავბრაზდები biggrin.gif. და ისე ის "სუპერკომპიუტერი" როგორია ნეტა? smile.gif


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 10 2007, 12:24 PM
პოსტი #113


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Jul 10 2007, 11:21 AM) *

გიორგი
ნე ვერიუ,
იმიტომ რომ ეგ ელემენტარული ნაწილაკები არსებობს ისეთ გაუსაძლის პირობებში როგორიცაა -40 ყინვა, ლავა, ასევე არსებობენ მზის და შენ წარმოიდგინე წყლის გარეშეც (ზოგ გამოქვაბულში დედამიწაზე).

რომელი ელემენტარული ნაწილაკები? მე ცილები და უჯრედი ვიგულისხმე . . . თუ ცილებზე ან უჯრედზე ამბობ გეთანხმები, მაგრამ ლავაში ნამდვილად არ არსებებენ ცილები (+2000C), რაც შეეხება -40C აქ შესაძლებელია, მართალია.

თუ გულისხმობ ელემენტარულ ნაწილაკებში ატომებს და მის ქვესტრუქტურებს ეგ ბევრად უფრო მაღალ და დაბალ ტემპერატურებზე შეიძლება არსებობდნენ, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს სიცოცხლეს . . .

პროტონები, ნეიტრონები და ელექტრონები ხომ პრაქტიკულად ნებისმიერ გარემოში არსებობენ, მაგრამ საუბარი ამაზე კი არაა, საუბარი არის ალბათობაზე ცოცხალი სამყაროს შექმნის შესახებ. რა არის იმის ალბათობა რომ თავისით აიწყოს უჯრედი და წარმოიშვას სიცოცხლე? აი ამის მექანიკურად და ბიოლოგიურად აგების ალბათობაზეა ლაპარაკი და არა უშუალოდ სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებზე. აბა, წარმოიდგინე რომ დედამიწაზე აბსოლუტურად განადგურებულია სიცოცხლე ბაქტერიების დონეზეც კი აღარაფერი არსებობს. ყველაზე რთული შენაერთი წყალია და დანარჩენი დედამიწის მატერია მხოლოდ ქიმიური ელემენტებისგან შედგება. ტემპერატურა, ჰაერი და წყალი არის ზუსტად ისეთი როგორც დღეს და აი, თუნდაც ამ პირობებში რამდენია იმის ალბათობა რომ სრულიად შემთხვევით და ქაოსურად მექნიკურად თავი მოიყარონ ატომებმა, შექმნან ჯერ რთული ქიმიური ნივთიერებები, ბოლოს მივიდეთ ცილებამდე, შემდეგი შეიქმნას უჯრედის ნაწილები (ლიზოზომა, მიტოკონდრია, გოლჯის აპარატი და ა.შ) შემდეგ ეს ნაწილები შეერთდნენ უჯრედის ბირთვის გარშემო, რომელიც მის მეტაბოლიზმს გააკონტროლებს და უჯრედი ფუნქციონირებას დაიწყებს. თანაც არ უნდა დაიღუპოს მომენტალურად, რომ სიცოცხლე განაგრძოს და გამრავლდეს, აი ამის ალბათობაზეა ლაპარაკი და არა პირობების არსებობის ალბათობაზე.

რაც შეეხება იუპიტერის (განიმედი, ევროპა) თანამგზავრებს და ასევე სატურნისაც (ტიტანი), რამდენგანმე მოიაზრება რომ სიცოცხლისთვის შესაძლო პირობები შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ აქ ლაპარაკია სიცოცხლის შექმნაზე. თუნდაც იდეალური პირობები იყოს სიცოცხლისათვის ის უნდა რაღაცნაირად შეიქმნეს და განვითარდეს. სიცოცხლისათვის აბსოლუტურად იდეალური პირობების დროსაც კი ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ სიცოცხლე შეიქმნას.

ციტატა(iraklidze @ Jul 10 2007, 11:21 AM) *

ასე, რომ ეს შენი 40000 ცოტა შეამცირე თორე გავბრაზდები.

მე ვერც შევამცირებ და ვერ მოვუმატებ. იმ მათემატიკური მოდელის საფუძველზე, რომელიც შეიქმნა სიცოცხლის მექანიკურად შექმნის ალბათობის გამოსათვლელად ზუსტად ეგეთი რიცხვი მიიღეს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 10 2007, 12:39 PM
პოსტი #114


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Jul 10 2007, 11:21 AM) *

და ისე ის "სუპერკომპიუტერი" როგორია ნეტა? smile.gif

რომელია და კახას რომ ჰქონდა ადრე, აწ უკვე ჯართი P3 500 MHz, აი ის იყო სუპერკომპიუტერი smile.gif

საერთოდ ყველა პერსონალური კომპიუტერი (თვით ჩემიც კი smile.gif , "დაჟე" ისიც ვანომ რომ აყიდინა სამსახურს smile.gif ) რომელსაც გამოსაანგარიშებლად მისცემენ 10^(40 000) უცნობის მქონე მწკრივების სისტემას გაუსის მატრიცული მეთოდით ამოსახსნელად სტარტიდან დაახლოებით 12.43601 წამში პროცესორიდან ბოლს გაუშვებს smile.gif

ამიტომ ყველა იმ კომპიუტერს, რომელიც საგანგებოდ მზადდება განსაკუთრებულად დიდი და ზუსტი ოპერაციების სწრაფად ჩასატარებლად სუპერკომპიუტერს ეძახიან, ეს სპეციალური ტერმინია. ზუსტი განმარტება ასეთია:

A supercomputer is a computer that led the world (or was close to doing so) in terms of processing capacity, particularly speed of calculation.

ქართულად ასე ჟღერს: სუპერკომპიუტერი არის კომპიუტერი, რომელიც მსოფლიო ლიდერია (ან ახლოს იყო ასეთ მოქმედებასთან) პროცესების მოცულობის კუთხით, ძირითადად ანგარიშის სიჩქარით.

დეტალური ისტორიის ლინკი:
http://en.wikipedia.org/wiki/Super_computer


ციტატა(კანუდოსელი @ Jul 10 2007, 11:16 AM) *

იქ მე მტკიცებულება ვერ ვნახე და ტიპიური "არგუმენტი", რომ ამდენი გაჭირვებაა - და ღმერთი სად არისო - ოხრად...ფილოსოფიურ დონეზე საუბარი იქ არც არის...არაა ეგ სერიოზული არგუმენტი, ვაინბერგი რომ მოიყვანე

მართალი ხარ. აბსოლუტურად არანაირი სერიოზული მეცნიერული მტკიცებულება არა აქვს, ფსევდოფილოსოფია კი ოხრად . . . მე გავეცანი მაგის პოსტულატებს და დავწერე კიდეც ჩემი კომენტარები წინა პოსტებში.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 10 2007, 12:43 PM
პოსტი #115


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



გიო მაგდენი ვიცი რომ ატომები ყველგანაა. ელემენტარულ სიცოცხლის ფორმაზე გეუბნები, რომელიც ცილისგან შედგება და შეუძლია ერთი სახის ენერგიის მეროში გარდაქმნით იცოცხლოს და გამრავლდეს. აუცილებელი არაა მაინცდამაინც თაფლი მოაგროვოს ან ფეხბურთი ითამაშოს. უბდალოდ იარსებოს. ამის შანსი დიდია, (ყოველ შემთხვავაში ე-40000 არა). სამყაროში უარავი ყინულის პანეტაა. და ეხლა ნუ დამიწყებ მტკიცებას რომ ეგ მოდელი იდეალურია.

(კახა გაბრაზდა ჩემს ექსკომპს აუგად ნუ იხსენიებთო smile.gif )


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 10 2007, 01:15 PM
პოსტი #116


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Jul 10 2007, 12:43 PM) *

გიო მაგდენი ვიცი რომ ატომები ყველგანაა. ელემენტარულ სიცოცხლის ფორმაზე გეუბნები, რომელიც ცილისგან შედგება და შეუძლია ერთი სახის ენერგიის მეორეში გარდაქმნით იცოცხლოს და გამრავლდეს. აუცილებელი არაა მაინცდამაინც თაფლი მოაგროვოს ან ფეხბურთი ითამაშოს. უბრალოდ იარსებოს. ამის შანსი დიდია, (ყოველ შემთხვავაში E-40000 არა). სამყაროში უარავი ყინულის პლანეტაა. და ეხლა ნუ დამიწყებ მტკიცებას რომ ეგ მოდელი იდეალურია.

მოდელი იდეალური შეიძლება სულაც არ იყოს, მაგრამ ასე იოლად შესამჩნევი, რომ ერთი შეხედვით საქმეში ბოლომდე ჩაუხედავად და ძალიან მარტივად დაადგინო, რომ თურმე ეს ძალიან დიდი რიცხვია და სიცოცხლის შექმნას ასეთი მცირე ალბათობა არ ექნებაო არა მართებულად მიმაჩნია. ამ საკითხზე სერიზული მეცნიერები სერიოზული ტექნიკით მუშაობდნენ.

გარდა ამისა შენ ეტყობა არსი ვერ გაიგე გამოთვლის, აქ სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შანსი კი არ არის გამოთვლილი მათი პირობებიდან გამომდინარე. სამყაროში არის ბევრი ყინულის პლანეტა, შორს რომ არ წავიდეთ ჯერადი სისტემა პლუტონი-ქარონი, ორივე სავარაუდოდ ყინულისაა . . . მაგრამ აქ სულ სხვა რამეა გამოთვლილი. ეს მოდელი ამტკიცებს, რომ სიცოცხლის ის ფორმა, რომელიც დედამიწაზე არსებობს (არავითარი "ევროპა", "ტიტანი" და ყინულის პლანეტები), იმ პირობებში რა პირობებიც დედამიწაზეა რომ შექმნილიყო (არაა ლაპარაკი რაღაც ენერგიების გარდაქმნის არსებობაზე ვთქვათ "იოდის" სიცოცხლის მიერ) უჯრედის სახით ამის ალბათობა იყო აი ეგ რიცხვი. ეს მოდელი საერთოდ არ ითვალისწინებს სხვა პლანეტებს ან სხვა პირობებს. ისინი ამბობენ რომ დედამიწაზე არსებულ პირობებში ამგვარივე სიცოცხლის ფორმის შექმნის ალბათობა ატომების თავმოყრით, ბიო-მექანიკური შეერთებით და განვითარებით არის პრაქტიკულად 0-ის ტოლი, მაგრამ მაინც შექმნილიაო და ამის უცნაურობაზე აკეთებენ აქცენტს.

ციტატა(iraklidze @ Jul 10 2007, 12:43 PM) *

კახა გაბრაზდა ჩემს ექსკომპს აუგად ნუ იხსენიებთო smile.gif

სადაც ვანოს კომპი მოხვდა შავ სიაში კახას ექსკომპს რა აქვს სალაპარაკო smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 10 2007, 01:30 PM
პოსტი #117


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



გასაგებია, ანუ ეს შანსია ომ დედამიწა ასეთი ყოფილიყო შემთხვევით. მაგრამ ეხვა პლანეტაზე სიცოლცლიხ უმარტივესი ფორმების არსებობას მე მგონი გაცილებით მეტი შანსი აქ. მე არ მჯერა მცვანე კაცუნების, მაგრამ ბაქტერიების არსებობისა კოსმოსში მჯერა (უფრო სწორად სხვა პლანეტაზე). ასე რომ ჩვენ მარტონი ვართ სამყაროში, მაგრამ აი ბაქტერიაბი არა მგონია smile.gif


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 10 2007, 02:02 PM
პოსტი #118


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Jul 10 2007, 01:30 PM) *

გასაგებია, ანუ ეს შანსია რომ დედამიწა ასეთი ყოფილიყო შემთხვევით. მაგრამ ეხვა პლანეტაზე სიცოლცლიხ უმარტივესი ფორმების არსებობას მე მგონი გაცილებით მეტი შანსი აქ. მე არ მჯერა მწვანე კაცუნების, მაგრამ ბაქტერიების არსებობისა კოსმოსში მჯერა (უფრო სწორად სხვა პლანეტაზე). ასე რომ ჩვენ მარტონი ვართ სამყაროში, მაგრამ აი ბაქტერიები არა მგონია smile.gif

ჰო, უცხოპლანტელების არსებობა ძალიან საეჭვოა, რაც დრო გადის უფრო და უფრო იკვეთება, რომ უცხოპლანეტელების არსებობის შანსი 0-ის ტოლია. ჩვენ აშკარად მარტონი ვართ სამყაროში.

რაც შეეხება ბაქტერიებს, მისი იმ ფორმით შექმნა რა ფორმითაც დედამიწაზე არსებობს ამის შანსიც ძალიან მცირეა. საქმე იმაშია, რომ სამყაროში შესაბამისი პირობების მქონე პლანეტის მოძებნის ალბათობა მრავალ მილიონჯერ უფრო აღემატება თვითონ სტრუქტურულად ბაქტერიის აწყობის და ფუნქციონირების დაწყების ალბათობას. შეიძლება მოიძებნოს მილიონობით პლანეტა სადაც მეტ-ნაკლებად ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი პირობები იქნებოდა, მაგრამ თვითონ ბაქტერიები არა. შორს, რომ არ წავიდეთ აგერ მარსზე ეკვატორულ ზოლში ძალიან კარგი პირობებია, ტემპერატურა +15C, მყარი ნიადაგი (საკმაოდ მდიდარი გრუნტი, ახლახანს "მარს როვერმა" CaCO3 აღმოაჩინა რაც შესაძლო წყლის არსებობაზეც მიუთითებს, ატმოსფეროც ნორმალურია ნახშირორჟანგი და აზოტი, შეიძლება რაღაც სიცოცხლე იყოს ამ ნივთიერებების რესპირაციისთვის, ეგ კი არა და დედამიწისეული მცენარეებისთვის შეუგუებადი, მაგრამ ფოტოსინთეზის სხვაგვარი ფორმაც კი შეიძლება დაიშვას, მაგრამ არ ჩანს თვითონ სიცოცხლე, რადგან მისი შექმნა რაღაც ძალიან რთული პროცესია, თვითონ შექმნა და არა პირობები. ამიტომ მე დედამიწისმაგვარი ბაქტერიების არსებობაც შეუძლებელი მგონია სადმე სხვაგან, ბოლოსდაბოლოს ის დიდი რიცხვი დედამიწისეული ბაქტერიების (ერთი უჯრედის) შექმნის ალბათობაა, მაგრამ სხვაგვარი უმარტივესი სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს კიდეც სხვაგან, ოღონდ ბევრად უფრო მარტივი ვიდრე ბაქტერიებია და თანაც საინტერესო იქნება რა არის ალბათობა და რამდენად რეალურია თუნდაც სულ უბრალო ნივთიერებები მოგროვდნენ, მოწესრიგდნენ და რაღაც ენერგიების გარდაქმნების საშუალებით თუნდაც უპრიმიტიულესი არსებობა შეძლონ . . . და კიდევ რა არის საინტერესო იცი? რამდენად შეიძლება ერთი ენერგიის მეორედ გარდამქმნელი ობიექტი სიცოცხლედ ჩაითვალოს . . . მზეც გარდაქმნის ბირთვულ ენერგიას სინათლედ და სითბოდ, საკვებად თავისივე სხეულს იყენებს და აუცილებლად "მოკვდება" 5 მილიარდი წლის შემდეგ თავისით თუ მანამდე რაიმე გლობალური არ მოხდა, მაგრამ მეცნიერულად მზე სიცოცხლის ფორმად არ ითვლება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 10 2007, 02:21 PM
პოსტი #119


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
ძალიან საინტერესოა..... rolleyes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 10 2007, 02:26 PM
პოსტი #120


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ენერგიის გარდაქმნა მას უნდა "სჭირდებოდეს" რამეში, მოძრაობაში ან რამე მასეთი, თორემ თუ ამას იმიტომ აკეთებს რომ დიდი მასა ან გრავიატცია ეს სხვა საქმეა, ანუ მას ამ ენერგიის გარდაქმნის "სურვილი" უნდა ქონდეს. ბაქტერიებს სურვილი აქვთ რომ ენერგია გარდამქნენ იმსათვის რომ იციცხლონ. მზე სიცოცხლისვის არ სჭირდება თერმობირთვული რეაქცია. რომ ჩაქრეს მაინც დარჩება დიდი პლანეტად. იცი სიცოლცლისთვის ხელსაყრელ პირობებს შენ იმას ეძახი რაც დედამიწაზეა, მარგამ ეს არაა მასე, უფრო რთული და აუტანელი პირობებიც დასაშვებია სიცოცხლისთვის, ასე რომ ეს ზრდის ალბათობას.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

29 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 01:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი