ნათესაური კავშირი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათესაური კავშირი |
ninuca77772 |
Oct 5 2007, 02:21 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 5-October 07 წევრი № 2,900 |
ერთი კირთხვა მაქვს.ჩემს მეგობარს შეუყვარდა ბიცოლამისის მამიდაშვილი და არიან თუ არა ისინე ერთმანეთის ნათესავები?ძალიან მაინტერესებს.წინასწარ დიდი მადლობა
ნათესაური კავშირი |
დეკ. ანდრია |
Oct 5 2007, 10:47 PM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
მსგავს თემაზე შეკითხვა უკვე იყო ფორუმზე. შეგიძლიათ იხილოთ qeti55–ის Sekitxva პასუხების განყოფილებაში. თქვენ მიერ ხსენებულ შემთხვევაში ნათესაური კავშირი მეშვიდე ხარისხისაა, რაც არ არის საკმარისი ჯვრისწერაზე კურთხევისათვის. მაგრამ გასათვალისწინებელია აგრეთვე ნათესაობის გვაროვნება, ნათესაობრივი წოდებების აღრევის შესაძლებლობა და ა.შ.. საეკლესიო სამართალი, ალბათ ნაკლებად საინტერესო თემა იქნება თქვენთვის და დეტალური ახსნით არ მოგაწყენთ. შემიძლია მხოლოდ გითხრათ, რომ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის მიერ შეიძლება დაშვებულიქნას მსგავსი ქორწინება. თუ მეგობარს ჰყავს მოძღვარი, უნდა მიმართოს მას და იგი თავად აცნობებს ეპისკოპოსის კურთხევას. თუ არ ჰყავს, პირადად მოუწევს მღვდელმთავრის ნახვა. თუ ცხოვრობს თბილისში, მიმართოს უწმიდესის ქორეპისკოპოსს. როგორც წესი მღვდელი დამოუკიდებლად არ წყვეტს მსგავს შემთხვევებში ქორწინების საკითხს. შემინდეთ, თუ ვერ გაგეცით ამომწურავი პასუხი.
-------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი