სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
![]() ![]() |
| loen |
Nov 2 2008, 11:30 AM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
ჯერ მინდა ვთქვა, რომ გამეხარდა თქვენი გამოხმაურება, თორემ მეგონა, რომ ეს ფორუმი იყო დახშული და ერთადერთი მიზეზი ამ ფორუმის შექმნისა იყო - გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლებს ემტკიცათ ერთმანეთისთვის , ვის უფრო ბევრი ნაშრომი ქონდა წაკითხული და ვინ უფრო მეტი იცოდა, და ყველა დანარჩენი ,ვისაც განსხვავებული აზრი აქვს იგნორით დაეკმაყოფილებინათ. როგორც სჩანს ვცდებოდი სასიხარულოდ.
ეხლა რაც თემას შეეეხება : მნათე შენი შეკითხვა ვერ გავიგე. შემდეგში იქნებ დამიზუსტო. ეკატერინე, დავუკვირდეთ თქვენს მოყვანილ ციტატას: ციტატა 28. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: 29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ თქვენს სახარებაში ორწერტილია "აუცილებელიას" შემდე, ჩემში - მხოლოდ ერთი. შევამოწმე რამოდენიმე ვარიანტი სახარებისა და ზოგან ორწერტილია, ზოგან ერთი. ხანდახან თარგმნის დროს უზუსტოებები იპარება ხოლმე. ეგეც რომ არ იყოს 29-ში რაც წერია უფრო რჩევას ჰგავს, ვიდრე აუცილებელ დასაცავ მცნებებს("კარგს იზამთ") ეს არის პავლეს რჩევა მათთვის ჯამრთელობის დასაცავად.(ჩემს სახარებაში "იცოცხლეთ"-ს მაგივრად წერია:"იყავით ჯანმრთელად".) კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ 29-ე თავი არ არის ის აუცილებელი მცნებები, რომელზედაც პავლე ლაპარაკობს, არის შემდეგი: პავლეს რომ სდომოდა ჩამოეთვალა აუცილებელი დასაცავი მცნებები, ის არ გამოტოვებდა: გიყვარდეს ღმერთი შენი, გიყვარდეს მოყვასი შენი და ა.შ. საქმე იმაშია, რომ ვისაც ამ წერილს წერდა ამათი ჩამოთვლა არ სჭირდებოდათ , ეს აუცილებელი რაც იყო ისედაც იცოდნენ. ეს სჩანს საქმეები 15:20-21 - დან. ე.ი რჯულის მიწერა არ არის აუცილებელი, ეს ისედაც იკითხება ყოველ შაბათს სინაგოგებშიო. ათი მცნება განსხვავდება სხვა დანარჩენი რჯულისაგან. ეს არის ის მცნებები რომლებიც უნდა დაიცვან მათ ვინც იწოდებიან ღმერთის ხალხად,(და არა პირიქით-ამ მცნებების დაცვით ვერ გახდები ღმერთის შვილი. ეს მხოლოდ იესო ქრისტეში რწმენით ხდება.) დანარჩენი კი არის ღმერთისგან მიცემული კანონები, ასე ვთქვათ კონსტიტუცია, რომ დამყარებულიყო წესრიგი, და ასევე ჯანმრთელობის მცნებები, რომ დიდხანს ეცოცხლათ და ჯანმრთელები ყოფლიყვნენ, და კიდევ ის მცნებები,რომლებიც შეეხებოდა მსხვერპლშეწირვას და იყო დროებითი, სანამ იესო მოვიდოდა და შეეწირებოდა ჩვენთვის ერთხელ და სამუდამოდ. გამოსვლა 19:25 : "და ჩამოვიდა მოსე ხალხთან და მოუთხრო." და ამის შემდეგ გამოსვლა 20 იწყება და მე-17-ე თავის ჩათვლით დათმობილი აქვს ათ მცნებას. ამის შემდეგ წერია , რომ ხალხი შეშინდა ღმერთის ასე ახლოს მოსვლით და კიდევ ის თუ როგორ გაეკეთებინათ ღმერთისთვის სამსხვერპლო და ამის შემდეგ გამოსვლა 21 იწყება ამ სიტყვებით: "და აჰა კანონები, რომლებსაც წარუდგენ მათ:..." და ჩამოწერილია კანონები. აქედან სჩანს ,რომ ღმერთმა თვითონ გამოაცალკევა ათი მცნება, როგორც ძირითადი მცნებები, რომლებიც რჩება სამუდამოთ. დანარჩენი კი ამ ათი მცნებიდან გამომდინარეობს და შეესაბამება იმ დროინდელ ებრაელთა მენტალიტეტს და იმდროინდელ ცივილიზაციას. დანარჩენი კანონები ეხლაც გვაქვს, მაგრამ სხვა ფორმით და მოდის მთავრობიდან. მაგალითისთვის: იმ დროს რომ მანქანები ყოფილიფო, ამ კანონებს დაემატებოდა საგზაო კანონები. ასევე ჯანდაცვა: მაშინ რისთვისაც კრძალავდა ღმერთი ამა თუ იმ ქმედებას, რომლებიც საზიანო იყო ჯანმრთელობისთვის, იგივე და გაცილებით მეტი იკრძალება ეხლაც ექიმების მიერ, იმიტომ რომ ეხლა გაცილებით მეტი დაავადება არსებობს, ვიდრე მაშინ.(იმედია გამიგეთ, რის ახსნასაც ვცდილობ). ჩემო კარგო, რაც შეეხება ახალი აღთქმის წიგნებს- ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც ძველი აღთქმის წიგნებს. და რატომ: თუ დავუკვირდებით, თვითონ იესო და ასევე მოციქულებიც თავიანთ წერილებში ეყრდნობიან ძველ აღთქმაში უკვე დაწერილს, და მათ განმარტავენ სწავლების დროს. ერთერთი მაგალითი იმისა, რომ თვით იესო აღიარებს და ასრულებს ძველ აღთქმაში დაწერილს, არის მათე 4-ში, სადაც ეშმაკი ცდიდა იესოს. იესოს არ გამოუყენებია თავისი, როგორც ღმერთის ძალაუფლება ეშმაკის წინააღმდეგ, არამედ სამივეჯერ უთხრა: "...დაწერილია...დაწერილია...დაწერილია..." და მოიყვანა დაწერილი ძველი აღთქმის წიგნებიდან. ახალი აღთქმიდან: მათე 5:17-18 დან წინა პოსტშიც მოვიყვანე ციტატა. აქედან ჩანს,რომ არა მარტო იესოს არ გაუუქმებია რჯული, არამედ მან აღასრულა, და ასევე ამბობს , რომ რჯული არ გაუქმდება, სანამ ცა და მიწა არ გადაივლის. მე-19-ე და მე-20-ე კი ძალიან საინტერესო გაგრძელებაა: 19-" ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში." აქედან სჩანს , რომ იესო მოგვიწოდებს დავიცვათ ღმერთის მცნებები, მაგრამ ასევე გვეუბნება, რომ მცნებების დაცვაზე არ არის დამოკიდებული ჩვენი სასუფეველში მოხვედრა( თუ არ დაიცვავ და არ ასწავლი უმცირესი დაგერქმევა ცათა სასუფეველში). ამას კარგად ხსნის მე-20-ში: "ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში." ეს ადამიანთა ორი ჯგუფი სრულიად განსხვავდებოდნე ერთმანეთისაგან. მწიგნობრები- იგივე ფილოსოფოსები და მეცნიერები თავიანთი ფილოსოფიით ცდილობდნენ (და ეხლაც ასეა) ღმერთის პოვნას(ან იმის დამტკიცებას,რომ ღმერთი არ არსებობს) და ცხოვრების აზრის გაგებას., ხოლო ფარისევლები- პირიქით: მკაცრად იცავდნენ რჯულს და ფიქრობდნენ ამით დაიმსახურებდნენ ცის სასუფეველს. აქედან გამომდინარეობს შემდეგი: რჯულის დაცვა არ გადაგვარჩენს, მაგრამ ამით პატივს მივაგებთ ღმერთს და ეს სასარგებლოა ჩვენთვის. და იესო მოგვიწოდებს , რომ არა მარტო დავიცვათ მცნებები, არამედ სხვებსაც ასევე ვასწავლოთ. თუ გავაგრძელებთ მათე 5 - ის კითხვას,ვნახავთ,რომ იესო განმარტავს და ამკაცრებს კიდეც მცნებებს: 21-26 "არა კლა"; 27-30 "არ იმრუშო"; 31-37 ცოლქმრის გაყრას;38-42 შურისძიებას; 43-48 სიყვარულს; და ა.შ. ციტატა აქ წერია, რომ წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს არ ავალდებულებდნენ რჯულის დაცვას. გააჩნია რას გულისხმობთ "ვალდებულებაში". თუ ვალდებულება ნიშნავს მძიმე ტვირთს, მართალი ხარ და არა მარტო წარმართობიდან მოქცეულებს , არამედ არც გაქრისტიანებულ ებრაელებს არ ავალდებულებენ. რადგან ღმერთს არ მოუცია რჯული იმისათვის, რომ მძიმე ტვირთად დაწოლოდა ადამიანს, არამედ როგორც მზრუნველმა მამამ მოგვცა ეს მცნებები ჩვენს სასიკეთოდ და ჩვენში მისი სახელის სადიდებლად. ხოლო თუ ვალდებულებაში ვიგულისხმებთ - შვილის ვალს მამის მიმართ:მოვუსმინოთ, დავუჯეროთ და დავყვეთ მის ნებას, მაშინ ვალდებულები ვართ დავიცვათ მისი მცნებები.(კიდევ ერთხელ: რჯულის დაცვა არ მოგვცემს ღმერთის შვილობას. შვილობა მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეში გვეძლევა.) ლუკა 8:21 "...ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ:"დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ." მაშინ როცა ეს სიტყვები თქვა იესომ, ახალი აღთქმა არ იყო კიდევ დაწერილი, ე.ი. ის გულისხმობდა ღვთის სიტყვაში ძველ აღთქმას და რჯულს. რომაელთა 13:9 "...რადგან: "არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ ინდომო" და სხვა რამ მცნებაც შედის ამ სიტყვაში: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი."" მათე 7:21 "...ყველა, ვინც მეუბნება: 'უფალო, უფალო!' როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას...." რა არის ზეციერი მამის ნება , თუ არა მისი მცნებები? მარკოზი 12: 29-31; "...მიუგო იესომ:"პირველი არის 'ისმინე, ისრაელო! უფალი, ღმერთი ჩვენი ერთი უფალია. შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით.' ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: 'შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.' ამათზე დიდი მცნება არ არსებობს." ამის წამკითხველი ერთი შეხედვით იტყვის, რომ იესომ ათი მცნება გააუქმა, და მხოლოდ ეს ორი დაგვიტოვაო, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით დავინახავთ, რომ ათი მცნება კი არ გააუქმა, არამედ გააერთიანა ამ ორ მცნებაში: პირველი ოთხი მცნება ღმერთის სიყვარულში და დანარჩენი ექვსი მოყვასის სიყვარულში. შაბათს რაც შეეხება: პირველ რიგში შაბათის დაცვა შედის ათ მცნებაში და როგორც ზემოთ მოვიყვანე ციტატა მათე 5:19 -დან იესო მოგვიწოდებს დავიცვათ ყველა მცნება. ასევე თუ დავუკვირდებით მე-4-ე მცნებას, რომელიც შაბათზე ლაპარაკობს, ვნახავთ რომ , ათი მცნებიდან ეს არის ერთადერთი ,რომელშიც ღმერთი გვამცნობს თავის პირადობას: რომელი ღმერთი? - უფალი , რომელმაც " ექვს დღეში შექმნა (უფალმა) ცა და მიწა, ზღვა და ყოველი,რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი შეისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი..." (გამოსვლა 20:11) უფალმა შაბათი აკურთხა და წმიდაჰყო დასაბამიდან, მაშინ როცა ებრაელები საერთოდ არ არსებობდნენ. ე.ი. შაბათი მარტო ებრაელებისთვის კი არა , მთელი კაცობრიობისთვის შექმნა უფალმა. ადამიანმა შეიძლება შეასრულოს ცხრა მცნება და ცრუ ღმერთს ემსახურებოდეს. შაბათის დაცვით კი იმ ღმერთს ვემსახურებით,რომლის სახელი უფალია და რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი მასში. ბევრს ჰგონია, რომ იესომ შაბათის მცნება დაარღვია და გააუქმა. თვითონ იესო კი სხვანაირად იძახის მათე5:17-ში. მარტო მათე 12:8 არის საკმარისი,რომ უფლის დღეთ ვაღიაროთ შაბათი და არა კვირა. : "...ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის..." იესომ კი არ გააუქმა შაბათი , არამედ გადმოსცა ისე როგორც თავდაპერველად იყო ჩადებული ათ მცნებაში. ფარისევლებმა შაბათის მცნებას დაუმატეს უამრავი წესები და აქციეს ეს მცნება მძიმე ტვირთად ადამიანებისთვის. ამიტომ უთხრა უფალმა მათ: "...შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის..." (მარკოზი 2:27) ე.ი. შაბათი არის შექმნილი ადამიანთა სასიკეთოთ, ჩვენს სასიკეთოთ ,დასასვენებლათ და უფლის სადიდებლად და უფლის თაყვანისსაცემლად. ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა დღეებში (და მათ შორის კვირასაც) არ უნდა ვცეთ უფალს თაყვანი ანდა არ ვადიდოთ ის, მაგრამ როცა ჩვენ განზრხ ვცვლით შაბათს კვირით იგივეა, რომ ღმერთს ვუთხრათ: ღმერთო, ჩვენ ვიცით, რომ შენ შაბათი დააწესე წმინდა დღეთ, მაგრამ იმპერატორმა კონსტანტინემ თუ რომის პაპმა, თუ ვინც არ უნდა იყოს, შაბათი კვირად შეგვიცვალეს და ამის მიზეზად იესო ქრისტეს აღდგომას გვეუბნებიან და თუ არ დავეთანხმებით სექტანტის იარლიყს ან ანათემას მოგვცემენ.(ყველამ კარგად გაიგეთ-სიყვარულით გეუბნებით. უბრალოდ სხვანაირად ვერ ავხსნით ამას, თუ ვიცით და განზრახ ვარღვევთ). ესეც არ იყოს, შაბათის მცნებას ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ებრაელებში (ეხლაც აქვ) , როგორ ფიქრობთ იესო ერთი სიტყვით მაინც არ იტყოდა თუ ამ მცნებას ცვლიდა კვირით? მაგრამ არც აღდგომამდე და არც აღდგომის შემდეგ არაფერი მაგისმაგვარი არ უთქვამს. ბოლოს მინდა მოვიყვანო ციტატა მათე 12:12 - დან: "...ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება..." შაბათის გაუქმება რომ სდომოდა იესოს, არ იტყოდა ,სიკეთის კეთებაც შეიძლება და მუშაობაც და საერთოდ ვაუქმებ შაბათს და ვცვლი კვირითო? კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: ღმერთის მცნებების დაცვით ვერ მოვხვდებით უფლის სასუფეველში. იესო ქრისტე არის ერთადერთი გზა და თუ მოვინანიებთ ცოდვებს და ვირწმუნებთ მის სახელს, მაშინ ღმერთი მოგვიტევებს ცოდვებს და მისი სიმართლით გავმართლდებით ღმერთის წინაშე. არა საქმეებით და რჯულით, არამედ რწმენით ჩვენს უფალ იესო ქრისტეში., მაგრამ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ ქრისტიანები და განზრახ(და არა არცოდნით)ვიღაცის თუ რაღაცის შიშით,თუ სხვა რაღაც მიზეზით ვამახინჯებთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამის მცნებებს,მაშინ უნდა გადავხედოთ ჩვენს რწმენას , შევამოწმოთ იგი , მართლა გვაქვს თუ არა იგი, მართლა ვართ თუ არა ქრისტესნი და თუ აღმოვაჩენთ, რომ ვცდებით, მოვინანიოთ და ღმერთი მოწყალეა, გვაპატიებს და დავდგეთ იმისთვის, რაც ვიცით რომ სიმართლეა და ღმერთი მოგვცემს ძალას, და ანათემის და სექტანტის იარლიყისა კი არა სიკვდილისაც აღარ შეგვეშინდება. ვისაც ასეთი რამეების ეშინია, იესო ქრისტე გეუბნებათ: "...ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც...... ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ..." (მათე 10:28,30,31) ციტატა იუპიტერის დღე ხუთშაბათი იყო მზის დღე არ იყო , როგორც პლანეტის დღე. მზის დღე იყო როგორც კერპის დღე და მაგ დღეს სცემდნენ თაყვანს მზეს იმ დროის კერპთაყვანისმცემლები. თავიდან სწორედ მასე გამოვიდა კანონი, და კრძალავდა მზის დღეს მუშაობას და ა.შ., მერე მოგვიანებით დაერქვა უფლის დღე ერთერთ საეკლესიო კრებაზე. მათე 15:9 "...ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან..." ღმერთის მცნება - შაბათი ადამიანის მცნება - კვირა. ისევ ვიტყვი: კარგად გამიგეთ , სიყვარულით და თანაგრძნობით ვწერ ამ პოსტს, არავის განვსჯი და არავის დავცინებ. ღმერთია ყველას მსაჯული და მან იცის ყველას გული. ნუ გეშინიათ , როცა ღმერთი თქვენთან არის, კაცი ვერაფერს დაგაკლებთ. სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
loen ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები Oct 31 2008, 11:40 AM
sandro40 ძალიან კარგია რომ ... Oct 31 2008, 12:27 PM
ეკატერინე loen
აი, რას წერს იუსტ... Oct 31 2008, 12:44 PM
ეკატერინე
იუსტინეს ნაშრომიდ... Oct 31 2008, 12:54 PM
მნათე loen
სახარებისეული ც... Nov 1 2008, 04:04 AM
მნათე
მოკლედ, იცნობ თუ ა... Nov 2 2008, 08:58 PM
loveli
რატომ აიგივებ ხატ... Nov 3 2008, 08:26 PM
კანუდოსელი loen
მეც ჩავერევი
რამ... Nov 3 2008, 09:37 PM
agmsarebeli გაიხსენეთ ქერუბიმ... Nov 3 2008, 11:14 PM
chelo მამა პაისს ასეთი მ... Nov 3 2008, 11:47 PM
inaina loen
გული ამიჩუყდა :cray... Nov 4 2008, 12:35 AM
sergi_glaxa საინტერესო თემააა ... Nov 4 2008, 10:37 AM
Iona ვაბშეტა შაბათიც აღ... Nov 4 2008, 02:06 PM
loen როგორც პირველ პოსტ... Nov 5 2008, 11:29 AM
კანუდოსელი loen
ძალიან კარგი
ძა... Nov 5 2008, 11:56 AM
კანუდოსელი loen
ძალიან კარგი
ძა... Nov 9 2008, 10:23 AM
Floyd loen
და ვინ გითხრა რო... Nov 5 2008, 12:09 PM
კანონისტი loen
ისე გამოდის, რომ ... Nov 5 2008, 12:54 PM
sergi_glaxa კანონისტი
შენ ერკ... Nov 5 2008, 02:58 PM
მხევალი ნინო sergi_glaxa
და ესეთი მხოლ... Nov 5 2008, 04:45 PM
sergi_glaxa
sergi_glaxa
და ესეთი მხოლ... Nov 5 2008, 04:51 PM
chelo loen
ვიცოდი რომ მაგას ... Nov 5 2008, 08:51 PM
inaina loen
ეს ყველაფერი დემ... Nov 5 2008, 10:17 PM
კანონისტი sergi_glaxa
მესმის რასაც ... Nov 6 2008, 11:46 AM
loveli leon
მაინტერესებს ხა... Nov 6 2008, 09:38 PM
agmsarebeli თვით ადამიანი ვისი... Nov 6 2008, 09:56 PM
chelo
თვით ადამიანი ვის... Nov 7 2008, 12:06 AM
loen ეს პოსტი იყო ჩემი პ... Nov 7 2008, 10:46 AM
ზვარე
მე ვერაფერს დაგიშ... Nov 10 2008, 06:02 PM
ზვარე
[b]loen - ''რომელსა გ... Nov 17 2008, 01:08 AM
inaina loen
ამაზე ისევ ეს წა... Nov 8 2008, 01:31 AM
loen
[b]loen
ამაზე ისევ ეს წ... Nov 8 2008, 11:04 AM
sergi_glaxa ხატები არ ახდენენ ... Nov 8 2008, 12:51 PM
agmsarebeli
ხატები არ ახდენენ ... Nov 8 2008, 09:18 PM
კანონისტი loen
მაშინ, ასეთი კითხ... Nov 8 2008, 01:53 PM
dariala
ცუდად ვარ გამიტან... Nov 8 2008, 09:25 PM
inaina loen
თუ იცი რაღატომ გ... Nov 8 2008, 10:14 PM
dariala loen
ჩემი აზრით რაც უფ... Nov 8 2008, 10:22 PM
loen
inaina,
მაშინ შენი ... Nov 9 2008, 04:49 AM
agmsarebeli ამ ადამიანს(ლეონს) ... Nov 9 2008, 12:58 PM
loen
კანუდოსელი,
უნდა ... Nov 10 2008, 11:14 AM
კანუდოსელი ლოენ, მეჩვენება რო... Nov 10 2008, 11:55 AM
loen
ლოენ, მეჩვენება რო... Nov 10 2008, 01:40 PM
კანუდოსელი loen
მისმინე მეგობარ... Nov 10 2008, 01:56 PM
loen
loen
მისმინე მეგობარ... Nov 10 2008, 02:19 PM
კანუდოსელი
დაჩოქვით იქნება თ... Nov 10 2008, 02:35 PM
loen
ე.ი. თვლი, რომ დაჩოქ... Nov 10 2008, 03:14 PM
კანუდოსელი loen
და შენ არ მითხარ... Nov 10 2008, 03:15 PM
agmsarebeli ლეონ შენთვის ძვირფ... Nov 10 2008, 03:32 PM
კანუდოსელი agmsarebeli
აცალე კაცს, ჯე... Nov 10 2008, 03:36 PM
agmsarebeli ვაცდი კაცო.....ეს გარ... Nov 10 2008, 04:03 PM
inaina ზვარე
მე ამ მხარეზ... Nov 10 2008, 07:25 PM
loen
კანუდოსელი,
ის კი... Nov 12 2008, 02:47 PM
ზვარე
თქვენი მსჯელობიდ... Nov 12 2008, 09:58 PM
ზვარე loen
წმიდა წერილი ამ ... Nov 12 2008, 09:44 PM
constantine
რომის პაპი ვინაა? Nov 12 2008, 11:35 PM
loen
ზვარე,
მასე უნდა ი... Nov 13 2008, 09:39 AM
კანუდოსელი loen
და ეს ფაქტი აქარ... Nov 13 2008, 10:17 AM
loen
loen
და ეს ფაქტი აქარ... Nov 15 2008, 04:22 AM
ზვარე loen
შეგიძლია იხილო... Nov 13 2008, 10:48 AM
constantine loen
არა მე შენთვის ა... Nov 13 2008, 11:12 AM
loen
loen
არა მე შენთვის ა... Nov 15 2008, 04:50 AM
agmsarebeli ლეონ ქრისტიანე ხაა... Nov 15 2008, 11:01 AM
loen
ლეონ ქრისტიანე ხა... Nov 16 2008, 12:25 PM
neo
ამ ლოგიკით მე რომ ... Nov 15 2008, 11:42 AM
loen
ამ ლოგიკით მე რომ ს... Nov 16 2008, 12:07 PM
sergi_glaxa loen
კარდაგ წერთ :) Nov 16 2008, 04:58 PM
Adolf ლეონ ესეიგი რისი თ... Nov 16 2008, 05:02 PM
agmsarebeli შენ მიპასუხე ლეონ...... Nov 16 2008, 10:23 PM
loen
[size=3]
[b]loen - ''რომელს... Nov 17 2008, 12:25 PM
კანუდოსელი loen
ანუ, კიდობანი იგ... Nov 17 2008, 12:39 PM
sergi_glaxa ახლა დეჟავუ მემართ... Nov 17 2008, 01:39 PM
კანუდოსელი sergi_glaxa
საღვთო წერილს ... Nov 17 2008, 02:34 PM
sergi_glaxa კანუდოსელი
ჩემო კ... Nov 17 2008, 02:49 PM
კანონისტი sergi_glaxa
და ვინ თქვა რო... Nov 17 2008, 02:52 PM
კანუდოსელი sergi_glaxa
ავოე :D
შენ გგო... Nov 17 2008, 02:54 PM
კანონისტი კანუდოსელი
არა, ის... Nov 17 2008, 02:55 PM
loen
მათთვის იყო და გაკ... Nov 17 2008, 03:08 PM
კანუდოსელი loen
მე რაში ვცდები ა... Nov 17 2008, 03:21 PM
კანონისტი loen
ანუ ღმერთმა თავი... Nov 17 2008, 03:24 PM
კანუდოსელი loen
და იესომ საიდან ... Nov 17 2008, 03:25 PM
კანონისტი კანუდოსელი
ნებისმ... Nov 17 2008, 03:29 PM
sergi_glaxa
კანუდოსელი
ნებისმ... Nov 17 2008, 03:48 PM
კანონისტი sergi_glaxa
VII მსოფლიო კრე... Nov 17 2008, 04:28 PM
loen
ამაზე გაგეცი პასუ... Nov 19 2008, 11:32 AM
კანუდოსელი loen
ეს არის ჩემს კით... Nov 19 2008, 11:38 AM
კანონისტი loen
ქრისტეს ორბუნებ... Nov 19 2008, 01:12 PM
კანონისტი loen
ალბათ, გაგიგია, რ... Nov 19 2008, 01:24 PM
sergi_glaxa აღარ გინდათ რა....ხო... Nov 19 2008, 01:57 PM
კანუდოსელი შენი არგუმენტები მ... Nov 19 2008, 02:38 PM
კანონისტი sergi_glaxa
ქორწინება რომ... Nov 19 2008, 02:57 PM
sergi_glaxa
sergi_glaxa
ქორწინება რო... Nov 19 2008, 03:03 PM
კანონისტი sergi_glaxa
საინტერესო მე... Nov 19 2008, 03:09 PM
agmsarebeli aTasi paraklisi da amdenive daujdomeli yvela xatis... Nov 21 2008, 05:53 PM
KAIROS
ეს სასჯელი გგონია? ... Dec 1 2008, 12:01 AM
loen
კანუდოსელი,
მხოლო... Dec 1 2008, 02:23 PM
constantine
ნუ ხალხი მომრავლდ... Dec 1 2008, 10:53 PM
KAIROS
? :o აბა რატომ ლოცულო... Dec 2 2008, 12:19 AM
constantine
ვინ ხატმა? ანუ შენ ... Dec 2 2008, 12:38 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 07:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი