ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
loen |
Nov 5 2008, 11:29 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
როგორც პირველ პოსტში ავღნიშნე, დავას აზრი არა აქვს, დავით და ჩხუბით სიმართლეს ვერ მივაღწევთ, არამედ უფრო დავრწმუნდებით
"ჩვენს სიმართლეში", და არა ღმერთის სიმართლეში. ასე რომ თხოვნა იქნება, სადავოდ აქ შემოსვლას და ცინიკურ პასუხებს სჯობს, სულ ნუ გაცემთ პასუხს. მსჯელობით კი ვიმსჯელოთ და ვთხოვოთ ღმერთს , რომ აგვიხილოს თვალი მეც და თქვენც, და დაგვანახოს ჩვენი შეცდომები. ციტატა მოკლედ, იცნობ თუ არა სახარების, როგორც წიგნის ისტორიას? იცნობ მათი დაწერის და შემდეგ შეკრების ფაქტებს? ისტორიული წყაროებით? მნათე, გავიგე შენი შეკითხვა და რატომაც მისვამ ამ შეკითხვას., მაგრამ მთავარი ის კი არ არის ვინ გადათარგმნა , ან შეკრა ერთად ბიბილია სრული სახით, არამედ ის , რომ ეს ყველაფერი მოხდა ღმერთის ძალით, და მჯერა რომ ღმერთს აქვს იმის ძალა, რომ დაიცვას მისი სიტყვა დამახინჯებისაგან და გადასცეს ასე თაობიდან თაობას. ასევე , თუ ადამიანი წვლილს შეიტანს ბიბილიის გამოცემაში , არ ნიშნავს იმას , რომ ეს ადამიანი ემორჩილება ღმერთის სიტყვას. მაგალითისთვის : კათოლოკურ ეკლესიას და კერძოდ რომის პაპს მიუძღვის წვლილი ბიბილიის სრული სახით გამოცემაში. მაგრამ იგივე ეკლესია და რომოს პაპი კრძალავდა ბიბილიას ხალხში 12 საუკუნის განმავლობაში. კანონი ქონდათ ასეთი , რომ თუ ვინმეს ჩაუვარდებოდა ბიბილია ხელში უნდა ჩაებარებინა ეკლესიაში და თუ ამას არ იზავდა და შემთხვევით ვინმე უპოვნიდა სასჯელი იყო განსაზღვრული ამისთვის. შენთვითონ დაფიქრდი, ვის მიზნებს ემსახურება ხალხის სიბნელეში ყოფნა ბიბილიის გარეშე, ღმერთისას თუ ეშმაკისას? ეხლა მასე ვეღარ აკრძალავენ ბიბილიას, მაგრამ ტეხნიკურად აშორებენ ხალხს ბიბილიისგან. არ გვასწავლიან, რომ ბიბილია ძნელი გასაგებია და ნუ შევეცდებით ჩავწვდეთ და შევისწავლოთ იგი? სამაგიეროდ გვაძლევენ იმ ნაშრომებს და წიგნებს , რომლებიც ეთანხმება მათ ( როგორც სისტემის) აზრებს. და სიკვდილით დასჯით კი აღარ იმუქრებიან, არამედ ვინც გაბედავს და კითხვის ქვეშ დააყენებს მათ "სიმართლეს", ანათემა და ხალხისგან გარიყვა არ აცდება. ციტატა რატომ აიგივებ ხატების მსახურებას კერპმსახურებასთAნ? ტუ ხატიც იგივე კერპია მაშინ რით ახსნი იმას რომ თვით მაცხოვარმა დაგვიტოვა ტვისი ხელთუქმნელი ხატი და რატომ ივიწყებ ამას? და შენი სიტყვები თ იცი რა გამოდის? ის რომ მხოლოდ შენ ერთი ჩაწვდი ქრისტეს ნამდვილ სათქმელს და დანარჩენი მთEლი მართMადიდებლები კი ვერ ხვდებიან რო ღმერთმა შაბათი დაგვიწესა უფლის სადიდებლად, შენ ამბობ რომ მხოლოდ ჯრულისა და კანონების შესრულებით ვერ მოიპოვებ სასუფეველს და ეს რომ ასეც იყოს მაშინ ის რომ შაბათი უნდა მივუძგვნათ უფალს ესეც ხო უფლის მიერ დანატოვები კანონი და რჯულია ხოდა მარტო ამის შესრულებითაც არაფერი გამოვა, და ასე მინდა ვთქვა რომ ასეთი დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჩო რომელ დგეს უნდა ვიუქმოთ რადგანაც უფალმა უქმე დგე იმისტვის დაგვინიშნა რომ მთლიანად უფალს მივუძღვნათ და ჩვენ კი შეგვიძლია რომ ყოველი დღე მივუძგვნათ უფალს და ჩვენი საქმით ვადიოდთ ის. loveli, არ ვაიგივებ კერპებს და ხატებს, რადგან ღმერთი არ აიგივებს მე-2-ე მცნებაში: "...არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება..."(გამოსვლა 20:4) , მაგრამ როგორც ვხედავთ ორივეს კრძალავს. "...თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო..." (გამოსვლა 20:5). და თუ ხატის წინ დაჩოქება, ამბორი და ლოცვა, თაქვანისცემა არ არის , მაშ თაყვანისცემა რაღა არის. ხატზე დახატულის თქმა არ შეიძლება, უნდა თქვა დაწერილია, ანდა "ხატი გამოიტანეს" მაგივრად "ხატი გამოაბრძანეს" და კიდევ ბევრი რამ , რაც მეტყველებს ხატების თაყვანისცემასა და შიშზე. თუ გაინტერესებს, უფრო დაწვრილებით შეგიძლია ნახო აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800. მაცხოვრის ხატზე რომ იძახი, მართლა რომ დაეტოვებინა იესო ქრისტეს თავისი ხატი, ისეთი დიდი რამ იქნებოდა ეს, რომ ან თვითონ იტყოდა , ანდა მოციქულები საქმეებში და წერილებში არ გამოტოვებდნენ ამას. თუ ბიბილიას დავეყრდნობით არსად არ არის ნახსენები ამის შესახებ. მე უფრო ბევრი ვიცი, ვიდრე ამდენმა მართლმადიდებელმაო რომ მეკითხები. პირველ რიგში , მე ვცდილობ რომ ღმერთის სიტყვას დავეყრდნო და არა ჩემს აზრებს, და თუ სადმე გამომეპარება და რამეს ჩემი აზრებით დავამტკიცებ, შემისწორეთ და მადლობას მოგიხდით. მერე კიდევ, ნაწილობრივ ზემოთ გავეცი ამ კითხვას პასუხი - ჩვენ ვამჯობინებთ ადამიანთა ნაშრომებზე დაყრდნობას , ბიბილიის მაგივრად. და არც მოგვივა აზრად , რომ შევამოწმოთ ამა თუ იმ ნაშრომის სიმართლე ბიბილიასთან დამოკიდებულებაში. მე არა ვარ წინააღმდეგი სხვადასხვა წიგნების და ნაშრომების წაკითხვისა, მაგრამ ბრმად არ უნდა დავუჯეროთ და მითუმეტეს სხვებსაც ასე ვასწავლოთ. არამედ არსებობს ერთადერთი სიმართლე , აბსოლიტური სიმართლე - ღმერთის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ბიბილიის საშუალებით ვგებულობთ, და ამ სიმართლეზე დაყრდნობით უნდა გავიზიაროთ ან უკუვაგდოთ ესა თუ ის აზრი. ციტატა შენ ამბობ რომ მხოლოდ ჯრულისა და კანონების შესრულებით ვერ მოიპოვებ სასუფეველს და ეს რომ ასეც იყოს შენ თუ იმისი არ გჯერა, რომ არა საქმეებით, არამედ რწმენით იესო ქრისტეში გადავრჩებით, მაშინ ამ ყველაფერზე ლაპარაკი ზედმეტია იმიტომ,რომ მთავარი ეს არის და დანარჩენი ნაყოფია ამ რწმენის. ორ ციტატას მოვიყვან ახლი აღთქმიდან, მაგრამ ამისთანები ბევრია და შეგიძლია წაიკითხო და ნახავ შენთვითონ. "...რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე..." (რომაელთა 3:20) "...რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად..." (რომაელთა 3:28) და თუ წაიკითხავ რომაელთა მე3-ე და მე-4-ე თავებს კარგს იზამ , რადგან აქ არის ლაპარაკი ამის შესახებ დაწვრილებით. ღმერთის მცნებების დაცვის შესახებაც, გარდა იმ ციტატებისა რაც წინა პოსტში მოვიყვანე, რომაელთა 4:31 -იც ამბობს: "...მაშ ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს..." ციტატა ასეთი დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჩო რომელ დგეს უნდა ვიუქმოთ რადგანაც უფალმა უქმე დგე იმისტვის დაგვინიშნა რომ მთლიანად უფალს მივუძღვნათ და ჩვენ კი შეგვიძლია რომ ყოველი დღე მივუძგვნათ უფალს სწორედაც დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ღმერთის მცნებებს, თუ მის შვილებად ვიწოდებით., იმაზე მეტი ვიდრე ადამიანის მიერ შემოღებულ მცნებებს და ტრადიციებს. ეგეც არ იყოს, შენ თუ ფიქრობ რომ არა აქვს მნიშვნელობა რომელ დღეს ვიუქმებთ, მაშინ რატომ არის კვირა დაწესებული. შაბათს რომ მნიშვნელობა არ ქონოდა, მაშინ ღმერთი გვეტყოდა თავის მცნებებში, რომ ყველამ ამოირჩიეთ თქვენ თქვენი დღე რომელიც გინდათ და იმ დღეს ვაკურთხებ და წმინდათვყოფო. ციტატა 1. მიპასუხეთ, როდის იქნა პირველად მიღებული მცნება კერპის არშექმნასთან დაკავშირებით? 2. ეს მცნება დღეს და ძველ აღთქმისეულ პერიოდშიც შესასრულებელი იყო ერთნაირად? ანუ როგორც დღეს ისე, ძველაღთქმისეულ პერიოდშიც ცოდვა იყო ეს ქმედება? 3. ჩვენ ხატების წინაშე რომ ვიჩოქებთ - თქვენ მიგაჩნიათ, რომ გამომდინარე აქედან მათ თაყვანს ვცემთ, ანუ ვცოდავთ? კანუდოსელი, ღმერთი კერპების წინააღმდეგი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ როგორც მცნება ოფიციალურად პირველად(თუ არ ვცდები) ჩანს გამოსვლა 20-ში. თუ ვინმეს ან რამეს მივანიჭებთ იმას, რაც ღმერთს ეკუთვნის ის ვინმე ან რამე უკვე კერპია. ამიტომ კერპთაყვანისმცემლობა ცოდვა იყო და იქნება ყოველთვის ღმერთის წინაშე. დაჩოქვა და თაყვანისცემა ხშირად გვხვდება ერთად ბიბილიაში - "დაიჩოქა, დაემხო და თაყვანი სცა" დაახლოებით ასეთი ფორმით. ერთერთი მაგალითი ამისა არის, როცა ეშმაკი ცდიდა იესოს ასე უთხრა: "...უთხრა მას:"ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ"..." (მათე 4:9) ასე რომ დიახ, უმეტეს შემთხვევაში დაჩოქება იგივეა, რაც თაყვანისცემა. ამასთან ერთად დაჩოქვის გარდა, თქვენ ეამბორებით და შველას თხოვთ ხატებს. ასევე გეშინიათ მათი და ეს ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის- შემქმნელს და არა შექმნილს. ისევ ვიტყვი ,მიზანი ამ პოსტებისა და საერთოდ ამ ფორუმისა ,მიმაჩნია, არის ის, რომ არა განვსაჯოთ ერთმანეთი და ცოდვილები ვუძახოთ ერთმანეთს, არამედ სიმართლე ვთქვათ და ერთმანეთს მივუთითოდ შეცდომებზე (სიყვარულით) და დავეხმაროთ ერთმანეთს. ციტატა გაიხსენეთ ქერუბიმების გამოსახვა ვინ უბრძანა მოსეს აღთქმის კიდობანზე agmsarebeli, აღთქმის კიდობანი და ყველაფერი მასში იყო აჩრდილი, წინასწარმეტყველება და სიმბოლო იესო ქრისტესი. ეს კარგად ჩანს ებრაელთა 9:11 ში : "...ხოლო ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი არა ამნაირად შექმნილით..." , ხოლო "ამნაირად"-ში ნაგულისხმევია კარავი და აღთქმის კიდობანი , რომელიც ამ კარავში იდგა.(ებრაელთა 9:3-5) ციტატა მამა პაისს ასეთი მაგალითი მოყავს ამასთან დაკავშირებით:როდესაც დედა გენატრებათ მის სურათს დახედავთ და კოცნით,ამით თქვენ ამ საღებავებს კი არა მასზე გამოსახულ ადამიანის მიმართ გამოხატავთ თქვენს გრძნობას.უფალმა თვითონ დაგვიტოვა თავისი ხატი ტილოზე,ღვთისმშობელმა სახეზე ფიცრის მიდებით აწყურის ღვთისმშობლის ხატი, და ასევე ღვთისმშობლის ხატების დიდი ნაწილი ლუკა მახარებლის დაერილა chelo, შეიძლება მართალი ხარ , და მართლაც ხსოვნის დანიშნულება ქონდათ ხატებს თავის დროზე (დაღუპულ ქრისტიანეთა სურათების) და შეიძლება შენთვის ასე არის ეხლაც, მაგრამ თუ ვიტყვით ზოგადად , რომ ხატებს ეს დანიშნულება აქვთ დღესდღეობით მართლმადიდებელ ეკლესიაში, თავს მოვიტყუებთ. და თუნდაც შენთვის მასე იყოს, უმეტესობისთვის არის საცდური, და ამიტომ ხატების როგორც სურათების დალაგება ეკლესიაში არ მიმაჩნია გამართლებულად. ის ხატები კი რომლებიც შენ ჩამოთვალე , არსად ერთხელაც არ არის ნახსენები ბიბილიაში. ზემოთაც ავღნიშნე , შენ რასაც წერ მართალი რომ იყოს , დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმ დროინდელი ქრისტიანებისათვის და ერთხელ მაინც იქნებოდა ნახსენები მოციქულის წერილებში. ციტატა გული ამიჩუყდა თან ერთი კითხვა გამიჩნდა,რომელ რელიგიას ეკუთვნი?რამდენადაც ვხვდები არც პაპისტი ხარ და არც მართლმადიდებელი. ბიბლიური ტექსტების ახსნა საკუთარია? inaina, ღმერთს უყვარხარ და ამიტომ არ მივცემ ჩემს თავს უფლებას , იგივე სახის პასუხი გაგცე , რა სახითაც შეკითხვა დამისვი. მივიღებ შენს შეკითხვას სერიოზულად და გაგცემ სერიოზულ პასუხს: მწამს სამება ღმერთის : მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი. მწამს, რომ იესო არის ქრისტე , ძე ღვთისა და მივიჩნევ მას ჩემს უფლად. მჯერა, რომ იესო მოვიდა ამ ქვეყნად, ეწამა და მოკვდა ჩემი გულისთვის, ჩემი ცოდვების გულისთვის და ამით გზა გამიხსნა ღმერთთან მისასვლელი და მხოლოდ მასშია ცოდვების პატიება და მხოლოდ რწმენით იესო ქრისტეში გადავრჩები. მჯერა , რომ ღმერთმა აღადგინა იგი და , რომ ის ცოცხალია, და ყოველდღე ველოდები მის მეორედ მოსვლას ამ ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე ჩემს თავს თამამად ვუწოდებ ქრისტიანს. და , მიუხედავათ იმისა , რომ მინდა ვიყო იმ ეკლესიის წევრი, რომლისაც ქართველთა უმეტესობა ეკუთვნის(მართლმადიდებული), შენთვის გასაგები მიზეზების გამო არ ვიქნბი და ვერც ვიქნები, რადგან არ ვაკმაყოფილებ ამ ეკლესიის სტანდარტებს. სხვანაირდ რომ ვთქვა ჩემთვის ჯერ ღმერთია და მერე საქართველო და ყველაფერი. სივარულით მეთქი რომ ვთქვი, მართლა სიყვარულით ვწერ ამ პოსტებს. ერთერთი მიზეზი საერთოდ რომ ვწერ ამ პოსტებს, სწორედ ეს არის, იმასთან ერთად, რომ როგორც ქრისტიანი ქართველი ჩემს ვალად მიმაჩნია. ციტატა საინტერესო თემააა ... მსგავსი თემა მეც მქონდა ადრე და საკმაოდ აქტიურიც იყო მაშინ ფორუმი..ახლა კიდევ რა თემები იხსნება რავიცი.. მნიშვნელოვანი საკითხია..ახლა აქ ზოგიერთი ჩვენი თანაფორუმელი კატასავით ზურგზე არ ეცემა მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის რა არის ადამიანის ხელის ქმნილება.. მოკლედ მე მეტად არ გავამძაფრებ ..უბრალოდ დაგაკვირდებით მადლობა უფალს. ციტატა ვაბშეტა შაბათიც აღინიშნება ჩვენთან, დიდ მარხვაში წირვა მართო შაბათ-კვირას ტარდება. კვირის აღნიშვნა კი არსად არაა აკრძალული iona, შაბათიც კი არ უნდა აღინიშნებოდეს, არამედ შაბათი უნდა იყოს უქმე და კვირაც და სხვა დღეებიც უნდა მივუძღვნათ ღმერთს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით. საქმე იმაშია, რომ შაბათი როგორც უქმე , უფლის დღე , მიუღებელია მართმადიდებლულ ეკლესიაში. და თუ არა აქვს მნიშვნელობა რომელი დღე იქნება , მაშინ კვირას რატომ აღიარებენ უფლის დღედ. ერთერთ მართლმადიდებულ ეკლესიათა კრებაზე , ერთერთი ეკლესიის ლიდერის გამოსვლა წავიკითხე (აღარ მახსოვს ზუსტად რომელი კრება და ვისი გამოსვლა იყო). და ამ გამოსვლაში ამბობდა დაახლოებით ასეთი სახით, რომ შემოპარულები არიანი ეკლესიაში პირები , რომლებიც ქადაგებენ იუდეველებივით შაბათის დაცვასო. ასე რომ , სიკვდილით დასჯა არ არის ამის გულისთვის, მაგრამ აკრძალულია შაბათი როგორც უფლის დღე . დავამთავრებ იმით, რომ ხსნა არის მხოლოდ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში რწმენით და არა რჯულის დაცვით. და ჩვენი უკვე გამოხსნილების , შვილების ვალი ზეციერი მამის წინაშე არის ის , რომ მივაგოთ პატივი მამას იესო ქრისტეში მისი მცნებების დაცვით. მითუმეტეს როცა ვხედავთ, რომ ადამიანის მცნებები ცვლიან ღმერთის მცნებებს დღევანდელ ცხოვრებაში. სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი