ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
loen |
Nov 7 2008, 10:46 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
ეს პოსტი იყო ჩემი პასუხი "ალექსანდრე"-ს პოსტისა სიწმინდეების თემაში.
მე მგონი ბევრ თქვენ კითხვას გავცემ ამით პასუხს. " მე-2-ე მცნება: "...არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა,რაც მაღლა ცაშია,რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია,მიწის ქვემოთ..."(გამოსვლა 20:4) აქედან სჩანს ,რომ კერპი და ხატება სხვადასხვა რამ არის,თორემ არ გვეტყოდა ღმერთი -"არც რაიმე ხატება". კარგით, კერპს არ სცემთ თაყვანს-არ აღმერთებთ ვინმეს ან რამეს ღმერთის გარდა. რას უშვრებით ამ მცნების მეორე ნაწილს-ხატებას? მივყვეთ მსჯელობას: "...ხატება იმისა...". თუ "იმისა"-ში ნაგულისხმევია მასალა,რომლისგანაც ხატი მზადდება,მაშინ ყველა ვარიანტში არღვევთ ამ მცნებას იმიტომ,რომ მასალას ,რომელსაც იყენებთ ხატის გასაკეთებლად, ან მიწაზეა ,ან მიწის ქვემოთ. თუ "იმისა"-ში ნაგულისხმევია გამოსახულება ხატზე. ავიღოთ მაგალითისთვის წმინდა მარიამის ხატი.(სხვათა შორის "წმინდასაც" არა სწორად განმარტავთ. ახალი აღთქმიდან სჩანს,რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი წმინდაა ქრისტეში. თუ ვერ მოძებნით შემდეგში გეტყვით ზუსტად სად არის.ეხლა არ მინდა თემას გადავუხვიო). მარიამი როგორც ადამიანი ,შედის " დაბლა მიწაზეა" კატეგორიაში. ხოლო ,მისი გარდაცვალების შემდეგ ის უფალთან არის,და აქედან გამომდინარე "მაღლა ცაში". ღმერთის სამყოფელად რომ ცა არის მიჩნეული ,ეს ბევრგან გვხვდება ბიბილიაში. მაგალითისთვის ყველასთვის ცნობილი - "მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა..." ეგეც არ იყოს ,დარწმუნებული ვარ ,რომ მარიამი,ან პავლე , ან პეტრე ცოცხალი რომ იყოს და მიხვიდე მასთან და თაყვანი სცე,გეტყვის,რომ მეც შენნაირი მსახური ვარ ღვთისა,მე ნუ მცემ თაყვანს,ღმერთს ეცი თაყვანიო. იოანეს გამოცხადებაში,როცა იოანემ თაყვანი სცა ანგელოზს,ანგელოზმა სწორედ ასე უთხარა მას.(გამოცხადება 19:10) და ეს რომ ანგელოზი ელაპარაკება ჩანს გამოცხადება 17:1 დან. ტაძრის მაგალითი რომ მოგყავს შენ მესამე მეფეთა წიგნიდან,კარგად ჩანს,რომ სოლომონ მეფე ხვდებოდა,რამხელად დიადი იყო ღმერთი.და რომ ის ვერ დაეტევოდა ტაძარში ,რაც არ უნდა დიდი აეშენებინათ. ის ტაძარი და ყველაფერი რასაც ძველი აღთქმის ისრაელი სცემდა თაყვანს, იყო წინასწარმეტყველაბა და სიმბოლო იესო ქრისტესი,რომელიც უნდა მოსულიყო მომავალში. იოანე 2:19-მიუგო იესომ და უთხრა მათ:"დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას." 20-უთხრეს იუდეველებმა: "ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?" 21-ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. ეს ტაძარი კი ,რომელზეც იუდეველები ლაპარაკობდენე ,იგივე ტაძარია,რომლის მაგალითიც შენ მოიყვანე მესამე მეფეთა წიგნიდან. ასე,რომ ტაძარი არი იესო ქრისტე და მასში უნა ვცეთ თაყვანი ღმერთს. - ხელთუქმნელი ტაძარი ეხლა კი როც უკვე იესო ქრისტე მოევლინა ამ წუთისოფელს,არა გვაქვს უფლება თაყვანი ვცეთ ტაძარს, თუ ვინმეს ან რამეს,რაც ადამიანის ხელით არის შექმნილი,რადგან იესო ქრისტეში ჩვენ ღმერთი გამოგვეცხადა,ასე ვთქვათ-ჩვენ გავიცანით ღმერთი იესო ქრისტეში.(იოანე 14:8-9). ტაძარი და ეკლესია, თუ რაიმე შენობა უნდა იყოს ჩვენთვის- ქრისტიანებისთვის თავშესაკრები ადგილი,სადაც ერთად თაყვანს ვცემთ ღმერთს იესო ქრისტეში სულითა და ჭეშმარიტებით(და არა ხატებით და ფრესკებით),შევისწავლით მის სიტყვას და გავამხნევბთ ,დავაიმედებთ და დავეხმარებით ეთმანეთს. და ამის შემდეგ იქნება ღმერთი ჩვენთან იმ ტაძარში ,ეკლესიასა თუ ნებისმიერ შენობაში.(იოანე 4:21-24) P.S. პავლეს არ უთქვამს ბერძნებისთვის (საქმეები-17)-ში,რომ თქვენი კერპები აიღეთ და ხატები დაალაგეთო. " "ალექსანდრეს" პოსტიც და ჩემი პოსტიც მთლიანად შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 ამასთან მინდა მოვიყვანო მე-2-ე მცნება მთლიანად , იმათთვის ვისაც არა აქვს ძველი აღთქმის წიგნები. "...არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახუროთ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას, და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის..." (გამოსვლა 20:4-6) აქედან ჩანს რომ , ხატების თაყვანისცემას და მსახურებას ღმერთი აიგივებს მის სიძულვილთან და მისი მცნებების დაცვას - მის სიყვარულთან. "მრვალ ათასეულ თაობებისათვის" - როგორ ფიქრობთ ჩვენ არ ვეკუთვნით ამას?. აქედან ისიც ჩანს, რომ ღმერთის მცნებები მარტო ძველი აღთქმის პერიოდზე არ ვრცელდება, რადგან როგორც მათე 1 -დან ვგებულობთ , აბრაამიდან ქრისტემდე სულ 42 თაობაა (მათე 1:17). "...და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის.....ხატების მსგავსებაში... რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა(შემქმნელისა), რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ..." (რომაელთა 1:23-25) ციტატა მართალია მე ჯერ წმინდა წერილი არ მაქ წაკითხული მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო შენზე ნაკლებად მწმს უფალი loveli, ჩემი ამ პოსტების მიზანი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ჩვენება იმისა, რომ ვინმეზე მეტად მწამს ღმერთი , და თუ ასეთი შთაბეჭდილება დავტოვე, ყველას ბოდიშს მოვუხდი. შენ კიდე, თუ ჩემმა პოსტებმა დაგაინტერესა და გადაგაწყვეტინა წმინდა წერილის წაკითხვა, ამაზე დიდი მიზანი არც მექნება არავისთვის, რადგან მჯერა რომ ღმერთის სიტყვა არის ცოცხალი, მომქმედი და აქვს ძალა, და შენ თუ წაიკითხავ მას და გამოიკვლევ გაიგებ სიმართლეს და სიმართლე გაგხდის თავისუფალს. "...უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ..." (იოანე 8:31-32) ადამიანთა ნაშრომებში კი არა, იესოს სიტყვაში შევიცნობთ ჭეშმარიტებას. ასევე ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი იესო ქრისტეს მოწაფეები ვართ. ციტატა თუ ადამიანის ნაშრომს არ ეყრდნობი აბა საიდან მოგყავს ისტორია კონსტანტინეზე და კათოლიკეებზე. საეკლესიო მწერლებზე(ზოგი წმინდა მამაა), მეტი ავტორიტეტი ააქვთ ამ ისტორიკოსებს? რატო ენდობი შენ ადამიანის(ისტორიკოსის) დაწერილს და რატომ გვიშლი ჩვენ ვენდოთ წმინდა მამებს და მათ სწავლებებს.? ეს სამართლიანად მიგაჩნია? agmsarebeli, რა დავწერე ისტორიკოსებზე დაყრდნობით ისტორიული ფაქტების გარდა? და რა დავწერე წმინდა წერილზე დაუყრდნობლად ღმერთის მცნებების შესახებ? მე ვერაფერს დაგიშლით. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება ის , რომ სანამ აირჩევდეთ წმინდა მამების სწავლებას, შეამოწმეთ მათი სიმართლე ბიბლიასთან შეთანხმებაში და თუ ეთანხმება , რას კარგავთ ან რისი გეშინიათ, და თუ ნახავთ , რომ არ ეთანხმება, მაშინ არჩევანი თქვენზეა რას დაუჯერებთ ადამიანთა სწავლებას თუ ღმერთის სწავლებას. ციტატა ეს ყველაფერი დემონებსაც სწამთ,და შიშით თრთიან შემოქმედის წინაშე,მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება,მათ აღარ მიეტევებათ ცოდვები,ადამიანებს კი მიეტევებათ,გარდა სულიწმინდის უარყოფის ცოდვისა,სწორედაც ამიტომაა,რომ დემონებს იმაზე მეტად ვძულვართ,ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია,რადგან ვერაფერს გვიშავებენ,სანამ ჩვენი ნებელობით არ ავირჩევთ,არჩევანს სანამ არ გავაკეთებთ უფალსა და იმ წუთისოფლის სიამეთა შორის,რომელსაც ეშმაკი გვთავაზობს,ცხადად თუ ფარულად. ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ გეუბნევი,გონებაში ნუ შემოუშვებ ადამიანის დაუძინებელ მტერს,თორემ აგირევს გონებას დ ასამუდამოდ დაგღუპავს,გმართავს ისე,რომ ვერც მიხვდები,შენი აზრები გეგონება და მისი აზრები გექნება,საკუთარი აგარაფერი დაგრჩება,მათ შორის ქცევაც. ვისთვისაც ეკლესია დედა არაა,მისთვის მამა ღმერთი ვერ იქნება inaina, რისი სწამთ დემონებს? , რომ იესო ქრისტეში გადარჩებიან და რწმენით ცოდვები მიეტევებათ. ანდა რომ დავწერე ველოდები მეთქი იესოს მეორედ მოსვლას ვიგულისხმე და ეხლა დავამატებ , რომ იმედით ველოდები. როგორ ფიქრობ დემონები იმედით ელოდებიან თუ შიშით? ანდა რითი ვუშვებ დემონებს ჩემს თავში? იმით რომ ბიბლიას ვკითხულობ და ვეძებ სიმართლეს და არ ვეძებ სიმართლეს ადამიანთა ნაშრომებში? რითი ვუარყოფ და შევურაწყოფ სული წმინდას? დემონებს არა, მაგრამ იესო ქრისტეს დავუმორჩილებ ჩემს აზრებს, საკუთარ თავსაც და ჩემს ქცევებსაც. ეკლესია ქრისტეს სხეულია და ქრისტიანები მისი ნაწილები ვართ. და იესო ქრისტეში მივიღეთ ჩვენ შვილობა ღმერთთან. შეიძლება ფიზიკურად მარტო ვიყო ამ წუთში , მაგრამ ვარ იმ მსოფლიო ეკლესიის წევრი, რომელიც სულითა და ჭეშმარიტებით ემსახურება ღმერთს, და ამიტომ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში თამამად დავუძახებ ღმერთს მამას. სიყვარულით კიდევ რომ ვიძახი (შენ როგორც ვატყობ გეხამუშება ეს სიტყვა ვხუმრობ), იმიტომ ვიძახი, რომ წერილში ძნელია გადმოსცე გრძნობები და ემოციები, და არ მინდა ეს ჩემი პოსტები ვინმემ არასწორად გაიგოს. თუმცა მიუხედავათ ამისა , ერთერთ მეგობარზე ისეთი შთაბეჭდილება მოვახდინე, თითქოს მე უფრო ძლიერად მწამს ღმერთის, ვიდრე სხვებს , რაზეც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი. სხვანაირად არ გაიგოთ , ბოდიშს არ ვიხდი არაფერზე, რაც ჩემს რწმენას შეეხება და რასაც თქვენ გიზიარებთ და რასაც ბიბლიაზე დაყრდნობით ვწერ. ეხლა კი ბოდიშს მოვუხდი(დღეს ბოდიშების დღეა ) ყველას ვის შეკითხვებსაც პასუხი ვერ გავეცი, უნდა წავიდე და რომ დავბრუნდები შევეცდები გავცე პასუხი ყველას, მიუხედავად იმისა , რომ ბევრის შეკითხვა პროვოკაციულია და ამ შეკითხვებით ცდილობენ შეცდომაში დამიჭირონ. ერთს გეტყვით: მე არ ვარ უცდომელი, მაგრამ ღმერთის სიტყვა უცდომელია და ამიტომაც ჩემს თავს არ ვენდობი, არამედ ყველა ჩემი პასუხი იქნება ბიბლიიდან. სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი